-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ოპერაციული სისტემა Android-ის მფლობელებმა მიიღეს შესაძლებლობა დაამატონ სადებეტო ბარათი Coinbase Card უშუალოდ Google Pay საფულეში. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ბლოგში. Google Pay-ს მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ შეასრულონ სხვადასხვა სახის ანგარიშსწორება კრიპტოვალუტების ბალანსით. ამგვარად, Coinbase გახდა პირველი კომპანია, რომელიც განახორციელებს მობილურ გადახდებს ციფრულ ვალუტებში Google Pay-ს გამოყენებით. მსგავსი სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა Android-აპლიკაციის ჩამოტვირთვა, შესვლა Coinbase-ის ექაუნთში და Google Pay-ში ბარათის დამატება. Coinbase Card აპლიკაცია ასევე ხელმისაწვდომია iOS-ის მომხმარებლებისთვის. Coinbase Card-ის გამოყენებით Google Pay-ის მეშვეობით გადახდები ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, სლოვაკეთი, ესპანეთი, ხორვატია, ჩეხეთი, პოლონეთი, დანია, ნორვეგია და შვედეთი. წლის ბოლოსთვის Coinbase აპირებს გააფართოვოს ზემოთხსენებული ფუნქციის მხარდაჭერის მქონე ევროპული ქვეყნების ჩამონათვალი. შეგახსენებთ, რომ თებერვალში Coinbase-მა მიიღო Visa Principal Member-ის სტატუსი, რისი წყალობით კომპანიას მეტად აღარ უწევს გამოიყენოს გარე კომპანიების სერვისები Coinbase Card-ის გამოშვებისთვის. https://forklog.com/polzovateli-karty-coinbase-smogut-rasplachivatsya-kriptovalyutoj-cherez-google-pay/
-
რამდენიმე წელია Apple-ის ფანატები ელიან კომპაქტური სმარტფონის გამოსვლას, რომელიც იქნება iPhone SE მოდელის „შთამომავალი“. უკვე არაერთი თვეა მიმდინარეობს საუბარი, რომ ახალი კომპაქტური სმარტფონის დასახელება იქნება iPhone 9 და არა iPhone SE 2. ამჟამად ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Apple-მა ასევე შეიძლება წარადგინოს მოდელი სახელად iPhone 9 Plus. სტანდარტულ ვერსიას ექნება 4.7-დუიმიანი IPS ეკრანი და იგი შესრულებული იქნება iPhone 8-ს სტილში. ამასთან, სმარტფონის გაიაფების მიზნით კომპანია უარს იტყვის სახის 3D ამომცნობ სისტემა Face ID-ზე, რომელმაც Apple-ის სმარტფონებიდან გამოდევნა თითის ანაბეჭდის სკანერი. iPhone 9 Plus სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებული იქნება 5.5-დუიმიანი ეკრანით. iPhone 9-ში გამოყენებული იქნება ცალკრისტალიანი სისტემა Apple A13 Bionic, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 3 გიგაბაიტს შეადგენს, ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა კი 64 გბ იქნება. ვრცელდება ცნობა 32-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერების არსებობაზეც, თუმცა ამ მოცულობის მეხსიერებაზე კომპანია Apple-მა გარკვეული პერიოდია უკვე უარი თქვა. ანალიტიკოსები თავდაპირველად აღნიშნავდნენ, რომ Apple-ის სმარტფონების ანონსი მიმდინარე წლის მარტში შედგებოდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო კომპანიამ გადაავადა კომპაქტური სმარტფონების ანონსი. უფრო მეტიც - არსებობს ინფორმაცია, რომ პანდემიის გამო Apple-მა თარიღი კიდევ უფრო გადაწიოს და მიუახლოვოს iPhone 12 სერიის პრეზენტაციის დროს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34608/apple-gotovit-k-vyhodu-dva-kompaktnyh-iphone
-
ერთდაფიანი კომპიუტერების ასორტიმენტი გაიზარდა: შედგა DFI GHF51 მოდელის დებიუტი, რომელიც ზომებით შეესაბამება პოპულარულ Raspberry Pi-ს. მოწყობილობა აგებულია AMD-ის აპარატულ პლატფორმაზე, მისი ზომა 84 × 55 მილიმეტრია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოყენებულია 1.8-დუიმიანი ფორმატი. კომპიუტერის „გული“ - ეს გახლავთ პროცესორი Ryzen Embedded R1000 Series გრაფიკული ამაჩქარებლით - Radeon Vega 3. TDP-ის მაქსიმალური დონე 12 ვატს შეადგენს. DDR4-3200 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შესაძლოა შეადგენდეს, 2, 4 ან 8 გიგაბაიტს. მონაცემთა შენახვაზე პასუხისმგებელია 16, 32 ან 64 გიგაბაიტი მოცულობის eMMC მოდული. მოწყობილობას აქვს ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet (Intel I211AT ან I210IT). ხელმისაწვდომია ორი HDMI 1.4 პორტი, ასევე USB 3.1 Gen 2 Type-C. სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონია 0-დან 60 გრადუს ცელსიუსამდე. ოფციონალურად ხელმისაწვდომი იქნება ვერსია გაფართოებული ტემპერატურული დიაპაზონით - მინუს 20-დან + 70 გრადუსამდე. ერთდაფიანი ახალი DFI GHF51 კომპიუტერის გაყიდვების დაწყებისა და მიახლოებითი ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/1006112
-
Bitcoin-ის კოტირების 5350 აშშ დოლარიან დონემდე შემცირების შემდეგ ASIC-მაინერების მფლობელები, რომლებიც ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის მესამედს უზრუნველყოფენ, მინუსში აღმოჩნდნენ. ამის შესახებ განაცხადა კომპანია CoinShares-ის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა კრის ბენედიკსენმა. მისი თქმით, მაინერებისთვის საშუალო დღიური ნაკადი უარყოფითი რჩება დაახლოებით 4500 აშშ დოლარის ფასის შემთხვევაში, მომგებიანი კი ხდება 7400 აშშ დოლარზე. თუკი ფასი არ გაიზრდება მაისში მოსალოდნელი ჰალვინგისას, ბევრი მაინერი საქმიანობას შეწყვეტს. ამჟამად ისინი აგრძელებენ Bitcoin-ის მოპოვებას ფასის სამომავლო მატების მოლოდინით - დაამატა CoinShares-ის წარმომადგენელმა. „ის მაინერები, რომელთაც ახალი აღჭურვილობა აქვთ, წესრიგში არიან დიდი ალბათობით. თუმცა უჭირთ მათ, ვისაც წინა თაობის