-
Posts
7330 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) სტივენ ცინი დაადანაშაულა ბირჟის საარბიტრაჟო თაღლითობასა და ინვესტორების თანხების არდაბრუნებაში. ცინი გახლავთ ფონდების - Virgil Sigma-სა (ნიუ-იორკი) და VQR Multistrategy-ს (კაიმანის კუნძულები) დამფუძნებელი. მიმდინარე წლის ზაფხულში ცინმა აცნობა ინვესტორებს, რომლებიც ჯამურად 3.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციების დაბრუნებას ითხოვდნენ, რომ მათი ფული გადატანილ იქნა VQR Multistrategy-ში. SEC-ის სარჩელის თანახმად თანხის გადატანა არ მომხდარა. დეკემბერში ცინმა ფონდის ტრეიდერ ანტონიო ჰალაკს სთხოვა დახმარებოდა VQR-დან 1.7 მლნ აშშ დოლარის გამოტანაში და განაცხადა, რომ სესხულობდა ფულს ჩინელი მევახშეებისგან Virgil Sigma-ში ინვესტირებისთვის. ფონდების მმართველს ასევე ადანაშაულებენ ტრეკერებში ცვლილებების შეტანაში, რომლებიც განკუთვნილი იყო 2019 წელს 39 კრიპტო პლატფორმაზე ინვესტიციების დასადგენად. სარჩელის მოპასუხე ამჟამად სამხრეთ კორეაში იმყოფება და მზად არის SEC-თან ითანამშრომლოს. „სტივენ ცინი ფლობს სრულ ფაქტებს და ვალდებულია უზრუნველყოს, რომ არცერთი ინვესტორი არ დაზარალდეს”, - განუცხადეს ადვოკატებმა Reuters-ს. მარეგულირებელი ორგანო მიზნად ისახავს ჩადებული ინვესტიციებისა და დეკლარირებული მოგების დაბრუნებას ინვესტორებისთვის. SEC ასევე მოითხოვს, რომ ცინს აეკრძალოს მონაწილეობა ნებისმიერი ფასიანი ქაღალდის გაყიდვაში, გამოცემაში, ყიდვასა და შეთავაზებაში, გარდა მისი პირადი ანგარიშისა. შეგახსენებთ, 23 დეკემბერს SEC-მა სარჩელი შეიტანა Ripple-ის, ბრედ გარლინგჰაუსის და კრის ლარსენის წინააღმდეგ. დეპარტამენტის ცნობით, კომპანია ყიდიდა არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს XRP ტოკენის სახით. იმავე დღეს Bitwise Asset Management-მა განაცხადა, რომ XRP ტოკენი გამორიცხა თავის ფლაგმანურ საინდექსაციო ფონდ Bitwise 10 Crypto Index Fund-იდან. მაიკ ნოვოგრაცის კრიპტო ბანკმა Galaxy Digital-მა შეწყვიტა XRP ტოკენების ყიდვა-გაყიდვა 24 დეკემბერს. ბრედ გარლინგჰაუსმა განაცხადა, რომ SEC-ის სარჩელი Ripple-ის წინააღმდეგ ისეთი საშინელი პრეცედენტია კრიპტო ინდუსტრიისთვის, რომელიც შეიძლება სხვა კრიპტო კომპანიებისთვისაც უსიამოვნებად იქცეს. http://bit.ly/38BWWn9
-
წელს სმარტფონების მწარმოებელმა ბევრმა კომპანიამ ყურადღება გაამახვილა როგორც სადენიანი, ისე უსადენო გზით სწრაფი დამუხტვის სიმძლავრეზე. აგვისტოში კომპანია Xiaomi-მ გამოუშვა მოდელი Mi 10 Ultra, რომელიც იყო პირველი სმარტფონი 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ ყველაზე სწრაფი დამუხტვის მქონე ათ სმარტფონზე. საუბარი შეეხება არა სიმძლავრეს, არამედ ბატარეის 0-დან 100%-მდე დამუხტვის სიჩქარეს. მე-9 და მე-10 ადგილები გაინაწილეს POCO X3 NFC-მა 5160 მა/სთ მოცულობის ბატარეით და OnePlus 8-მ - 4300 მა/სთ მოცულობის აკუმულატორით. ბატარეის სრული დამუხტვისთვის საათი და 3 წუთია საჭირო. Xiaomi-ს 8-ნანომეტრიანი მობილური პროცესორი Snapdragon 732G აქვს, დამუხტვის სიმძლავრე 33 ვატს შეადგენს. OnePlus-ის ფლაგმანს აქვს Snapdragon 865 ჩიპი და 30-ვატიანი დამუხტვა. შემდეგი მოდის OnePlus-ის ორი მოდელი. მე-8 პოზიციაზეა OnePlus 8 Pro 4510 მა/სთ მოცულობის ბატარეითა და Snapdragon 865 ჩიპით, ერთი პოზიციით მაღლაა OnePlus Nord – 4115 მა/სთ მოცულობის ბატარეით და Snapdragon 765G ჩიპსეტით. ისინი იტენება 60 წუთსა და 57 წუთში, შესაბამისად. მომდევნო მოდელია Realme X3 SuperZoom Snapdragon 855+ ჩიპით. მას აქვს 4200 მა/სთ მოცულობის ბატარეა და 56 წუთში იმუხტება. სწრაფი დამუხტვის სიმძლავრეა 30 ვატი ისევე, როგორც წინა ორი სმარტფონის შემთხვევაში. მეხუთე ადგილზეა Huawei Mate 40 Pro. მოდელი დაანონსდა შემოდგომის შუა პერიოდში, აქვს პროცესორი Kirin 9000 5G. ეს გახლავთ ჩამონათვალში ერთადერთი სმარტფონი, რომელიც 5-ნანომეტრიან ცალკრისტალიან სისტემაზე მუშაობს. 4400 მა/სთ მოცულობის ბატარეის სრულად დამუხტვისთვის საჭიროა 49 წუთი 66-ვატიანი დამუხტვის პირობებში. მეოთხე ადგილი ერგო ფლაგმანურ Xiaomi Mi 10 Pro-ს. მისი ბატარეა 4500 მილიამპერიანია, აქვს 50-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა და Snapdragon 865 ჩიპსეტი. სრული დამუხტვისთვის საჭიროა მხოლოდ 43 წუთი. მესამე ადგილზეა OPPO Find X2 Pro – 4260 მა/სთ ბატარეით, მეორეზე - Realme X50 Pro – 4200 მა/სთ მოცულობის ბატარეით. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბატარეებს შორის სხვაობა მხოლოდ 60 მილიამპერია, Realme-ს მოდელი გაცილებით სწრაფად იტენება - 33 წუთში 43 წუთის წინააღმდეგ. ორივე სმარტფონს აქვს Snapdragon 865 პროცესორი. და ბოლოს, ლიდერია Xiaomi Mi 10 Ultra Snapdragon 865 ჩიპით. 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით იგი 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეას 21 წუთში მუხტავს. თითქმის ყველა სმარტფონის ბატარეა მოცულობით განსხვავებულია, რაც გავლენას ახდენს დატენვის სიჩქარეზე. მოდელების რეიტინგი ოდნავ შეიცვლება, თუკი ყურადღებას გავამახვილებთ საშუალო დროზე, რაც სჭირდება 1000 მა/სთ ბატარეის დამუხტვას. პირველი ხუთეული მაინც უცვლელი დარჩება, ქვედა ნაწილში კი მცირედი ცვლილებებია: POCO X3 NFC ადის მე-6 ადგილზე, OnePlus 8 Pro - მე-7-ზე. OnePlus 8 ჩამოდის მეათე პოზიციაზე, OnePlus Nord- მე-9-ზე, Realme X3 SuperZoom მერვე ადგილს იკავებს. # მოდელი ბატარეის მოცულობა დამუხტვის სიმძლავრე დამუხტვის დრო ( 0-100%-მდე) საშ. დრო 1000 მა/სთ-ზე # 1 Xiaomi Mi 10 Ultra 4500 მა/სთ 120 ვტ 21 წთ 6,89 წთ 1 2 Realme X50 Pro 4200 მა/სთ 65 ვტ 33 წთ 7,86 წთ 2 3 OPPO Find X2 Pro 4260 მა/სთ 65 ვტ 43 წთ 10,09 წთ 3 4 Xiaomi Mi 10 Pro 4500 მა/სთ 50 ვტ 46 წთ 10,22 წთ 4 5 Huawei Mate 40 Pro 4400 მა/სთ 66 ვტ 49 წთ 11,14 წთ 5 6 Realme X3 SuperZoom 4200 მა/სთ 30 ვტ 56 წთ 13,33 წთ 8 7 OnePlus Nord 4115 მა/სთ 30 ვტ 57 წთ 13,85 წთ 9 8 OnePlus 8 Pro 4510 მა/სთ 30 ვტ 60 წთ 13,3 წთ 7 9-10 OnePlus 8 4300 მა/სთ 30 ვტ 63 წთ 14,65 წთ 10 Xiaomi POCO X3 NFC 5160 მა/სთ 33 ვტ 63 წთ 12,21 წთ 6 http://bit.ly/2KQJZxF
-
- 1
-
-
