-
Posts
10296 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
40
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by სოსო
-
ფასი მოვიტყუე http://www.overclock...2-10-30/110181/
-
გამოჩნდა Intel-ის Ivy Bridge-E (LGA2011) პროცესორების მონაცემები
სოსო replied to სოსო's topic in Intel & დედა დაფები
ტოპ ვერსიას 1000 დოლარზე მეტი არ ექნება ფასი შუალედური ვერსია 500-600 და პატარა "ძმა" იქნება 3700K ფასის ოღონდ ბანძი :D -
ეგ არის მთლიანი სისტემის ფასი
-
CPU-World საიტზე გამოჩნდა Intel-ის მომავალი 22 ნანომეტრული LGA2011 სოკეტის პროცესორების მონაცემები. Ivy Bridge-E პროცესორების მონაცემების პროგნოზირება ადვლია Sandy Bridge-E ძირითად მონაცემებზე დაყრდნობით. განსხვავებით 10 და 12 ბირთვიანი Xeon პროცესორებისგან ახალ Core i7-49xx სერიის პროცესორებს ექნებათ მაქსიმუმ 6 x86 არქიტექტურის გამომთვლელი ბირთვი, 15 MB-მდე მესამე დონის ქეში, DDR3 მეტი მოცულობის მხარდაჭერა (8GB თითო არხზე) ამასთან ოფიციალურად გვექნება მაქსიმუმ DDR3-1866 მხარდაჭერა და PCI Express 3.0 მხარდაჭერა. უკვე არსებულ ინსტრუქციების კრებულს ემატება Float 16 ბრძანებები. რა თქმა უნდა კვლავ გვექნება Hyper-Threading და ასევე Turbo Boost-ის საშუალებით Ivy Bridge-E პროცესორებზე იქნება რამდენიმე ასეული მეგაჰერციანი მატება. TDP საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის რადგან უკვე გამოსული აქვს 150 W. ახალი პროცესორების ანონსის სავარაუდო დრო 2013 წლის მესამე კვარტალია.
-
როგორც დაგეგმილი იყო, კომპანია AMD-მ გაყიდვაში გამოუშვა ჰიბრიდული პროცესორები FirePro A320 და FirePro A300, რომელთა მონაცემები ემთხვევა დესკტოპ სეგმენტის APU A-Series/Trinity სერიის პროცესორების A10-5800K და A8-5700 მონაცემებს. ახალი პროდუქტი უკვე იყიდება იაპონიაში კომპლექტში რეფფერენსულ დედა დაფებთან ერთად FM2 სოკეტზე. დედა დაფების დიზაინი FirePro A320 და A300-სთვის იდენტურია, ხოლო კომპლექტების ფასები 878$ და 818$-ია შესაბამისად. APU FirePro სისტემებისთვის დედა დაფების წარმოება AMD-ს ძველ პარტნიორს PC Partner დაევალა, რომელიც ცნობილია როგორც მიმწოდებელი Sapphire და Zotac ბრენდებისათვის. ეტალონური დედა დაფა აღჭურვილია 8 ფაზიანი კვების სისტემით FM2 სოკეტისთვის, DDR3-1866 ოპერატიულის ოთხი სლოტით (64GB მეხსიერების მხარდაჭერით), თითო PCI Express 2.0 x16, PCI-E 2.0 x4, PCI-E 2.0 x1 და PCI სლოტებით. შემნახველი მოწყობილობებისათვის გამოყოფილია 8 SATA 600 სლოტი. უკანა პანელზე არის USB 3.0 2 პორტი, თითო DVI, DisplayPort და D-Sub პორტები. რამდენად წარმატებული აღმოჩნდება APU FirePro პროექტი ამას დრო გვაჩვენებს.
-
კომპანია NZXT-მ დაანონსა მზა თხევადი გაგრილების სისტემა. სერიაში Kraken შევა ორი მოდელი X40 საკმაოდ თხელი ერთ სექციანი რადიატორით 140მმ დიამეტრით და X60 იგივე სისქის ოღონდ ორ სექციანი და 280მმ-იანი. თხევადი გაგრილების ამ სისტემაში 36%-ით მეტი სითბოს გაფანტვის ფართობია ვიდრე ანალოგიური 120მმ-იანი და 240მმ-იანი გაგრილების სისტემებში. ამის წყალობით NZXT თხევადი გაგრილების სისტემებს უნდა ჰქონდეთ მეტი წარმადობა. წ#$%ს ბლოკად გამოყენებულია ცნობილი კომპანიის Asetek ბლოკი, რომელსაც აქვს სპილენძის ძირი და მიკროკანალების სტრუქტურა. აღსანიშნავია რომ სწორედ პომპა ითვლება Asetek-ს თხევადი გაგრილების სისტემებში სუსტ რგოლად და NZXT-ს გადაწყვეტილება ამ OEM მწარმოებლის არჩევა, მიუხედავად უფრო დიდი რადიაოტირებისა ეჭვქვეშ აყენებს ახალი თხვეადი გაგრილების სისტემების წარმადობას მთლიანად. რადიატორებზე დამაგრებულია NZXT FX-140 PWM ვენტილატორები სიჩქარის რეგულირების საშუალებით. უმცროსი მოდელის ფასი იქნება 100$ ხოლო უფროსის 140$, ორივე მათგანს აქვს მწარმოებლის 2 წლიანი გარანტია.
