-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ქრაუდფანდინგ-პლატფორმა Xiaomi Youpin-ზე წარმოდგენილია „ყველაფერი ერთში“ - კატეგორიის ახალი დესკტოპ კომპიუტერი Ningmei CR600, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აგებული. მონობლოკს 23.8-დუიმიანი IPS-დისპლეი აქვს. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, ხედვის კუთხე - 178 გრადუსს. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის სიმაღლე 130 მილიმეტრის ფარგლებში. მოწყობილობაში გამოყენებულია Coffee Lake თაობის პროცესორი. ეს შესაძლოა იყოს ექვსბირთვიანი ჩიპი Core i5-9400 (2,9–4,1 გჰც) ან ოთხბირთვიანი პროცესორი Core i3-9100 (3,6–4,2 გჰც). ორივე შემთხვევაში ხელმისაწვდომია ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 630. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვის ქვესისტემის შემადგენლობაში კონფიგურაციის მიხედვით გამოყენებულია 512 ან 256 გბ SSD და 1 ტბ მოცულობის მყარი დისკი. მონობლოკის არსენალში შედის Wi-Fi უსადენო კავშირის ადაპტერი, ოთხი USB 3.0 და ორი USB 2.0 პორტი. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10. მოწყობილობის ფასი 450 აშშ დოლარიდან იწყება. კომპლექტში შედის უსადენო მაუსი, უსადენო კლავიატურა და მაუსპედი. https://3dnews.ru/1003701
-
ბლოკჩეინ-აქსელერატორ MouseBelt-ს 11 ახალი წევრი შეუერთდა, მათ შორისაა საგადახდო გიგანტი Mastercard - გვაცნობებს CoinDesk. სხვა მონაწილეებს შორის არიან Ripple, ბირჟა Binance, აგრეთვე Neo-ს, KuCoin-ისა და Ethereum-პროექტ Matic Network-ის წარმომადგენლები. MouseBelt-ის ინიციატივა მიზნად ისახავს ბლოკჩეინ-ანტრეპრენერების ტრენინგებს ოთხმოცზე მეტ სტუდენტურ ასოციაციაში სხვადასხვა ქვეყანაში. ძველად მას შეუერთდა 13 კომპანია, მათ შორის Stellar, TRON და Wanchain. MouseBelt-ის წევრი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ დაფინანსებასა და რესურსებს სწავლებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეიმუშავონ სასწავლო გეგმები და თვალყური მიადევნონ ბლოკჩეინ-ინდუსტრიის აქტუალურ სიახლეებს. შეგახსენებთ, რომ Mastercard დიდი ხანია დაინტერესებულია ბლოჩეინითა და ციფრული ვალუტებით და უკვე მიიღო პატენტები მულტისავალუტო ბლოკჩეინ-სისტემის ტექნოლოგიაზე, ასევე კრიპტოსავალუტო ტრანზაქციების დამუშავების დაჩქარების მეთოდებზე. https://forklog.com/mastercard-prisoedinilas-k-obrazovatelnoj-initsiative-dlya-blokchejn-razrabotchikov/
-
Samsung და LG დარწმუნებულნი არიან, რომ მომხმარებლებს სურთ უყურონ ვიდეოებს და ითამაშონ მობილური თამაშები დიდ ეკრანებზე და არა სმარტფონის მცირე ზომის დისპლეებზე. გამოსავალი იქნება დიდი და თხელი პლანშეტების გამოშვება პროცესორების გარეშე. 14-დუიმიანი პლანშეტის ნიმუში როგორც სამხრეთკორეული ვებ-გვერდი ETNews გვაცნობებს, კომპანიები Samsung და LG მუშაობენ პლანშეტის ტიპის თხელ მონიტორებზე სმარტფონებთან დასაკავშირებლად. Მონიტორების ზომა საკმაოდ დიდი, 14.1-დუიმი იქნება, თუმცა ამასთან მოწყობილობები თხელია - მათი სისქე არ აღემატება დაახლოებით 9 მილიმეტრს.ამ მოწყობილობების ზოგადი სახელწოდებაა Cloud Top. Cloud Top-ის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ბატარეა (Samsung-ის წარმოებული მოდელი ბატარეის მოცულობა 10 000 მა/სთ-ია, LG-ს პირველ მოდელს კი 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა ექნება) და სქემა სმარტფონთან დაკავშირებისთვის. კლავიატურა გათვალისწინებული არ არის. Cloud Top-ის დაკავშირება შესაძლებელია სადენით, Bluetooth-ით, ასევე თამაშებისა და ვიდეოების ქლაუდ სტრიმინგ სერვისით. მოწყობილობის წონა 1 კგ-ზე ნაკლებია. დიდი ალბათობით, Cloud Top-ს სენსორული დისპლეი ექნება, ასევე მრავლობითი ამოცანების შესრულების მხარდაჭერა, რასაც უზრუნველყოფს თანამედროვე სმარტფონების პროცესორები. Samsung-ისთვის Cloud Top-ის გამოშვება გახდება DeX პლატფორმის ერთგვარი გაგრძელება, თუმცა დოკ-სადგურის გარეშე. დოკ-სადგური ფაქტობრივად ჩაშენებული იქნება პლანშეტ-მონიტორში. Samsung-ის მოწყობილობის სახელწოდება იქნება Samsung DeX Book. LG-ს კუთვნილი მოწყობილობის კონკრეტული დასახელება არ არის ცნობილი. ახალი მოწყობილობები შუალედურ ადგილს დაიკავებენ ლეპტოპებსა და პლანშეტებს შორის. კომპანიები მათ წარმოებას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყებენ, ანონსი კი მესამე კვარტლის შუაში იგეგმება. მოწყობილობების ფასი 340-დან 425 აშშ დოლარამდე იქნება. ეს ფასი ჩვეულებრივი პლანშტების ფასზე ძვირია, თუმცა Cloud Top შთამბეჭდავი ზომის 14-დუიმიან ეკრანებს გვთავაზობს. https://3dnews.ru/1003640
-
ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების გამოჩენა ინტერესს აამაღლებს კრიპტოვალუტის მიმართ ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების მხრიდან და, თავის მხრივ, დადებითად აისახება Bitcoin-ის ფასის დინამიკაზე. ამის შესახებ განაცხადა Grayscale Investments-ისა და Digital Currency Group-ის ხელმძღვანელმა ბარი სილბერტმა. ამასთან, რაც მეტად ფართო იქნება სახელმწიფოებრივი ციფრული აქტივების ბაზარი, მით უკეთესია კრიპტოვალუტისთვის. „სამომავლოდ შესაძლოა გაჩნდეს ცენტრალური ბანკების 80-ზე მეტი ციფრული ვალუტა, რაც გამოიწვევს ფინანსურ სისტემებში უზარმაზარი მოცულობის რესურსების შემოდინებას ამ მონეტების უსაფრთხო შენახვისა და სხვადასხვა ოპერაციებისთვის. თუკი ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, იგი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ჩვეულებრივი კრიპტოვალუტებისთვისაც, მათ შორის Bitcoin-ისთვის“ - განაცხადა სილბერტმა. მან ივარაუდა, რომ როდესაც არ უნდა გამოვიდეს ეს აქტივები, ისინი გამოავლენენ Bitcoin-ის, როგორც ციფრული ვალუტის უპირატესობასა და ფასეულობას. ძველად სილბერტი ამტკიცებდა, რომ სამომავლოდ ციფრული ტოკენების უმრავლესობა გაქრება, რადგანც ისინი არანაირად გამოიყენება. https://forklog.com/barri-silbert-tsena-bitkoina-polozhitelno-otreagiruet-na-vypusk-tsifrovyh-valyut-tsentrobankov/
-
კომპანია AMD-მ ინვესტორებისთვის განკუთვნილ პრეზენტაციაზე წარადგინა სლაიდი, რომელზეც ასახული იყო Radeon თაობის გრაფიკული გადაწყვეტილებების განვითარების ეტაპები. პერსონალური კომპიუტერების სერია Radeon RX 5000 ვრცლად არის აღწერილი, შენარჩუნებულია Radeon VII, სამუშაო სადგურების სეგმენტზე კი დამატებულია Radeon Pro W5700. კომპანია აპირებს Apple-თან თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს. ძველად საუბარი იყო გრაფიკული პროცესორების ფართო ხაზზე, მათ შორის Radeon Pro-სა და Vega II Duo-ზე, ამჟამად კი მოხსენიებულია Radeon Pro 5000M და W5700X. MacOS-ის ბეტა-ვერსიის კოდიდან ცნობილი გახდა, რომ Apple-ს ექნება არა მხოლოდ AMD-ის ჰიბრიდული პროცესორების ფართო სპექტრის, არამედ მეორე თაობის RDNA არქიტექტურის მქონე Navi სერიის გრაფიკულ გადაწყვეტილებების მხარდაჭერა. https://overclockers.ru/hardnews/show/101705/v-etom-godu-amd-budet-udelyat-osoboe-vnimanie-sotrudnichestvu-s-apple
-
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახური გახდება ხანძართან ბრძოლის პირველი ქვეგანყოფილება ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელსაც ელექტრო სახანძრო მანქანა ექნება. სერვისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ავსტრიული კომპანია Rosenbauer-ის მიერ შექმნილი სახანძრო მანქანა ექსპლუატაციაში შევა მომდევნო წელს. Ზემოთ ხსენებული ელექტრომობილი გახლავთ კონცეპტუალური პროტოტიპი Rosenbauer (CTF), რომელიც გასულ წელს წარადგინეს საავტომობილო გამოფენაზე ლოს-ანჯელესში. ავტონომიური მუშაობისთვის ავტომობილის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია 100-კვტ/სთ მოცულობის ბატარეები, რომლებიც უზრუნველყოფს ორსაათიან მუშაობას. ისეთ შემთხვევაში, თუკი ორ საათზე დიდხანს მუშაობა გახდება საჭირო, ბორტზე ხელმისაწვდომია დიზელის გენერატორი. სადგურზე, სადაც უნდა მოხდეს ელექტრომობილის გამოყენება, იგეგმება სწრაფი დამუხტვის სისტემის განთავსება, რათა სახანძრო მანქანა სამუშაოს შესრულებისთვის მუდამ მზადყოფნაში იყოს. ავტომობილი ადაპტირებულია ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის კონკრეტულ მოთხოვნებზე, აგრეთვე შესაბამება აშშ-ის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ეროვნული ასოციაციის უსაფრთხოების სტანდარტებს. უკვე ცნობილია, რომ ელექტრომობილი მოემსახურება 82-ე სახანძრო სადგურს, რომელიც ჰოლივუდში მდებარეობს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვართ პირველი დეპარტამენტი ჩრდილოეთ ამერიკაში, ვინც შევუკვეთეთ ეს სახანძრო მანქანა. ელექტრო სახანძრო მანქანა - ეს გახლავთ ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ხმაურისა და დიზელის ძრავის მავნე გამონაბოლქვის შემცირებას, თანაც იგი მოქნილია სახანძრო და სამაშველო ოპერაციებში ტექნოლოგიურად სრულყოფილი პლატფორმით. მოუთმენლად ველით მომენტს, როდესაც ამ მანქანას რეალურ პირობებში შევაფასებთ“ - აცხადებს LAFD-ის ხელმძღვანელი. https://3dnews.ru/1003557
-
გერმანიის ფედერალური ფინანსური სამეთვალყურეო ორგანოს (BaFin) მონაცემებით უკვე ორმოცზე მეტი ბანკია დაინტერსებული - მიიღონ ლიცენზია კრიპტოსავალუტო დეპოზიტარულ სერვისებზე - გვაცნობებს Handelsblatt. 2020 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა განახლებული კანონი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც საჭიროებს ლიცენზიის მიღებას, რათა დაწესებულებამ მომხმარებლებს წარუდგინოს ონლაინ-ბანკინგის სერვისი, რომელიც მოიცავს ოპერაციებს აქციებით, ობლიგაციებითა და კრიპტოვალუტებით. კომპანიებისთვის, რომლებიც ამ დრომდე მუშაობდნენ ამ სფეროში, გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი 2020 წლის ნოემბრამდე, თუმცა ისინი ვალდებულნი არიან მარტამდე აცნობონ BaFin-ს, რომ აპირებენ ნებართვის მიღებას. გამომცემლობის თანახმად, მსგავსი გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ბერლინურმა ბანკმა - SolarisBank AG. ძველად ბანკმა დაარეგისტრირა შვილობილი კომპანია Solaris Digital Assets კრიტოსავალუტო კასტოდიალური მომსახურების გაწევისთვის. SolarisBank-ის კრიპტო-ბანკინგის განყოფილების ხელმძღვანელის - მიკაელ ოფერმანის თქმით ციფრული აქტივები კარდინალურად ცვლიან ბაზარს. „როგორც კი გამარტივდება Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების შეძენა-შენახვა, ჩვენ მნიშვნელოვან ზრდას მოველით“ - დაამატა მან. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გერმანიაში ქვეგანყოფილება გახსნა კრიპტოვალუტების კასტოდიალური სერვისების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანია BitGo-მ. https://forklog.com/bolee-40-nemetskih-bankov-namereny-stat-bitkoin-kastodianami/
