Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. NVIDIA-მ განაცხადა, რომ 14 მაისს ჩაატარებს თავის მთავარ ყოველწლიურ ღონისძიებას - კონფერენცია GTC-ს (GPU Technology Conference), რომელიც თავდაპირველად 23 მარტისთვის იყო დაგეგმილი. ღონისძიება ონლაინ რეჟიმში წარიმართება, თუმცა ეს არ იქნება პირდაპირი ტრანსლაცია - რეალურად ვიხილავთ ჩანაწერს. NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ „ღონისძიებაზე წარდგება კომპანიის ბოლო ინოვაციური მიღწევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მაღალი წარმადობის გამოთვლაში, მონაცემთა დამუშავებაში, ავტონომიურ მანქანებში, ჯანდაცვასა და გრაფიკაში“. კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება RTX 3000 სერიის გრაფიკული ჩიპების ანონსი, თუმცა ინტერნეტ-რესურს TechRadar-ის ექსპერტები თვლიან, რომ მათი წარდგენა GTC 2020-ზე არ შედგება. windowscentral.com მათ ნაცვლად ტექნოლოგიური გიგანტი სავარაუდოდ წარადგენს ახალი თაობის სერვერულ ჩიპებს, რომლებიც 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით იქნება დამზადებული. მათი მახასიათებლები წარმოდგენას შეგვიქმნის, თუ რას უნდა ველოდოთ სამომავლო თაობის სამომხმარებლო NVIDIA GeForce ვიდეო დაფებისგან. როდესაც კომპანიამ 23 მარტს დაგეგმილი ღონისძიება გადადო, მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ NVIDIA-მ მოამზადა შესანიშნავი პროდუქტები, რომელთა შესახებ დეტალები კონფერენციაზე გახდება ცნობილი. ღონისძიების ტრანსლირება მოხდება NVIDIA-ს ოფიციალურ YouTube-არხზე. https://3dnews.ru/1009535
      • 2
      • Like
      • Upvote
  2. The Block-ის ანალიტიკოსმა ლარი ჩერმაკმა გააანალიზა 20 წამყვანი კრიპტოსავალუტო ბირჟის სავაჭრო საკომისიოები, რათა განესაზღვრა რომელია მომხმარებლებისთვის ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე იაფი მათგანი. ბირჟები მოსაკრებელს იღებენ გამყიდველებისა (მეიქერები) და მყიდველებისგან (თეიქერები). ამ უკანასკნელებზე დაკისრებული საკომისიო უმეტესად მაღალია, გამყიდველებს კი ხშირად საერთოდ არ ეკისრება საკომისიო - აცხადებს ანალიტიკოსი. ბირჟები, როგორც წესი, მოსაკრებლის ოდენობას აწესებენ მომხმარებლის წინა თვის სავაჭრო ბრუნვის მიხედვით. ზოგიერთ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ფასდაკლებები საკომისიოზე იმის მიხედვით, თუ რა მოცულობისაა დეპოზიტი საბირჟო ტოკენებში. ყველა შესაძლო ფაქტორის გათვალსიწინებით ჯამში ყველაზე იაფი ბირჟები აღმოჩნდა Binance US, FTX, OKCoin და Poloniex. საცალო ტრეიდერებისთვის (თვეში 10 ათას აშშ დოლარიანი მოცულობის ბრუნვა) მოსაკრებლის მხრივ ყველაზე მომგებიანია პლატფორმა FTX. Coinbase, bitFlyer EU, Bitstamp და Gemini კი აღმოჩნდნენ ყველაზე ძვირადღირებული ბირჟები ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის. ვითარება განსხვავებულია სხვა კატეგორიის ტრეიდერებისთვის. ანალიტიკოსმა გამოყო კიდევ სამი ყოველთვიური სავაჭრო მოცულობა: 1 მლნ აშშ დოლარი, 10 მლნ აშშ დოლარი და 100 მლნ აშშ დოლარი (ინსტიტუციონალური დონე). ამ უკანასკნელთათავის Coinbase და Gemini უკვე არ წარმოადგენს ძვირადღირებული მოსაკრებლის მქონე ბირჟებს. ბირჟა ItBit ერთადერთია, რომელიც ყველა დონის მყიდველებს სთავაზობს ფასდაკლებას, გამყიდველებისთვის კი იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია ყველა კატეგორიაში. ბირჟების საკომისიოს ჩამონათვალი იაფიდან (1) ძვირისკენ (20) ადრე ჩერმაკმა გააანალიზა ბირჟებზე ლიკვიდურობის სიღრმე. მისი დონე USD/BTC წყვილში ყველაზე მაღალი აღმოჩნდა Bitfinex-ის შემთხვევაში, მას მოსდევდა Kraken და Bitstamp. https://bit.ly/2yQmXAE
  3. Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ბოლოს წარადგენს განახლებულ სპორტულ ელექტრომობილ Tesla Roadster-სა და ელექტრო სატვირთო Tesla Semi-ს. ორივე მოდელი კომპანიამ 2017 წელს დააანონსა. ადრე ოფიციალურ პრეზენტაციაში მანქანათმშენებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ Tesla Semi 2019 წელს გამოვიდოდა, თუმცა სატვირთოს სერიული წარმოება 2020 წლის ბოლოსთვის გადაიდო. ამასთან, ცნობილია, რომ თავდაპირველად ელექტრო სატვირთოები მცირე პარტიებად გამოვა. Tesla-ს ოფიციალურად არასდროს გადაუდია Tesla Roadster-ის გამოშვება, მასკმა გასულ წელს განაცხადა, რომ ეს არ გახლავთ პრიორიტეტი და მიგვანიშნა, რომ მისი წარმოება შესაძლოა 2020 წელზე უფრო გვიანი პერიოდისთვის გადაიდოს. ერთ-ერთმა გამომწერმა Twitter-ზე აღნიშნა, რომ კომპანია ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს Tesla Roadster-ისა და Tesla Semi-ს შესახებ და Tesla-ს გენერალურ დირექტორს ჰკითხა, ხომ არ ამზადებს განახლებას ამ ელექტრომობილებისთვის. საპასუხოდ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია დიდი ალბათობით ამ სატრანსპორტო საშუალებებისთვის განახლებას მიმდინარე წლის მიწურულს გამოუშვებს. სამწუხაროდ, მასკმა არ დააკონკრეტა კომპანიის სამომავლო გეგმები ამ ელექტრომობილებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, პანდემიის გამო გამოშვების გრაფიკი კორექტირებას მოითხოვს. https://bit.ly/2y33QTZ
  4. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) სპეციალისტებმა NASA-ს მონაცემებისა და მთვარის პლანეტარული ინსტიტურის დახმარებით შექმნეს მთვარის პირველი დეტალური გეოლოგიური რუკა, რომელიც საშუალებას იძლევა ყოველი მხრიდან დავათვალიეროთ ჩვენი თანამგზავრი. 1:5 000 000 მასშტაბის რუკას ფერადი კოდირება აქვს, რაც ამარტივებს გეოლოგიური ობიექტების იდენტიფიკაციას, მათ შორის სხვადასხვა ტიპის კრატერის, დაბლობების და ა.შ. მუშაობის პროცესში მეცნიერები ეყრდნობოდნენ მონაცემებს, რომლებიც მიღებულ იქნა Apollo-ს მისიების პერიოდში შექმნილი რეგიონალური რუკებიდან. ამ მონაცემებს მკვლევარებმა დაუმატეს უფრო თანამედროვე თანამგზავრული კვლევის შედეგებიც. რუკების ძველი ეგზემპლარები გადაიწერა ისე, რომ მათზე ასახულიყო მცირე ხნის წინანდელი მისიებიდან მიღებული მონაცემები, თანაც შენარჩუნებულიყო წარსულის ღირებული შენიშვნები. ახალი რუკის შესადგენად გამოყენებულ იქნა დიდი მოცულობის ინფორმაცია, მათ შორის ცნობები პროგრამა Lunar Orbiter-ისა და იაპონური მისია SELENE-დან. მთვარის ახალი რუკა ღირებულია არა მხოლოდ მეცნიერებისა და ასტრონავტებისთვის, არამედ სარგებლობას გაუწევს ფართო მასებსაც. მაგალითად, მისი გამოყენება შეუძლიათ სკოლისა და უმაღლესის სასწავლებლის მასწავლებლებს. მაშინაც კი, თუკი ასტრონომია და გეოლოგია არ არის სტუდენტებისთვის სპეციალიზებული საგნები, მთვარის რუკა მათ მეტ ცოდნას მისცემს დედამიწის თანამგზავრის შესახებ. გარდა ამისა, სამომავლოდ რუკა შეიძლება სასარგებლო იყოს მთვარის სხვადასხვა რეგიონის გეოლოგიის უფრო დეტალური შესწავლისთვის, აგრეთვე იმ ადგილების იდენტიფიცირებისთვის, სადაც ასტრონავტებს შეეძლებათ კვლევითი საქმიანობის წარმართვა.  https://bit.ly/2yIONiq
