-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
2019 წლის ბოლო კვარტლის შეჯამების შედეგად ანალიტიკური სააგენტო Counterpoint Research-ის ექსპერტებმა დაასახელეს ხუთი ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომელიც აწარმოებს სმარტფონებს. რეიტინგი შედგა მაღაზიებში სმარტფონების მიწოდების შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე, ფაქტობრივად გამოშვებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით. რეიტინგის ტოპ-ხუთეულში შევიდა: Apple - 18% Samsung - 18% Huawei (Honor-თან ერთად) -14% Xiaomi - 8% Vivo - 8 % როგორც ვხედავთ Apple-სა და Samsung-ს, ასევე Xiaomi-სა და Vivo-ს მსგავსი შედეგები აქვთ და უმნიშვნელოდ განსხვავდებიან მონაცემებით. მათ შორის კი მყარი პოზიცია უჭირავს კომპანია Huawei-ს იმ პროდუქციის გათვალისწინებითაც, რომელსაც აწარმოებს მისი შვილობილი ბრენდი Honor. აღსანიშნავია მოცემულ რეიტინგში საკმაოდ ახალგაზრდა ბრენდ Vivo-ს მოხვედრა, მან ზემოთხსენებულ პერიოდში განახორციელა დაახლოებით 31 500 000 სმარტფონის მიწოდება. 2019 წლის მეოთხე კვარტალში მაღაზიებში გაგზავნილ იქნა სხვადასხვა კომპანიის წარმოებული 401 მილიონზე მეტი სმარტფონი, რაც 2%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/34971/eksperty-nazvali-top-5-samyh-populyarnyh-proizvoditelej-smartfonov-za-chetvertyj-kvartal-2019-goda
-
Xiaomi უამრავი სახის მოწყობილობასა და ელექტრონულ ტექნიკას უშვებს, სხვადასხვანაირი ელექტროველოსიპედი და მოპედებიც არ წარმოადგენს გამონაკლისს. ჩინურმა კომპანიამ საკუთარი მიკროსაინვესტიციო პლატფორმა Youpin-ის მეშვეობით წარადგინა ახალი ელექტრომოპედები - A1 და A1 Pro მოდელები, რომელთაც აწარმოებს კომპანია 70mai. A1 და A1 Pro საკმაოდ კომპაქტური მოდელებია და შესანიშავად ერგება მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა გემოვნებას განსაკუთრებით მათი კაშკაშა შეფერილობის გათვალისწინებით. მოპედებს აქვთ სატერფულები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება ბატარეის დაცლის შემთხვევაში. კომპატური ზომის წყალობით მოპედი საკმაოდ მსუბუქია და იწონის სულ რაღაც 52 კილოგრამს. 16-დუიმიანი საბურავები წარმოდგენილია უკანა ძრავით. Xiaomi-ს არ დაუკონკრეტებია ნომინალური სიმძლავრე, თუმცა ძრავის ზომიდან გამომდინარე იგი დაახლოებით 750 ვატის ტოლი იქნება. მოპედებში გამოყენებულია 48-ვატიანი ელექტროსისტემა, A1 Pro მოდელს ერთ დამუხტვაზე შეუძლია გაიაროს 70 კილომეტრი, A1 მოდელს კი - 60 კმ, რაც განპირობებულია იმით, რომ პირველი მათგანის ბატარეის მოცულობა 960 ვტ/სთ-ა, მეორისა კი - 768 ვტ/სთ. აკუმულატორები მოხსნადია და შესაძლებელია მათი დატენვა მოპედისგან განცალკევებით. ორივე მოდელს აქვს აქვს სრული დაკიდების სისტემა და დისკური მუხრუჭი ჰიდრავლიკური სისტემით, ამავე დროს უკანა საბურავი წარმოდგენილია დოლური მუხრუჭით. ორივე მოპედზე დაყენებულია ფერადი დისპლეი, თუმცა სენსორული მართვის სისტემა მხოლოდ A1 Pro მოდელს აქვს. ასევე მხარდაჭერილია ხმოვანი მართვის ფუნქცია. ხელმისაწვდომია ინტეგრირებული GPS-ნავიგატორი, რაც მეტად სასიამოვნო მახასიათებელია 420 აშშ დოლარიანი მოპედის კვალობაზე. მოპედის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 25 კმ/სთ-ს, რაც შეესაბამება ჩინეთის ტერიტორიაზე ელექტროველოსიპედების მოძრაობის დასაშვებ სიჩქარეს. კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი გახლავთ 1080p კამერა ფართოკუთხიანი 130-გრადუსიანი ობიექტივით ვიდეოგადაღებისთვის. A1 Pro ვერსიას აქვს შიდა მეხსიერება, A1 მოდელში კი საჭიროა SD ბარათის გამოყენება. А1 მოდელის ფასი 424 აშშ დოლარია, თუმცა ეს გახლავთ სააქციო ფასი გამოშვებამდე, შემდგომში კი მისი ფასი იქნება 523 აშშ დოლარი. A1 Pro ვერსიის ფასი აქციით 566 აშშ დოლარია, გამოშვების შემდეგ კი გაიყიდება 655 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/1006963
-
კრიპტოსავალუტო პლატფორმა Bakkt-ის მიერ შემოთავაზებული Bitcoin-ფიუჩერსებისადმი ინტერესი კვლავ იზრდება. მარტში Bitcoin-ით ანგარიშსწორების ოპერაციების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 44% -ით გაიზარდა. „Bitcoin-ის ფიზიკური მიწოდება Bakkt-ზე მარტში 44%-ით გაიზარდა, თუმცა ღირებულება დოლარებში უცვლელი რჩება. მიუხედავად ბაზრის მცირეხნისწინანდელი არასტაბილურობისა, Bakkt ძალიან არ დაზარალებულა“ - აღნიშნავენ Arcane Research-ის ანალიტიკოსები. ამავდროულად ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ვაჭრობის მოცულობის საერთო ვარდნას Bitcoin-ის ფასის კლების ფონზე. Bakkt Volume Bot-ის მონაცემებით 25 მარტს Bakkt-ში გაიარა 7.7 მლნ აშშ დოლარმა, ღია ინტერესი შეადგენდა 4.2 მილიონს. Bitcoin-ში გაანგარიშებული რეგულირებადი ფიუჩერსებით ვაჭრობა შედგა 2019 წლის სექტემბერში - Bakkt-ის სრულფასოვანი ამუშავების დაწყებამდე. https://forklog.com/obem-bitkoin-sdelok-na-platforme-bakkt-uvelichilsya/
-
კორპორაცია Intel-ის სავაჭრო მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდა ახალი ნიშანი - EVO. ამ სავაჭრო ნიშნის გამოყენების სფერო საკმაოდ ბუნდოვნადაა აღწერილი - მასში შესაძლოა მოაზრებოდეს როგორც პროგრამული, ისე აპარატული უზრუნველყოფა. ლეპტოპების, პლანშეტების, ჩიპსეტებისა და პროცესორების პარალელურად გამოყენებული კომპონენტების სიაში აგრეთვე შედის ვიდეო დაფები. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც კომპანია სრული თავდაჯერებულობით აპირებს დისკრეტული გრაფიკის ბაზარზე დაბრუნებას. არსებული DGx სერიების აღნიშვნები კი ფუნქციონალურია და არა კომერციული. მეორე მხრივ, სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცალსახად იმას, რომ Intel მას ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოყენებს. https://overclockers.ru/hardnews/show/102435/intel-evo-novaya-torgovaya-marka-proshla-registraciju