მოწყობილობები გააჩნია. თუკი ფასი კვლავ ასეთი დარჩება, ჰალვინგი მათ ბოლოს მოუღებს“ - განაცხადა ბენედიკსენმა. მარტში Bitcoin-ის ჰეშრეითი თითქმის 30%-ით შემცირდა. ექსპერტები ამ ფაქტს ხსნიან მაინერების მიერ არჭურვილობის გამორთვით. ისტორიულად, Bitcoin-ის ჰალვინგმა გამოიწვია პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდის დაჩქარება. თუმცა ზოგი ანალიტიკოსი თვლის, რომ Bitcoin-ი ჯილდოს შემცირებას უახლოვდება დათვური ძალების ზრდის ფონზე. კომპანია CoinMetrics-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ Bitcoin-მა შესაძლოა გაიმეოროს Litecoin-ის ჰალვინგის სცენარი - „ზრდის მოლოდინი და კრახი“. მათ ეთანხმება Litecoin-ის დამფუძნებელი ჩარლი ლი. https://forklog.com/coinshares-posle-padeniya-bitkoina-tret-majningovyh-moshhnostej-rabotaet-v-ubytok/
-
კორონავირუსი ძლიერ დარტყმას აყენებს ბევრ კორპორაციასა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, დაწყებული გეიმინგიდან - მედიცინით დამთავრებული. მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ პოპულარული კონსოლები Xbox Series X და PlayStation 5 მიმდინარე წლის ზამთრის დადგომამდე გამოვიდოდა, თუმცა ახალი ინფორმაცია სრულიად განსხვავებულია. გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემებია შიდა მაკომპლექტებლების მიწოდებასთან დაკავშირებით, Sony-სა და Microsoft-ის მომდევნო თაობის კონსოლების გამოსვლა გადაიდება 2021 წლის გაზაფხულამდე, ან შესაძლოა ზაფხულამდეც კი. ამის შესახებ განაცხადა კომპანია DFC Intelligence-მა, რომელიც დაკავებულია მსხვილი კომპანიებისა და კორპორაციების ანალიტიკით. AMD-მ, რომელიც ორივე კონსოლისთვის განკუთვნილ SoC-ს აწვდის, მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ გარკვეული შეფერხებები ალბათ იქნება, თუმცა არა კრიტიკული. DFC Intelligence აცხადებს: იმ შემთხვევაში, თუკი კონსოლები მაინც გაიყიდება, მათი რაოდენობა მეტად შეზღუდული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტად აიწევს ფასი. ფანატები მათ დიდი ალბათობით 2020 წელს ვერ იხილავენ. დადებით ფაქტად კომპანია მიიჩნევს იმას, რომ სამომხმარებლო მოთხოვნა კონსოლებზე აუცილებლად მაღალი იქნება და გადააჭარბებს მიწოდებას. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/34560/xbox-x-i-ps5-mogut-ne-vyjti-v-etom-godu-vinovat-koronavirus
-
შეერთებული შტატების აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაასრულა კოსმოსური რაკეტა Orion-ის ტესტირება. იგი შექმნილია კორპორაცია Lockheed Martin-ის მიერ და განკუთვნილია მისიისთვის - კოსმოსში გაიყვანოს ასტრონავტები მთვარის მისია Artemis-ის ფარგლებში. როგორც ცნობილია, ტესტირება მოიცავდა სამ თერმულ შემოწმებას ვაკუუმ-კამერაში, ასევე რაკეტის ელექტრონიკის ქმედითუნარიანობის შემოწმებას გარე ელექტრომაგნიტური გავლენის პირობებში. კოსმოსური რაკეტის ტესტირება ჩატარდა NASA-ს ჯონ გლენის სახელობის კვლევით ცენტრში, ოჰაიოში. აქ მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი თერმული კამერა, ასევე ხელმისაწვდომია აეროდინამიკური მილები და სხვა აღჭურვილობა, რათა მოხდეს კოსმოსში ფრენის პირობების იმიტაცია. კოსმოსური რაკეტა კვლევით ცენტრში 2019 წლიდან იმყოფება. მიიჩნეოდა, რომ ტესტირება ოთხ თვეს უნდა გაგრძელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდის პროცესი კორონავირუსული ინფექციის პანდემიის ფონზე წარიმართა, ცენტრის სპეციალისტებმა შეძლეს სამუშაოს შესრულება პირვანდელი გრაფიკის მიხედვით. „ყველა გაოცებული ვართ, იმდენად კარგად ჩაიარა ყველაფერმა. როდესაც ტესტირებას ვატარებდით თერმოვაკუუმით, ვგეგმავდით, რომ იგი 62 დღეზე დიდხანს გაგრძელდებოდა, აპარატი კარგად ფუნქციონირებდა ისევე, როგორც დანადგარი. ასე რომ არ დაგვჭირდა დამატებითი დრო“ - განაცხადა სადგურ პლამ-ბრუკის ტესტირების პროექტის მენეჯერმა Nicole Smith-მა. მისი თქმით, ტესტირება 47 დღე გაგრძელდა. ამჯერად კოსმოსურ რაკეტას მოუწევს ტრანსპორტირება ფლორიდაში არსებული კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრისკენ. იქ მას აიყვანენ Aero Spacelines Super Guppy თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც განკუთვნილია მსხვილგაბარიტიანი ტვირთების გადატანისთვის. https://3dnews.ru/1005969
-
- 1
-
-
კომპანია Microsoft კაცობრიობის ისტორიაში შევიდა 1975 წელს, როდესაც იმ დროის ორმა გენიალურმა ანტრეპრენერმა - ბილ გეითსმა და პოლ ალენმა შექმნეს Basic - მაღალი დონის პროგრამირების ენა. იმ დროიდან კომპანიამ წინსვლა დაიწყო და ეტაპობრივად მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ადგილებს მიუახლოვდა. 2008 წელს გეითსმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო დაეტოვებინა მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა, თუმცა დარჩა დირექტორთა საბჭოში. ახლა, ამ გადაწყვეტილებიდან 12 წლის შემდეგ ბილ გეითსმა საბოლოო ვერდიქტი მიიღო - მთლიანად დატოვოს საკუთარი კომპანია. ამასთან, იგი არა მხოლოდ Microsoft-იდან წავიდა: საინვესტიციო ფონდმა Berkshire Hathaway-მაც დაკარგა მთავარი დირექტორი. თუმცა იგი კვლავ რჩება კომპანიის აქციების უმსხვილეს მფლობელად. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად გეითსმა დაასახელა ძლიერი სურვილი, რომ დაკავდეს ფილანთროპობით და მას დაუთმოს მთელი თავისუფალი დრო. COVID-19-თან ბრძოლისთვის მან თავის მეუღლესთან ერთად უკვე დახარჯა ას მილიონ აშშ დოლარზე მეტი, დაფინანსების სხვა წყაროების ხსენება არც ღირს, იმდენად დიდია მათი ჩამონათვალი. განცხადების ბოლოს გეითსმა აღნიშნა, რომ კომპანია მუდამ დარჩება მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად. იგი გეგმავს აქტიურად დაუჭიროს მხარი Microsoft-ის დირექტორ სატია ნადელას და დაეხმაროს მას ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში. ხშირად მომხდარა ისე, რომ ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ კომპანიას ცუდი დროება დასდგომია, უარეს შემთხვევაში კი გაკოტრებულა კიდეც. ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ ვარაუდი - რა მოხდება დიდი დამფუძნებლის წასვლის შემდეგ: დარჩება თუ არა Microsoft კვლავ ლიდერ პოზიციაზე პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში თუ გაიმეორებს ცნობილი ბრენდ Nokia-ს ბედს. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/34530/bill-gejts-reshil-pokinut-kompaniju-horoshie-vremena-microsoft-mogut-zakonchitsya
-
- 1
-
-
მილიონობით ადამიანი ყიდულობს ძვირადღირებულ ვიდეო ბარათებს. ზოგი მათგანი დღე-ღამის განმავლობაში თამაშობს და გამოცდილებას იძენს ვირტუალურ ბრძოლებში; ზოგი ვიდეო დაფებს კრიპტოვალუტების მაინინგისთვის იმარაგებს; ზოგიერთი კი ამას აკეთებს იმიტომ, რომ თავი მოიწონოს ძვირადღირებული სისტემური ბლოკის გაძლიერებით. რა მიზნებიც უნდა არსებობდეს, დღესდღეობით ასეთ პირებს შანსი გაუჩნდათ საზოგადოებრივ სასიკეთო საქმეში გამოიყენონ თავიანთი „მებრძოლი მეგობარი“. თუკი შეიძინეთ ორი Nvidia Titan RTX და არ იცით რა მოუხერხოთ ასეთ დაუჯერებელ სიმძლავრეს, NVIDIA-ს ამისთვის შესანიშნავი გადაწყვეტილება აქვს: Folding @ home. პროექტის არსი მდგომარეობას შემდეგში - გაერთიანდეს ათეულ-ათასობით ვიდეო დაფის სიმძლავრე კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის ძიებისთვის. მას შედეგ, რაც კომპიუტერში Windows-ზე მომუშავე სპეციალიზებულ აპლიკაციას დააყენებთ, მიიღებთ შესაძლებლობას დაარეგულიროთ სისტემა, გაანაწილოთ წარმადობა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო წამლის ძიებას შორის. NVIDIA-მ ეს გადაწყვეტილება 13 მარტს გაახმაურა. იგი საზოგადოებას მოუწოდებს საშიში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ და სურს დაამტკიცოს, რომ გეიმერებს მხოლოდ თამაშსა და გართობაზე მეტიც შეუძლიათ. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს მაინერებიც. მოვიდა დრო გამართლდეს ვირტუალური მონეტების მოპოვება, რომლისთვის გამოყენებული ენერგია მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/34553/hvatit-igrat-i-majnit-kriptovaljutu-nvidia-poprosila-gejmerov-ispolzovat-moschnosti-svoih-videokart-dlya-borby-s-koronavirusom
-
რამდენიმე თვეა ინტერნეტში ტრიალებს ცნობები მზადებაში არსებულ სმარტფონ Samsung Galaxy Note20-ის შესახებ. ბოლო ინფორმაციის თანახმად კომპანია წარადგენს სულ მცირე ორ მოდელს, რომელთაც სხვადასხვა პროცესორი ექნება. არაოფიციალური მონაცემებით სამხრეთკორეული კომპანია გეგმავს Galaxy Note20 სმარტფონის ორი ვერსიის გამოშვებას. ერთ-ერთი მათგანი დაფუძნებული იქნება რვაბირთვიან ჩიპ Snapdragon 865-ზე, მეორეს კი ექნება სხვა პროცესორი, რომლის დასახელება ჯერჯერობით უცნობია. შესაძლებელია ვარაუდი, რომ საუბარი ეხება ახალ ჩიპს Exynos-სერიიდან, რომელიც აგებულია ღრმა ულტრაიისფერი ფოტოლითოგრაფიის ტექნოლოგიით (EUV, Extreme Ultraviolet Lithography). ვრცელდება ცნობა, რომ Note20 სერიის საბაზისო მოდელს ექნება მხოლოდ 128 გბ ფლეშ-მეხსიერება იმ დროს, როდესაც მისი წინამორბედი Note 10-ის მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტია. ასეთი შემთხვევა შესაძლოა ნიშნავდეს მოწყობილობის ფასის შემცირებას, ან Samsung თავის სმარტფონებში დააბრუნებს microSD მეხსიერების ბარათის სლოტს. ძველად კომპანია Samsung-მა წარადგინა Galaxy Note სერიის ფაბლეტები ბერლინში გამართულ გამოფენა IFA-ზე, თუმცა ბოლო წლებია იგი პრეზენტაციებისთვის ირჩევს ღონისძიება Unpacked-ს. როგორც ჩანს, გასული წლის მსგავსად ახალი Galaxy Note მოდელების წარდგენა მოხდება ნიუ-იორკში აგვისტოს დასაწყისში. არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიის პრეზენტაცია ონლაინ-რეჟიმში წარიმართოს. https://3dnews.ru/1005966
-
სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ის ჰეშრეითი 97,9 EH/s ნიშNულზე იყო, რამდენიმე კვირის წინ კი ეს მაჩვენებელი 136,264 EH/s-ს შეადგენდა. ამრიგად, მარტის დასაწყისიდან პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ჯამური სიმძლავრის კლებამ დაახლოებით 30 % შეადგინა. მაინინგ-პულ Poolin-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალეხანდრო დე ლა ტორემ აღნიშნა, რომ ჰეშრეითის მაჩვენებელი პირდაპირაა დამოკიდებული მოპოვებული კრიპტოვალუტის ფასზე. „თუკი მაინერებს არ შეუძლიათ ელექტროენერგიის დანახარჯის გადაფარვაც კი, ისინი იძულებულნი ხდებიან გამორთონ აღჭურვილობა. ვთვლი, რომ სწორედ ამიტომ ვხედავთ მაჩვენებლის შემცირებას“ - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. მან დაამატა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი მომხდარში შესაძლოა ითამაშა პანიკამ, რადგანაც „მაინერებიც ადამიანები არიან“. მეორე მხრივ, ამ სეგმენტის მონაწილეთა ნაწილი ჯერ კიდევ ცდილობს კრიპტოვალუტების შენარჩუნებას ფასის სწრაფად ვარდნის პირობებშიც კი. მონაცემების თანახმად ელექტროენერგია ყველაზე იაფია ვენესუელაში, ტრინიდადი და ტობაგოში, უზბეკეთში, უკრაინასა და ქუვეთში. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია Bitcoin-ის მაინინგის სირთულემ. https://forklog.com/na-fone-obvala-rynka-heshrejt-bitkoina-snizilsya-pochti-na-30/
