Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5444
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. ზაფხულის ტრანსფერებს არაფერი ეშველება? ზამთრის ტრანსფერები, სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან 2-3 დღეში უკვე დამატებული იყო თამაშში და ახლა რას შვებიან? რახან 23-ის გამოსვლა მოახლოებულია არ უღირთ 22-ში ტრანსფერების გაკეთება?
  2. დეიდაშვილის კომპზეც მასე შვება და EA'ს საფფორთმა რაღაც პროცესი უშლისო ხელს. ვარზონაზეც დაახლოებით მსგავსი პრობლემა მქონდა ჩემ კომპზე მას შემდეგ რაც ვინდოუსი გადავაყენე რამდენიმე კვირის წინ და ერთ ლინკზე ვნახე ინტრუქცია რა უნდა გამომერთო და ეშველა, შეილება ფიფაზეც იმუშაოს იგივემ. https://quoramarketing.com/fix-warzone-crashing-on-startup-with-no-errors-after-recent-update/
  3. https://quoramarketing.com/fix-warzone-crashing-on-startup-with-no-errors-after-recent-update/ ამ ლინკმა მიშველა და ძლივს ჩავრთე როგორც იქნა, მაგრამ ეს რა უქნიათ რებირსზე საღამოა და ვერ მივეჩვიე ჯერ რო დაბნელდა ვერ ვამჩნევ ადამიანებს ადვილად.
  4. პაროლი მახსოვდა ამიტომ მაგ მეილით და პაროლით შევძლი შესვლა და ახალი მეილით ჩანაცვლება შემდეგ პროფილიდან. ისეთი არეული ვარ ეს დღეები რო მეილი რო მომწერე მაშინ ეგრევე ვერ მოვწვი ასე თუ შემეძლო გაკეთება. მადლობა George დახმარებისთვის. დახურეთ თემა
  5. სკრინს თუ ჩამიგდებ გეტყვი რა წერია. ეგ ნარკოშაც ძან მაგარი პერსონაჟი იყო ისე. ვნახე ახლა Seulgirowun Gamppangsaenghwal ეგ წერია ზედა მარცხენა კუთხეს თუ გულისხმობ. სხვა სერიალებზეც მასეა ხოლმე სახელი წერია ფილმის. თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებს: 슬(seul) 기(gi) 로(ro) 운(wun) 감(gam) 빵(ppang) 생(saeng) 활 (hwal)
  6. კი სონ დონ ილი ძან მაგარი მსახიობია. ჯინჯუც კი ტიპია, თუ ეგ თამაშობს სადმე ვიცი რო არ მოვიწყენ მაგ ფილმის ყურებისას.
  7. ამ ვარზონის აქაუნთის გაყიდვა სად შეილება ხო არ იცით? და რა ფასი უნდა დავადო? ვარზონასთან ერთად მაქვს Modern Warfare 2019-ის. გახსნილია ბლომად ოპერატორი სხვადასხვა სკინებით. ბლომად იარაღი არის ბოლომდე ალეველებული და ბლუპრინტებიც ოხრად არის. დამატებით 2100 COD Point ანგარიშზე.
  8. ძალიან მაგარი სერიალია, ჩემთვის ტოპ 10 კორეულ სერიალში შედის. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, აქტინგი, სიუჟეტი, საუნდტრეკები. მე Extraordinary Attorney Woo-ს ყურება დავიწყე, აუტიზმით დაავადებულ ადვოკატზეა. მთავარო როლის შემსრულებებლი Park Eun Bin, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მსახიობია, დანარჩენი ქასთი გასაოცარი არაა მაგრამ ცუდიც არაა. ძან კარგი შეფასებები აქვს სერიალს და დარწმუნებული ვარ არ დამაღალატებს.