-
გეიმინგ-სმარტფონები ბევრისთვის საკმაოდ საკამათო მოწყობილობებს წარმოადგენს, თუმცა სულ უფრო მეტ მწარმოებელ კომპანიას სურს ასორტიმენტში ჰქონდეს მსგავსი გადაწყვეტილება. სულ მალე ამგვარი სმარტფონი გამოჩნდება Lenovo-ს არსენალში და მისი სახელი იქნება Legion. ჩინურმა კომპანიამ უკვე დააანონსა სიახლე და ცნობილია მისი გარკვეული მახასიათებლები. რესურსი Pricebaba Daily გვაცნობებს, რომ ჩინეთის პატენტების მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინა ჩანაწერები ახალი Lenovo Legion-ის შესახებ. მოცემულ ჩანაწერს თანდართული ჰქონდა მოწყობილობის ფოტოებიც, რომლის თანახმად ცნობილი ხდება, რომ სმარტონი წარმოდგენილი იქნება შავ-წითელ ფერებში. როგორც ვხედავთ, მოწყობილობის უკანა პანელი წარმოდგენილია საკმაოდ აგრესიულ სტილში და შუა ნაწილში აქვს წარწერა Legion. ყურადღებას იპყრობს სიტყვა “Cool”, რომელიც მაღალი წარმადობის მქონე გაგრილების სისტემაზე მიუთითებს. თავად Lenovo-ს განცხადების თანახმად სისტემამ უნდა უზრუნველყოს გაგრილება კონკურენტების მოწყობილობებზე უკეთ. მონაცემებში ნახსენებია ბატარეის მოცულობა 5050 მა/სთ და Snapdragon 855 პროცესორი, თუმცა Lenovo-მ დაადასტურა, რომ ახალ სმარტფონს ექნება უფრო მძლავრი Snapdragon 865. როგორც ჩანს, სმარტფონის გამოსვლა უფრო ადრე იყო დაგეგმილი და ეყრდნობოდა გასული წლის ფლაგმანურ პლატფორმას. სმარტფონ Lenovo Legion-ის კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი გახლავთ ორი USB Type-C პორტი. ერთ-ერთი მათგანი განთავსდება სტანდარტულ ადგილას - კორპუსის ქვედა ნაწილში, მეორე კი - გვერდით მხარეს. ორი პორტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სმარტფონი დაიმუხტოს თამაშის პროცესშიც - მაშინაც კი, როდესაც მასზე რაიმე სახის გეიმინგ-აქსესუარი იქნება მიერთებული. https://3dnews.ru/1006892
-
შეერთებული შტატების კომისიამ CFTC ერთხმად დაამტკიცა საბოლოო სახელმძღვანელო მითითება კონტრაგენტის ან სავაჭრო პლატფორმის მიერ მოწოდებული ციფრული აქტივების ფაქტობრივი მიწოდების დადგენილების შესახებ. მარეგლირებელმა ორგანომ დაასახელა ორი მთავარი ფაქტორი, რომლებიც ასახავს ფაქტობრივ მიწოდებას ”საცალო სასაქონლო ოპერაციებით ციფრული ვალუტების გამოყენებით”. პირველი - ეს გახლავთ მყიდველი, რომელსაც უზრუნველყოფილი აქვს: „საქონლის მთლიანი მოცულობის ფლობა და კონტროლი მიუხედავად იმისა, შეძენილ იქნა იგი საკრედიტო ბერკეტისა თუ დაფინანსების სხვა მექანიზმის გამოყენებით; საქონლის მთლიანი მოცულობის თავისუფლად გამოყენება ვაჭრობაში (გარიგების შესრულების რაიმე კონკრეტული ადგილის გარეთ) გარიგების თარიღიდან 28 დღის ვადაში და მის შემდეგ. მეორე - გახლავთ გამყიდველი, რომელიც: არ ინარჩუნებს წილს, კანონიერ უფლებასა და კონტროლს ნასესხები სახსრებით ან სხვა ფინანსური პირობებით შეძენილ პროდუქტზე ტრანზაქციიდან 28 დღის ამოწურვის შემდეგ. CFTC-მა პირველად სახელმძღვანელო მითითებები გასცა 2017 წელს იმ მომენტიდან, რაც კრიპტოვალუტა ფაქტიურად გადაეცემა მყიდველს. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე მკაფიო წესების არარსებობამ გამოიწვია ის, რომ მარეგულირებელმა ორგანომ ბირჟა Bitfinex დააჯარიმა 75 ათასი აშშ დოლარით მომხმარებლებისთვის პროდუქტის არასწორი გადაცემის გამო. CFTC-ის თავმჯდომარემ ჰიტ ტარბერტმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმძღვანელო მითითებების საბოლოო ფორმულირებისთვის მარეგულირებელმა ორგანომ იმოქმედა ციფრული აქტივების მომხმარებლებსა და კომპანიებთან, LabCFTC-სა და ტექნოლოგიების საკონსულტაციო კომიტეტთან ერთად. „ჯერჯერობით გაურკვეველია მოიკრებს თუ არა ძალებს ე.წ. „ვირტუალური ვალუტები“ ტრადიციული ვალუტებისა და სხვა სახის საქონლის ფონზე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აშშ კვლავ დარჩეს ლიდერად ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის კუთხით“ - განაცხადა ტარბერტმა. 2019 წელს CFTC- მა 1,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ჯარიმა შეაგროვა ციფრული ვალუტის ოპერატორების მიერ გადახდების ჩათვლით. https://forklog.com/cftc-vnesla-yasnost-v-opredelenie-dostavki-kriptovalyuty-pokupatelyu/
-
2003 წელს SARS კორონავირუსით გამოწვეული ატიპიური პნევმონიის გამო გაუქმდა საერთაშორისო კომპიუტერული გამოფენა Computex. 17 წლის შემდეგ ახალი კორონავირუსი გახდა Computex 2020-ის გაუქმების მიზეზი. გამოფენის ჩატარება დაგეგმილი იყო 2-6 ივნისისთვის. გასულ კვირას ტაივანის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ღონისძიებისთვის დაწესებული მზადებები და დადგენილი ვადა. მოგვიანებით კომპანიებმა, რომლებიც გამოფენაში მონაწილეობას გეგმავენ, ორგანიზატორებს თხოვნით მიმართეს გადაეწიათ გამოფენის ჩატარების ვადა, რადგან კარანტინის პირობებში მნახველების მოზიდვა სირთულეს წარმოადგენს. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ Computex 2020 გადაიდებოდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არ შედგება 10-12 ივნისისთვის დაგეგმილი CES Asia 2020. ოფიციალური ინფორმაციით Computex 2020 ჩატარდება 28-30 სექტემბერს. Consumer Electronics Showcase 2020-ის წარმატებული გამოფენის შემდეგ, რომელიც იანვარში გაიმართა, მრავალი ღონისძიება გაუქმდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რომელიც პანდემიაში გადაიზარდა. ჩამონათვალში შედის მობილური მსოფლიო კონგრესი 2020 (Mobile World Congress 2020), NVIDIA GTC 2020, AUVSI Xponential 2020, E3 2020, ასევე Google-ის, Microsoft-ისა და Apple-ის კონფერენციები. თითქმის ყველა მწარმოებელი თავიანთი ახალი პროდუქტების პრეზენტაციას ონლაინ-რეჟიმში ატარებს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34855/oficialno-computex-2020-sostoitsya-v-sentyabre