Apple, როგორც ჩანს, ფიქრობს კლავიატურაზე უარის თქმაზე, ან უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნას მაგნიტის სამაგრიანი მოსახსნელი კლავიატურა სამომავლო MacBook Pro-ში. რესურს PatentlyApple-ის მიერ აღმოჩენილი პატენტი შეიცავს მომავალი თაობის MacBook Pro-სა და Air-ის შესახებ საინტერესო იდეებს. პატენტში მოცემულია, რომ სტანდარტული ფიზიკური კლავიატურის ნაცვლად კომპანიის სამომავლო ლეპტოპებში შესაძლოა გამოყენებულ იქნას განცალკევებადი პანელი ადაპტირებული სენსორული დისპლეით, რომელზეც აისახება ღილაკების სხვადასხვა ნაკრები იმის შესაბამისად, თუ რა აპლიკაცია იქნება აქტიური მოცემულ მომენტში, იგი ასევე შეასრულებს დიდი ზომის ტრეკპადის როლს. ასევე ცნობები არსებობს, რომ სენსორულ პანელს ექნება Swype-ტექნოლოგიის მხარდაჭერა. notebookcheck.net პარალელურად, პატენტი მიანიშნებს იმაზე, რომ სამომავლო ლეპტოპებში შესაძლოა ინტეგრირებული იყოს უსადენო დამტენი მოწყობილობა iPhone-ისთვის. სამწუხაროდ, საპატენტო განაცხადში არსებული მონაცემების თანახმად სამომავლო კომპიუტერების ფიზიკური კონექტორების ნაკრები კიდევ უფრო მწირი იქნება. http://bit.ly/2KNBfIt
-
ბლოკჩეინისა და გეოზონირების (geofencing) ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია დატენვად (plug-in) ჰიბრიდულ ელექტრომობილებთან ერთად ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. საავტომობილო გიგანტმა Ford-მა სამწლიანი კვლევა ჩაატარა ლონდონში, კიოლნსა და ვალენსიაში, სადაც შეისწავლეს კომერციული დატენვადი ჰიბრიდული ელექტრომობილების პოტენციალი საქალაქო ჰაერის ხარისხის პრობლემების გადასაჭრელად. კვლევაში გამოყენებული დინამიური გეოზონირების ფუნქცია მძღოლის ჩარევის გარეშე ააქტიურებდა გამონაბოლქვის ნულოვანი დონით მუშაობას სატრანსპორტო საშუალებებში ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი შედიოდნენ გამონაბოლქვის შემცირების ზონაში. Ford-ი ასევე იყენებდა ბლოკჩეინს, რათა გამოეთვალა დრო, როდესაც ავტომობილი შედიოდა ან ტოვებდა გეოზონას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტექნოლოგიების ერთობლივი გამოყენება ხელს უწყობს მნიშვნელოვნად ამაღლდეს ქალაქებში ჰაერის ხარისხი. „როდესაც კომპანია Ford-ის დატენვადი ჰიბრიდული ელექტრომობილები შედიოდნენ ამგვარ ზონებში, ისინი ავტომატურად გადადიოდნენ ნაკლები გამონაბოლქვის გამოფრქვევის რეჟიმზე. ეს ხდებოდა ავტომატურად, მძღოლის ჩართულობის გარეშე. ტექნოლოგიები ხელს უწყობს ამაღლდეს ჰაერის ხარისხი და სატრანსპორტო საშუალებებს ეხმარება დაიცვან ადგილობრივი რეგულაციები“ - ნათქვამია Ford-ის პრეს-რელიზში. ევროპის ზოგიერთ ქალაქში შეიქმნა დაბალი გამონაბოლქვის ზონები, რომლებშიც შეზღუდულია გამონაბოლქვის მაღალის დონის მქონე ავტომობილების მოძრაობა. ჰიბრიდულ მანქანებს შეუძლიათ გადაერთონ შიდაწვის ძრავიდან ელექტროზე. ჯერ კიდევ 2018 წელს BMW-მ, GM-მა, Ford-მა და Renault-მა შექმნეს კონსორციუმი ავტოინდუსტრიაში ბლოკჩეინის განვითარების მიზნით. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ Ford გამოიყენებს ბლოკჩეინს ავტომობილის მიერ საწვავის მოხმარების შესამცირებლად. http://bit.ly/2WFwfs3
-
ჩინურმა კომპანია Huawei-მ 5G სმარტფონების - nova 8-ის, nova 8 Pro-სა და Enjoy 20 SE-ს პრემიერის შემდეგ წარადგინა მეთერთმეტე თაობის Intel-ის პროცესორებზე (Tiger Lake) დაფუძნებული რამდენიმე ლეპტოპი. მწარმოებელმა განაახლა MateBook D14 და MateBook D15 ლეპტოპები. Huawei MateBook D14 2021 ხაზი მოიცავს ორ მოდელს: ლეპტოპები ინტეგრირებული Iris Xe გრაფიკითა და დისკრეტული GeForce MX450 ვიდეო დაფით. პირველი ვერსია აღჭურვილია Intel Core i5-1135G7 პროცესორით (2.4-4.2 გჰც სიხშირე), ხოლო მეორეს აქვს უფრო ძლიერი Intel Core i7-1165G7 პროცესორი 2.8-4.7 გჰც სიხშირით. თითოეულ პლატფორმას აქვს ოთხი ბირთვი და მხარდაჭერილია მრავალნაკადიანი ტექნოლოგია, ე.ი. ერთდროულად სრულდება ინსტრუქციის რვა ნაკადი. გრაფიკული ქვესისტემისა და პროცესორის მიუხედავად ახალ პროდუქტებში გამოიყენება 512-გიგაბაიტიანი მყარი დისკი, ხოლო ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ-ს შეადგენს. ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი Full HD + ეკრანი 100%-იანი sRGB ფერთა გამის მხარდაჭერით. Huawei MateBook D15 2021 წარმოდგენილია სამ მოდიფიკაციაში. საბაზისო მოდელში მოცემულია Intel Core i5-1135G7 ჩიპი ინტეგრირებული Intel Iris Xe გრაფიკით. ასევე არსებობს ვერსია იმავე პროცესორით, თუმცა დისკრეტული ამაჩქარებლით NVIDIA GeForce MX450. უფროსი კონფიგურაციის მოდელი გვთავაზობს GeForce MX450 ვიდეო დაფას და Intel Core i7-1165G7 პროცესორს. ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი IPS ეკრანი, რომლის გაფართოებაა 1920 x 1080 პიქსელი. 14-დუიმიანი მოდელის მსგავსად SSD-დისკის მოცულობა მოდიფიკაციის მიუხედავად შეადგენს 512 გბ-ს, ოპერატიული მეხსიერება კი - 16 გიგაბაიტს. კომპაქტური ლეპტოპი იწონის 1.38 კგ-ს. ძველი ვერსიის წონაა 1.56 კგ. საერთო ჯამში ასევე აღსანიშნავია USB-C USB 3.2 (Gen 1), USB 2.0, HDMI, ყურსასმენის კონექტორი, თითის ანაბეჭდის სენსორი და Wi-Fi 5.8 გჰც სიხშირის დიაპაზონის მხარდაჭერით. ახალი ლეპტოპები უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის. გაყიდვები დაიწყება 2021 წლის 1 იანვარს. Huawei MateBook D14 2021 Intel Core i5-1135G7 ჩიპითა და ინტეგრირებული გრაფიკით 765 აშშ დოლარად შეფასდა. Intel Core i7-1165G7 ვერსია NVIDIA GeForce MX450 დაფით 980 აშშ დოლარი ღირს. Huawei MateBook D15 2021 ლეპტოპის იდენტური კონფიგურაციების ფასები არ განსხვავდება უმცროსი მოდელისგან. Intel Core i5-1135G7 ჩიპისა და GeForce MX450 გრაფიკის მქონე ვერსიის ფასი შეადგენს 840 აშშ დოლარს. http://bit.ly/3pjr2m5
-