-
სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა გააფართოვა ინტერიერის ეკრანების ხაზი. ამსტერდამში გამოფენა ISE 2020-ზე ტექნოლოგიურმა გიგანტმა წარადგინა რამდენიმე ახალი მოწყობილობა ინოვაციურ სერიაში - The Wall TV. ფლაგმანური მოდელი გახლავთ 583-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით - 7680 х 4320 პიქსელი ან 8K UHD. ახალი დისპლეი განკუთვნილია კორპორატიული მომხმარებლებისთვის. პანელის ფიზიკური ზომები შეგიძლიათ მოცემული ფოტოთი შეაფასოთ. პანელი გამოირჩევა უჩარჩოო მოდულური კონსტრუქციით, რომლის წყალობით მიღწეულია მოქნილობის მაღალი დონე ისეთ შემთხვევაში, როდესაც გსურთ ააწყოთ სასურველი დიაგონალის მქონე პანელი. შესაძლებელია არა მხოლოდ ზომის, არამედ დისპლეის პროპორციების შეცვლაც. შედეგად, ეკრანი ნებისმიერ სივრცეს მოერგება. დისპლეის სიგანე 30 მილიმეტრს შეადგენს. იგი შემოსაზღვრულია თხელი ჩარჩოებით, თუმცა მათი ზუსტი ზომა უცნობია. მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, ახალი The Wall ეკრანები მომხმარებლებს სთავაზობენ საუკეთესო ვიზუალურ შესაძლებლობებს. 583-დუიმიანი მოდელის პარალელურად Samsung-მა ასევე წარადგინა 437-დუიმიანი 8K-პანელები და 219-292-დუიმიანი მოდელები 4K UHD გაფართოებით. ახალი დისპლეები გაყიდვაში გამოვა ISE 2020 გამოფენის შემდეგ, რომელიც დასრულდება პარასკევს, 14 თებერვალს. პანელების ფასი ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, თუმცა შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ 583-დუიმიანი დისპლეი ბაზარზე ჩაანაცვლებს 292-დუიმიან 8K პანელ The Wall Luxury-ს, რომლის ფასი დაახლოებით 1.7 მლნ აშშ დოლარია. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/33729/samsung-anonsirovala-583-djujmovyj-8k-ekran-the-wall-tv
-
- 1
-
-
სასარგებლო ტვირთი, რომლის ორბიტაზე გატანაც რაკეტებს შეუძლიათ, შეზღუდულია არა მარტო წონის, არამედ გაბარიტების მხრივაც. ეს ნიშნავს იმას, რომ კოსმოსში მთელი რიგი ამოცანების შესასრულებლად საჭიროა შეიქმნას რაღაც უფრო დიდი და ბევრი მცირე ნაწილისგან შემდგარი. ასეთ შემთხვევაში, ასტრონავტებისთვის სარისკო მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად სჯობს კონსტრუქციის აწყობა რობოტებს დაეკისროთ. ვებ-გვერდი Electronics Weekly გვაცნობებს, რომ NASA-ს 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი მოიგო კომპანია Maxar Technologies-მა კოლორადოდან. ხსენებული პროექტი თვალისწინებს მსუბუქი უნივერსალური რობოტიზებული მანიპულატორის - SPIDER-ის (Space Infrastructure Dexterous Robot) შექმნას. ცალხელა რობოტი SPIDER-ი ასევე შემუშავდება კოსმოსურ პლატფორმა Maxar 1300-ზე ინტეგრაციის მიზნით. ამ პლატფორმაზე Maxar-ი უკვე აწყობს კოსმოსური თანამგზავრების გასამართ კონსტრუქცია Restore-L-ს. დიდი ალბათობით, SPIDER-იც ჩაერთვება თანამგზავრების ავტომატურ მიერთება-გამართვის პროცესებში. რობოტიზებული მანიპულატორის შექმნის შესახებ არსებული კონტრაქტი კიდევ უფრო მასშტაბური კოსმოსური ინფრასტრუქტურის აწყობისკენაც არის ორიენტირებული. SPIDER-ის შექმნაში Maxar-ს პარტნიორობას გაუწევს დასავლეთ ვირჯინიის რობოტიზებული ტექნოლოგიების ცენტრი. მანიპულატორის აწყობა ნულიდან არ იწყება: ძველად Maxar-მა NASA-ს უკვე წარუდგინა მარსმავლებისა და დასაფრენი აპარატებისთვის განკუთვნილი ექვსი რობოტიზებული მანიპულატორი. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად მუშაობს მარსზე არსებულ მოდულ InSight-ზე, მეორე კი გადაცემულია მარსმავალ Mars-2020-ზე დამონატაჟებისთვის. პროექტ SPIPDER-ის მიზანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გახლავთ ორბიტაზე მსხვილგაბარიტებიანი კონსტრუქციების აწყობის შესაძლებლობის დემონსტრირება. ესენი შესაძლოა იყოს ტელესკოპების საკმაოდ დიდი ზომის სარკეები და დედამიწის ზონდირების თანამგზავრის ანტენები, აგრეთვე მთვარესა და მარსს შორის შუალედური სადგურის აგებისას კონსტრუქციების აწყობა. ექსპერიმენტის ფარგლებში რობოტმა უნდა ააგოს ორბიტაზე გარკვეული სირთულის კონსტრუქცია - ეს მეცნიერებს დაეხმარება შეაფასონ კონსტრუქციის გამძლეობა და შეადარონ იგი დედამიწაზე არსებულ ანალოგიურ კონსტრუქციებს. მთვარის მიმართულებით ფრენისთვის განკუთვნილი შუალედური სადგურის აგებაში მონაწილეობის უფლება Maxar-მა გასული წლის მაისში მოიპოვა. https://3dnews.ru/1003460
-
