Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7320
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. გასული წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კრიპტოსტარტაპებისთვის, რამდენადაც მათ შეძლეს საკმაოდ დიდი თანხის დაგროვება Ethereum-ში რესურსების მოკრებისას. ახლა კი მოვიდა კოინებისგან გათავისუფლების დრო, რომ როგორმე დაიფაროს ხარჯები. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ ICO ჯგუფებს საკმაო რაოდენობის Ethereum-ი დარჩათ იმისათვის, რომ კრიპტოვალუტის ფასი დასწიოს. Ethereum-მა მიაღწია 18 თვიან მინიმუმს, რაც დაახლოებით 91%-ით შემცირების ტოლია მაქსიმალური ფასიდან. Ethereum-ის ფასის ვარდნის თავდაპირველ მიზეზად SEC-ს მიიჩნევენ. NewsBTC-ის მონაცემების მიხედვით, ფინანსურმა რეგულატორმა 250 ათასი დოლარით დააჯარიმა ორი კრიპტოსტარტაპი (Carrier EQ და Paragon Coin) ICO-ს გზით ფასიანი ქაღალდების გამოშვების გამო. აგრეთვე, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ბრალდება წაუყენა EtherDelta-ს დამფუძნებელს არარეგისტრირებული ბირჟის მართვის გამო. ფასის ვარდნის მთავარ კატალიზატორად მაინც ICO-ები ითვლება. მოცემული მომენტისთვის ისინი ფლობენ დაახლოებით 3,57 მილიონ ETH-ს, რაც მთელი მონეტების 3,5 პროცენტს შეადგენს. მოგახსენებთ, რომ აპრილში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო - მთელი მონეტების 4,5 პროცენტი. საშუალოსტატისტიკურმა ICO-მ გაყიდა მოგროვილი რესურსების დაახლოებით 64 % დანაკარგების დაფარვის მიზნით. თუმცა, ICO-ების უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს მსოფლიოში რეალური გამოყენება და არ მოაქვთ თავიანთი შემქმნელებისთვის თითქმის არანაირი მოგება. ამჟამად მათ ორი არჩევანი აქვთ - ან საერთოდ უნდა დახურონ პროექტი, ან განაგრძონ კოინების გაყიდვა ოპერაციული ხარჯების დასაფარად. ამიტომაა ბაზარზე არასტაბილური სიტუაცია და, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში არ დასტაბილურდება. https://bit.ly/2FEoblT
      • 2
      • Like
      • Upvote
  2. კომპანია Sharkoon-მა დააანონსა ახალი აქსესუარი გეიმინგ სისტემებისთვის - მაუსპედი 1337 RGB, რომლის გაყიდვაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. მაუსპედს აქვს მტკიცე ტექსტილის ზედაპირი, მაუსის მოძრაობისთვის ოპტიმალური თვისებებით. იგი მყარად თავსდება მაგიდაზე სპეციალური, გაცურების საწინააღმდეგო რეზინის ძირის საშუალებით. მაუსპედს აქვს ფერადი RGB განათება. მისი რეჟიმების კონტროლისთვის გათვალისწინებულია მცირე ზომის კონტროლერი ზედა ნაწილში, რომელიც ხელს არ უშლის მაუსის მოძრაობას, რადგან სულ რაღაც 9 მილიმეტრის ზომისაა. კომპიუტერს უკავშირდება USB სადენით. აქსესუარი ხელმისაწვდომი იქნება სამ ვარიანტად: სტანდარტული L ვერსიის ზომებია 259 x 279-ზე, რაც იდეალური ზომაა უმეტეს შემთხვევაში. თუკი გჭირდებათ მანევრირებისთვის უფრო დიდი სივრცე, შეგიძლიათ აირჩიოთ XL ვარიანტი გაბარიტებით - 450 × 380 მმ. და ბოლოს, ყველაზე დიდი XXL ვერსიის გაბარიტებია 905 × 425 მმ, რისი წყალობითაც შესაძლებელია მასზე განთავსდეს არა მარტო მაუსი, არამედ კლავიატურაც. Sharkoon 1337 RGB მაუსპედის ფასების შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/978519
  3. კომპანია Spacex-ის კაფსულა Crew Dragon-ის პირველი სატესტო გაშვება, რომელიც ითვალისწინებს ეკიპაჟის მიყვანას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე, დანიშნულია 2019 წლის 7 იანვრისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს NASA. კაფსულას ორბიტაზე გაიყვანს რაკეტა Falcon 9, გაშვება მოხდება ფლორიდაში არსებული ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის იმავე სასტარტო მოედნიდან, საიდანაც 1969 წელს მთვარისკენ სტარტი აიღო Apollo 11-მა სამკაციანი ეკიპაჟით. სატესტო გაფრენა იქნება NASA-ს პროგრამის - Commercial Crew Space-ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მიზნად ისახავს ადამიანების კოსმოსში გაშვებას აშშ-ის ტერიტორიიდან პირველად ათწლიანი პაუზის შემდეგ. ამასთან, ეს იქნება უკანასკნელი გამოცდა რაკეტისთვის, სანამ პილოტირებული გაშვებები დაიწყება. სატესტო გაშვების შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. გაშვების წყალობით ცნობილი გახდება ახალი მონაცემები Falcon 9-ისა და Crew Dragon-ის საექსპლუატაციო ხარისხის შესახებ როგორც მიწაზე, ასევე კოსმოსში. აგრეთვე შემოწმდება სისტემის მუშაობა ორბიტაზე, გაშვებისა და დაფრენის კუთხით. SpaceX და Boeing - ორი მთავარი კონტრაქტორია, რომლებიც ჩართულნი არიან NASA-ს Commercial Crew პროგრამაში. მათი ამოცანაა მოახდინონ ასტრონავტების კოსმოსში გაშვება 2019 წელს კოსმოსური ხომალდების - Crew Dragon-ისა და CST-100 Starliner-ის საშუალებით. იმ დროს, როდესაც SpaceX-ი გაშვებას გეგმავს 2019 წლის დასაწყისში, NASA-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სადემონსტრაციო მისია შეიძლება გადაიდოს, რადგანაც „მისიის უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტია“. https://3dnews.ru/978546