თვითმფრინავი U-2 Dragon Lady აშშ-ის საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასწავლო ფრენის დროს ხელოვნურ ინტელექტს მიანდეს მზვერავი თვითმფრინავი U-2-ის სანავიგაციო სისტემების მართვა. პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ამ ფრენის შესახებ კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ეს არის საბრძოლო თვითმფრინავების მართვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მცდელობებში მნიშვნელოვანი მომენტი. სატესტო ფრენა გაგრძელდა ორი საათი შეიარაღებული საჰაერო ძალების ბაზაში, მერისვილში, კალიფორნიის შტატში. ოფიციალურ პირებსა და თავად პილოტს საგამოცდო პროგრამის დეტალები არ გაუხმაურებიათ. ცნობილია ის, რომ ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებელი იყო ბორტის რადარების სენსორებისგან ინფორმაციის შეკრებასა და ტაქტიკურ ნავიგაციაში. აშშ-ის საჰაერო ძალების მინისტრის თანაშემწე უილ როპერმა განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტი მიმართულია მოახლოებული რაკეტებისა და სახმელეთო სარაკეტო გამშვებების აღმოჩენისკენ. საცდელი ფრენის დროს ხელოვნურმა ინტელექტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ საით უნდა მიემართა ბორტის სენსორები. საჰაერო ძალების მთავარი მიზანია ადამიანისა და მანქანების ერთობლივი მუშაობის განხორციელება, როდესაც რობოტები პასუხისმგებელნი არიან მარტივი ტექნიკური პრობლემების გადაჭრაზე, ხოლო მფრინავები იღებენ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს: იარაღის გამოყენებას, პილოტირებას და მიზნის მითითებას. თავად ხელოვნური ინტელექტი, სახელწოდებით Artuμ დამყარებულია ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის ალგორითმებზე და ადაპტირებულია თვითმფრინავ U-2-ს კომპიუტერულ სისტემებთან. ეს არის საჯაროდ ხელმისაწვდომი μZero ალგორითმი, რომელიც შეიმუშავა კვლევითმა კომპანია DeepMind-მა სტრატეგიული თამაშების სწრაფი განვითარებისათვის, რომელიც უზრუნველყოფილია Google-ის მიერ შემუშავებული სისტემა Kubernetes-ის მიერ. ის საშუალებას იძლევა ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა გადაიცეს თვითმფრინავის იმ საბორტო კომპიუტერულ სისტემებსა და ქლაუდ-სისტემებს შორის, რომელთათვისაც შეიქმნა. http://bit.ly/3mKwJb9
-
Ledger-ის გენერალურმა დირექტორმა პასკალ გოტიემ (Pascal Gauthier) განაცხადა, რომ კომპანია არ აანაზღაურებს იმ მომხმარებლების ზარალს, რომელთა პირადი მონაცემები, მათ შორის სახლის მისამართი, საჯარო ქსელში მოხვდა. ფორუმ RaidForums-ზე გამოჩნდა Ledger-ის აპარატული საფულის 270 ათასზე მეტი მომხმარებლის მონაცემები, მათ შორის მათი სახელები და ფიზიკური მისამართები. ამის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ არ აპირებს მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. გოტიემ განაცხადა: ”როდესაც მცირე ზომის კომპანიაში ხდება ამ მასშტაბის მონაცემთა დარღვევა, შეუძლებელია დანაკარგების ანაზღაურება და მილიონობით მოწყობილობის ჩანაცვლება. ეს უბრალოდ კლავს კომპანიას. ჩვენ გვირჩევნია მომავლისკენ გავიხედოთ. Ledger ახლა დიდ დროსა და ფულს დებს უსაფრთხოების მომდევნო დონისა და სხვა პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც უკეთესად დაიცავს ჩვენს მომხმარებლებს. ” მონაცემთა ბაზის გამოქვეყნების შემდეგ მომხმარებლებმა თაღლითებისგან წერილები მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ იცოდნენ დაზარალებულის სახელი და მისამართი. თავდამსხმელები იმუქრებოდნენ, რომ მომხმარებლებთან სახლში მივიდოდნენ კრიპტოვალუტების მოსაპარად, თუ ისინი გამოსასყიდს არ გადაიხდიდნენ. „ეს უბრალოდ ონლაინ-თაღლითობაა. ფაქტობრივად ვინმეს სახლში მისვლა მეტად ძვირი „სიამოვნებაა“. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებელია, ამგვარი მოვლენის ალბათობა არ არის მაღალი. მონაცემთა ბაზა ქსელში ივლისის შემდეგაა განთავსებული და არავის უცნობებია მსგავსი სახის შეტევის შესახებ“ - აღნიშნა გოტიემ. იგი ამტკიცებს, რომ თაღლითები შეეცდებიან რაც შეიძლება ნაკლები ფული დახარჯონ და ამგვარი ფიშინგური წერილები მათ საშუალებას აძლევს ადვილად შეუტიონ ბევრ მომხმარებელს ინტერნეტით, მათთან პირისპირ შეხვედრის გარეშე. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მომხმარებლებმა არ უნდა შეინახონ საფულის გასაღებები სახლებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე დიდი ოდენობით კრიპტოვალუტას ეხება. „მილიონ დოლარ ნაღდ ფულს სახლში შეინახავდით? თუკი ასეთი ქონება გაგაჩნიათ, სახლში არ უნდა შეინახოთ“ - განაცხადა მან. – „Ledger-ის რეკომენდაციაა მომხმარებლებმა დახურული გასაღებები შეინახონ უსაფრთხო ადგილას, სადაც სხვა არავის ექნება წვდომა“. http://bit.ly/2Jad1rl
-
კომპანია Xiaomi 2020 წელს დაასრულებს 5-ნანომეტრიანი Snapdragon 888 5G პროცესორის მქონე ორი ფლაგმანური სმარტფონის ანონსით. მათი სახელწოდებებია Xiaomi Mi 11 და Mi 11 Pro. ჩინურმა კომპანიამ დაასახელა ახალი სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაციის თარიღი. ორივე მოწყობილობაში წარმოდგენილი იქნება: Bluetooth 5.1, Wi-Fi 6, NFC, მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა და AMOLED-დისპლეი მომრგვალებული კიდეებით, 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორი. ამასთან, Xiaomi Mi 11-ს ექნება FHD+ მატრიცა, Pro ვერსიაში კი მოცემული იქნება Quad HD+ ფორმატის ეკრანი. სმარტფონებს შორის ერთადერთი ძირითადი განმასხვავებელია ძირითადი კამერა. სტანდარტული მოდელის კამერების მონაცემებია 108+13+5 მეგაპიქსელი. მხარდაჭერილი იქნება გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია და ვიდეოს ჩაწერა 8K ULTRA HD ფორმატში 30 კადრი/წამში სიჩქარით. Xiaomi Mi 11 Pro-ს კამერების მონაცემებია 50+20+20 მეგაპიქსელი. ორივე მოდელს ოპერაციული სისტემის სახით ექნება თანდაყოლილი Android 11. პროგრამული უზრუნველყოფის სახით წარამოდგენილი იქნება საფირმო MIUI 12.5, რომელსაც კომპანია 2020 წლის ბოლოს გაავრცელებს. ორივე მოდელის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8/12 გბ და UFS 3.1 მოდული - 128/256/512 გბ მოცულობით. Xiaomi Mi 11-ს ექნება 4970 მა/სთ მოცულობის ბატარეა 55-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ეს მოდელი გაიყიდება 610 აშშ დოლარად. Pro ვერსიას ექნება 4780 მა/სთ მოცულობის ბატარეა, დამუხტვის სიმძლავრე 100 ვატს შეადგენს. ეს ვერსია გაიყიდება დაახლოებით 810 აშშ დოლარად. ფლაგმანების პრეზენტაცია შედგება მიმდინარე წლის 28 დეკემბერს. http://bit.ly/3aChiz8
-
- 1
-
-