გამომცემლობა The Block-ის ანალიტიკოსი ლარი ჩერმაკი მივიდა დასკვნამდე, რომ პირველ კრიპტოვალუტასა და მის პოპულარულ ფორკებს - BCH-სა და BSV-ს - წლიური ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ სხვა კაპიტალიზირებულ აქტივებს შორის. Bitcoin-ის ინფლაციის ამჟამინდელი დონე 3,88%-ია, Ethereum-ის - 4.77%, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია Ethereum Classic-ის მაჩვენებელთან შედარებით. მაისის ჰალვინგის შემდეგ Bitcoin-ის ინფლაციის დონე~1.8%-მდე შემცირდება. Zcash - ყველაზე ინფლაციური აქტივია ყველა იმ აქტივს შორის, რომლებიც ანალიზისთვის ხელმისაწვდომია CoinMetrics სერვისში. არ არის გამორიცხული, რომ წლიური მაჩვენებელი 47% მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამ პრივატულობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტის კურსზე. აქტივი ამჯამად ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ 25-ე ადგილზეა, გასული წლის დასაწყისში Zcash მხოლოდ 42%-ით გაიზარდა. იმ დროისთვის Bitcoin-ის კურსმა აიწია 174%-ზე, Ethereum —91,55%-ზე, Bitcoin Cash და Bitcoin SV კი გაიზარდა 258% და 437%-ით, შესაბამისად. ამრიგად, ინფლაციის დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აქტივის ფასზე საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში. https://forklog.com/issledovatel-u-bitkoina-i-ego-forkov-samaya-nizkaya-inflyatsiya/
-
- 1
-
-
გერმანული რესურსი 3Dcenter გვიზიარებს ინფორმაციას AMD-ის მზადებაში არსებული გრაფიკული გადაწყვეტილებების ანონსის შესახებ. როგორც წყარო ამტკიცებს, გამოთვლების აჩქარების სეგმენტში მოსალოდნელი სიახლე, სახელწოდებით Arcturus - წარდგენილი იქნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში. მასში წარმოდგენილი იქნება მოდერნიზებული Vega არქიტექტურა მეორე თაობის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და HBM2 ტიპის მეხსიერებასთან ერთად. Arcturus-ის უკვე არსებული პროტოტიპები გარკვეული მონაცემების თანახმად აღჭურვილია 32 გბ მეხსიერებით, მათი TDP-ის დონე არ აღემატება 200 ვატს. Arcturus გამოყენებული იქნება მხოლოდ გამოთვლების აჩქარების სეგმენტში, გეიმინგ სეგმენტში კი გამოჩნდება „Big Navi” - გრაფიკული პროცესორი Navi 21 RDNA 2 არქიტექტურით, რომელიც წარმოებული იქნება TSMC-ის მეორე თაობის 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ახალი პროდუქტი უზრუნველყოფს RayTracing-ს აპარატულ დონეზე, მეხსიერების მხრივ კი გამოყენებული იქნება GDDR6. Navi 21-ის ანონსი შედგება მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე. https://overclockers.ru/hardnews/show/101670/arcturus-i-navi-21-dve-glavnye-premery-amd-etogo-sezona
-
- 1
-
-
წარმოგიდგენთ ერთ-ერთ საინტერესო ლეპტოპს - Compal Gemini. იგი მიეკუთვნება გეიმინგ დონის პორტატული კომპიუტერების კატეგორიას. მოწყობილობის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია „გაფართოებადი“ ეკრანი, რომელიც საშუალებას იძლევა გაიზარდოს ეკრანის სასარგებლო სივრცე. სტანდარტულ რეჟიმში ლეპტოპის დისპლეის დიაგონალი 15.6 დუიმის ტოლია. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ძირითადი სექციის აწევა, ორი ეკრანი ერთად განთავსდება და ჯამში მივიღებთ 17.8-დუიმიან დისპლეის. ეკრანს მეტად წვრილი ჩარჩოები აქვს, თუმცა ხაზი, რომელიც ორ ეკრანს ერთმანეთისგან ჰყოფს, შესაძლოა ყველა მომხმარებელს არ მოეწონოს. ქვედა დამატებითი ეკრანის გამოყენება შესაძლებელია თამაშებში დამხმარე ინფორმაციის ასახვისთვის. ამგვარად, ზედა ეკრანი მთლიანად თამაშის პროცესშია ჩართული. გარდა ამისა, ასეთი კონსტრუქცია ამარტივებს რამდენიმე აპლიკაციაში ერთდროულად მუშაობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Compal Gemini-ს თაჩპედი განთავსებულია არა კლავიატურის ქვემოთ, არამედ მისგან მარჯვნივ. ასეა თუ ისე, ხსენებული ლეპტოპი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტუალურ მოწყობილობას წარმოადგენს. https://3dnews.ru/1003395
-
- 1
-
-
Bitcoin-ის ფასის 10 ათას აშშ დოლარამდე ასვლამ დიდი ყურადღება მიიპყრო - ამ ფსიქოლოგიური დონის გადალახვის შემდეგ ბევრი პოზიტიურადაა განწყობილი და ელის, რომ პირველი კრიპტოვალუტა ზრდას გააგრძელებს. მაშ ასე, საინვესტიციო კომპანია Morgan Creek Digital-ის პარტნიორმა ენტონი პომპლიანომ განაცხადა, რომ კვლავ ელის 2021 წლისთვის Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე გაზრდას. მთავარი ფაქტორი, რომელიც ფასს ასეთი დონისკენ უბიძგებს, იქნება შეზღუდული ემისია გაზრდილ მოთხოვნასთან კომბინაციაში. იმის შესახებ, რომ მაისში მოსალოდნელი ჰალვინგი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება პირველი კრიპტოვალუტისთვის და ბევრად გაზრდის მის ფასს, პომპლიანომ ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში განაცხადა. BitMEX-ის აღმასრულებელი დირექტორი არტურ ჰეიესიც პოზიტიურადაა განწყობილი და მხოლოდ ერთ - აღმავალ მიმართულებას მოელის: „ნელი ტემპით, მაგრამ თავდაჯერებულად გავიმარჯვებთ რბოლაში. დასაწყისისთვის 20 ათას აშშ დოლარამდე ავალთ“ - დაწერა მან. ტრეიდერმა და ანალიტიკოსმა ვილი ვუმ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მიღწევის მიღმა დგას „ინვესტორების ფუნდამენტური აქტივობა“, რომელიც აძლიერებს ფასის მოძრაობას. ცნობილი Youtube-არხის წამყვანმა IvanOnTech-მა ყველას მიულოცა, ვინც ორწლიანი კრიპტო-ზამთარი გადაიტანა. hodlonaut ქომიუნითის წარმომადგენელმა კი მეტად თამამი განცხადება გააკეთა: „პროგნოზების დროა: ჩვენ ვეღარასდროს ვიხილავთ Bitcoin-ს 10 ათასდოლარიანი ნიშნულის ქვემოთ“. აღსრულდება თუ არა ეს პროგნოზი, დრო გვიჩვენებს. შეგახსენებთ, რომ 10 ათასდოლარიან წლიურ მაქსიმუმზე Bitcoin-ი გავიდა კვირას, 9 თებერვალს. https://forklog.com/podnimetsya-li-bitkoin-do-100-000-ili-chto-govoryat-predstaviteli-soobshhestva/
