Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Volkswagen-ი იწყებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული საპილოტე პროექტის ამოქმედებას, რომლის მიზანია გაკონტროლდეს ავტომობილის ბატარეებისთვის განკუთვნილი ტყვიის მომწოდებლების ქსელი მოპოვების ადგილიდან საწარმოო ხაზამდე. საპილოტე პროექტის დაანონსებისას Volkswagen Group-ის სტრატეგიული შესყიდვების წარმომადგენელმა Marco Philippi-მ განაცხადა: „ციფრულ ქსელს უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები გააჩნია, რომლებიც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო დეტალურად გამოვიკვლიოთ სასარგებლო წიაღისეულისა და ნედლეულის მიწოდების ქსელი“. პროექტის რეალიზაციისათვის მანქანათმშენებელი კომპანია თანამშრომლობაზე მოელაპარაკა სტარტაპ Minespider-ს, რომელიც ქმნის პროტოკოლს ღია კოდით ბლოკჩეინის ბაზაზე და იძლევა მინერალური ნედლეულის მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალე სერტიფიკაციას. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მომწოდებლები და სუბმომწოდებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ Volkswagen-ის მოთხოვნილებების ორ მესამედს ტყვიის შემცველი აკუმულატორების საკითხში. პროექტის რეალიზაციის მსვლელობისას ორივე მხარე იმუშავებს იმაზე, რომ გამოიყენონ ბლოკჩეინის გამჭვირვალობა. ამის მიზანი მდგომარეობს შემდეგში - მიიღონ უკეთესი წარმოდგენა, თუ როგორ იწარმოება ბატარეების კომპონენტები, საით იგზავნება, როგორ ხორციელდება მიწოდების მართვა და ვინ დგას ამის უკან. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით Volkswagen-ი იმედოვნებს, რომ მიიღებს კომპონენტის ნამდვილობის დამამტკიცებელ უფრო მეტ მონაცემს, აგრეთვე განსაზღვრავს, დაცულ იქნა თუ არა ეთიკური ნორმები და წესები ნედლეულის მოპოვებისას. https://3dnews.ru/986360
      • 1
      • Like
  2. კომპანია Micro-Star International-მა წარადგინა Prestige-სერიის ახალი პორტატული კომპიუტერები P65 Creator და P75 Creator, რომლებიც გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვინც მუშაობს მულტიმედია კონტენტზე. კომპანია ამ ახალ ლეპტოპებს უწოდებს მსოფლიოში პირველ პროფესიონალურ ლეპტოპებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მეცხრე თაობის Intel Core i9 პროცესორით. მოწყობილობები უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია ფოტოგრაფებზე, 3D-ანიმატორებზე, დიზაინერებსა და სხვა ხელოვან მომხმარებელზე. P65 Creator მოდელს აქვს 15,6-დუიმიანი ეკრანი. MSI მომხმარებელს სთავაზობს Full HD (1920 × 1080) და 4K UHD (3840 × 2160 პიქსელი) ვერსიებს. თავის მხრივ, P75 Creator მოდელი 17,3-დუიმიანია და აქვს Full HD ფორმატის დისპლეი. კომპლექტაციის შესაბამისად ლეპტოპებში გამოყენებულია გრაფიკული ამაჩქარებლები NVIDIA GeForce RTX 2070 Max-Q (8 გბ), GeForce RTX 2060 (6 გბ) ან GeForce GTX 1660 Ti Max-Q (6 გბ). ლეპტოპებს აქვთ DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერება. შესაძლებელია დაყენდეს SSD M.2 მოდული PCIe Gen3 ან SATA ინტერფეისით. „Prestige-სერიის ფარგლებში კომპანია MSI ყველა პროფესიონალს, ვინც მულტიმედია კონტენტზე მუშაობს, სთავაზობს მაღალი წარმადობის ლეპტოპებს, რომლებსაც შეუძლიათ ხორცი შეასხან ყველაზე თამამ პროექტებსაც კი. მოწინავე დონის შიდა კომპონენტების პარალელურად ეს მოწყობილობები ფლობენ სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას - Creator Center, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს სისტემური რესურსების ოპტიმიზაცია და გავრცელება კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად“ - აღნიშნავს MSI. https://3dnews.ru/986397
  3. არქიტექტორი Bjarke Ingels გახდა წამყვანი ავტორი კონცეფციისა „Oceanix City”, რომელშიც გაერთიანებულია რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროს მოწინავე მიღწევები. პროექტით უკვე დაინტერესდნენ გაეროს წარმომადგენლები, რადგანაც პერსპექტივაში ეს კონცეპტი ხელს შეუწყობს ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრას, როგორებიცაა საცხოვრებელი სივრცის უკმარისობა, შიმშილი, საფრთხეები ბუნებრივი კატაკლიზმებისგან და რაც ყველაზე მთავარია - შესაძლებელია ასეთ მცურავ ქალაქებში დასახლდეს ხალხი მსოფლიო ოკეანის დონის გარდაუვალი მატებისას. პროექტს საფუძვლად უდევს ახალი მატერიალი Biorock. მისი მიღება ხდება წყალქვეშა მინერალების ელექტრობით დამუშავებით. შედეგად იქმნება საფარი მასალა, რომელიც ბეტონზე ორჯერ მყარია, თუმცა ცურვას ხელს არ უშლის. ეს მასალა დაიცავს ჰექსაგონის ფორმის მცურავ პლატფორმებს ტალღების დარტყმისაგან. სამეზობლო, სოფელი და ქალაქი კონცეფციის თანახმად ერთ მცურავ სოფელში განთავსებული იქნება საცხოვრებელი 300 ადამიანისათვის, ასევე რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი. ექვსი სოფლის გაერთიანებით კი ქალაქი მიიღება. საბაზისო დასახლებას შეუძლია გადაადგილება, შესაძლებელია მისი ადგილიდან გადატანა „ბუქსირებით“, რათა მოსცილდეს ქარიშხლის ან ცუნამის ზონას. მცურავ ქალაქში არ იქნება წარმოდგენილი დიდი მექანიზმები, ტრანსპორტი - მოკლედ არაფერი, რაც ენერგიის დიდ დანახარჯს მოითხოვს. მაცხოვრებლები გადაადგილდებიან ფეხით, ველოსიპედებით ან ნავებით. წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე დრონი, რათა გაკონტროლდეს არსებული ვითარება. შენობა-ნაგებობები დამზადებული იქნება ბამბუკისაგან. რადგანაც იგი სწრაფად იზრდება, მთელი ნარჩენები, ნაგავი დახარისხდება და გადამუშავდება - ამ მიზანთან შეუსაბამო მასალები ქალაქში აკრძალული იქნება. წყლის წყარო იქნება ატმოსფეროდან მიღებული წყლის ორთქლის კონდენსატორები. პლატფორმის ზედა ნაწილი განკუთვნილი იქნება საცხოვრებლად და სამუშაოდ, ქვედა ნაწილში კი განთავსდება თევზის ფერმები, მოლუსკების კოლონიები, საკვებად ვარგისი წყალმცენარეების ბაღები. თევზებისგან მიღებულ ნარჩენებს მცენარეების გასანოყიერებლად გამოიყენებენ, ადამიანების მორჩენილი საკვებით კი თევზებს გამოკვებავენ. მცურავ ქალაქში არ იქნება ხორბლის ყანები, ხილი და რძის პროდუქტები, მათი შემოტანა ხმელეთიდან იქნება საჭირო. თუმცა, ქალაქი სავსებით უზრუნველყოფს მაცხოვრებლებს საბაზისო კვებით და შეძლებს თვეობით იარსებოს ავტონომიურად ხმელეთისგან დამოუკიდებლად. კონცეპტის ვიდეოკონტენტი იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=e8BMOeGeGcs https://www.techcult.ru/technology/6641-oon-odobrila-proekt-plavuchego-goroda
