-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კომპანია CORSAIR-მა განაცხადა, რომ აფართოვებს პერიფერიული გეიმინგ-მოწყობილობების სერიას ორი ახალი მოდელით. ესენია მაუსები IRONCLAW RGB WIRELESS და GLAIVE RGB PRO. IRONCLAW RGB WIRELESS - ეს არის IRONCLAW RGB-ის უსადენო ვერსია, რომელიც წარდგენილი იყო მიმდინარე წლის დასაწყისში. ახალ მაუსში გამოყენებულია უსადენო კავშირის სუპერსწრაფი ტექნოლოგია SLIPSTREAM CORSAIR WIRELESS და ოპტიკური სენსორი Pixart PMW3391, რომლის გაფართოებაა 18000 DPI. შედეგად გეიმერები უზრუნველყოფილნი არიან უსადენო კავშირის სტაბილურობის უმაღლესი დონითა და შესანიშნავი სიზუსტით. SLIPSTREAM WIRELESS - ეს არის უსადენო კავშირის ტექნოლოგია 2,4 გიგაჰერც სიხშირეზე, მისი შეფერხების მაჩვენებელი 1 მილიწამზე ნაკლებია. იგი წარმოდგენილია სიგნალის სიხშირის ინტელექტუალური რეგულირებით (Intelligent Frequency Shift, IFS) და უზრუნველყოფს სტაბილურ სიგნალს ინტენსიური დატვირთვის დროსაც კი 10 მეტრი დაშორების მანძილიდან. შესაძლებელია Bluetooth-ით დაკავშირება, USB სადენის გამოყენების შემთხვევაში კი გეიმერები შეძლებენ ერთდროულად გამოიყენონ და დატენონ მოწყობილობა. ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია დაახლოებით 50 საათი. IRONCLAW RGB WIRELESS მაუსს ასევე აქვს სამი დამატებითი პროგრამირებადი ღილაკი, ჯამში ღილაკების რაოდენობა ათია. დამატებული აქვს RGB განათების კიდევ ერთი ზონა. GLAIVE RGB PRO - ეს მაუსი არის GLAIVE RGB-ის განახლებული ვარიანტი. ეს უკანასკნელი ცნობილია სამი მოსახსნელი გვერდითი პანელით, რითიც შესაძლებელია მაუსის ფორმის კორექტირება მაქსიმალურად კომფორტული გამოყენებისათვის. ახალ ვერსიას, ისევე როგორც კომპანიის საუკეთესო მაუსებს, აქვს სენსორი Pixart PMW3391 და სამზონიანი RGB განათება. მოწყობილობის ღირსებას წარმოადგენს ასევე მტკიცე და გამძლე ალუმინის გორგოლაჭი. ახალი მაუსების შეძენა შესაძლებელია CORSAIR-ის ავტორიზებული დილერებისა და დისტრიბუტორებისაგან, აგრეთვე შეგიძლიათ შეიძინოთ CORSAIR-ის ინტერნეტ-მაღაზიიდან. CORSAIR IRONCLAW RGB WIRELESS - 79,99 $; GLAIVE RGB PRO - 69,99 $. ტექნიკური მახასიათებლები მოდელი IRONCLAW RGB WIRELESS GLAIVE RGB PRO გარანტია ორი წელი პროგრამირებადი ღილაკები 10 7 DPI 18000 DPI სენსორი PMW3391 სენსორის ტიპი ოპტიკური განათება RGB სამი ზონა ინტეგრირებული მეხსიერება აქვს რეგულირებადი პროფილები 3 1 მთავარი ღილაკების გადამრთველი Omron მიერთების ტიპი უსადენო და სადენიანი სადენიანი ღილაკების რესურსი 50 მილიონჯერ დაჭერა წონა 130 გრამი 115 გრამი CUE Software-ის მხარდაჭერა აქვს სადენი 1,8 მეტრი თამაშების რეკომენდირებული ჟანრები FPS, MOBA ბატარეის მუშაობის პერიოდი 2.4GHz SLIPSTREAM: 30 სთ RGB-თი, 45 RGB-ის გარეშე; Bluetooth: 40 სთ RGB-თი, 60 RGB-ის გარეშე ბატარეის ტიპი ლითიუმ-პოლიმერული https://overclockers.ru/blog/molexandr/show/26210/corsair-obnovila-flagmanskie-produkty-v-linejke-igrovyh-periferijnyh-ustrojstv
-
- 1
-
-
საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის - IMT Atlantique-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს მსოფლიოში პირველი ავტონომიური კონტაქტური ლინზა მოქნილი მიკრობატარეით. ამ უკანასკნელს შეუძლია რამოდენიმე საათის მანძილზე კვებოს ინტეგრირებული ელექტრონიკა, რითიც უზრუნველყოფილი იქნება ვიზუალური ინფორმაციის წარმოდგენა და გადაცემა უსადენო ქსელით. საინტერესოა ისიც, რომ ამ სიახლით დაინტერესდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კვლევითი პროექტების მართვის განყოფილება (DARPA), რომლის მიზანსაც წარმოადგენს აამაღლოს ამერიკელი ჯარისკაცების ვიზუალური შესაძლებლობები საველე პირობებში. ფრანგი სპეციალისტების ქმნილება წარმოადგენს ამბიციური პროექტის ერთ-ერთ ნაწილს. პროექტის მიზანია ახალი თაობის ოკულომეტრის შემუშავება, რომელიც დაკავშირებული იქნება შერეული რეალობის ტექნოლოგიასთან. მსგავსი ლინზების მეშვეობით შესაძლებელია დაინერგოს „ადამიანი-მანქანა“ ინტერფეისები, გაანალიზდეს კოგნიტური დატვირთულობა და დაემატოს სხვადასხვა ფუნქცია. IMT Atlantique-ის მკვლევარების თქმით სმარტ-ლინზის შექმნისას ყველაზე რთული იყო ელექტრონიკის კვებისათვის საჭირო ბატარეის ზომის შემცირება. თუმცა მეცნიერებმა იპოვეს გამოსავალი - დაამზადეს მოქნილი და მეტად კომპაქტური კვების წყარო. ლინზის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ მოწყობილობაში შესაძლებელია LED-დისპლეისა და რადიოსიხშირის გადამცემის ინტეგრირება, აგრეთვე შესაძლებელია ჩაშენდეს მზერის მიმართულების განმსაზღვრავი სენსორები. თანაც, ლინზის მთავარი დანიშნულება - გაუმჯობესებული მხედველობა - სრულიად შენარჩუნებულია. უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში მითითებულია, რომ „გრაფენის ბაზაზე შექმნილი მოქნილი ელექტრონიკის გამოყენება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მიანიჭებს კონტაქტურ ლინზას“. მაგალითად, შესაძლებელია დაემატოს შერეული რეალობის ხედვის ფუნქცია, კავშირის ახალი სისტემები, გაუმჯობესდეს აკუმულატორი და მოხდეს გამომთვლელი მოწყობილობის ინტეგრირება - აღნიშნავენ მწარმოებლები. სმარტ-ლინზის შემქმნელების აზრით ლინზას მრავალმხრივი გამოყენება ექნება. მაგალითად, ისინი სასარგებლო იქნება მედიცინაში, ძირითადად ქირურგიაში; ასევე გამოიყენებენ მძღოლები, გართობის ინდუსტრიის წევრები. მოკლედ რომ ითქვას, ფრანგი მეცნიერების ქმნილება დიდი ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილია, 2 მლნ ევრო უკვე გამოყოფილია Micorsoft-ის მიერ პროექტის დასაფინანსებლად, რაც გაკვირვებას ნამდვილად არ იწვევს, რადგანაც უკვე ვიცით, რომ ხსენებული კორპორაცია ამერიკელი სამხედრო პირებისათვის ამზადებს სპეციალურ შერეული რეალობის ჰედსეტებს Hololens-ის ბაზაზე. სმარტ-ლინზის შემქმნელის თქმით, ყველა აუცილებელი კომპონენტი მზადაა: „ველით, რომ კომპონენტების ინტეგრაცია მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება, მოწყობილობის გამოცდას კი 2020 წლისთვის ვიმედოვნებთ. ტესტირების შედეგები კლინიკური ტესტებისათვის გზას გაგვიხსნის“ - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი. https://hi-news.ru/technology/francuzskie-inzhenery-sozdali-umnye-kontaktnye-linzy-so-mnozhestvom-funkcij.html