-
AMD-იმ ლიდერობა მოიპოვა HEDT-პროცესორების ჯგუფში ახალი Ryzen Threadripper 3990X-ით. პროფესიონალმა ოვერქლოქერმა TSAIK-მა შეძლო 64-ვე ბირთვისა და 128 ნაკადის აჩქარება 5548,71 მეგაჰერც სიხშირემდე თხევადი აზოტის გამოყენებით. TSAIK-მა 3990X განათავსა MSI Creator TRX40 სისტემურ დაფაზე DDR4 ოპერატიული მეხსიერებით, 1866 მჰც სიხშირითა და 13-13-13-31 CL ტაიმინგით. ოვერქლოქერებს - "Splave" Golibersuch და SafeDisk-საც გამოუვიდათ Threadripper 3990X-ით რამდენიმე რეკორდის დამყარება. Splave-ს ამჟამად რეკორდები აქვს GPUPI-ზე, მრავალბირთვიან რეჟიმში Geekbench 3-და და Cinebench R20-ზე, მიღწეული შედეგები ასეთია: 5475,43 მჰც, 5 375 მჰც და 5 305,88 მჰც, შესაბამისად. აჩქარებისთვის ოვექლოქერმა გამოიყენა ASRock TRX40 Taichi დაფა. SafeDisk-ს ყველაზე მაღალი სიხშირეები აქვს მიღებული wPrime 1024m-სა და Cinebench R15-ზე, მისმა Threadripper 3990X-მა იმუშავა 5125 მეგაჰერცზე პირველ ტესტში და 5225 მჰც-ზე - უკანასკნელში. Threadripper 3990X-ს აქვს 288 მბ ქეშ-მეხსიერება (L2+L3), 128 PCIe 4.0 და 280-ვატიანი TDP, ასევე 2.9 გჰც სიხშირე 4.3 გჰც-მდე აჩქარების შესაძლებლობით. პროცესორი AMD Ryzen Threadripper 3990X ამჟამად ხელმისაწვდომია Newegg-ზე 4 ათას აშშ დოლარად. ჩიპის გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია TRX40 ჩიპსეტის მქონე, შედარებით ნაკლები ფასის მქონე სისტემურ დაფებზე. https://overclockers.ru/blog/Pris/show/33654/mirovye-rekordy-s-chastotoj-do-5-55-ggc-ustanovleny-s-amd-ryzen-threadripper-3990x-na-platah-msi-asrock-i-asus
-
- 1
-
-
კომპანია MSI-მ გამოუშვა პორტატული კომპიუტერი Limited Edition Rose Pink Prestige 14, რომელიც უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის. მოწყობილობა ორიგინალურ, ვარდისფერ ფერშია გადაწყვეტილი. კომპლექტში შედის ლეპტოპის ჩანთა, მაუსი და გასაღებების ბრელოკი, რომლებიც ასევე ვარდისფერია. ლეპტოპი წარმადობის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს ფლობს. კერძოდ, მასში გამოყენებულია Intel Core i7-10710U პროცესორი, რომელიც ფუნქციონირებს LPDDR3-2133 DRAM სტანდარტის 16 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. დისპლეის დიაგონალი 14 დუიმის ტოლია და აქვს 4K ან Full HD გაფართოება მოდიფიკაციის მიხედვით. მოწყობილობას აქვს 100%-იანი Adobe RGB ფერთა გამის მხარდაჭერა. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce GTX 1650. აღჭურვილობაში შედის 512 გბ მოცულობის SSD, Wi-Fi 6 და Bluetooth უსადენო კავშირების ადაპტერები, სტერეოფონური დინამიკები და ვებ-კამერა ინფრაწითელი სენსორით. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია ორი Thunderbolt 3 კონექტორი, ორი პორტი USB Type-A, HDMI 2.0 და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. მდედრობითი სქესისთვის განკუთვნილი MSI Limited Edition Rose Pink Prestige 14 ხელმისაწვდომია 1400 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/1003237
-
- 1
-
-
კვირას, 9 თებერვალს, პირველმა კრიპტოვალუტამ ახალი წლიური მაქსიმუმი დააფიქსირა და გადააჭარბა 10 ათასდოლარიან ზღვარს. ბოლოს ამ დონეზე Bitcoin-ი იყიდებოდა სამი თვის წინ - 2019 წლის ოქტომბერში. ბირჟა Bitstamp-ზე სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ი 10 138 აშშ დოლარზე იყო, BTC-ის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა 182 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება ციფრული აქტივების ვრცელ ბაზარზეც, რომელთა კაპიტალიზაციის ერთობლივი მაჩვენებელი 286 მლრდ აშშ დოლარს ზემოთაა. კაპიტალიზაციის მხრივ სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასმა გადააჭრბა 227 აშშ დოლარს, Bitcoin Cash 454 აშშ დოლარად იყიდება, Litecoin-ის ფასი კი 77 აშშ დოლარამდე გაიზარდა. CoinMarketCap-ის ათეულში ლიდერი გახდა Bitcoin SV - ბოლო 24 საათის განმავლობაში მისი ფასი 18.5 %-ით გაიზარდა და შეადგინა 360 აშშ დოლარი. https://forklog.com/tsena-bitkoina-vpervye-v-2020-godu-vzletela-vyshe-10-000/
- 1 reply
-
- 1
-
-
გეიმერები უკვე დიდი ხანია ელოდებიან AMD-ის ფლაგმანური ვიდეო ბარათის გამოსვლას. გარკვეული დროის წინ ინტერნეტში გამოჩნდა უცნობი ბარათი Radeon 5950 XT, რომლის წარმადობის დონე 17,5 TFLOP იყო. ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა და დღემდე მოარულ ხმად რჩება. პარალელურად კი ავტორიტეტული ქსელური წყარო აცხადებს, რომ Big Navi-ს ანონსი უკვე მოახლოვდა. Wccftech-ის ექსპერტების ინფორმაციით ფლაგმანური ბარათის ანონსი შედგება 2020 წლის 5 მარტს ფინანსური ანალიზის დღეს. აგრეთვე მოხდება RDNA 2.0 არქიტექტურის წარდგენაც, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ ფლაგმანურ ჩიპს და ასევე გახდება მომავალი თაობის Sony PlayStation 5 და Microsoft Xbox გეიმინგ კონსოლების შემადგენელი ნაწილი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენების წყალობით შესაძლებელი გახდება რეალურად მძლავრი და ენერგოეფექტური ბარათის შექმნა. თუკი ეს ინფორმაცია ნამდვილად შეესაბამება რეალობას, გამოდის, რომ AMD რამდენიმე თვით დაასწრებს Nvidia-ს: მომდევნო თაობის NVIDIA Ampere ვიდეო ბარათების ანონსი უნდა შედგეს Сomputex-ზე, რომელიც მიმდინარე წლის 6 ივნისს გაიმართება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33670/samaya-bystraya-videokarta-amd-big-navi-poluchila-datu-anonsa