  4. სამშაბათს, 23 აპრილს კრიპტო ბაზარზე ზრდა მიმდინარეობს, Bitcoin-მა გადალახა 5500 დოლარიანი ნიშნული და 2019 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი 20 კრიპტოვალუტა წერის პერიოდში მწვანე ზონაშია. Tezos (XTZ) 12%-ზე მეტით გაიზარდა ბოლო 24 საათში. მეორე მხრივ, Binance coin (BNB) და Bitcoin SV (BSV) შემცირდა დაახლოებით 2,7 და 1,2%-ით, შესაბამისად. CoinMarketCap-ის მონაცემებით Bitcoin-ის ფასი ზრდას აგრძელებს და წერის პერიოდში 5590 დოლარს აღწევს. მისი ბაზარზე დომინანტობა ბოლო 24 საათში 52,5%-დან 53,2%-მდე გაიზარდა. Bitcoin-ის ფასის 24-საათიანი გრაფიკი. CoinMarketCap Ether (ETH), ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა 2,3%-ით გაიზარდა და წერის პერიოდში 175 დოლარად იყიდება. ბოლო 7 დღის განმავლობაში მან 7,6%-იანი ზრდა განიცადა. Ethereum-ის ფასის 7-დღიანი გრაფიკი. CoinMarketCap XRP, სიდიდით მეორე Altcoin-ი სტატიის წერის დღეს აფიქსირებს ფასის ცვლილების დაბალ დიაპაზონს. იგი შემცირდა 0,1%-იდან 0,326 დოლარამდე. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ჯამში მონეტის ფასი 1,5%-ით გაიზარდა. XRP-ის შვიდდღიანი ფასის გრაფიკი. CoinMarketCap ბაზრის საერთო, მთლიანმა კაპიტალიზაციამ 2019 წელს პირველად მიაღწია 185 მილიარდ დოლარს. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია, 7-დღიანი გრაფიკი. CoinMarketCap ევროპული კრიპტო ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებზე დაყრდნობით Bloomberg-მა დაწერა, რომ Bitcoin-მა შექმნა პირველი ხარული ოქროს გადაკვეთა 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ. Bitcoin-ის ოქროს გადაკვეთა. Bloomberg https://cointelegraph.com/news/bitcoin-almost-touches-5-600-forming-its-first-bullish-golden-cross-since-october-2015
  5. Razer Core eGPU კორპუსების სერია საშუალებას იძლევა შიდა ვიდეო ბარათი დაუკავშირდეს Thunderbolt 3 პორტის მქონე მოწყობილობების ფართო სპექტრს. ამ სერიას შეემატა ახალი მოდელი Core X Chroma, რომელიც აღჭურვილია 700-ვატიანი კვების ბლოკით, USB კონცენტრატითა და გიგაბიტური ქსელური ადაპტერით. razer.com Razer Core X Chroma — ეს არის ყველაზე უნივერსალური მოდელი, რაც დღესდღეობით არის ხელმისაწვდომი. მისი გამოყენება მარტივია, გრაფიკული ბარათის დაყენებას არ სჭირდება ინსტრუმენტები მონტაჟისა და მიმაგრების მარტივი მექანიზმის წყალობით. მასში შესაძლებელია განთავსდეს დესკტოპ-ვიდეო ბარათები (სამ სლოტიანამდე). მოწყობილობის უკანა პანელზე განთავსებულია ოთხი USB Type-A პორტი და Gigabit Ethernet. მაღალი დატვირთვისას სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფისთვის Razer Core X Chroma-ს აქვს უნიკალური ორჩიპიანი Thunderbolt-კონსტრუქცია, რომელიც ერთდროულად გადასცემს მონაცემებს როგორც გრაფიკულ ადაპტერს, ასევე მონაცემებს პერიფერიული მოწყობილობების შესახებ ერთი Thunderbolt 3 სადენით. ATX ფორმატის მოდერნიზებულ კვების ბლოკს შეუძლია უზრუნველყოს გრაფიკული ბარათების სტაბილური მუშაობა 500 ვატ სიმძლავრემდე. მოწყობილობის ალუმინის კორპუსი აღჭურვილია ორი ზონით, სადაც წარმოდგენილია Chroma RGB განათებები. იგი იმართება და რეგულირდება Windows ოპერაციული სისტემითა და პროგრამული უზრუნველყოფა Razer Synapse 3-ის მეშვეობით. პერფორირებული გვერდითი პანელები და ვენტილაციის სისტემა უზრუნველყოფს სწრაფ გაგრილებას და გრაფიკული ადაპტერის მუშაობისათვის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას. Razer Core X Chroma თავსებადია ლეპტოპებთან, რომლებსაც აქვთ Thunderbolt 3 შიდა გრაფიკის (eGFX) მხარდაჭერით, მუშაობენ Windows 10-ის ბოლო განახლებაზე - Windows RS5. მოწყობილობასთან თავსებადი Razer-ის ლეპტოპების რიცხვში შედის: Razer Blade Stealth 13, Razer Blade 15 და Razer Blade Pro 17 (NVIDIA GeForce GTX 1060 ვერსიით). სისტემებს, რომლებიც იმართება macOS High Sierra 10.13.4 ან უფრო გვიანდელი ვერსიებით, აქვთ მხოლოდ AMD ვიდეო ბარათებთან მუშაობის მხარდაჭერა და არ არის ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფა Razer Synapse 3. მოწყობილობა უკვე გაყიდვაშია, მისი ფასი 399 აშშ დოლარს შეადგენს. https://overclockers.ru/blog/molexandr/show/26017/razer-predstavila-novoe-reshenie-dlja-uvelichenija-graficheskoj-proizvoditelnosti-kompaktnyh-ustrojstv
  6. Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ გადაიდო დასაკეცი სმარტფონის გამოშვების თარიღი, მეორე დღეს კი უკან გამოითხოვა Galaxy Fold-ის ყველა ნიმუში, რომლებიც რეცენზისტებისთვის ჰქონდა გაგაზავნილი. ფლაგმანური სმარტფონის გამოშვების ვადის გადაწევას კომპანია ხსნის ამგვარად, რომ აუცილებელია დამატებითი ტესტების ჩატარება, რათა გაუმჯობესდეს მოწყობილობის კონსტრუქციის გამძლეობა. Samsung-ის პირვანდელი გეგმის თანახმად Galaxy Fold აშშ-ში უნდა გამოსულიყო 26 აპრილს, თუმცა ექსპერტების დაკვირვების შედეგად ექსპლუატაციიდან 1-2 დღეში პრობლემები გამოვლინდა, რამაც კომპანია იძულებული გახადა, დასაკეცი სმარტფონის გამოშვება გაურკვეველი ვადით გადადოს. მარტში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც Samsung-ი ახდენდა დემონსტრირებას, თუ როგორ გამოიცდება Galaxy Fold-ის ეკრანი გაშლა-დაკეცვისას. იმ დროს გამოცხადებულ იქნა, რომ მოწყობილობამ საიმედოობა დაამტკიცა და არ გამოვლინდა არანაირი დეფექტი. ანალიტიკოსების აზრით, დასაკეც სმარტფონზე აღმოჩენილი პრობლემები არ აისახება Samsung-ის ბუღალტრულ ბალანსზე, თუმცა რელიზის ვადის გადაწევა ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის მოწინავე პოზიციას დასაკეცი სმარტფონების სეგმენტში. თავად კომპანიის თანამშრომლების ნაწილი მომხდარში პოზიტიურ მხარესაც ხედავს: „მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა პრობლემა მოვაგვაროთ გაყიდვების დაწყებამდე, რათა სამომავლოდ ადგილი არ ჰქონდეს რაიმე სახის უკმაყოფილებას“. https://3dnews.ru/986328