-
ცნობილია, რომ ჩინეთი სულ მალე აამოქმედებს „ხელოვნურ მზეს“, რომელიც შეუზღუდავ, სუფთა ენერგიას უზრუნველყოფს მომავალში. ბირთვული დაშლისაგან განსხვავებით სინთეზი პრაქტიკულად არანაირ სათბურ აირს არ გამოყოფს და ნაკლებად რისკის მატარებელია ატომური ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაშიც. „ხელოვნური მზე“ - ეს არის ჩინეთის ექსპერიმენტული სუპერგამტარი მოწყობილობა, რომელიც შენდება ჩინეთის ერთ-ერთ აღმ. პროვინციაში. პროვინციის ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს დასრულდება ხელოვნური მზის შექმნა და გააქტიურდება ბირთვული სინთეზი, რომლის მსვლელობისას ზღვის წყალში არსებული წყალბადი და ადვილად მოპოვებადი ლითიუმი გაცხელდება 150 მილიონ გრადუს ცელსიუსზე. მსგავსი ტიპის უკვე არსებულმა რეაქტორმა მიაღწია 100 მლნ გრადუსს, რაც ნამდვილი მზის ბირთვის ტემპერატურაზე ექვსჯერ მაღალია. ამ დაუჯერებელ მაჩვენებლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბირთვული სინთეზის რეაქციის სტაბილურად შენარჩუნებისათვის. „ხელოვნური მზის პლაზმა ძირითადად შედგება ელექტრონებისა და იონებისაგან. სწორედ იონები ახდენენ მოწყობილობაში ენერგიის გენერირებას“ - აცხადებს ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის წარმომადგენელი. ხელოვნური მზე სინთეზს განახორციელებს ისევე, როგორც ნამდვილი მნათობი დეითერიუმისა და ტრითიუმის გამოყენებით და მოახდენს ელექტროენერგიის გენერირებას. სუფთა ენერგიის მიღებისას არ გამოიყოფა მავნე ნარჩენები, შესაბამისად მისი მოხმარება იდეალური იქნება ადამიანებისა და გარემოსთვის. 2018 წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შეძლეს საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება 60 წამის განმავლობაში, თუმცა აუცილებელია, რომ ეს დრო ათას წამამდე მაინც გაიზარდოს. „ვიმედოვნებთ, რომ განვავითარებთ საერთაშორისო თანამშრომლობას ამ მოწყობილობაზე და ჩინეთის მხრიდან წვლილს შევიტანთ კაცობრიობის მიერ სამომავლო თერმობირთვული სინთეზის გამოყენებაში“ - აცხადებს პროექტზე მომუშავე პირი. ჩინეთი ასევე გეგმავს ააგოს ბირთვული სინთეზის ცალკე რეაქტორი, რომელიც დაიწყებს კომერციული სინთეზირებული ენერგიის გენერირებას. https://hi-news.ru/research-development/vtoroe-solnce-zemli-termoyadernoe-budushhee-kitaya-i-neogranichennaya-energiya.html
-
ზოგიერთ ავტომობილში წარმოდგენილია მეტად საინტერესო ტექნოლოგია - „ჭკვიანი“ ტონირება, რომლითაც მუქ ფერად იცვლება მინები სპეციალური საფარით. გამოქვეყნებული პატენტიდან გამომდინარე, კომპანია Tesla-მ გააუმჯობესა ეს ტექნოლოგია და საფარი მცირე ზომის LED-განათებებით ჩაანაცვლა. როგორც წესი, ელექტრო ტონირება გამოიყენება ავტომობილის ლუქებში, მომავალში კი შესაძლებელია სალონი განათდეს სწორედ ასეთი ინოვაციური მინებიდან. საპატენტო განაცხადის თანახმად ტექნოლოგიის მთავარი მიზანია გაკოტროლდეს Tesla-ს ავტომობილების სალონებში განათება მთელი დღის განმავლობაში. ლუქის ორ გამჭვირვალე მინაზე დამაგრებული იქნება ელექტრონული საფარი და მისი წყალობით მიზანი მიღწევადი იქნება. დღის განმავლობაში მინა მუქ ფერს მიიღებს და სალონში მზის სხივებს არ შემოუშვებს. საღამოდან კი მინა განათდება უმცირესი ზომის LED-განათებებით. განაცხადში აღნიშნულია, რომ ავტომობილების მფლობელები შეძლებენ აკონტროლონ განათების ინტენსიურობა სპეციალური ინტერფეისით ავტომობილის ეკრანიდან ან მობილური აპლიკაციიდან. ახალი ტექნოლოგიის ავტორია ინჟინერი Jung Mi Hyun, რომელიც Tesla-ს გუნდს 2016 წელს შეუერთდა. იმ დრომდე იგი მუშაობდა Apple-ში და ქმნიდა უახლეს დისპლეებს ხსენებული კომპანიისათვის. https://hi-news.ru/technology/tesla-razrabotala-elektricheskij-lyuk-dlya-osveshheniya-salona-avtomobilej.html
-
მომხმარებლების წინააღმდეგ მიმართული უკანონო კრიპტო-მაინინგი, იგივე cryptojacking-ი „არსობრივად გაქრა“ - ნათქვამია კიბერუსაფრთხოების საკითხში მოქმედი კომპანია MalwareBytes-ის ანგარიშში. კვლევის თანახმად, მას შემდეგ, რაც ბრაუზერში ინტეგრირებული მაინინგის სერვისი CoinHive დაიხურა მარტში, cryptojacking-ი მომხმარებლების წინააღმდეგ მკვეთრად შემცირდა. თუმცა დაწესებულებების, კომპანიების წინააღმდეგ მსგავსი თავდასხმების შემთხვევების რაოდენობა იზრდება გასული კვარტალიდან მოყოლებული. MalwareBytes ასევე აღნიშნავს, რომ Bitcoin-ის (BTC) მფლობელებმა, რომლებიც იყენებდნენ Electrum-საფულეებს Mac-ზე, დაკარგეს ერთობლივად 2,3 მლნ დოლარზე მეტი საფულის ტროიან-ვერსიის გამო, რომელიც მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. Cryptojacking - ეს არის გამომთვლელი მოწყობილობის გამოყენება კრიპტოვალუტის მაინინგისათვის მოწყობილობის მფლობელის ინფორმირებულობისა და ნებართვის გარეშე. ამგვარი შემთხვევებისათვის დამახასიათებელი ეფექტები, რომლებსაც დაჰაკული მოწყობილობების მფლობელები გრძნობენ - არის მოქმედების შენელება, მოწყობილობის მიერ ჭარბი ტემპერატურის გამოყოფა და ბატარეის მუშაობის დროის შემცირება. როგორც ცნობილია, ყველაზე ხშირად ხსენებული ტიპის ბოროტმოქმედების სამიზნეს წარმოადგენს პრივატულობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა Monero (XMR), რომელზე თავდასხმისასაც რთულია დაჰაკვის აღმოჩენა. გასული წლის მაისში Cointelegraph-ის მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ Coinhive-ის კრიპტო მაინინგ-სკრიპტი აღმოჩენილ იქნა მსოფლიოს 300-ზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების ვებ-გვერდებში. https://cointelegraph.com/news/consumer-targeted-cryptojacking-is-essentially-extinct-research