-
2018 წლის აპრილში Jim Keller შეუერთდა Intel-ის გუნდს, რათა ეხელმძღვანელა პროცესორების არქიტექტურაზე მიმდინარე საქმიანობისთვის. მცირე ხნის წინანდელ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ისურვებდა, Intel-მა შეძლოს ყოველ ხუთ წელში შეიმუშავოს სრულიად ახალი არქიტექტურა, თუმცა ეს მოვლენა ამჟამად მხოლოდ ათწლეულში ერთხელ ხდება. Intel-მა ბაზარზე უკვე გამოიტანა Ice Lake პროცესორები Sunny Cove მიკროარქიტექტურით, წლის ბოლომდე ასევე გამოვა Tiger Lake სერიის პროცესორები Willow Cove მიკროარქიტექტურითა და მნიშვნელოვნად შეცვლილი ქეშ-მეხსიერებით, თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ ჯიმ კელერის სურვილი გავლენას იქონიებს Golden Cove არქიტექტურის ვადაზე ადრე გამოსვლაზე: მისი გამოშვება კომპანიას დაგეგმილი აქვს 2021 წლისთვის ან უფრო გვიან პერიოდში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რადიკალურად ახალი არქიტექტურის შექმნა კელერს და მის გუნდს 2023 წელზე ადრე ვერ გამოუვა. კელერმა განაცხადა, რომ თანამედროვე რეალობაში საჭიროა ყოველ სამ წელიწადში ახალი არქიტექტურის წარდგენა, თუმცა იდეალურ შემთხვევაში ყოველ ხუთ წელში მისი ნულიდან შექმნაა საჭირო. ამჟამად ასეთი განახლებები ათ წელიწადში ერთხელ ხდება, ჯიმ კელერი კი მზად არის არსებული ვითარება შეცვალოს. ცვლილებებს არნახული ძალისხმევა დასჭირდება. საჭირო გახდება მარკეტინგული სტრუქტურების წინაღობის გადალახვა, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მოკლევადიან შედეგებზე, თუმცა დიდად არ არიან მზად მსხვერპლი გაიღონ შორეული მიზნების მიღწევისთვის. კელერის თქმით, ბევრ შემთხვევაში სჯობს „გრძელვადიანი ფსონი“ დადოთ და მოკლევადიან პერსპექტივაში რაიმე გაწიროთ. ბევრი კომპანიის ისტორია მიგვითითებს, რომ მსგავსი მიდგომა გამართლებულია. სპეციალისტების ორი პარალელური გუნდის მიერ ბაზარზე გამომავალ არქიტექტურათა განვითარება საშუალებას იძლევა მოხდეს ჩავარდნების ნიველირება რადიკალურად განახლებული პროდუქტების გამოსვლის პერიოდებს შორის. https://3dnews.ru/1003264
-
- 2
-
-
პირველმა კრიპტოვალუტამ განაახლა 2020 წლის ახალი საფასო მაქსიმუმი და შეეხო 9775 აშშ დოლარიან ნიშნულს (Bitstamp). ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია კი 275 მლრდ აშშ დოლარს მიუახლოვდა - დონეს, რომელიც ბოლოს დაფიქსირდა 2019 წლის აგვისტოში. თანმდევი კორელაციის მიუხედავად, პირველი კრიპტოვალუტა 6 თებერვლამდე 9650 აშშ დოლარს ზემოთ რჩებოდა და გავლენას ახდენდა მთელი ბაზრის მდგომარეობაზე. Altcoin-ებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ - Ethereum-მა: გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული მისმა ფასმა პირველად გადალახა ფსიქოლოგიური 200 აშშ დოლარიანი დონე. სტატიის წერის მომენტში ETH-ის ფასი დაახლოებით 207.77 აშშ დოლარი იყო. ბოლო დღეებში დაფიქსირებული ზრდის მიხედვით ბაზრის სხვა ლიდერების მაჩვენებლები ამგვარია: Bitcoin Cash (გადააჭარბა 440 აშშ დოლარს), Bitcoin SV (300 $), Ethereum Classic (13,00$) და Tezos (2,18 $). Bitcoin-ის წინა მაქსიმუმი აღინიშნა 3 თებერვალს და მიაღწია 9615 აშშ დოლარს. 4 თებერვალს Bitstamp-ზე მისი ფასი 9062 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, თუმცა დათვური განწყობა ხანგრძლივი არ ყოფილა - მოკლე დროში ბაზარმა კვლავ აღმასვლა დაიწყო და ბევრი ანალიტიკოსი აალაპარაკა იმაზე, ხომ არ ბრუნდება Altcoin-ების სეზონი. ასეთ მტკიცებებთან უფრო ფრთხილად ყოფნაა საჭირო, თუმცა Bitcoin-თან მიმართებაში ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ამჟამად უკვე შესაძლებელია ხარულ განწყობაზე საუბარი. ცნობილმა ტრეიდერმა ჯოშ რეიჯერმა დაწერა, რომ ბევრი კვლავ ვერ ხვდება რა მოხდა - მისი თქმით საერთო ტრენდი ახლა ოფიციალურად შეიცვალა. ახალი სიმაღლეებისკენ შემობრუნებას ამტიცებს ისიც, რომ Bitcoin-მა გადააჭარბა 9550 აშშ დოლარიან ნიშნულს.  შეგახასენებთ, რომ ანალიტიკური კომპანია Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ოპტიმისტურადაა განწყობილი 2020 წლის მანძილზე Bitcoin-ის მომავალთან დაკავშირებით და ვარაუდობს მის ზრდას თითქმის 200 %-ით უახლოესი ექვსი თვის მანძილზე. https://forklog.com/sezon-altkoinov-vozvrashhaetsya-ethereum-probil-200-bitkoin-ustremilsya-k-10-000/
-
- 1
-
-