  7. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ წარადგინა ახალი სმარტ-ტელევიზორების სერია Mi TV, რომლებზე შეკვეთებიც უახლოეს დროში დაიწყება. ტელევიზორების სერიაში წარმოდგენილია ოთხი მოდელი ეკრანის დიაგონალებით - 23, 43, 55 და 56 დუიმი. ტელევიზორებს ოთხბირთვიანი 64-ბიტიანი პროცესორები აქვთ, პროგრამულ პლატფორმად კი გამოყენებულია საფირმო სისტემა PatchWall, რომელიც მოიცავს ინტუიციურ ინტერფეისს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით. 32-დუიმიანი პანელის გაფართოებაა 1366 × 768 პიქსელი (HD). ამ მოდელს აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 4 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. 43-დუიმიანი ტელევიზორის ეკრანის გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს ( 1920 × 1080 პიქსელი). ამ მოდელს აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება. 55- და 65-დუიმიანი მოდელების გაფართოება 4K ფორმატს შეესაბამება (3840 × 2160 პიქსელი). მათ 2 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება აქვთ. ოთხივე მოდელს აქვს Bluetooth Low Energy (LE) და Wi-Fi უსადენო კავშირების მხარდაჭერა. აღსანიშნავია მათი წვრილი ჩარჩოები და უკანა პანელის გაუმჯობესებული დიზაინი. კომპლექტი შეიცავს დისტაციური მართვის Bluetooth-პულტს, რომელსაც აქვს ხმოვანი ბრძანებების მხარდაჭერა. ფასები: 32-დუიმიანი მოდელი - 160 აშშ დოლარი; 43-დუიმიანი - 300 დოლარი; 55-დუიმიანი - 450 დოლარი და 65-დუიმიანი მოდელი - 600 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/986330
  8. ჩინური მისიის მთვარემავალი Chang'e-4 და დასაფრენი მოდული ამჟამად ჰიბერნაციის რეჟიმში იმყოფებიან და ელიან მორიგი მთვარეული ღამის დასრულებას, რომელიც დაახლოებით ორი დედამიწური კვირა გრძელდება. ორივე აპარატი მთვარის ზედაპირზე მუშაობს უკვე იმაზე დიდი ხანია, ვიდრე გამოცხადებული იყო მათ სამოქმედო პერიოდად. მორიგ „დაძინებამდე“ მთვარემავალმა დედამიწას გადმოსცა მთვარის ბნელ მხარეზე გადაღებული ახალი ფოტოები. 3 იანვრის შემდეგ მთვარეზე არსებული ჩინური აპარატები დაკავებულნი არიან გეოლოგიური და ქიმიური მახასიათებლების გამოკვლევებით. მთვარის ორივე მხარეს დღე-ღამის საკუთარი ციკლი არსებობს, რომლებიც 14 დედამიწურ დღე-ღამეზე დიდხანს გრძელდება. ამ დროისათვის მოდულმა და მთვარემავალმა გაატარეს 4 მთვარული დღე და 4 მთვარული ღამე. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ აპარატები მხოლოდ 3 მთვარულ დღე-ღამის პერიოდს გაძლებდნენ, ასე რომ რაც მეტი დრო გადის, მით დიდი ბონუსია ეს ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს სასარგებლოდ. მისიის მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მთავრემავალი და მოდული მეხუთე მთვარულ ღამესაც გადაიტანენ და შეხვდებიან მეხუთე მთვარულ დღეს, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს ცნობით მთავრემავალმა ამ დრომდე გაიარა 178,9 მეტრი მთვარის ზედაპირზე. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება წინა მთვარემავლის მიერ გავლილ მანძილს (114 მეტრი). მან არსებობა 2014 წელს შეწყვიტა და მოასწრო მხოლოდ 1 მთვარული დღე-ღამის გაძლება. იმ ფაქტს, თუ რატომ გადაადგილდება მთვარემავალი ასე ნელა, მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხსნის იმით, რომ მოძრაობისას აპარატი გულდასმით იკვლევს გრუნტს და გარემოს - სპეციალური გამოსახულების სპექტრმზომით. სააგენტოს ცნობით, მისიაში მონაწილე ყველა კოსმოსური ობიექტი, თანამგზავრის ჩათვლით, ნომინალურ რეჟიმში მუშაობს. ზემოთხსენებული მცირე ინფორმაციისა და მთავრემავალის კამერით გადაღებული ახალი ფოტოების გარდა ახალი ჯერჯერობით სამწუხაროდ არაფერია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. რეალური სამეცნიერო მონაცემების შესახებ, რომლებიც აპარატებმა მოაგროვეს და დედამიწაზე გზავნიან, ცნობილი გახდება მხოლოდ სპეციალური კონფერენციის შემდეგ, რომელიც ამა წლის ივლისშია დაგეგმილი. https://hi-news.ru/space/kitajskij-lunoxod-missii-chane-4-prislal-novye-snimki-poverxnosti-luny.html
  9. Tesla აპირებს პირველი რობოტაქსები გამოუშვას 2020 წელს - განაცხადა ილონ მასკმა კომპანიის ღონისძიება „Autonomy Day”-ზე – „დარწმუნებით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Tesla-ს ავტონომიური რობოტაქსები მომავალ წელს გამოვა - თუმცა არა ყველა იურისდიქციაში, რადგანაც ჩვენ ვერ მივიღეთ თანხმობა ყველა მარეგულირებელი ორგანოსაგან“ - განაცხადა მასკმა. მან რეგულაციების შესახებ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კომპანია თანხმობას მომდევნო წელს მიიღებს. გეგმის მთელი არსი მდგომარეობს ახალ მოდულში. Tesla-ს ავტოპილოტი იმუშავებს ახალ პროგრამულ-აპარატულ მოდულზე Full Self-Driving (FSD) Hardware 3. კომპანია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს „რაიდშერინგის“ აპლიკაციაში დაამატონ შესაბამისი აღჭურვილობა და ავტომობილი იმუშავებს ისეთივე ბიზნეს-მოდელად, როგორც Uber და Airbnb. Tesla ასეთი მგზავრობების მოგებიდან 25-30%-ს მიიღებს, აცხადებს მასკი. ადგილებში, სადაც ცოტა ხალხია, Tesla სპეციალურად წარადგენს რობოტაქსებს. მოკლედ, რაიდშერინგი მფლობელებს საშუალებას მისცემს თვეში დაახლოებით 500 $ გამოიმუშავონ. Tesla-ს ყველა ახალი ავტომობილი დღესდღეობით იწარმოება სპეციალურ კომპიუტერულ ჩიპთან ერთად სრული ავტონომიურობისათვის. ეს ჩიპი უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც საჭიროა ავტონომიური მართვის რეჟიმისათვის და იგი, მასკის თქმით, მსოფლიოში საუკეთესო იქნება. შეგახსენებთ, რომ Tesla-ს ელექტრომობილები აღჭურვილია რადარებისა და სენსორების ნაკრებით, თუმცა არ აქვს ლიდარი, სინათლის დეტექტორი და დაშორების რადარი, რაც უმეტესი ავტომწარმოებლის აზრით მეტად მნიშვნელოვანია, მასკი კი საჭიროდ არ თვლის. მან ასევე აღნიშნა, რომ სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შანსი იმაზე მცირეა, ვიდრე მძღოლის გულის შეტევის ალბათობა. ახალი ფუნქციების დანერგვის შედეგად ელექტრომობილები შეძლებენ გადაადგილდნენ სრულიად დამოუკიდებლად და არა ისე, როგორც ამჟამად - ახლა საჭიროა, რომ მძღოლმაც ადევნოს თვალ-ყური გზას. ბოლო ეტაპი იქნება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მასკის თქმით საბოლოოდ მზად იქნება მომდევნო წლის შუა პერიოდში. სისტემა იმუშავებს 70 მლნ კილომეტრიანი მონაკვეთის მონაცემების საფუძველზე, ეს მონაცემები Tesla-ს ელექტრომობილებმა შეაგროვა. ავტომობილები შეძლებენ მოახდინონ სხვა ავტომობილების უჩვეულო ქცევების პროგნოზირება და შესაბამისი რეაგირება. მასკმა მრავალჯერ აღნიშნა, რომ სრულფასოვანი ავტონომიური ტაქსების ქსელის ამოქმედებას მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა სჭირდება. ჯერჯერობით აშშ-ში არ არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს ავტონომიურ ტრანსპორტს. https://hi-news.ru/auto/tesla-planiruet-zapustit-set-taksi-na-avtopilote-v-2020-godu.html