  9. იმენა ვირთხები ყოფილან ეს სტრიმერები. ერთი სტრიმერი მაინც არის ვინც არ ჩეთერობს? https://www.youtube.com/c/CallofShame/videos ტიპები ჩეთერობენ პირდაპირ ლაივსტიმისას, ბრმაც კი შეამჩნევს ამას და არავის დაუბლოკია, არადა ჩემ მეგობარს რომელმაც არც კი იცის ჩეთი როგორ დააყენოს კომპზე სამუდამო ბანი დაედო. გავიგე მაიკროსოფტს არ ევასებაო ჩეთერები და იმედია ეგენი მაინც მოუღებენ ბოლოს ამ სტრიმერების პარპაშს JGOD-ზეც კი დამეკარგა წარმოდგენა. ტიპი არამგონია აიმბოტებს და მასეთ რაღაცებს იყენებდეს მაგრამ დიდი შანსია რო VPN-ს იყენებს სუსტ ლობიში მოსახვედრად. ტიპს ბოლო 7 დღის სტატისტიკით 3.28 KD აქვს მე კიდე 0.78 KD მაქვს და ტიპი ძირითადად 0.7-დან 1-მდე KD ლობიში ხვდება. მე საერთოდ 1.4 და 1.5 ლობიშიც ჩამაგდო რამდენჯერმე როცა ის სულ ერთხელ მოხვდა 1.3იან ლობიში, მაგის გარდა 1.07-ზე მაღალ ლობიში არ მოხვედრილა ბოლო დღეებში. 12 აგვისტოს რაც მოიგო 0.7-დან 0.87-მდე იყო ყველა ლობის KD ერთის გარდა რომელიც 0.98 იყო. რა პრინციპით უნდა მოახვედროს Skill based matchmaking-მა 0.7იან ლობიში 3.2იანი გეიმერი? https://postimg.cc/CdSV9VmP https://postimg.cc/3dwQJFM2 https://cod.tracker.gg/warzone/match/18433911199194369487?handle=JGOD%234105923 აი ეს არის ამ ვიდეოში ასახული თამაშის მონაცემები. 1.04KD ლობის ცხადია მოიგებდა სქუადი რომელში 3.2 და 7.2 KD იანი მოთამაშეები არიან. მის მეწყვილეს Kei Karuizava-საც ძალიან მაღალი KD აქვს. ტიპს მესამე სეზონში 2.73 ქონდა KD ჯამში 12 მოგებით, მეოთხე სეზონში 7.24-ზე ავიდა 207 მოგებით. მის ლობისაც რო გადავხედე იგივე სიტუაციაა, ძან იშვიათად თუ ხვდება 1 KD-ზე მაღალ ლობიში. ეს იგივეა დიდები რო 10 წლის ბავშვებს ეთამაშებიან ფეხბრუთს და რო უხარიათ პატარები ბურთს რო ვერ ართმევენ
  10. გამოსახულება ინტეგრირებულზეა თუ ვიდეოკარტაზე? ჩემს ძველ პროცს ინტეგრირებული ვიდეო დაუზიანდა და არ გამოქონდა გამოსახულება, მაგრამ ვიდეოკარტა რო ჩავსვი მერე გამოჰქონდა გამოსახულება და ჯიგრულად აკეთებდა თავის საქმეს.
  11. ჯერ არა. გეიმპადი მაქ გასარემონტებელი
  12. ახლა ვათვალიერებდი პოლონური პროვაიდერის ფასებს. მე რო 40მეგაბიტი მაქვს მაგ ფასში(34₾) იქ აქვთ 600მეგაბიტი გადმოწერა და 100მეგაბიტი ატვირთვა. სადღაც 40ლარად კი საერთოდ 1 გიგაბიტი გადმოწერა და 300მეგაბიტი ატვირთვა. შემშურდა რასაც ქვია. ჩვენთან უკვე წლებია რო 100მეგაბიტია მაქსიმალური სიჩქარე და ისიც 100ლარად
  13. სკრინი შეგიძლია გაგვიზიარო? ინტერნეტში მეც ვნახე რაღაცები და დავაყენე მაგრამ არ მომეწონა.
  14. ზამთრის ტრანსფერები კი თავისთავად განაახლეს მაგრამ კვარასი იმიტომ მეშინია რომ ადრე რომ მოვიძიე საერთოდ არ იყო არსად, კარიერაშიც კი თითქმის ყველა ქართველი ფეხბურთელია ვინც საზღვარგარეთ ევროპულ გუნდებშია, კვარას გარდა. მაგრამ ის მეიმედება რომ ნაპოლი ტოპ გუნდია სერია ა-ში და ისე არ უნდა დატოვონ. ვიღაც გერმანიის მეორე თუ მესამე ლიგაში როა 59 როაქ მონაცემები ისეთი ტიპიც არის. EA-ს ფორუმზე დავსვი კითხვა მაგრამ ჯერ არ უპასუხიათ. ისე გუშინდელ ბაგზე ეგრევე მიპასუხეს.
  15. FIFA 22 პირველი ლიცენზირებული ვერსიაა რომელიც მქონია და არ ვიცი აპდეიტებზე აქ რას შვებიან. ანუ რა მაინტერესებს კვარას როდაამატებენ ნაპოლიში მაგის იმედი უნდა გვქონდეს? ხდება მასე რო ისეთი ფეხბურთელი დაამატონ რომელიც საერთოდ არ იყო თავიდან თამაშში?