  5. Bitcoin-ის ფასის ამჟამინდელ ზრდას მოყვა ქსელში აქტიურობის ამაღლება. Glassnode-ის მონაცემებით აქტიური მისამართების რიცხვი 2019 წლის ივლისის მაჩვენებლების დონემდე გაიზარდა. მოცემულ ანალიზში გათვალისწინებული არ არის რამდენიმე მისამართის მქონე საფულეები, რომლებიც ერთსა და იმავე მომხმარებელს ეკუთვნის, რაც ქსელში აქტიურობის უფრო მკაფიო სურათს იძლევა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში Bitcoin-ის ფასმა 13 ათას აშშ დოლარს ზევით აიწია. Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით აქტიურობის ამჟამინდელი მატება შესაძლოა მიუთითებდეს იმას, რომ ბაზარზე ახალი ინვესტორები შემოდიან. ტრადიციულ ბაზრებზე კვლავ გაურკვევლობაა, Bitcoin-ი კი, როგორც ნავთობსა და სხვა კლასიკურ აქტივებზე ფასის ვარდნის წინააღმდეგ hedge-ირების ინსტრუმენტი, უფრო მიმზიდველი ხდება. სულ ახლახანს Bitcoin-ის ფასმა 7750 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 100%-იან ზრდას შეადგენს 13 მარტის მინიმუმიდან. სტატიის წერის მომენტში პირველი კრიპტოვალუტა დაახლოებით 7570 აშშ დოლარად იყიდებოდა. https://bit.ly/3eRRQ8H  
  6. Xiaomi-ს ქრაუდფანდინგ-პლატფორმა Youpin-ზე მიმდინარეობს თანხის შეგროვება დასაკეცი ელექტრო ველოსიპედ HIMO Z16-ის გამოშვებისთვის. ველოსიპედს აქვს 10 000 მა/სთ მოცულობის ლითიუმ-იონური აკუმულატორი, რომლის მოხსნა და შეცვლა შესაძლებელია ისევე, როგორც ავტომობილის შემთხვევაში. როგორც მწარმოებელი აცხადებს, სრულად დამუხტული ბატარეა უზრუნველყოფს დაახლოებით 80 კმ მანძილის გავლას, თუმცა ველოსიპედის გამოსვლამდე ცვლილებები მოსალოდნელია. HIMO Z16-ის კონსტრუქცია სამ ნაწილად იყოფა: საჭე, ცენტრალური ნაწილი და მუხრუჭები. ამგვარი დაყოფის წყალობით შესაძლებელია ველოსიპედის დაკეცვა, იგი გახდება ბევრად კომპაქტური და შესაძლებელი იქნება მისი გადატანა ავტომობილის საბარგულით. ველოსიპედი დაახლოებით 22.5 კილოგრამს იწონის და შეუძლია 100 კგ-მდე წონის ადამიანის ტრანსპორტირება, აქვს სიჩქარის სამი რეჟიმი, მაქსიმალური სიჩქარეა 25 კმ/სთ. რაც შეეხება დისპლეის, HIMO Z16-ს ექნება IPX7 სტანდარტით წყლისა და მტვრისგან დაცული LCD დისპლეი, რომელზეც აისახება სხვადასხვა ინფორმაცია: არსებული სიჩქარე, ველოსიპედის ჯამური გარბენი, ბატარეის დამუხტვის დონე და ცნობები შესაძლო გაუმართაობის შესახებ. დამუხრუჭება ხორციელდება ორმაგი დისკური სამუხრუჭე სისტემით, საბურავები ცვეთისადმი მდგრადია და დიდხანს ძლებს. ჯერჯერობით, სანამ ქრაუდფანდინგი მიმდინარეობს, HIMO Z16-ის ფასი 352 აშშ დოლარია, რაც არც ისე ძვირია ასეთი მახასიათებლების მქონე ველოსიპედისთვის. შეკვეთისას მომხმარებელი შეძლებს არჩევანი გააკეთოს ყვითელ, თეთრ ან ცისფერ ვარიანტებს შორის. https://bit.ly/2KC66Ek
  7. Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა გაამხილა გეგმის გარკვეული დეტალები, რომლებიც ეხება აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში Cybertruck Gigafactory-ის მშენებლობას. ეს იქნება ქარხანა, სადაც დაიწყება ელექტროპიკაპის წარმოება. მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში ადგილს ეძებს ახალი Cybertruck Gigafactory ქარხნის მშენებლობისთვის, რამდენიმე შტატმა და ქალაქმა შეიტანა განაცხადი, რომ კომპანიის ყურადღება თავიანთ რეგიონზე მიაპყრონ. კერძოდ, ჯოპლინის ხელისუფლებამ Tesla-ს შესთავაზა მთელი რიგი შეღავათები, მათ შორის შემცირებული საგადახდო განაკვეთი, რაც მას 1 მლრდ აშშ დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. მასკმა არ დააკონკრეტა რომელ რეგიონს განიხილავს Tesla ამჟამად, თუმცა ადრე ახსენა ტეხასი და ლოკაციები კიდევ სამ შტატში - ადგილები, სადაც კომპანიის მეორე ქარხანა უნდა აშენდეს. რაც შეეხება ტეხასს, დიდი ალბათობით საუბარი ოსტინს ეხება. როდესაც მასკს ჰკითხეს, რჩება თუ არა ოსტინი ქარხნის სამშენებლო გეგმაში მოწინავე ადგილას, მან დადებითი პასუხი გასცა. ამასთან, გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ტეხასი ერთადერთი ვარიანტი არ არის და ქარხანა შესაძლოა სხვა ადგილზეც აშენდეს. ადრე მასკმა განაცხადა, რომ ახალ ქარხანაში ასევე მოხდება Model Y ელექტრომობილების წარმოებაც, რათა დაკმაყოფილდეს ელექტრო ქროსოვერებზე მოთხოვნა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. https://bit.ly/3ePe6zL
  8. მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემლობა Bloomberg-მა წარადგინა ანგარიში Bitcoin-ის ეკოსისტემის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად ჩანს, რომ პირველ კრიპტოვალუტას 2017 წლის მდგომარეობის შემდეგ დიდი აღმავლობა ელის. ანგარიშის ავტორების აზრით საფონდო ბირჟებზე მიმდინარე ვარდნა დროებით აისახება Bitcoin-ზე. საბოლოო ჯამში კი შედეგი იმ მოვლენის მსგავსი იქნება, რაც დაფიქსირდა ოქროსთან მიმართებაში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. 2009 წელს შექმნილი კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ ითვლება მაღალი რისკის მატარებელ და არასტაბილურ აქტივად, თუმცა სხვა საბაზრო ინსტრუმენტებთან შედარებით მიმდინარე წელს კარგ შედეგებს აფიქსირებს. 