-
- 1
-
-
მკითხველებმა სხვადასხვა სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმებიდან კარგად იციან, თუ რას წარმოადგენს ნეიროინტერფეისი. მათთვის კი, ვინც საქმის კურსში არ იმყოფება - ეს არის საშუალებების სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაცია გაიცვალოს ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის. „ეს ყველაფერი ზღაპარია და არასდროს გახდება რეალობა“ - შესაძლოა თქვას მკითხველმა, Tesla-სა და Neuralink-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა კი უკვე დააანონსა მსგავსი პროექტი. ჟურნალისტების კითხვაზე ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მასკის პასუხი იყო მხოლოდ - „მალე“. მისი განცხადების თანახმად ნეიროინტერფეისი მომავალში აამაღლებს ადამიანთა საერთო ცოდნასა და ცნობიერებას და ასევე შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ხელოვნურ ინტელექტს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დრომდე Neuralink-ის პროექტების უმეტესობა გასაიდუმლოებული იყო, თუმცა როგორც ჩანს ახლო მომავალში საზოგადოება რამოდენიმე შესანიშნავ პროექტს მოქმედებაში იხილავს. https://overclockers.ru/blog/Makeimilian/show/26156/ilon-mask-zapuskaet-nejrointerfejs
-
ინტერნეტ-წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა G სუფიქსით წარმოდგენილი Intel Comet Lake-ის სერიის პროცესორების ძირითადი მახასიათებლები. ეს პროცესორები გამოვა 2019 წლის ბოლო კვარტალში და ისინი განკუთვნილი იქნება კომპაქტური დესკტოპ-კომპიუტერებისა და ლეპტოპებისათვის. პარალელურად გამოჩნდა ინფორმაციაც მობილური Comet Lake U პროცესორების შესახებ. როგორც ჩანს, კალიფორნიული გიგანტი აპირებს სულ მცირე ოთხი ახალი მოდელის წარდგენას. ფლაგმანური პროცესორი დიდი ალბათობით იქნება Intel Core i7-10710U. მას ექნება 6 ბირთვი, 12 ნაკადი, TDP – 15 ვატი. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 1,1 გიგაჰერცი, Boost-სიხშირე კი 4.6 / 4.6 / 4.1 / 3.8 გჰც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ TDP-ის მაჩვენებელი ოთხივე პროცესორში 15 ვატის ტოლი იქნება ისევე, როგორც Come Lake G მოდელებში. გარდა ამისა, ახალ მოდელებს ექნებათ DDR4-2667 და LPDDR3-2133 ტიპის მეხსიერებებისა და AVX2 ინსტრუქციათა ნაკრების მხარდაჭერა. პროცესორი ბირთვი/ ნაკადი მაქს. სიხშირე საბაზისო სიხშირე მეხსიერება TPD Core i7-10710U 6 / 12 4.6 / 4.6 /4.1 / 3.8 გჰც 1.1 გჰც LPDDR3-2133 DDR4-2667 15 ვტ Core i7-10510U 4 / 8 4.9 / 4.8 / 4.3 გჰც 1.8 გჰც LPDDR3-2133 DDR4-2667 15 ვტ Core i5-10210U 4 / 8 4.2 / 4.1 / 3.9 გჰც 1.6 გჰც LPDDR3-2133 DDR4-2667 15 ვტ Core i3-10110U 2 / 4 4.1 / 3.7 გჰც 2.1 გჰც LPDDR3-2133 DDR4-2667 15 ვტ მოწოდებული ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია და ჩიპების მახასიათებლები შეიძლება შეიცვალოს. სადებიუტო მზა პროდუქტები წარმოდგენილი იქნება 2020 წლის პირველ კვარტალში, თუმცა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Comet Lake თაობის პროცესორების ანონსი შედგება მიმდინარე წლის ბოლოს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/26180/rassekrecheny-harakteristiki-processorov-intel-comet-lake-u
-
- 1
-
-
SSD ბარათების სერია WD Blue 3D NAND SATA SSD ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით მალე ახალი ფლაგმანური მოდელით შეივსება. საუბარი ეხება 2,5 დუიმიანი ფორმ-ფაქტორის მოწყობილობაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება Serial ATA 3.0 ინტერფეისით. ასეთ ბარათებს აქვთ 7 მმ სისქე, რისი წყალობითაც თავსებადი არიან როგორც დესკტოპ-კომპიუტერებთან, ასევე პორტატულ მოწყობილობებთან. SSD ბარათების შემადგენლობაში გამოყენებულია 3D TLC NAND ფლეშ-მეხსიერების მიკროჩიპები და კონტროლერი Marvell 88SS1074. ამ დრომდე სერიაში წარმოდგენილი იყო ბარათის ვერსიები, რომელთა მოცულობები შეადგენდა 250 გიგაბაიტს, 500 გიგაბაიტს, 1 და 2 ტერაბაიტს. ახალი მოდელი WD Blue 3D NAND SATA SSD გათვლილია 4 ტერაბაიტი ინფორმაციის შენახვაზე. მონაცემთა წაკითხვის სიჩქარე 560 მბ/წმ აღწევს. IOPS მაჩვენებელი 95 ათასია. WD SSD Dashboard პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით შესაძლებელია ხელმისაწვდომი მოცულობის, სამუშაო ტემპერატურის, S.M.A.R.T. ატრიბუტებისა და მოწყობილობის სხვა დეტალების გაკონტროლება. 4-ტერაბაიტიანი WD Blue 3D NAND SATA SSD ბარათის შეძენა შესაძლებელია 500 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/986622
-
- 1
-
-
კომპანია Google აპლიკაციების მსხვილ მწარმოებელს უკრძალავს Play Store-ში აპლიკაციების განთავსებას. გარდა ამისა, ამ დრომდე არსებული DO Global-ის აპლიკაცებიც წაიშლება, რადგანაც მწარმოებელი ამხილეს სარეკლამო მაქინაციებში. ინტერნეტ-წყაროები აცხადებენ, რომ DO Global-ის მიერ შექმნილი აპლიკაციების დაახლოებით ნახევარი უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი Play Store-ში. საერთო ჯამში Google წვდომას დაბლოკავს კომპანიის ასზე მეტ პროდუქტზე. აღვნიშნავთ, რომ DO Global-ის წილს ფლობს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Baidu, ხსენებული კომპანიის აპლიკაციები სულ 600 მილიონჯერ იქნა ჩამოტვირთული მომხმარებლების მიერ. DO Global არ არის პირველი კომპანია, რომელიც Google-ის სანქციებს ქვეშ მოექცა, თუმცა იგი მსგავს კომპანიებს შორის უმსხვილესია. არ არის გამორიცხული, რომ DO Global-მა ვეღარ შეძლოს მეტად მუშაობა AdMod ქსელში, რომელიც საშუალებას იძლევა კომპანიამ მოგება მიიღოს გამოქვეყნებული აპლიკაციებიდან. აქედან გამომდინარე, მწარმოებელი დაკარგავს მობილური რეკლამის ვრცელ ბაზარს, რომელიც Google-ის კონტროლის ქვეშ იმყოფება. DO Global-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მკვლევარებმა კომპანიის ექვს სოფთვეარ-პროდუქტში აღმოაჩინეს კოდი, რომელიც სარეკლამო რგოლებთან იყო კავშირში. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ აპლიკაციას მსგავსი სახელწოდებები ჰქონდა, თუმცა იმალებოდა მათი მიკუთვნებულობა Do Global-თან, რაც Play Store-ის პოლიტიკის დარღვევაა. https://3dnews.ru/986608