  4. თუკი ელოდით ფასდაკლებებს VR ჰედსეტებზე, სწორედ საუკეთესო დროა თქვენთვის. Black Friday / Cyber Monday სეზონზე შეძლებთ დაზოგოთ ფინანსები თქვენი ფავორიტი ჰედსეტის ან VR სოფთვეარის შეძენისას. HTC Vive Pro უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ერთ-ერთი საუკეთესო მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენილია სამ კონფიგურაციად: სრულ კომპლექტში შედის Vive Pro ჰედსეტი, ორი კონტროლერი და წყვილი Steam VR 2.0 base station. HTC, როგორც წესი, ამ კომპლექტს ყიდის 1399 დოლარად, თუმცა ამჯერად კომპანიის საიტზეც და Amazon-ზეც მასზე 200 დოლარიანი ფასდაკლებაა შემოთავაზებული. იხილეთ შემოთავაზება: https://amzn.to/2DEFvVd Samsung Odyssey Plus Samsung-ს საკმაოდ კარგი ფასდაკლება აქვს თავის უახლეს ჰედსეტზე - Odyssey + Windows Mixed Reality-ზე. ხსენებული მოწყობილობა გასული თვიდან გამოვიდა ბაზარზე და მისი ფასი 499 აშშ დოლარია, დღესასწაულზე კი კომპანია მას 299 დოლარად გთავაზობთ. იხილეთ შემოთავაზება: https://bit.ly/2Sa5tE1 Amazon-ზეც იყიდება Samsung Odyssey HMD 299 დოლარად, თუმცა მომხმარებლებს არ უნდა აერიოთ. Amazon-ზე შემოთავაზებული მოდელი ეს არის შარშანდელი მოდელი, რომელსაც არ აქვს Anti-Screen Door Effect ტექნოლოგია, ახლისგან განსხვავებით. Rift-ზე ფასდაკლება არ არის, მაგრამ Oculus თამაშები იყიდება არ გაუმართლათ მათ, ვინც ელოდა ფასდაკლებას Oculus Rift ან Go ჰედსეტებსა და სენსორულ კონტროლერებზე. თუმცა მათთვის, ვისაც უკვე აქვს Rift ჰედსეტი, განკუთვნილია შესანიშნავი შემოთავაზება: კომპანიამ უკვე გაააქტიურა ჰაბი „Fall in Fun” – (იხილეთ აქ: https://ocul.us/2Kpac1X ), რომელშიც თავმოყრილია 16-80 %-მდე ფასდაკლება 50-მდე პროდუქტზე. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ Arizona Sunshine ან Skyworld 50%-იანი ფასდაკლებით ან დაზოგოთ 39 % Seeking Dawn-ზე. PlayStation VR PSVR ჰედსეტები 100 დოლარით ნაკლებად გაიყიდება სადღესასწაულო სეზონზე, 26 ნოემბრამდე. Sony ასევე გთავაზობთ PS4 კონსოლს (იხილეთ აქ: https://bit.ly/2OZJeyJ ) 199 დოლარად, რაც ნამდვილად კარგი შემოთავაზებაა. https://www.tomshardware.com/news/best-vr-deals,38104.html
  5. Microsoft-ი ამატებს ფუნქციურობის განმსაზღვრელ საშუალებას თავის Android Launcher აპლიკაციას. მსგავსი ფუნქცია Google-მა დაუმატა Android Pie-ს, Microsoft Launcher-ი კი ნებისმიერი Android-ის მომხმარებელს მისცემს საშუალებას, გაიგოს რა ხნის განმავლობაში გამოიყენებს აპლიკაციებს. მომხმარებლებს შეეძლებათ განსაზღვრონ ეკრანის აქტიურობის დრო, აპლიკაციების გამოყენების ხანგრძლივობა და ისიც კი, თუ რამდენჯერ განბლოკეს მოწყობილობა. Microsoft Launcher-ის მხარდაჭერა აქვთ მოწყობილობებს, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Android 4.2-ზე ან მის ზედა ვერსიებზე, ასე რომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ახალი ფუნქცია Android-ის უამრავი მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. Microsoft Launcher-ის უახლესი 5.1 აფდეითი აგრეთვე მოიცავს To-Do-სა და Sticky Notes-ის ინტეგრაციას, რაც ამ აპლიკაციებში ჩანიშნული მონაცემების სინქრონიზაციის საშუალებას მოგცემთ. Microsoft-ი ციფრული დამხმარის სახით ასევე ამატებს „Hey Cortana“-ს მხარდაჭერას Android launcher-ში. Microsoft Launcher 5.1-ის ბეტა-ვერსია უკვე ხელმისაწვდომია Google Play Store-ში და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს პერიოდში. https://www.theverge.com/2018/11/21/18106698/microsoft-launcher-digital-health-features-updates
  6. ისევე, როგორც დისპლეის მწარმოებელი სხვა ლიდერი კომპანიები, იაპონური კომპანია Sharp-იც ჩაერთო დრეკადი OLED-დისპლეების წარმოებაში. (მოგახსენებთ, რომ Sharp-ის აქციების საკონტროლო პაკეტი კომპანია Foxconn-ს ეკუთვნის). Sharp-ის პირველი საცდელი დრეკადი OLED-ეკრანები წარმოდგენილი იყო Ceatec Japan 2018 გამოფენაზე, რომელიც მიმდინარეობდა 16-19 ოქტომბერს. კომპანიამ მოახდინა 6,18-დუიმიანი დისპლეის პრეზენტაცია - 536 პიქსელით დუიმზე. წარმოდგენილი ეკრანები გარეგნულად ორი ტიპის იყო: S-ის მსგავსი და თაღისებრი. კომპანია Sharp-ის OLED-ეკრანები გამოდის ახალი ხაზით. სერიული წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის ივნისიდან. წარმოების ამ ხაზში, ქალაქ საკაიში მდებარე ქარხანაში, კომპანიამ ჩადო დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალი. მიმდინარე წლის ოქტომბერში Sharp-მა წარადგინა OLED-დისპლეის მქონე პირველი სმარტფონი - Aquos Zero. პერსპექტივაში, Sharp-ს გათვლილი აქვს, გახდეს OLED-დისპლეების მიმწოდებელი Apple-ისთვის და დაიწყოს საკუთარი დრეკადი სმარტფონების გამოშვება. კომპანიის ეკრანები დამზადების პროცესს გადიან იაპონიის ორ ქარხანაში. თავდაპირველად, ქარხანა „Sharp Mie Plant“-ში მზადდება სუბსტრატი ტრანზისტორებით, პიქსელების მართვისთვის. მინის სუბსტრატზე ემატება პოლიმერი, რომელზეც იქმნება TF-ტრანზისტორები და მმართველი ჯაჭვები (დრაივერები და ა.შ.). ელექტრონიკა იქმნება პოლიკრისტალური სილიკონისგან დაბალტემპერატურულ რეჟიმზე (low-temperature polycrystalline silicon, LTPS). წარმოების შემდგომ ეტაპზე, ამჯერად უკვე საკაიში მდებარე ქარხანაში, ლითონის ფოტონიღბებისა და ვაკუუმის საშუალებით TF-ტრანზისტორების ფენას ემატება ორგანული მატერიალები, რომლებიც ახდნენ სუბპიქსელების ფორმირებას. ამის შემდეგ მინის სუბსტრატი შორდება პოლიმერულ სუბსტრატს, რომელიც წარმოგვიდგება უკვე როგორც სრულფასოვანი დრეკადი დისპლეი. https://overclockers.ru/hardnews/show/94535/sharp-pokazala-gibkie-oled-s-vysokim-razresheniem
      • 1
      • Like
