Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. რა ლეპტოპია? შენ ალბათ Nvidia Optimus-იანი ლეპი გაქვს, მაგისთვის ცალკე დრაივერები არსებობს, ნახე Nvidia-ს საიტზე. თანამშრომლის ნოუთს ჰქონდა მასე, ინტეგრირებულ Intel HD-ზე მუშაობდა სულ GT540-ის ნაცვლად, სანამ ოპტიმუსის დრაივერი არ ჩავწერეთ.
  2. 1. მარტო მეგაპიქსელი ბევრს არაფერს ნიშნავს. პირიქით, როდესაც ფოტოაპარატებს ერთი ზომის სენსორი აქვთ (სწორედ მასეა D3200 და D5100), რომელსაც უფრო მეტი მეგაპიქსელი აქვს, ის აგებს ფოტოს ხარისხში ღამით გადაღებისას და მაღალი მგრძნობიარობისას. 2. "3" სერიის ნიკონებს ყოველთვის ჯობს "5" სერიის ნიკონები, რადგან "3" სერია დამწყებთათვისაა, ხოლო "5" სერია - უფრო გამოცდილი მომხმარებლებისთვის. შეიძლება ჯერ ვერ ერკვეოდე ფოტოგრაფიაში, მაგრამ მოგვიანებით, როცა დაამუღამებ, შეიძლება გული დაგწყდეს, რატომ D5100 არ ვიყიდე D3200-ის ნაცვლადო. 3. ანალოგიური ვითარებაა ქენონთანაც. აქ სამ ციფრიანები (500D, 550D, 600D და ა.შ) ყოველთვის ჯობს ოთხციფრიანებს (1000D, 1100D). 4. ნიკონის მთავარ ღირსებად მე პირადად მიმაჩნია ის, რომ ძველი და ახალი ლინზების საკმაოდ ფართო არჩევანი გექნება. რათქმაუნდა სრული ავტომატიკით ყველაფერს ვერ ამუშავებ, მაგრამ მაინც. რაც შეეხება ქენონს, მისი მთავარი ღირსება ბაზარზე შედარებით უფრო იაფი ლინზებია, ვიდრე ნიკონისა. საერთოდაც ქენონის აქსესუარებს უფრო ხშირად შეხვდები საქართველოში, ვიდრე ნიკონისას (ეს სამწუხარო ქართული დაავადების ბრალია, რომლის მიხედვითაც "ქენონი ყველაზე მაგარია იმიტომ, რომ ქენონია". სინამდვილეში ეს ასე არ არის). ბოლოს მინდა დავინტერესდე, აუცილებლად სარკიანი ციფრული გინდა? ეგებ დიდ ზუმიანი გირჩევნია? ან ცვლადი ლინზით, მაგრამ უფრო კომპაქტური ზომის? ყველას კიარ იზიდავს "სარკე", მაგალითად მე "სარკე" მიყვარს, ჩემ ბოსს უსარკო აპარატი აქვს ცვლადი ლინზებით (სხვათა შორის ძალიან კარგი), აგერ ძმაკაცს "სუპერზუმიანი" სონი აქვს... მოკლედ მინდა გირჩიო ჯერ ჩამოყალიბდე რა ტიპის ციფრული გირჩევნია და შემდეგ იყიდო... ცოტა ბევრი გამომივიდა ნაწერი, მაგრამ იმედია წაკითხვას არ დაიზარებ. ეს უკვე პროგრესია.
      • 3
      • Upvote
  3. ამით: http://www.photozone.de/olympus--four-thirds-lens-tests/473-oly_35_35 შტატივი არ მაქვს თან, თორემ უკეთესს გადავიღებდი.
  4. რამიშავს გიო. თავად? შენ რაც გაქვს ეგეც კარგია, 775-ზე რაღად უნდა დაიხარჯო?
  5. ჯერ-ჯერობით ცალ-ცალკე გაყიდვა არ განიხილება, თუ ყველაფრის კლიენტი არ გამოჩნდა. ჩემი არაა სისტემა. სხვები რას იტყვიან?
  6. ყველაფერი ზემოაღნიშნული იყიდება. არ იყიდება მხოლოდ მონიტორი, რომელიც არც დამიწერია.
  7. მოგესალმებით თქვენი აზრით, რამდენად გაიყიდება მოცემული სისტემა: CPU - Core 2 Quad Q9650 Motherboard - MSI P43 Neo VGA - Inno3D 9800 GT RAM - 4GB DDR2-800 PSU - K-mex-ის რაღაცა, ასე 500 ვატამდე HDD - Samsung 250GB/16MB DVD და უბრალო კეისი, მონიტორის გარეშე გმადლობთ წინასწარ.
