-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ჩინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა Huawei-მ გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რომელზეც მოცემულია, რომ მალე დაანონსდება სმარტფონი Enjoy Z: მოწყობილობის დებიუტი შედგება 24 მაისს. ცნობილია, რომ ეს სმარტფონი იქნება Huawei-ს ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი, რომელსაც ექნება მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. ფასი დიდი ალბათობით 250 აშშ დოლარს არ გადააჭარბებს. ახალი სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლები ამჟამად უცნობია, თუმცა თიზერი მიგვანიშნებს კორპუსის გვერდებზე გადასული ეკრანის არსებობას. დასაშვებია ვარაუდი, რომ გამოყენებული იქნება Full HD+ ფორმატის პანელი. სმარტფონში დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება საფირმო პროცესორი Kirin 820 5G. ჩიპში მოცემულია ოთხი ბირთვი Cortex-A76 სიხშირით 2,36 გჰც-მდე, კიდევ ოთხი Cortex-A55 ბირთვი 1,84 გჰც სიხშირით, ასევე გრაფიკული ამაჩქარებელი ARM Mali-G57MP6 და 5G მოდემი. Strategy Analytics-ის შეფასების თანახმად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდა 24.1 მლნ 5G სმარტფონის რეალიზაცია. Huawei ბრენდ Honor-თან ერთად მეორე ადგილზე იმყოფება წამყვანი მომწოდებლების რეიტინგში (Samsung-ის შემდეგ), მისი წილი დაახლოებით 33%-ს შეადგენს. https://bit.ly/3bKW7rA
-
სამხრეთკორეულმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, SK Telecom-მა წარადგინა Samsung-ის მიერ გამოშვებული მსოფლიოში პირველი 5G სმარტფონი Galaxy A Quantum, რომელსაც აქვს ბლოკჩეინის ბაზაზე შექმნილი ID აუთენტიფიკაციის ინტეგრირებული სერვისი. Galaxy A Quantum-ის ფასია დაახლოებით 530 აშშ დოლარი. მასში გამოყენებულია ჩიპსეტი SKT IDQ S2Q000 QRNG შემთხვევითი რიცხვების კვანტური გენერატორით (QRNG,) რომელიც შემუშავებულია SK Telecom ID Quantique-ისა და Samsung-ის მიერ. „ჩიპი ახდენს შემთხვევითი რიცხვების გენერირებას კვანტური კრიპტოგრაფიის მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას გასაღებები, რომლებიც გატეხვის მსურველთათვის ხელშეუხებელი იქნება“- ნათქვამია პრეს-რელიზში. ბლოკჩეინ-აუთენტიფიკაცია QRNG-ის ბაზაზე ბიომეტრიული დაცვით ინტეგრირებულია საგადახდო SK Pay სისტემაში და გამოიყენება მომხმარებლების მიერ ყოველდღიური ფიზიკური შენაძენების განხორციელებისთვის. ბლოკჩეინი ასევე გამოიყენება T ID login და Initial სერვისებში და ხელს უწყობს ფალსიფიცირებისა და იმ ინფორმაციის მოპარვის აღმოფხვრას, რომელიც ტელეფონში ინახება. ახალი სმარტფონის ოფიციალური გაყიდვები თავდაპირველად კორეაში დაიწყება 22 მაისიდან. https://bit.ly/3bH2iNn
-
ჩინურმა კომპანია Chuwi-მ დააანონსა მორიგი სიახლე - მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერი CoreBox i5, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აგებული. მოწყობილობას ლითონის კორპუსი აქვს და მისი დაყენება შესაძლებელია ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში. კომპიუტერის წონა დაახლოებით 800 გრამია. მოწყობილობაში გამოყენებულია Broadwell თაობის Core i5-5257U პროცესორი. ეს ჩიპი ორბირთვიანია (ოთხ ნაკადამდე) და მუშაობს 2.7 გჰც სიხშირეზე, რომლის გაზრდა შესაძლებელია 3.1 გჰც-მდე. აღჭურვილობაში შედის გრაფიკული პროცესორი Intel Iris 6100. ნეტტოპს აქვს LPDDR3 RAM ტიპის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. გამოყენებული 256 გბ მოცულობის M.2 SSD მოდული. ასევე შესაძლებელია განთავსდეს დამატებითი 2.5-დუიმიანი მყარი დისკი. CoreBox i5-ის არსენალშია ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet და Wi-Fi 802.11ac უსადენო კავშირის ადაპტერი 2,4 და 5 გჰც სიხშირეების დიაპაზონის მხარდაჭერით. ყველა კონექტორი თავმოყრილია კორპუსის უკანა მხარეს, ესენია: აუდიო დრაივერი, მიკროფონის კონექტორი, ოთხი USB 3.0 პორტი, კონექტორი ქსელის სადენისთვის და ორი HDMI ინტერფეისი დისპლეისთან დაკავშირებითვის. მინი კომპიუტერის ფასი ამჟამად ცნობილი არ არის. https://bit.ly/2yVACHp
-
კომპანია Tesla-მ, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, განსაზღვრა ორი პოტენციური რაიონი შეერთებულ შტატებში თავისი ახალი ქარხნის მშენებლობისთვის. კანდიდატებს შორის განიხილება ოსტინი (ტეხასის შტატი) და ტალსა (ოკლაჰომას შტატი). აღსანიშნავია, რომ Tesla-ს წარმომადგენლები გარკვეული პერიოდის წინ ტალსაში იყვნენ და გაეცნენ ხელმისაწვდომ ტერიტორიებს. მოკლედ, საბოლოო გადაწყვეტილება ქარხნის ასაშენებელი ტერიტორიის შესახებ ჯერ კიდევ მიღებული არ არის. ინტერნეტ-წყაროები ასევე აცხადებენ, რომ ახალი ქარხანა იქნება Tesla-ს ყველაზე დიდი საწარმო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, რომელშიც იგეგმება მოხდეს სრულიად ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის გამოშვების ორგანიზება. გარდა ამისა, ქარხანა დაკავდება კომპაქტური Model Y ქროსოვერების წარმოებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ Tesla-ს აშშ-ს ტეროტორიაზე ქარხანა უკვე აქვს ფრიმონტში (კალიფორნიის შტატი). ამ ქარხანაში იწარმოება ელექტრომობილები Model S, Model X და Model 3. დაწესებულებაში მომუშავე პირების რაოდენობა დაახლოებით 10 ათასია. გარდა ამისა, Tesla-ს ნევადას შტატში, რინოშიც აქვს ქარხანა, სადაც მზადდება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ლითიუმ-იონური ბატარეები და ძრავის კომპონენტები. ამ საწარმოში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 6500-ია. Tesla-ს კიდევ ერთი ქარხანა ფუნქციონირებს შანხაიში, ჩინეთში. და ბოლოს, მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს გერმანიის ტერიტორიაზე. https://bit.ly/2LD4POa
-
თითქმის 24 000 BTC (დაახლოებით 233 მლნ აშშ დოლარი ) გავიდა მომხმარებლების მიერ ბირჟებიდან 11 მაისის ჰალვინგის შემდეგ. ამგვარ მონაცემებს ასაჯაროვებს ანალიტიკური კომპანია Glassnode. ბირჟებიდან Bitcoin-ების გადინების ტენდენცია აპრილში დაიწყო, პროცესი შენელდა მხოლოდ ბლოკზე ჯილდოს განახევრების საათებში. აპრილში ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 25%-ით შემცირდა წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ტრაფიკი უმეტეს პლატფორმაზე. ამის ფონზე არაკასტოდიალურ დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ბრუნვამ 2020 წლის ოთხი თვის განმავლობაში 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა და თითქმის გაუტოლდა მთლიანი წინა წლის მაჩვენებელს. ადრე Glassnode-მა აღნიშნა, რომ წინა ჰალვინგის შემდეგ Bitcoin-ის ქსელის ძირითადი პარამეტრები მრავალჯერ გაიზარდა. მაგალითად, კრიპტოვალუტების მფლობელთა რაოდენობამ 30 მილიონს მიაღწია, რაც 234%-0ით მეტია 2016 წელთან შედარებით. https://bit.ly/3fQaCxE