  7. მომავალი წლისთვის დაგეგმილი Samsung Galaxy S10-ის პრემიერა მიძღვნილი იქნება S-სერიის ათი წლის იუბილესთვის და მოიცავს უამრავი სიახლის დანერგვას. სიახლე იქნება ისიც, რომ გამოვა ახალი თაობის სამი სმარტფონი ერთად - ნაცვლად ორისა, როგორც ეს მოხდა S8-ისა და S9-ის შემთხვევაში. თუმცა, თუკი გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, სამხრეთკორეული გიგანტი არ აპირებს შემოიფარგლოს მხოლოდ სამი ახალი სმარტფონით და წარმოგვიდგენს კიდევ ერთ დივაისს, რომელსაც ჯერჯერობით კოდური სახელწოდებით - Beyond X-ით მოიხსენიებენ. ჯერჯერობით, Samsung-ის ყველაზე ძლიერ სმარტფონად მიიჩნევა Galaxy Note 9, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია ამზადებს კიდევ უფრო კარგს. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ახალ დივაისს ექნება 6,7-დუიმიანი დისპლეი (შედარებისთვის: Galaxy Note 9-ის ეკრანის დიაგონალი 6,4 დუიმია), ექვსი კამერა (ორი ფრონტალური და ოთხი უკანა) და 5G მხარდაჭერა. არაოფიციალური მონაცემებით, კომპანია Samsung-ი Galaxy S10-საც და Beyond X-საც ერთად წარადგენს ღონისძიებაზე, რომელიც თებერვლის შუა პერიოდში გაიმართება. Beyond X გაყიდვაში გაეშვება მხოლოდ S10-ის სამი მოდიფიკაციის გამოსვლის შემდეგ - დაახლოებით საგაზაფხულო პერიოდში. ეს პერიოდი კი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ კომპანიას უწევს დაელოდოს იმ დროს, როდესაც ოპერატორები სრულფასოვნად დაამუშავებენ მეხუთე თაობის ქსელს. ფოტოზე ხედავთ Samsung Galaxy S10-ის ერთ-ერთ კონცეპტს, რომელიც გარეშე დიზაინერებმა შექმნეს მომავალი ფლაგმანის შესახებ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით. დისპლეიზე ჭრილი არ არის, თუმცა არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჭრილი დაემატოს. აღვნიშნავთ, რომ Galaxy S10 და Beyond X - ეს ყველაფერი არ არის, რასაც Samsung-სგან უნდა ველოდოთ 2019 წელს. ამავე წელს ბაზარზე გამოვა დასაკეცი სმარტფონი-პლანშეტი დრეკადი დისპლეით. ეს მოდელი ჯერჯერობით მოიხსენიება, როგორც Galaxy F ან Galaxy Flex. https://3dnews.ru/978486
  8. ანალიტიკოსი და Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელი, ტომ ლი გამოთქვამს აზრს, რომ კრიპტობაზარზე მიმდინარე მოვლენები - ეს გლობალური ტენდენციაა, Bitcoin-ის ფასის ვარდნა კი მხოლოდ დროებითი ხასიათის მატარებელია. „ამჟამად მსოფლიო ბაზრები მეტად სუსტია. ამაში უზარმაზარ როლს ასრულებს პანიკა და ემოციები“ - განაცხადა ლიმ. – „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ Bitcoin-ი დამარცხდა? არა. თუმცა მოკლევადიან პესპექტივაში პანიკა მაინც პანიკაა“. საუბრის განმავლობაში ანალიტიკოსმა ახსენა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისია, რომელიც შეისწავლის უამრავი პროექტის საქმიანობას, რაც დაკავშირებულია ციფრულ ტოკენებთან. ეს კი - ლის აზრით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბაზარზე და ქმნის ნეგატიურ განწყობას. ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სამართლებრივი გაურკვევლობისა და რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, ბაზარზე ნეგატიურად იმოქმედა Bitcoin Cash-ის ჰარდფორკმა, რამაც ორი კონკურენტი ბლოკჩეინის წარმოქმნა განაპირობა. „Bitcoin ABC-სა და SV-ს შორის ომი კვლავ აგრძელებს ზემოქმედებას ბაზარზე“ - განაცხადა BKCM-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან კელიმ – „როგორც ჩანს, ორივე მხარე ყიდის Bitcoin-ს მაინინგის დაფინანსებისთვის. ორივე მხარე ცდილობს დაპირისპირებაში ლიდერობას“. მოგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ტომ ლი დარწმუნებული იყო, რომ Bitcoin-ის ფასი 15 000 დოლარს მიაღწევდა წლის ბოლომდე. https://cryptonovosti.com/tom-li-czena-bitkoina-upala-tolko-v-kratkosrochnoj-perspektive/
  9. ქსელური წყაროები იტყობინებიან, რომ Qualcomm-ის ახალი ფლაგმანური მობილური პროცესორის ოფიციალური პრეზენტაცია დეკემბრის პირველ რიცხვებში შედგება. საუბარი ეხება ჩიპს, რომელიც ამ დროისთვის იწოდება, როგორც Snapdragon 8150. დღესდღეობით მის შესახებ მწარმოებელი კომპანიისგან არც თუ ისე ბევრი რამ არის გახმაურებული: ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩიპი წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და იმუშავებს 5G მოდემთან - Snapdragon X50-თან ერთად. როგორც ცნობილია, პროცესორს ექნება სამკლასტერიანი არქიტექტურა და რვა ბირთვი. ყველაზე ძლიერი ბლოკის სიხშირე მიაღწევს 2,84 გიგაჰერცს. დანარჩენი ორი კლასტერის ბირთვები იმუშავებენ 2,4 გჰც და 1,78 გჰც-ზე. აღსანიშნავია, რომ ძირითად გრაფიკულ ქვესისტემაში გათვალისწინებულია გრაფიკული ბირთვი Adreno 640. ინტერნეტში გამოჩენილი სხვადასხვა ტესტის შედეგები გვიჩვენებს, რომ Snapdragon 8150 აფიქსირებს შესანიშნავ წარმადობას. მაგალითად, პროცესორი რეკორდულ მაჩვენებლებს დებს ბენჩმარკებზე იმ ოპერაციების სწრაფი შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან. როგორც ვიცით, Qualcomm-ი ფართო საზოგადოებას ახალ პროცესორს 4 დეკემბერს წარუდგენს. წარდგენა მოხდება Snapdragon Technology Summit ივენთის ფარგლებში. https://3dnews.ru/978526
  10. გასულ კვირაში Instagram-მა გამოუშვა მაჩვენებელი, თუ რამდენ დროს ატარებდნენ მომხმარებლები მასზე. ახლა კი Facebook-ი გვთავაზობს იმავეს: კომპანიამ გამოუშვა აპლიკაცია იდენტური ფუნქციით. კომპანიამ Instagram-სა და Facebook-ისთვის განკუთვნილი ამ სიახლის შესახებ დააანონსა აგვისტოში, მოძრაობა “time well-spent”-ის ფარგლებში, რამაც სრულიად მოიცვა ტექნოლოგიური სამყარო. Facebook-ისგან განსხვავებით, Apple-ის „Screen Time“ და Google-ის „Digital Wellbeing“ ფუნქციები მომხმარებლებს აძლევენ საშუალებას, თავადვე დაბლოკონ თავები აპლიკაციის გამოყენებისგან და არა მხოლოდ - მიიღონ ინფორმაცია დახარჯულ დროზე. Facebook-ის ახალი ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დააწესოს შეზღუდვა აპლიკაციის გამოყენებაზე: როდესაც დაწესებულ დროს ამოწურავთ, მიიღებთ შეხსენებას. მომხმარებლები შეძლებენ იხილონ ყოველ დღე, თუ რამდენი ხანი გაატარეს Facebook-ზე. ახალი ფუნქციის საშუალებით გაარკვევთ, რამდენად ხართ დამოკიდებული სოციალურ ქსელზე. https://www.theverge.com/2018/11/20/18104979/facebook-dashboard-time-on-site-app-spent-rolling-out