2020 წელს, როდესაც მსოფლიო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მოიცვა, ხელისუფლება კი ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით უზარმაზარი რაოდენობის ქაღალდის ფულს ბეჭდავს, Bitcoin-ს ელის გადამწყვეტი გამოცდა - იქცეს ოქროს მსგავს კვაზი-ვალუტად. მკვლევარების აზრით იგი ამ პროცესს წარმატებით გაუმკლავდება. „Bitcoin-ი და ოქრო სხვებზე მეტად მოიგებენ უპრეცედენტო მონეტარული სტიმულისგან, რომელიც თან ახლავს საფონდო ბირჟების კრახს“ - ნათქვამია ანგარიშში. Bitcoin-ფიუჩერსების გამოჩენამ 2017 წლის ხარული აღმასვლა შეამცირა, თუმცა ღია პოზიციების მოცულობის ზრდა, კლებადი არასტაბილურობა და შედარებითი დინამიკა, რომელიც საფონდო ბირჟების ვარდნის ფონზე შეინიშნება, იმაზე მიგვითითებს, რომ Bitcoin-ი შედის სიმწიფის ეტაპში და ხდება ოქროს ციფრული ვერსია და არა აქტივი სპეკულაციებისთვის. ანგარიშის ავტორები ელიან, რომ Bitcoin-ის არასტაბილურობის დონე დაიწევს და ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შენიშვნა: ისტორიულად, არასტაბილურობის ყველაზე დაბალი დონე, რომელიც დაფიქსირდა 2015 წლის ოქტომბერში, წინ უძღოდა ხარული აღმავლობის დასაწყისს, რომლის კულმინაციისას კრიპტოვალუტის ფასმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 2017 წლის დეკემბერში. Bitcoin-ის ფასი მკვეთრად გაიზარდა 7,750 დოლარამდე, რამაც 13 მარტის მინიმუმის 100%-იანი ზრდა შეადგინა. ამ ზრდას წინ უძღოდა ქსელის აქტივობის ზრდა, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ბაზარზე ახალი ინვესტორები შემოდიან. https://bit.ly/2S4rqqo
  9. კომპანია ARM ამჟამად დომინირებს მობილური მოწყობილობების ბაზარზე და აპირებს მნიშვნელოვანი წილი დაიკავოს დესკტოპ კომპიუტერების სეგმენტშიც. პირველი ასეთი მოწყობილობა გახლდათ Microsoft Surface Pro X, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: კომპანია Apple-იც აპირებს წარადგინოს MacBook ARM-არქიტექტურის ბაზაზე არსებული პროცესორით. Bloomberg-ის ანგარიშის თანახმად Apple გამოუშვებს სულ მცირე ერთ Mac-ს მაინც ARM პროცესორით 2021 წელს, კომპანიას გეგმაში აქვს ეტაპობრივად თქვას უარი Intel-ის პროცესორების გამოყენებაზე. ეს ინიციატივა, სახელად Kalamata, გულისხმობს სამი ახალი ჩიპის დამზადებას SoC A14 გაფართოებული ვერსიის ბაზაზე, რომელიც გამოყენებული იქნება iPhone 12-სა და მომდევნო თაობის iPad-ში. ამ ჩიპებიდან პირველს აქვს 12-ბირთვიანი პროცესორი, რომელიც შეიცავს ოთხ ენერგოეფექტურ ბირთვ „Icestorm“-სა და რვა მაღალი წარმადობის ბირთვ „Firestorm“-ს. ყველა ახალი ჩიპი დამზადდება კომპანია TSMC-ის მიერ 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, მასობრივი წარმოება მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. ინსაიდერები აცხადებენ, რომ Apple-ის პირველი Mac ARM-ის ბაზაზე წარდგება, როგორც საბაზისო დონის მოწყობილობა და იქნება 2019 წელს გამოსული 12-დუიმიანი MacBook-ის მსგავსი. Apple-ის სტრატეგიას რამდენიმე აშკარა უპირატესობა აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანია შეძლებს Intel-ზე დამოკიდებულების შემცირებას, რომლის პროცესორების გამოშვების არასტაბილურმა გრაფიკმა წარმადობის მხოლოდ უმნიშვნელო ზრდა განაპირობა. გარდა ამისა, ARM პროცესორები უფრო ენერგოეფექტურია და მათი მეშვეობით Apple შეძლებს 40-60%-ით შეამციროს დანახარჯები. შესაბამისად, კომპანია შემოგვთავაზებს საბაზისო დონის MacBook-ს იმაზე უფრო იაფად, ვიდრე წინა MacBook Air-ს, რაც განაპირობებს Mac-კომპიუტერების გაყიდვების 50%-იან მატებას. რაც შეეხება Intel-ს, იგი უკვე ჩამორჩება AMD-ს პროცესორების ბაზარზე, ამიტომ Apple-ის მიერ ARM-არქიტექტურაზე აქცენტის გადატანა მისთვის კიდევ ერთი დარტყმა იქნება. Apple-მა აგრეთვე შეიძინა Intel-ის მოდემების ბიზნესი, შედეგად Intel-მა შესაძლოა დაკარგოს ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი სამომახმარებლო სეგმენტში. https://bit.ly/351tnco
  10. კომპანია NVIDIA დიდ ფსონს დებს DGX-2 გამომთვლელ სისტემებზე, რომელთაც აქვთ 16 ამაჩქარებელი Tesla V100, თუმცა Liqid მომხმარებლებს უკვე სთავაზობს მოდულურ სისტემა LQD8360-ს, რომელშიც გამოყენებულია უფრო ხელმისაწვდომი მაკომპლექტებლები, ორჯერ იაფია DGX-2-ზე და თანაც უფრო მაღალი წარმადობის მქონეა. უნდა აღინიშნოს, რომ Liqid-ის სისტემური კომპლექტაცია საშუალებას იძლევა შეიქმნას საკმაოდ მოქნილი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სახის ამოცანისთვის საჭირო მოდულების მიერთებით. სისტემაში გამოყენებულია საკუთარი PCIe, Dell PowerEdge R640 სერვერები და GPU-მოდულები. ფოტოს წყარო: Liqid ნეიროქსელთან მუშაობის აჩქარებაზე Liqid-ის მოწყობილობაში პასუხისმგებელია ე.წ. GPU Super Pod - ცალკეული კორპუსი, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს ოცამდე NVIDIA Quadro RTX 8000 გრაფიკული ადაპტერი, თითოეული მათგანი იმუშავებს PCI Express x16 ინტერფეისით. NVMe პროტოკოლის მხარდაჭერის მქონე მეხსიერების სანახი სივრცეების ჯამური მოცულობა შესაძლოა აღწევდეს 60 ტერაბაიტს, გათვალისწინებულია ოთხი ქსელური პორტი მონაცემთა გადაცემის 100 გბიტ/წმ სიჩქარით. ოცი გრაფიკული პროცესორისგან შემდგარ სისტემას მუშაობა შეუძლია ერთ, ორ ან ოთხ ცენტრალურ პროცესორთან ერთად, ისინი განთავსდება მზა სერვერში. Dell-მა უკვე მოახდინა PowerEdge R640 სერვერების BIOS-ის ადაპტირება 20 გრაფიკულ ადაპტერთან კორექტულად მუშაობისთვის. ფოტოს წყარო: EnterpriseAI გრაფიკული ადაპტერებისა და სერვერული სისტემის ეფექტური მუშაობის საიდუმლო მდგომარეობს არა მხოლოდ საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა Liqid Command Center-ის გამოყენებაში, არამედ სპეციალურ ინტერფეისშიც, რომელშიც მოცემულია PCI Express 3.0 შიდა გრაფიკულ ადაპტერებთან დაკავშირებისთვის. Resnet50 ტესტში 16 Quadro RTX 8000 გრაფიკული ადაპტერის მქონე კონფიგურაცია NVIDIA DGX-2-ზე სწრაფი აღმოჩნდა, თანაც მასზე დაახლოებით ორჯერ იაფია. Liqid არ აპირებს ამ სფეროში NVIDIA-სთვის კონკურენციის გაწევას. რეალურად, NVIDIA Liqid-ის სპეციალისტებს დაეხმარა სისტემის აწყობაში. გამოსახულების ამოცნობა Liqid LQD8360-ის გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია, თუმცა ოცი Quadro RTX 8000 ადაპტერის მქონე სისტემის გამოყენება შესაძლებელია რენდერინგისთვისაც. NVIDIA DGX-2 კი უმეტესად გამოიყენება ნეირონული ქსელის სწავლებისთვისა და სხვა რთული გამოსათვლელი ამოცანებისთვის, ამიტომ Liqid გვევლინება როგორც NVIDIA-ს პატრნიორი კომპანია და მას არ გაუწევს კონკურენციას. https://bit.ly/3eTUD1d