  16. ეგ უნდა იყოს, ადგილობრივი ქსელი აქვთ რაცხა მაგათ ჩართული სოფელში, არასდროს მომწონდა ეგ პროვაიდერი, ადრეც რაცხა სისულელეები შემინიშნავს.
  17. ერთი მომენტი შემიშვა მერე და ვიყიდე კიდეც ფიფა მაგრამ მერე ისევ დაიწყო თუ ბანია რატო მახარჯიებენ თანხას მითხრან პირდაპირ რო ბანი დამადეს ან რატო დამადეს თან პაროლის შეცვლის მეილები მომდის ჩვეულებრივ და ვცვლი პაროლს. აი ახლა ვცადე პაროლი შევცვალე და შემიშვა ჩემი კომპიდან, დღისით დეიდაშვილის კომპზე რო ვცადო შეილება არ შემიშვას ისევ. ჩემ კომპზე ხან მიშვებს ხან არა.
  18. რა ჯანდაბა უნდა ამ EA-ს ვერ გამიგია, დავარეგისტრირე ერთი აქაუნთი, გადმოვწერე ორიჯინი. სწორად შემყავს მონაცემები არ მიშვებს, კაი ჯანდაბას ვთქვათ შემეშალა, მივეცი პაროლის შეცვლა მაინც იგივეა ახალ პაროლზეც. შევქმენი მეორე აქაუნთი სხვა მეილზე იგივე პრობლემა მაქვს, შევქმენი მესამე აქაუნთი იგივე პრობლემაა. ასეთი აბსურდი ჯერ არ მინახავს.
  19. ოკ რეფუნდი მოვითხოვე და ორიჯინზე დავუთრევ. ოპერატიულზე რავი მე მაქვს 16გბ და 2K გაფართოებაზე 9.5gb გრამს მოიხმარდა ახლა რომ ჩავრთე მაგრამ ამასთან ერთად ოპერა და და სხვა პროგრამები მქონდა ჩართული რომლებიც მინიმუმ 3გბს მოიხმარენ. ბოთლნექ კალკულატორს რომ ვნახულობ i5 6600-ზეც მიწერს სუსტიაო ამ ვიდეოკარტისთვის. ვერ გამიგია რომელი პროცი დავუთრიო.
  20. მე სტიმზე ავუღე ახლა დეიდაშვილს. მე თვითონ ორიჯინზე მაქვს და აქვს რამე მნიშვნელობა? ერთმანეთში ხო შევთძლებთ რო რამე ონლაინ თამაშს? Celerong G3930 8GB RAM R7 260X ეგ სისტემა ხო გაუქაჩავს წესით საშუალო გრაფიკაზე მაინც ?
  21. რა ფასში დაითრიე? მე სადღაც 18$ მივეცი სტანდარტულ ვერსიას ასე 2 თვის წინ. ვა ახლა ვნახე სტიმზე 10$მდე ჯდება. დეიდაშვილს ვუყიდი, იმედია გაუქაჩავს კომპი.
  22. FIFA 22 მაქვს. ვთამაშობ Logitech Dual Action გეიმპადებით მაგრამ კაბელს პრობლემა აქვს, უხერხულად თუ ამოძრავდა კონტაქტს კარგავს. რამდენჯერმე დაკარგვის შემდეგ საერთოდ თამაშიდან მაგდებს. დავშალე და თვითონ სქემაზე მყარადაა კაბელის ბოლოები დაერთებული, რავარაუდოდ გეიმპადიდან რო გამოდის მანდ არის სადმე დაზიანება. გეგმაში მაქვს დავამოკლო კაბელი და სარჩილავით დავაერთო ახლიდან, მაგრამ ასევე ვფიქრობ უკაბელოების ყიდვაზე. ერთი ვარიანტი მაქვს Logitech F710-ების დათრევა. მეორე ვარიანტია Xbox-ის კონტროლერების დათრევა მაგრამ ეგ მგონი ძვირი დამიჯდება. თქვენ რომელი გეიმპადებით თამაშობთ? და რომელს გაუწევთ რეკომენდაციას?
