Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10296
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by სოსო

  1. http://www.hotspot.ge/d5100-kit18-55vr018208919819/p11190/ ამ კამერაზე რას მეტყვით? რა ხდება რატო ღირს ასე იაფი D5100?
  2. ორი ფლეშკა მაქვს კორსაირის და ორივე მშვენივრად მუშაობს პროსტა ორივე USB 2.0-ზეა :)
  3. უნდა დაშალო და ნახო შეიძლება სადმე ფურცლის ნაგლეჯია დარჩენილი თუ არადა ხელოსანთან უნდა მიიტანო ან არადა ახალი პრინტერი http://www.computerhope.com/issues/ch000980.htm
  4. რა ნოუთია? არსებობს სტანდარტული პაროლები რომლითაც შეგიძლია მაგის ჩამოყრა აქ არის კონკრეტულ მოდელზე სად არის ელემენტი მაგრამ დიდი შანსია შენთან საერთოდ სხვაგან იყოს http://www.syschat.com/download120.html http://www.syschat.com/download121.html ასევე ეს პროგრამები შეიძლება გამოგადგეს
  5. ერთხელ სცადე და მეორეჯერ არ გიცდია ჩართვა რა ვიცი დანარჩენი ყველაფერი სწორად არის შეერთებული? ბრაკიც რომ იყოს ეგ ქულერი ბიოსში მაინც უნდა შეგიშვას ისე რა ცხელდება რომ საერთოდ არ ირთვება თუ ეგრე ცხელდება რომ არ ირთვება ე.ი. ქულერი პროცესორს საერთოდ არ უნდა ეხებოდეს და ეგრე რომ იყოს შენც დაინახავდი რაღაც სხვა მიზეზიც უნდა იყოს პროსტა სურათები გვანახე მაინტერესებს მაგრა
  6. წითლად რომ არის საგანგაშო მაჩვენებელია მაგას ნიშნავს მაგრამ არ არის საგანგაშო რეალურად შენ ძაბვა გაუზარდე და ნახე რამდენად სტაბილური იქნება 1.6 ვოლტი დააყენე ჯერ
  7. დაწერე მერე რას იზავს გაზრდილი ტაიმინგებით
  8. ქულერი რამდენად კარგად დაამაგრე? ძირზე პლასტიკაი აკრიათ ხოლმე ახალ ქულერებს ეგ მოაძრე? თერმოპასტა თუ წაუსვი რომელი და როგორ
  9. ალბათ ტესტები გვეტყვის ზუსტად ძვირია თუ არა და ზოგადად thermalright სადაც წერია უკვე ძალიან მაგარი ქულერია
  10. აკი SPD არ აჩვენებსო? როგორც გითხარი ტაიმინგებია ძალიან დაბალი 7-7-7 ნამეტაი ცოტაა მაგ ოპერებისთვის 7-7-7 უნდა იყოს 1066 სიხშირეზე 1333 სიხშირეზე 8-8-8 და 1600 საერთოდ არა აქვს მაგრამ მინიმუმ 9-9-9-27 უნდა მისცე მაგ სიხშირეზე თუ გინდა სტაბილური იყოს ნუ ეს ყველაფერი 1.5 ვოლტზეა თუ ძაბვას გაზრდი შეიძლება ნაკლები ტაიმინგები გაქაჩოს მაგრამ 24 საათი სამუსაოდ ჯობია 1.5 ვოლტი და 9-9-9 მისცე 1600 სიხშირეზე
  11. როგორც გითხარი სხვა მაზერი გინდა რაზგონისთვის თუნდაც asrock თუ იაფი გინდა
  12. http://www.anandtech.com/show/5729/western-digital-velociraptor-1tb-wd1000dhtz-review სხვათაშორის კარგი რევიუა ძალიან და პრინციპში ლოგიკურ დასკვნამდეც მივიდნენ როგორც C დისკი ნაღდად SSD ჯობია ისევ რამე 128-256GB-იანი და ეს რომ გაუშვა D დისკად საკაიფო წარმაედობა გექნება თითქმის ორჯერ მეტი ვიდრე ჩვეულებრივი ვინჩესტერი და დენის მოხმარებაც საკმაოდ დაბალი აქვს