  11. როგორც აღმოჩნდა, Microsoft-ისა და Google-ის ინჟინრები მუშაობენ Chrome-ის ვერსიაზე, რომელიც იმუშავებს Windows ARM-ზე. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ Qualcomm-ის აღამსრულებელმა დირექტორმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მიკროსქემების მწარმოებელი კომპანია მუშაობს Chrome-ის Arm-ვერსიაზე Windows 10-ისთვის. Chrome-ის ARM-ვერსიას დიდი მნიშვნელობა აქვს Qualcomm-ის, Microsoft-ისა და Google-ისთვის, რადგან Chrome ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაუზერია Windows 10-ის მომხმარებლებში, და არა მხოლოდ. და მაინც, Microsoft-მა ერთი წლის წინ ამოიღო Google-ის Chrome Installer-ი Windows Store-დან, რადგან იგი არღვევდა შინაგანაწესს. კომპანიამ დაბლოკა აგრეთვე სხვა ბრაუზერები Windows 8-სთვის. Qualcomm-ის პროდუქტების მართვის მიმართულების დირექტორის, მიგელ ნუნიესის (Miguel Nunes) განცხადების თანახმად, კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა OEM-ენტრეპრენერებთან მთელი რიგი პროდუქტების წარმოების კუთხით. სიახლეები მოსალოდნელია 2019 წლის მეორე ნახევრისთვის, თუმცა ზუსტ ვადებს მწარმოებლები თავად ირჩევენ. დიდი ალბათობით, საუბარი ეხება Google Chrome-ის ARM-ვერსიასაც, რასაც ამყარებს ის ფაქტიც, რომ დიდი რაოდენობით ცვლილებები შეიტანეს Chromium-ში Microsoft-ის თანამშრომლებმა. როგორც მოსალოდნელია, შესაძლებელია გამოჩნდეს ბრაუზერის ARM64-ვერსია, რისი მეშვეობითაც დაჩქარდება მუშაობა Windows 10-ზე ARM-პროცესორებისთვის. mspoweruser.com ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როდისთვის იქნება მზად ახალი გადაწყვეტილება, თუმცა თავად ფაქტი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თავისთავად სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ ლეპტოპები, რომლებიც მუშაობს Snapdragon პროცესორსა და Windows 10-ზე, უფრო მეტად განვითარდებიან. ამასთან, Qualcomm-ი მომხმარებელს პირდება, რომ იმდენად გაზრდის წარმადობას, რომ მისი პროცესორები Intel Kaby Lake-ს გაუტოლდება. https://www.theverge.com/2018/11/21/18106162/microsoft-google-chrome-windows-10-arm-support-app https://3dnews.ru/978473
  12. 26 ნოემბერს, 12 საათზე, გაიმართება კიბერ-სავარჯიშოების პორტალის www.cyber-lab.tech-ის პრეზენტაცია. ? 26 ნოემბერი, 12 საათი ? ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.  დასწრება თავისუფალია. #Cyber-lab.tech - ეს არის კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი დღეისათვის ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება გახდა უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნების ელექტრონული ინფრასტრუქტურის სტაბილური ფუნქციონერებისა და განვითარებისათვის. ამის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის CERT-GOV-GE და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს თანამშრომლობით შეიქმნა კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი www.cyber-lab.tech. პორტალი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტების საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულების სტუდენტებისთვის, რათა მათ გაიღრმაონ პრაქტიკული უნარები კიბერ ინციდენტების აღმოჩენასა და რეაგირებაში. პორტალი აგრეთვე სასარგებლო იქნება საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე IT პერსონალისთვის და მათ დაეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება კიბერ ინციდენტებზე ორგანიზაციის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში. დისატანციურ პორტალზე განთავსებული სავარჯიშოები ეხება შემდეგ საკითხებს: • კრიპტოგრაფია; • რეალური ინციდენტების მავნე კოდის ანალიზი; • რეალური სერვერების კიბერ ინციდენტების ლოგ ფაილების ანალიზი; • რევერსიული ინჟინერია; • ქსელური ნაკადების ანალიზი; • კიბერ ანალიტიკა. Facebook-ზე განთავსებული ივენთი იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/331402574345960/
  13. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობის გეიმინგ კონსოლის - Sony PlayStation 5-ის გამოსვლა 2020 წლამდე არ იგეგმება, ინტერნეტში უკვე გამოჩნდა სხვადასხვა ინფორმაცია მისი შესაძლებლობებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. ინფორმაცია გამოჩნდა Reddit-ზე, მის მიხედვით Sony-ს ახალი კონსოლი გამოვა 2020 წლის მარტიდან ნოემბრამდე პერიოდში, აწყობილი იქნება რვაბირთვიან Ryzen პროცესორზე და მისი ფასი იქნება 500 დოლარი. აგრეთვე ნათქვამია, რომ კონსოლს შეეძლება უზრუნველყოს გეიმინგი 4K გაფართოებით 60 fps-ზე. პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა ვრცელდება ცნობები, რომ AMD და Sony ერთობლივად მუშაობენ ახალი თაობის კონსოლების პლატფორმაზე. ჯერ კიდევ მაისში გახდა ცნობილი, რომ ინჟინრები მუშაობდნენ PlayStation-ის ადაპტაციაზე Zen-ბირთვებთან. აგრეთვე ვრცელდებოდა ხმები, რომ გრაფიკული არქიტექტურა Navi-ს შემუშავება ხდებოდა სპეციალურად მომავალი PlayStation 5-სთვის. მოცემული მომენტისათვის რთულია განისაზღვროს, როგორი იქნება AMD-ის მომავალი ერთკრისტალიანი პლატფორმა, რომელიც საფუძვლად დაედება PlayStation 5-ს. არის მოლოდინი, რომ ეს იქნება უახლესი 7-ნანომეტრიანი გადაწყვეტილება Zen 2 ბირთვის ბაზაზე და Navi-ს გრაფიკა, თუმცა ამის შანსები საკმაოდ მცირეა, რადგან Zen 2 პროცესორები და Navi მხოლოდ მომავალ წელს გამოვა, მათ საფუძველზე შექმნილი ჰიბრიდული პროცესორი (APU) კი კიდევ უფრო გვიან - სავარაუდოდ 2020 წელს. AMD EPYC “Rome” — პირველი პროცესორი Zen 2-ის ბაზაზე მოკლედ რომ ვთქვათ, AMD ფიზიკურად ვერ მოასწრებს საკუთარი ცალკრისტალიანი პლატფორმის შექმნას კონსოლისთვის, რადგანაც კონსოლის პროექტირება 3-4 თვეში არ სრულდება და საბოლოო ვერსიის შესახებ რელიზამდე ბევრად ადრე ხდება ხოლმე ცნობილი. AMD Raven Ridge (Zen+Vega) ჰიბრიდული პროცესორის კრისტალები უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ PS5-ს ვიხილავთ Zen+ არქიტექტურის AMD-ის ბირთვებითა და Vega არქიტექტურის გრაფიკულ პროცესორს. ამის ფონზე, მომავალ კონსოლს ექნება GDDR6 ან, შესაძლოა, HBM2 მეხსიერებაც კი. არც ისე დიდი ხნის წინ Radeon Technology Group-ის ხელმძღვანელმა დევიდ ვანგმა (David Wang) აღნიშნა, რომ AMD-ის გრაფიკული არქიტექტურა საკმაოდ მოქნილია და შესაძლებელია მუშაობა როგორც HBM ტიპის მეხსიერებასთან, ასევე GDDR6-თან. და მაინც, სამწუხაროდ, PlayStation 5-ის კონკრეტული მახასიათებლები ამ მომენტისათვის უცნობია. ერთადერთი, რაც დაზუსტებითაა ცნობილი, ეს არის AMD-ს ჩიპი. https://3dnews.ru/978410