-
AMD-ის პროცესორებმა უდიდესი ნახტომი დააფიქსირა 2019 წელს. ამჟამად პრაქტიკულად არ არსებობს მიმართულება, რომელშიც Intel დაეწევა წითელ კომპანიას. ჩამორჩენა იმდენად დიდია, რომ თავად კომპანიის ხელმძღვანელობამაც კი აღიარა - ვითარების გამოსწორება ადვილი არ იქნება. ვრცელდებოდა ცნობები პერსპექტიული პროცესორების - Alder Lake-ის შესახებ, რომლებიც აგებული იქნებოდა 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა ექსპერტების აზრით ეს პროცესორები ვერ დაუბრუნებს Intel-ს ლიდერობას. 7-ნანომეტრიანი პირველი ჩიპების გამოსვლა 2021 წლისთვისაა მოსალოდნელი. როგორც ჩანს, წარმოების მოცულობა დიდი არ იქნება და ისინი განკუთვნილი იქნება იმისთვის, რომ Intel-მა აცნობოს ინვესტორებს მოწინავე ტექნოლოგიის წარმოების დაწყება. მასობრივი 7-ნანომეტრიანი პროდუქტები კი 2022 წლამდე არ გამოვა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს გახლავთ ოპტიმისტური პროგნოზი და არ არის გამორიცხული, რომ 7-ნანომეტრიანი მასობრივი წარმოება 2023 წლამდე გადაიდოს. გავრცელებული ცნობების თანახმად 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლისას Intel უარს იტყვის FinFET ტრანზისტორებზე და გადავა GAA-ზე. ასეთივე სტრატეგიას უჭერს მხარს Samsung, რომელსაც არსენალში გააჩნია 8- და 6-ნანომეტრიანი ჩიპები. რეალურად, 5-ნანომეტრიანი ჩიპების მოლოდინი 2023 წლამდე არ ღირს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს იქნება პირველი თაობა, რომელიც დიდი ალბათობით შეზღუდული ტირაჟით გამოვა. 2022-2023 წლებისთვის AMD-ს ჩანიშნული აქვს 5-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ 2023 წლის შემდეგ შეძლებს Intel - აღადგინოს პარიტეტი AMD-სთან ან დაიბრუნოს ლიდერობა ნახევარგამტარ წარმოებაში. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/34512/intel-vernet-liderstvo-na-rynke-processorov-tolko-v-2023-2024-godah-i-tolko-na-5-nm-tehprocesse
-
- 2
-
-
-
აშშ-ის აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ განსაზღვრა პირველი სამეცნიერო ინსტრუმენტები და მოწყობილობები, რომლებიც განთავსდება მთვარის ახლომდებარე სადგურ Gateway-ს ბორტზე. Gateway გახლავთ NASA-ს კომპლექსური პროგრამა Artemis-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. პროგამის მიზანია მთვარის ზედაპირზე გადასვას ამერიკელი ასტრონავტები 2024 წელს. ინიციატივის რეალიზაცია შეერთებულ შტატებს 35 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდება. თავდაპირველად დაგეგმილია, რომ სადგური Gateway გამოყენებულ იქნას მთვარისა და შორეული კოსმოსის შესასწავლად. სამომავლოდ კი იგი შუალედური ბაზის სახით მოემსახურება ასტრონავტებს, რომლებიც მარსისკენ გაფრინდებიან ან უკან დაბრუნდებიან. მაშ ასე, ცნობილია, რომ სადგურ Gateway-სთვის შერჩეულია ორი კვლევითი ინსტრუმენტი: ისინი განკუთვნილია კოსმოსური ამინდისა და რადიაციული ფონის მონიტორინგისთვის. პირველი მოწყობილობა NASA-ს მიერაა შექმნილი: მისი მეშვეობით მზის ქარებზე მოხდება დაკვირვება. რადიაციული მდგომარეობის შესაფასებელ მოწყობილობას კი ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) წარადგენს: ინსტრუმენტი, როგორც მოსალოდნელია, მკვლევარებს საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ახალი მეთოდები იმ ასტრონავტთა დასაცავად, რომლებსაც კოსმოსში ხანგრძლივ მისიებში მოუწევთ მონაწილეობა. სამომავლოდ შეირჩევა დამატებითი კვლევითი ინსტრუმენტები, რომლებიც სადგურ Gateway-ს აღჭურვილობას დაემატება. https://3dnews.ru/1005865
-
კომპანია Blue Origin-მა წარადგინა მრავალჯერადი რაკეტა New Glenn, რომელიც შეძლებს კონკურენცია გაუწიოს SpaceX-ის Falcon Heavy-ს. რაკეტა დიამეტრით 7 მეტრზე მეტია - იგი იმდენად დიდია, რომ მასში თავისუფლად მოთავსდება Blue Origin-ის მეორე რაკეტა - New Shepard. New Glenn-ის სიმაღლე 95 მეტრია და შეუძლია 45 ტონაზე მეტი ტვირთის აწევა. სამომავლოდ New Glenn ორბიტაზე გაიტანს კომერციულ ტვირთს, ასევე შეასრულებს სამხედრო და სამეცნიერო მისიებს. გარდა ამისა, კომპანიამ მოახდინა ზედა BE-3U დონის ტესტირება თავის საწარმოში, დასავლეთ ტეხასში. ძრავებში გამოყენებულია „ექსპანსიური ციკლის“ კონსტრუქცია - იგი სხვა ძრავებზე მარტივია, რადგანაც სითბო, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ტურბინები, ასევე გენერირდება საწვავის წვის ძირითად კამერაში. Blue Origin-მა წარმატებით შეასრულა BE-4 ძრავის შემოწმება, რომელიც რაკეტის ძირითადი და მეორე დონის საფუძველს წარმოადგენს. https://hightech.fm/2020/03/11/blue-origin-new-glenn
-
- 1
-
-