-
ბერკლის უნივერსიტეტის ინჟინრებმა, კომპანია Squishy Robotics-ისა და NASA-ს მწარმოებლებმა დაიწყეს „მოქნილ-მყარი“ რობოტის საველე გამოცდები. თავდაპირველად მსგავსი რობოტებით დაინტერესებულნი იყვნენ სააგენტოს ინჟინრები კოსმოსური სივრცის გამოკვლევებისათვის, კერძოდ კი სატურნის ერთ-ერთი თანამგზავრის, ტიტანის შესასწავლად. თუმცა ამ რობოტიზებული მოწყობილობის გამოყენება დედამიწაზეც შესაძლებელია. მაგალითად, სტიქიური უბედურების ზონაში ან ტექნოლოგიური კატასტროფების დროს. რობოტები მაშველების მისვლამდე შეაფასებენ შექმნილი საფრთხის დონეს, რაც შეამცირებს რისკებს სამძებრო-სამაშველო მისიების მსვლელობისას. საველე ტესტირების ფარგლებში მეცნიერებმა დაიწყეს ჰიუსტონის (ლოს-ანჯელესი) სამაშველო ჯგუფებთან თანამშრომლობა. როგორც გამოცდის შედეგად გახდა ცნობილი, ბურთისმაგავრი რობოტი, რომელიც გარშემორტყმულია რამოდენიმე მილით, 183 მეტრის სიმაღლიდან გადმოგდების შემდეგაც კი ქმედითუნარიანი რჩება. ხსენებულ რობოტში რეალიზებული კონსტრუქციის სახელწოდებაა „tensegrity“, რაც შედგენელია ტერმინებიდან - tensional და integrity. იგი მდგრადია და არ განიცის მექანიკურ დეფორმაციას დაცემის ან დარტყმის დროს, გარდა ამისა, რობოტს შეუძლია ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდეს. პროექტის ერთ-ერთი წევრის განცხადების თანახმად, ბოლო 20 წლის განმავლობაში დაიღუპა ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ დაახლოებით 400 თანამშრომელი, რომლებიც ხშირად პირველები ხვდებოდნენ უბედურების ზონაში. მათ რომ ემოქმედათ რობოტებთან ერთად სამაშველო მისიებისას, მათგან უამრავი პირის დაღუპვის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა. https://3dnews.ru/986565
-
ახალი მალვეარი მიმართულია აზიურ ორგანიზაციებზე კრიპტოვალუტა Monero-ს (XMR) მოპოვებისათვის. Symantec, რომელიც არის კიბერუსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი, აქვეყნებს ამ ინფორმაციას საკუთარ ბლოგზე. სტატიის თანახმად, ახალი მალვეარისგან დაზარალებულთა 80% ჩინეთში იმყოფება. ვირუსის აქტიურობა შეინიშნება სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ვიეტნამშიც. Symantec-მა განაცხადა, რომ ახალი მალვეარის სახელია „Beapy“ და იგი ფაილებზე დამყარებული კრიპტომაინერია და არა ბრაუზერზე. ვირუსი მსხვერპლს უგზავნის ზიანისმომტან Excel-ის ფაილს ელექტრონული ფოსტის სახით და თუკი მსხვერპლი ფაილს გახსნის, ბოროტმოქმედი იწყებს DoublePulsar backdoor-ის ჩატვირთვას. როგორც ცნობილია, DoublePulsar backdoor ასევე გამოყენებულ იქნა 2017 წელს WannaCry-ს გამომძალველობის შემთხვევის დროს. DoublePulsar-ის დაინსტალირების შემდეგ მსხვერპლის კომპიუტერში მაინერი ჩაიტვირთება. ამავე დროს იგი იყენებს NSA tool-ს, EternalBlue-ს დაზიანებულ ქსელში გავრცელებისათვის, სადაც იგი უკვე შეძლებს მოიპაროს საჭირო მონაცემები და მიიღოს წვდომა მართვაზე. Symantec-ის თქმით, მალვეარს სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია დაწესებულებაზე, მათ შორისაა მოწყობილობების წარმადობის შემცირება, თანამშრომლების საქმიანობაზე ნეგატიური ზეგავლენა და დანახარჯების ზრდა. Symantec აცხადებს: „თუკი კრიპტოჰაკინგის საერთო მაჩვენებლებს დავაკვიდებით, დავინახავთ, რომ 2019 წლის მარტში დაფიქსირდა შეტევის 3 მილიონზე მეტი მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ბევრად მცირეა 2018 წლის თებერვალთან შედარებით (8 მლნ მცდელობა), ეს მაინც მნიშვნელოვანი რიცხვია. კომპანიის თქმით, მან Beapy პირველად შეამჩნია მიმდინარე წლის იანვარში, თუმცა მალვეარის აქტიურობის ზრდა მარტიდან დაიწყო. კონფიდენციალურობის ფუნქციები კრიპტოვალუტა Monero-ს დღესდღეობით ჰაკერებისათვის ყველაზე მიმზიდველ ვალუტად აქცევს. მცირე ხნის წინ კვლევამ აჩვენა, რომ კიბერდამნაშავეებმა ბრუნვაში არსებული Monero-ს მთელი რაოდენობის დაახლოებით 5% მოიპოვეს. https://www.coindesk.com/new-crypto-mining-malware-targeting-asian-firms-with-nsa-tools
-
- 1
-
-
კომპანია Tesla-ს გეგმის შესახებ, რომ სურდა Model S და Model X ელექტრომობილები მოდერნიზებულ ძრავებზე გადაეყვანა - ცნობილი გახდა მიმდინარე თვის დასაწყისში. ამჯერად ამერიკულმა კომპანიამ ოფიციალურად დააანონსა ხსენებული განახლება თავისი ავტომობილებისათვის. ზემოთხსენებულ ელექტრომობილებში ამ დრომდე გამოიყენებოდა ასინქრონული ძრავები, ამჯერად კი ისინი აღიჭურვა მუდმივი მაგნიტის მქონე ელექტროძრავებით. სწორედ ასეთივე ძრავია გამოყენებული Tesla Model 3-ში. მწარმოებლის განცხადებით, ამგვარი გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა შესამჩნევად გაიზარდოს სვლის მარაგი, მოკლედ, ახალი ძრავი ბევრად ენერგოეფექტურია. კომპანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილების შედეგად 10%-ით გაიზრდება ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა სატრანსპორტო საშუალებებში. თანაც გასავლელი მარაგის ასეთი ზრდა მიღწეული იქნება 100 კილოვატიანი ბატარეის ფუნქციონალურობაში ყველანაირი ჩარევის გარეშე. მოდერნიზაციის შემდეგ Model S-ის ვერსია Long Range შეძლებს ერთ დამუხტვაზე გაიაროს დაახლოებით 600 კილომეტრი, Model X კი გაივლის მასზე 80 კილომეტრით ნაკლებს. კომპანიის მიერ დანერგილი კიდევ ერთი სიახლეა დატენვის პროცესის დაჩქარება. Supercharger v2 დამტენი სადგურის სიმძლავრე 145 კილოვატია, Supercharger v3 სადგურისა - 200 კვტ. გარდა ამისა, მოხდა ადაპტირებული განათების მოდერნიზებაც. ამ სიახლეების პარალელურად Tesla Motors-მა გადაწყვიტა ბაზარზე დააბრუნოს უფროსი მოდელების ორი ყველაზე იაფი მოდიფიკაცია - Standard Range ტიპი. საბაზისო კომპლექტაციაში 400 კმ გავლის მარაგის მქონე Model X-ის ფასი 83 ათას დოლარს შეადგენს. Model S კი მასზე 5 ათასი დოლარით ნაკლები ღირს. მის შემთხვევაში გავლის მარაგი გაიზარდა და შეადგინა დაახლოებით 455 კმ. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/26135/tesla-model-x-i-model-s-pereshli-na-obnovlennye-dvigateli