  11. მოსალოდნელი ჰალვინგი შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება დამწყებებისთვის, ვისაც მაინინგით სურს დაკავება, თუმცა გადამწყვეტი იქნება წვდომა იაფ ელექტროენერგიაზე - თვლის Poolin-ის ვიცე-პრეზიდენტი ალეხანდრო დე ლა ტორე. ახალი მაინერები შეძლებენ პროგნოზის აგებას ჯილდოს სქემის საფუძველზე, რომელიც მოქმედი იქნება ოთხი წლის განმავლობაში, Bitcoin-ის ფასი კი ისტორიულად ყოველი ჰალვინგის შემდეგ იზრდებოდა. ახალბედებს ხელს შეუწყობს ამ სფეროში დაფინანსების ახალი მეთოდების გამოჩენაც, რაც აქამდე ხელისაწვდომი არ იყო - მიიჩნევს ვიცე-პრეზიდენტი. დე ლა ტორე დარწმუნებულია, რომ ჰეშრეითის მოკლევადიანი კლება ბლოკზე არსებული ჯილდოს შემცირების ფონზე გარდაუვალია. პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან დიდი და მცირე მაინინგ-ფერმები, რომელთაც დიდი დანახარჯები გააჩნიათ ელექტროენერგიაზე. გარდაუვალი იქნება ძველი არაეფექტური აღჭურვილობის გამორთვა. თუმცა, 2016 წლიდან (როდესაც წინა ჰალვინგი მოხდა) სექტორში გაჩნდა ბევრი მსხვილი წარმომადგენელი, გაიზარდა ASIC-მაინერების ეფექტურობა და კონკურენცია. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ინდუსტრიის ზრდას გრძელვადიან პერსპერქტივაში. „ხელმისაწვდომია მრავალი ახალი ინსტრუმენტი ოპერაციული სისტემებისა და კონტროლის თვალსაზრისით, რაც მაინინგს უფრო მარტივად და მომგებიანად აქცევს. რამდენიმე წლის წინათ ეს ყველაფერი მიუწვდომელი იყო. მჯერა, რომ ინდუსტრია გააგრძელებს გაფართოებას გლობალურ დონეზე ”, - განაცხადა Poolin-ის ვიცე-პრეზიდენტმა. https://forklog.com/mnenie-halving-horoshij-shans-dlya-vhoda-v-biznes-majninga-bitkoina/
  12. ერთდაფიანი კომპიუტერების რიგს კიდევ ერთი მოწყობილობა შეემატა: დაანონსდა ODROID-C4, რომლის შეკვეთა შესაძლებელია 50 აშშ დოლარად (იხ. ბმულზე: https://bit.ly/3avEmMj) კომპიუტერს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს პოპულარულ მინი-კომპიუტერ Raspberry Pi 4-ს. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Amlogic პროცესორ S905X3-ის სახით. ეს ჩიპი შეიცავს ოთხ ARM Cortex-A55 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2.0 გჰც და გრაფიკულ ამაჩქარებელს - ARM Mali-G31MP2 GPU, რომელსაც აქვს OpenGL ES 3.2, Vulkan 1.0 და OpenCL 2.0 მხარდაჭერა. DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 4 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვისთვის შესაძლებელია 8-დან 64 გბ-მდე მოცულობის eMMC ფლეშ-მოდულისა და microSD ბარათის გამოყენება. ODROID-C4-ის აღჭურვილობა მოიცავს Gigabit Ethernet ქსელურ ადაპტერ Realtek RTL8211F-ს კონტროლერის ბაზაზე. ხელმისაწვდომ კონექტორებს შორისაა ოთხი პორტი USB 3.0, ერთი Micro-USB 2.0 OTG პორტი, HDMI ინტერფეისი გამოსახულებისთვის, აგრეთვე RJ45 ქსელური სადენისთვის. კომპიუტერის გაბარიტები 85 × 56 მილიმეტრია. გაგრილებას უზრუნველყოფს პასიური სისტემა ალუმინის რადიატორით. მოწყობილობის წონა 59 გრამს შეადგენს. https://3dnews.ru/1009248
  13. კონცეფცია Lightning Network (LN) შეიქმნა Joseph Poon-ის მიერ 2015 წელს. პროექტის ძირითადი არსი გამოიხატება საგადახდო პროტოკოლის შექმნაში, რომელიც გადაჭრის მასშტაბირების პრობლემას მეინჩეინის გამოყენების გარეშე. ამ პრობლემის წინაშეა Bitcoin-ის ბლოკჩეინი, თუმცა კონცეფციის გამოყენება შესაძლებელია სხვა კრიპტოვალუტებთანაც. Lightning Network-ის დანერგვა გამოწვეულ იქნა სწორედ იმ შეზღუდულობიდან, რასაც აწყდება კრიპტოვალუტა. ამჟამად Bitcoin-ბლოკჩეინს შეუძლია წამში დაახლოებით 2-დან 7-მდე ტრანზაქციის დამუშავება. იქიდან გამომდინარე, რომ კრიპტოვალუტების ეკოსისტემა იზრდება და ქსელს სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება, შესაბამისად იზრდება ბლოკჩეინზე დამუშავებული ტრანზაქციების რიცხვიც. რაც უფრო დიდი და გადატვირთული ხდება ქსელი, ეცემა საერთო წარმადობის დონე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს Bitcoin-ის, როგორც გლობალური ციფრული ვალუტის გამოყენების მოსახერხებლობას. ამიტომაც შეიქმნა LN - მცდელობა, შემცირდეს დატვირთვა ბლოკჩეინზე. როგორ მოქმედებს Lightning Network? LN შედგება ქსელისგან, რომელიც შენდება Bitcoin-ის ბლოკჩეინზე. სისტემა მუშაობს peer-to-peer (P2P) დონეზე და მისი გამოყენების მოსახერხებლობა დაფუძნებულია ისეთი ე.წ. ორმხრივი, ორმიმართულებიანი საგადახდო არხების შექმნაზე, რომელთა წყალობით მომხმარებლები შეძლებენ განახორციელონ ტრანზაქციები კრიპტოვალუტებით. მას შემდეგ, რაც ორივე მხარე გადაწყვეტს საგადახდო არხის გახსნას, შეძლებენ თანხის გადაცემა-მიღებას თავიანი საფულეებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი საგადახდო არხის შექმნა ბლოკჩეინ-ტრანზაქციას მოიცავს, არხში მიმდინარე ტრანზაქციები არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და არ საჭიროებს გლობალურ კონსენსუსს. ამრიგად, შესაძლებელია ამ ტრანზაქციების სწრაფად რეალიზება სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით, შედეგად კი საკომისიო იქნება გაცილებით ნაკლები, TPS (წარმადობა, წამში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა) კი მნიშვნელოვნად მაღალი. იმისთვის, რომ საგადახდო არხი გაიხსნას, დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა შექმნან საფულე რამდენიმე ხელმოწერით და შეიტანონ მასში თანხის ნაწილი. საფულეში დაცული თანხა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ორივე (ან მეტი) მხარის პრივატული გასაღების წარდგენის შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მხარე ვერ გახსნის საფულეს სხვების თანხმობის გარეშე. მონაწილე მხარეებს ორჯერ მოუწევთ Bitcoin-ბლოკჩეინის გამოყენება: პირველი - საგადახდო არხის გახსნისას და მეორე - მისი დახურვისას. შესაბამისად, ყველა სხვა ტრანზაქცია, რომელიც არხში ხდება არ ურთიერთქმედებს მთავარ ჯაჭვთან. Lightning Network-ის უპირატესობა LN პროექტი მოქმედებს მასშტაბირების პრობლების ბლოკჩეინის-გარე გადაწყვეტის მიმართულებით. წარმატების შემთხვევაში მას შეუძლია ტრაფიკი შეამციროს Bitcoin-ის ბლოკჩეინზე. ორარხიანი საგადახდო არხის გამოყენების წყალობით Lightning Network-ის ქსელი მომენტალური ტრანზაქციების საშუალებას იძლევა. LN გამოსადეგია მიკროგადახდებში, შესაძლებელია 1 სატოშის გადარიცხვაც კი. გარდა ამისა, ავტომატიზებული მიკროგადახდები რეალიზდება Machine-to-Machine ეკონომიკაში, სადაც ტრანზაქციები სრულდება ეკონომიკურ მოწყობილობებს შორის ადამიანის ჩარევის აუცილებლობის გარეშე. Lightning Network-ის ნაკლოვანება ბლოკჩეინ-ტრანზაქციებისგან განსხვავებით LN გადახდა ვერ განხორციელდება, თუკი მიმღები პირი offline რეჟიმშია. ქსელის მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ საგადახდო არხების რეგულარული კონტროლი, რათა უსაფრთხოდ შეინარჩუნონ თავიანთი რესურსები (ასეთი რისკის თავიდან აცილება შესაძლებელია აუთსორსინგ-მონიტორინგით). LN არ შეესაბამება მსხვილ გადახდებს. რადგანაც ქსელში გათვალისწინებულია მრავალი ხელმოწერა, დიდია იმის შანსი, რომ ხელმომწერებს არ ექნებათ საკმარისი ბალანსი მსხვილი გადახდების შუამავლობისთვის. საგადახდო არხის გახსნა-დახურვა დაკავშირებულია ბლოკჩეინ-ტრანზაქციასთან, რომელიც მოითხოვს ხელით დამუშავებასა და მაღალ საკომისიოს. როდის იმუშავებს Lightning Network? Lightning Network-ის 2018 წლის მარტის ბეტა-ვერსიის რელიზიდან საგადახდო არხებისა და LN ნოუდების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნოუდებისა და საგადახდო არხების კოლექტიური მუშაობა არის ის, რაც Lightning Network-ს მასშტაბირების პრობლემის გადაჭრის საინტერესო გადაწყვეტილებად აქცევს. მას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია კრიპტოვალუტების ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის. https://www.binance.vision/ru/blockchain/what-is-lightning-network
  14. ანალიტიკური კომპანიები აგრძელებენ პროგნოზირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზართან დაკავშირებით. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების ზრდაა, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა სხვადასხვა წარმოებას. უახლესი სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ მთელ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დაახლოებით 2.6 მილიონია. რეგისტრირებულია უკვე თითქმის 180 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევა. კომპანია IDC პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს პანდემიის ნეგატიური ეფექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების გლობალური ბაზრის ფაქტობრივად ყველა სეგმენტზე აისახება. გარკვეული სახის წარმოება დაზარალდება უფრო მეტად, ნაწილი კი - ნაკლებად. დანახარჯების ყველაზე დიდი შემცირება მოსალოდნელია სამგზავრო გადაზიდვების სფეროში, პერსონალურ და სამომხმარებლო სერვისებში. ამ სფეროებში შემოსავლის შემცირება წლიური გამოთვლებით 5% და მეტი იქნება. IT-ინდუსტრიის სფეროში მოსალოდნელია 3%-იანი ვარდნა. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სფეროში არსებული დანახარჯები დაახლოებით 400 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, დანაკარგები მეტად თვალშისაცემი იქნება. ამავდროულად, კომპანიების თანამშრომლების დისტანციურ სამუშაოზე გადაყვანისა და მოქალაქეების თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღების გათვალისწინებით IT ბაზრის გარკვეულ სეგმენტებში ზრდა დაფიქსირდება. ეს ეხება ტელეკომუნიკაციებს, პროფესიულ მომსახურებებს, სახელმწიფო ელექტრონულ სერვისებს. ზოგადად, გლობალური IT ბაზარი 2020 წელს 2,7% -ით შემცირდება პანდემიამდე მოსალოდნელი 5.1%-იანი ზრდის ნაცვლად. https://3dnews.ru/1009120
  15. Microsoft-ი ემზადება Surface Book 3-სა და Surface Go 2-ს წარდგენისთვის. გავრცელებული ცნობები მიგვითითებს, რომ კომპანია აპირებს გამოიყენოს Intel-ის უახლესი მეათე თაობის პროცესორები Surface Book 3-ში, რომელსაც ექნება 32 გბ-მდე ოპერატიული და 1 ტბ-მდე შიდა მეხსიერება. არსებული ინფორმაციის თანახმად Surface Book 3-ის ზოგიერთ მოდელში კომპანია Nvidia Quadro ჩიპებს გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებული ლეპტოპები უკეთ მოემსახურება 3D-ანიმატორებს, დიზაინერებსა და ინჟინრებს, რომელთაც ისეთი მძლავრი ვიდეო დაფები სჭირდებათ, რომლებიც ოპტიმიზირებულია მთელ რიგ პროფესიონალურ აპლიკაციებზე. Microsoft ასევე ამზადებს Surface Go 2-ს - პოპულარული პლანშეტის შთამომავალს. სხვადასხვა საცალო სავაჭრო ქსელში გავრცელებული ცნობების თანახმად კომპანია შემოგვთავაზებს მოდელებს Intel Core m3-ითა და Intel Pentium Gold-ით. Windows Central გვაცნობებს, რომ Surface Go 2-ს ექნება 10.5-დუიმიანი დისპლეი Surface 3-ის მსგავსი თხელი ჩარჩოებით. მიიჩნევა, რომ მოწყობილობის ზომა ორიგინალი Surface Go-ს მსგავსია, ასე რომ არსებული აქსესუარები და Type Cover მოქმედი იქნება Surface Go 2-ზეც. Intel Core m3 მოდელს ექნება 8 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერება, ასევე დამატებითი LTE მოდემი. კომპანიასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, Microsoft-ი ახალი Surface-ის წარდგენას მომდევნო თვეში აპირებს, თუმცა ეს გეგმა შესაძლოა შეიცვალოს პანდემიის გამო. https://www.theverge.com/2020/4/20/21224794/microsoft-surface-book-3-go-2-launch-specs-rumors?fbclid=IwAR0CSTjp6I__ev47G7nRkR-XFNthRMUdUcOdSVKqB63uKbLKkZgDgx-Gy98