ბოლო პრესკონფერენციის დროს კომპანია AMD-ის ხელმძღვანელობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამომავლო სიახლე დააანონსა. პირველ რიგში ეს იყო პროცესორების არქიტექტურა Zen3, რომელიც დაფუძნებული იქნება გაუმჯობესებულ 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და შევა 2020 წლის ბოლოს დესკტოპ ჩიპების შემადგენლობაში. აგრევე ოფიციალურად მოხდა გრაფიკული არქიტექტურა RDNA2-ის წარდგენა, რომელიც ასევე დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე და საფუძვლად დაედება მთელ რიგ ვიდეო ბარათებს. ეს იქნება მაღალი წარმადობის პროდუქტები, რომელთა შესახებ ცნობები პერიოდულად ვრცელდება. რაც მთავარია - ეს იქნება მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლებში წარმოდგენილი გრაფიკული ჩიპები. კომპანიის ხელმძღვანელობამ ისაუბრა RayTracing-სა და ჯერ არგამოსული ჩიპების სხვა უპირატესობებზე. გარდა ამისა წარმოდგენილ იქნა პატარა სლაიდი, რომლის მიხედვით mydrivers-ის ანალიტიკოსები თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ. 2022 წლისთვის დაგეგმილია Zen4 არქიტექტურის მქონე პროცესორებისა და ვიდეო ბარათების გამოსვლა RDNA3 არქიტექტურით. ფაქტობრივად, AMD მთელი 2021 წლის განმავლობაში ამ მოვლენისთვის მზადებაში იქნება. საინტერესოა, რომ 2020 წლის ნახევარში TSMC უკვე დაიწყებს პირველი 5-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას კომპანია Apple-ისთვის. უფრო მეტიც, ცნობილია, რომ 2021 წლის ყველა 5-ნმ ჩიპი გაყიდულია. ანალიტიკოსებს არ აქვთ ახსნა, რატომ აყოვნებს AMD. ისინი ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება მოუმწიფებელ ტექნოპროცესსა და ჩიპების ნაკლებობას საწყის თვეებში. ეჭვს არ იწვევს ის, რომ RDNA3 არქიტექტურის მქონე ჩიპები 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე იქნება დაფუძნებული. თუმცა ის ფაქტი, რომ RX 7000 სერიის ბარათები გაყიდვაში 2022 წლამდე არ გამოვა - გაოცებას იწვევს. შესაძლოა, AMD-ს რამე გეგმა ჰქონდეს. ჩნდება მოსაზრება, რომ შესაძლოა კომპანიის ხელმძღვანელობამ არ იცის რა გააკეთოს ვიდეო ბარათების ბაზარზე და რა მიმართულებით იმოქმედოს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/34488/videokarty-amd-radeon-rx-7000-budut-postroeny-na-5-nm-tehprocesse-i-arhitekture-rdna3
-
- 1
-
-
როდესაც კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ პოპულარობის მოპოვების ეტაპზე იყო, ბევრი მომხრე მათ მიიჩნევდა დამცავ აქტივებად გლობალური ეკონომიკური რყევების დროს. მიმდინარე კრიზისის პირობებში ყველაზე მეტად გავრცელებული კრიპტოვალუტები ამ იმედს ვერ ამართლებენ: მათი კურსი სწრაფად ეცემა ინვესტორების პანიკის ფონზე. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქების საწყის ეტაპზე დაინახა მასში პანდემიის ნიშნები, შესაბამისმა განცხადებებმა გააღრმავა საფონდო ინდექსების ვარდნის ის პროცესი, რომელიც შეინიშნებოდა ბოლო დღეებში ნავთობზე ფასის შემცირების შემდეგ. Bitcoin-ის კურსი ბოლო დღე-ღამეში 23%-ით შემცირდა, რაც გარკვეული მოსაზრებით ადასტურებს მის სპეკულაციური აქტივის სტატუსს. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში Bitcoin-ს ღირებულების დაახლოებით 30% მოაკლდა, კურსის დღიური კლება კი უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ყველაზე დიდი იყო. ფოტოს წყარო: Coindesk პოპულარობისა და გავრცელების მხრივ მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასი 27%-ით შემცირდა, მესამე - XRP-ს კი მოაკლდა ღირებულების 21 %. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრიპტოქომიუნითის ფარგლებს გარეთ ცოტა თუ მიიჩნევს ამ ტიპის აქტივებს „ციფრულ ოქროდ“. თებერვლის შუა რიცხვებამდე Bitcoin-ის ფასი იზრდებოდა მაისის ჰალვინგთან დაკავშირებული მოლოდინებით. ამ პერიოდის ყველა მიღწევა ბაზარზე არსებული პანიკის გამო ჩამოიშალა. მოცემული სიტუაცია გვიჩვენებს, რომ ჯერჯერობით კრიპტოვალუტები სპეკულაციურ ინსტრუმენტებად რჩება, რომელთა გამოყენება კრიტიკულ პერიოდებში ინვესტიციების დაცვისთვის არ შეიძლება. https://3dnews.ru/1005799
-
ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურები ყოველთვის ვერ ახერხებენ მოჭარბებული ენერგიის ნარჩენების შენახვას მისი შემდგომი გამოყენებისთვის. როგორც წესი, ეს ნარჩენები იწვება ან ატმოსფეროში განიდევნება. თუმცა ნიუ-იორკის ერთ-ერთმა ელექტროსადგურმა გადაწყვიტა ზედმეტი ენერგია კრიპტოვალუტის მაინინგში გამოიყენოს. ელექტროსადგურ Greenidge Generation-ის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ დამატებითი ენერგია მათ საშუალებას აძლევს მოიპოვონ დღეში 5.5 BTC, რაც არსებული კურსით დაახლოებით 45 ათასი აშშ დოლარის ტოლია. გამომცემლობა Bloomberg აღნიშნავს, რომ ინიციატივის უკან მდგომმა საინვესტიციო კომპანია Atlas Holding LLC-მა დაამონტაჟა დაახლოებით 7 ათასი ერთეული აღჭურვილობა მაინინგისთვის. თავად ობიექტი 1937 წელს აშენდა და თავდაპირველად მუშაობდა ქვანახშირზე, შემდეგ კი გადავიდა ბუნებრივ აირზე. Atlas Holding-ის თანახმად მაინინგ-ფერმებში გამოიყენება ქარხნის სიმძლავრის მხოლოდ მცირე ნაწილი, რის გამოც მათი შენახვა იაფი ჯდება. კრიპტოსავალუტო მაინინგ-ფერმებს, როგორც წესი, მეტად დიდი მოცულობის ელექტროენერგია სჭირდება, ამიტომ მაინერები მუდმივად ეძებენ იაფი ენერგიის წყაროს. https://hightech.fm/2020/03/09/bitcoin-energy
-
Huobi Group-მა აამოქმედა ახალი მობილური აპლიკაცია Huobi Lite, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ Bitcoin-ით, სხვა კრიპტოვალუტებითა და ფიატური ფულით საკომისიოსა და მოსაკრებლის გარეშე. კომპანიის განცხადების აღწერის თანახმად აპლიკაციაში მხარდაჭერილია BTC, ETH, USDT, HT, EOS, BCH, XRP, LTC და HUSD, აგრეთვე აშშ დოლარი (USD), ვიეტნამური დონგი (VND), მალაიზიური რინგიტი (MYR), ჰონგკონკური დოლარი (HKD) და ჩინური იუანი (RMB). Huobi Lite საშუალებას იძლევა ივაჭროთ, შეინახოთ და მართოთ აქტივები. კომპანიაში განაცხადეს, რომ დააჩქარეს რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი, მომხმარებლები „თავის პირველ Bitcoin-ს ხუთ წუთზე ნაკლებ დროში მიიღებენ“. მომხმარებლების აქტივების უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 20 000 BTC მოცულობის ფონდი. Huobi-ში მიიჩნევენ, რომ აპლიკაცია შეამცირებს ბარიერებს დამწყები ტრეიდერებისთვის, იგი გათვლილია ფართოდ გავრცელებაზე, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის განვითარებად ბაზრებზე. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში Huobi-მ აამოქმედა საბროკერო პლატფორმა Huobi Brokerage, რომელიც ორიენტირებულია ინსტიტუციონალიზებულ ინვესტორებზე. https://forklog.com/huobi-predstavila-mobilnoe-prilozhenie-dlya-bitkoin-trejdinga-bez-komissij/