-
კომპანია HP თავისი გეიმინგ-ბრენდ OMEN-ის სახელით უშვებს მოზრდილ გეიმინგ-მონიტორს OMEN X Emperium 65. მოწყობილობის დიაგონალი 65 დუიმია და წარმოდგენილია AMVA-მატრიცით, რომლის გაფართოება შეესაბამება 4K ფორმატს (3840 × 2160 პიქსელი). მონიტორის პრეზენტაციისას კომპანიამ რამოდენიმეჯერ გაუსვა ხაზი, რომ ეს არ არის ტელევიზორი, არამედ სწორედ გეიმინგ-მონიტორი. უფრო ზუსტად რომ ითქვას, აღნიშნული კლასი შეესაბამება BFGD აბრევიატურას, რომელიც იშიფრება, როგორც Big Format Gaming Display (დიდი ფორმატის გეიმინგ-დისპლეი). ვნახოთ რითი განსხვავდება ახალი მონიტორი ჩვეულებრივი დიდი ტელევიზორისაგან. OMEN X Emperium 65 მონიტორს აქვს მთელი რიგი იმ ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რომლებიც დამახასიათებელია გეიმინგ-მოწყობილობებისათვის და არ გააჩნია ჩვეულებრივ TV-პანელებს. ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებს შორისაა NVIDIA G-SYNC, რომელიც კადრების სინქრონიზაციის საშუალებას იძლევა; აგრეთვე NVIDIA Shield TV-ს მხარდაჭერა და კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცი - ისევე, როგორც ახასიათებს პროფესიონალურ გეიმინგ-მონიტორებს. გამოყენებულია მატრიცული განათება 384 ზონით და ლოკალური ჩაბნელების შესაძლებლობით. მოცემული გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა რეალიზდეს გაუმჯობესებული HDR ეფექტი და გამოსახულების კონტრასტულობა, სადაც მოცემული იქნება განათებული და ჩამუქებული სივრცეები. მაქსიმალური სიმკვეთრე 1000 ნიტს შეადგენს, კონტრასტულობის კოეფიციენტი კი არის 4000:1. მატრიცის შექმნისას გამოყენებული იყო ტექნოლოგია Quantum Dot, რომელსაც ადრე Samsung-ი იყენებდა ტელევიზორებში. ოფციურად მონიტორი დაკომპლექტებული იქნება ინტეგრირებული აუდიოსისტემით - მოუხსნელი საუნდბარის ფორმის დინამიკები, რომლებიც მუშაობს 120 ვატ ჯამურ სიმძლავრეზე. მოწყობილობაზე წარმოდგენილია RGB განათება, რომელიც იმართება OMEN Command Center-იდან. გვერდითი თეთრი ფერის განათება ავტომატურად ირთვება მოწყობილობების დისპლეისთან მოხერხებულად მიერთებისთვის. ახალი მონიტორის ფასი მართლაც კოსმოსურია და, რა თქმა უნდა, არც ისე სასიამოვნოა ეს ფაქტი მსურველებისათვის. OMEN X Emperium 65-ის საბაზისო კონფიგურაცია დაახლოებით 4630 აშშ დოლარი ღირს, ინტეგრირებული აუდიოსისტემის მქონე მოდელი კი შედარებით მოგვიანებით გამოვა და მისი ფასი იქნება დაახლოებით 5 250 აშშ დოლარი. კომპანია HP დიდ გარანტიას იძლევა და შეცვლის დისპლეის უფასოდ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი “ერთი პიქსელი მაინც არ ვარგა“. შესაძლებელია მონიტორის კედელზე დაკიდებაც. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/26129/hp-omen-x-emperium-65--ogromnyj-monitor-no-ne-televizor
-
შვეიცარიის ხელისუფლება აპირებს შექმნას მონიტორინგის სისტემა, რომელიც შეამცირებს მოსახლეობისათვის საფრთხის დონეს, რადგან ითვლება, რომ მეხუთე თაობის ქსელის მოქმედებისას გამოყენებულმა სიხშირეებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. შვეიცარიის მინისტრთა კაბინეტმა კენჭი უყარა ჩატარებულიყო თუ არა არაიონიზებული რადიაციის გაზომვის მცდელობები. ამგვარ საქმიანობას განახორციელებენ ადგილობრივი გარემოს დამცველი ორგანიზაციები. გარდა ამისა, სპეციალისტები შეაფასებენ შესაძლო რისკებს და რეგულარულად მიაწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას მიღებული დასკვნების შესახებ. ასეთი ნაბიჯები გარდაუვალი გახდა იმის გამო, რომ ქვეყნის რეგიონების ნაწილი ეწინააღმდეგება ახალი ანტენების გამოყენებას, რომლებიც აუცილებელია 5G ქსელის ამოქმედება-გავრცელებისათვის. თავის მხრივ, ადგილობრივი კავშირგაბმულობის ოპერატორები ცდილობენ დააჩქარონ 5G ქსელის გამოყენება და იმედოვნებენ მთელ რიგ უპირატესობებს სამომავლოდ. უპირველეს ყოვლისა, მეხუთე თაობის ქსელის ამოქმედება საშუალებას მისცემს დაჩქარდეს ინტერნეტ-ნივთების განვითარება და ასევე ბიძგს მისცემს ავტონომიური ტრანსპორტის განვითარებასაც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად შვეიცარიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ეშინია 5G ანტენების გამოსხივების, რამაც მათ აზრით შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე. https://3dnews.ru/986534
-
კომპანია Chieftec-მა დაამზადა კვების ბლოკი Chieftronic PowerPlay: სერიაში შევა სხვადასხვა სიმძლავრის ხუთი მოდელი. ახალი მოწყობილობები აღჭურვილია პრემიუმ-დონის იაპონური კონდენსატორებით. გაგრილებაზე პასუხისმგებელია 140-მილიმეტრიანი ვენტილატორი, რომელიც დაბალ ხმას გამოსცემს. სერიაში შესულია მოდელები 80 PLUS Gold სერტიფიკაციით (550, 650 და 750 ვატი) და 80 PLUS Platinum (850 და 1050 ვატი). მოწყობილობების სიგრძეა 160 მილიმეტრი, რისი წყალობითაც ისინი თავსებადია პრაქტიკულად ყველა სისტემასთან, რომელთაც აქვთ ATX ფორმატის კვების ბლოკის დაყენების მხარდაჭერა. Chieftronic PowerPlay მოწყობილობის აღსანიშნავი მახასიათებელია სადენების მოდულური სისტემა. მწარმოებელი ასევე ხაზს უსვამს კორპუსის ხარისხიან მასალას და ვენტილატორის ბადის ორიგინალურ დიზაინს. მოწყობილობის გაბარიტებია 160 × 150 × 86 მმ. სადენი კონექტორები სადენის სიგრძე მმ კვების ბლოკებში რეალიზებულია უსაფრთხოების შემდეგი საშუალებები: OVP (ქსელში დატვირთვის გაზრდისას დაცვა), OPP (დაცვა გადატვირთვისგან), OCP (ბლოკის ცალკეული ერთეულების გადატვირთვისგან დაცვა), SCP (მოკლე ჩართვისაგან დაცვა) და OTP (დაცვა გადახურებისაგან). მოწყობილობები ბაზარზე მალე გამოვა. ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://3dnews.ru/986562
-