-
მაგიური ბეტა დრაივერი AMD Catalyst 12.11 რომლის ანონსიც სულ ახალხანს მოხდა და რომელსაც ხმამაღალი სახელი «Never Settle» დაერქვა (ინგლისურად: არასდროს დათანხმდე) არ აღმოჩნა უნაკლო, მიუხედავად Windows 7-ში წარმადობის სერიოზული მატებისა, Windows 8-ში ორი GPU-სგან მაქსიმალურის მიღება არ ხდება, მაგალითად Unigine Heaven v2.5 აღინიშნება FPS-ის ვარდნა 17%-ით ხოლო Aliens vs. Predator-ში 4.5%-იანი ვარდნა Windows 8 შემთხვევაში. საყურადღებოა, რომ ერთჩიპიანი Radeon HD 7950 და კონკურენტი Kepler GeForce GTX 690 აჩვენებენ სტაბილურ მატებას Windows 7 და 8-შიც. მხოლოდ დრაივერის გამო PowerColor HD 7990 Devil 13 აგებს თავის კონკურენტთან Heaven v2.5 ბენჩში (97 vs 114,7 FPS) ხოლო რესურსებისადმი მომთხოვნ Metro 2033-ში ყველაფერი თავის ადგილზე დგება და ახალ ვინდოუსში აღინიშნება 1%-იან მატება და PowerColor-ს პროდუქტი ლიდერობს. ასევე Fudzilla-ს სპეციალისტება აღნიშნეს რომ PowerColor HD 7990 Devil 13 არასტაბილური იყო EVGA X79 FTW დედა დაფაზე PCI Express 3.0 რეჟიმში რის გამოც იძულებული იყვნენ PCI Express 2.0 x16 რეჟიმით დაკმაყოფილებულიყვნენ.
-
კომპანია Intel-მა გამოუშვა ახალი ფლაგმანი თავისი პროცესორების რიგში Intel Core i7-3970X EE, იგი LGA2011 სოკეტზე გამოდის და 32 ნანომეტრული ტექნოლოგიით არის დამზადებული Sandy Bridge-E არქიტექტურაზე, როგორც მისი წინამორბედი და ექნება 6 ბირთვი და 12 ნაკადი, 256KB მეორე დონის ქეში ყოველ ბირთვზე და 15MB მესამე დონის ქეშ მეხსიერება, მეხსიერების ოთხარხიანი კონტროლერი DDR3 ტიპის (128GB ოპერატიულის მხარდაჭერით) და 40 PCI Express არხი. ტაქტური სიხშირე Core i7-3970X EE პროცესორისთვის იქნება 3.5 GHz, ხოლო ტურბო რეჟიმში მისი მაქსიმალური სიხშირე იქნება 4.0 GHz და TDP 150 ვატი. ფაქტიურად ამ პროცესორმა მოხსნა AMD Phenom-ის რეკორდი TDP 140 ვატი. კომპანიის ფლაგმანი უკვე გამოჩნდა გაყიდვაშე სინგაპურში 1168 დოლარად. თუმცა რეკომენდებული ფასი როგორც ყოველთვის ინტელის ტოპ პროცესორებისთვის 999 დოლარია ხოლმე. პროცესორი იყიდება BOX ქულერის გარეშე და ყუთი შეფერილია შავი ფერით რაც გვახსენებს რომ ეს პროცესორი Extreme ვერსიაა.