-
კომპანია NVIDIA-მ განაცხადა, რომ Ampere არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი პირველი გრაფიკული პროცესორი სახელწოდებით GA100 უკვე ჩაეშვა წარმოებაში და მალე დაიწყება მისი მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შეფასების მიხედვით ჩვენ წინაშეა ნამდვილი მონსტრი 54 მილიარდი ტრანზისტორით. რეკორდული იქნება ჩიპის გრაფიკული ბირთვების რაოდენობაც, ესენია: 128 CU ბლოკი, 8192 ბირთვი FP32, 4096 ბირთვი FP64 და 512 ტენსორული ბირთვი. მეხსიერების ქვესისტემა წარმოდგენილია 5120-ბიტიანი სალტით და 48 გბ HBM2 მეხსიერებით, რომელიც ექვსადაა განაწილებული პროცესორის ირგვლივ. ეს ყველაფერი ჯამში უზრუნველყოფს 1.6 ტბ/წმ სიჩქარეს. სუპერ-GPU-ის TDP-ის დონე 400 ვატს შეადგენს. თავად NVIDIA ხაზს უსვამს GA100-ის შემდეგ მთავარ ინოვაციებს: უახლესი არქიტექტურა NVIDIA Ampere; მესამე თაობის ტენსორული ბირთვები TF32 -ით - ტენსორული ბირთვების უფრო მაღალი წარმადობის ვერსია ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი გამოთვლების ახალი ციფრული ფორმატით, რაც საშუალებას იძლევა ოცჯერ გაიზარდოს წარმადობა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში წინა სუპერ დაფა Volta V100-სთან შედარებით. ტექნოლოგია MIG – შესაძლებლობა - ერთი A100 გრაფიკული პროცესორი გაიყოს ცალკეულ ვირტუალურ გრაფიკულ პროცესორებად სხვადასხვა ამოცანაზე მუშაობის ოპტიმიზაციისთვის. მესამე თაობის NVIDIA NVLink – GPU-ებს შორის კავშირის გაუმჯობესება მათი ერთობლივი წარმადობის დონის ამაღლებისთვის. მანქანურ სწავლებებსა და ნეირონულ ქსელებთან მუშაობის მეთოდების წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა. https://bit.ly/3btWJSd
-
მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ Lenovo გეგმავდა მსოფლიოში პირველი, დრეკადი ეკრანის მქონე პერსონალური კომპიუტერის გამოშვებას ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე, მოგვიანებით კი გამოვიდოდა ვერსია Windows 10X-ით. მას შემდეგ, რაც Microsoft-მა Windows 10X-ის რელიზი 2021 წლამდე გადადო, Lenovo-ს გეგმაში დარჩა ვერსია Windows 10-ით და წარადგინა ThinkPad X1 Fold ხსენებული ოპერაციული სისტემით. Lenovo ThinkPad X1 Fold - ეს გახლავთ დასაკეცი კომპიუტერი 13.3-დუიმიანი დრეკადი 2K OLED დისპლეითი, რომლის გვერდების შეფარდებაა 4:3. მოწყობილობა წარმოდგენილია სადგამით, დოკ-სადგურითა და Bluetooth Mini Fold კლავიატურით, რომელიც მაგნიტებზე ფიქსირდება და იმუხტება სადენის გარეშე. ლეპტოპის კორპუსი დამზადებულია მსუბუქი შენადნობისა და ნახშირბადის ბოჭკოვანასგან, აგებულია უნიკალური მრავალრგოლიანი სახსრის მექანიზმის გამოყენებით. მოწყობილობა 999 გრამს იწონის. ThinkPad X1 Fold-ში გამოყენებულია Intel Core სერიის პროცესორები Intel Hybrid ტექნოლოგიითა და Intel UHD Gen 11 გრაფიკით, ასევე ხელმისაწვდომია 8 გბ-მდე მოცულობის LPDDR4X (4267 მჰც) ოპერატიული მეხსიერება და 1-ტერაბაიტიანი PCIe NVMe M.2. Lenovo ThinkPad X1 Fold აღჭურვილია ინტეგრირებული 5-მეგაპიქსელიანი HD RGB კამერითა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მქონე AI-კამერით. ხელმისაწვდომია სტერეოდინამიკები Dolby Audio ტექნოლოგიიით და 50 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 11-საათიან ავტონომიურ მუშაობას სწრაფი დატენვის მხარდაჭერით. Lenovo-ს პირველი დასაკეცი პერსონალური კომპიუტერი დრეკადი ეკრანით აღჭურვილია შემდეგი პორტებით: USB Type-C Gen1 და Gen2 , DisplayPort ( USB Type-C-ით), აქვს ასევე SIM-ბარათის სლოტი. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Wi-Fi 6 (802.11ax), Bluetooth 5.0, 5G და 4G LTE (Cat.20). მოწყობილობის ზომა გაშლილ მდგომარეობაში შეადგენს 299,4 × 236,0 × 7,8 მილიმეტრს, დაკეცილზე კი - 158,2 × 236,0 × 27,8 მმ-ს. Lenovo აცხადებს, რომ ThinkPad X1 Fold ოპერაციული სისტემა Windows 10-ით გაყიდვაში გამოვა 2020 წლის შუა პერიოდში და მისი ფასი იქნება 2499 აშშ დოლარი. https://bit.ly/3bysEB9
-
ფონდ Blockchain Opportunity-ს მმართველი და Blockware Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი Matt d'souza პროგნოზირებს Bitcoin-ის ფასის ვარდნას. მიზეზი გახლავთ კრიპტოვალუტის მასიურად გაყიდვა მაინერების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის ჰეშრეითის 30%-ს. Matt D'souza-მ, რომლისთვისაც, როგორც მაინინგ-აღჭურვილობის მომწოდებლისთვის, ცნობილია კრიპტოვალუტების მომპოვებელი კომპანიის დანახარჯების სტრუქტურა, მაგალითად მოიყვანა პოპულარული მოწყობილობების რენტაბელურობის გამოთვლები და მისი დასკვნები დამამაშვიდებელი არ არის. მისი შეფასებით, 8500 აშშ დოლარის სიახლოვეს კოტირების პირობებში მესამე ჰალვინგის შემდეგ ჰეშრეითის დაახლოებით 30%-ია უზრუნველყოფილი მომგებიანი ASIC-მოწყობილობების მუშაობით. „8500 აშშ დოლარიანი ფასის შემთხვევაში Antminer S9 (13,5 TH/s და 1,4 კვტ) მოდელს მოგება არ მოაქვს 3 ცენტი/კვტ ელექტროენერგიის ღირებულებისას. უფრო ახალ მაინერებს, Innosilicon/Canaan (30 TH/s და 2,4 კვტ) ნულოვანი უკუგება აქვთ ელექტროენერგიის 0.0393 აშშ დოლარის ღირეულების შემთხვევაში. ახალი Antminer S17-ისთვის ეს ზღვარია 7 ცენტი (50 TH/s და 2,2 კვტ)“ - განაცხადა D'souza-მ. ფონდ Blockchain Opportunity-ს მმართველი მივიდა დასკვნამდე, რომ Bitcoin-ის მოპოვების არარენტაბელურობის პირობებში მაინერებმა შესაძლოა დაიწყონ რეზერვებიდან BTC-ის გაყიდვა. მისი დაკვირვებით აღჭურვილობების გამორთვის პროცესი უკვე დაწყებულია. შეგახსენებთ, რომ Bitcoin-მაინერების ბლოკის მოპოვებაზე ჯილდოს ორჯერ შემცირებამ გამოიწვია მათი შემოსავლის შემცირება 44%-ით და ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის შემცირება 16%-ით. https://bit.ly/2Wt1RSk
-