გამომცემლობა Business Insider-ის ანიმაციური ჯგუფი თავის ბოლო ნაშრომში ხელმძღვანელობდა არა პრინციპით “თუ“, არამედ „როდის“. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის მთელი ყინულის დადნობის საკითხი ჯერ კიდევ ეჭვქვეშაა, თავად მყინვარების გლობალური დნობის ფაქტი ფაქტად რჩება. აქედან გამომდინარე, სწორედ დროა ადამიანებმა გაფრთხილება მიიღონ იმის შესახებ, თუ რა ელით ახლო მომავალში. ჯერ კიდევ 2015 წელს NASA-მ გააკეთა პროგნოზი, რომლის თანახმადაც მსოფლიო ოკეანის დონის 90 სანტიმეტრით აწევა ფაქტობრივად გარდაუვალია და ეს მოხდება უახლოეს ათწლეულში, ასე რომ დროული რეაგირებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა მოჰყვება მთელი პლანეტის ყინულის დნობას (წყლის დონე 65,8 მეტრით აიწევს), თუმცა მშვიდად ყოფნის საბაბი კაცობრიობას მაინც არ აქვს. ისეთი ქალაქების დაკარგვა, როგორებიცაა ვენეცია, კალკუტა, შანხაი - მწვავედ აისახება ყველა სფეროზე: მილიონობის მაცხოვრებლის სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე, სავაჭრო და საწარმოო ობიექტების განადგურება, მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის დეგრადაცია და ა.შ. რისკის ქვეშ არის ქალაქები - ფლორიდა, მუმბაი (ბომბეი), დაკარი, სიდნეი, ახალი ორლეანი და უამრავი სხვა. რუკაზე პირველადი დაკვირვებისას ცვლილებები არც ისე კატასტროფულად გვევლინება - ფანტასტიკური ჟანრის ფილმებისგან განსხვავებით, ხმელეთის უდიდესი ნაწილი გადარჩება წყლის დონის თუნდაც ათეულობით მეტრით მომატების შემთხვევაშიც. თუმცა ჩაიძირება პორტების უმეტესობა და საზღვაო გადაზიდვებისა და ტრანსპორტის სისტემის ფაქტობრივად ნულიდან შექმნა იქნება საჭირო. კაცობრიობას მოუწევს გლობალური ცვლილებების განხორციელება, რათა ადაპტირდეს ახალ პირობებთან. ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=VbiRNT_gWUQ https://www.techcult.ru/science/6714-kak-budet-vyglyadet-zemlya-esli-rastaet-ves-led-na-planete
-
სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა ჩადო 2,6 მლნ ევროს (2,9 მლნ $) ოდენობით ინვესტიცია კრიპტო-ჰარდვეარ სტარტაპ Ledger-ში. ფრანგულმა ბიზნეს-ჟურნალმა Capital-მა დაწერა, რომ ინვესტიციების სახით სტარტაპი იღებს დაახლოებით 290 მლნ აშშ დოლარს. Ledger-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ Samsung-მა მხარი დაუჭირა სტარტაპს, თუმცა სამომავლო შედეგების დადასტურების შესახებ არაფერი უთქვამს. თავის მხრივ არც Samsung-ის წარმომადგენელმა გააკეთა კომენტარი ამ თემაზე პრესასთან. ეს სიახლე დაემთხვა მოვლენას, როდესაც Ledger-მა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა Pascal Gauthier. არსობრივად ეს ინვესტიცია ფინანსირების წინა რაუნდის გაგრძელებაა. A რაუნდისას მოხდა 7 მლნ აშშ დოლარის მოზიდვა 2017 წელს, B სერიაში - 75 მლნ დოლარისა 2018 წელს. გაურკვეველია, არის თუ არა Samsung-ის მიერ ჩადებული ინვესტიცია უფრო მსხვილი ფინანსირების რაუნდის ნაწილი. Ledger-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა Éric Larchevêque-მა დაადასტურა ინვესტირება, თუმცა უარი განაცხადა სხვა სახის კომენტარებზე - აღნიშნავს Capital. Larchevêque-მა Twitter-ზე დაწერა: „ყოველთვის დაგვჭირდება ჰარდვეარ-საფულეები, მაგრამ კომპანიონობა რომ გავუწიოთ პირად სუვერენიტეტზე დაფუძნებულ კრიპტო რევოლუციას - ამაში მთავარ როლს სმარტფონები შეასრულებს“. Larchevêque ამჟამად Ledger-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. Ledger-ი ამ დროისათვის მუშაობს სხვადასხვა ბანკსა და კომპანიასთან, რათა მათ შესთავაზოს შენახვის რამოდენიმე ვარიანტი. როგორც ცნობილია, დეპოზიტური ღონისძიება იაპონურ ბანკ Nomura-სთან ამოქმედდება 2020 წელს. ამავე დროს, Ledger-ი თანამშრომლობს ლიცენზირებულ ჰონგკონგურ Legacy Trust-თანაც, რათა შესთავაზოს Ethereum-ზე დაფუძნებული ტოკენების შენახვის სერვისები. რაც შეეხება Samsung-ს, იგი ცოტა ხანია, რაც კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სივრცეში შეიჭრა. მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მისი ახალი ფლაგმანური სმარტფონების სერია Galaxy S10 წარმოდგენილი იქნება კრიპტო-საფულის ფუნქციით. ამასთანავე, ახლა უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია მუშაობს საკუთარ უნიკალურ Ethereum-ბლოკჩეინზე. სავსებით შესაძლებელია, რომ Samsung-მა ოდესმე საკუთარი ტოკენიც გამოუშვას - აცხადებს CoinDesk Korea. https://www.coindesk.com/samsung-invests-2-9-million-into-crypto-hardware-startup-ledger
-
- 1
-
-
Microsoft შეუერთდა ელიტურ კლუბს, რომლის წევრობის ერთადერთი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში - კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია უნდა შეადგენდეს 1 ტრილიონ დოლარს ან მეტს. ამავე დროს კომპანია Microsoft-მა მიიღო აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანიის ტიტულიც. პროგრამულმა გიგანტმა ბარიერი გადალახა რამოდენიმე დღის წინ, როდესაც მისი აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა მოსალოდნელი შემოსავლებისა და მოგების წყალობით. მესამე კვარტალში Microsoft-ის შემოსავალმა 30,6 მლრდ დოლარი შეადგინა, სუფთა მოგებამ კი - 8,8 მილიარდი. ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო Windows-ის, Xbox-ის, საძიებო რეკლამებისა და Surface-ს ქვეგანყოფილებების მაღალი ეფექტურობით. ფასიან ქაღალდებზე ფასის მატებამ Microsoft-ი აქცია მესამე ამერიკულ კომპანიად, რომელმაც მიაღწია ბაზრის კაპიტალიზაციის ასეთ გრანდიოზულ მაჩვენებელს. გასული წლის აგვისტოში Apple გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც ამ მიზანს მიაღწია, თუმცა მისი ამჟამინდელი ბაზრის კაპიტალიზაცია 976 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ერთი თვის შემდეგ Apple-ის გზას მიჰყვა Amazon-იც მცირე ხნით, ამჟამად კი იგი შეფასებულია 935 მილიარდად. ამიტომაც, აქციების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე, ამჟამად Microsoft-ია აშშ-ის (და, როგორც ჩანს, მსოფლიოსიც) ყველაზე ძვირადღირებული კომპანია. სოფთვეარ-გიგანტმა ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლით Apple-ს გაუსწრო ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში. კომპანია Mictosoft-ს ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია 1-ტრილიონიანი ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებით. https://3dnews.ru/986504