  14. NVIDIA-ს წარმომადგენლებმა კვარტალურ ანგარიშთან დაკავშირებულ კონფერენციაზე არაერთხელ განაცხადეს, რომ Pascal-ის თაობის საშუალო ფასის მქონე მოჭარბებულ, ზედმეტ ვიდეო ბარათებს ბაზარი გაუმკლავდებოდა ორ კვარტალურ პერიოდში. დამოუკიდებელი ექსპერტები ვერ დაკმაყოფილდნენ ამ მტკიცებით. ყოველ შემთხვევაში, როგორც რესურსი Seeking Alpha აღნიშნავს, NVIDIA-ს აქციების ფასმა ვარდნა განაგრძო მიმდინარე კვირაშიც. აქციები კიდევ 12 %-ით გაიაფდა და ჯამში, თვენახევრის განმავლობაში, კომპანიის კაპიტალიზაცია შემცირდა 43 %-ით (80 მლრდ). ფოტოს წყარო: Seeking Alpha Instinet-ის ექსპერტები კი თვლიან, რომ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს Turing-ის თაობის ვიდეო ბარათებისადმი მომხმარებლების უარყოფითი დამოკიდებულება. შედეგად, NVIDIA-ს შემოსავალი კიდევ უფრო შემცირდება მომავალ ფისკალურ წლამდე, რომელიც კომპანიისთვის 2020 წელს სრულდება. https://overclockers.ru/hardnews/show/94507/akcii-nvidia-prodolzhajut-padenie-prognozy-vse-mrachnee
  15. Sharkoon-მა წარადგინა ახალი კორპუსი Night Shark RGB, რომლის ფასი 90 ევროა. კომპლექტში შედის სამი ფერადი ვენტილატორი. უკანა პანელი გამოწრთობილი მინისაა, კვების ბლოკი განთავსებულია ზედა ნაწილში. აქვს სივრცე 7 ბარათისთვის. წონა 8,44 კილოგრამია. გაბარიტები - 50 х 21 х 47 სმ. მოწყობილობა კუთხოვანია, არ აქვს არანაირი მომრგვალება გვერდებზე. მარჯვენა გვერდით პანელზე ჰექსაგონალური ჭრილებია ჰაერისთვის. ჩამრთველი ღილაკი და კონექტორები განთავსებულია თავსახურზე. კორპუსში პრეზენტაციის დროს გამოყენებული იყო შემდეგი კომპონენტები: Asrock 970 Pro3 R2.0 AMD FX-6300 Black Edition Corsair Value Select RAM 8 GB Cooler Master MasterLiquid ML120L RGB MSI Radeon R9 270X GAMING 2G Samsung 850 EVO 250GB Seagate 1TB HDD თავისუფლადაა შესაძლებელი განთავსდეს 240 მილიმეტრიანი წყლით გაგრილების რადიატორი. RGB განათების კონტროლი შესაძლებელია Asus Aura Sync-ის, Gigabyte RGB Fusion-ის ან MSI Mystic Light Sync-ის მეშვეობით. თავად Sharkoon-ს აქვს RGB განათების შვიდი სქემა. მოწყობილობა ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ კარგად ფასდება, ამასთან, არ არის ძვირი იმის გათვალისწინებით, რომ მისი კონკურენტები - მსგავსი ფუნქციონალებითა და განათებით - 110 ევროზე ნაკლები არ ღირს. მისი ერთადერთი მინუსი ის გახლავთ, რომ მყარი დისკი განთავსებულია კვების ბლოკთან ერთად კორპუსის ზედა ნაწილში. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22164/night-shark-rgb--novyj-korpus-ot-sharkoon
  16. კომპანია Dell-ი იწყებს ახალი თაობის გეიმინგ დესკტოპ-კომპიუტერის გაყიდვას. კომპიუტერში გამოყენებულია Intel-ის აპარატურული პლატფორმა და ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელს აქვს Coffee Lake თაობის Core i9-9900K პროცესორი. ეს ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს და შეუძლია ერთდროულად დაამუშავოს ინსტრუქციის 16 ნაკადი. ტაქტის ნომინალური სიხშირე შეადგენს 3,6 გიგაჰერცს, მაქსიმალური - 5,0 გჰც-ს. გეიმინგ სისტემა წარმოდგენილი იქნება 64 გიგაბაიტი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერებით - HyperX ბრენდით. მონაცემთა შენახვის ქვესისტემის შემადგენლობაში შესაძლებელია დაემატოს 2 ტერაბაიტიანი M.2 PCIe NVMe SSD მოდული და ამდენივე ტევადობის მყარი დისკი. შესაძლებელია დაყენდეს დისკრეტული გრაფიკული ბარათი NVIDIA GeForce RTX 2080 OC – 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით ან GeForce RTX 2080 Ti OC - 11 გიგაბაიტიანი GDDR6-ით. მოწყობილობას აქვს ადაპტერები უსადენო კავშირისთვის - Killer 1535 802.11ac 2x2 Wi-Fi და Bluetooth 4.1, გიგაბიტური ქსელური კონტროლერი - E2500 და Blu-Ray ოპტიკური დრაივი. გაბარიტებია 212 × 360,5 × 472,5 მმ, წონა - 14,8 კგ. ფასი განისაზღვრება კონფიგურაციის შესაბამისად (იხ.ფოტო). იხილეთ საიტზე: https://dell.to/2DuFoeN https://3dnews.ru/978419
  17. Blender-ი, ეს არის პოპულარული რედაქტორი სამგანზომილებიან გრაფიკაში პროფესიონალური მუშაობისთვის და იგი ხელმისაწვდომია Windows-ის, macOS-ისა და Linux-ისთვის. ამ დრომდე შესაძლებელი იყო მისი ჩამოტვირთვა ოფიციალური საიტიდან ან Steam-მარკეტიდან, ახლა კი Blender-ი დაიდო Microsoft Store-ზე (319,2 მბ მოცულობა). მისი გამოყენებისათვის საჭიროა Windows 10 Fall Creators Update. რედაქტორი ძირითადად გათვლილია Windows 10 S-ის მომხმარებელთათვის (ARM პროცესორის გარეშე), რომელთათვისაც სტანდარტული Win32-პროგრამები ხელმისაწვდომი არაა. კომპლექტი მოიცავს ინსტრუმენტებს მოდელირებისთვის, რთული მატერიალების სიმულაციისთვის, ასევე ვიზუალიზაცის, ანიმაციის და ვიდეომონტაჟისთვის, თამაშებისა და 3D მულტიპლიკაციების შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტებს. პროგრამა სწრაფად ვითარდება და ემატება სულ უფრო მეტი შესაძლებლობა. Microsoft Store-ზე ხელმისაწვდომია 2.79 ბეტა-ვერსია, საიტიდან კი შესაძლებელია დააყენოთ ტრადიციულ ფორმატში 2.8 ალფა. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო სამომხმარებლო ინტერფეისს - იგი გახდა უფრო მოსახერხებელი, კომპაქტური და მოქნილი. გაჩნდა გრაფა მუშაობის უფრო სტრუქტურირებული მექანიზმით, ასევე - ობიექტების ჯგუფურად რედაქტირების შესაძლებლობა. მათთვის, ვინ იყენებს Grease Pencil-ს, სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ ხატვის ამ ინსტრუმენტს დაემატა გაფართოებული შესაძლებლობები და მისი საშუალებით შეძლებთ ხატოთ დიდი მოცულობის სივრცეში. 3D რედაქტორი კარგად არის ცნობილი ანიმაციის სფეროში მოქმედი პროფესიონალებისთვის, იგი პირველად 20 წლის წინ გამოვიდა, როგორც უფასო სოფთვეარი ღია კოდით. ფუნქციები: ულტრარეალისტური რენდერინგი; მოდელების შექმნის, ტრანსფორმირების, რედაქტირების შესაძლებლობა; საუკეთესო შედეგები შენობების ნგრევის, წვიმის, ცეცხლის, კვამლის და ა.შ გამოსახვისთვის; მარტივად შესაძლებელია გარდაქმნათ თქვენი ნახატები ანიმაციებად. Blender-ი კიდევ ერთი მომგებიანი სვლაა Microsoft-ის მხრიდან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Microsoft Store-დან. https://www.windowscentral.com/3d-creation-suite-blender-arrives-microsoft-store https://3dnews.ru/978385
  18. Insatgram-ს სურს, ებრძოლოს ყალბ ლაიქებს, გამომწერებსა და კომენტარებს და აპირებს აქტიურად იმუშაოს მათ წაშლაზე. ნებისმიერი სერვისი, რომლითაც ხდება ლაიქებისა და გამომწერების მომატება და ამით ყურადღების მიპყრობა, ამიერიდან წაიშლება პლატფორმის წესების დარღვევისთვის. ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა. Instagram-ში აცხადებენ, რომ კომპანიამ შექმნა მოდერაციის ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით განისაზღვრება, რომელი ექაუნთები იყენებენ ზემოთხსენებული ტიპის სერვისებს და ავტომატურად წაიშლება დამატებული ლაიქები, კომენტარები და გამომწერები. ნებისმიერი ექაუნთის მფლობელი, თუკი მოხდება იდენტიფიცირება, რომ იგი იყენებს აქტივობის ხელოვნურად მოსამატებელ აპლიკაციებს, მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი ფეიკი მოწონება-გამომწერები წაიშლება. ამგვარი მომხმარებლები ასევე მიიღებენ რეკომენდაციას, შეცვალონ პაროლი, თუკი დაირღვა მათი უსაფრთხოება ხსენებული აპლიკაციების მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ Instagram-ის მოხმარება აქტიურად ხდება ბრენდების მიერ, გარდაუვალია მათი მხრიდან რაც შეიძლება მეტი გამომწერის მოზიდვა. ამიტომ ამგვარი ექაუნთები ხშირად იყენებენ შესაბამის აპლიკაციებს, რათა ხელოვნურად გაზარდონ თავიანთი პოპულარობა. კომპანიის პრეს-რელიზის მიხედვით, პლატფორმა საჭირო ზომების მიღებას უახლოეს კვირებში დაიწყებს. https://www.theverge.com/2018/11/19/18098834/instagram-will-remove-fake-likes-and-follows
  19. პირველი წელი არ გახლავთ, რაც ბიუჯეტური და საშუალობიუჯეტური სმარტფონების სეგმენტში კომპანია Xiaomi დომინირებს. თუმცა, მიმდინარე წელს ჩინური გიგანტის პოზიციები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კომპანია ASUS-მა წარადგინა მოდელი ZenFone Max Pro M1, რომელიც ბევრ საკითხში აღემატება Redmi Note 5-ს. ახლა კი ტაივანური კომპანია უკვე ემზადება ახალი სმარტფონის წარსადგენად, რომელსაც ასევე არანაკლებ დიდი დასახელება აქვს - ASUS ZenFone Max Pro M2. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა მისი ტექნიკური მახასიათებლები და პირველი რენდერი. გავრცელებული ფოტო მეტად ცუდი ხარისხისაა, თუმცა, როგორც ჩანს, სმარტფონი ვიზუალურად წააგავს ფლაგმანურ ZenFone 5Z-ს. მაშ ასე: ASUS ZenFone Max Pro M2-ს ექნება 6-დუიმიანი Full HD+ დისპლეი მცირე ზომის ჭრილით. რენდერი გამოჩნდა ვებ-გვერდ XDA-Developers-ზე, რაც თითქმის 100 %-ით ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში სმარტფონი ზუსტად ამგვარი იქნება. ASUS ZenFone Max Pro M2-ს ექნება Qualcomm Snapdragon 660 პროცესორი და ოპერაციული სისტემა Android-ის “სუფთა“ ვერსია. ასე რომ Xiaomi-ს შეფიქრიანება ელის Mi A2 მოდელის პოზიციასთან დაკავშირებით. სმარტფონს ექნება 4/64 ან 6/128 გიგაბაიტი მეხსიერება, კონფიგურაციის შესაბამისად. გარდა ამისა, ექნება სამი ძირითადი კამერა. კონფიგურაციები, ფასი და სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობი რჩება. ASUS ZenFone Max Pro M2-ის პრეზენტაცია დაგეგმილია 2018 წლის 11 დეკემბრისთვის. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22171/izvestny-harakteristiki-asus-zenfone-max-pro-m2-u-xiaomi-mi-a2-pojavitsja-konkurent
  20. ყველა კომპანია ცდილობს, იყოს ლიდერი იმ სფეროში, სადაც საქმიანობს. სმარტფონების ბაზარზე ამ დროისთვის ლიდერის ტიტული Samsung-ს ეკუთვნის (მიწოდების მოცულობის თვალსაზრისით). თუმცა, ბოლო პერიოდში ჩინური კომპანიები მეტად სწრაფი ტემპებით ვითარდებიან და მიიწევენ წინ. მათ შორის, კომპანია Huawei-ს ჩაფიქრებული აქვს მოიპოვოს უპირობო ლიდერობა მსოფლიო ბაზარზე. ფაქტია, რომ ეს მიზანი არ არის საფუძველს მოკლებული: Huawei-მ უკვე ჩამოიტოვა Apple და დაიკავა მსოფლიოში მეორე ადგილი. ასე რომ, გეგმა - გადაუსწროს Samsung-ს - ნამდვილად არ წარმოადგენს შეუძლებელს. კომპანია ბევრს შრომობს მიზნის მისაღწევად, განსაუთრებით, ფლაგმანების კუთხით: Huawei P და Mate ფლაგმანებმა მეტად კარგი შეფასება დაიმსახურა რეცენზისტების მხრიდან, ძირითადად ფოტოგადაღების შესაძლებლობების თვალსაზრისით. ჯამში, Huawei-მ უკვე ბევრს მიაღწია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი პირველი სმარტფონი მხოლოდ 