Dell-მა გამოუშვა G5 15 SE ლეპტოპები უახლესი AMD Ryzen 4000 პროცესორებითა და Radeon RX გრაფიკული ადაპტერებით, რაც მათ აქცევს AMD-ის პროცესორების მქონე Dell-ის პირველ სრულფასოვან გეიმინგ ლეპტოპებად. 15.6-დუიმიანი Dell G5 15 SE (Special Edition) დაანონსდა ჯერ კიდევ CES 2020-ზე და მასში გამოყენებულია AMD-ის უახლესი აპარატული კომპონენტები. G5 15 SE ლეპტოპები წარმოდგენილია ვერცხლისფერში და შესანიშნავად გამოიყურება. მოწყობილობებს აქვთ 15.6-დუიმიანი ეკრანი და სრულზომიანი კლავიატურა განათებით. მოწყობილობაში წარმოდგენილია გაგრილების საიმედო სისტემა უკანა მხარეს დიდი ზომის ჭრილებით. Dell G5 15 SE გამოვა AMD Ryzen 4000 "Renoir" პროცესორის მხრივ სამ ვარიანტად: მობილური პროცესორი AMD Ryzen 5 4600H (6 ბირთვი, 12 ნაკადი - 3,0 გჰც / 4,0 გჰც); მობილური პროცესორი AMD Ryzen 7 4800H (8 ბირთვი, 16 ნაკადი - 2,9 გჰც / 4,2 გჰც); მობილური პროცესორი AMD Ryzen 9 4900H (8 ბირთვი, 16 ნაკადი- 3,3 გჰც / 4,4 გჰც). სამივე ვარიანტის TDP-ის დონე 45 ვატია. GPU-ის სახით გამოყენებულია დისკრეტული გრაფიკა AMD Radeon RX 5600M, რომელსაც აქვს გრაფიკული პროცესორი Navi 10 – 2304 ნაკადური პროცესორით, 6 გბ GDDR6 მეხსიერებით და მუშაობს 12 გბ/წმ სიჩქარით 192-ბიტიანი სალტით, უზრუნველყოფილია ჯამური სიჩქარე 288 გბ/წმ. Dell-ს არ მიუთითებია გრაფიკული პროცესორის ტაქტის სიხშირეები, თუმცა მან უნდა იმუშაოს 1200-1300 მჰც-ზე. დისპლეის ვარიანტები მოიცავს Full HD 1920 x 1080p გაფართოების პანელებს ფონური LED განათებით, კადრის განახლების სიხშირეა 60 ან 144 ჰერცი. სხვა ტექნიკური მახასიათებლებია 32 გბ-მდე (DDR4-3200) მეხსიერება, ასევე ერთი 1-ტერაბაიტიანი M.2 SSD ან ორი M.2 SSD – 512 გბ მოცულობით. ლეპტოპებში გამოყენებულია ბატარეის ორი ვერსია: ერთი ვარიანტი გახლავთ 3-ელემენტიანი 51 ვტ/სთ მოცულობის, მეორე კი - 4-ელემენტიანი 68 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა ადაპტერიდან 240-ვატიანი კვებით. Dell G5 15 SE ლეპტოპის საბაზისო კონფიგურაცია 2.5 კილოგრამს იწონის. დაკავშირებისთვის გამოიყენება: 1 USB 3.2 Gen 1, 1 USB-C - DisplayPort Alt რეჟიმით, HDMI 2.0, 1 miniDP, RJ45 LAN, SD ბარათის სლოტი და ყურსასმენის/მიკროფონის კონექტორი. აუდიო სისტემა წარმოდგენილია გეიმერული პროგრამული უზრუნველყოფა Nahimic 3D-თი, რაც განაპირობებს მაღალი ხარისხის ჟღერადობას და ქმნის 3D ეფექტს. კომპლექტში ასევე შედის ინტეგრირებული HD (720p) ვებ-კამერა. Dell G5 15 SE ლეპტოპები ხელმისაწვდომი გახდება 21 მაისიდან, მათი ფასები ჯერ უცნობია, თუმცა საბაზისო კონფიგურაცია სავარაუდოდ არანაკლებ 1000 აშშ დოლარი ეღირება. Dell G5 15 SE 5005-ის სრული მახასიათებლები: https://bit.ly/3fNiEax
-
- 1
-
-
კომპანია Intel-მა კორპორატიული სისტემების პროცესორების ასორტიმენტი შეავსო Comet Lake სერიის მოდელებით. კომპანიამ წარადგინა მეათე თაობის მობილური Core პროცესორები vPro-ს მხარდაჭერით, აგრეთვე მობილური და დეკსტოპ Xeon W-1200 ვერსიები. გარდა ამისა, გამოცხადდა გასულ თვეში წარდგენილ რომელ Comet Lake-S პროცესორებს ექნება vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის Intel-მა წარადგინა Core U სერიის ჩიპები (TDP 15 ვატი) vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერით. Core i5-10310U და Core i7-10610U პროცესორებს აქვთ 4 ბირთვი და 8 ნაკადი, მათი საბაზისო ტაქტის სიხშირეები კი 1,7 და 1,8 გჰც-ის ტოლია, შესაბამისად. ფლაგმანურ Core i7-10810U მოდელს აქვს 6 ბირთვი და 12 ნაკადი, მისი საბაზისო სიხშირეა მხოლოდ 1.1 გჰც. უფრო მაღალი წარმადობის მობილური სისტემებისთვის განკუთვნილია Core H სერიის ჩიპები vPro-ს მხარდაჭერით და Xeon W-1200M. მათ აქვთ 4, 6 ან 8 ბირთვი და ყველა მათგანს აქვს Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ამ პროცესორებს TDP-ის გაცილებით მაღალი - 45-ვატიანი დონე აქვთ, რაც უზრუნველყოფს 2,3-დან 2,8 გჰც-მდე გაზრდილ საბაზისო სიხშირეებს. Intel-მა განაცხადა, რომ ამ დრომდე წარდგენილი Comet Lake-S სერიის დეკსტოპ პროცესორების დიდ ნაწილს აქვს vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. საუბარი ეხება ათბირთვიან Core i9-ს, რვაბირთვიან Core i7-სა და ექვსბირთვიან Core i5-ს. vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე მეათე თაობის Core პროცესორების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში. გარდა ამისა, საწყისი დონის სამუშაო სადგურებისთვის კომპანია Intel-მა წარადგინა Xeon W-1200 პროცესორები. არსობრივად ეს გახლავთ იგივე მეათე თაობის Core პროცესორები, თუმცა ECC კორექციის მხარდაჭერის მეხსიერებითა და ზოგიერთ მოდელში განსხვავებული TDP-ის დონით. Xeon W-1200 ჩიპებს აქვთ ექვსიდან ათამდე ბირთვი და Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ახალი ჩიპების საბაზისო სიხშირე ვარირებს 1,9-დან 4,1გჰც დიაპაზონში. ახალი Xeon იმუშავებს მხოლოდ Intel W480 სისტემური ლოგიკის მქონე დედა დაფებზე. Intel-ის თქმით vPro მხარდაჭერის მქონე ახალი თაობის პროცესორებს აქვთ უსაფრთხოების ინტეგრირებული პლატფორმა Hardware Shield, რომელიც უზრუნველყოფს შეტევისგან დაცვას BIOS-ის დონეზე. ასევე აღსანიშნავია Intel EMA (Endpoint Management Assistant) ტექნოლოგიის მხარდაჭერა დისტანციური ადმინისტრირებისთვის, რომელიც შედის Intel AMT-ის (Active Management Technology) შემადგენლობაში. https://bit.ly/3dCTN7k
-
იზოლაციის პერიოდში ბევრმა დაიწყო საკუთარი კულინარიული უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობა. მათ რიცხვს არ ჩამორჩა NVIDIA-ს დამფუძნებელი Jen-Hsun Huang, რომელმაც 14 მაისისთვის დაგეგმილ პრეზენტაციამდე საზოგადოებას აჩვენა პროდუქტი, რომელსაც ხუმრობით უწოდა „მსოფლიოში ყველაზე დიდი ვიდეო დაფა“, და იგი საკუთარი სამზარეულოს ღუმელიდან გამოიტანა. როგორც წესი, აქამდე NVIDIA-ს პრეს-სამსახური დაგეგმილ ღონისძიებამდე ადრე იწყებდა სოციალურ ქსელებში საზოგადოების დაინტრიგებას სხვადასხვა რებუსით, თუმცა ამჯერად კომპანიის ხელმძღვანელმა სწორხაზოვნად იმოქმედა: 27 წამიან ვიდეორგოლში მან წარადგინა საკუთარი ღუმელიდან „მომზადებული“ ყველაზე დიდი ვიდეო დაფა. უზარმაზარი სერვერული სისტემა, რომელიც მას მოხერხებულად ეკავა დამჭერებით, განთავსებული იყო საკვების დასანაწევრებელ დაფაზე. კადრებზე შეგვიძლია ვიხილოთ გაგრილების სისტემის რადიატორები, რომლებიც ნამდვილად ამშვენებს გრაფიკულ პროცესორებს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ NVIDIA-მ ცოტა ხნის წინ დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი „DGX A100“, ჩვენ წინაშე შესაძლოა იყოს გამომთვლელი სისტემა DGX-2-ის შთამომავალი, რომელშიც გამოყენებულია Volta გრაფიკული პროცესორები. განსხვავება ის გახლავთ, რომ DGX-2-ში მოცემულია 16 Volta გრაფიკული პროცესორი, DGX A100 კი შესაძლოა ახალი თაობის რვა გრაფიკული პროცესორით შემოიფარგლოს. თავის ქმედებას Jen-Hsun Huang-მა დაურთო რეპლიკები - „გარკვეული პერიოდი მზადდებოდა“ და „მსურს რაღაც გაჩვენოთ“. ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაბამისი სერვერული სისტემა ახალი (Ampere) თაობის გრაფიკული პროცესორებით უახლოეს პერიოდში იქნება ოფიციალურად წარდგენილი. https://bit.ly/35UawAk
-