გამოჩნდა ინფორმაცია, რომ სმარტფონების მწარმოებელი პოპულარული ჩინური კომპანიები - Huawei, Oppo, Vivo და Xiaomi აერთიანებენ ძალებს და აპირებენ შექმნან აპლიკაციების მარკეტი. ამ მიზნის მისაღწევად მათ შექმნეს გუნდი, სახელწოდებით Global Developer Service Alliance (GDSA). ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მსგავს მარკეტში, მასშიც ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციები, თამაშები, მუსიკა და კინო. კომპანია Canalys-ის მობილური ქვეგანყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლ პენგმა განაცხადა, რომ ეს კომპანიები გეგმავენ გამოიყენონ თავიანთი უპირატესობები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. Xiaomi-ს პოზიციები ძლიერია ინდოეთში, Vivo და Oppo კარგად წარმოაჩენენ თავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, Huawei კი - ევროპაში. ამის ხარჯზე GDSA აპირებს მარკეტი ხელმისაწვდომი გახადოს მოლიონობით მომხმარებლისთვის და გახდეს Google Play-ს კონკურენტი. ასეთი სახით ჩინური კომპანიაები ცდილობენ თავი დაიცვან Google-ის სერვისებზე წვდომის დაკარგვის ალბათობისგან, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა Huawei-მ. Oppo, Vivo და Xiaomi ჯერჯერობით ასეთი პრობლემის წინაშე არ დამდგარან, თუმცა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის პირობებში გამორიცხული არაფერია. აპლიკაციების მარკეტი კარგი გადაწყვეტილებაა ისეთი შემთხვევისთვის, თუკი აშშ-ის შავ სიაში Huawei-ს გარდა სხვა კომპანიებიც შევლენ. კომპანიები ეცდებიან ანტრეპრენერები მიიზიდონ აპლიკაციების პოვნის მარტივი პროცესით. Google-ის მარკეტში მილიონობით პროგრამაა და კონკრეტული აპლიკაციის პოვნა არც ისე ადვილია. ბუნებრივია, შემოსავალიც უმნიშვნელოვანესია: Google ამჟამად შემოსავლის 30 %-ს იღებს აპლიკაციების, ფილმებისა და წიგნების გაყიდვით. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/33619/huawei-oppo-vivo-i-xiaomi-planirujut-sozdat-sobstvennyj-magazin-prilozhenij
-
- 1
-
-
კომპანია Micron-მა განაცხადა, რომ სმარტფონებისთვის განკუთვნილი LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების პირველი ნაკადი მასობრივ წარმოებაშია და უკვე მიეწოდება მომხმარებლებს. ახალი ჩიპები ბევრად სწრაფი და ეფექტურია, ვიდრე LPDDR4x. Micron-ის LPDDR5 მეხსიერება ხელმისაწვდომია 6,8 და 12 გიგაბაიტიან ვერსიებად და გვთავაზობს 5,5 გბიტ/წმ და 6,4 გბიტ/წმ სიჩქარეს კონტაქტზე. ბოლო მაჩვენებელი 50 %-ით მაღალია ყველაზე სწრაფ LPDDR4x ჩიპების მაჩვენებელზე (4266 მბიტ/წმ კონტაქტზე). Micron აგრეთვე გვაცნობებს, რომ 20 %-ით არის შემცირებული ენერგომოხმარება LPDDR4x ჩიპებთან შედარებით. კომპანია გვპირდება, რომ მალე შემოგვთავაზებს მრავალჩიპიან შეფუთვებს, სადაც გაერთიანებული იქნება LPDDR5 კრისტალები და სწრაფი UFS მოდულები ფლეშ-მეხსიერების ბაზაზე - ეს პროდუქტები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში და, როგორც ჩანს, ანტრეპრენერებს საშუალებას მისცემს დაზოგონ არა მხოლოდ რესურსები, არამედ სმარტფონების შიდა სივრცეც. LPDDR5 ჩიპები უპირველეს ყოვლისა მიმდინარე წლის ფლაგმანურ სმარტფონებში იქნება გამოყენებული. თუმცა Micron-ის სამიზნეა ასევე საავტომობილო ელექტრონიკა და ქსელური აღჭურვილობა - 5G ქსელისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გავრცელება ახდენს უფრო სწრაფ მეხსიერებაზე მოთხოვნის სტიმულირებას. ერთ-ერთი პირველი პროდუქტი, რომელშიც ახალი LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერება იქნება გამოყენებული - გახდება ფლაგმანური სმარტფონი Xiaomi Mi 10. აგრეთვე, ZTE-მაც უკვე განაცხადა, რომ ამ სტანდარტის მეხსიერებას გამოიყენებს Qualcomm Snapdragon 865-ის ბაზაზე არსებულ Axon 10s Pro მოწყობილობაში. https://3dnews.ru/1003121
-
- 2
-
-
5 თებერვალს ორივე წამყვანმა კრიპტოვალუტამ დააფიქსირა 2020 წლის მაქსიმუმი. Bitcoin ავიდა 9600 აშშ დოლარს ზემოთ, Ethereum-ის კოტირებებმა კი 200 აშშ დოლარს გადააჭარბა (CoinGecko-ს მონაცემები). ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მესამე ციფრული აქტივ Ripple-ის XRP მონეტამაც განაახლა მაქსიმუმი კომპანიის ახალი პარტნიორობის ფონზე. ძველად CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ RSI-ს ინდიკატორის დაღმავალი ტრენდის გარღვევის შემთხვევაში მოხდება Bitcoin-ის რეტესტი 9600 აშშ დოლარის დონეზე. ასეთივე აზრს უჭერს მხარს რამდენიმე წამყვანი ანალიტიკოსიც. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პირველი კრიპტოვალუტა სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდება 9800 აშშ დოლარიანი ნიშნულის სიახლოვეს, ამ დონის გარღვევა გზას გაუხსნის ლოკალურ მაქსიმუმს დაახლოებით 13800 ან 17 ათასდოლარიანი ნიშნულისკენაც კი. სერვის Skew-ს ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მარტისა და ივნისის Bitcoin-ფიუჩერსების ფასმა 10 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. Ethereum-ისთვის 200 აშშ დოლარიანი ნიშნულის გადალახვა წინააღმდეგობის მნიშვნელოვან დონეს წარმოადგენს და იგი გზას გაუხსნის მონეტას 260 აშშ დოლარისკენ - მიიჩნევს ანალიტიკოსთა ნაწილი. შეგახსენებთ, ანალიტიკური კომპანია Fundstrat Global Advisors-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს Bitcoin-ის ფასი 100%-ით გაიზრდება. Fundstrat-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი კი თვლის, რომ ციფრული ოქროს ფასი ნახევარი წლის განმავლობაში 197%-ით მოიმატებს. https://forklog.com/bitkoin-obnovil-maksimum-tekushhego-goda-na-urovne-9600/