      • 1
      • Upvote
  8. თუ ინსტრუქციას გადაიკითხავთ და ხმარებას დაამუღამებთ, გამოსასწორებელი არაფერი დარჩება. თუ არა და ექნება ისევ პრობლემები.
  9. ზუმის ამბავია. რაც უფრო დიდი ზუმი გაქვს, მით უფრო რთულია სტაბილური გამოსახულების მიღება. არის კიდევ რაღაც-რაღაც ნიუანსები, ყველაფერს ასე ზეპირად ვერ გეტყვი, ინსტრუქცია გადაიკითხოს, წერია იქ ყველაფერი
  10. ჩემთვის მანდ დილემა არ არსებობს - როგორც ფოტოაპარატი, ოლიმპასი ქენონს ათი თავით ჯობს ამ შემთხვევაში. თუმცა მე თუ მკითხავ, თუკი ვიდეოს აქვს მნიშვნელობა, სჯობს ვიდეოკამერა იყიდო. მითუმეტეს თუ საოპერატოროზე სწავლობ.
  11. თემის პირველ პოსტში წერია ყველაფერი, რაც უნდა გაითვალისწინო ნახმარი ლინზის შერჩევისას. ტყუილად კიარ ჰქვია თემას "ნახმარი ლინზების შერჩევა".
  12. ერთს დავამატებ ზემოთ თქმულს, 100000 არის "საგარანტიო" გარბენი. სინამდვილეში ან გაფუჭდება მაგდენზე, ან - არა. და კიდევ, ყველა ფოტოაპარატს 100000 არა აქვს. რაც უფრო მაღალი დონისაა, მით უფრო დიდი საგარანტიო გარბენი აქვს :)
  13. აპაპა. ნაკლები ბრენდია დიახაც, მაგრამ ჰაი-ენდი რაც აქვს, ის მართლა ჰაი-ენდია და ტოლს არ უდებს ნიკონს.
  14. არასწორად სვამ კითხვას ნახევრადპროფესიონალი არის Nikon D5100, ხოლო Nikon P510, L810 და სხვა ყველა მოდელი, რომელსაც ოპტიკა არ ეცვლება ("ლინზა არ სძვრება") არის სამოყვარულო ფოტოკამერა და ვერაფრით შეედრება D5100-ს.
  15. არაფერს, ჩვეულებრივი სამოყვარულოა. თავის ფასისთვის ნორმალური. ყოველ შემთხვევაში ფუჯიფილმს მირჩევნია.
  16. ეტყობა წაშალა სერვერმა. ბორჯომიდან ვერაფერს ვიზამ :(
  17. გაგიმარჯოს P510 არ არის სარკიანი ფოტოაპარატი და ბევრი მინუსი აქვს. ფაქტობრივად "დიდი ზუმის" გარდა არანაირი ღირსება არა აქვს. ჯერ უნდა ჩამოყალიბდე გინდა თუ არა ე.წ, "პროფესიონალი" (ანუ სარკიანი) 5100, თუ აბსოლუტურად ყველაფრით სამოყვარულო 510. მანდ არჩევანი უკვე შენზეა, თუმცა მე როგორც ყოველთვის სარკიანისკენ ვიხრები (5100 )
  18. ნეტა იცოდე სად გიშვებენ :D
  19. იაგო ალბათ იმავეს გეტყვის, რაც NvidiaFan-მა გითხრა და მართალიც იქნება, მაგრამ შენი საქმისა შენ იცი :)
  20. ყველაფერი ძალიან მაგარი დონისაა! პირდაპირ გეტყვი, რომ რევოლუციურ სისწრაფეს მაინც არ უნდა ელოდო, მაქსველი ყოველთვის ყველა "მანქანაზე" ძალიან ნელი მუშაობით გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი რაღაცის აწყობას აპირებ! კარგი კვება გაქვს იმედია :)
  21. სიკვდილს რას ეძახი? რენდერის დროს რომ ვერაფერს გააკეთებ? 3Ds Max-ზე არაა ხოლმე მასე, მაქსველთან არ მქონია შეხება და ვერაფერს გეტყვი. ყველა ბირთვის გამოყენება იმდენად არ ტვირთავს სისტემას, რამდენადაც "High priority"-ს მიცემა. მაგ დროს ერხევა ხოლმე როგორც წესი თუმცა ისევ ვიმეორებ, მაქსველთან არასდროს მქონია შეხება. სცადე, თუ ძალიან დაგრუზა, შეგიძლია ძველ მაჩვენებლებზე დააბრუნო.
  22. 8. ფიზიკური ბირთვი 4 არის, მაგრამ ნაკადი არის 8 და მანდ ზუსტად ნაკადების გაწერას მოგთხოვს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.