მაინერებმა სიმბოლური შეტყობინება დატოვეს ჰალვინგის წინ უკანასკნელ ბლოკზე. მასში გავლებულია პარალელი ეკონომიკის ამჟამინდელ სიტუაციასა და 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს შორის. ბოლო ბლოკი 12,5 BTC ჯილდოთი გახლდათ #629999, იგი F2Pool პულმა მოიპოვა. ამ მოვლენის დასამახსოვრებლად მაინერებმა Coinbase-ტრანზაქციას მოკლე ტექსტური შეტყობინება დაამატეს: „2.3 ტრილიონი აშშ დოლარის შემოდინებით ფედერალური სარეზერვო სისტემის გეგმამ (ეკონომიკის გადარჩენისთვის) ბევრად გადააჭარბა 2008 წლისას“. ამგვარად მოახდინეს მაინერებმა გამომცემლობა New York Times-ის 2020 წლის 9 აპრილის სათაურის ციტირება. სტატიაში შედარებული იყო ამჟამინდელი მსოფლიო კრიზისი 2008 წლის მოვლენებთან. ბლოკზე ამ შეტყობინების დატოვებით მაინერებმა ასევე პატივი მიაგეს სატოში ნაკამოტოს. 2009 წლის 3 იანვარს Bitcoin-ის შემქმნელმა ნულოვან ბლოკზე დატოვა მსგავსი შეტყობინება: „კანცლერი მზადაა ხელმეორედ დაეხმაროს ბანკებს“ - ასე ჟღერდა ბრიტანული The Times-ის 2009 წლის სათაური. Bitcoin-ი შეიქმნა 2008 წლის კრიზისის შუაგულში. იმ დროს ხელისუფლებებმა გამოყვეს უზარმაზარი თანხები დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად და „საბეჭდ სტამბას“ მიმართეს. ამჟამად, 12 წლის შემდეგ სიტუაცია მეორდება ახალი მასშტაბებით და Bitcoin-ის აუცილებლობა სულ უფრო ცხადი ხდება. https://bit.ly/2LruLfA
- 1 reply
-
- 1
-
-
პაველ დუროვმა განაცხადა, რომ Telegram-მა შეწყვიტა მუშაობა ბლოკჩეინ-პლატფორმა Telegram Open Network-ზე. მან ხაზი გაუსვა, რომ დიდი ალბათობით მხარს არ დაუჭერს ალტერნატიულ ქსელებს თავისი გუნდის მიერ შექმნილი პროექტის ბაზაზე. დუროვმა დაწერა, რომ TON-ის შექმნაზე მუშაობა ორწელიწადნახევარი მიმდინარეობდა. მას უნდა გაესწრო Bitcoin-ისა და Ethereum-ისთვის სიჩქარითა და მასშტაბირებით, თანაც შეენარჩუნებინა დეცენტრალიზაცია. მისი თქმით TON-ის Telegram-თან ინტეგრაციით მიღწევადი გახდა რევოლუცია ფულად ტრანზაქციებსა და ინფორმაციის გაცვლაში. მან TON შეადარა ოქროს მომპოვებელ ორგანიზაციებს, Gram ტოკენი კი - ოქროს. დუროვის ანალოგიის თანახმად ინვესტორებმა ინვესტიცია ჩადეს წარმოებაში, თუმცა მოისურვეს არა ოქროს თავიანთთვის მოპოვება, არამედ გადაწყვიტეს მოგება ენახათ ოქრის სხვისთვის მიყიდვიდან. სწორედ ამიტომ აშშ-ის სასამართლომ აკრძალა ინვესტორებს შორის ტოკენების გავრცელება. „სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ სხვა ქვეყნები მოკლებულნი არიან სუვერენიტეტს როდესაც საქმე ეხება უშუალოდ იმ ფაქტს - რა არის კარგი მაცხოვრებლებისთვის და რა - არა. თუკი შეერთებული შტატები ერთხელაც აკრძალავს ყავას და მოითხოვს იტალიაში ყავის სახლების დახურვას იმის გამო, რომ იქ შეიძლება ამერიკელი რეზიდენტები შევიდნენ - ასეთ გადაწყვეტილებას არავინ დაეთანხმება“. დუროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ფარგლებს გარეთ ხალხს შეუძლია აირჩიოს პრეზიდენტები და პარლამენტები, თუმცა დიდწილად აშშ-ზე არიან დამოკიდებულნი ტექნოლოგიებისა და ფინანსების კუთხით. „აშშ-ს შეუძლია გამოიყენოს თავისი კონტროლი დოლარზე, რათა დახუროს ბანკი ან საბანკო ანგარიში პლანეტის ნებისმიერ წერტილში. მას შეუძლია კონტროლის დამყარება Apple-სა და Google-ზე, რათა გააქროს გარკვეული აპლიკაციები AppStore-იდან და Google Play-დან. სამწუხაროდ ეს სიმართლეა - სხვა ქვეყნები არ ფლობენ სუვერენიტეტს გადაწყვეტილებების მიღებაში. მსოფლიოს მოსახლეობის 96% დამოკიდებულია გადაწყვეტილებების მიმღებ აშშ-ში მცხოვრებ პირებზე“. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ვებ-გვერდი იყენებს მის სახელს ან „TON”-ს საკუთარი პროექტების წინ წამოწევის მიზნით და საზოგადოებას მოუწოდა არ ანდონ ასეთ ვებ-გვერდებს პირადი მონაცემები და ფული. Telegram-ის წარმომადგენლებს ასეთ ინიციატივებთან საერთო არაფერი აქვთ - განაცხადა დუროვმა. მან გამოთქვა ეჭვი საკითხზე - ადრე თუ გვიან მხარს დაუჭერს თუ არა ალტერნატიულ ქსელებს Telegram-ის ბაზაზე. მისი თქმით მისი გუნდი ამგვარ პროექტებთან კავშირში არაა. პირველი ამგვარი ქსელი ცოტა ხნის წინ აამოქმედა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების მომწოდებელმა TON Labs-მა და მსხვილი ვალიდატორების გუნდმა. „ყველას წარმატებას ვუსურვებ ვინც იბრძვის დეცენტრალიზაციის, ბალანსისა და თანასწორობისთვის. ეს მართალი საქმეა. ეს შესაძლოა ჩვენი თაობისთვის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა იყოს. ვიმედოვნებ, რომ სხვები მიაღწევენ წარმატებას იქ, სადაც ჩვენ წარუმატებლობა განვიცადეთ“ - დაწერა დუროვმა გამოსათხოვარ შეტყობინებაში. 30 მარტს დუროვმა Telegram Open Network-ის ინვესტორები გააფრთხილა, რომ ქსელი არ ამოქმედდებოდა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან (SEC) კონფლიქტისა და ამერიკის სასამართლოს მიერ Gram ტოკენის გავრცელების აკრძალვის გამო. მან ინვესტორებს შესთავაზა გარიგება: აეღოთ ჩადებული ინვესტიციების 72% ან ხელი მოეწერათ ახალ შეთანხმებაზე, რითაც პროექტს 2021 წლის 30 აპრილამდე ქსელის ამოქმედების შესაძლებლობა მიეცემოდა. ეს უკანასკნელი ვარიანტი ითვალისწინებდა Gram-ის ან სხვა კრიპტოვალუტის მიღებას ქსელის გაშვებისას, ან ჩადებული ფულის 110%-ის მიღებას. დუროვი მზად იყო ჩავარდნის შემთხვევაში Telegram-ის წილი გაეყიდა კიდეც. ამის შემდეგ ინვესტორებმა მიიღეს კიდევ რამდენიმე წერილი, რომლებშიც კიდევ ერთხელ შეიცვალა გარიგების პირობები. ამერიკელ ინვესტორებს ცალკე წერილებში აეკრძალათ პროექტში სამომავლოდ მონაწილეობა და უფლება დარჩათ უკან წაეღოთ ჩადებული თანხის მხოლოდ 72%. დანარჩენ ინვესტორებს აცნობეს, რომ Gram-სა და სხვა კრიპტოვალუტას ვერ მიიღებდნენ. მორიგ წერილში განცხადების შინაარსი უფრო დეტალურად გაირკვა: ინვესტორებს შესთავაზეს ინვესტიციები TON-ში გაეფორმებინათ როგორც კრედიტი წლიური 52,77% -ით, რათა მიეღოთ თავდაპირველად ჩადებული თანხის 110% 2021 წელს. პირველად ბლოკჩეინ-პლატფორმა TON-ის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის ბოლოს, თუმცა Telegram-მა პროექტში მონაწილეობა ფაქტობრივად მხოლოდ 2018 წლის შემოდგომაზე დაადასტურა. ოფიციალური მონაცემების თანახმად დახურული ICO-ს ორი რაუნდის ფარგლებში, 2018 წლის თებერვალსა და მარტში TON-მა მოიზიდა 1.7 მლრდ აშშ დოლარი აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ინვესტორებისგან. თავდაპირველად ქსელი უნდა ამოქმედებულიყო 2019 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა SEC-მა შეძლო ტოკენების გავრცელების დროებითი აკრძალვა. როდესაც დუროვმა ინვესტორებთან პირველი გარიგებები დაასრულა, ახალი დედლაინი დააწესა. SEC-ში მიიჩნევენ, რომ SAFT-კონტრაქტების გაყიდვა, ტოკენების გავრცელება და Gram-ტოკენების შემდგომ გაყიდვა მეორეულ ბაზარზე იყო ინვესტიციური კონტრაქტი, რომელიც არღვევდა ფასიანი ქაღალდების კუთხით ფედერალურ კანონმდებლობას. https://bit.ly/2Wv4HGK
-