-
NVIDIA-ს გეგმა, რომ აპრილში გამოუშვებს ახალ მობილურ გრაფიკულ პროდუქტებს, ორი დამოუკიდებელი წყაროსგან დადასტურდა. სიახლის შესახებ განაცხადეს ჩინეთის მასმედიის საშუალებებმა კომპანიის პარტნიორების ცნობებზე დაყრდნობით, ანონსის მოახლოება ასევე გახმაურდა NVIDIA-ს წარმომადგენლების მიერ GTC 2020 ტრანსლაციის დროს. თებერვლის დასაწყისში რამდენიმე წყარომ განაცხადა, რომ NVIDIA-ს ახალი მობილური გრაფიკული გადაწყვეტილებების ანონსი მარტის ბოლოს შედგებოდა. კომპანიისთვის პირველი კვარტლის ბოლო თვის კავშირი არ არის კრიტიკული, რადგანაც ფისკალური კვარტალი თითქმის აპრილის ბოლომდე გრძელდება. სწორედ ეს ვითარება გამოიყენა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და ტრანსლაციის დროს განაცხადა, რომ ყველა ახალი პროდუქტი მზადდება გრაფიკის შესაბამისად და ზოგიერთი მათგანი დადებით გავლენას მოახდენს NVIDIA– ს შემოსავალზე მიმდინარე ფისკალური კვარტლის ბოლოს. თუკი საუბარი ეხება ლეპტოპებისთვის განკუთვნილ ახალ დისკრეტულ გრაფიკულ პროდუქტებს, შემოსავალზე მათი გავლენა საკმაოდ დიდი იქნება - ამ სეგმენტში მიწოდება დროულად დაიწყება, NVIDIA-ს პარტნიორები კი უკვე განიხილავენ აპრილში ახალი ლეპტოპების წარდგენას. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ პოპულარობას მოიპოვებს NVIDIA-ს გრაფიკული გადაწყვეტილებებისა და 7-ნანომეტრიანი AMD Renoir სერიის ჰიბრიდული პროცესორების კომბინაცია. NVIDIA უახლოეს პერიოდში იქნება მზად ისაუბროს ახალ პროდუქტებზე - განმარტა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა. NVIDIA-ს პარტნიორებთან დაახლოებული წყაროებით ცნობილი გახდა ინფორმაცია ახალი სერიის სამი ყველაზე მაღალი წარმადობის გრაფიკული პროდუქტის შესახებ. ფლაგმანი იქნება GeForce RTX 2080 SUPER, რომელშიც CUDA ბირთვების რაოდენობა 2944-დან 3072-მდე გაიზრდება. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა (8 გბ) და მისი სიხშირე (14 გჰც) უცვლელი დარჩება, გრაფიკული პროცესორის სიხშირე კი ოდნავ შემცირდება, რათა შენარჩუნდეს შესაბამისი ოპტიმალური პაკეტი. მომდევნო GeForce RTX 2070 SUPER ვარიანტს ექნება 2304-ის ნაცვლად 2560 CUDA ბირთვი. მეხსიერების მოცულობა და სიხშირე უცვლელი დარჩება (8 გბ, 14 გჰც), გრაფიკული პროცესორის სიხშირე ამ შემთხვევაშიც ოდნავ შემცირდება. ბოლო მოდელი იქნება მობილური GeForce RTX 2060 SUPER, რომელშიც აქტიური CUDA ბირთვების რაოდენობა გაიზრდება 1920-დან 2170 ერთეულამდე. ამ გრაფიკულ პროდუქტში დაგეგმილია მეხსიერების მოცულობის ზრდა - 8 გბ 6 გბ-ის ნაცვლად), სიხშირე - 14 გჰც უცვლელი დარჩება. მოცემულ სეგმენტში NVIDIA გაზრდის გრაფიკული პროცესორის სიხშირეებს 960/1200 მჰც-დან 1305/1480 მჰც-მდე. დიდი ალბათობით, ამის გამო GeForce RTX 2060-ისა და GeForce RTX 2060 SUPER-ის წარმადობის დონის განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება. https://3dnews.ru/1006760
-
დემოკრატების კანონპროექტი ეკონომიკის მხარდასაჭერად კორონავირუსული პანდემიის პირობებში ითვალისწინებს დოლარის ციფრული ვერსიისა და საფულის შექმნას მასტიმულირებელი გადახდების უზრუნველყოფისთვის. კანონპროექტის ამჟამად არსებული ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა და ცვლილებები კვლავ შევა მასში. ციფრული დოლარის ჩართვამ ცხარე დისკუსია გამოიწვია საფულეების ინფრასტრუქტურის კუთხით. ავტორები აღიარებენ, რომ საუბარი არ ეხება კრიპტოვალუტის შექმნას ან ბლოკჩეინის გამოყენებას. დოკუმენტის თანახმად ციფრული დოლარი განისაზღვრება, როგორც „ბალანსი, რომელიც გამოხატულია დოლარებით და მოიცავს ციფრული საბუღალტრო წიგნების ჩანაწერს, რომელიც აღირიცხება, როგორც ვალდებულებები ნებისმიერი სარეზერვო ფედერალური ბანკის ანგარიშებზე.” მეორე განმარტების თანახმად ეს გახლავთ აგრეთვე „ღირებულების ელექტრონული ერთეული, რომელიც ექვემდებარება შესაბამის ფინანსურ დაწესებულებებს“. ციფრული დოლარის საფულე კანონპროექტში ამგვარად განიმარტა: „ციფრული საფულე ან ანგარიში, რომელსაც ემსახურება ფედერალური რეზერვების ბანკი ნებისმიერი პირის სახელით. იგი წარმოადგენს აქტივს ან სერვისს ელექტრონულ მოწყობილობაში, რომელიც გამოიყენება ციფრული დოლარების შესანახად. ხსენებული დოლარები დაკავშირებული იქნება პირის ციფრულ ან ფიზიკურ მოწმობასთან“. დოკუმენტში აგრეთვე მოხსენიებულია „ტრანზიტული საფულე ციფრული დოლარებისთვის“. მასში მოიაზრება „ციფრული საფულე ან ანგარიში, მას ემსახურება კვალიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს გაერთიანებული სარეზერვო ბალანსის წილის უფლება“. კვალიფიცირებულ ფიზიკურ პირად კანონმდებლები მიიჩნევენ ნებისმიერ პირს 16 წლის ზემოთ, გარდა აშშ-ის პრეზიდენტისა. საფულის ბოლო ტიპი განკუთვნილი იქნება ხელისუფლებისგან მასტიმულირებელი გადახდების მიღებისთვის. ეს საფულეები დაცული იქნება ფედერალური სარეზერვო ფონდის სარეზერვო ბანკების მიერ ცალკეული იურიდიული პირების მეშვეობით. კანონპროექტი ბანკებს აძლევს რეკომენდაციას - დაუყოვნებლივ გახსნან მსგავსი ტრანზიტული საფულეები ციფრული დოლარებისთვის ონლაინ-რეჟიმში ან უშუალოდ სატელეფონო კავშირის საშუალებით. ბანკებს არ შეუძლიათ მათზე რაიმე სახის მოსაკრებლის დაწესება და ვალდებულნი არიან წარადგინონ ფუნქციები, რომლებიც არ ჩამორჩება ფინანსურ ბაზრებზე არსებული წინადადებებისგან. დოკუმენტში მითითებულია ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე, ამ პერიოდამდე უნდა შეიქმნას ტრანზიტული საფულეები ყველა მოქალაქისა და აშშ-ს რეზიდენტ კომპანიებისთვის. https://forklog.com/kongress-ssha-predlozhil-vklyuchit-tsifrovoj-dollar-v-paket-ekonomicheskih-stimulov/