ფაქტობრივად ათ წუთში გაყიდული ელექტრო პიკაპი Hummer EV Edition 1 კონვეირზე უნდა განთავსდეს მომდევნო წლის შემოდგომაზე და პირველი თორმეტი თვის განმავლობაში GM იმუშავებს წინასწარი შეკვეთების მომსახურებაზე. დილერებთან კონტაქტისას ამერიკულმა კორპორაციამ განმარტა, რამდენი განაცხადი იქნა მიღებული ამ ელექტრომობილების მიწოდებაზე. ფოტოს წყარო: Electrek Detroit Free Press-ის მონაცემებით, დილერებთან შეხვედრაზე, GM მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ Hummer EV-ის ყველაზე დაბალფასიან მოდელზე - Edition 1-ზე, რომლის ფასია 112 595 აშშ დოლარი, ათი ათასზე მეტი შეკვეთა იქნა მიღებული. სამომავლოდ ბაზარზე გამოვა პიკაპის უფრო ხელმისაწვდომი ვერსიები ნაკლებად მძლავრი ძრავით, რომლის სადებიუტო ვარიანტი იქნება 1000 ცხენის ძალის შესაბამისი, გავლის მარაგი კი ექნება 563 კმ. Hummer EV Edition 1-ზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის კომპანიას მთელი წელი მუშაობა მოუწევს, მან აღნიშნა, რომ ფიქრობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე. აღსანიშნავია, რომ ელექტრო პიკაპ Hummer EV-ის შემდეგ მომდევნო წლის დასაწყისში წარდგენილ იქნება საბარგულიანი „უნივერსალი“ მოდელი, ამის შემდეგ კი GM განიხილავს ბაზარზე პიკაპ Sierra-ს სრულიად ელექტრო ვარიანტი გაიტანოს. ამ ტიპის მანქანებზე მოთხოვნა აშშ-ში ტრადიციულად მაღალია, ხელისუფლების მიერ აღებული ტრანსპორტის ეკოლოგიურობის კურსი კი კლასიკური მაკომპლექტებლების მოყვარულებს აიძულებს განიხილონ მანქანების ელექტრო ვერსიები. Tesla-ს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული პიკაპის მასობრივი წარმოება ტეხასში არსებულ საწარმოში მომდევნო წლის ბოლოსკენ უნდა დაიწყოს. პირველად ბაზარზე გამოვა ვერსიები ოთხი წამყვანით, ორი და სამი ელექტრო ძრავით. http://bit.ly/3pkimMl
-
Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრედ გარლინგჰაუსის (Brad Garlinghouse) განცხადებით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია (SEC) ამზადებს სარჩელს კომპანიის წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია ამერიკული მარეგულირებლის კონკრეტული პრეტენზიები, მაგრამ გარლინგჰაუსმა თქვა, რომ SEC-ის გადაწყვეტილება გახლავთ ნაბიჯი მთელი კრიპტო ეკოსისტემის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, გარლინგჰაუსი და Ripple-ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი უნდა იყვნენ საქმის მოპასუხეები. გარლინგჰაუსმა Twitter-ზე დაწერა: ”დღეს SEC-მა გადაწყვიტა კრიპტო ინდუსტრიაზე თავდასხმა. კომისიის თავმჯდომარე ჯეი კლეიტონი თავის ბოლო გადაწყვეტილებაში ცდილობს გამარჯვებულების შერჩევას და კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ინოვაციების შეზღუდვას. ჩვენ ვიცით, რომ კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი აყვავდება. Ripple გააგრძელებს XRP-ის გამოყენებას, რადგან ეს არის საუკეთესო ციფრული აქტივი გადახდისთვის - სწრაფი, იაფი, მასშტაბირებადი და ენერგოეფექტური. SEC-მა სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად და აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერით არ უნდა აირჩიოს ინოვაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი პირდაპირ ეხმარება ჩინეთს. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ სასამართლოში და მზად ვართ გავიმარჯვოთ, ბრძოლა ახლახანს დაიწყო! " The Wall Street Journal-ის ინფორმაციის თანახმად სასამართლოში განიხილება აღიარებულ უნდა იქნეს თუ არა XRP ფასიან ქაღალდად და დარეგისტრირდეს თუ არა SEC-ში. მაისში, Bitcoin Manipulation Abatement-მა საჩივარი შეიტანა Ripple-ის წინააღმდეგ, დაადანაშაულა კომპანია ინვესტორების მოტყუებასა და XRP-ის, როგორც არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების, გაყიდვაში. კვლავ გრძელდება კამათი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს XRP ფასიან ქაღალდად. BTC-ისა და ETH-ისგან განსხვავებით, რომელთა მოპოვება ეტაპობრივად ხდება, 2012 წელს Ripple-მ გამოუშვა 100 მილიარდი XRP და კვლავ რჩება უმრავლესობის მფლობელობაში. ეს მართლაც ჰგავს აქციების გამომშვები კომპანიის ქმედებას. ანალიტიკოსი პიტერ ბრანდტი მიიჩნევს, რომ XRP უნდა იყოს აღიარებული, როგორც ფასიანი ქაღალდი. ამასთან, სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) ყოფილმა თავმჯდომარემ კრისტოფერ ჯანკარლომ და კონგრესმენმა ტომ ემერმა განაცხადეს, რომ მათი აზრით, XRP არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს. შეგახსენებთ, ადრე Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამერიკული მარეგულირებლის მხრიდან ზეწოლის გამო კომპანია შესაძლოა აშშ-დან დიდ ბრიტანეთში გადავიდეს. http://bit.ly/3rfoJ5r
-
ტაივანურ გამომცემლობა DigiTimes-ის უფასო წვდომის გვერდებზე გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო სიახლე. სერვერული აღჭურვილობის გაგრილების სისტემების მწარმოებელი კომპანიები, როგორც ირკვევა, დარწმუნებულნი არიან, რომ Intel და AMD მომდევნო თაობის პროცესორებს ბაზარზე 2021 წლის პირველ ნახევარში გამოიტანენ. Intel-ის შემთხვევაში ეს იქნება 10-ნანომეტრიანი Ice Lake-SP სერიის პროცესორები, რომლებიც მასობრივი რაოდენობით მეორე კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი. როგორც ჩანს, AMD EPYC Milan სერიის პროცესორების წარდგენა პირველ კვარტალში შედგება. მოყვანილია Intel-ის მომდევნო თაობის სერვერული პროცესორების გამოშვების გრაფიკი. 2022 წლის პირველ კვარტალში წარდგენილი იქნება 10-ნანომეტრიანი პროცესორები Sapphire Rapids, 2023 წლის პირველ ნახევარში მზად იქნება 7-ნანომეტრიანი პროცესორები Granite Rapids, 2024 წელს კი გამოვა Diamond Rapids გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. AMD-ის გეგმები გაცილებით მოკრძალებულია - ცნობილია, რომ 5-ნანომეტრიანი EPYC Genoa პროცესორები Zen 4 არქიტექტურით გამოჩნდება 2022 წლის მეორე კვარტალში. http://bit.ly/37EiIaI
-
Nissan-ის დიზაინის განყოფილებამ წარადგინა ფუტურისტული სრული ზომის პერსონალური სატრანსპორტო საშუალების მოდელი GTR-X, რომლის შექმნა 2050 წლისთვისაა დაგეგმილი. კონცეფციის ავტორია ნიჭიერი დიზაინერი ჯებომ ჩოი, რომელმაც სტაჟირება გაიარა Nissan Design America-ში. GTR-X მალე ვერ აიწყობა, თუმცა ეს გახლავთ შესანიშნავი გამოხატულება, თუ როგორ ხედავენ მომავალს ახალგაზრდა სპეციალისტები და რა ტექნოლოგიების განვითარებაა საჭირო იდეების რეალიზებისთვის. დიზაინერის ჩანაფიქრის თანახმად თავად მანქანა წარმოადგენს ეგზოჩონჩხს, რომელიც განკუთვნილი იქნება ადამიანის გადაყვანისთვის საყოველთაო გამოყენების გზებზე. ეს არ იქნება ავტომობილი ან სატრანსპორტო პლატფორმა, არამედ რაღაც სკაფანდრის მსგავსი, რომლის კონსტრუქცია ჰორიზონტალურია და ექნება საბურავები. საბურავები სფეროსებრია და შეუძლიათ ბრუნვა ყველა მიმართულებით, 360 გრადუსით. GTR-X-ის პილოტი ეგზოჩონჩხში განთავსებული იქნება სახით წინ, რაც საშუალებას იძლევა მანქანა იყოს მეტად დაბალი, შემცირდეს წინაღობა და უზრუნველყოფილ იქნას ძალიან სწრაფი აჩქარება. კონსტრუქციაში მოცემული არ იქნება საქარე მინა და ფანჯრები - ყველა სახის ინფორმაცია მოდის კამერებისა და სენსორებისგან და მიეწოდება პილოტის ვირტუალური რეალობის ჰედსეტს. არ იქნება მოცემული მართვის ელემენტები, მართვა განხორციელდება მენტალურად, ტვინის პირდაპირი ბრძანებებით. შედეგად გაუმჯობესდება საგზაო ვითარებებში რეაქციის სიჩქარე, პილოტი და ეგზოჩონჩხი ერთ მთლიანობად იქცევიან. მანქანის ძრავი წარმოდგენილია პლაზმური ბირთვის სახით და აქვს უსასრულო მუშაობის პოტენციალი. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება მისი კონტროლი ან როგორ უნდა იქნას დაცული პილოტი მაღალი ტემპერატურისგან კორპუსში, რომლის სიგრძე მხოლოდ 3 მეტრია. თუმცა, სწორედ ეს გახლავთ კონცეპტის არსი - გამოტოვებულ იქნას მსგავსი დეტალები და ინჟინრები და კონსტრუქტორები წახალისდნენ პროგრესის მიღწევისთვის. http://bit.ly/3nzNaIp