  10. Financial Times-ის ცნობებით JPMorgan Chase (JPM) აფართოებს თავისი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების მასშტაბებს, რათა შეამციროს შეცდომით განხორციელებული გლობალური გადახდების რიცხვი. აშშ-ის ფინანსური გიგანტი ახალ ფუნქციებს ამატებს თავის ბანკთაშორის საინფორმაციო ქსელს (Interbank Information Network, IIN), რომელიც ამჟამად მსოფლიოს 220-ზე მეტ ბანკში გამოიყენება. თავდაპირველად ტექნოლოგია შემუშავდა იმ მიზნით, რომ დაწესებულებებს დახმარებოდა - განეხორციელებინათ გადახდების შესახებ მონაცემების გაცვლა რეალურ დროში - შემცირებულიყო შეფერხებები დამუშავებისას. John Hunter-მა, JPM-ის გლობალური კლირინგის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შექმნა ახალი ფუნქცია - იგი მომენტალურად შეამოწმებს მიემართება თუ არა თანხა/გადასახადი რეალურ საბანკო ანგარიშზე. ახალი ფუნქცია შემოდგომაზე უნდა ამოქმედდეს. JPM აგრეთვე ცდილობს თავისი ქსელისაკენ მოიზიდოს fintech-კომპანიები და მათ საშუალება მისცეს შეიმუშავონ აპლიკაციები სპეციალურად შემქნილ “sandbox”-ში, სადაც ისინი წვდომას მიიღებენ მონაცემთა მოდელირებაზე, ფაილების გადაცემასა და შეტყობინებების უსაფრთხო გაცვლაზე. Hunter-მა განაცხადა, რომ ამგვარი მეთოდი მოაგვარებს სტარტაპების უამრავ დაბრკოლებას და დაამატა: „მწარმოებლებს მხოლოდ თავიანთი ინტელექტის „მოტანა“ მოუწევთ“. JPM-მა ბანკთაშორისი საინფორმაციო ქსელი (IIM) თავდაპირველად აამოქმედა 2017 წელს, როგორც საპილოტე სქემა. ფინანსური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგია სარგებელს მოუტანს ბანკებსა და ზოგადად საფინანსო სისტემას. თებერვალში საბანკო გიგანტმა განაცხადა, რომ უშვებს საკუთარ კრიპტოვალუტას - JPM Coin-ს. იმავე თვეში გენერალურმა დირექტორმა Jamie Dimon-მა ივარაუდა, რომ მონეტამ შესაძლოა ევოლუცია განიცადოს სამომხმარებლო გამოყენებისათვის. https://cointelegraph.com/news/jpmorgan-chase-to-add-new-features-to-blockchain-powered-network-for-global-banks
      • 1
      • Like
  11. შვეიცარიელმა მეცნიერებმა გამოიყენეს CRISPR-ის გენების რედაქტირების ინსტრუმენტი ბიოკომპიუტერის შესაქმნელად. მათი იდეა მდგომარეობს შემდეგში: ცოცხალი უჯრედი უკვე მზა გამომთვლელი კომპლექსია, რომელსაც შეუძლია მიიღოს და დაამუშავოს მონაცემები. ადამიანის სხეული კი შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც სუპერკომპიუტერი შესანიშნავი შესაძლელობებითა და სიმბოლური ენერგომოხმარებით - მან რომ იმუშავოს, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი თეფში საკვები. ლოგიკური სქემების ასაგებად მეტაბოლიზმის ბუნებრივი პროცესების გამოყენება გადამწყვეტ მიზანს წარმოადგენს სინთეტიკურ ბიოლოგიაში. ციურიხელმა მეცნიერებმა გამოიყენეს CRISPR-ის მოდიფიცირებული ვერსია ფერმენტის განსაკუთრებული ვარიანტის, Cas9-ის ასაწყობად. იგი მუშაობს, როგორც უმარტივესი პროცესორი - შეუძლია „წაიკითხოს“ დნმ-მოლეკულების ინფორმაცია, გაააქტიუროს ცალკეული გენების ექსპრესია, რაც გამოიწვევს ცილების სინთეზს. მიღებული შედეგის აღმოჩენა კი საკმაოდ მარტივია. „პროცესორი“ მუშაობს ისევე, როგორც საბაზისო ლოგიკური ელემენტი, რომლის საფუძველზეც არის დაპროექტებული ორმაგი კოდის დამუშავების ყველა სქემა. მეცნიერებმა შეძლეს ერთ უჯრედში ორი ასეთი გადამამუშავებელი ბირთვის მოთავსება და მიიღეს ფუნქციონალური გამომთვლელი მოდული. თუკი მასში ინფორმაციას ბიომარკერების სახით შეიყვანენ, იგი გამოითვლის და წარადგენს შესაბამის პასუხს იმ ანალიზზე, რომელზეც იქნება დაპროგრამებული. რეალურად, რთული ბიომარკერების ანალიზისათვის არ არის საკმარისი ერთი მოდული. საჭიროა ათასობით ან მილიარდობით მოდულის გაერთიანება ერთ არქიტექტურაში - ეს არის ამოცანა, რომლის განხორციელებაც PCB დაფებში ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ შეძლო კაცობრიობამ. https://www.techcult.ru/computers/6681-crispr-pomogla-sozdat-kompyuter-vnutri-kletki
  12. რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კალიფორნიული გიგანტი AMD გამოუშვებს CPU Ryzen 7 2700X-ს თავის 50-წლიან იუბილესთან დაკავშირებით. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ახალი პროცესორის გაყიდვა 30 აპრილს დაიწყებოდა, თუმცა დღეიდან იგი უკვე ხელმისაწვდომია. CPU-ის ფასმა 348 აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ჩანს, ტექნიკური თვალსაზრისით მოდელი არ იქნება ჩვეულებრივი Ryzen 7 2700X-სგან განსხვავებული. ე.ი. ახალ პროცესორს ექნება 8 ბირთვი და 16 ნაკადი, მესამე დონის 16 მეგაბაიტი ქეშ-მეხსიერება, სიხშირე კი შეადგენს 3,7 გიგაჰერცს ჩვეულებრივ რეჟიმში, Boost-სიხშირე კი იქნება 4,3 გიგაჰერცი. ამ დროისათვის არ არის ინფორმაცია TDP-ის შესახებ, ჩვეულებრივი Ryzen 7 2700X-ის შემთხვევაში 105 ვატია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საიუბილეო Ryzen 7 2700X 20 დოლარით მეტი ღირს სტანდარტულ მოდელთან შედარებით. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ახალი პროცესორის რეალური ფოტოები, თუმცა მიიჩნევა, რომ იგი გარეგნულად ჩვეულებრივი მოდელისაგან განსხვავებული იქნება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25984/amd-podgotovila-jubilejnyj-processor-ryzen-7-2700x-za-348-dollarov