  13. ხოდა ის ჩასადები მაგისთვის არის რომ PC-ზეც წავიდეს როგორი რაღაცაა იცი შენ თუ დეტალები გაინტერესებს რატო არ უშვებენ 3.5 ვერსიას და რატო უშვებენ მარტო 2.5-ს 3.5-ის ადაპტერით მაშინ ამათ მისწერე http://www.wdc.com/en/
  14. სანამ ბიოსს დაფლეშავ ჯერ სურათები გვანახე ბიოსის ECS დიდი სარაზგონო მაზერებს არ უშვებს
  15. AMD-ს Radeon HD 7000 სერია 10 თვის წინ გამოვიდა გაყიდვაში, შეიდერების ახალი არქიტექტურით, რომელსაც "GCN" ეწოდება. ჯერ კიდევ მაშინ კომპანია გვარწმუნებდა რომ ახალი არქიტექტურა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა და მთელი მისი სიძლიერე თავიდანვე არ ჩანდა. ახალი დრაივერების გამოსვლასთან ერთად გარკვეული წარმადობის მატება იყო თუმცა ეს არ იყო მნიშვნელოვანი მატება. ფასის შემცირებით AMD-მ შეძლო Nvidia-ს იგივე თაობის პროდუქტისთვის კონკურენცია გაეწია. თუ გამოსვლის დღეს HD 7970 550$ ღირდა დღეს ის 390$ ღირს. დღეს უკვე AMD თავისი ახალი დრაივერებით ცდილობს კიდევ ერთხელ წინ წამოსწიოს თავისი პროდუქცია. დრაივერის ჩამოწერა შეიძლება ამ ლინკიდან http://www.techpower....11_Beta_3.html გარდა დრაივერისა კომპანია ასევე გვთავაზობს ფასდაკლებებზ ზოგიერთ თამაშზე ახალი ბეტა დრაივერი უკვე გამოსულია ხოლოს საბოლოო ვერსია გამოვ მოგვიანებით, ნოემბერში. ამ მიმოხილვაში განხილულია HD 7750, HD 7770, HD 7850, HD 7870, HD 7950, HD 7970 და HD 7970 GHz ასევე გატესტილია HD 6970 დაფაც, რომელიც გვაჩვენებს რომ ძველი ვიდეო დაფებისთვის დიდი გაუმჯობესება ახალი დრაივერით არ არის. სატესტო სისტემა ასე გამოიყურება ყველა ვიდეო დაფა ზუსტად ამ სისტემაზეა დატესტილი, ასევე ყველა თამაშში დაყენებულია მაქსიმალურად მაღალი პარამეტრები, ხოლო AA და AF დაყენებულია უშუალოდ თამაშიდან და არა დრაივერის პარამეტრებიდან. Catalyst 12.11 მითითებულია ყველგან შესადარებლად, სხვა შემთხვევაში დრაივერები ძველია. თამაშები დატესტილია შემდეგ გარჩევადობებზე 1280 x 800, 2x Anti-aliasing. ყველაზე ხშირი გარჩევადობა მცირე დიაგონალის მონიტორებისათვის (17" - 19"). 1680 x 1050, 4x Anti-aliasing. საშუალო დიაგონალის მონიტორების გარჩევადობა (19" - 22"). ძალიან კარგი პარამეტრებით დრაივერის საკონტროლო პანელიდან 1920 x 1200, 4x Anti-aliasing. ტიპიური გარჩევადობა დიდი დიაგონალის მონიტორებისთვის (22" - 26"). ძალიან კარგი პარამეტრებით დრაივერის საკონტროლო პანელიდან. 