-
დრაივერის პრობლემაა როგორც ჩანს
-
jailbreak unda magas magitom ver ainstaleb
-
ანუ შენ appstore-იდან ცდილობ თამაშის დაყენებას უნდა დარეგისტრირდე მაშინა appstore-ში და მერე დააყენებს პროგრამებს ოღონდ ფასიანიც თუ გინდა დააყენო ფული უნდა გადაიხადო კრედიტ კარტით თუ დაჯეილებულია მაშინ აქედან შეგიძლია დაყენება http://apptrackr.cd/ ან Installous უნდა დააყენო აიპოდზე და იქიდანაც შეგიძლია დაყენება
-
დაარესტარტე რაღას ელოდები და ეგ არის დაფლეშილია
-
ვიდეოს ქულა 19K ძალიან მაგარი შედეგია 2K-თი აჯობა უკვე 680-ს
-
ოპერების მოკვლა შეიძლება დიდი ძაბვით და მერე თუ ძალიან გაცხელდა მაშინ ტაიმინგები და სიხშირე ცუდად თუ დასვი არ ჩაირთვება ან დაარესტარტებს სიხშირის მატებასთან ერთად ტაიმინგების გაზრდაც არის ხოლმე საჭირო მაღალ სიხშირეზე დაბალ ტაიმინგებს ოპერები ვერ ქაჩავენ 1600-იანი გააჩნია რომელი ოპერებია მაგრამ 1866-ზე ავა წესით და თუ ნორმალურია 2133-ზეც ავა ოღონდ საკმაოდ გაზრდილი ტაიმინგებით
-
pro ბევრად ძვირიც ღირს 160 დოლარია მაგ ფასად უკვე 256 GB-იანები იყიდება
-
მარტო თამაშების დროს იმიტომ შეიძლება ციმციმებს რომ დატვირთვა მეტია მაგ დროს სიხშირის აწევა დაწევა არაფერ შუაშია თუ ვიდე კარტა მუშაობს თუ ვიდეო გაფუჭებულია სიხშირის დაკლებამ შეიძლება უშველოს
-
კვება იქნებოდა მიზეზი ყველა ვარიანტში თემას ვხურავ
-
Deepcool Big Frost Extreme Edition
სოსო replied to c.a.y.z.y's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
ხოდა ნუღარ :) -
Deepcool Big Frost Extreme Edition
სოსო replied to c.a.y.z.y's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
გუგლის თარგმანია? -
ზედმეტი პოსტები წაიშალა დიდი მადლობა ყველას ყურადებისთვის :)
-
შეგიძლია ლინკები დადო სადაც წერენ რომ სიჩქარე დაუვარდა? ეგრე უცებ როგორ ბანძდება?
-
კი ძალიან მაგარი ფასი აქვს მაგას ეტყობა 840 რომ გამუშვეს მაგიტომ http://www.amazon.co...E?ie=UTF8&psc=1 ჯერ სადა ხართ :givi:
-
ეხლა ვკითხულობდი სხვადსხვა ფორუმებზე და ბევრგან error code 0x00000101 მიზეზი დრაივერების არათავსებადობააო ვიდეო დაფის მაგალითად ვიდეოს დრაივერი როდის განაახლე? http://www.techsupportforum.com/forums/f299/solved-stop-0x00000101-error-advice-591847.html#post3380625 CPU failure (NO) Video sub system failure (NO) Power supply failure (NO) Thermal Paste failure (NO) Loose wires or gremlins (NO) not if other games play correctly. Video drivers DX10 version for newer PCIe Ver 2.0 Graphics cards Failure (YES) http://www.windowsxpregistrycleaner.com/stop-0x00000101-bsod-error-win7-fix.html When you try to run and log in your Windows 7 system, your computer may freeze and receive a blue screen error below: "Stop 0x00000101" How to fix? Try following methods to resolve this issue: 1. Ask yourself - have you installed softwares these days? If yes, please uninstall them and then check your pc again. If no, please go to step 2. 2. Try to update drivers. You can go http://windows.microsoft.com/en-us/windows7/Update-a-driver-for-hardware-that-isnt-working-properly and http://windows.microsoft.com/en-US/windows7/Update-drivers-recommended-links to update a driver for hardware that isn't working properly, because most of the stop error codes are caused by the outdated drivers. 3. Some useful links to update your major device drivers. 1) Update Nvidia Drivers: Nvidia Drivers, Nvidia Support and Nvidia Forums. 2) If you have a HP computer, you can go to these help links: HP Support and Drivers , Contact HP andHP forum. 4. After you update drivers to the lastest, try to reboot your pc and test it, it may work:) და ა.შ. http://answers.microsoft.com/en-us/windows/forum/windows_7-system/bsod-during-shutdown-error-code-stop0x00000101/490d6fba-9229-4419-a8dd-687456096ce7
-
ისე მაგ რევიუს ვთარგმნი დღეს ან ხვალ უი 109 დოლარადაც ყოფილა 840 http://www.amazon.com/Samsung-Electronics-sata_6_0_gb-2-5-Inch-MZ-7TD250BW/dp/B009NHAEXE/ref=dp_ob_title_ce ეს იყიდე :D