-
კომპანია AMD-მ წარადგინა Renoir-სერიის ჰიბრიდული პროცესორები დაახლოებით ორი თვის წინ. ჩიპების პრემიერა შედგა სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე, თუმცა ბაზარზე ამ დრომდე გამოვიდა მხოლოდ ერთი ლეპტოპი ახალი APU-ით. ვითარება სულ მალე შეიცვლება: წინასწარი მონაცემებით Ryzen 4000-ის ბაზაზე აწყობილი პირველი მზა პროდუქტების გაყიდვა 31 მარტიდან დაიწყება. რესურს Newegg Canada-ზე გამოჩნდა რვა ლეპტოპის ფასი. მათგან ყველაზე ხელმისაწვდომი გახლავთ მოდელი ASUS TUF Gaming TUF506IH-RS53. მისი ფასი 899 კანადური დოლარია (655 აშშ დოლარი). ლეპტოპს აქვს 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი ჩიპი Ryzen 5 4600H სიხშირით 3-4 გჰც, TDP 45 ვტ და გრაფიკით - Radeon Vega 6 (1500 მჰც). გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია NVIDIA GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათით. ლეპტოპის ეკრანი 15.6-დუიმიანია, კადრის განახლების სიხშირე 60 ჰერცს შეადგენს. ლეპტოპი ინდექსით RS74 - ღირს 1190 კანადური დოლარი (875 აშშ დოლარი). მასაც აქვს გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GTX 1650 და 15.6-დუიმიანი ეკრანი, თუმცა კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცია. ამ მოდელს აქვს Ryzen 7 4800H ჩიპი - 8-ბირთვიანი, 16-ნაკადიანი პროცესორი სიხშირით 2.9-4.2 გჰც, TDP 45 ვატი და გრაფიკა Radeon Vega 7 (1600 მჰც). ამავე პლატფორმის ბაზაზე მუშაობს კიდევ ორი ლეპტოპი: ASUS TUF Gaming TUF506IV-AS76 ვიდეო ბარათით GeForce RTX 2060 Max-Q და ASUS TUF Gaming TUF706IU-AS76 - GeForce GTX 1660 ბარათით. პირველი მათგანის ფასი 1165 აშშ დოლარია, მეორისა კი - 1095 აშშ დოლარი. ასორტიმენტში აგრეთვე შედის ROG-სერიის სამი მოდელი Ryzen 7 4800HS ჩიპით. ეს პროცესორი წინა მოდელისგან განსხვავდება 35 ვატამდე შემცირებული სითბოს გამოყოფით. სამი მოდელიდან ყველაზე იაფია SUS ROG GA502IU-XS74. მისი ფასი 1165 აშშ დოლარია. მოწყობილობას აქვს GeForce GTX 1660 Ti ვიდეო ბარათი და 15.6-დუიმიანი ეკრანი 144 ჰც კადრის განახლების სიხშირით. ROG GA502IV-ES76 მოდელს აქვს ამაჩქარებელი GeForce RTX 2060, კადრის განახლების სიხშირე კი 240 ჰერცია. ეს ლეპტოპი წინა მოდელზე 150 აშშ დოლარით ძვირია. Ryzen 7 4800HS ჩიპის მქონე მესამე მოდელის დასახელებაა ASUS ROG GA401IU-BS76. ეს გახლავთ 14-დუიმიანი მოწყობილობა GeForce GTX 1660 Ti Max-Q გრაფიკით და ღირს 1240 აშშ დოლარი. და ბოლოს, Newegg Canada-ს ასორტიმენტში არსებული ყველაზე ძირადღირებული ლეპტოპი გახლავთ ASUS ROG GA401IV-DS91. მას საფუძვლად უდევს ჰიბრიდული პროცესორი Ryzen 9 4900HS, რომლის წარდგენა სხვა ჩიპებთან ერთად არ შემდგარა CES 2020-ზე. ლეპტოპს აქვს GeForce RTX 2060 Max-Q ამაჩქარებელი, დისპლეი 14-დუიმიანია და კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცია. ლეპტოპის ფასია 1820 აშშ დოლარი. ფასები და პარამეტრები თავმოყრილია ცხრილში: ლეპტოპი პროცესორი ვიდეო დაფა ეკრანი ფასი სერია მოდელი CAD$ US$ ASUS TUF Gaming TUF506IH-RS53 Ryzen 5 4600H GeForce GTX 1650 15,6", 60 ჰც 899 655 TUF506IH-RS74 Ryzen 7 4800H GeForce GTX 1650 15,6", 144 ჰც 1199 875 TUF706IU-AS76 Ryzen 7 4800H GeForce GTX 1660 17,3", 120 ჰც 1499 1095 TUF506IV-AS76 Ryzen 7 4800H GeForce RTX 2060 Max-Q 15,6", 144 ჰც 1599 1165 ASUS ROG GA502IU-XS74 Ryzen 7 4800HS GeForce GTX 1660 Ti 15,6", 144 ჰც 1599 1165 GA401IU-ES76 Ryzen 7 4800HS GeForce GTX 1660 Ti Max-Q 14", 120 ჰც 1699 1240 GA502IV-ES76 Ryzen 7 4800HS GeForce RTX 2060 15,6", 240 ჰც 1799 1310 GA401IV-DS91 Ryzen 9 4900HS GeForce RTX 2060 Max-Q 14", 120 ჰც 2499 1820 https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34439/stali-izvestny-ceny-pervyh-noutbukov-na-baze-amd-ryzen-4000-ot-655-dollarov-do-1820-dollarov
-
2018 წლის გაზაფხულზე ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა სმარტფონი Xiaomi Mi 7. ბაზარზე იგი გამოვიდა, როგორც Xiaomi Mi 8, ნუმერაციის ცვლილება კი მიეძღვნა ჩინური კომპანიის 8 წლის იუბილეს. სმარტფონის ანონსი შედგა მაისის ბოლოს, მასზე ერთი კვირით ადრე კი HTC-მ გამოუშვა ფლაგმანი U12 Plus, რომლის მთავარი განსაკუთრებულობა იყო გამჭვირვალე უკანა პანელი. Xiaomi-მ გადაწყვიტა პასუხი გაეცა კონკურენტისთვის და წარადგინა მოდელი Mi 8 Explorer Edition. HTC U12 Plus გაყიდვების დაწყებამდე სმარტფონს „ჰქონდა“ გამჭვირვალე უკანა პანელი, თუმცა როგორც კი იგი ენთუზიასტების ხელში მოხვდა, დადგინდა, რომ Xiaomi Mi 8 Explorer Edition-ის პანელს მიღმა არ ჩანდა შიდა კომპონენტები - წარმოდგენილი იყო მხოლოდ სტიკერი. Xiaomi Mi 8 Explorer Edition 2019 წელს Xiaomi-მ დააანონსა მოდელი Mi 9 Transparent Edition და ამ შემთხვევაში თავიდანვე ითქვა, რომ სმარტფონის უკანა მხარეს ამშვენებდა შიდა