  16. ვიეტნამში დაფუძნებულმა სააგენტო Future.Travel-მა გადახდის შესაძლებლობების ჩამონათვალი შეავსო მეორე დონის Bitcoin Lightning Network-ით. მისი წყალობით შემცირდება დაჯავშნილი სასტუმროებისა და ავიაბილეთების საფასური, ნათქვამია პრეს-რელიზში. Lightning Network-ის ტექნიკური მხარდამჭერია კანადური კომპანია Neutronpay. მისი მულტისავალუტო პლატფორმის გამოყენებით Future.Travel შეძლებს კრიპტოვალუტის მიღებას და დააკონვერტირებს მას გაყიდვის მომენტში არსებული ვიეტნამური დონგის კურსში. ამჟამად Lightning Network-ის დახმარებით განხორციელებული ერთჯერადი გადახდის ღირებულება 300 აშშ დოლარის ეკვივალენტით შემოიფარგლება. „შესაძლებლობა - შევთავაზოთ მომხმარებელს უსაფრთხო ფინანსური ტრანზაქციები რეალური დროის რეჟიმში - ეს არის მთავარი პრობლემა მზარდ ონლაინ-ბიზნესში, რომელსაც ხალხი უნდა ენდოს. Lightning Network - ეს გახლავთ მომდევნო ნაბიჯი ხარჯისა და დროის შემცირებისთვის“ - განაცხადა Future.Travel-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ უოტსონმა. მისი თქმით, Lightning Network-ის დანერგვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წელიწადნახევრის წინ დაიწყო და ამ პროტოკოლის მეშვეობით განხორციელებულ ტრანზაქციებს უპირატესობა გააჩნია საკრედიტო ბარათებთან შედარებით, ასევე არ ეკისრება რაიმე სახის დამატებითი საკომისიო, გარდა ამისა, აღმოფხვრილია საბანკო თაღლითობის რისკი. Future.Travel უკვე ახორციელებს გადახდებს Bitcoin-ით, ასევე დაემატა LTC-ის, BCH-ისა და ETH-ის მხარდაჭერა. https://forklog.com/krupnoe-aziatskoe-agentstvo-po-prodazhe-biletov-nachalo-prinimat-bitkoiny-cherez-lightning-network/
  17. ოპტიმალური პროცესორის შერჩევა რთული საქმეა. მყიდველთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს ორ მაჩვენებელზე: ფასსა და წარმადობაზე. პროცესორების ახალი ხაზის გამოშვებისას Intel-ი პირველ რიგში ორიენტირდა ჩიპებზე, რომლებიც ამა თუ იმ მოდელის კონკურენტები იქნებიან. ექსპერტების აზრით გეიმერებისთვის ყველაზე საინტერესო იქნება ორი პროცესორი: Core i7-10700K და Core i5-10600K. არის ასევე ვერსიები ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე. პირველი მათგანის კონკურენტად ითვლება AMD Ryzen 7 3800X, მეორესთვის კი - AMD Ryzen 5 3600X. ცნობილია მეათე თაობის Intel Core ჩიპების ფასები, ასევე ისიც, რომ დედა დაფებიც არ იქნება იაფი. Wccftech-ის ექსპერტებმა ჩაატარეს პატარა კვლევა და შეისწავლეს Intel-ის პროცესორების შესყიდვის მხარეები. კვლევის შედეგებს თუ შევაჯამებთ, გეიმერებისთვის არჩევანი ცხადია: მხოლოდ Intel. საქმე ის არის, რომ პროცესორებს მაღალი ტაქტის სიხშირეები ექნება და უკეთ შეძლებენ აჩქარებას, რითაც თამაშებში AMD-ის პროცესორებზე უკეთესი შედეგები იქნება მიღწეული. Ryzen 3000 პროცესორების დადებითი მხარე კი ენერგოეფექტურობა და გაცილებით დაბალი ფასია, მათი აჩქარება კი რთულია. ძვირადღირებული დედა დაფების არსებობის შემთხვევაშიც კი საჭიროა დიდი დრო, გამართლება და გამოცდილება. ამრიგად, ექსპერტების აზრით უკომპრომისო გეიმერებს Intel-ის გარდა პრაქტიკულად სხვა ვარიანტი არ აქვთ. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/35906/processory-intel-core-i7-10700k-i-core-i5-10600k-stanut-luchshim-vyborom-dlya-gejmerov-eksperty-wccftech
  18. კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ს „გარკვეული დროით ცურვის“ შესაძლებლობაც ექნება, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს გადალახოს მცირე არხები მანქანის დაზიანების გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკი უკვე დიდი ხანია ფრთხილად, მაგრამ მაინც აქებს თავის სატრანსპორტო საშუალებას და განიხილავს მას, როგორც „ნავის მოვალეობის შემსრულებელს“ დროის მოკლე მონაკვეთში. რამდენიმე წლის წინ რესურს Electrek-მა განაცხადა, რომ Tesla Model S-მა გაიარა დატბორილი გვირაბი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მაშინ მასკმა განაცხადა: „ჩვენ არ ვიძლევით მსგავსი რამის გაკეთების რეკომენდაციას, თუმცა Model S საკმაოდ კარგად „ცურავს“ და მცირე დროით შესაძლებელია მისი, როგორც ნავის გამოყენება. გაწევა საბურავების ბრუნვის მეშვეობით ხდება“. მასკმა თქვა, რომ ელექტრომობილების ნაწილი, სადაც აკუმულატორია განთავსებული, სრულიად ჰერმეტულია და მანქანას გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლია წყალში გადაადგილება. ილონ მასკი გონიერი მარკეტოლოგია. ელექტრომობილის ავტომობილ-ამფიბიად გადაქცევის უნარმა მფლობელებს თავდაჯერებულობა და ნდობა შესძინა მისი კომპანიის ელექტრომობილების მიმართ. როდესაც თევზაობის ერთ-ერთმა მოყვარულმა მასკს ჰკითხა, შეუძლია თუ არა Tesla Cybertruck-ს მდინარის გადალახვა რაიმეს დაზიანების გარეშე, მან თავდაჯერებულად უპასუხა: „დიახ, იგი გარკვეული დროის მანძილზე ცურვასაც შეძლებს“. მასკმა ასევე პირობა დადო, რომ Cybertruck-ს ექნება სითბური (თერმო) ტუმბო ისევე, როგორც Model Y-ს. https://3dnews.ru/1008914
  19. Facebook გეგმავს წლის ბოლომდე მოიწვიოს 50 სპეციალისტი, რათა გაგრძელდეს მუშაობა Stablecoin Libra-ზე. „ჩვენ აქტიურად ვქირაობთ ექსპერტებს თაღლითობასთან ბრძოლის სფეროდან, პერსონალის მართვისა და მომხმარებლების მომსახურების სეგმენტიდან“ - ეს აუცილებელი ფუნქციები ჩამოთვალა ლორა მორგან უოლშმა, რომელიც გახლავთ პროექტ Libra-ს საფულე Calibra-ს საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელი. ვაკანსიების ნაწილი უკვე შეივსო რეკრუტინგული სააგენტოების ვებ-გვერდებზე. Facebook-ის ბლოკჩეინ-განყოფილების თავმჯდომარემ დევიდ მარკუსმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ პროექტი 2020 წელს ამოქმედდება. ამჟამად ირლანდიაში Facebook-სა და მის შვილობილ ორგანიზაციაზე 5 ათასი ადამიანი მუშაობს. გასულ კვირაში Facebook-ის ციფრული ვალუტა Libra-ს პროექტმა უარი განაცხადა ერთიანი გლობალური ციფრული ვალუტის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ეროვნული ფიატური ფულით. განახლებულ white paper-ში მითითებულია, რომ Libra Association გეგმავს რამდენიმე Stablecoin-ის შემუშავებას, რომელთაგან თითოეული დაკავშირებული იქნება სხვადასხვა ფიატურ ვალუტაზე - აშშ დოლარზე, ბრიტანულ ფუნტსა და სინგაპურულ დოლარზე. https://forklog.com/facebook-privlechet-50-sotrudnikov-dlya-razvitiya-proekta-libra/