2560 x 1600, 4x Anti-aliasing. ყველაზე დიდი დიაგონალის სათამაშო მონიტორების გარჩევადობა (30"). ძალიან კარგი პარამეტრებით დრაივერის საკონტროლო პანელიდან 5760 x 1080, 4x Anti-aliasing. რამოდენიმე მონიტორის გადაბმით მიღებული გარჩევადობა. ძალიან კარგი პარამეტრებით დრაივერის საკონტროლო პანელიდან Alan Wake 2012 წლის third-person საშინელებათა ჟანრის შუთერი, რომელიც DirectX 9-ზეა მაგრამ საკმაოდ კარგი გრაფიკით და ტესტირებისას გამოყენებულია უმაღლესი პარამეტრები გრაფიკისთვის თამაშის მენიუში როგორც ჩანს ამ თამაშში საერთოდ არ არის სხვაობა ძველ დრაივერთან, შესაძლოა იმის გამო რომ DX9 ძრავზეა Batman: Arkham City ყველასთვის ცნობილი თამაში DirectX 11-ზე 1-2 FPS-ის მატება ყველა გარჩევადობაზე, სულ არაფერს ჯობია ტესტები ეკუთვნის techpowerup- საიტს და აქვე მინდა თვალსაჩინეობისთვის, პარალლელურად მოვიყვანო hardwarecanucks საიტის ტესტებიც სადაც HD 7970 შედარებულია მხოლოდ GTX 680 და GTX 670-თან Battlefield 3 ალბათ ყველაზე პოპულარული online შუთერი DX11-ზე რომლის არ თამაშიც დღეს სასიკვდილო ცოდვის ტოლფასია ჭეშმარიტი გეიმერისთვის მატება სადღაც 5 FPS-სია საშუალოდ ხოლო 7970-სთვის საშუალო და დაბალ გარჩევადობებზე 10 FPS-იც გვაქვს Bingo ! აი ამიტომ მომყავს ამ საიტის ტესტებიც, თვალსაჩინოდ ჩანს რომ 7970 ახალი დრაივერებით ლიდერობს იქ სადაც 680-ს ჩამორჩებოდა ! Borderlands 2 გეიმერების კომპეტენციაში არ ჩავერევი და ეს თამაში საერთოდ რას წარმოადგენს არც ვიცი თუმცა ალბათ ყავს მასაც თავისი მომხმარებელი თამაში DirectX 9-ზეა სხვაობა 1 ჰა-ჰა 2 FPS როგორც ჩანს ახალი დრაივერები DX11-ზეა ოპტიმიზირებული მეტად Crysis ყველასთვის ცნობილი მაგრამ უკვე ძველი 2007 წლის თამაში რა თქმა უნდა DX9-ზე კვლავ დასტური იმისა რომ DX9-ზე ახალი დრაივერები სხვაობას ფაქტიურად არ იძლევიან Crysis 2 ახალი ვერსია რომელიც თავდაპირველად DX9-ზე გამოვიდა ხოლო მოგვიანებით დაემატა DX11 patch სწორედ ამ განახლებით და DX11-ზეა გატარებული ეს ტესტები რისი დამტკიცებაც გვინდოდა DX11-ზე ახალი დრაივერით 7970 დაეწია 680-ს საშუალო გარჩევადობებზე ხოლო მაღალ გარჩევადობებზე უკვე ლიდერობს Diablo III თამაში რომელსაც დიდხანს ელოდნენ და რომელსაც ბევრი ელოდა, თამაში რომელმაც მოხსნა ყველა დროის რეკორდი გაყიდვებით და გამოსვლის დღეს 3,5 მილიონი გაიყიდა... ერთ დღეში ! რაც უფრო იზრდება გარჩევადობა მით უფრო წინ გადის 7970 და მაღალ გარჩევადობებზე უკვე აშკარად უსწრებს 680-ს ახალი დრაივერების წყალობით, იგივე გარჩევადობებზე ძველი დრაივერებით 7970 ჩამორჩებოდა თავის კონკურენტს Dragon Age II კიდევ ერთი თამაში DX11-ზე რომელიც 2011 წელს დაანონსდა რაც უფრო იზრდება გარჩევადობა მით უფრო ახლოს უჩოჩდება 7970 ახლოს GTX 680-ს და მაღალ გარჩევადობებზე იდენტურ წარმადობას აჩვენებს F1 2012 2012 წლის თამასი DX11-ზე რომელშიც წარმოდგენილია 2012 წლის ფორმულა 1-ის რეალური გუნდები, მძღოლები და მანქანები პრინციპში პოზიციების მხრივ დიდი სხვაობა არ არის თუმცა FPS-ის მატება გვაქვს Max Payne 3 DirectX 11 თამაში და აქაც ტესტის დროს მაქსიმალური პარამეტრები იყო დაყენებული რაც უფრო იზრდება გარჩევადობა მით უფრო მატულობს AMD-ს ვიდეო დაფების ლიდერობა ხოლო დაბალ რეზოლუციებზე 7970 ჯობნის 680-ს ახალი დრაივერებით იქ სადაც ადრე ჩამორჩებოდა Metro 2033 first-person შუთერი პოსტ-აპოკალიფსური მოსკოვის თემაზე DirectX 11-ის ბოლო სიტყვის კომპონენტებით და tessellation-ით. ამ თამაშში 7970 ისედაც ლიდერობდა, ასევე პოზიციების მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა ხოლო FPS-ის მატება კვლავ აშკარაა. Sleeping Dogs GTA სტილის თამაში DX11 ძრავაზე ახალი დრაივერებით 680-ს ჯობნის ჩვეულებრივი 7970-იც რომელმაც 7970 GHz ვერსიასაც გადაუსწრო ძველი დრაივერებით დატესტილს. Sniper Elite V2 ტაქტიქური შუთერი რომლის სიუჟეტიც 1945 წლის ბერლინში ვითარდება, თამასი იყენებს DirectX 11-ს და ტესელაციას წარმადობის მატება არის თუმცა პოზიცეიბის მხრივ დიდი ცვლილება არ არის და AMD-ს კარტები ისედაც ლიდერობდნენ ამ თამაშში. STALKER: Call of Pripyat თამაში იყენებს X-Ray ძრავს DirectX 11-ით და ტესელაციით აქაც პოზიციების მხრივ ძირითადი სხვაობა არ არის, და მაღალ გარჩევადობებზე 7970 ჩვეულერვმა ვერსიამ გადაასწრო 680-ს ახალი დრაივერების წყალობით. StarCraft II DirectX 9-ზე დაფუძვნებული 2010 წლის სტრატეგია თუმცა გარკვეული ახალი პატჩებით დამატებულია რენდერის ახალი ფუნქციები და ახალი პარამეტრები ვიდეო გამოსახულებისთვის აქ პოზიციები AMD-Nvidia დიდად არ შეცვლილა თუმცა ახალი დრაივერების წყალობით საკმაოდ წინ წაიწია 7970-მა ხოლო 7870-ი უზარმაზარ ნახტომებს აკეთებს ყველა გარჩევადობაზე შემთხვევაში საშუალდ 30% მატებაა FPS-ში. World of Warcraft: Mists of Pandaria World of Warcraft ყველაზე წარმატებული online მულტიპლეიერი რომელსაც 12 მილიონი მოთამაშე ყავს ყოველ თვე. თამაში 2004 წელს არის გამოშველი და მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის რომ დღემდე შეიძლება მისი თამაში მოძველებულ სისტემებზეც, აქ დატესტილია DirectX 11-ში ყველა პარამეტრი მაქსიმალურ მნიშვნელობებზე გარდა ბოლო გარჩევადობისა თვალსაჩინო ნახტომებს აკეთებენ პოზიციებში AMD-ს კარტები ახალი დრაივერებით. 