მაკომპლექტებლების მაკეტი. გასულ თვეში წარდგენილ იქნა ახალი თაობის ფლაგმანები Mi 10 და Mi 10 Pro. ამჯერად კომპანია Xiaomi-მ გადაწყვიტა არ გამოეშვა გამჭვირვალე ვერსია, თუმცა კომპანია ასეთ მოდელს მალე დაამატებს თავის ასორტიმენტში. Xiaomi Mi 9 Transparent Edition ინტერნეტში გამოქვეყნდა სმარტფონ Xiaomi Mi 10 Explorer Edition-ის პირველი რეალური ფოტოები. ფოტოებიდან რთულია დავასკვნათ, არის თუ არა ამ სმარტფონის უკანა მხარე რეალურად გამჭვირვალე. ძირითადი კამერის მოდულებს შორის ავტოფოკუსის ლაზერული დამხმარის არარსებობა კი იმას ნიშნავს, რომ Explorer Edition-ს საფუძვლად უდევს Xiaomi Mi 10 და არა Xiaomi Mi 10 Pro. ტექნიკური მახასიათებლების, ფასისა და ანონსის თარიღის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. თუმცა დასაშვებია იმედი, რომ სმარტფონს “ჩვეულებრივ“ ფლაგმანთან შედარებით გაუმჯობესებული პარამეტრები ექნება - სულ მცირე გაზრდილი ოპერატიული და ინტეგრირებული მეხსიერება. შეგახსენებთ, რომ Xiaomi Mi 8 Explorer Edition მოდელ Mi 8-სგან განსხვავდება დიდი მოცულობის მეხსიერებით, დისპლეიზე ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორითა და სახის ამომცნობი სამგანზომილებიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერით. Xiaomi Mi 9 Transparent Edition სტანდარტული მოდელისგან განსხვავდება ძირითადი კამერის მთავარი მოდულის გაუმჯობესებული ოპტიკით. რა თქმა უნდა „გამჭვირვალე“ მოდელები გაცილებით ძვირადღირებულია. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34446/opublikovany-kachestvennye-realnye-fotografii-xiaomi-mi-10-explorer-edition
-
- 1
-
-
Entertainment Software Association-მა მიმდინარე წელს გავრცელებული ვირუსის გამო გადადო გამოფენა Electronic Entertainment Expo. ღონისძიება უნდა გამართულიყო 9-11 ივნისს ლოს-ანჯელესში. ESA-ს განცხადება: „ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში მოქმედ ჩვენს წევრ კომპანიებთან, ჩვენს თაყვანისმცემლებთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან გულმოდგინე კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება E3 2020-ის გადადების შესახებ“. „COVID-19-თან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების გამო ჩავთვალეთ, რომ ეს იქნება საუკეთესო მეთოდი ასეთ გლობალურ უპრეცედენტო ვითარებაში მოქმედებისთვის“ - განაცხადეს ESA-ში. - ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ვერ შევძლებთ ამ ღონისძიების ჩატარებას, თუმცა ვიცით, რომ ეს გახლავთ სწორი გადაწყვეტილება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც დღესდღეობით ვფლობთ“. ამჟამად Entertainment Software Association გამოფენის მონაწილეებთან ერთად განიხილავს გამოფენის ონლაინ-ტრანსლაციის კოორდინირების ვარიანტებს, რათა მოხდეს სიახლეების დემონსტრირება 2020 წლის ივნისისთვის. https://3dnews.ru/1005718
-
მიმდინარე წელს მოსალოდნელია ულტრაფართო 8K გაფართოების მქონე ტელევიზორების მიწოდების მოცულობის მკვეთრი ზრდა - გვაცნობებს რესურსი DigiTimes საწარმოო წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით. 8K ფორმატის პანელების გაფართოებაა 7680 × 4320 პიქსელი. ეს ოთხჯერ მეტია 4K-სთან (3840 × 2160) და თექვსმეტჯერ მეტი - Full HD (1920 × 1080) გაფართოებასთან შედარებით. 8K ფორმატის ტელევიზორები უკვე წარადგინა რამდენიმე კომპანიამ. მათ შორისაა Samsung Electronics, TCL, Sharp, LG Electronics და Sony. რა თქმა უნდა, ასეთი პანელების ფასი მეტად მაღალია. შეფასებების მიხედვით გასული წლის განმავლობაში გლობალური მასშტაბით მოხდა დაახლოებით 430 ათასი 8K ტელევიზორის მიწოდება. მიმდინარე წელს მოსალოდნელია პრაქტიკულად ხუთმაგი ზრდა: მოცულობამ 2 მლნ ერთეული უნდა შეადგინოს. 2022 წელს კი ბაზრის მოცულობა ანალიტიკოსების აზრით დაახლოებით 9.5 მლნ იქნება. 8K ფორმატის პანელებზე მოთხოვნის ზრდას ექსპერტების აზრით ხელს შეუწყობს რამდენიმე ფაქტორი. ესენი იქნება კლებადი ფასი, შესაბამისი მაღალი გაფართოების კონტენტის გამოჩენა და მეხუთე თაობის მობილური ქსელის განვითარება. https://3dnews.ru/1005689
-
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა პოლ გოსარმა (Paul Gosar) შესწორება შეიტანა „2020 წლის კრიპტოვალუტების კანონპროექტში“. პირველად დოკუმენტში გამოჩნდა გადანაწილებული კრიპტო რეესტრის დეტალური განმარტება სმარტ-კონტრაქტებისა და კონსენსუსის სხვადასხვა ალგორითმის მოხსენიებით. ახალ ვერსიაში აგრეთვე გაჩნდა პუნქტი სადაზღვევო დეპოზიტარების შესახებ. ცვლილება შეეხო Stablecoin-ების მდგომარეობასაც: „ბანკი-კორესპონდენტის ხარჯზე სრული უზრუნველყოფა“ ჩანაცვლდა „სადაზღვევო დაწესებულებების მხრივ ინდივიდუალური უზრუნველყოფით“. ახალ ვერსიაში შენარჩუნდა ციფრული აქტივების სამ კატეგორიად დაყოფის პრინციპი. კრიპტოვალუტა განსაზღვრულია როგორც დოლარზე მიბმული ინსტრუმენტი, ან „სინთეზირებული დერივატივი ბლოკჩეინზე“. კრიპტოსავალუტო საბირჟო პროდუქტებში მოიაზრება ურთიერთჩანაცვლებადი ეკონომიკური პროდუქტები ან სერვისები ბლოკჩეინის ბაზაზე. კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებს კი მიეკუთვნება ყველა სასესხო, წილობრივი და საწარმოო ბლოკჩეინ-ინსტრუმენტი. ამრიგად, Bitcoin უფრო საბირჟო პროდუქტი გამოდის და არა კრიპტოვალუტა. დოკუმენტის თანახმად კრიპტოვალუტის აღწერილობას Stablecoin Tether უფრო შეესაბამება. ამასთან, კანონპროექტში არ არის ნახსენები არაურთიერთჩანაცვლებადი (NFT) ტოკენები. ციფრული აქტივების ბაზრის საწყისი რეგულირება უნდა დაევალოს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიას (CFTC), აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC), აგრეთვე ხაზინის მდივანს, რომლებიც მოქმედებენ ფინანსურ დანაშაულთან მებრძოლი ქსელის (FinCEN) მეშვეობით. კანონპროექტის პირველი ვერსია გოსარმა გასული წლის დეკემბერში წარადგინა. 