შედგა მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიოს კრიპტოენთუზიასტები ელოდნენ - 630 ათას ბლოკზე ორჯერ, 12,5-დან 6,25-მდე შემცირდა მაინერების მიერ ბლოკჩეინზე ახალი ბლოკის დამატების ჯილდო. კრიპტოვალუტის კურსი ბოლო საათებში სტაბილურია და დაახლოებით 8800 აშშ დოლარიან დონეზეა. თავად ჰალვინგის იდეა ათ წელზე მეტი ხნის წინ პროგრამულად იყო ჩადებული Bitcoin-ის შემქმნელ სატოში ნაკამოტოს მიერ ბლოკჩეინის ქსელის მუშაობის პროტოკოლში. ჰალვინგი ხდება დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ (პირველი შედგა 2012 წელს, მეორე - 2016 წელს) და მისი მიზანია კრიპტოვალუტის ემისიის კონტროლი და მისი ინფლაციისგან დაცვა. თუმცა ამჟამად პრობლემას წარმოადგენს კრიპტოვალუტების მფლობელთა მიმბაძველების დიდი რაოდენობა, რაც Bitcoin-ის დეფიციტის იდეისკენ უბიძგებს. მიზეზი, რომლის გამოც ჰალვინგი მეტად აღელვებს მაინინგსა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში ჩართულ ყველა პირს, არის ის, რომ ეს მოვლენა განიხილება, როგორც მძლავრი დადებითი ფაქტორი კრიპტობაზრის ფლაგმანის ფასის ზრდისთვის. ლოგიკა გასაგებია - მთავარი ეკონომიკური პრინციპის შესაბამისად მიწოდების შემცირებისას ფასი იმატებს. თუმცა მიუხედავად ჰალვინგისა, კრიპტოვალუტის მიწოდება-შეთავაზება კიდევ მატულობს, თუმცა გაცილებით ნელი ტემპით. ხვალ ბრუნვაში უფრო მეტი Bitcoin-ი იქნება, ვიდრე დღეს არის. იმ დროს, როდესაც მსოფლიო საფონდო ბაზარი კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალდა, Bitcoin-ი შესაძლოა ინვესტორებისთვის თავშესაფარი ყოფილიყო კრიზისის პერიოდში, თუმცა მისი პოპულარობა ჯერ ისე მაღალი არ არის, რომ ამ როლის პრეტენდენტად გვევლინებოდეს. ამჟამად კრიპტოვალუტა გაცილებით კარგ მდგომარეობაშია ვიდრე სხვა აქციები, თუმცა არ გამოიყურება ისე საიმედოდ, როგორც ოქრო და აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები. ბევრი ანალიტიკოსი ამ აქტივის აშკარა სპეკულაციურ ბუნებაზეც მიუთითებს. ასეა თუ ისე, კრიპტოენთუზიასტები იმედოვნებენ, რომ მომხდარი ჰალვინგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს Bitcoin-ის კურსზე. წინა ორ ჰალვინგს საკმაოდ გრძელვადიანი გავლენა ჰქონდა ციფრული აქტივის ფასზე. მონეტის ფასი ჰალვინგების შემდეგ სწრაფად არ გაორმაგებულა, თუმცა ფასი სტაბილურად იზრდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ჰალვინგამდე ერთი თვით ადრე Bitcoin-ის ფასი 26%-ით გაიზარდა, გასულ შაბათ-კვირას კი ფასის მაჩვენებელი 10 ათას აშშ დოლარიან ნიშნულამდე ავიდა. https://bit.ly/3cqKsPZ
-
მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლების ოფიციალური ფასები ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ PlayStation 5 500 აშშ დოლარად გაიყიდება, რასაც დაბალ ფასს ვერ ვუწოდებთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კონსოლში წარმოდგენილია თანამედროვე მაკომპლექტებლები, სწრაფი დისკი და ბევრი სხვა კომპონენტი. გავრცელებული ცნობებით Sony კომპრომისზე წავიდა და აირჩია ნაკლები წარმადობის სისტემა. იაპონური კომპანიისგან განსხვავებით Microsoft გაცილებით ძვირადღირებულია და კომპანია იძულებული უნდა იყოს თავისი კონსოლი 600 აშშ დოლარად გაყიდოს, თუმცა წყაროების ინფორმაცია საპირისპიროა. ტექნიკური ანალიტიკოსების აზრით ამჯერად Microsoft-ი ვა-ბანკზე მიდის: კომპანია დემპინგს აპირებს. რა ფასიც არ უნდა მოითხოვოს Sony-მ PlayStation 5-ზე, Xbox Series X კონსოლი მასზე 100 აშშ დოლარით იაფად გაიყიდება. ეს ფაქტი მოულოდნელია, თუმცა სავსებით რეალიზებადი. ამერიკული კორპორაციის ანგარიშზე 136 მლრდ აშშ დოლარი ცოცხალი ფულია. 100 აშშ დოლარით ღირებულების შემცირების გამო 2 მლრდ აშშ დოლარის დაკარგვა საბაზრო ღირებულებაზე დიდ გავლენას არ მოახდენს, სამაგიეროდ ბევრ მომხმარებელს უბიძგებს აირჩიონ ყველაზე სწრაფი და გაცილებით იაფი კონსოლი. რაც შეეხება Sony-ს, ამჟამად გეიმინგ კონსოლების გაყიდვა და გეიმინგ მარკეტი ერთადერთი მიმართულებებია (ფილმების გადაღების გარდა), რომელთაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მოგება მოაქვთ. ფასების ომი იაპონური კომპანიისთვის ხელმისაწვდომი არ არის. https://bit.ly/3bqNWR7
-
- 1
-
-
პროდუქტები, რომლებიც TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იქნება წარმოებული, უკვე დადასტურდა ChinaTimes-ის ინფორმაციით. მოსალოდნელია, რომ ამ ტექნოლოგიით დამზადდება არა მხოლოდ AMD Zen 4, RDNA3 და NVIDIA Hopper სერიის გრაფიკული პროცესორები, არამედ სამომავლო GPU Intel Xe-ც. ChinaTimes ადასტურებს ცნობას, რომ NVIDIA-მ წინასწარ დაჯავშნა TSMC-ის 5-ნანომეტრიანი წარმოება თავისი სამომავლო ფლაგმანური Hopper პროცესორებისთვის. ჩინური საინფორმაციო წყარო იმაზეც მიგვანიშნებს, რომ კომპანია Intel-იც გამოიყენებს TSMC-ის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესს თავის სამომავლო Intel Xe სერიის გრაფიკულ პროცესორებში. როგორც ჩანს, NVIDIA მომდევნო წელს წარადგენს 5-ნანომეტრიან Hopper პროცესორებს, 2022 წლისთვის კი მომხმარებლებს პირდება, რომ განსაკუთრებით წარმატებული იქნება ენთუზიასტებისა და ოვერქლოქერებისთვის. კომპანია TSMC შესაძლოა გადაიტვირთოს 5-ნანომეტრიანი წარმოებით მომდევნო წელს. რა თქმა უნდა, წარმოების პირველ რიგში იქნებიან „მობილური გიგანტები“, განსაკუთრებით კი მაღალი წარმადობის მობილური პროცესორების მწარმოებელი კომპანიები, თუმცა არც პერსონალური კომპიუტერების სეგმენტი ჩამორჩება „ნანომეტრების რბოლაში“. უახლესი ცნობები მოწმობს, რომ კომპანია Intel იქნება TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ერთ-ერთი მთავარი დამკვეთი თავის სამომავლო პროდუქტებში. დასტურდება DigiTimes-ის ცნობები, რომ TSMC 5-ნანომეტრიაინ მასობრივი წარმოების დაწყებას გეგმავს 2021 წლის მესამე კვარტლიდან. 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია იქნება უფრო მასიური და მაღალი წარმადობის, ვიდრე 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. https://bit.ly/3fG1yLB
-
ანალიტიკურ კომპანია Glassnode-ში გამოიკვლიეს პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ევოლუცია წინა ჰალვინგის შემდეგ და დააფიქსირეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მის ძირითად პარამეტრებში. 2016 წლის 9 ივლისის ჰალვინგის შემდეგ დღემდე Bitcoin-ის მფლობელების რაოდენობა არა მარტო 234%-ით გაიზარდა, არამედ იმ მნიშვნელობას გადააჭარბა, როდესაც ფასი 20 ათას დოლარიან ნიშნულთან ახლოს იმყოფებოდა. მოსალოდნელი მესამე ჰალვინგის წინ მათმა რიცხვმა 30 მილიონს მიაღწია. ასევე გაიზარდა დეცენტრალიზებული ქსელის მაჩვენებელიც, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მფლობელების რიცხვის მატებით, არამედ Bitcoin-ის ფასის ზრდითაც. ზრდის ფონზე ≥ 0,1 BTC და с ≥ 1 BTC მისამართების რიცხვი ამ პერიოდში გაიზარდა 64% და 142%-ით, შესაბამისად, 1000 BTC და მეტის მფლობელი „ვეშაპების“ რაოდენობა 7%-ით შემცირდა, მათი საფულეების რაოდენობა კი მხოლოდ 13%-ით გაიზარდა. წინა ჰალვინგის შემდეგ ასევე გაიზარდა ტრანზაქციების რიცხვი (44%-ით) და მათი მოცულობის საშუალო ცვლადი (682%-ით), რამაც 2.11 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მაჩვენებელი სტაბილური დარჩა მიუხედავად მიმდინარე წლებში BTC-ის ფასის მკვეთრი ცვლილებებისა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჰეშრეითის ზრდა: 1,57 EH/s-დან 109,03 EH/s-მდე ანუ 6837%-ით ზრდა ოთხი წლის განმავლობაში, რაც ასევე მიგვითითებს, თუ როგორ გაიზარდა ქსელის უსაფრთხოების დონე. რიგით მესამე ჰალვინგი რამდენიმე საათის წინ მოხდა. სწორედ ჰალვინგს უკავშირებს ბევრი პირველი კრიპტოვალუტის ახალი ტემპით ზრდას, თუმცა ამავე დროს დაუშვებელია არ აღინიშნოს მაინერების შეშფოთება, რომელთა შემოსავალი ორჯერ შემცირდება. https://bit.ly/2WmM7Az