-
- 1
-
-
Samsung-მა წარადგინა 2E მესამე თაობის მეხსიერების ახალი ჩიპი სახელწოდებით Flashbolt. 16 გიგაბაიტიანი HBM2E მოდული გამოყენებული იქნება სუპერკომპიუტერებში, რომლებიც განკუთვნილია დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიტიკური გამოთვლებისთვის, ის აგრეთვე გამოყენებას ჰპოვებს უახლეს გრაფიკულ გადაწყვეტილებებში. წინა მოდელ HBM2 Aquabolt-ს აქვს 8 გბ მოცულობის მეხსიერება და ახალ მოდულს ჩამორჩება წარმადობითა და ენერგოეფექტურობით. კომპანიის ოფიციალურ პრეს-რელიზში მოცემულია, რომ ორჯერ მეტი მოცულობა მიღწეულ იქნა მატრიცაზე DRAM-ჩიპის რვა ფენის ვერტიკალური განთავსებით, ტექნოპროცესი კი 10-ნანომეტრიანია. HBM2E მოდულები ერთმანეთთან დაკავშირებული 40 ათასზე მეტი სილიკონის ჭრილით. თითოეულ კრისტალზე მათი რაოდენობა 5600-ია. ახალი ტიპის ჩიპის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 3,2 გბიტ/წმ-ს, რისი რეალიზებაც შესაძლებელი გახდა სიგნალების გადაცემის სქემების ოპტიმიზაციის შედეგად. მაქსიმალური შესაძლო სიჩქარე 4.2 გბიტ/წმ შეადგენს. Samsung-ი არ აპირებს Aquabolt-ის გამოშვებაზე უარის თქმას უახლოეს მომავალში. Flashbolt ჩიპების მასიური წარმოება უახლოეს თვეებში დაიწყება. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/33599/kompaniya-samsung-predstavila-novyj-chip-vysokoproizvoditelnoj-pamyati-flashbolt-na-16-gb
-
- 1
-
-
Intel-ის დისკრეტული DG1 ბარათების შესახებ პირველად ცნობები ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემთა ბაზაში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა. იანვარში ცნობილი გახდა, რომ Intel-ის შესაბამისი ვიდეო ბარათები უახლოეს დროში გავრცელდება მხოლოდ ანტრეპრენერებს შორის. ამჟამად კი ევრაზიის ეკონომიკურ კომისიაში გამოჩნდა DG1-ის კუთვნილი ახალი აქსესუარები. თებერვლის დასაწყისში მონაცემთა შესაბამის ბაზაში დაფიქსირდა ერთდროულად სამი პროდუქტი, რომლებიც Intel DG1-თანაა დაკავშირებული. ესენია: გარკვეული კომპლექტი ანტრეპრენერებისთვის, დასახელებით - DGD13KEF2B, იგი ფიგურირებს “pre-beta” სტატუსით, დანარჩენი ორი კომპლექტი - DGD14KEF1Q და DGD14KIM1Q კი კვალიფიკაციური ნიმუშის სტატუსს ატარებს. კონკრეტულად რა სახის პროდუქტებია, ჯერჯერობით უცნობია. ხსენებულ პროდუქტებზე ნუმერაციამ ოქტომბრის შემდეგ ევოლუცია განიცადა და „მზადყოფნის წინა სტადიიდან“ „კვალიფიკაციურ ნიმუშებამდე“ ეტაპს მიაღწია. ხსენებული თაობის პროდუქტი ბაზარზე უნდა გამოჩნდეს მიმდინარე წლის ბოლომდე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ ყველაფერი მობილური სეგმენტით შემოიფარგლოს. არაოფიციალური მონაცემების თანახმად, თავად კომპანიაშიც არ არის შეთანხმებული სტრატეგია Xe თაობის დისკრეტული და ინტეგრირებული გრაფიკის ერთდროულად ბაზარზე გამოსვლის შესახებ. https://3dnews.ru/1003051
-
მანამ, სანამ 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულისკენ მოძრაობას განაახლებს, პირველი კრიპტოვალუტის ფასის მხარდაჭერის დონე 8867 აშშ დოლარი იქნება, დარწმუნებულნი არიან CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსები. ბოლო პერიოდში ბაზარზე კვლავ დათვური განწყობაა - BTC-ის ფასი მცირე ხნით ჩამოვიდა მხარდაჭერის საკვანძო ხაზს ქვემოთ 9188 აშშ დოლარიან ნიშნულზე, რაც ივნისის მაქსიმუმიდან იყო დაწყებული. სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 9200 აშშ დოლარად იყიდებოდა (Bitstamp). CoinMarketCap-ის მონაცემებით, საშუალო კურსი დღის განმავლობაში 1.69% –ით შემცირდა. დღიური გრაფიკი BTC/USD-ის გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე, TradingView-სგან ორშაბათს ფასის მიხედვით ჩამოყალიბდა Dodge candle, რაც მოწმობდა გაურკვევლობასა და ტრენდის შემობრუნების მაღალ ალბათობას. გარდა ამისა, „სამხრეთით“ შემობრუნდა ხუთდღიანი მოძრავი შუალედი (MA). ასევე, განწყობის მოკლევადიან ცვლილებზე მიანიშნა MACD-ინდიკატორის ჰისტოგრამამ, რომლის მაჩვენებელი ნულის ქვემოთ დაეცა. ოთხსაათიანი გრაფიკი BTC/USD-ის გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე, TradingView-სგან შეინიშნება RSI-ს დათვური დივერგენცია 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულის წარუმატებელი შტურმის ფონზე. ამ ინდიკატორის მაჩვენებელმა უკვე მიაღწია დათვურ ტერიტორიას 50-იან ნიშნულს ქვემოთ. გარდა ამისა, პირველი დღე არაა, რაც MACD-ჰისტოგრამა წითლად ანათებს. ჯამში, ვითარება მიგვანიშნებს MA 200-სკენ ფასების დაცემაზე, რომელიც ამჟამად 8867 დოლარიან ნიშნულზეა. თუკი დინამიური წინააღმდეგობის ხაზი შენარჩუნდება და ამასთან RSI გაარღვევს დაღმავალ ტრენდს, ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით მოხდება 2020 წლის მაქსიმუმის რეტესტი 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულით. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო მხარდაჭერის დონე იქნება 8500 აშშ დოლარი, შემდეგ კი - 8000. https://forklog.com/tehanalitik-bitkoin-kratkosrochno-upadet-nizhe-9000-pered-prodolzheniem-rosta/
