-
Posts
11815 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მიშა
-
maxwell next limit- ში რაზეა დამოკიდებული რენდერინგის სიჩქარე?
მიშა replied to D_O_O_M's topic in ზოგადი დისკუსიები
13000-ად მგონი 4 ცალს ააწყობ 12-ნაკადიან i7-ზე კომპს. რაოდენობას რაც შეეხება, მაღალი პრიორიტეტი მიეცი და ყველა ბირთვი მოუნიშნე. თუმცა რატომღაც მგონია, რომ ავტომატურადაც ყველა ბირთვს იყენებს. -
maxwell next limit- ში რაზეა დამოკიდებული რენდერინგის სიჩქარე?
მიშა replied to D_O_O_M's topic in ზოგადი დისკუსიები
i7-960-ს 8 ნაკადი აქვს და მაგას ნამდვილად ვერაფერს უშველი. არსებობს 12 ნაკადიანი i7-ები, მაგრამ ნამდვილად ვერ მოგცემს იმხელა შედეგს, რომ იმ პროცესორში ქვეყნის ფული გადაყარო. -
maxwell next limit- ში რაზეა დამოკიდებული რენდერინგის სიჩქარე?
მიშა replied to D_O_O_M's topic in ზოგადი დისკუსიები
3x2GB მეხსიერების მოდული თუ გაქვს, კიდევ 3 ცალი მასეთივე ჩაუმატე და გაგიორმაგდება. თუ 6x1GB გაქვს (რაშიც ეჭვი მეპარება), მაშინ მოგიწევს ეგ გაყიდო და 6x2GB იყიდო იმიტომ, რომ შენ მაზერს მხოლოდ 6 სლოტი აქვს მეხსიერებისათვის. თუმცა Maxwell-ის რენდერის სიჩქარის რეალურად გაზრდა მხოლოდ Render Node-ით შეიძლება, ანუ რამდენიმე კომპიუტერის ერთმანეთზე დაერთებით და ჯგუფური რენდერით. სამწუხაროდ "Render Node" აუცილებლად ლიცენზირებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იმუშავებს. -
maxwell next limit- ში რაზეა დამოკიდებული რენდერინგის სიჩქარე?
მიშა replied to D_O_O_M's topic in ზოგადი დისკუსიები
ვერ გავიგე უბრალოდ მაქსი გაინტერესებს, თუ საკუთრივ მაქსველის რენდერ-ძრავი. მაქსში ოპერატიულზე დამოკიდებულია რენდერის წინა ფაზები (არაპირდაპირი განათების ანგარიში და მისთ.), ხოლო თვითონ რენდერინგის პროცესი უკვე პროცესორის ნაკადების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ოპერატიულის გაზრდა რადიკალურ ცვლილებას ვერ მოგცემს. მაქსველს რაც შეეხება, ამას გადახედე, ზოგად წარმოდგენას მოგცემს http://forums.cgarch...instream-6.html ძალიან ბევრ ფაქტორზეა რენდერის სიჩქარე დამოკიდებული... ეს კაცი სიმართლეს ამბობს ჩემი აზრით: -
10 ლარი ღირს მგონი Key ამჟამად, სინგლის თამაშს აზრიც არა აქვს და არ გატეხეს.
-
ეგ კიდევ იმდენად არა ჩანს, აი ვარდისფერი აბერაცია მართლა კატაკლიზმაა:
-
მოკლედ რა :SNEMOTICON13:
-
ეჭვი მაქვს "IS" შეცდომით აქვთ. უმაგისო ლინზა კი ღირს 1300 ლარამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში 1300 ლარი კიარა, 1300 დოლარი არ ყოფნის მაგ ლინზის აქ ჩამოტანას.
-
გზა დამილოცნია :)
-
მეც ზუსტად ისევე ვფიქრობ, როგორც შენ. ორჯერ მქონდა Olymps PEN-ის დათრევის საკმაოდ სარფიანი შანსი და შეგნებულად არ ავიღე, სარკე მერჩივნა და იმიტომ. საზღვარგარეთ ალბათ ცოტა სხვა სიტუაცაა.