-
კომპანია SpaceX-მა განაცხადი შეიტანა გაკოტრებული ბრიტანული კომპანია OneWeb-ის გამოსყიდვაზე, რათა მოახდინოს ბაზარზე არსებული კონკურენტის ლიკვიდირება. ინფორმაციის წყარო აცხადებს: „ორ რეალურ მყიდველს ვხედავ. Eutelsat-ს მცირე შანსი აქვს. საინვესტიციო ფონდმა შესაძლოა გაიმეოროს OneWeb-ის წინა ინვესტორის - Softbank-ის ბედი. ვფიქრობ, მყიდველი გახდება ის, ვისთვისაც კოსმოსური ინტერნეტი ბიზნესის სამომავლო განვითარებისთვის გადამწყვეტია. ესენი არიან რა თქმა უნდა Amazon და SpaceX. ამ უკანასკნელს შესყიდვა სჭირდება პოტენციური კონკურენტის გაქრობისთვის“ - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ჩინური განაცხადები დიდი ალბათობით უარყოფილი იქნება, რათა არ დაიშვას ჩინეთის წვდომა OneWeb-ის ტექნოლოგიებზე. ექსპერტის აზრით ასევე მოსალოდნელია ვარიანტი, რომ OneWeb გადავა Amazon-ის კონტროლის ქვეშ, რის გამოც SpaceX-ის Starlink-ს პოტენციური კონკურენტი კვლავ ეყოლება. აშშ-სთვის მნიშვნელოვანია კონკურენციის შენარჩუნება, რადგანაც ასეთ შემთხვევაში შენარჩუნდება ტექნოლოგიური და საბაზრო განვითარების მაღალი ტემპები. ეს ყველაფერი კი შეერთებულ შტატებს ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამგზავრული კავშირების კუთხით ლიდერობაში. უნდა აღინიშნოს, რომ OneWeb-ის განვითარებაზე ჯამში დაახლოებით 3.5 მლრდ აშშ დოლარია დახარჯული. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ-რესურს Space Intel Report-მა გამოაქვეყნა შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ გაკოტრებული OneWeb-ის შესყიდვაზე განაცხადები შეიტანეს ამერიკულმა Amazon-მა და SpaceX-მა, ევროპულმა თანამგზავრულმა ოპერატორმა Eutelsat-მა, საინვესტიციო ფონდმა Cerberus Capital Management-მა და ორმა ჩინურმა კომპანიამ. https://bit.ly/2WGlu8u
-
ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი გადაწყვეტილებები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გადადის კონცეფციის შემოწმების სტადიიდან პრობლემების გადაწყვეტის პრაქტიკული გადაჭრის ეტაპზე. წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო უახლეს ინიციატივებს. IBM უშვებს ბლოკჩეინ-პლატფორმას განახლებადი ენერგიის გაყიდვისთვის კორპორაცია IBM-მა ენერგოსისტემების ევროპულ ოპერატორებთან ერთად - TenneT (ნიდერლანდი და გერმანია), Terna (იტალია) და Swissgrid (შვეიცარია) - შექმნა ბლოკჩეინ-კონსორციუმი, რათა მოხდეს მომხმარებლებსა და ქსელის ოპერატორებს შორის მონაცემთა გადაცემის კვლევა და ოპტიმიზაცია. პლატფორმა Equigy-ს საფუძვლად უდევს Hyperledger Fabric პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის ოპერატორების, ელექტრომობილებისა და სახლის აკუმულატორების მფლობელთა ეფექტურ ურთიერთქმედებას. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოქმნის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია პროგნოზირება - რა რაოდენობის მზის ან ქარის ენერგიის მოპოვება იქნება შესაძლებელი უახლოეს დროში. IBM-ის აზრით ამ პრობლემის გადაჭრა მომხმარებლებს შეუძლიათ - თავიანთი სიმძლავრის შეთავაზებით ისინი შეძლებენ ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზებას. მაგალითად, მომხმარებლები შეძლებენ თავიანთი ელექტრომობილების ან სახლის აკუმულატორების ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვას ელექტროენერგიის მცირე წარმოების პერიოდში. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება დაეხმარება წარმოების დემოკრატიზაციას და უზრუნველყოფს ჩვეულებრივი ადამიანების ელექტროენერგიის ბაზარზე გასვლას. ამჟამად ამ მიმართულებით ლიდერობენ მსხვილი კომპანიები, ელექტროსადგურებისა და საწარმოო დანადგარების ოპერატორები. პროექტის ტესტირება მოხდება მიმდინარე წლის მანძილზე ნიდერლანდების, გერმანიის, შვეიცარიისა და იტალიის ტერიტორიაზე და წარმატების შემთხვევაში გავრცელდება მთელ ევროპაში. მიწოდების ჯაჭვის თვალყურის სადევნებლად აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში გამოყენებული იქნება VeChain ბლოკჩეინი პლატფორმა VeChain შეუერთდა APAC Provenance Council კონსორციუმს, რომელიც ახდენს მიწოდების ქსელის სამეთვალყურეო საპილოტე პროექტების რეალიზებას აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში. კერძოდ, კონსორციუმი წარადგენს კომპლექსურ ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებებს კვების პროდუქტების, ღვინისა და სხვა საქონლის მიწოდებისა და აუთენტიფიკაციისთვის. კონსორციუმის ძირითადი ყურადღება მიმართული იქნება ავსტრალიიდან ჩინეთში საქონლის ექსპორტზე, რომლის მოცულობა 76 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. სავაჭრო ფინანსირების ამოცანები დაეკისრება Mastercard-სა და Alipay Australia-ს. მიწოდების ჯაჭვზე თვალყურის დევნება განხორციელდება საჯარო VeChain ბლოკჩეინის ან ბლოკჩეინით მართვადი Mastercard Provenance-ის მეშვეობით. ბლოკჩეინის გამოყენების წყალობით გარიგების ღირებულების 30% ავტომატურად ჩაირიცხება კომპანიების ანგარიშზე როდესაც სასაზღვრო ჩანაწერი რეესტრში მოხვდება ავსტრალიის რეესტრში, კიდევ 30% - როდესაც საქონელი ჩინეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს გაივლის, თანხის დანარჩენი ნაწილი კი დაირიცხება საქონლის ჩაბარებისას. როგორც ცნობილია, ციფრული საფულეებით ანგარიშსწორება მომენტალურად ხდება იმ დროს, როდესაც ტრადიციული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში ამას დაახლოებით 1 თვე სჭირდება. დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის რესურსების სამმართველო შეუერთდა კომერციულ რეესტრს ბლოკჩეინის ბაზაზე დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის რესურსების სამმართველო (DEWA) შეუერთდა პირველ გაერთიანებულ საქალაქო რეესტრს, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ბაზაზე მუშაობს. ინტეგრაცია DEWA-ს უზრუნველყოფს კომერციული ლიცენზიების ბაზაზე მომენტალურ წვდომას და საშუალებას მისცემს დანერგოს ციფრული დოკუმენტბრუნვა. მოსალოდნელია, რომ რეესტრის გამოყენებით ამაღლდება DEWA-ს ეფექტურობა და იმ შიდა