2010 წელს გამოვიდა. Huawei-ის სამომხმარებლო ქვედანაყოფის გენერალურმა დირექტორმა რიჩარდ იუმ (Richard Yu) განაცხადა: „მომავალ წელს ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვიქნებით პირველ ადგილთან - შესაძლოა, უკვე Samsung-საც გავუტოლდეთ და კიდევ ერთი წლის შემდეგ - 2020 წელს, გვექნება პირველი ადგილის დაკავების შანსი“. დასახული მიზნის მისაღწევად კომპანიას ბევრი შრომა მოუწევს. მიმდინარე წლის დასაწყისში Huawei უკვე თამამად უნდა გასულიყო ამერიკულ ბაზარზე აშშ-ის ოპერატორებთან თანამშრომლობით, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა, რადგან ამერიკელმა კანონმდებლებმა ჩათვალეს, რომ ჩინური კომპანიები, მათ შორის Huawei, შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის. საბოლოო ჯამში, ამერიკელები გარიგებიდან გავიდნენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის ფარგლებში შეიზღუდა კომპანიის სმარტფონების გაყიდვა და ბოლო ვერსიის Mate 20 ოფიციალურად არ იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ში. https://3dnews.ru/978326
  21. ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტების სიაში XRP ტოკენებმა მეორე ადგილი დაიკავა ბაზრის კაპიტალიზაციის დონის მიხედვით. XRP-მ შეძლო უკან ჩამოეტოვებინა Ethereum-ი, ამასთან, როგორც ბევრი ექსპერტი პროგნოზირებს, მან შესაძლოა დაიკავოს Bitcoin-ის წამყვანი პოზიცია. სპეციალისტების აზრით, XRP ხელს უწყობს flipping-ს (სიტუაცია, რომლის გამოც Bitcoin-ი კარგავს დომინანტობას კრიპტობაზარზე). BTC 14 ნოემბრიდან 13%-ით გაიაფდა, ამავე პერიოდში XRP-მ გაცილებით ცოტა დაკარგა - 7 %-ზე ნაკლები, ასე რომ ამ ორ აქტივს შორის კაპიტალიზაციის თვალსაზრისით სხვაობა მცირდება. კრიპტოკომპანია Onchain Capital-ის დამფუძნებელი Ran Neu-Ner-ი თვლის, რომ Bitcoin-ისა და Bitcoin cash-ის მფლობელებმა უნდა გაყიდონ თავიანთი კოინები და ამ თანხით XRP შეიძინონ. ნოინერმა ინვესტორებს შორის ჩაატარა კენჭისყრა საკითხზე, თუ რომელი კრიპტოვალუტაა ყველაზე პერსპექტიული: XRP-მ მიიღო 2000 ხმით მეტი, ვიდრე Bitcoin-მა. ავსტრალიელი ბიზნესმენი ქრეიგ რაიტი (Craig Rait) ამტკიცებს, რომ XRP-ს ტოკენები ფასიანი ქაღალდებია და მათ ყიდულობენ მხოლოდ გაყიდვიდან მიღებული მოგების მიზნით. თუკი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია XRP-ს ოფიციალურად მიანიჭებს ფასიანი ქაღალდის სტატუსს, ეს გამოიწვევს ტოკენების მასიურ გაყიდვებს და, შესაბამისად, კურსის მკვეთრ ვარდნას. XRP-ს, როგორც Bitcoin-ის „მკვლელის“ პოტენციალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმის გამო, რომ მას არ აქვს აქვს ბლოკჩეინის დეცენტრალიზებული სისტემა. ქსელს მართავს კომპანია Ripple, თავად ბლოკჩეინი კი წარმოადგენს საბანკო ტრანსფერების უფრო სწრაფ და იაფ ალტერნატივას. კრიპტოსამყაროს აზრები XRP-ს შესახებ ორადაა გაყოფილი: ნაწილი დარწმუნებულია ციფრული აქტივების საიმედო მომავალში, ნაწილი კი მას ფიასკოს უწინასწარმეტყველებს. ვინ აღმოჩნდება მართალი - ამას დრო აჩვენებს, თუმცა, ფაქტია, რომ XRP-ს ამჟამინდელი წარმატება სახეზეა. ჩვენი მხრივ, დავამატებთ, რომ Overclockers GE არ გასცემს რეკომენდაციას რომელიმე კრიპტოვალუტის შესყიდვის ან გაყიდვის შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ XRP ტოკენი და ის ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია იყენებს საფინანსო ინსტიტუტებში შიდა ბლოკჩეინის სახით, ერთმანეთთან დაკავშირებული არაა და ხშირად, XRP ტოკენის ფასის ზრდა Ripple-ის ახალი პარტნიორული შეთანხმებების პარალელურად, სპეკულაციური მოვლენაა. https://cryptonovosti.com/xrp-mozhet-operedit-bitcoin-po-urovnyu-kapitalizaczii-ryinka/
  22. Razer-მა წარადგინა Razer BlackWidow Lite მექანიკური კლავიატურა, რომელიც განკუთვნილია როგორც ზოგადად სამუშაოდ, ასევე გეიმინგისთვის. უზრუნველყოფილია გრძელვადიანი ფუნქციონირების შესაძლებლობა და კომფორტულია გამოსაყენებლად. კლავიატურას აქვს მაღალი წარმადობის მქონე გეიმინგ-კლავიატურის მახასიათებლები და მინიმალისტური დიზაინი, ასევე, Razer ™ Orange მექანიკური გადამრთველები, რომლებიც მინიმალურ ხმაურს იწვევს გამოყენებისას. BlackWidow Lite დაპროექტებულია, როგორც იდეალური კომპანიონი სამუშაოდ და სათამაშოდ. მახასიათებლები: • მექანიკური გადამრთველები Razer Orange • 80 მილიონჯერ გამოყენების შესაძლებლობა • ინდივიდუალური თეთრი განათების ღილაკები, რისი გამოყენებაც მარტივია სუსტ განათებაზეც • o-rings და keycap puller • Razer Synapse 3 • მოსახსნელი ბოჭკოვანი სადენი • 10 anti-ghosting ღილაკი • გეიმინგ რეჟიმზე გადართვის ფუნქცია (windows key and alt+tab) • სრულად პროგრამირებადი ღილაკები on-the-fly მაკრო სქემით • 1000 ჰც Ultrapolling • ალუმინის ზედა პანელი • Trigger-ტექნოლოგია სწრაფი ბეჭდვისთვის Razer BlackWidow Lite-ის მოსახსნელი კაბელი მოსახერხებელია შენახვა-გადატანისთვის. ღილაკებს გააჩნიათ ინდივიდუალური განათება, რისი წყალობითაც კლავიატურა პროდუქტიულია ცუდი განათების პირობებშიც. შესაძლებელია განათების სიკაშკაშის კონტროლი. კლავიატურის ფასი 89,99 დოლარია / (99,99 ევრო). https://www.guru3d.com/news-story/razer-announces-the-blackwidow-lite.html