  13. NVIDIA GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათის ოფიციალურ ანონსამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალი გრაფიკული ადაპტერის ფასი იქნებოდა 165-დან 215 დოლარამდე მოდიფიკაციების შესაბამისად. Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა GeForce GTX 1650 ბარათის (შეფუთვის) ფოტო, რომელიც განთავსებულია ერთ-ერთ მაღაზიაში. ფოტოს თანახმად, Gigabyte GeForce GTX 1650 ბარათის ფასი 150 აშშ დოლარს შეადგენს. ბარათის გაყიდვა დაიწყება დღეიდან, 23 აპრილიდან პრეზენტაციის შემდეგ. Gigabyte-ის მიერ წარმოებული GeForce GTX 1650 ვერსია Gigabyte-მა დაამზადა GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათი, რომლის სიგრძე სულ რაღაც 152 სანტიმეტრს შეადგენს. ვიდეო ბარათი წარმოდგენილია 4 გიგაბაიტიანი GDDR5 მეხსიერებითა და 128- ბიტიანი სისტემური სალტით, მუშაობს 1680/8002 მეგაჰერც სიხშირეზე. გაგრილების სისტემა წარმოდგენილია ერთადერთი, 80 მილიმეტრიანი ვენტილატორით. Gigabyte-ის მიერ დამზადებული GeForce GTX 1650 ბარათის ყველაზე გრძელი ვერსია აღჭურვილია ორი, 100-მილიმეტრიანი ვენტილატორით და დამატებითი კვების 6-პინიანი კონექტორით. ამ ვიდეო ბარათის სიხშირე 1815/8002 მეგაჰერცს შეადგენს. ორი, 90-მილიმეტრიანი ვენტილატორის გამოყენების წყალობით მორიგი ბარათის გაბარიტული სიგრძე შემცირებულია 229 მილიმეტრამდე. მასაც აქვს 6-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი, სიხშირე კი შეადგენს 1785/8002 მეგაჰერცს. GeForce GTX 1650 ბარათის კიდევ ერთი ვარიანტი წარმოდგენილია ასევე 90-მილიმეტრიანი ორი ვენტილატორით, ბარათის სიგრძე კი 191 მილიმეტრია. ამ ვიდეო ბარათზე არ არის დამატებითი კვების კონექტორი, ტაქტის სიხშირე კი შეადგენს 1710/8002 მეგაჰერცს. ყველა ჩამოთვლილ ვიდეო ბარათს აქვს 4 გიგაბაიტიანი GDDR5 ტიპის მეხსიერება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25999/nvidia-geforce-gtx-1650-dobralas-do-prilavkov-magazinov-po-rekomendovannoj-cene-150-dollarov https://overclockers.ru/hardnews/show/96821/gigabyte-podgotovila-versiju-geforce-gtx-1650-dlinoj-vsego-152-mm
  14. კომპანია Hauwei-მ დააანონსა პირველი მოდული, რომელიც უზრუნველყოფს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერას დაკავშირებულ სატრანსპორტო საშუალებებში. მოწყობილობა აღნიშნულია სახელით MH5000. მას საფუძვლად უდევს წამყვანი მოდემი Huawei Balong 5000, რომელსაც აქვს მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა ყველა თაობის ქსელში - 2G, 3G, 4G და 5G. 6 გიგაჰერცის ქვემოთ დიაპაზონში Balong 5000 ჩიპი უზრუნველყოფს მონაცემთა ჩატვირთვის თეორიულ სიჩქარეს 4,6 გბიტი/წმ. მილიმეტრული ტალღების სპექტრში სიჩქარე აღწევს 6,5 გბიტი/წმ-ს. საავტომობილო პლატფორმა MH5000 ხელს შეუწყობს თვითმართვადი, ავტონომიური ტრანსპორტის განვითარებას, კერძოდ კი C-V2X კონცეფციას: C-V2X (Cellular Vehicle-to-Everything) თეორიულად საშუალებას იძლევა, მოხდეს მონაცემთა გაცვლა სატრანსპორტო საშუალებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტებს შორის. მოცემული სისტემა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საწვავის ეკონომიურობას, ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის შემცირებას, აგრეთვე გააუმჯობესებს სატრანსპორტო ვითარებას დიდ ქალაქებში. საავტომობილო 5G მოდემის კომერციალიზაციას კომპანია Huawei მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან აპირებს. https://3dnews.ru/986288
  15. კომპანია MSI-მა დაამზადა მაღალი წარმადობის პორტატული კომპიუტერი GT75 9SG Titan, რომელიც დაპროექტებულია თამაშებით გატაცებული მომხმარებლებისთვის. ლეპტოპს აქვს 17,3-დუიმიანი 4K ფორმატის დისპლეი, რომლის გაფართოება 3840 × 2160 პიქსელს შეადგენს. შეუფერხებელი თამაშის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ტექნოლოგია NVIDIA G-Sync. პროცესორი მუშაობს Intel Core i9-9980HK პროცესორზე. ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად დაამუშავონ ინსტრუქციის 16 ნაკადი. ტაქტის სიხშირე ვარირებს 2,4-დან 5.0 გიგაჰერცამდე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვის ქვესისტემაში გაერთიანებულია 512-გიგაბაიტიანი M.2 PCIe x4 SSD და 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080, იგი წარმოდგენილია 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით. პორტატული კომპიუტერი აღჭურვილია გაგრილების ეფექტური სისტემითა და განათების მქონე სრულზომიანი კლავიატურით. ოპერაციული სისტემა - Windows 10 Pro. ზემოთაღწერილი კონფიგურაციის ლეპტოპი MSI GT75 9SG Titan 4400 აშშ დოლარად იყიდება. https://3dnews.ru/986291
  16. ტოპ-20 კრიპტოვალუტაზე უმნიშვნელო მოგებები და 2%-მდე დანაკარგები შეინიშნება, Bitcoin-ი 5300 დოლარიან ნიშნულს ზევითაა. ბაზრის ვიზუალიზაცია CoinMarketCap-ის მონაცემებით, Bitcoin-ი ერთ დღეში 1%-ით გაიზარდა და წერის მომენტში 5342 დოლარად იყიდებოდა. კვირეული გრაფიკის თანახმად კრიპტოვალუტის ფასი 5%-ით გაიზარდა. Bitcoin-ის შვიდდღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap Ether (ETH) ინარჩუნებს ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით თავის ლიდერ პოზიციას Altcoin-ებში - კაპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის 18,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. სიდიდით მეორე Altcoin-ი XRP წერის მომენტში წარმოდგენილი იყო 13,8 მლრდ დოლარიანი ბაზრის კაპიტალიზაციით. CoinMarketCap-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ ETH დაახლოებით ნახევარი პროცენტით გაიზარდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. წერის პერიოდში იგი დაახლოებით 173 დოლარად იყიდებოდა. კვირეული გრაფიკის მიხედვით, ETH-ის ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა. ETH-ის შვიდდღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap XRP პირიქით შემცირდა დაახლოებით ნახევარი პროცენტით ბოლო 24 საათში და წერის მომენტში იგი იყიდებოდა დაახლოებით 0,329 დოლარად. კვირის განმავლობაში ეს მონეტა 1,2%-ით გაიზარდა. XRP-ის შვიდდღიანი გრაფიკი.წყარო: CoinMarketCap ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით 20 უმსხვილეს კრიპტოვალუტას შორის შეიმჩნევა უფრო რადიკალური ცვლილებებიც ფასების მხრივ. მაგალითად, Binance Coin-ი, რომელიც მეშვიდე ადგილს იკავებს, დღის განმავლობაში გაიზარდა 3%-ით, კვირის მანძილზე კი მისმა ფასმა 33%-ით მოიმატა. წერის პერიოდში ყველა კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია შეადგენდა 181 მილიარდ დოლარს. ეს მაჩვენებელი 4 პროცენტით მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც გასულ კვირაში ფიქსირდებოდა. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია, 7-დღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap მიმდინარე კვირაში Cointelegraph წერდა, რომ ციფრული აქტივების ფონდი Adamant Capital ირწმუნება - კრიპტოვალუტების დათვური ბაზრის ტენდენცია ირღვევა და საბოლოო სტადიაში იმყოფება. https://cointelegraph.com/news/bitcoin-holds-over-5-300-as-top-altcoins-see-mixed-signals