ოპერაციების ავტომატიზაციის დონე, რომლებიც დაკავშირებულია ანგარიშებსა და კონტრაქტებთან, ასევე გაუმჯობესდება მომხმარებლების მომსახურების ხარისხი. „თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლა 2021 წლის ბოლოს მართვის პროცესის ტრანსფორმაციისა და ელექტრონული დოკუმენტების ფორმატზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს“ - განაცხადა DEWA-ს გენერალურმა დირექტორმა. ინიციატივის ფარგლებში DEWA-მ უკვე შეიმუშავა ციფრული ტრანზაქციებით მუშაობის საკუთარი სტრატეგია და დანერგა ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მთელ რიგ პროექტებსა და სერვისებში. ამგვარ ინიციატივებს შორისაა Green Charger ელექტრომობილების რეგისტრაციის პროცესი, ასევე საარენდო სმარტ-კონტრაქტები, რომლებიც შემუშავდა კომპანია Wasl Asset Management Group-სა და დუბაის დეპარტამენტთან ერთად. კვლევითი კომპანია International Data Corporation (IDC) ელოდება ევროკავშირის საწარმოების მხრიდან ბლოკჩეინ-პროექტებში ინვესტიციების დროებით შემცირებას. ადრე IDC-მა ივარაუდა, რომ ევროპული კომპანიების ხარჯები ბლოკჩეინში 2020 წლისთვის 1.4 მლრდ აშშ დოლარი იქნებოდა, ინვესტიციების ჯამური წლიური ზრდის ტემპი კი 58%-მდე ავიდოდა 2023 წლისთვის. „მსყიდველობითი მოთხოვნის შემცირების, მიწოდების ჯაჭვის დარღვევისა და დისტანციური მუშაობის გავრცელების გამო ბევრმა კომპანიამ გადადო ინოვაციური პროექტები სიტუაციის დასტაბილურებამდე“ - განაცხადა IDC-ის ბლოკჩეინ-განყოფილების ხელმძღვანელმა. ამჟამად IDC ელის, რომ 2020 წელს გასავალი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სფეროში დაახლოებით 8%-ით შემცირდება. ამასთან, გარკვეულ სფეროებში პანდემიის გავლენით შესაძლოა მოხდეს ზრდისა და ტექნოლოგიის უფრო ფართოდ დანერგვის სტიმულირება. მაგალითად, ბლოკჩეინი პოზიტიურ გავლენას იქონიებს ღირებულების დაწესების ჯაჭვზე. ბლოკჩეინის დანერგვა დადებითად წაადგება ისეთ რთულ პროგრამებსაც, როგორებიცაა სამედიცინო მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის, ასევე ონლაინ-ხმის მიცემის სისტემები, რადგანაც ტექნოლოგიას გააჩნია მონაცემებისა და მათი კონფიდენციალურობის დაცვის საიმედო ფუნქციები და მდგრადია გატეხვისადმი. https://bit.ly/2SRl5z7
-
კომპანია Intel-მა უკვე დაიწყო Xe DG1 დისკრეტული ვიდეო დაფების გავრცელება პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებს შორის. შედეგად დაფების შესახებ მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი, რადგანაც ადაპტერების ტესტირებების შედეგად ინფორმაცია ხვდება ისეთ ბაზებში, როგორიცაა Geekbench 5 ბენჩმარკი. ამჯერად ახალი ინფორმაცია გამოჩნდა SiSoftware-ის ბაზაში, სადაც მოხდა მე-12 თაობის არქიტექტურის მქონე ამაჩქარებლის ტესტირება. ამაჩქარებელი წარმოდგენილია 96 EU-თი, რომლებიც მუშაობენ 1,5 გჰც-ზე (სავარუდოდ DG1 მოდელი). ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ადაპტერს აქვს 768 გამომთვლელი ბირთვი. გატესტილ ნიმუშს 3 გბ მეხსიერება აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სერიულ პროდუქტსაც იდენტური მახასიათებლები ექნება. ამაჩქარებელი - ეს გახლავთ დესკტოპ ვერსიად სახეცვლილი ინტეგრირებული მობილური გრაფიკული ადაპტერი. ამაზე მიუთითებს OpenCL ტესტი, რომელშიც იგი განისაზღვრა, როგორც „მე-12 თაობის მობილური გრაფიკული“ კონტროლერი. აქედან გამომდინარე, Xe LP ჩიპზე აგებული DG1 მოდელი საწყისი დონის ვიდეო დაფაა. ადაპტერი DG2 საშუალო სეგმენტში მოხვედრის კანდიდატია, რადგანაც მოსალოდნელია, რომ მას 2048 ბირთვი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის გრაფიკული ადაპტერების შესახებ ცნობები რეგულარულად ხმაურდება, ამჟამად უცნობია რომელი სეგმენტის განვითარებაზეა კომპანია ორიენტირებული მიმდინარე წელს. https://bit.ly/2WGjhKm
-
ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია მეხუთე თაობის კავშირის ქსელებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის შემუშავებაში. 5G აღჭურვილობისა და ამ მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად Huawei გაერთიანდა თვრამეტ ჩინურ მანქანათმშენებელ კომპანიასთან, რათა შექმნან „საავტომობილო 5G ეკოსისტემა“, რომელიც ხელს შეუწყობს 5G ტექნოლოგიის კომერციალიზაციას საავტომობილო წარმოებაში. ამ მიმართულებით Huawei იმუშავებს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა FAW Group, Changan Automobile, Dongfeng Group, SAIC Group, BYD, Great Wall Motor და სხვები. Huawei-ში მიიჩნევენ, რომ 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ინოვაციები განვითარებისთვის ბიძგს მისცემს საავტომობილო ინდუსტრიას. მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე, მინიმალური შეფერხება და სიმედოობა ახლ შესაძლებლობებს იძლევა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ავტონომიური მართვის სისტემების შემუშავებისთვის და ა.შ. გასულ წელს Huawei-მ წარადგინა წარმოებაში პირველი 5G მოდული MH5000 ავტომობილების დაკავშირებისთვის, მის საფუძველს წარმოადგენს საფირმო მოდემი Balong 5000, რომელიც უზრუნველყოფს მეხუთე თაობის ქსელში მუშაობას. ჩინური კომპანია აგრძელებს სხვადასხვა მანქანათმშენებელ კომპანიასთან თანამშრომლობას და ქმნის გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ საავტომობილო წარმოების ხელშეწყობა. კომპანიის ერთ-ერთი მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს შესაძლებლობა - დადებითი გამოცდილება მიიღონ ქსელთან დაკავშირებული ავტომობილებით. საინფორმაციო წყარო ასევე აღნიშნავს, რომ Huawei მონაწილეობისთვის იწვევს სხვა საავტომობილო კომპანიებსაც, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ სამომავლოდ “საავტომობილო 5G ეკოსისტემის“ შექმნაში ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ ჩინური კომპანიები. https://bit.ly/2WjMhZi
-
ლეგენდარულმა ტრეიდერმა და hedge-ფონდ Tudor Investment-ის დამფუძნებელმა პოლ ტიუდორ ჯონსმა თავის მომხმარებლებს განუცხადა, რომ Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობას განიხილავს, როგორც დაზღვევას ცენტრალური ბანკების ამჟამინდელი პოლიტიკის წინააღმდეგ. ცენტრალური ბანკები ფულს ბეჭდავენ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად. „იმისთვის, რომ მოხდეს მოგების მაქსიმიზირება, უნდა ფლობდეთ ყველაზე სწრაფ აქტივს. თუ ჩემი პროგნოზის მოსმენა გსურთ, მე ფსონს Bitcoin-ზე დავდებდი“ - აღნიშნა ჯონსმა. მან მომხმარებლებს შესთავაზა ჩართონ Bitcoin-ფიუჩერსები პორტფელში, თუმცა დაამატა, რომ მათი წილი არ იქნება რამდენიმე პროცენტზე მეტი. ტიუდორ ჯონსმა შეისწავლა შესაძლო პოზიციები ოქროს, სახელმწიფო ობლიგაციების, ზოგიერთი აქციის, ვალუტისა და საქონლის კუთხით. მისი აზრით Bitcoin-ი დაგროვების საშუალებაა. მილიარდერი ამტკიცებს, რომ აქტივმა გაიარა გამძლეობისა და საიმედოობის გამოცდა ოთხ კრიტერიუმში: მსყიდველობითი უნარი, ლიკვიდურობა, პორტატულობა და საიმედოობა. ტრეიდერმა Bitcoin-ი შეადარა ოქროს 1970-იან წლებში, როდესაც ინფლაციამ ამერიკული ბაზრები მოიცვა. მან პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტირება მოახდინა 2017 წელს და ისტორიული მაქსიმუმის სიახლოვეზე მყოფ პოზიციაზე გამოვიდა. „ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი Bitcoin-ის შეძენის სასარგებლოდ გახლავთ ვალუტის გაციფრულება“. https://bit.ly/2SLGdq6