2020 წლის თებერვალში FinCEN-მა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განაცხადა, რომ მუშაობენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ახალ მარეგულირებელ მოთხოვნებზე. მარტის დასაწყისში შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროში შედგა შეხვედრა კრიპტოვალუტების სფეროს წარმომადგენლებსა და იურიდიული თანაფარდობის ექსპერტებს შორის, რათა განეხილათ ციფრული ვალუტების რეგულირების საკითხები. https://forklog.com/v-ssha-predlagayut-opredelit-bitkoin-kak-birzhevoj-tovar/
-
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში საავტომობილო კრიზისი გამწვავდა კორონავირუსის გავრცელების გამო, კომპანია Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა თებერვალში საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში Tesla-ს რეალიზაცია მკვეთრად დაეცა მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო ელექტრომობილების წარმოება შანხაის ქარხანაში. როგორც ჩინეთის მსუბუქი ავტომობილების ასოციაცია (China Passenger Car Association, CPCA) აცხადებს, ამერიკულმა კომპანიამ გასულ თვეში განახორციელა ჩინეთში 3958 ავტომობილის მიწოდება, რაც 400 ელექტრომობილით მეტია მის წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. ასოციაციის მონაცემების თანახმად თებერვალში Tesla-ს წილი ენერგიის ახალი წყაროს მქონე ავტომობილების ბაზარზე ჩინეთში დაახლოებით 30%-ს შეადგენდა. Tesla-მ დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ შანხაიში არსებულ ქარხანაში წარმოების პროცესი შეენარჩუნებინა კორონავირუსის გავრცელების ფონზე. ხსენებული ქარხანა ექსპლუატაციაში გასული წლის დეკემბერში შევიდა. ამჟამად კომპანია ეძებს საშუალებებს, რათა მოახდინოს ქვეყანაში გაყიდვების სტიმულირება მიუხედავად მზარდი კრიზისისა. https://3dnews.ru/1005606
-
ქრაუდფანდინგის პლატფორმა Kickstarter-ზე წარმატებით დებიუტირებს პორტატული მონიტორი AirView-ს პროექტი, რომელიც განკუთვნილია ლეპტოპებსა და სმარტფონებთან გამოყენებისთვის. მოწყობილობით შესაძლებელია სიგნალის წყაროსთან მონაცემთა გაცვლა უსადენო და სადენიანი კავშირით. კერძოდ, ხელმისაწვდომია Wi-Fi 5 ადაპტერი, რომელიც მოქმედებს 2.4-და 5 გჰც სიხშირულ დიაპაზონში. მონიტორში წარმოდგენილია Miracast და AirPlay მხარდაჭერა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია HDMI და USB Type-C ინტერფეისები. მონიტორს აქვს ინტეგრირებული სტერეოდინამიკები და ყურსასმენის 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. კვებას უზრუნველყოფს 10 500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც დაახლოებით 4 საათს ძლებს. AirView გამოვა ორ მოდიფიკაციად - 15.6-და 13.3-დუიმიანი მოდელები. ორივე მათგანს ექნება 1920 × 1080 პიქსელი გაფართოება (Full HD ფორმატი), კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი. მხარდაჭერილია სენსორული მართვა. უფროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2 . მხარდაჭერილია 98%-იანი sRGB ფერთა გამა. მოწყობილობა იწონის 1080 გრამს, მისი ზომებია 352 × 228 × 9,4 მმ. უმცროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელი 300 კდ/მ2 -ს შეადგენს. sRGB ფერთა გამა 100%-იანია. ამ ვერსიის ზომა 310 × 200 × 9,4 მილიმეტრია, წონა - 850 გრამი. მონიტორის ფასი 330 აშშ დოლარიდან იწყება. შეკვეთების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის მაისიდან. https://3dnews.ru/1005605
-
საფრანგეთის ქალაქ Nanterre-ის კომერციულმა სასამართლომ Bitcoin აღიარა კონვერტირებად არამატერიალურ აქტივად და არსობრივად იგი ფიატურ ვალუტას გაუტოლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 26 თებერვალს, თუმცა მის შესახებ ცნობილი მხოლოდ ამჟამად გახდა. როგორც გამომცემლობა Les Echos გვაცნობებს, რომ პრეცედენტი მოხდა ფრანგულ კრიპტოსავალუტო ბირჟა Paymium-სა და ბრიტანულ საინვესტიციო კომპანია BitSpread-ს შორის დავის დროს. 2014 წელს Paymium-მა BitSpread-ს ასესხა 1000 BTC. თუმცა 2017 წლის აგვისტოს ჰარდფორკის შემდეგ კრიპტოვალუტის ყველ მფლობელმა მიიღო Bitcoin Cash 1:1 შეფარებით. იმის გასარკვევად, ვალდებული იყო თუ არა მსესხებელი დაებრუნებინა თანხა BCH-ით, Paymium-მა სასამართლოს მიმართა. სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლებრივი ბუნებით ეს გახლავთ ურთიერთჩანაცვლებადი აქტივი და მასზე, ისევე როგორც ფიატურ ფულზე, ვრცელდება კრედიტირების საერთო პრინციპები: „აქტივზე უფლება ხელშეკრულების ხანგრძლივობის განმავლობაში რჩება მსესხებელს. BCH ეკუთვნის მსესხებელს ისევე, როგორც დივიდენდები აქციონერს. ” კომპანია Kramer & Levin-ის ადვოკატი თვლის, რომ კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს Bitcoin-ის, როგორც ფულის გამოყენებას და მოახდენს საფრანგეთის ტერიტორიაზე Bitcoin-ით განხორციელებული ოპერაციების ზრდის სტიმულირებას. ასევე შეგახსენებთ, რომ გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ უკვე აღიარა კრიპტოვალუტები ფინანსურ ინსტრუმენტად. https://forklog.com/sud-vo-frantsii-priznal-bitkoin-dengami/