      • 1
      • Like
  17. თანამედროვე ვებ-გვერდები სხვადასხვა სახის კონტენტით გადატენილია იმაზე მეტად, ვიდრე სასურველი იქნებოდა. კომენტარების განყოფილება, სარეკლამო ბანერები, შემოთავაზება რაიმეს გამოსაწერად და უამრავი ამგვარი რამ მსხვილი საიტების უმეტესობაზეა წარმოდგენილი. ფაქტია, ყველა ვებ-მწარმოებელს აქვს აქვს ზომიერების შეგრძნება. ბევრი მობილური ბრაუზერი და რამოდენიმე პერსონალური კომპიუტერის ბრაუზერი ცდილობს ეს პრობლემა მოაგვაროს კითხვის რეჟიმის მეშვეობით. მისი საშუალებით ხდება ყველაფერ ზედმეტის მოშორება და რჩება მხოლოდ სტატიების ან სიახლეების ტექსტები. აღბეჭდილია სათაური, სტატიის შიგთავსი და შესაბამისი გამოსახულება. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა მომხმარებელი კონცენტრირდეს უშუალოდ მასალაზე და ყურადღება სხვა არაფერმა გაუფანტოს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრაუზერ Chrome-ში ამგვარი შესალებლობა ამ დრომდე არ არსებობდა. ამჯერად კი იგი გამოჩნდა ვერსია Chrome Canary-ში. იმ მომხმარებლებს, ვინც ამ ვერსიით სარგებლობენ, შეუძლიათ chrome://flags/#enable-reader-mode ბმულიდან განახორციელონ კითხვის რეჟიმის ტესტირება. საჭიროა რეჟიმის ხელით ჩართვა და შემდეგ ბრაუზერის გადატვირთვა. Google აცხადებს, რომ შედეგად მოხმარებლებს შეეძლებათ იხილონ ვებ-გვერდების გამარტივებული ვერსიები. საჭიროა სტატიაზე გადასვლა, მარჯვენა ზედა კუთხეში სამწერტილიან მენიუზე დაჭერა და Distill page ბრძანების არჩევა. იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული ფუნქცია ექსპერიმენტალურია, შესაძლოა ისე გამართულად არ მუშაობდეს, როგორც კომპანიას ჰქონდა ჩაფიქრებული და სხვადასხვა საიტზე შედეგები შესაძლოა განსხვავებული იყოს. საერთო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა არ არსებობს. სავარაუდოდ, ეს ფუნქცია ბრაუზერის სტაბილურ ვერსიაშიც გამოჩნდება, თუმცა დრო ცნობილი არ არის. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/25938/google-chrome-poluchil-rezhim-chtenija
  18. სავსებით სარწმუნოა, რომ კომპანია NVIDIA GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათთან ერთად ამზადებს მის გაუმჯობესებულ ვერსიას - GeForce GTX 1650 Ti. ამ ბარათის მზადებასთან დაკავშირებით ხმები ადრევე ვრცელდებოდა, ამჟამად კი გამოჩნდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მზადებას ადასტურებს. კომპანია ASUS-მა ევროპის ეკონომიკური კომისიის ბაზაში დაარეგისტრირა GeForce GTX 1650 Ti ბარათის რამოდენიმე მოდელი. ASUS TUF Gaming GeForce GTX 1660 OC არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ვიდეო ბარათი GeForce GTX 1650 აგებული იქნება Turing TU117 მოჭრილ ვერსიაზე და მისი სახელწოდება სავარაუდოდ იქნება TU117-300. ამ გრაფიკულ პროცესორს ექნება 896 CUDA ბირთვი, ე.ი. გათვლილი იქნება 14 ნაკადიან მულტიპროცესორზე (Streaming Multiprocessors, SM). თავის მხრივ GeForce GTX 1650 Ti გრაფიკულმა ამაჩქარებელმა შესაძლებელია მიიღოს Turing TU117 გრაფიკული პროცესორის სრული ვერსია, ანუ TU117-400. ამ GPU-ს სავარაუდოდ ექნება 16 ნაკადური მულტიპროცესორი და შესაბამისად - 1024 CUDA ბირთვი. ევროპის ეკონომიკური კომისიის ბაზაში რეგისტირებული ბარათების კოდური სახელების თანახმად, ამ ბარათს ექნება 4 გბ მეხსიერბა 128 -ბიტიანიანი სისტემური სალტით. უნდა აღინიშნოს, რომ GeForce GTX 1650 Ti შეავსებს საკმაოდ დიდ ზღვარს GeForce GTX 1650 და GTX 1660 ვიდეო ბარათებს შორის, რომელთაც ექნებათ 896 და 1408 CUDA ბირთვი, შესაბამისად. ASUS GeForce GTX 1050 Ti OC LP და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ ASUS-მა ჯამში საკმაოდ ბევრი GeForce GTX 1650 Ti მოდელი დაარეგისტრირა ბაზაში. მათ რიცხვში შედის Republic of Gamers (ROG) Strix სერიის მოდელები, The Ultimate Force (TUF) სერია, Phoenix, Dual და დაბალპროფილიანი სერა LP-ის მოდელებიც კი. სავარაუდოდ, ვიდეო ბარათ GTX 1650 Ti-ს წარდგენა მოხდება სტანდარტულ GeForce GTX 1650 ბარათთან ერთად, ან მოგვიანებით მის შემდეგ. https://3dnews.ru/986206
      • 1
      • Upvote
  19. ინტერნეტ-წყაროებმა გამოაქვეყნეს Qualcomm Snapdragon 735 მობილური პროცესორის ტექნიკური მახასიათებლები. შეგახსენებთ, რომ ხსენებული ჩიპის ანონსი მიმდინარე წლის ბოლოსკენაა დაგეგმილი. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არ ატარებს ოფიციალურ ხასიათს და ამიტომაც მათი საიმედოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩიპის საბოლოო მახასიათებლები შესაძლოა შედარებით განსხვავებული იყოს. ამჟამად არსებული ცნობებით Snapdragon 735 პროცესორს ექნება რვა ბირთვი Kryo 400 Series კონფიგურაციით - 1+1+6: ამ ბლოკების სიხშირეა შესაბამისად 2,9 გჰც, 2,4 გჰც და 1,8 გჰც. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შევა ამაჩქარებელი Adreno 620 ტაქტის სიხშირით 750 მეგაჰერცი. ხელმისაწვდომია მუშაობა 3360 × 1440 პიქსელი გაფართოების მქონე დისპლეისთან. წყაროების ინფორმაციით პროცესორის შემადგენლობაში შევა 5G მოდემი მეხუთე თაობის მობილურ ქსელში მუშაობისთვის. გარდა ამისა, ნახსენებია ბლოკი Neural Processing Unit (NPU220 @ 1 გჰც), რომელიც განკუთვნილია იმ ოპერაციების შესრულების აჩქარებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან. ჩიპი დამზადებული იქნება 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. პლატფორმას ექნება LPDDR4X-2133 ტიპის 16 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა, აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება UFS 2.1 და eMMC 5.1 ფლეშ-მოდულები, უსადენო კავშირი Wi-Fi 802.11ас 2х2, USB Type-C პორტი და .აშ. Snapdragon 735 ჩიპით წარმოდგენილი პირველი სმარტფონები როგორც მოსალოდნელია ბაზარზე გამოვა მომდევნო წლის დასაწყისში. https://3dnews.ru/986216