- 1 reply
-
- 1
-
-
Xbox-ის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა შემდეგი შეტყობინება: „ყოველი თამაში, რომელსაც ხვალ Inside Xbox-ზე იხილავთ, ოპტიმიზირებული იქნება Xbox Series X-ისთვის. სპოილერები - თქვენ ხშირად დაინახავთ ამ ნიშანს“. მაშ ასე, ცნობილია ჩამონათვალიდან პირველი ცამეტი თამაში: Assassin’s Creed Valhalla (Ubisoft) Bright Memory Infinite (FYQD-Studio) Call of the Sea (Out of the Blue) Chorus (Deep Silver Fishlabs) DiRT 5 (Codemasters) Madden NFL 21 (EA Tiburon) Scarlet Nexus (Bandai Namco Entertainment) Scorn (Ebb Software) Second Extinction (Systemic Reaction) The Ascent (Neon Giant) The Medium (Bloober Team) Vampire: The Masquerade – Bloodlines 2 (Hardsuit Labs) Yakuza: Like a Dragon (Ryu Ga Gotoku Studio) წარმოდგენილი ლოგოტიპი, რომელიც კიდევ უამრავ გაუხმაურებელ პროექტში ფიგურირებს, იმაზე მიგვითითებს, რომ დეველოპერებმა განახორციელეს აუცილებელი ოპტიმიზაცია თამაშების სიჩქარის გაუმჯობესებისთვის კონსოლის მაქსიმალურ სიმძლავრემდე, რაც 12 TFLOPS-ს შეადგენს. ოპტიმიზაციაში მოიაზრება 4K ფორმატის მხარდაჭერა, 120 კადრამდე სიჩქარე, აპარატული რეითრეისინგი და სწრაფი NVMe ჩატვირთვა. ამჟამად სტუდიების კოლოსალური რაოდენობაა ჩართული სამომავლო Title-ებზე მუშაობაში, რომლებმაც Microsoft-ის ჩანაფიქრის მიხედვით კარგად უნდა გაყიდოს Series X გამოშვებისთანავე. ახალი კონსოლის გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოსკენ, არსებული ცნობებით XBSX სერიოზულ კონკურენციას გაუწევს PS5ს. https://bit.ly/2Wh66AB
-
- 2
-
-
-
ხელმისაწვდომია საინტერესო სიახლე - პორტატული მონიტორი Desklab, რომელიც, როგორც მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი მოწყობილობაა თავის კატეგორიაში. მონიტორის მატრიცა 4K ფორმატისაა: გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს, დისპლეის ზომაა 15.6 დუიმი დიაგონალზე. სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1200:1. ხედვის კუთხე 178 გრადუსს აღწევს. მონიტორ Desklab-ს სენსორული მართვის მხარდაჭერა აქვს. ამასთან დისპლეიზე ზემოქმედება შესაძლებელია როგორც თითით, ასევე სპეციალური ელექტრონული ფანქრის მეშვეობით. ეს უკანასკნელი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მონიტორი გრაფიკული პლანშეტის სახით გამოიყენოს. მაგნიტური სადგამი საშუალებას იძლევა მონიტორი მოსახერხებელი კუთხით განთავსდეს. იგი ეკრანს ასევე იცავს ტრანსპორტირების დროს დაზიანებისგან. თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხელს უწყობს ტექნოლოგიები Low Flicker და Low Blue Light: პირველი მათგანი აღმოფხვრის ციმციმს, მეორე კი ამცირებს ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობას და მომხმარებელს იცავს მისი ზეგავლენის გვერდითი ეფექტებისგან. მონიტორი აღჭურვილია სტერეო დინამიკებით, აქვს ინტერფეისები USB Type-C, mini HDMI და Micro-USB. მოწყობილობა 595 გრამს იწონის. მონიტორის გამოყენება შესაძლებელია ალბომისა და პორტრეტის რეჟიმებში. ინტეგრირებული აკუმულატორი უზრუნველყოფს კვებას ქსელის გარეშე და საშუალებას იძლევა დაიმუხტოს სხვა გაჯეტები. Desklab-ის შეძენა ამჟამად შესაძლებელია 399 აშშ დოლარად. https://bit.ly/2WbWFlS
-
- 1
-
-
კომპანია CoinShares-მა შეაფასა ჰალვინგის შემდგომი Bitcoin-ის ქცევის ხუთი პოპულარული სცენარი - კატასტროფული და ნეგატიურიდან პოზიტიურ და ნეიტრალურ შედეგამდე. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიამ უკვე ორი ჰალვინგი გამოიარა და მათი შედეგი კარგადაა ცნობილი, ექსპერტების აზრი კვლავ იყოფა იმის შესახებ, თუ რა შედეგები ექნება მაინერებისთვის მომდევნო კვირაში მოსალოდნელ ჰალვინგს. Bitcoin-ის ისტორიაში რიგით მესამე ჰალვინგი ბევრად განსხვავებული იქნება წინა ორისგან. ხუთი ყველაზე პოპულარული თეორია გახლავთ შემდეგი: კატასტროფული: ჰალვინგი გამოიწვევს მაინერების „სიკვდილის სპირალს“. ამ ნაკლებად სარწმუნო სცენარის თანახმად ფასი ეტაპობრივად დაიწყებს კლებას და მაინერები იძულებულნი გახდებიან გათიშონ აღჭურვილობა. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს Bitcoin-ის ქსელის სტაგნაციას: ჰეშრეითის შემცირება, ბლოკების ნელი გენერაცია და ა.შ. ციკლი გამეორდება სრულ შეწყვეტამდე. უკიდურესად პოზიტიური: Stock-to-flow მოდელის შესაბამისი. სცენარი შედარებით სარწმუნო ჩანს, თუმცა გარკვეული მომენტები საკამათოდ რჩება. ნეგატიური: ტრეიდერები, რომლებიც ხმას აყვნენ და კრიპტოვალუტა იყიდეს, გაყიდვას დაიწყებენ ასევე ახალი ამბების ფონზე - ეს სცენარი საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. CoinShares-ი იხსენებს Litecoin-ის შარშანდელ ჰალვინგს, როდესაც მონეტის ფასი ოთხი თვის განმავლობაში მკვეთრად დაეცა. ამასთან, Bitcoin-ის ფასი სპეკულანტების ხელში იქნება. მეორე ნეგატიური სცენარი: Bitcoin-ის ფასზე მაინერების დამატებითი ზეწოლა - საკმაოდ სარწმუნო თეორია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ სპეკულანტებთან კავშირს წინა სცენარის მიხედვით. ეფექტი გაძლიერდება კოტირებების შემცირებისას. სცენარი მინიმალური შედეგებით: არ მოხდება არაფერი განსაკუთრებული, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. ეს სცენარი დამაჯერებლად მიიჩნევა და მასში არასტაბილურობა დაახლოებით 1-5 % იქნება. CoinShares-ში მიიჩნევენ, რომ Bitcoin-ის ფასის მცირე ხნის წინანდელმა კლებამ და მოსალოდნელმა ჰალვინგმა მაინერებს უბიძგა აღჭურვილობის ხელახალი ინვესტირებისა და მოდერნიზაციისკენ. პერსპექტივაში ეს გამოიწვევს მონეტების გაყიდვის საშუალებით Bitcoin-ის ფასზე გავლენის შემცირებას. ადრე ცნობილმა ტრეიდერმა Joe007-მა გამოთქვა აზრი, რომ მოსალოდნელი ჰალვინგი გამოიწვევს კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულების მკვეთრ მატებას და მიმდინარე ფასს „გადაჭარბებული“ უწოდა. თუ ვისაუბრებთ გრძელვადიან პერსპექტივაზე, hedge-ფონდ Pantera Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი დენ მორჰედი მიიჩნევს, რომ 2021 წლის აგვისტოში Bitcoin-ის ფასი 115 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. https://bit.ly/2zkbLfU
-
- 1
-