  20. Apple მუშაობს Touch ID-ის მქონე ახალ iPad Air-ზე, გეიმინგ კონტროლერზე, AirPods Lite-ზე, 12-დუიმიან MacBook-ზე, AirPods X-ზე, HomePod mini-სა და ბევრ სხვა ინოვაციურ მოწყობილობაზე. ეს ინფორმაცია გავრცელდა ავტორიტეტული ინსაიდერის მიერ, რომელმაც სწორად გამოთვალა iPhone SE-ს გამოსვლა, ასევე ზუსტად იცოდა მოწყობილობების ფერთა ვარიაციებისა და მეხსიერების მოცულობის შესახებ. iPad Pro 2020-ის გამოსვლის თარიღიც ამ ინფორმატორის მიერ გახდა ცნობილი. ანონიმურმა წყარომ გაამხილა Apple-ის მომდევნო ნახევარი წლის გეგმები. მაშ ასე, კომპანია წარადგენს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა მესამე თაობის AirPods, AirPods X, AirTags, განახლებული Apple TV, განახლებული iMac, HomePod mini და iPhone 12-ის ოთხი ახალი მოდელი. ამ პროდუქტების უმეტესობის გამოსვლა სხვა წყაროებმაც დაადასტურეს. ინსაიდერის თქმით, ერთ-ერთ სამომავლო MacBook-ს აუცილებლად ექნება A სერიის Apple-ის პროცესორი. ეს იქნება 12-დუიმიანი MacBook, რომელიც გასულ წელს წარმოებიდან მოიხსნა. Apple-მა შესაძლოა აღადგინოს MacBook-ები ვენტილატორის გარეშე საკუთარი ARM-პროცესორების ბაზაზე, რადგანაც ისინი უზრუნველყოფენ წარმადობასა და გამოყოფილ სითბოს შორის საუკეთესო შეფარდებას Intel-ის პროცესორებთან შედარებით. ანონიმური ინფორმატორის ცნობებში ასევე მითითებულია, რომ Apple მუშაობს საკუთარ გეიმინგ-კონტროლერზე. ეს გახლავთ პროდუქტი, რომლის დაანონსებას Apple ახალ Apple TV-სთან ერთად ისურვებდა. iOS 13-სა და iPadOS 13-ს კომპანიამ დაუმატა Xbox-ისა და PlayStation-ის კონტროლერების მხარდაჭერა, iPad და Apple TV კი კომპანიისთვის რთული ამოცანა იქნება, თუკი კონტროლერს არ ექნება რაიმე სახის ინოვაციური ფუნქცია. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის პროდუქტებზე ცნობები სხვადასხვა წყაროს მიერ ვრცელდება, კომპანიას ყოველთვის შეუძლია უკანასკნელ წუთს ცვლილებები შეიტანოს თავის გეგმებში. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - პანდემიის მიუხედავად Apple-ს წინ დატვირთული წელი ელის, მუდმივად გამოვა ინოვაციური პროდუქტები. https://overclockers.ru/blog/e1nher1/show/35878/stala-izvestna-informaciya-o-buduschih-produktah-apple-ipad-air-s-touch-id-12-djujmovyj-macbook-na-baze-arm-i-mnogoe-drugoe
  21. კომპანია Chuwi-მ ისაუბრა ახალ მცირე ზომის კომპიუტერ LarkBox-ზე, რომლის შესახებ პირველადი ინფორმაცია სულ ახლახანს გახდა ცნობილი. მწარმოებელი კომპანია ამ მოწყობილობას უწოდებს მსოფლიოში ყველა კომპაქტურ პერსონალურ კომპიუტერს 4K ვიდეო ფორმატის მხარდაჭერით. კომპიუტერის ზომა ნამდვილად მცირეა - სულ რაღაც 61 × 61 × 43 მმ. ამრიგად, კორპუსის მოცულობა დაახლოებით 0.16 ლიტრს შეადგენს. მოწყობილობა იწონის მხოლოდ 127 გრამს, რაც ნამდვილად მცირეა ბევრ თანამედროვე სმარტფონის წონასთან შედარებითაც კი. ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კომპიუტერს საფუძვლად დაედებოდა Gemini Lake თაობის ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Celeron N4100 (1,1–2,4 გჰც) და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 600. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ ჩიპი ფუნქციონირებს LPDDR4 სტანდარტის 6 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია SSD 128 გბ მოცულობით. დამატებით შესაძლებელია იმავე მოცულობის მქონე microSD ბარათის გამოყენება. მოწყობილობაში ხელმისაწვდომია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები. ინტეფეისების ნაკრები მოიცავს HDMI კონექტორს, სიმეტრიულ USB Type-C პორტს, ორ USB Type-A პორტსა და 3.5-მილიმეტრიან აუდიო კონექტორს. საინტერესოა, რომ კომპიუტერს აქვს გაგრილების აქტიური სისტემა მცირე ზომის უხმაურო ვენტილატორით. ამასთან, LarkBox-ის სრული ენერგომოხმარება მოლოდინის რეჟიმში არაუმეტეს 5 ვატს შეადგენს. როგორც კომპანია ამტკიცებს, LarkBox განკუთვნილია სხვადასხვა მიზნით გამოყენებისთვის: მისი მოხმარება შესაძლებელია როგორც სახლის მინი კომპიუტერი ან გასართობი ცენტრი 4K ვიდეო ფორმატის მხარდაჭერით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კომპიუტერი შესაძლებელია განთავსდეს ტელევიზორის უკან VESA-სტანდარტის სამაგრის მეშვეობით. Chuwi LarkBox-ის ფასისა და დამატებითი მახასიათებლების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/1008821
      • 1
      • Upvote
  22. ოდიოზურმა ანტრეპრენერმა და Bitcoin-ის ახალმა მომხრე John McAfee-მ დააანონსა ახალი პრივატული კრიპტოვალუტა GHOST-ის გამოშვება Proof-of-Stake პროტოკოლის ბაზაზე. 15 მაისს კრიპტოვალუტის white paper წარდგენილი იქნება პროექტის ვებ-გვერდზე. John McAfee-ს თქმით GHOST არის საშუალება „გახდეთ ფანტომი, მოჩვენება ონლაინ-ტრანზაქციების განხორციელებისას“. „ფანტომური“ ტრანზაქციები დადასტურდება ნულოვანი ცოდნის კრიპტოგრაფიის გამოყენების გზით. გათვალისწინებულია Ghost-ის airdrop მომხმარებლებისთვის, რომლებიც 25 მაისისთვის იქნებიან ციფრული აქტივების დეცენტრალიზებული ბირჟა McAfeedex-ის EHS ტოკენების მფლობელები. პროპორციულად მათ შეხვდებათ გამოშვებული მონეტების მეოთხედი. John McAfee-ს მოუწია კრიპტოქომიუნითის წევრებთან დისკუსიაში შესვლა და ახსნა, თუ რითი განსხვავდება მისი პრივატული მონეტა უკვე არსებული გადაწყვეტილებებისგან. „გაცვლის შესაძლებლობა ნამდვილ DEX-ზე, რომელიც არასდროს დაიხურება ” - ასე აღნიშნა GHOST-ის უპირატესობა მან კონკურენტ Monero-სა და Zcash-ზე. კრიპტოქომიუნითის წევრებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც პლაგიატი დაინახა GHOST-ში - იდეები, რომლებიც უკვე განხორციელდა NIX პლატფორმაზე. პრივატულობისადმი ინტერესი სულ უფრო მზარდი და ფართო მოვლენა ხდება. შეგახსენებთ, კრიპტოვალუტა Grin-ის დეველოპერმა დევიდ ბერკეტმა შემოიტანა ახალი გეგმა MimbleWimble პროტოკოლის განსახორციელებლად, რომელიც Litecoin-ში დაამატებს მხარდაჭერას "არაინტერაქტიული ოპერაციებისთვის". TRON Foundation-ისა და TRONZ-ის დეველოპერების გუნდს აქვს გეგმა, რომ TRX კრიპტოვალუტაში დაინერგოს ნულოვანი ცოდნის კრიპტოგრაფიული ტექნოლოგია (zk-SNARKs) და ამგვარად მიღწეულ იქნას კონფიდენციალურობის „ამ დრომდე არნახული“ დონე. https://forklog.com/dzhon-makafi-vypustit-orientirovannuyu-na-konfidentsialnost-kriptovalyutu-ghost/