-
- 2
-
-
NVIDIA-ს სხვა AIB-პარტნიორების მსგავსად კომპანია Inno3D-მაც წარადგინა ახალი ვიდეო ბარათ GeForce GTX 1650-ის საკუთარი ვერსიები. კომპანიამ დაამზადა ორი მოდელი: GeForce GTX 1650 Twin X2 OC და GTX 1650 Compact, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გაგრილების სისტემითა და GPU-ის სიხშირით. ახალი ბარათებიდან უფროსი მოდელია GeForce GTX 1650 Twin X2 OC. იგი აღჭურვილია საკმაოდ დიდი მონოლითური რადიატორის მქონე გაგრილების სისტემითა და ორი 80-მილიმეტრიანი ვენტილატორით. თავის მხრივ, GeForce GTX 1650 Compact ვიდეო ბარათს უფრო კომპაქტური გაბარიტები აქვს შედარებით მცირე ზომის რადიატორისა და მხოლოდ ერთი ვენტილატორის წყალობით, თუმცა ამ ვენტილატორის დიაგონალი 100 მილიმეტრს შეადგენს. რაც შეეხება ტაქტის სიხშირეებს, უმცროსი GeForce GTX 1650 Compact მოდელის ეტალონური სიხშირეა 1485/1665 მეგაჰერცი. უფრო მოდელი კი წარმოდგენია ქარხნული ოვერქლოქინგით, რისი წყალობითაც Boost-რეჟიმში მისი სიხშირე 1719 მეგაჰერცს შეადგენს. ორივე ვიდეო ბარათს აქვს 4 გიგაბაიტი GDDR5 მეხსიერება და ორივეს ეტალონური სიხშირე 2000 მეგაჰერცია, ეფექტური კი - 8000 მეგაჰერცი. ორივე ვიდეო ბარათი აგებულია მცირე სიგრძის, ერთმანეთის იდენტურ PCB-დაფაზე, რის გამოც GeForce GTX 1650 Twin X2 OC მოდელის გაგრილების სისტემა ოდნავ სცდება დაფის ფარგლებს. დამატებითი კვება ვიდეო ბარათებს არ სჭირდება - აუცილებელ 75 ვატს ისინი PCI Express სლოტიდან იღებენ. ბარათებზე წარმოდგენილია ერთი HDMI 2.0b და ორი DisplayPort 1.4. Inno3D GeForce GTX 1650 Twin X2 OC და GTX 1650 Compact ვიდეო ბარათების გაყიდვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მათი ზუსტი ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ღირებულება სტანდარტული 149 აშშ დოლარისაგან დიდად განსხვავებული არ იქნება. https://3dnews.ru/986468
-
- 1
-
-
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინჟინრებმა შეიმუშავეს იმპლანტი, რომელსაც შეუძლია ტვინის სიგნალები სინთეზირებულ საუბრად აქციოს. ეს მიღწევა გარემოცვასთან კომუნიკაციაში დაეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც დარღვეული აქვთ სამოძრაო და სამეტყველო აპარატის ფუნქციები. მეცნიერების მიერ შექმნილი სისტემა არ ცდილობს ამოიცნოს და წაიკითხოს პაციენტის აზრები - ამის ნაცვლად იმპლანტი აგროვებს ტვინის ცალკეულ სიგნალებს, ნეიროქსელი კი გარდაქმნის მათ სინთეზირებულ საუბრად. ჯერჯერობით ახალი სისტემა იდეალურად ვერ მუშაობს - ხანდახან იგი დამახინჯებულად გამოთქვამს სიტყვებს, არასწორად აღიქვამს ტვინის სიგნალებს, ნათქვამია კვლევაში. თუმცა ამჟამინდელ მდგომარეობაშიც კი იმპლანტი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პირებს კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. ამავე სფეროში სხვა სიახლეს რაც შეეხება, გარკვეული პერიოდის წინ შანხაის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს ინვაზიური ნეიროინტერფეისი, რომელიც ელექტრო იმპულსების მეშვეობით თავის ტვინის ქერქის სტიმულირების გზით საშუალებას აძლევდა პარალიზებულ ადამიანებს ესარგებლათ პლანშეტით. https://hightech.fm/2019/04/25/mit-neuro
-
Carnegie Mellon University-ს ბიორობოტექნიკის ლაბორატორიაში შეიქმნა მოდულური გველისმაგვარი რობოტი. თავდაპირველად იგი შემუშავებული იყო რთულად მისადგომ ადგილებში შეღწევისათვის სამძებრო-სამაშველო მისიებში ან საინჟინრო ინფრასტრუქტურის შემოწმების მიზნით. მოგვიანებით კი მან გამოყენება ჰპოვა რობოტექნიკის სფეროს სხვადასხვა მიმართულებაში. რამდენიმე წლის წინ რობოტი გადაკეთდა მოდულურად, რამაც ინჟინრებს საშუალება მისცა სხვადასხვა კომბინაციებით აეწყოთ, გადაეწყოთ დეტალები და შეეცვალათ გაუმართავი სეგმენტები. რობოტის მოდულებისაგან CMU-ის სტუდენტებმა შექმნეს მთელი რიგი სხვადასხვა მოწყობილობის სერია, მათ შორისაა რობოტი ობობა, რომელსაც ექვსი რობოტიზებული კიდური აქვს. მოწყობილობებიდან კიდევ ერთ-ერთია მანიპულატორი, რომელიც ზურგჩანთასავით ემაგრება ზურგზე ადამიანს. პროექტის ავტორია CMU-ის დოქტორანტურის სტუდენტი ჯულიან უიტმენი. პროექტის მთავარი იდეაა რობოტის მეშვეობით განხორციელდეს ისეთი ოპერაციები, რისი კეთებაც რთულია ორი ხელისათვის. დამხმარე „მესამე ხელი“ იმართება ჩვეულებრივი გეიმპადის მეშვეობით. როგორც უიტმენი აცხადებს, რობოტზე შესაძლებელია კიდევ რამოდენიმე კიდურის დამატება - იმდენის, რა წონის აწევასაც ადამიანი შეძლებს. შეზღუდვები დაკავშირებულია მხოლოდ „კიდურების“ კონტროლირების პროცესთან. https://www.techcult.ru/robots/6632-kogda-dvuh-ruk-slishkom-malo
-
ბევრი ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით იქმნება მოქალაქეების იდენტიფიკაციისა და თვალთვალის სისტემა, რაც დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში წერტილს დაუსვამს საზოგადოებრივ ანონიმურობას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მოიძებნება ხალხი, ვინც ეძებს საშუალებებს - გვერდი აუაროს სისტემას, ტოტალურ კონტროლს. ბელგიელმა ინჟინრებმა გასულ კვირას გამოქვეყნეს სტატია, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ არის შესაძლებელი გამოსახულების იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის სისტემის მოტყუება უბრალო დაბეჭდილი შაბლონების მეშვეობით. მაგალითად, საკმარისია ადამიანმა კისერზე ჩამოიკიდოს სპეციალური ნაბეჭდი ფერადი ფირფიტა და იგი ხელოვნური ინტელექტისათვის უხილავი გახდება. ეს ფაქტი შესაძლოა უცნაურად ჩანდეს, თუმცა რეალურად საუბარი ეხება ხელოვნური ინტელექტის სამყაროსთვის დამახასიათებელ საკმაოდ ცნობილ მოვლენას. ამგვარ შაბლონებს უწოდებენ „მოწინააღმდეგე ნიმუშებს“, ისინი იყენებენ, სარგებლობენ კომპიუტერული ხედვის ნაკლოვანებებით. შედეგად კი მიიღწევა ვიზუალური ტყუილი და ხელოვნური ინტელექტი ხედავს იმას, რაც არ არის. უამრავი მკვლევარი იძლევა გაფრთხილებას ამგვარი მოწინააღმდეგე ნიმუშების გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ასეთი სახით შესაძლებელია შეცდომაში შევიდეს უპილოტო ავტომობილი, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი საგზაო ნიშანი უბრალო განათების ბოძად აღიქვას. https://www.techcult.ru/technology/6711-specialnye-tablichki-delayut-cheloveka-pochti-nevidimym