3DMark 11 და აი მივედით ოვერქლოქერებისთვის საყვარელ ადგილას, სინთეთიკურ ბენჩებში, 3DMark 11 პირველი ბენჩმარკი Futuremark-ისგან DX11-ზე რამოდენიმე მონიტორზე ტესტირების საშუალებას ეს ბენჩმარკი არ იძლევა, ცხადზე ცხადია ახალი დრაივერით 7970 უკვე ლიდერია ამ ბენჩმარკში. Performance Summary წარმადობის მატება ყველა ტესტში. ქვემოთ მოყვანილ ცხრილებში წარმადობის მაჩვენებლად აღებულია 7970 ჩვეულებრივი ვერსია ძველი დრაივერით რომლის მნიშვნელობაც 100%-ია ხოლო ყველა სხვა ვიდე დაფა ახალი დრაივერითაც შედარებულია მასთან. თითეული კარტისთვის წარმადობის მატება ახალი დრაივერებით ასეთია HD 7750: +4% HD 7770: +5% HD 7850: +4% HD 7870: +10% HD 7950: +7% HD 7970: +7% HD 7970 GHz: +7% ახალი Catalyst 12.11 დრაივერებით AMD ვიდეო დაფების წარმადობა მნიშვნელოვნად მატულობს. ეს მატება ვარირებს კარტის და თამაშის მიხედვით და HD 7750-ისთვის საშუალოდ 4%-ია HD 7870 შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გასაოცარ 10%-ს აღწევს, ხოლო HD 7950, HD 7970 და HD 7970 GHz Edition შემთხვევაში საშუალოდ 7%-იანი მატება გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანი მატებაა სინთეთიკურ ბენჩებში DX11-ზე რაც როგორც წესი ახალი დრაივერების გამოსვლით დიდად არ იცვლება ხოლმე. AMD-ს ასეთი წარმადობა ისევ მომხმარებლებისთვის არის მომგებიანი რადგან მეტი კონკურენცია ნიშნავს ნაკლებ ფასებს პროდუქციაზე.
  16. ტაიმინგებს უნდა მოუმატო თუ რასზგონზე გინდა გაგიშვას შორს მაგრამ ძაბვის მატების გარეშე შორს ვერ წავა პროცესორი
  17. ბიოსი განაახლე მაშინ მაზერი და ოპერები არ არიან თავსებადი თუ რა ხდება ეგეთი რამე არ გამიგია SPD-ს არ აჩვენებდეს ჰა დიდი დიდი ჩიპსეტის დრაივერი არ გეყენოს მაგრამ მაინც არა მგონია მაგის ბრალი იყოს
  18. advanced chipset მანდ შეიძლება იყოს ტაიმინგების დაყენების ფუნქცია frequency voltage სუსტი მენიუა არ არის ვოლტების მომატება საერთოდ auto detect DIMM/PCI clk მაგ რომ გამორთო რა ხდება? dram frequency ხომ არ ჩნდება?
  19. 10 000-ზე ბრუნავს ისედაც 2.5 ალბათ იმიტომ არის რომ ლეპტოპებზეც წავა და დესკტოპ კომპებზეც შეუძლებელი არაფერია :givi:
  20. ტაქტური სიხშირე ოპერებზე ორჯერ ნაკლებია ეფექტურ სიხშირეზე DDR3 1600 სინამდვილეში 800-ზე მუშაობს და DDR2 800 - 400მჰზ სიხშირეზე გაყიდვისას ეფექტურს წერენ ანუ ორჯერ მეტი რომ არის ტაქტური თუ გინდა გაიგო CPU-z პროგრამაში უნდა ნახო
  21. ოკ ბიძურად აარ დაგიშლი :D
  22. სერიოზული დარტყმაა ეს ნვიდიასთვის
  23. ვა დაბრუნდი? ამ სერიაში მარტო 1500 ვატიანი მოდელი ვიცოდი და იქ კი მესმოდა საკიდი თუ "რუჭკა" მარა ამ "მსუბუქ" მოდელებსაც უნდათ ვითომ ეგ? ფასები მართლა ძალიან კარგია
  24. CPu-z გაუშვი და იქ ნახე SPD ტაბი
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.