-
კომპანია HP-მ გამოუშვა თიზერ-ვიდეორგოლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ახლოვდება მომდევნო თაობის Reverb VR-ჰედსეტის ანონსი. ხსენებული ჰედსეტი შექმნილია Valve-სა და Microsoft-ის მხარდაჭერით. HP-სა და Steam-ის ვებ-გვერდებზე ნათქვამია, რომ ახალი მოწყობილობა, სახელად Reverb G2 იქნება „უფრო მიმზიდველი, მოსახერხებელი და მეტად თავსებადი“ წინა თაობის მოდელთან შედარებით. აგრეთვე მითითებულია, რომ ჰედსეტი ახალი სტანდარტი გახდება ვირტუალური რეალობის მოწყობილობებში. თავის მხრივ HP ელექტრონულ შეტყობინებაში მას მოიხსენიებს „უკომპრომისო VR-ჰედსეტად“. მტკიცება ახალ სტანდარტსა და უკომპრომისობაზე გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ საუბარი ეხება high-end მოწყობილობას, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება პროფესიონალური საჭიროებებისთვის. Reverb-ის წინა მოდელის წარდგენა შედგა გასული წლის მარტში. კონკურენტებისგან მისი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია 2.9-დუიმიანი დისპლეები, რომელთა გაფართოება 2160 × 2160 პიქსელს შეადგენს. https://3dnews.ru/1006653
-
კომპანია Galaxy Digital-ის დამფუძნებელი მაიკ ნოვოგრაცი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის პანდემიით პროვოცირებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი პირველი კრიპტოვალუტისთვის გარღვევა იქნება: “Bitcoin დარჩება არასტაბილური კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მაკროეკონომიკური ფონი - ეს არის ის, რისთვისაც იგი შეიქმნა. ეს წელი უნდა გახდეს და გახდება BTC-ის წელი“ - განაცხადა მან. 13 მარტს წამყვანი კრიპტოვალუტის ფასი დაეცა ბაზრის სხვა წარმომადგენლების სინქრონულად მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. S&P 500 ინდექსმა 1987 წლიდან მოყოლებული უდიდესი დღიური ვარდნა განიცადა, გარკვეულ პერიოდში Bitcoin 4 ათასდოლარიან ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა. ნოვოგრაცმა კრიპტოვალუტის კოტირების მკვეთრი შემცირება ახსნა იმ დღეს აქტივების პანიკური გაყიდვით. გასულ კვირაში Bitcoin-ის ფასი დაუბრუნდა 6 ათას დოლარზე ზემოთ ნიშნულს და ბოლო დღეებში მერყეობს ფასის ამ დიაპაზონში. ძველად ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისი კრიპტოვალუტის მასობრივი მიღების პროცესს შეაფერხებს და გადადებს ერთი წლით ან წელიწადნახევრით. https://forklog.com/majk-novograts-etot-god-stanet-godom-bitkoina/
-
კომპანია IBM-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ შექმნა COVID-19 High Performance Computing Consortium - სამეცნიერო ლაბორატორიებისა და სუპერკომპიუტერების ცენტრების ალიანსი. იგი გამოიყენებს მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სუპერკომპიუტერების გამომთვლელ სიმძლავრეს კორონავირუსის წინააღმდეგ ძიებისა და მოდელირებისთვის. IBM-მა უკვე გამოიყენა სუპერკომპიუტერი Summit, რათა განესაზღვრა 77 ყველაზე პერსპექტიული კავშირი, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. ამჯერად მთელი მსოფლიოს მეცნიერებს შეუძლიათ გამოიყენონ სუპერკომპიუტერების თავისუფალი რესურსი პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის პროგნოზირებისთვის, მკურნალობის მეთოდის შემუშავებისა და ვაქცინის შექმნისთვის. მათ განკარგულებაში იქნება 16 სუპერკომპიუტერული სისტემა, რომელთა საერთო წარმადობის დონე 330 ტერაფლოპსი იქნება, 775 ათასი ცენტრალური პროცესორითა და 34 ათასი გრაფიკული პროცესორით. https://overclockers.ru/hardnews/show/102378/ibm-brosit-moschnosti-superkompjuterov-na-borbu-s-koronavirusom
-
ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს ერთ-ერთ ინტერნეტ-მაღაზიაში მოხსნიებული იყო გეიმინგ ლეპტოპი ASUS ROG Zephyrus G14, რომელშიც გამოყენებული გახლდათ 7-ნანომეტრიანი პროცესორი Ryzen 9 4900HS და დისკრეტული გრაფიკა NVIDIA GeForce RTX 2060 Max-Q. კანადური წყაროები ამტკიცებენ, რომ იგი ბაზარზე მალე გამოვა. ფოტოს წყარო: Twitter, Hardware Canucks კონკურენტების კომპონენტების ერთობლივი გამოყენების მაგალითები სიახლე არ არის - გავიხსენოთ მობილური პროცესორები Intel Kaby Lake-G, რომლებიც აღჭურვილია AMD Radeon RX Vega M დისკრეტული გრაფიკით. კომპანია AMD-მ ამ პროცესორებისთვის შექმნა დრაივერებიც. გეიმინგ ლეპტოპებში ხშირად გვხვდებოდა Intel-ის ცენტრალური პროცესორის თანხვედრა NVIDIA-ს დისკრეტულ გრაფიკასთან, თუმცა 7-ნანომეტრიანი Ryzen 4000 პროცესორების გამოსვლით AMD-ის პარტნიორებმა სტერეოტიპები დაამსხვრიეს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ლეპტოპი ASUS ROG Zephyrus G14. ამჯერად კი კანადური რესურსი Hardware Canucks ამტკიცებს, რომ ანალოგიური კომპონენტების მქონე ლეპტოპი მალე გამოჩნდება ბაზარზე. მოყვანილი ფოტოს ფრაგმენტზე ვხედავთ ASUS ROG Zephyrus G14-ის კლავიატურას, ლეპტოპის ზუსტი დასახელება კი კანადურ წყაროებში მოხსნიებული არ არის. https://3dnews.ru/1006548
-