-
საერთოდ 3x-ზე მეტი გადიდების მქონე ლინზები მეტწილად ცუდია ოპტიკური ხარისხით. თვით მართლა მაღალი დონის 18-135მმ ლინზების ჩათვლით (როგორც ნიკონის, ასევე ქენონის)... 125:18=6.9, ასე რომ სასწაულს არ უნდა ელოდოთ მაგ ლინზისგან. ფართო კუთხეზე "ბოჩკა" ექნება, ტელეფოტოზე - ვინიეტირება. და თუ მაგ ორ პრობლემას იოლად გამოასწორებთ ფოტოშოპით, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ეგეთ ლინზებს ქრომატული აბერაციებიც უხვად აქვთ, რასაც ფოტოშოპით მასე იოლად ვერ ამოიყვანთ...
-
ვერ შეამოწმებ სონიზე გარბენს. სხვა ნახე, გარეგნულადაც ეტყობა ნახმარია თუ არა. ლინზას კონტაქტები უნახე, თუ გახეხილია, ე.ი. ხშირად ხსნიდნენ და ამაგრებდნენ. ღილაკები, ტრიალა სამართავი და მისთანები თუ მოცვეთილია და ა.შ.
-
ეგ თქვენი პირადი აზრია, სინამდვილეში კი როგორც ჩანს მარკეტინგულად სწორი გათვლაა, თორემ ვერც Sony NEX სერია გაიხარებდა წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ნიკონის V და J სერიები, არც Canon გამოუშვებდა უსარკო "კომპაქტურ" ციფრულს და არც Olympus-ი გადაერთვებოდა მთლიანად Micro 4/3 ფორმატზე. მით უმეტეს, რომ ზემოხსენებული კამერების უმეტესობას საკმაოდ სოლიდური ფასი აქვს და მათ ფასად შეიძლება SLR-ის ყიდვა.
-
http://en.wikipedia.org/wiki/Bracketing#Exposure_bracketing მერე მაგ სურათების HDR-დ გადაქცევა შეგიძლია.
-
კარგია გაგა. მეორე განსაკუთრებით
-
გარბენის ნახვა გინდა? მემგონი არ არსებობს მაგის შემოწმების გზა http://www.flickr.com/groups/1507977@N21/discuss/72157630798771852/
-
მე სონის ავიღებდი იმის მიუხედავად, რომ SLT-ა.
-
გასაგებია, ყველას გმადლობთ. მივიღებთ გადაწყვეტილებას საღამოს :)
-
სულ ეს არის? მხოლოდ ორი "პრეტენდენტი"?
-
გასაგებია, მივიღებთ მხედველობაში. გეთანხმები. რომელი სონი? "იუ"? გვეჩქარება ჟამბო, თორემ კიბატონო... ლუმიას კი აქვს მაზალო ვიზუალი, მაგრამ რავიცი, გემოვნების საკითხია. ...Building consensus...
-
საღამომდე დავიცდით ვარიანტებზე და მერე შევარჩევთ შესაფერის რამეს გიო... რატომ არ გვირჩევ? ლიმიტირებული ჰარდის გამო? სენსორის ამბავში? თუ თვითონ OS იქნება მოძველებული?
-
მოგესალმებით. გთხოვთ შეგვარჩევინოთ მობილური. ძირითადი მოთხოვნებია: უნდა იყოს ვედროიდი, დიდი სენსორული ეკრანით (კლავიატურა არ უნდა ჰქონდეს), სასურველია იყოს ფერთა გარკვეული არჩევანი. ბიუჯეტი - 400 ლარი. უნდა ვიყიდოთ აუცილებლად აქ. ჩამოტანა და ა.შ. არ გვინდა. გმადლობთ წინასწარ.
-
ვაა ოთო გილოცავ ნელ-ნელა გაიზარდე დღემდე მაწუხებს სინდისი იმ უთანხმოების გამო, რაც გვქონდა და არც მომითხოვია ბოდიში მაგისთვის ვიჩქარე გადაწყვეტილების მიღებაში მაშინ :(