-
გარდა იმისა, რომ Google Maps მომხმარებლებს უჩვენებს სად არის განთავსებული ელექტრო დამტენი სადგურები, აგრეთვე ფიქსირდება ინფორმაცია, მუშაობს თუ არა კონკრეტული სადგური რეალურ დროში. ახალი ფუნქცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გარკვეულ რეგიონებში. Google-მა ელექტრომობილების დასატენი სადგურების ადგილმდებარეობის ამსახველი ცნობები Maps-ზე ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაამატა. იმ პერიოდში მოწყობილობა მომხმარებელს უჩვენებდა ერთ ტერიტორიაზე არსებული დამტენი მოწყობილობების რაოდენობას, აგრეთვე მათ სიმძლავრეს, ფასს და სხვა მძღოლების მიერ გაკეთებულ შეფასება-გამოხმაურებებს. ამ ფუნქციის ბოლო განახლების შედეგად კი მძღოლები შეძლებენ იხილონ რეალურ დროში მუშაობს თუ არა კონკრეტული სადგური მანამდე, სანამ მისკენ გაემართებიან. მხარდაჭერილი დამტენი მოწყობილობების ახალ ჩამონათვალში არ არის მითითებული Tesla-ს Supercharger-ები, რადგანაც ისინი თავდაპირველ ანონსშივე არსებობდა გასული წლიდან და წარმოდგენილია აპლიკაციაში. თუმცა Supercharger-ები არ ასახავენ ახალ ინფორმაციას ფასებზე რეალურ დროში. უახლოესი დამტენი სადგურების შესახებ ინფორმაციის ნახვა მომხმარებლებს შეუძლიათ “EV charging stations” - ძებნით Google Maps-ში, რისთვისაც გამოყენებადია დესკტოპ-კომპიუტერი, Android, iOS და Android Auto. https://www.theverge.com/2019/4/23/18512330/ev-charger-google-maps-real-time-charging-status-electric-car
-
ხუთი წლის შემდეგ ყველა მივირთმევთ CRISPR-ის მიერ მოდიფიცირებულ საკვებს - მიიჩნევს გენეტიკოსი, რომელმაც შექმნა გენების რედაქტირების ეს დაუჯერებელი ტექნოლოგია. სანამ ეთიკის სპეციალისტები განიხილავენ CRISPR-ის სარგებლიანობას ჯანდაცვის სფეროში, ამ ინსტრუმენტის შემქმნელი თვლის, რომ იგი საუკეთესო გამოყენებას ჰპოვებს ადამიანის საკვების გაუმჯობესების საკითხში. – „ვფიქრობ, უახლოეს ხუთ წელიწადში ვიხილავთ CRISPR-ის გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ზეგავლენა განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სეგმენტზე მოხდება“ - აცხადებს Jennifer Doudna, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის გენიტიკოსი, რომელმაც შექმნა CRISPR 2012 წელს ბაქტერიებზე ექსპერიმენტირებისას. CRISPR-ს გააჩნია ათობით პოტენციური გამოყენების შესაძლებლობა ისეთ დაავადებებში, როგორიცაა უჯრედული ანემია, სხვადასხვა ფორმის სიბრმავე. არც ისე დიდი ხნის წინ კი CRISPR-ინსტრუმენტის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო ფაქტით, რომელიც მეტად საკამათო აღმოჩნდა: ჩინელმა მეცნიერმა ინსტრუმენტის მეშვეობით დაარედაქტირა ტყუპი გოგონების დნმ, რის გამოც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მის ექსპერიმენტს უარყოფითად გამოეხმაურა თავად Jennifer Doudna-ც. „არსებობს CRISPR-ის პრაქტიკული გამოყენების საშუალებები, რომელთა შედეგების ნახვას შევძლებთ სურსათის მაღაზიებსა და ფერმებში უახლოეს ათწლეულში“ - აცხადებს Doudna. ინსტრუმენტის მიმზიდველობა კვების სეგმენტში მარტივია: იგი უფრო იაფი და ადვილია ტრადიციული სელექციის მეთოდებთან შედარებით, მათ შორის იმ მეთოდზეც, რომელიც ამჟამად გამოიყენება გენეტიკურად მოდიფიცირებული (გმო) კულტურების გამოსაყვანად. -„იქ, სადაც მცენარის გამოყვანის ტრადიციული მეთოდები ამა თუ იმ სახეობის გენომს ბლაგვი დანით ჭრიან, CRISPR-ინსტრუმენტი სკალპელის სიზუსტითა და სიფრთხილით მოქმედებს“. CRISPR-ზე მუშაობა უკვე ხუთ წელიწადზე მეტია გრძელდება, თუმცა ამერიკულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაუშვეს CRISPR-პროდუქტების ბაზარზე გატანა. ამ თემაზე გავრცელებული მწვავე გამოხმაურებების მიუხედავად Doodna თვლის, რომ CRISPR-საკვები ხელს შეუწყობს გმო-ს ირგვლივ დათესილი შიშის გაქრობას და გაზრდის ადამიანების ცნობადობას, თუ რა როლი გააჩნია მეცნიერებას სასოფლო მეურნეობაში. მისი აზრით, სხვა რომ არაფერი ითქვას, მილიარდობით ადამიანია გამოსაკვები. https://hi-news.ru/research-development/sozdatel-crispr-cherez-5-let-my-vse-budem-est-pishhu-s-otredaktirovannymi-genami.html
-
ამერიკულმა კომპანია Tesla Motors-მა გადაწყვიტა უარი თქვას NVIDIA-ს პროცესორების საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებაზე. როგორც ცნობილი გახდა, კომპანია აპირებს საკუთარი ძალებით შექმნას პლატფორმა, რომელიც ავტოპილოტის საფუძველი გახდება. CPU-ის სახელწოდება იქნება Tesla FSD. კრისტალი დამზადდება 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე სამხრეთკორეული ტექნოლოგიური კომპანია Samsung-ის მიერ. მას ექნება 260 კვ.მმ ფართობი და 6 მლრდ ტრანზისტორი. CPU-ის სიხშირე იქნება 2,2 გიგაჰერცი. ცენტრალური პროცესორი აგებულია 12-ბირთვიანი ARM Cortex-A7-ის ბაზაზე. გრაფიკული კონტროლერი იმუშავებს 1 გიგაჰერც სიხშირეზე, ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი კი - 2 გიგაჰერცზე. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საფირმო პროცესორი სიმძლავრით 21-ჯერ გადააჭარბებს NVIDIA-ს პროცესორს, რომელზეც Tesla Motors-მა უარი განაცხადა. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/26067/tesla-otkazhetsja-ot-processorov-nvidia-i-vypustit-svoj-cpu-kotoryj-budet-v-21-raz-bystree