-
პირველი კრიპტოვალუტის მზარდი პოპულარობა არ ემუქრება ძვირფასი ლითონის სტატუსს, თუმცა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მასზე, როგორც თავდაცვითი აქტივის მოთხოვნაზე, დარწმუნებულია ამერიკის ბანკი. Bitcoin-მა შეიძლება შეამციროს მოთხოვნა ოქროზე, მაგრამ ის არ ჩაანაცვლებს მას, როგორც თავდაცვითი აქტივი - დარწმუნებულნი არიან Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიუხედავად Bitcoin-ის მზარდი პოპულარობისა, ისინი მას ვერ მიიჩნევენ ოქროსთვის საფრთხედ, წერს Bloomberg. „ზოგი ინვესტორი შეშფოთებულია იმით, რომ Bitcoin-ი ჩაანაცვლებს ოქროს, როგორც ინფლაციისგან თავის დაცვის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კრიპტოვალუტის პოპულარობა იზრდება, ჩვენ მას რეალურ საფრთხედ არ განვიხილავთ ”- აღნიშნა Goldman Sachs-მა. ბანკის ანალიტიკოსებმა განმარტეს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები გამჭვირვალობის არარსებობის გამო თავს არიდებენ პირველ კრიპტოვალუტასთან მუშაობას. ამავე დროს, საცალო ინვესტორების სპეკულაციური მოქმედებები Bitcoin-ს აყალიბებს "ზედმეტად სარისკო აქტივად". 2020 წელს ჰეჯ-ფონდები, სადაზღვევო და საზოგადოებრივი კომპანიები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციას ბიტკოინში. დეკემბერში One River Asset Management-მა, მილიარდერ ალან ჰოვარდთან ერთად განაცხადა, რომ შეიძინა 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტის კრიპტოვალუტა. ახალი ფონდი, რომელიც სპეციალურად ამოქმედდა კრიპტოვალუტებში ინვესტიციების ჩადებისთვის, 2021 წლის დასაწყისისთვის Bitcoin-სა და Ethereum-ში აქტივების მოცულობის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას გეგმავს. მსხვილი ინვესტორების მიერ კრიპტოვალუტის ყიდვის შესახებ სიახლეები უფრო ხშირად ჩნდება Bitcoin-ის ფასის ზრდის დროს. 17 დეკემბერს აქტივის ღირებულებამ პირველად ისტორიაში მიაღწია 23.8 ათას აშშ დოლარს. 18 დეკემბერს Binance-ზე მონეტის ფასი 22.9 ათასი აშშ დოლარი იყო. Bitcoin-მა განაახლა თავისი ისტორიული მაქსიმალური ღირებულება იმ მოვლენიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, როდესაც მონეტის ფასმა პირველად მიაღწია 20 ათას აშშ დოლარიან დონეს. ეს რეკორდი ნარჩუნდებოდა 2017 წლის დეკემბრიდან. მიმდინარე წლის 12-13 მარტს კრიპტოვალუტამ განიცადა ერთ-ერთი უდიდესი კოლაფსი მთელი ისტორიის მანძილზე - მისი ფასი 50%-ით მეტით შემცირდა - 7.9 ათასიდან 3.8 ათას აშშ დოლარამდე. თუმცა, 7 მაისს, BTC-ის ღირებულებამ 10 ათას აშშ დოლარს მიაღწია და 10 თვის განმავლობაში ზრდამ 520%-ს გადააჭარბა. http://bit.ly/2WyKCys
-
Geekbench 5-ის ახალი ტესტები გვიჩვენებენ სამომავლო მობილური ჰიბრიდულ პროცესორ AMD Ryzen 9 5900HX-ის (Cezanne) წარმადობას. არსებული ცნობებით, მას ექნება Zen 3 ბირთვები და, როგორც ჩანს, კონკურენციის გაწევა Intel-ის დესკტოპ-პროცესორებისთვისაც კი შეეძლება. მათთვის, ვინც Cezanne-ის შესახებ ცნობებს არ ადევნებდა თვალყურს: Ryzen 9 5900HX, დიდი ალბათობით, იქნება AMD-ის ახალი ფლაგმანური APU ლეპტოპებისთვის. სუფიქსი HX სავარაუდოდ აღნიშნავს მაღალ ენერგომოხმარებას და, შესაბამისად, გაზრდილ წარმადობას. Ryzen 9 5900HX ჩაანაცვლებს არსებულ ფლაგმანურ Ryzen 9 4900H ჩიპს, ექნება რვა უახლესი Zen 3 ბირთვი (16 ნაკადი), რითაც უზრუნველყოფილი იქნება შესრულებული IPC-ინსტრუქციების კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი. გარდა ამისა, Ryzen 9 5900HX-ს ექნება მესამე დონის 16 მბ ქეშ-მეხსიერება, რაც ორჯერ მეტია Ryzen 9 4900H-თან შედარებით. Geekbench 5-ის თანახმად, Ryzen 9 5900HX პროცესორის საბაზისო სიხშირეა 3.3 გჰც, Turbo-სიხშირე - 4.71 გჰც-მდე. ასე რომ, თუ შევადარებთ Ryzen 9 5900HX-ის შედეგს, რომელიც გამოქვეყნდა ტესტების მონაცემთა ბაზაში, იგი ერთბირთვიან რეჟიმში 23.7%-ით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე Ryzen 9 4900H. მეორე მხრივ, მრავალნაკადიანი წარმადობა დაახლოებით იმავე დონეზე დარჩა - მხოლოდ 2.2%-ით მეტია ამჟამად არსებულ ფლაგმანთან შედარებით. AMD-ის ახალი მობილური ფლაგმანი Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე კარგად წარმოაჩენს თავს Intel Comet Lake-S დესკტოპ პროცესორთან მიმართებაშიც. Ryzen 9 5900HX 12.9%-ით სწრაფია ერთნაკადიან რეჟიმში Core i7-10700K-თან შედარებით და მისი თანაბარია მრავალნაკადიან დატვირთვაში. უფრო მეტიც, Ryzen 9 5900HX 8.5%-ით აღემატება Core i9-10900K-ს ერთბირთვიან რეჟიმში. ეს შესანიშნავი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ Core i7-10700K და Core i9-10900K 125 ვატი სიმძლავრის დესკტოპ პროცესორებია. ბოლო ცნობების თანახმად, მობილური Ryzen 5000 სერიის წარდგენა შედგება 12 იანვარს CES 2021-ზე AMD-ის პრეზენტაციის ფარგლებში. http://bit.ly/2LLMGkk
-
აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტოს ინჟინრები მუშაობენ რობოტებზე, სახელწოდებით Mars Dog, რომლებიც შესაძლოა სასარგებლონი აღმოჩნდნენ მარსის შესწავლისთვის. საფუძვლად აღებულია Boston Dynamics-ის ოთხფეხა რობოტი Spot. პლანეტების შესასწავლი თანამედროვე ყველგანმავლები, როგორც წესი, აღჭურვილნი არიან ოთხი ან ექვსი საბურავით, რითაც უზრუნველყოფილია ბრტყელ, ერთგვაროვან რელიეფზე გადაადგილება. NASA-ს ინჟინრებმა Ames Research Center-ისა და McGill University-ის მკვლევარებთან ერთად გადაწყვიტეს ამ კონცეფციისთვის გვერდის ავლა. ამის ნაცვლად ისინი გეგმავენ რობოტი-ძაღლების შექმნას, რომლებსაც შეეძლებათ ავტონომიურად იმოძრაონ არა მხოლოდ მარსის ზედაპირზე, არამედ გამოქვაბულებიც შეისწავლონ. პროექტის ფარგლებში რობო-ძაღლი მიიღებს მართვის ახალ სისტემა NeBula-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზეა დაფუძნებული. შედეგად მკვლევარებს ხელთ ექნებათ ავტონომიური მექანიკური ერთეულები, რომლებიც თანამედროვე როვერებთან შედარებით მსუბუქი, მანევრირებადი, კომპაქტური და სწრაფია. სულ შეიქმნება სამი რობოტი-ძაღლი, ერთ-ერთი მათგანი ორიენტირებული იქნება გამოქვაბულების კვლევაზე და აღჭურვილი იქნება მექანიკური მკლავი-მანიპულატორით, დანარჩენი ორი კი განკუთვნილია ზედაპირზე გამოყენებისთვის. სამივე რობოტი აღჭურვილი იქნება სენსორებითა და ინსტრუმენტებით, რომლებიც დედამიწაზე მონაცემებს რეალურ დროში გადასცემენ. Mars Dog-ის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ შეუძლია ფეხზე წამოდგეს, თუ მოძრაობისას დაეცემა, თანამედროვე როვერები ამგვარ შესაძლებლობას არ ფლობენ. ამჟამად ხდება Mars Dog-ის ტესტირება და მას ასწავლიან სხვადასხვა ისეთ დაბრკოლების გადალახვას, როგორებიც მას მარსზე შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიგზავნება Mars Dog პირველ კოსმოსურ მოგზაურობაში. http://bit.ly/2LTpAZg
-
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (FinCEN) გამოაქვეყნა შემოთავაზება იმ კრიპტოსავალუტო ტრანზაქციების რეგულირების შესახებ, რომლებიც ხორციელდება მომხმარებლების კუთვნილი საფულეების მეშვეობით. შესაძლოა დაიწყოს იმავე მოთხოვნების დაწესება, რაც უკვე ვრცელდება ბირჟებისა და სხვა კრიპტო სერვისების მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე. წინადადების მიღების შემთხვევაში საკუთარ კრიპტო საფულეში ცენტრალიზებული ბირჟიდან კრიპტოვალუტის გადატანისას საჭირო გახდება მიმღების პიროვნების დადასტურება და ბირჟას მოუწევს ამ მონაცემების შენახვა. FinCEN გვთავაზობს გაძლიერებული მოთხოვნების გამოყენებას 3 ათას აშშ დოლარს ზემოთ არსებული ტრანზაქციების შემთხვევაში. თუკი ტრანზაქციის თანხა 10 ათას აშშ დოლარს აღემატება, კომპანიებმა პირდაპირ სააგენტოს უნდა აცნობონ. მარეგულირებელი ორგანო აპირებს უზრუნველყოს, რომ შეუძლებელი გახდეს წესების გვერდის ავლით რამდენიმე მცირე ნაწილად დაყოფილი ტრანზაქციების განხორციელება. საზოგადოებრივი კომენტარების შეგროვებას FinCEN 2021 წლის 4 იანვრამდე გეგმავს. ცნობილ ექსპერტ ანდრეას ანტონოპულოსის აზრით, ეს დარტყმა იქნება ბირჟებსა და კასტოდიალურ საფულეებზე, რომელთაც მოუწევთ დამატებითი ძალისხმევა გასწიონ და მომხმარებლები აიძულონ განახორციელონ უფრო მეტი მოქმედება. „მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ მისამართი თქვენ გეკუთვნით მასზე თანხის გადატანისთვის. მიმდინარე წელს ეს იქნება 3 ათას აშშ დოლარიანი დონე. მომდევნო წელს ისინი ბარიერს შეამცირებენ ინფლაციის გათვალისწინებით. დროთა განმავლობაში ყველა ტრანზაქცია კონტროლირებადი გახდება“ - განაცხადა მან. ”ეს მათ შესაძლებლობას მისცემს შეაგროვონ საფულეების მფლობელთა უზარმაზარი მონაცემთა ბაზა Chainalysis-ის მონაცემებზე დაყრდნობის გარეშე, რაც ყოველთვის არადამაჯერებელ ხასიათს ატარებს. ახლა ხელისუფლებას ექნება საფულეების მფლობელების დადასტურებული სია ”, - კომენტარი გაუკეთა FinCEN-ის ინიციატივას The Block-ის ანალიტიკოსმა ლარი ჩერმაკმა. მან ამ წინადადებას უწოდა მომხმარებლის კონფიდენციალურობაზე აშკარა შეტევა, მაგრამ აღნიშნა, რომ წინადადება არ არის თავსებადი DeFi -სერვისებსა და სხვა პროტოკოლებთან, რომლებიც შეუძლებელია დაექვემდებაროს KYC პროცედურას. „ვფიქრობ, მომხმარებლები კრიპტოვალუტებს გადაიტანენ იდენტიფიცირებულ საფულეებში, შემდეგ კი Tornado Cash-ის ან სხვა მიქსერის მეშვეობით გაატარებენ, სანამ ესეც არ აიკრძალება“ - აღნიშნა ჩერმაკმა. შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლება რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებდა და კრიპტოინდუსტრიას "გამოსამშვიდობებელ საჩუქარს" უმზადებდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან წასვლისას - ამის შესახებ ნოემბერში განაცხადა Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა. მისი აზრით, ამგვარი წინადადების მიღების შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ არაკონტროლირებად პლატფორმებს, თავად სიტუაცია კი შეერთებულ შტატებს ფინანსური ცენტრის სტატუსის დაკარგვას უქადის. http://bit.ly/2KFzDQO
-
კომპანია SpaceX ილონ მასკის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რაც კომპანიას საშუალებას მიცემს კაპიტალიზაცია ორჯერ გაზარდოს, ასევე განიხილება მარსის კოლონიზება 20 წლის განმავლობაში. სულ ახლახანს SpaceX-ის კაპიტალიზაცია 36.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კომპანიის ღირებულება 46 მილიარდია. კომპანიის მენეჯმენტი არ აპირებს ამაზე გაჩერებას: SpaceX მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან, რათა კიდევ ერთხელ მიიღოს „ინვესტიციის რაუნდი“, რითაც გაორმაგდება მისი კაპიტალიზაცია. ჯერჯერობით მოლაპარაკებებმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს: ინვესტორები არ არიან დარწმუნებულნი, რომ კომპანია ნამდვილად შეძლებს მიზნის მიღწევას. აგვისტოში მათთან ბოლო გარიგებამ კომპანიას კიდევ 1.9 მილიარდი აშშ დოლარი მოუტანა. SpaceX აგრძელებს ფულის გამომუშავებას კოსმოსური მისიებიდან და მუშაობს რაკეტა Starship Mars-ზე, რომლის გაშვების ღირებულება ილონ მასკის თქმით არ აღემატება 2 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა იმის გამო, რომ დედამიწა და მარსი მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ არიან განლაგებულნი ხელსაყრელ მდებარეობაზე, კოლონიზაციისთვის საჭირო ყველანაირი აღჭურვილობის ტრანსპორტირება შეიძლება გაგრძელდეს 20 ან მეტი წელი. http://bit.ly/2KFKNVK
-