  20. Zotac-ის ასორტიმენტს შეემატა ახალი, მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერი - ZBox CI621 nano, რომელიც აგებულია Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე. ნეტტოპის შემადგენლობაში შედის Whiskey Lake თაობის პროცესორი Core i3-8145U. ეს ჩიპი ორბირთვიანი და ოთხნაკადიანია. ტაქტის სიხშირე ვარირებს 2,1-დან 3,9 გიგაჰერცამდე დიაპაზონში. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 620. კომპიუტერის გაბარიტებია 204 × 129 × 68 მმ. ზედაპირის პერფორაცია და მასიური შიდა რადიატორი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას პასიური გაგრილების სისტემა, ამიტომაც ნეტტოპი ხმაურს არ გამოსცემს მუშაობისას. DDR4-2400/2133 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეიძლება აღწევდეს 32 გიგაბაიტს (2 × 16 გბ). დაშვებულია ერთი 2,5 დუიმიანი დრაივის მიერთება (მყარი დისკი ან SSD) SATA 3.0 ინტერფეისით. ინტერფეისების ნაკრები მოიცავს ორ ქსელურ პორტ Gigabit Ethernet-ს, ორ სიმეტრიულ USB 3.1 Type-C პორტს, ოთხ USB 3.1 და ერთ USB 3.0 პორტს. აგრეთვე ხელმისაწვდომია ინტერფეისები: HDMI 2.0 და DisplayPort 1.2, SD/SDHC/SDXC რიდერი და აუდიოკონექტორები. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 უსადენო კავშირების ადაპტერები. გარანტირებულია თავსებადობა ოპერაციულ სისტემა Windows 10-თან. https://3dnews.ru/986208
  21. 2019 წლის მარტში კომპანია SpaceX-მა წარმატებით შეძლო თავისი კოსმოსური ხომალდის, Crew Dragon-ის მიერთება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან. მომავალში კომპანია გეგმავს განახორციელოს პილოტირებული ფრენები ორი ასტრონავტით, ამიტომაც ატარებს რაკეტის გულმოდგინე გამოცდებს და ცდილობს გამოსწოროს ყველა გამოვლენილი პრობლემა. ამჯერად კომპანიამ განახორციელა ავარიული ძრავის, SuperDraco-ს ტესტირება და როგორც აღმოჩნდა, გაუმართაობა დაფიქსირდა - დამკვირვებლებმა დაინახეს, რომ საგამოცდო ტერიტორიას კვამლი ასდიოდა. SpaceX-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტესტირების დროს ძრავს ნადვილად შეექმნა პრობლემა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პირველი ნაწილი კარგად მიდიოდა, შემდეგ კი მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. იმისათვის, რომ ავარიის მიზეზი გამოეკვლიათ, SpaceX-ი გაერთიანდა NASA-ს ექსპერტებთან ერთად. როგორც აღმოჩნდა, მთავარი მიზეზი ძრავის აალება გახდა - მასში გამოყენებულია აზოტის ტეტროქსიდი, საწვავად კი გამოიყენება მონომეთილჰიდრაზინი, ეს ორი ნივთიერება ერთმანეთთან შეხებისას ალდება. NASA-ს წარმომადგენლის თქმით ამგვარი გამოცდების წყალობით მათ შეუძლიათ გამოავლინონ პრობლემები იქამდე, სანამ ისინი დიდ ზიანს მოიტანს. ამჟამად არავინ დაშავებულა და რომ არა ეს გამოცდა, სამომავლოდ შესაძლოა ასტრონავტები დაღუპულიყვნენ. სავარაუდოდ, Crew Dragon-ის პილოტირებული ფრენის ვადა გადაიდება 2019 წლის ნოემბრამდე გარკვეული მიზეზების გამო. https://hi-news.ru/space/vo-vremya-ispytaniya-avarijnyx-dvigatelej-korablya-crew-dragon-voznikla-avariya.html
  22. თავის კვარტალურ ანგარიშში კომპანია Coveware იტყობინება, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში მართალია გამოსყიდული აქტივების საშუალო მაჩვენებელმა 6 733 დოლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2019 წლის პირველ სამ თვეში 12 762 დოლარამდე გაიზარდა. ამგვარ ვითარებას განაპირობებს სწრაფად მზარდი და გავრცელებადი სხვადასხვა სახის გამომძალველობა, როდესაც ბოროტმოქმედები დაშიფრავენ მსხვერპლების ფაილებს და მათგან კრიპტოვალუტებით საფასურს ითხოვენ განბლოკვისათვის, მაგალითად Ryuk, Bitpaymer და Iencrypt. „გამომძალველობის ეს ფორმები ძირითადად გამოიყენება მსხვილ ორგანიზაციებზე მიზანმიმართულ შეტევებში“ - აცხადებს Coveware. Ryuk-ის გამომძალველი ვირუსის გავრცელების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პირველ კვარტალში პირველ და მეორე ადგილებს Dharma და Crysis იკავებდა ბაზრის წილის მიხედვით, Ryuk კი ამჟამად მესამე ადგილზეა. ეს მისთვის შესამჩნევი აღმასვლაა იმის გათვალისწინებით, რომ გასულ კვარტალში იგი არ შედიოდა ლიდერების სამეულში. Ryuk მიმართულია უფრო მსხვილი ორგანიზაციებისაკენ, ვიდრე სხვა ვარიანტები - ნათქვამია ანგარიშში. იგი ერთ-ერთია, ვინც განსაკუთრებით მაღალ გამოსასყიდ საფასურს მოითხოვს. მაგალითად, Dharma ითხოვს საშუალო გამოსასყიდად 9742 დოლარს, Ryuk კი - საშუალოდ 286 556 დოლარს. Coveware აცხადებს, რომ Bitcoin-ი ბოროტმოქმედების მიერ გამოძალულ ვალუტებს შორის კვლავ ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტად რჩება, პრივატული მონეტები კი, მაგალითად როგორიცაა Dash, მოთხოვნის 2%-ს შეადგენს. https://www.coindesk.com/malware-crypto-ransoms-rose-by-almost-90-in-q1-report
      • 1
      • Like