Bitcoin-ის ფასის მკვეთრმა ვარდნამ მაინერები აიძულა აღჭურვილობის ნაწილი გაეთიშათ, რამაც გამოიწვია ახალი ბლოკის აღმოჩენისთვის საჭირო საშუალო დროის ზრდა. ამგვარ მონაცემებს გვიზიარებს TokenAnalyst-ის წამყვანი მკვლევარი Ankit Chiplunkar. კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითი 12 მარტს Bitcoin-ის კოტირების შემცირების ფონზე შემცირდა დაახლოებით 30%-ით და ჩამოვიდა 97,9 EH/s-მდე. 20 მარტისთვის მაჩვენებელი 82,28 EH/s მაჩვენებლამდე შემცირდა. ვარდნამ აჩვენა, რომ მაინერები თიშავენ აღჭურვილობას, რათა ზარალში არ მოყვნენ. Chiplunkar-მა აღნიშნა, რომ მაინერების შემოსავალზე გავლენას ახდენს არა მარტო Bitcoin-ის კოტირების შემცირება დოლარში გათვლით, არამედ ბლოკის ძიებისთვის საჭირო დროის ზრდა. ქსელის ალგორითმში გათვალისწინებულია, რომ ახალი ბლოკი საშუალოდ ყოველ 10 წუთში ემატება, თუმცა მარტის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9 წუთზე ნაკლები იყო, 12-19 რიცხვისთვის კი 12-14 წუთამდე ავიდა. მკვლევარმა აღნიშნა, რომ ბლოკის ძიების ტემპის შემცირებამ შესაძლოა ჰალვინგის ვადა შეცვალოს. ამასთან, ბლოკზე ჯილდოს 12.5 BTC-დან 6.75 BTC-მდე შემცირება დამატებით გავლენას იქონიებს მაინინგის შემოსავლიანობაზე. ბლოკის მოპოვების სიჩქარის მაჩვენებელი CoinMetrics-ის სპეციალისტების აზრით 13%-მდე დაეცემა. Bitcoin-ანალიტიკოსი, მეტსახელით Ceteris Paribus ადასტურებს TokenAnalyst-ის დასკვნებს და თვლის, რომ 10-20 მარტის პერიოდში ბლოკის დამატების საშუალო დრო შეადგენდა 11.9 წუთს - გაანგარიშებული 10 წუთის ნაცვლად. მაინერებმა ამ პერიოდში მოიპოვეს 16 650 BTC დაგეგმილი 19 800 BTC-ის ნაცვლად. MinerUpdate-ის კვლევის თანახმად მოსალოდნელი ჰალვინგი სერიოზული სტრესი იქნება მაინერებისთვის და გამოიწვევს დიდი მოთამაშეების მიერ შესაძლებლობების კონსოლიდაციას. https://forklog.com/padenie-heshrejta-bitkoina-sokratilo-skorost-nahozhdeniya-blokov-na-60/
-
ერთი კვირის წინ NVIDIA-მ გეიმერებს მოუწოდა მეცნიერებს დაეხმარონ კორონავირუსთან ბრძოლაში. კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტ Folding @ home-ის შესახებ, რომელშიც გამოიყენება რიგითი მომხმარებლების აღჭურვილობები, რომლებიც ერთიანდება ერთ გამომთვლელ სისტემაში. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი პლანეტის აღდგენაში, პროექტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა: ცნობილია წინ მიმავალი კვლევების შესახებ ახალი ინფორმაცია. გასულ კვირაში Folding @ home-თან დაკავშირებული სისტემების ერთიანმა წარმადობამ რეალურ დროში 100 პეტაფლოპსი შეადგინა (30 ათასი კომპიუტერი). ეს შთამბეჭდავი რიცხვია, თუმცა მაინც არ იყო საკმარისი დასახული მიზნისთვის. 20 მარტის მონაცემებით კი პროექტს უკვე შეუერთდა 400 ათასი კომპიუტერი. სისტემების ამ რაოდენობამ უზრუნველჰყო 470 პეტაფლოპსი წარმადობის მაჩვენებელი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა მომხმარებელი ფლობდა ინფორმაციას კორონავირუსის პრობლემის შესახებ, თუმცა მოწოდებას მხოლოდ NVIDIA-ს თხოვნის შემდეგ გამოეხმაურნენ. იმისათვის, რომ მივხვდეთ რამდენად ძლიერი ინსტრუმენტია პროექტის ხელში, ნიმუშად მოვიყვანოთ ინფორმაცია ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერის სიმძლავრის პიკის შესახებ, რაც 200 პეტაფლოპსს შეადგენს. ამგვარად, ჩვეულებრივი გეიმერების მიერ შეიქმნა ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სისტემა, რაც აქამდე არსებულა. პროექტს შეუერთდა ათეულობით მსხვილი ტექნოლოგიური ვებ-გვერდიც, რომლებმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს როგორც სახლის, ასევე სამსახურის კომპიუტერებიდან. ამჯამად Folding @ home-მა აამოქმედა რამდენიმე სიმულაცია პროცესორებისა და ვიდეო დაფებისთვის, რომლებიც ეძებენ სუსტ წერტილს კორონავირუსის ცილაში. როგორც კი სისტემა შედეგს გამოიღებს, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/34743/na-prizyv-nvidia-otkliknulis-sotni-tysyach-gejmerov-sozdav-samuju-moschnuju-set-po-borbe-s-koronavirusom-v-470-petaflops
-
Huawei P40 და P40 Pro სმარტფონების ხარისხიან რენდერებთან ერთად ინტერნეტში გამოჩნდა მათი გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები. ინფორმაციის წყარო გახლავთ რესურსი 91mobiles. უპირველეს ყოვლისა, დადასტურდა, რომ სმარტფონში გამოყენებული იქნება საფირმო პროცესორი Kirin 990 5G, რომლის წყალობით მხარდაჭერილი იქნება მუშაობა მეხუთე თაობის მობილურ ქსელში. ძრავი XD Fusion Engine კი უზრუნველყოფს მოწყობილობის გაფართოებულ შესაძლებლობებს გამოსახულების დამუშავების კუთხით. Huawei P40 Pro მოდელს ექნება 6.58-დუიმიანი დისპლეი და 4200 მა/სთ მოცულობის ბატარეა 40-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ფრონტალური კამერა ორმოდულიანია, მასში გაერთიანებულია 32-მეგაპიქსელიანი ობიექტივი და სიღრმის სენსორი. ძირითადი კამერა ოთხი მოდულისგან შედგება და მასში შედის 50+40+12 მეგაპიქსელიანი მოდულები, აგრეთვე ToF სენსორი. ხელმისაწვდომია 50-მაგი SuperSensing ზუმი. Huawei P40 მოდელს კი ექნება 6.1-დუიმიანი ეკრანი და 3800 მა/სთ მოცულობის ბატარეა 40-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სელფი კამერის გაფართოება 32 მეგაპიქსელს შეადგენს. ძირითად კამერაში მოცემულია 50+16+8 მეგაპიქსელიანი მოდულები, აქვს 30-მაგი ზუმის მხარდაჭერა. ჯერჯერობით უცნობია ოპერატიული მეხსიერებისა და ფლეშ-მოდულების მოცულობა. დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება 12 გბ ოპერატიული და 512 გბ მოცულობა. სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია შედგება 26 მარტს. https://3dnews.ru/1006523