კომპანია Sapphire-მა წარადგინა ფლაგმანური გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 6900 XT NITRO+. მანამდე კომპანიამ წარადგინა მოდელები Radeon RX 6800 XT და RX 6800 ამავე შესრულებით. გაგრილების უზარმაზარი სისტემის გამო Sapphire Radeon RX 6900 XT NITRO+ დაფას სჭირდება გაფართოების სამი სლოტი კომპიუტერის კორპუსში. ვიდეო დაფის სიგრძე 310 მილიმეტრს შეადგენს. Radeon RX 6900 XT-ის წარმოდგენილ ვერსიას გრაფიკული პროცესორის მცირე ქარხნული აჩქარება გააჩნია. წყარო: VideoCardz ვიდეო დაფის გეიმინგ სიხშირეა 2050 მჰც, Boost-სიხშირე - 2285 მჰც, რაც 1.6%-ით მაღალია AMD-ის ეტალონურ მაჩვენებლებთან შედარებით. დაფას აქვს ორმაგი BIOS-სისტემა უხმაურო და მაღალი წარმადობის მუშაობით. დამატებითი კვებისთვის დაფა აღჭურვილია 8-პინიანი კონექტორით, რაც საკმაოდ საინტერესოა, რადგან ამ დროისთვის წარდგენილი არარეფერენსული Radeon RX 6900 XT ვარიანტების უმეტესობას სამი ამგვარი კონექტორი გააჩნია. მეორე მხრივ, PCI Express 4.0 ინტერფეისი და ორი 8-პინიანი კონექტორი უზრუნველყოფს 375 ვატის მიწოდებას, რც საკმარისი უნდა იყოს Radeon RX 6900 XT NITRO+ დაფისთვის თანაც მცირე მარაგის არსებობით. მოცემული ვარიანტის ენერგომოხმარების მაჩვენებლად კომპანია აცხადებს 340 ვატს. კომპანიის რეკომენდაციაა გამოყენებულ იქნას 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. ვიდეო დაფაზე ხელმისაწვდომია ინტერფეისების სტანდარტული ნაკრები: სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა კომპანია Radeon RX 6900 XT NITRO+ SE ვერსიის გამოშვებას, როგორც ეს მოხდა Radeon RX 6800 XT და RX 6800 მოდელების შემთხვევაში. NITRO+ SE ვარიანტი გამოირჩევა ქულერების ARGB-განათებითა და ხელმისაწვდომი USB Type-C პორტით. http://bit.ly/3p3K9jS
-
Bitcoin-ის ფასი 400 000 აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, განაცხადა Guggenheim Partners-ის ინვესტიციების დირექტორმა სკოტ მაინერდმა Bloomberg TV-ს ეთერში. მისივე თქმით, Guggenheim Partners-ის ანალიტიკოსები ამ დასკვნამდე ორი ფაქტორის საფუძველზე მივიდნენ: პირველი - კრიპტოვალუტის შეზღუდული ემისია და მისი ღირებულება ოქროსთან მიმართებაში. ”Bitcoin-ი ფლობს ოქროს მრავალ ატრიბუტს და ამავდროულად არაჩვეულებრივი ფასეულობა გააჩნია ტრანზაქციების თვალსაზრისით,” - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა. მან დაამატა, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ციფრული აქტივის სწრაფმა ზრდამ მოკლე დროში. თუმცა მის შესყიდვას 20 ათას აშშ დოლარს ზემოთ ფასის პირობებში მაინერდმა „ცოტა პრობლემატური“ უწოდა. Guggenheim Partners განაგებს 270 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს. ნოემბერში კომპანიამ გამოაცხადა, რომ აპირებს პორტფელის ნაწილი მიმართოს Bitcoin-ტრასტ Grayscale-ისკენ. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბრის ღამეს პირველი კრიპტოვალუტის ფასმა განაახლა ისტორიული მაქსიმუმი 22000 აშშ დოლარს ზემოთ დონეზე. http://bit.ly/34mHM3M
-
ფრანგულმა კომპანია Wizama-მ შეიმუშავა სპეციალური კონსოლი SquareOne სამაგიდო თამაშების მოყვარულთათვის. რეალურად, ეს არის მოზრდილი ზომის ციფრული დისპლეი, რომელიც იცვლება იმის მიხედვით, თუ რა თამაშს ჩატვირთავთ მასში. კონსოლს შეუძლია აკონტროლოს და ამოიცნოს ინდივიდუალური ბარათები, კამათლები და კოჭები, რომლებსაც სათამაშოდ იყენებთ. SquareOne წარმოადგენს კომპიუტერისა და სამაგიდო თამაშის ჰიბრიდს და აერთიანებს ორივე მათგანის საუკეთესო მახასიათებლებს. ჩვეულებრივ თამაშებთან შედარებით კონსოლი მნიშვნელოვან უპირატესობებს გვთავაზობს - ონლაინ თამაში, დინამიური სწავლება და თამაშის შედეგის შენახვის შესაძლებლობა მოგვიანებით გასაგრძელებლად. ერთადერთი ნაკლოვანება ის არის, რომ კონსოლი სულ ახლახანს გამოჩნდა და ჯერჯერობით მცირე რაოდენობის თამაშების მხარდაჭერა გააჩნია. SquareOne-ის ახლანდელ ასორტიმენტში შედის - აეროჰოკეი, გველები და კიბეები, ჩინური შაში და ლუდო. ეს გახლავთ მეტად მარტივი თამაშები, რომელთაც არ აქვს ისეთი კლასიკისთვის დამახასიათებელი სიღრმისეულობა, როგორებიცაა Settlers of Catan ან Ticket to Ride. ეს სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება. Wizama-მ დადო ხელშეკრულება Ravensburger-თან - სამაგიდო თამაშების გერმანელ გამომცემელთან, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გააფართოვოს პროდუქციის ასორტიმენტი. უკვე მიმდინარეობს Urban Rivals-ისა და Cthulhu Wars-ის პორტირება კონსოლზე და 2021 წელს Wizama SquareOne-ზე წვდომას გახსნის დამოუკიდებელი დეველოპერებისთვის. კომპანია ახლა თანხებს აგროვებს SquareOne-ის Kickstarter-ზე გამოშვებისთვის, კონსოლი მომავალ წელს გამოვა ბაზარზე. წინასწარი შეკვეთის ფარგლებში კონსოლის ფასი იწყება 499 ევროდან. ვიდეო: https://bit.ly/3r8ScOn http://bit.ly/37qllg3
-
MSI-მ განაცხადა, რომ კომპანიის რამდენიმე ახალმა მონიტორმა, რომელთა დებიუტი კომერციულ ბაზარზე შედგება უახლოეს დროში, მიიღო CES 2021 Innovation Awards-ის ჯილდო. ეს მოდელები გახლავთ Optix MPG321QRF და Optix MPG341QR, აგრეთვე პორტატული მოდელი Optix MAG163. მონიტორი Optix MPG321QRF 32-დუიმიანია, გაფართოებაა WQHD ფორმატი - 2560 × 1440 პიქსელი. გეიმინგ დონის ამ მოწყობილობაში რეალიზებულია მთელი რიგი ჭკვიანი ფუნქციები. სისტემა Adaptive Brightness 2.0 ავტომატურად ახდენს სიკაშკაშის ოპტიმიზაციას, ტექნოლოგია Night Vision AI აუმჯობესებს ჩამუქებული, ბნელი ადგილების ხილვადობას და აღემატება კონკურენტებს. რეჟიმი AI Crosshair თამაშში უზრუნველყოფს სამიზნის ჯვარედინ მონიშვნას. მოდელი Optix MPG341QR 34-დუიმიანია და შეესაბამება WQHD ფორმატს. პანელის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. გათვალისწინებულია ფუნქციები Adaptive Brightness 2.0 და Night Vision. რაც შეეხება პორტატულ მონიტორ Optix MAG163-ს, იგი ულტრათხელია: სისქე მხოლოდ 5 მილიმეტრს შეადგენს. გამოყენებულია მატრიცა Rapid IPS დიაგონალით 15.6 დუიმი, რომლის გაფართოებაა Full HD (1920 × 1080 პიქსელი). მხარდაჭერილია სენსორული მართვის რეჟიმი. https://bit.ly/37tdFcP
-