  23. კომპანია NVIDIA-ს RayTracing-ტექნოლოგია რეალურ დროში როგორც ჩანს გრაფიკული ბაზრით არ შემოიფარგლება: კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ოფიციალურ ფორუმზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად NVIDIA-ს სპეციალისტები იწყებენ პლაგინ NVIDIA RTX Voice-ის ბეტა-ვერსიის ტესტირებას. იგი გამოიყენება RayTracing-ის მხარდაჭერის მქონე ვიდეო დაფებთან და შეუძლია ჩაახშოს ზედმეტი ხმაური ხმოვანი ჩატებიდან და ტრანსლაციებიდან. იმისთვის, რომ დამოუკიდებლად გაიტესტოს ახალი პროდუქტი, საჭიროა საინსტალაციო ფაილის ჩამოტვირთვა ოფიციალური ვებ-გვერდიდან და ინსტალაციის პროცესის განხორციელება, შემდეგ კი საჭიროა გაეშვას RTX Voice აპლიკაცია და გააქტიურდეს მიკროფონის ან დინამიკის ხმის ჩამხშობი. ამის შემდეგ საჭიროა შესვლა აპლიკაციის პარამეტრებში და NVIDIA RTX Voice-ის არჩევა „Audio” განყოფილებაში მიკროფონისა და დინამიკისთვის. ამჟამად სრულიად მხარდაჭერილია შემდეგი აპლიკაციები: Google Chrome, Twitch, Discord, OBS Studio, XSplit Gamecaster და Broadcaster. Skype-ის, Slack-ის, Zoom-ისა და WebEx-ის მომხმარებლებს კი შესაძლოა გარკვეული ხარვეზები შეხვდეთ. გასათვალისწინებელია, რომ ახალი ფუნქციის გატესტვისთვის საჭიროა გრაფიკული ადაპტერი NVIDIA RTX (Quadro ან GeForce) აპარატული მხარდაჭერით, ოპერაციული სისტემა Windows 10 და 410.18 (ან უფრო ახალი) ვერსიის დრაივერი. https://overclockers.ru/blog/id_1/show/35755/rtx-teper-i-dlya-audio-nvidia-testiruet-novuju-tehnologiju-dlya-shumopodavleniya
  24. კომპანია ASUS-მა გამოუშვა მონიტორი ProArt PA278QV პროფესიონალი მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავებით. მონიტორს აქვს IPS-ეკრანი ზომით 27 დუიმი დიაგონალზე. უჩარჩოო დისპლეის გაფართოებაა WQHD (2560 × 1440 პიქსელი). სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1000:1, დინამიური კონტრასტულობა — 100 000 000:1. პანელის რეაქციის დრო 5 მილიწამია, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. მონიტორს აქვს 100%-იანი sRGB და Rec.709 ფერთა გამა, ასევე ქარხნული Delta E <2. გარდა ამისა, მოწყობილობა გადის გამოცდების მთელ სერიას, რომლის ფარგლებში მოწმდება ფერთა გადასვლის დინამიურობა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოსახულებასთან პროფესიონალური მუშაობისას. რეალიზებულია ფუნქცია ProArt Preset: იგი საშუალებას იძლევა მომენტალურად მოხდეს გადართვა პარამეტრების გათვალისწინებულ პროფილებს შორის, რომლებიც ადაპტირებულია სხვადასხვა ამოცანაზე: ფერის კორექციაზე, ვიდეო მონტაჟზე ან ფოტოების რედაქტირებაზე. გარდა ამისა, ნახსენებია ინსტრუმენტი ProArt Palette, რომელიც განკუთვნილია მონიტორის პარამეტრების მომართვისთვის და მოიცავს შეფერილობების, ფერის ტემპერატურისა და ფერთა გამის არჩევანს. მონიტორს აქვს ორვატიანი სტერეოდინამიკები, ინტერფეისები DisplayPort 1.2, Mini DisplayPort 1.2, HDMI v1.4, DVI და ოთხპორტიანი USB 3.0 Type-A ჰაბი. ახალი მონიტორი უკვე იყიდება, ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/1008705
  25. Facebook-ის ციფრული ვალუტის პროექტმა Libra-მ ცვლილებები განიცადა - უარი თქვა ერთიანი გლობალური ციფრული ვალუტის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ეროვნული ფიატური ვალუტების კალათით. პროექტის განახლებულ white paper-ში ნათქვამია, რომ Libra Association გეგმავს შეიმუშავოს რამდენიმე Stablecoin-ი, თითოეული მათგანი კი დაკავშირებული იქნება სხვადასხვა ფიატურ ვალუტასთან: აშშ დოლართან, ბრიტანულ ფუნტსა და სინგაპურულ დოლართან. „თითოეული Stablecoin-ი უზრუნველყოფილი იქნება რეზერვებით, რომელიც შემდგარი იქნება ნაღდი ფულით ან მათი მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ეკვივალენტით, რომლებიც გამოშვებული იქნება მითითებულ ვალუტაში“ - ნათქვამია დოკუმენტში. ახალი მოდელი შეზღუდავს Libra-ს მოქნილობას, თუმცა სავარაუდოდ იგი შეძლებს კონსენსუსის გამონახვას მარეგულირებელ ორგანოებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ პროექტი საფრთხეს უქმნის მსოფლიო ფინანსური სისტემის სტაბილურობას და ამის გამო მისი ამოქმედება დაუშვებელია. Libra-ს წარმომადგენლები კვლავ გულმოდგინედ ირწმუნებიან, რომ პროექტი მიმდინარე წელსვე ამოქმედდება. გარდა ამისა, Libra Association-ის ვიცე-თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ დაიწყო შვეიცარიული ფინანსური მარეგულირებელი FINMA-ს ლიცენზიის მიღების პროცესი. მისი მიღებით შესაძლებელი გახდება უარის თქმა ფულად-საკრედიტო და საბანკო მომსახურებების მიღებაზე. Libra Association ასევე გეგმავს დარეგისტრირდეს აშშ-ის ფინანსთა სამინიტროს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს (FinCEN) ფინანსური სერვისების პროვაიდერად. ეს პირველი ნაბიჯი იქნება შეერთებულ შტატებში ვალუტის გაცვლისა და ფულადი გზავნილების მომსახურების შეთავაზების დასაწყებად. გარკვეული ცვლილებები განიცადა პროექტის ტექნოლოგიურმა ნაწილმაც. მაგალითად, whitepaper-დან გაქრა Libra-ს ქსელთან შეუზღუდავი წვდომის მითითებები. ადრე მიიჩნეოდა, განვითარების მიზნით Libra-ს ქსელს დაემატებოდა ახალი დეცენტრალიზებული მახასიათებლები, თუმცა ახალ მოდელში ფუნქციონირებადი ნოუდები ერთმანეთისთვის ცნობილი უნდა იყოს. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ Libra Association-ის პარტნიორები განიხილავდნენ პროექტის რეორგანიზაციას საგადახდო ქსელად, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სხვადასხვა მონეტასთან მუშაობა. Facebook-ის პრეს-სამსახურმა ეს ცნობა უარყო, თუმცა როგორც ჩანს ეს იყო იმ გეგმის განსხვავებული ინტერპრეტაცია, რომელიც ამჟამად იქნა წარმოდგენილი. https://forklog.com/proekt-libra-otkazalsya-ot-originalnoj-kontseptsii-globalnoj-tsifrovoj-valyuty/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.