  23. არც მწყენია, უბრალოდ ჩემი პოზიცია გადმოვეცი. ერთი ხნის ვყოფილვართ დაახლეობით, მე 33ის ვარ. რაღაცაში მართალი ხარ, მე რაც მინდა მაგი უფრო მისიებზე როა Ghost Warrior თუ რაც ქვია მაგ სერიის თამაშებშია, მაგრამ მანდ ბოტებს ეთამაშები და მე რეალურ ადამიანებთან მინდა თამაში.
  24. შენ 144ჰერციან მონიტორზე თამაშობ GTX1080-ით, მე კიდე 60ჰერციან ტელევიზორზე RX480 4GB-თი. 60ფპს ძლივს უჭირავს ისიც დეტალიზაცია დაწეულზე. არც პერიფერია მაქვს გეიმერული. სისტეამას თავი რო დავანებოთ, ვარზონა გადმოვიწერე იმიტომ რომ ვეძებდი რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ თამაშს. ვერ ვიტან ტიპები ბანი-ჰოფინგს და სლაიდ-ქენსელს რო იყენებენ, ვერ წარმომიდგენია რეალობაში ასე რო იქცეოდეს ვინმე ომში. ქემფინგი კიდე სნაიპერებისთვის ჩვეული თემაა. გეიმერები კარ98-ით რო ქვიქსკოუპებს აძრობენ, მაგას ახლა სნაიპერი რო იზამს რეალურ ცხოვრებაში ეგ არის სასწაულის დონე. სნაიპერით თამაშისას ჩემთვის მუღამი სწორედ დაჯდომა და შორ მანძილზე მტერის მოკვლაა, მაგრამ როცა SMG და AR-ებით ვთამაშობ მაშინ ცხადია უფრო მოძრავი თამაში მიდის, მითუმეტეს თუ სქუადში გამიმართლა. ტიპები იმდენს თამაშობენ რომ ზურგიდან რო დავუწებ სროლად მოტრიალდებიან და ეგრევე მიზანს ჩემ თავზე აჩერებენ, ამასთან ისე მოძრაობენ რო მე ტანზე ძლივს ვახვედრებ. იმათსავით რო ვამოძრაო ჩემი ოპერატორი ალბათ თავბრუ დამეხვევა. ბავშვი არ ვარ, უკვე 33 წლის ვარ უკვე. Ghost რაც შეეხება არ ვიყენებ საერთოდ. რა საჭიროა, როცა იმ სამალავში კი არ ვიმალები არამედ ვესვრი ხალხს მაქედან და ისედაც ვუჩვენებ სად ვარ. ანუ მაგ ლოკაციას ვიცავ სადაც ვარ რადგან ზომა მაქეთკენ მოდის. მაგა High Alert ჯობია ქე მაინც გავიგებ თუ ვინმე მხედავს ზურგიდან. ჩემი მიზანია ბევრი მოვკლა და არ მოვკვდე, ან რაც შეილება მცირე სიკვდილით დავასრულო თამაში. მირჩევნია 10კაცი მოვკლა და ბოლოს მეორეზე ან მესამეზე გავიდე 1 სიკვდილით, ვიდრე 10ჯერ მომკლან და ბოლოს მაინც პირველი ადგილი დავიკავო.
  25. როიალს არ ვთამაშობს, ვერ დავუმუღამე კალდერას. ძირითადად სულ სირბილი მიწევდა მანდ და ბოლო-ბოლო საბვეისარფერს ხო არ ვთამაშობ. მანდ მარტო პლანდერში თუ შევალ რო ბატლფასი გავხსნა მალე ან იარაღები დავალეველაპო. მაგის გამოც არ გავეკარებოდი, ის ასაფრენი ტროსები რო არ დაემატებინათ. კარგია ტყეებს სხვადასხვა ზონებით რომ ანაცვლებენ თორე საშინელება იყო თავიდან ეგ კალდერა, ახლა კიდე არაუშავს. Resurgense-ს ვთამაშობ ძირითადად რაც ვანგარდი მიება ვარზონას მაგის შემდეგ. Rebirth-ზე თუ ზონა headquarter-ისკენ მიდიოდა, მაშინ სულ ვცდილობდი უცებ დალუთვას და მანდ გამაგრებას, თუ არადა უკვე სიტუაციურად ვმოქმედებდი ზონა საით წავიდოდა იმის მიხედვით. თან რესურჯენსის მოგება უფრო ადვილია ვიდრე როიალის. ახლა დროის უქონლობის გამო ნაკლებად ვთამაშობ, მაგრამ ერთი პერიოდი თითქმის ყოველდღე მინიმუმ 1 ხელს ვიგებდი რანდომე ტრიოში და ქილებიც ნორმალურად მქონდა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.