-
Coinbase-ის ხელმძღვანელი ბრაიან არმსტრონგი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი არა მარტო საფრთხეს უქმნის ფულადი სახსრების მფლობელებს, არამედ გააძლიერა მსყიდველობითუნარინობის დაკარგვის რისკები. ერთ-ერთ შეტყობინებაში მან Project Syndicate-იდან მაგალითად მოიყვანა სტატია, რომელიც ეხება ბანკნოტებისა და მონეტების არაჰიგიენურობას. ჩინეთის ხელისუფლება ახდენს ფიატური ფულის დეზინფიცირებასა და განადგურებას COVID-19-ის კვალდაკვალ - ქვეყანა შემოდინებულ ფულს დღეების განმავლობაში კარანტინში ამყოფებს. მეორე შეტყობინებაში Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს ინფლაციის რისკებზე და მიუთითებს ცენტრალური ბანკების მხრიდან გატარებულ უპრეცედენტო ზომებზე, რომლებიც მიმართულია ბაზრების სამომავლო მოშლის აღმოფხვრისკენ. „მოვიდა დრო იმისთვის, რომ მსოფლიომ მიიღოს გლობალური საგადასადახო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება მყარ ვალუტაზე“ - წერს არმსტრონგი. https://forklog.com/brajan-armstrong-kupyury-i-monety-opasny-miru-nuzhen-bitkoin/
-
GDC 2020-ის ზაფხულამდე გადავადების გამო Intel-მა ჩაატარა ვირტუალური პრეზენტაცია "Multi-Adapter with Integrated and Discrete GPUs". Intel-მა აღნიშნა, რომ დისკრეტული გრაფიკული ბარათები ხშირად გამოიყენება პროცესორებით, რომელთაც ინტეგრირებული გრაფიკა აქვთ და კომპანიამ გამოიკვლია ისეთი შემთხვევები, როდესაც უახლესი ინტეგრირებული გრაფიკა Intel-ის პროცესორებში ამაღლებს სისტემის წარმადობის დონეს ისეთ შემთხვევებთან შედარებით, როცა ვიყენებთ მხოლოდ დისკრეტულ გრაფიკულ დაფას. ამგვარი შედეგი მიიღწევა ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორზე გარკვეული დატვირთვის გადატანის შედეგად. Intel-ის მეთოდოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ აამოქმედოს სიმულაცია ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორში (შეიდერის გამოთვლა), რათა დისკრეტულ პროცესორს მეტი შესაძლებლობა მიეცეს გრაფიკაზე სამუშაოდ. Intel-ის კონცეფციის დადასტურებას ხელი შეუწყო ნაწილაკების სიმულაციამ Microsoft D3D12-ში, სადაც განხორციელდა 4 მლნ ნაწილაკის მოდელირება Intel HD 530 გრაფიკისა და AMD Radeon RX 480 დისკრეტული გრაფიკული პროცესორის გამოყენებით. Intel-ს მულტიადაპტერის გამოყენების სამი შესაძლო მეთოდი აქვს. ერთ-ერთი მათგანია რენდერინგის ერთობლივი გამოყენება, თუმცა ეს მეთოდი არ გამოდგება ასიმეტრიული გრაფიკული პროცესორების შემთხვევაში. მეორე მეთოდია ინტეგრირებული გრაფიკის შემდგომი დამუშავება. მესამე მეთოდი გულისხმობს სამუშაო დატვირთვის „ასინქრონული გამოთვლების“ ინტეგრირებულ გრაფიკაზე შესრულებას - ასეთია ხელოვნური ინტელექტი, ფიზიკა, დეფორმაცია, ნაწილაკებისა და ჩრდილების მოდელირება. Intel თვლის, რომ ამგვარი მიდგომა საუკეთესოა. https://overclockers.ru/blog/goldas/show/34683/intel-obedinyaet-integrirovannuju-grafiku-s-diskretnoj-kartoj-amd-dlya-povysheniya-proizvoditelnosti
-
მიმდინარე კვირაში ილონ მასკი გამოვიდა ინიციატივით, რომ დაიწყოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების წარმოება მისი კომპანიის კუთვნილი ძალების მიერ. ნიუ-იორკის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ამ იდეას და შესაძლოა სხვა ამერიკულმა მანქანათმშენებელმა კომპანიებმაც აიღონ მასკისგან მაგალითი პანდემიის პირობებში. ნიუ-იორკის მერი Bill de Blasio დადებითად გამოეხმაურა მასკის განცხადებას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამოშვების შესახებ, აპარატზე მოთხოვნა შესაძლოა სწრაფად გაიზარდოს COVID-19-ის გავრცელების პირობებში. მისი თქმით მთელ ქვეყანას სჭირდება ეს მოწყობილობა, მხოლოდ ნიუ-იორკი რამდენიმე ათასი ამგვარი აპარატის შეძენას აპირებს უახლოეს პერიოდში. მასკი უკან არ იხევს და გამოხატავს მზადყოფნას, რომ საკითხი განიხილოს ნიუ-იორკის ადმინისტრაციასთან. ამერიკული ავტოგიგანტები, რომლებმაც პროფკავშირების ზეგავლენის შედეგად შეაჩერეს ძირითადი პროდუქციის წარმოება, ასევე განიხილავენ შესაძლებლობას - აწარმოონ ზემოთხსენებული აპარატები თავიანთ თავისუფალ ქარხნებში. General Motors-ის გენერალური დირექტორი Mary Barra აღნიშნულ საკითხზე უკვე დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. კომპანია Ford-იც განიხილავს ანალოგიურ შესაძლებლობას. General Electric ელის ვენტილაციის აპარატების წარმოების ზრდას, ამისათვის ქარხნებში დამატებითი სამუშაო სმენები დაემატება, რათა წარმოება 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდეს. სხვა საწარმოო გიგანტებიც გაგებით ეკიდებიან ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნებს. Honeywellდა 3M საწარმოო ძალების მიმართვას აპირებენ N95 ტიპის სამედიცინო ნიღბების წარმოებისკენ. გამოშვებული ნიღბების მოცულობა ათეულ მილიონამდე უნდა გაიზარდოს. პარფიუმერული გიგანტი LVMH გადაერთო ხელების სადეზინფექციო გელის წარმოებაზე, რომელზე მოთხოვნაც მეტად გაიზარდა. https://3dnews.ru/1006431
-