მოკლევადიანი პოზიცია დოლარში და გრძელვადიანი - Bitcoin-ში აღმოჩნდა პოპულარობით მეორე და მესამე თემები Bank of America/BofA Securities-ის გამოკითხვაში, რომელიც ჩატარდა ჯამურად 535 მლრდ აშშ დოლარის აქტივების 127 მმართველს შორის. გამოკითხვა განხორციელდა 4-19 დეკემბრის პერიოდში. ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე Bitcoin-მა ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. 217 მონაწილედან 33 მიიჩნევს, რომ ყველაზე ჭარბი იყო პირველი კრიპტოვალუტის პოზიციონირება გრძელვადიან პერსპექტივაში. 37 მმართველ პირს მსგავსი აზრი აქვს დოლარის მოკლევადიან პოზიციებთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად „გადატვირთულად“ ყოველმა მეორემ დაასახელა გრძელვადიანი პოზიციები ტექნოლოგიურ აქციებში. 2021 წელს მმართველი პირები ფსონებს აკეთებენ განვითარებადი ბაზრის კაპიტალის ზრდაზე, ინდექს S&P 500-ის მუდმივ ზრდასა და ნავთობის ფასების აღდგენაზე. გამოკითხულთა 5%-ზე ნაკლებს სჯერა Bitcoin-ის ზრდის, როგორც შემდეგი წლის მთავარი იდეის. შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის ანალიტიკოსების აზრით 2021 წელს პირველი კრიპტოვალუტის ფასის რყევების დიაპაზონი შეიძლება იყოს 10.000–50.000 აშშ დოლარი. მათი აზრით, მიმდინარე კონსოლიდაცია შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვე გაჭიანურდეს, მაგრამ შემდგომი ზრდა გაგრძელდება. გასულ კვირას Glassnode-ის ანალიტიკოსებმა მიუთითეს ექვს საზომზე, რომლებიც იმ ნიშნულებს ქვემოთ იმყოფება, რომლებიც ფიქსირდებოდა 2017 წელს Bitcoin-ის რეკორდის მიღწევისას. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მეტყველებს Bitcoin-ის პოტენციალზე - გაიზარდოს 200 ათას აშშ დოლარზე მეტად. http://bit.ly/3gQFBKV
-
10 სექტემბერს Microsoft-მა გამოუშვა ფლაგმანური სმარტფონი Surface Duo, რომელიც ამჟამად მხოლოდ აშშ-ში იყიდება. შემოდგომის ბოლოს, Microsoft-მა განაცხადა, რომ დაიწყება Surface Duo სმარტფონის გაყიდვა ევროპაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში. სმარტფონის ბაზარზე გაშვება დაგეგმილია 2021 წლის დასაწყისისთვის. მომხმარებლები აშშ-დან აღნიშნავენ, რომ სმარტფონს აქვს გარკვეული პრობლემები კორპუსთან დაკავშირებით (ბზარები ჩარჩოში დამუხტვის კონექტორთან), ასევე კომუნიკაციის ნაწილობრივი დაკარგვა მონაცემთა გადაცემის დროს. სანამ იგი გამოვა ევროპულ ბაზარზე, არსებული პრობლემები უნდა გამოსწორდეს. სმარტფონი Surface Duo წარმოდგენილია დასაკეცი მოწყობილობის ფორმატში და აქვს ორი AMOLED-დისპლეი. თითოეული მათგანის დიაგონალი 5.6 დუიმს შეადგენს, გაფართოება - 1800*1350 პიქსელია. ორივე ეკრანი დაცულია სუპერმტკიცე Gоrilla Glass 5 მინით. Surface Duo აღჭურვილია ARM-ჩიპსეტით Snapdragon 855, რომელიც ასეთი ტიპის ფლაგმანური სმარტფონისთვის მოძველებულად მიიჩნევა. ბატარეის მოცულობის საშუალო მაჩვენებელია 3575 მა/სთ, აქვს 18-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. დაკეცილ მდგომარეობაში კორპუსის სისქე 9.6 მილიმეტრია, გახსნილ მდგომარეობაში - 4.8 მმ. ინტეგრირებული კამერა მხოლოდ 11-მეგაპიქსელიანია. განსაკუთრებულ ნაკლოვანებად ითვლება NFC მოდულისა და 5G სტანდარტის მხარდაჭერის არარსებობა. ამჟამად არსებული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ Microsoft-ის სმარტფონი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს დასაკეცი ეკრანის მქონე სმარტფონებზე. http://bit.ly/3ntwF0C
-
AMD-ის ხელმძღვანელი პირების ბოლოდროინდელი კომენტარი იმედს გვაძლევს, რომ Ryzen Zen 3 მობილური პროცესორები გამოვა მომავალი წლის დასაწყისში. კოდური დასახელება Cezanne-ის სახელით ცნობილმა Ryzen 7 5800H-მა უკვე დატოვა კვალი Acer Nitro ლეპტოპის შემადგენლობაში, Geekbench 5 მონაცემთა ბაზაში. AMD Ryzen 7 5800H პროცესორი, წყაროს თანახმად, შეიცავს რვა ბირთვს მრავალნაკადიანობის მხარდაჭერით, ბირთვების სიხშირის დიაპაზონია 3.2-დან 4.45 გჰც-მდე. გარე წყაროებიდან ცნობილია, რომ Zen 3 თაობის გამოთვლითი ბირთვები უნდა თანაარსებობდეს ამ პროცესორში Vega თაობის ინტეგრირებულ გრაფიკასთან. ასეთი პროცესორები წარმოებული უნდა იყოს 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ამჟამინდელი ვერსიის შესაბამისად. როგორც ჩანს, ლეპტოპი აღჭურვილია 16 გბ DDR4-3200 მეხსიერებით, AMD სავარაუდოდ არ უჭერს მხარს DDR5 ტიპს მობილურ სეგმენტში 2022 წლამდე. წყარო: Geekbench Ryzen 7 4800H Renoir თაობის პროცესორი, რომელიც აღჭურვილია რვა ბირთვით (2.9-დან 4.2 გჰც-მდე სიხშირე), შეიძლება ჩაითვალოს მითითებული Cezanne-მოდელის უშუალო წინამორბედად. რაც შეეხება მხარდაჭერილ მეხსიერებას, Cezanne პროგრესს არ დემონსტრირებს, სიჩქარის მხრივ სხვაობა შესაძლოა განპირობებული იყოს გრაფიკული ქვესისტემის მოდერნიზაციით, Zen 2-დან Zen 3-ზე გადასვლით, აგრეთვე ბირთვების სიხშირის 250-300 მეგაჰერცით გაზრდით. Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში Ryzen 7 4800H-ზე დაფუძნებული ანალოგიური კონფიგურაციის ლეპტოპის ტესტირების შედეგების არსებობა საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ, რომ ახალი პროცესორი უზრუნველყოფს სიჩქარის 20%-იან ზრდას. http://bit.ly/388ErXh
-
Bitcoin-ი კონსოლიდირდება ახალ ისტორიულ მაქსიმუმებზე, თუმცა პოპულარული Altcoin-ების ფასის რეკორდები უკან დარჩა. Coin Metrics-ის ანალიტიკოსები ამაში კრიპტოვალუტების ბაზრის ჯანმრთელ მდგომარეობას ხედავენ. ექსპერტებმა წარმოადგინეს სქემა, სადაც ნაჩვენებია XRP-ის, Bitcoin Cash-ის, Cardano-სა და EOS-ის ფასების დაცემა ATH-დან 85-93%-ით. Ethereum-ის ფასი 41%-ით ჩამორჩება 2018 წლის დასაწყისის პიკს. ცოტა ხნის წინ Bitcoin-თან ერთად მხოლოდ Chainlink-მა და Binance Coin-მა განაახლეს რეკორდები. მონაცემები: Coin Metrics. ექსპერტების აზრით, ასეთი შეუსაბამობა მიანიშნებს იმაზე, რომ ბაზრის მონაწილეები უკეთესად ორიენტირდებიან ონჩეინ-მეტრიკებში. ინვესტორები სამომხმარებლო აქტივობის კონცენტრირებას ახდენენ უფრო ძლიერ ფუნდამენტალურ აქტივებში. ანალიტიკოსების აზრით, არსებული ვითარება განსხვავდება იმისგან, რაც სამი წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც ბაზრის ეფექტურობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო. კერძოდ, მის ზრდას ხელი შეუწყო სხვა კრიპტოვალუტებში მოკლე პოზიციების გახსნის შესაძლებლობის გაჩენამ, Bitcoin-ისა და Ethereum-ის პარალელურად. ”მიუხედავად იმისა, რომ „Bubble“-ბი შეიძლება საბოლოოდ დამანგრეველი იყოს, ისინი ძალიან ეფექტურია ინდუსტრიაში ახალმოსულთა მოსაზიდად, აგრეთვე მრეწველობის მასშტაბის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნის სტიმულირებისთვის”, - გააზიარეს მკვლევარებმა თავიანთი მოსაზრებები. ბევრი ინვესტორი, რომლებსაც დიდი დანაკარგები ჰქონდათ წინათ, აღარ დაბრუნებულან ბაზარზე. ანალიტიკოსები ასე ხსნიან საცალო ვაჭრობის დღევანდელ მოთხოვნას. ადრე Coin Metrics-ის თანადამფუძნებელმა ნიკ კარტერმა Bitcoin-ის ფასის აქტიური ზრდა ფიატური ვალუტების ინფლაციითა და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის განვითარებით განმარტა. http://bit.ly/2K804yQ