  23. ეჭვგარეშეა, ყველას გაგვჩენია კითხვა, როგორ ააგეს სტოუნჰენჯი ან მოაის თავები აღდგომის კუნძულზე იმ დროს, როდესაც არ არსებობდა ამწე და სატვირთო? მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები მყარად არიან დარწმუნებულნი, რომ უძველესი ინჟინრები ბალანსისა და ბერკეტების ოსტატები იყვნენ. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლისთვისაც დამზადდა ბეტონის გიგანტური კონსტრუქციები, რომლებიც თითო დაახლოებით 25 ტონას იწონიდა. ექსპერიმენტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ დამტკიცებულიყო - ამ ლოდების ხელით გადაადგილება შესაძლებელია. კომპანია Matter Design-მა პარტნიორ CEMEX-თან ერთად დააპროექტა ბეტონის დიდი ზომის მონოლითური კონსტრუქციები, რომლებიც ისეთი ფორმისა, რომ მათგან შესაძლებელია აიწყოს ერთიანი დიდი ფუნქციონალური სტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ბეტონის ბლოკები რამოდენიმე ათეულ ტონას იწონიან და საკმარისი სიმტკიცე აქვთ იმისათვის, რომ ასწლეულებს გაუძლონ, მათი უნიკალური ფორმები საშუალებას იძლევა მარტივად გადააადგილოს თუნდაც მხოლოდ ერთმა ადამიანმა. ამგვარი ბლოკების დიზაინში რამოდენიმე მიდგომაა გამოყენებული. მასიური ბლოკები დამზადებულია სხვადასხვა სიმყარის ბეტონისგან, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად გაკონტროლდეს - სად მთავრდება ობიექტის სიმძიმის ცენტრი და ენიჭება სტაბილურობისა და ბალანსის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ლოდი შემთხვევით მოჭრილ ქვას წააგავს, ყოველ მათგანს აქვს სტრატეგიულად განთავსებული კუთხეები, მომრგვალებული კიდეები, მოხვევის წერტილები, სახელურები და მბლოკავი ელემენტები. მიღებული კონსტრუქციები ძალიან მძიმეა, თუმცა შესაძლებელია მათი გაგორება, მოტრიალება, დახრა, ბიძგის მიცემა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა უჩვეულოდ მსუბუქად და მიმართულების სიზუსტით. აქედან გამომდინარე, იდეა, რომ მოაის 82-ტონიანი ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე გადააგორეს და დანიშნულების ადგილამდე მიიტანეს, საკმაოდ დამაჯერებელი გამოდის. მაგრამ ეს ექსპერიმენტი ბოლომდე ვერ ამტკიცებს ამ ჰიპოთეზას. ვიდეო-დემონსტრაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე: https://hi-news.ru/research-development/metody-drevnix-eti-25-tonnye-valuny-mozhno-peredvigat-rukami.html https://www.designboom.com/architecture/mit-matter-design-walking-assembly-brandon-clifford-ted-04-17-2019/
      • 1
      • Upvote
  24. კომპანია Patriot Memory-მ თავის სამომხმარებლო ბრენდ Viper Gaming-ის ფარგლებში წარადგინა ოპერატიული მეხსიერების მოდულების ახალი სერია სახელწოდებით Viper Steel DDR4 SODIMM. ახალი მოწყობილობები, როგორც სახელიდანაც ჩანს, შესრულებულია SO-DIMM ფორმ-ფაქტორზე და განკუთვნილია გეიმინგ-ლეპტოპებისა და მძლავრი კომპაქტური სისტემებისათვის. კომპანიამ გადაწყვიტა მოწყობილობები არ გამოეშვა კომპლექტებად, არამედ დაუმატა Viper Steel სერიას მხოლოდ ცალკეული, 8 ან 16 გიგაბაიტიანი მეხსიერების მოდულები. ორივე შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება მოდულები, რომელთა ეფექტური ტაქტის სიხშირეები იქნება 2400, 2666 და 3000 მეგაჰერცი. მოწყობილობებს აქვს Intel XMP 2.0 პროფილის მხარდაჭერა. მწარმოებლის თქმით, მისი ახალი მოდულები პირველ რიგში განკუთვნილია კომპაქტური, თუმცა მაღალი წარმადობის სისტემებისათვის. აღნიშნულია, რომ Mini-ITX ფორმ-ფაქტორის ზოგიერთი დედა დაფისათვის საჭიროა სწორედ SO-DIMM სლოტები და არა სრულზომიანი UDIMM, ამიტომაც მათთვის მაღალი წარმადობის მეხსიერების მოძიება საკმაოდ გართულებულია. Viper Steel SO-DIMM მოდულები კი ამ სირთულეს შეამსუბუქებს. ახალი მოდულები აგრეთვე გამოსადეგია გეიმინგ-ლეპტოპებშიც, რომლებშიც არის XMP 2.0 პროფილის გამოყენების საშუალება და შესაძლებელია ნომინალურზე მაღალი სიხშირის დაყენება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Viper Steel თავსებადია არა მარტო Intel-ის პროცესორებთან, არამედ ერგება AMD-ის პროცესორების ბაზაზე არსებულ პლატფორმებსაც. და ბოლოს, მწარმოებელი ხაზს უსვამს მეხსიერების ახალი ჩიპების ღირსებას, რომ მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს მაღალ ტემპერატურაზე მუშაობა, ვინაიდან არ გააჩნიათ რადიატორები. Viper Steel DDR4 SODIMM მეხსიერების მოდულების გაყიდვა უახლოეს მომავალში დაიწყება, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. აგრეთვე არ ხმაურდება ფასიც. კომპანია მათზე ხანგრძლივ გარანტიას იძლევა. https://3dnews.ru/986127
  25. დაახლოებით 5 თვე დარჩა შემდგომი თაობის Apple iPhone-ების გაყიდვამდე. წარმოებისათვის დარჩენილი დროის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საწარმოო პროცესი დასრულებასთან ახლოსაა. ანალიტიკოსებმა საზოგადოებას გაუზიარეს გარკვეული ინფორმაცია Apple-ის სამომავლო პროდუქტების შესახებ. რამოდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები iPhone XI Max სმარტფონის შესახებ, რომელშიც სამი უკანა კამერა იყო განთავსებული. ამ დრომდე უცნობი იყო, ექნებოდა თუ არა ასეთივე სტანდარტული ვარიანტის კამერები iPhone XI-ს. ამჯერად უკვე დასტურდება ეს ინფორმაცია. ისევე, როგორც უკვე არსებულ მოდელებს, iPhone XI და XI Max-ს ექნებათ სტანდარტული კამერა და ტელეფოტო ობიექტივი. სენსორებზე ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. მესამე კამერა სუპერფართოკუთხიანი ობიექტივით იქნება წარმოდგენილი, ისეთით, როგორიც მოცემულია Samsung-ის, Huawei-სა და LG-ის ფლაგმანებში. სენსორები წარმოებული იქნება Sony-ს მიერ. ფრონტალური კამერა გაუმჯობესდება და შესაძლოა მისი გაფართოება 12 მეგაპიქსელი იყოს. იანვარში ინტერნეტში გავრცელდა iPhone XI-ის დიზაინის ორი ვარიანტი. მათგან ერთ-ერთი უფრო რეალურად ითვლებოდა, თუმცა ყველაზე მეტად სწორედ მან ვერ დაიმსახურა საზოგადოების მოწონება. გამოვა მესამე სმარტფონიც, ზემოთხსენებულ ორ მოდელთან შედარებით უფრო იაფი. iPhone XR 2 მოდელს კვლავ ექნება სტანდარტული ძირითადი კამერამ ასევე მეორე კამერა, რომელიც დაახლოებით Galaxy S10e-ს დონის იქნება. დაუზუსტებელია, ექნება თუ არა ტელეფოტო კამერა. iPhone XE და iPhone 8S ზემოთ აღწერილი სამი სმარტფონი სავარაუდოდ დაანონსდება სექტემბერში. აგრეთვე შესაძლოა გამოვიდეს კიდევ სმარტფონი iPhone XE (iPhone X-ის დიზაინის მსგავსი) და მას ექნება კომპაქტური 4,8 დუიმიანი ეკრანი. ამგვარი სმარტფონი შესაძლებელია ჩაითვალოს iPhone SE-ს ანალოგად, თუმცა იგი წარმოდგენილი იქნება უფრო მძლავრი Apple A12 Bionic პროცესორით. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2020 წლის მარტისათვის დამზადდება iPhone 8-ის განახლებული ვარიანტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ახალი Apple A13 ჩიპით, 128 გბ მეხსიერებითა და 4,7 დუიმიანი ეკრანით. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/25922/novye-svedenija-o-modeljah-iphone-2019
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.