BitMEX– ის კრიპტო-დერივატიული გაცვლის კვლევითი განყოფილების სპეციალისტებმა გააანალიზეს კორონავირუსული პანდემიის გავლენა ფინანსურ ბაზრებზე. ანალიტიკოსების აზრით ბაზრის რეაგირება ვირუსზე ”ნიშნავს მნიშვნელოვან ცვლილებას ეკონომიკურ სტრუქტურაში”. „საბოლოო ჯამში ახალ ვითარებაში ერთადერთი გამარჯვებული იქნება: ინფლაცია“ - ნათქვამია კვლევაში. საფონდო ბირჟების დაცემა კორონავირუსის გამო ერთ-ერთი დიდი მოვლენაა ისტორიაში 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისთან, 1987 წლის „შავ ორშაბათსა“ და 1929 ბირჟების კრახთან ერთად. „დღესდღეობით პრაქტიკულად არ არსებობს ეჭვი, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული 2020 წლის ფინანსური კრიზისი ისტორიის სახელმძღვანელოში შევა“ - აღნიშნავს BitMEX. ხელისუფლების მხრიდან კრიზისის შესაკავებლად განხორციელებული ძალისხმევა არასაკმარისია, ცენტრალურმა ბანკებმა უკვე „თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიეს“ - დარწმუნებულნი არიან მკვლევარები. მათი აზრით აშშ-ის პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფინანსურ კრიზისს, რადგანაც ყოველი გადაწყვეტილების უკან საპროცენტო განაკვეთის შემცირება იდგა. „როგორც არ უნდა მივუდგეთ მონეტარულ პოლიტიკას, ამჟამად ეჭვგარეშეა, რომ მოქმედი სისტემა კიდევ ერთ კრიზისს ვეღარ გაუძლებს. ცვლილებების დრო დადგა“ - აცხადებენ მკვლევარები. ავსტრიის ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლების აზრით, მონეტარული პოლიტიკის მიზანმიმართული შემსუბუქება აჭიანურებს რეცესიის დაწყებას, მაგრამ საბოლოოდ მნიშვნელოვნად ამძაფრებს მის შედეგებს. კორონავირუსის პირობებში ბიზნესის შეჩერება ერთადერთი ისეთი პრობლემა არ არის, რომელიც სამომავლოდ სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. მზარდი პოლიტიკური პოპულიზმი, ასევე კლიმატური ცვლილებები გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, შედეგად კი მივიღებთ შოკისმომგვრელ ინფლაციას - დარწმუნებულნი არიან BitMEX-ის ანალიტიკოსები: „ბაზრები შეუწყნარებელნი არიან ცვლილებებისადმი. ფინანსური ბაზარი მეტისმეტად შეეჩვია ამჟამინდელ წყობას, რომელიც ცენტრალური ბანკების ინსტრუმენტებითაა დაცული. არასტაბილური დრო დგება“. Bitcoin-ის ფასის ვარდნას BitMEX მოსალოდნელ და პროგნოზირებად მოვლენად მიიჩნევს - საფონდო ბაზრების რყევის ფონზე ინვესტორები აშშ დოლარზე გადავიდნენ. ასეა თუ ისე, კრიზისი შესაძლოა კრიპტოვალუტისთვის ხელშემწყობი შესაძლებლობაც კი იყოს: „შეცვლილი ეკონომიკური სტრუქტურის პირობებში, როდესაც ეკონომიკა და ფინანსური ბაზრები შეირყა და არ არსებობს მნიშვნელოვანი წამყვანი - ასეთი ვითარება შესაძლოა უდიდესი შესაძლებლობა გახდეს Bitcoin-ისთვის“ - ვარაუდობენ მკვლევარები. https://forklog.com/bitmex-mirovoj-krizis-na-fone-koronavirusa-stanet-samym-bolshim-shansom-dlya-bitkoina/
-
როგორც ვიცით, NVIDIA-ს სურდა GTC კონფერენციის ჩატარება და ამისთვის ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო: გააძლიერა უსაფრთხოების დაცვის ზომები და სცადა ონლაინ-შოუს ჩატარება, თუმცა მიღებული ზომები უშედეგო აღმოჩნდა. კომპანიას კონფერენციაზე უნდა წარედგინა ახალი პროდუქტები, თუმცა კონფერენცია დაიხურა. შესაბამისად, კარგი სიახლე არ არის მათთვის, ვინც ელოდა, რომ მალე გამოვიდოდა RTX 3000 სერია Ampere გრაფიკული პროცესორებით: ეს პროდუქტები გავრცელებული ცნობების თანახმად სწორედ ზემოთხსენებულ კონფერენციაზე უნდა დაანონსებულიყო. ახალი ინფორმაციით მათი წარდგენა ვერ მოხერხდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა: პირველი - რაღა თქმა უნდა ეს გახლავთ კორონავირუსის პანდემია, მეორე ფაქტორი კი ჯერჯერობით დაუზუსტებელია და მხოლოდ ვარაუდის დონეზე არსებობს: შესაძლოა კომპანიამ გადაწყვიტა ცოტა მოიცადოს, დაელოდოს AMD Big Navi-ს გამოსვლას და შეაფასოს იგი. ამ ეტაპზე Ampere სერიის გრაფიკული პროცესორების შესახებ ვიცით ის, რომ ისინი დაფუძნებული იქნება 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. სხვა მახასიათებლების შესახებ გავრცელებული არაოფიციალური ცნობები ჯერჯერობით ურთიერთგამომრიცხავია. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/34652/fanatam-nvidia-pridetsya-dolgo-zhdat-processory-ampere-vyjdut-tolko-v-konce-2020-goda
-
მომავალი ახლოსაა. კომპანია Hyundai-ს ქროსოვერი პირველი იქნება, რომელიც მიიღებს ავტოსტერეოსკოპული დისპლეის მქონე მონაცემთა დაფას. სივრცული გამოსახულების ნახვა შესაძლებელი იქნება სპეციალური სათვალის მეშვეობით: მძღოლი თავს იგრძნობს „Star Wars” -ის პილოტად ავტომობილში, სადაც გამოსახულებები ჰოლოგრაფიულად გამოდის. სტერეოსკოპულ დისპლეის ავტომობილისთვის გამოუშვებს საავტომობილო მაკომპლექტებლების წამყვანი OEM-მწარმოებელი კომპანია Continental. სტერეოსკოპული გამოსახულება დისპლეიზე იქმნება პარალაქსური ბარიერის დახმარებით. ეს გახლავთ ლინზების სისტემა მართვადი დახრის კუთხით. მისი უმარტივესი მაგალითია ბარათები სამგანზომილებიანი სურათებით, რომელთა ზედაპირი დაფარულია ტალღის ფორმის ლინზებით. მოკლედ, Continental-ის სტერეოსკოპული დისპლეი შეიქმნება ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების შესაბამისად. მძღოლის თვალის გუგებზე დაკვირვების შედეგად დისპლეი უზრუნველყოფს მოცულობითი გამოსახულების გამოტანას, მანქანაში მსხდომი სხვა პირები კი ამ სიამოვნებას მოკლებულნი იქნებიან. ჩნდება კითხვა - ხელს ხომ არ შეუშლის ასეთი მიმზიდველი სისტემა მძღოლს მართვაში? მწარმოებელი კომპანიის თქმით სტერეოსკოპული დისპლეი კონცენტრირებული იქნება ავტომობილის მართვის ძირითად მოვლენებზე. იმის ნაცვლად, რომ თვალყური ვადევნოთ ათეულობით მონაცემსა და სასიგნალო მაჩვენებელს, სტერეოსკოპული დისპლეი მთავარ მოვლენას მთავარ ხედზე გამოიტანს - გამოსახულება „ამოცურდება“ დისპლეის თავზე და მიიპყრობს მძღოლის ყურადრებას, რაც მას საშუალებას მისცემს კონცენტრირდეს ამ მთავარ მოვლენაზე. ქოროსვერი Genesis GV80 სამომავლოდ კომპანია Continental აპირებს მგზავრებს შესთავაზოს გასართობი სტერეოსკოპული დისპლეები და ჟესტებით მართვის ფუნქციის მქონე დისპლეი. გეგმებში ასევე შედის შეიქმნას სტერეოსკოპული დისპლეი მძღოლისთვის დიფრაქციული განათების ტექნოლოგიით - Leia (Diffractive Lightfield Backlighting). ამ ტექნოლოგიის ბაზარზე წამოწევას ცდილობდა კომპანია RED საფირმო სმარტფონ Hydrogen One-ის მეშვეობით, თუმცა მას არ გამოუვიდა დაგეგმილი. საინტერესოა, შეძლებს თუ ვერა ამას კომპანია Continental? https://3dnews.ru/1006188