  23. WINDOWS CENTRAL-ი გთავაზობთ რამოდენიმე ალტერნატივას, თუკი ვერ ახერხებთ შეიძინოთ Surface ლეპტოპი. თუკი გჭირდებათ მეტი ენერგია, მიმზიდველი დიზაინის მქონე თხელი და მსუბუქი ლეპტოპი, იხილეთ შემოთავაზებული ვარიანტები: Dell XPS 13 Dell XPS 13 - ეს არის 13-დუიმიანი სეგმენტის ფლაგმანური ლეპტოპი უახლესი კომპონენტებითა და პრემიუმ-დიზაინით. ლეპტოპს აქვს სუპერთხელი ჩარჩოები და წარმოდგენილია ორ კონფიგურაციად - 1080p ან 4K touch - მერვე თაობის Intel Core i5 და i7 პროცესორებით, შესაბამისად. ლეპტოპი წარმოდგენილია ფერის მხრივ ორ ვარიანტად: თეთრი ან ოქროსფერი მოდელები. მისი ღირებულება 850 აშშ დოლარია. გამოსაწერი ლინკი: https://dell.to/2qTyEPS HP Spectre 13t HP Spectre 13t ლეპტოპში გაერთიანებულია სმარტ-დიზაინი, უმაღლესი ხარისხი, ლამაზი დისპლეი და მძლავრი აპარატული უზრუნველყოფა. აქვს კონფიგურირების უამრავი ვარიანტი, 4K დისპლეი და მერვე თაობის Intel Core პროცესორი. მისი ფასი 1 100 დოლარია. გამოსაწერი ლინკი: https://bit.ly/2TrFDfX Huawei Matebook X Pro Huawei MateBook X Pro-ს აქვს თხელი, თანამედროვე დიზაინი, რომელიც აბსოლუტურად ფანტასტიკურად გამოიყურება. სენსორული დისპლეის გაფართოებაა 3000 x 2000 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 3 : 2-ზე. ლეპტოპი წარმოდგენილია სტანდარტული პორტების ნაკრებითა და NVIDIA MX150 (GPU) გრაფიკული ბარათით, რომელიც მატებს მას დამატებით სიმძლავრეს. Huawei MateBook X Pro-ს ფასი 1300 დოლარია. გამოსაწერი ლინკი: https://amzn.to/2BfG7yS LG Gram თუკი ლეპტოპის წონას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, LG Gram თქვენთვისაა: იგი აწყობილია იმის გათვალისწინებით, რომ იყოს ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი ამ სეგმენტში. იგი იწონის 2,41 ფუნტს, ადვილადაა შესაძლებელი მანევრირება ცალი ხელით და ჩანთით ტარებისას ფაქტიურად ვერ იგრძნობთ მის სიმძიმეს. ლეპტოპს აქვს Intel Core i7 პროცესორი და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. მისი ღირებულება 1097 დოლარია. გამოსაწერი ლინკი: https://amzn.to/2A2XUr5 Razer Blade Stealth 13 Razer Blade Stealth 13 წარმოადგენს Ultrabook-ის გამარტივებულ ვერსიას. იგი არ არის გეიმერული ლეპტოპი, მაგრამ დააკმაყოფილებს გეიმინგ-მოთხოვნებს გაძლიერების შემთხვევაში. ლეპტოპს აქვს Intel 8th Gen პროცესორი, 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება და მაღალი რეზოლუციის QHD+ დისპლეი. ამ ყველაფერს ემატება მიმზიდველი თანამედროვე დიზაინი და სპეციალური განათება. Razer Blade Stealth 13-ის ფასი 1400 დოლარია. გამოსაწერი ლინკი: https://bit.ly/2qVQKAW Lenovo X1 Carbon Lenovo X1 Carbon – ეს ლეპტოპი უმეტესად განკუთვნილია ბიზნეს-საქმიანობით დაკავებულთათვის. თუ გჭირდებათ ლეპტოპი ყველა აუცილებელი პორტითა და უსაფრთხოების მაღალი დონით, X1 Carbon საუკეთესო არჩევანია. ლეპტოპს აქვს Intel 8th Gen პროცესორი, 8 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და დისპლეი 1440p რეზოლუციით. მისი ღირებულება 1139 დოლარია. გამოსაწერი ლინკი: https://lnv.gy/2PDDaRD https://www.windowscentral.com/best-surface-laptop-2-alternatives
  24. Barnes & Noble-მა მიმდინარე თვის დასაწყისში წარადგინა თავისი უახლესი პლანშეტი - Nook 10.1 ", რომლის ფასი 129,99 აშშ დოლარია. მოწყობილობის გაყიდვები გასული კვირიდან დაიწყო, ახლა კი, Good eReader-ის ინფორმაციის თანახმად, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პლანშეტისთვის საჭირო აქსესუარებს. ამ ეტაპზე წარმოდგენილია დამტენი დოკი და კლავიატურა. ხსნებული აქსესუარები პირველი ოფიციალური დანამატებია, რომლებიც Barnes & Noble-მა გამოუშვა სპეციალურად Nook-ისთვის. ამ დრომდე, მრავალი წლის განმავლობაში, გამოიყენებოდა სხვა დამტენები და დოკ-სადგურები. ახალი დოკ-სადგურის ფასი 34, 95 აშშ დოლარია და მისი საშუალებით შესაძლებელია პლანშეტის გამოყენება დატენვის პროცესშიც: შეგიძლიათ უყუროთ ფილმებს, განახორციელოთ ვიდეოზარები ან უსმინოთ აუდიოწიგნებს. Barnes & Noble ასევე გვთავაზობს Smart Folio Cover-სა და კლავიატურას, რომლებიც მაგნიტურად უკავშირდება პლანშეტს და დახურვისას თიშავს დისპლეის. მისი ფასი 39,95 დოლარია. იმის გათვალისწინებით, რომ Barnes & Noble-ის ბრენდირებულ Android-პლანშეტს ახლა უკვე დაემატა საკუთარი დოკ-სადგური და კლავიატურა - იგი უფრო მეტად სასარგებლო და კომფორტულად გამოყენებადი გახდება მომხმარებლებისთვის. https://www.theverge.com/2018/11/18/18101067/barnes-and-noble-unveils-nook-10-charging-dock-keyboard-ereader-android-tablet
  25. მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემების შეჯამების შედეგად, კომპანია Canalys-მა დაასახელა უმსხვილესი რეგიონები ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერის მქონე სმარტ-დინამიკების რეალიზაციის კუთხით. კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში გლობალური მასშტაბით რეალიზებული იყო დაახლოებით 19,7 მილიონი სმარტ-დინამიკი. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მეტია 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით - 2017 წელს გაყიდვებმა შეადგინა 8,3 მილიონი ერთეული. სმარტ-დინამიკები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ აშშ-ის ბაზარზე: ზემოთხსენებულ სამთვიან პერიოდში აშშ-ში რეალიზებული იყო 8 მილიონზე მეტი მსგავსი მოწყობილობა. აშშ-ის წილმა შეადგინა მსოფლიო ბაზრის 42,1 %. მეორე უმსხვილეს რეგიონს წარმოადგენს ჩინეთი - 5,8 მილიონი გაყიდული სმარტ-დინამიკით. ჩინეთის წილმა შეადგინა მსოფლიო ბაზრის 29,4 %. ამგვარად, აშშ და ჩინეთი ერთად იკავებენ ინდუსტრიის 70 %-ზე მეტს. 1 მილიონი სმარტ-დინამიკი გაიყიდა დიდ ბრიტანეთში: მისმა მაჩვენებელმა შეადგინა ბაზრის 5,1 %. რაც შეეხება ჭკვიანი დინამიკების წამყვან მწარმოებლებს, ლიდერი გახლავთ Amazon-ი - 31,9%-იანი მაჩვენებლით. მას მოსდევს კომპანია Google – 29,8 %-ით და Alibaba 11,1 %-ით. ექსპერტები თვლიან, რომ 2018 წლის ბოლოს, ჯამში, გაყიდული სმარტ-დინამიკების რაოდენობა 75 მილიონ ერთეულს მიაღწევს. https://3dnews.ru/978276
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.