-
ბრაუზერ Opera-ში სტარტაპ Wyre-ის მიერ შექმნილი ინტეგრირებული საფულეს მეშვეობით აშშ-ის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შეიძინონ BTC და ETH Apple Pay-სა და სადებეტო ბარათების მეშვეობით. Wyre-ში აცხადებენ, რომ თავიანთ მომხმარებლებს სთავაზობენ „კონკურენტუნარიან“ საკომისიოს - ყოველ ტრანზაქციას დაერიცხება 0,30 $ + 2,9%-მდე. შენაძენის დღიური ლიმიტი 250 აშშ დოლარს შეადგენს. ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომია აშშ-ის იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც იყენებენ Opera-ს Android-ზე, iOS-სა და დესკტოპ ვერსიაზე. ამ დრომდე მსგავსი სერვისით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნების მაცხოვრებლებს უშუალოდ კრიპტობროკერ Safello-ს მეშვეობით. ბრაუზერის დეველოპერები ამტკიცებენ, რომ დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტების შეძენის ასეთივე სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდი ხელმისაწვდომი გახდება სხვა ქვეყნებშიც. Opera-ში ახალ სერვისს გარღვევად მიიჩნევენ: „წარსულში კრიპტოვალუტების შეძენას საათები და ზოგჯერ დღეებიც კი სჭირდებოდა“ - აცხადებს ბრაუზერის კრიპტოგანყოფილების ხელმძღვანელი ჩარლზ ჰემელი. https://forklog.com/polzovateli-brauzera-opera-smogut-kupit-bitkoin-i-efir-za-30-sekund/
-
კომპანია Samsung-მა დააანონსა საშუალობიუჯეტური დონის სმარტფონი Samsung Galaxy M21. მის შესახებ ამ დრომდე არსებული ბევრი ცნობა დადასტურდა, თუმცა ბევრი არ აღმოჩნდა სწორი. როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, Samsung Galaxy M21-ს აქვს მობილური პროცესორი Exynos 9611. ცალკრისტალიანი სისტემა შესრულებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ეს ჩიპი ასევე მოცემულია სმარტფონ Galaxy M30s-ში, რომელიც გასულ წელს გამოვიდა. მონაცემთა შენახვისთვის გათვალისწინებულია ინტეგრირებული ფლეშ-მოდული, რომლის მოცულობა კომპლექტაციის მიხედვით შეადგენს 64 ან 128 გიგაბაიტს. LPDDR4x ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ვერსიების შესაბამისად 4 ან 6 გიგაბაიტია. მეხსიერების სანახი სივრცის გაფართოება შესაძლებელია microSD ბარათით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მესამე სლოტი. სმარტფონის კორპუსი პლასტმასისაა, ფრონტალურ მხარეს წარმოდგენილია დამცავი მინა Gorilla Glass. მატრიცის ტიპი გახლავთ Super AMOLED, ეკრანი 6.4-დუიმიანია, გვერდების შეფარდებაა 19.5:9. დისპლეის გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. წვეთის ფორმის ჭრილში განთავსებულია ფრონტალური კამერა. AMOLED დისპლეის მიუხედავად დისპლეიზე არ არის მოცემული ბიომეტრიული სკანერი: იგი ხელმისაწვდომია კორპუსის უკანა მხარეს ძირითად კამერასთან ერთად. Samsung Galaxy M21 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 10-სა და საფირმო One UI 2.0-ზე. სმარტფონს აქვს Widevine L1 სეტიფიკატი, ე.ი. შეუძლია უპრობლემოდ გაუშვას კონტენტი სტრიმინგ-სერვისებზე. კვებაზე პასუხისმგებელია 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. USB-C პორტის მეშვეობით შესაძლებელია დამუხტვა 15 ვატი სიმძლავრით. მოწყობილობას არ აქვს NFC ჩიპი, სამაგიეროდ სმარტფონი იმაზე იაფი ღირს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია და გამოიყენება სახის ამოცნობისთვის. უკანა პანელზე განთავსებულია მთავარი 48 მეგაპიქსელიანი მოდული, ასევე 5+8 მეგაპიქსელიანი მოდულები. Samsung Galaxy M21 გაყიდვაში გამოვა მეხსიერების მხრივ ორ მოდიფიკაციაში. საბაზისო 4/64 გბ მოდელის ფასი 175 აშშ დოლარია. 6/128 გბ ვერსიის ფასი ჯერჯერობით დაუზუსტებელია ისევე, როგორც სმარტფონის ევროპულ ბაზარზე გამოსვლის თარიღი. სმარტფონი ფერების მხრივ წარმოდგენილი იქნება შავ, ფირუზისფერ და მუქ ლურჯ ვარიანტებად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34634/samsung-galaxy-m21-predstavlen-oficialno-akb-na-6000-mach-chip-exynos-9611-i-cena-ot-175-dollarov
-
აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ორბიტაზე გაუშვა 60 მიკროთანამგზავრისგან შემდგარი მორიგი ნაკადი პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პლანეტის მოშორებულ მხარეებში მცხოვრები პირების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ რაკეტა Falcon 9-ს Starlink-თანამგზავრების ახალი ნაკადი უნდა გაეყვანა 15 მარტს, თუმცა უკანასკნელ მომენტში ფრენა გადაიდო რაკეტის ძრავის სიმძლავრესთან დაკავშირებული პრობლემის გამო. ეს გახლავთ Falcon 9-ის მეხუთე ფრენა, ამ დრომდე მან ოთხჯერ უკვე წაიღო ტვირთი ორბიტაზე. ამჯერად რაკეტა უნდა დაეშვას ატლანტის ოკეანეში არსებულ ავტონომიურ პლატფორმაზე. ცალკე მოხდება რაკეტის შემადგენელი ნაწილების დაჭერა. რაკეტის გაშვება განხორციელდა 08:16 EST-ზე ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის 39A სასტარტო კომპლექსიდან, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს. კომპანიამ უკვე დაადასტურა, რომ 60 Starlink-თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გავიდა. https://3dnews.ru/1006234
- 1 reply
-
- 1
-
