Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. ჩინეთის სიანის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში შევიდა სამი წლით ადრე დაგეგმილი სახმელეთო კომპლექსი კოსმოსიდან დედამიწაზე ენერგიის გადაცემის ტექნოლოგიების შესამოწმებლად. 75 მეტრის სიმაღლის ფოლადის კონსტრუქცია ინსპექციამ მიიღო და დაამტკიცა ექსპლუატაციისთვის. კომპლექსი ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების მთელი სპექტრის ტესტირებას, რაც უზრუნველყოფს კოსმოსური მზის ენერგიის წარმოქმნას - ეს იქნება სუფთა ენერგია უწყვეტი წყაროდან. ფოტოს წყარო: Xidian University კონსტრუქცია ზედაპირიდან შეაგროვებს მზის ენერგიას და სადენების გარეშე ანტენების მეშვეობით გადასცეს მას დედამიწას 55 მეტრის დაშორებაზე. კომპლექსის შემადგენლობაში შევა როგორც მზის ენერგიის ეფექტური შეგროვების ტექნოლოგიის შემოწმება, ასევე მის მიკროტალღურ გამოსხივებად გარდაქმნის ტექნოლოგიის, გადაცემის და მიღების საშუალებების და ხელახლა გარდაქმნის შემოწმება. Multi-Rotary (MR SPS) უნივერსიტეტის გუნდი ავითარებს საკუთარ კონცეფციას გეოსტაციონარული ორბიტადან დედამიწაზე ენერგიის გენერირებისა და გადაცემისთვის - კონცეფციის სახელია Orb-Shape Membrane Energy Gathering Array (SSPS OMEGA). ასევე ჩინეთში მუშავდება მზის ელექტროსადგურის კიდევ ერთი კონცეფცია - Multi-Rotary (MR SPS) ანუ მრავალბრუნვადი სადგური, რომელიც შეცვლის მზის პანელების დახრილობის კუთხეს ენერგიის ოპტიმალური გამომუშავებისთვის. და ბოლოს, ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტო - CNSA, აწარმოებს კიდევ ერთ პროექტს ორბიტადან დედამიწაზე ენერგიის გასაგზავნად, ამ პროექტის ფარგლებში კოსმოსში მუშაობის დაწყებას 2028 წელს აპირებენ. როგორც ხედავთ, ჩინეთში მტკიცედ მიიწევენ ერთსა და იმავე მიზნისკენ რამდენიმე მიმართულებით. https://tinyurl.com/579pmapw
  2. შიშისა და სიხარბის ინდექსი 8-მდე დაეცა, 2020 წლის მარტის დონის მსგავსად. იმ დროს Bitcoin-ის ფასმა მიაღწია 3800 აშშ დოლარიან ფსკერს. წყარო: alternative.me. Arcane Research-ის ანალიტიკოსების დაკვირვებით ინდექსი "შიშის ზონაში" 56 დღეა იმყოფება, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. „ბაზრის მონაწილეები უდავოდ დაიღალნენ ამით, ბევრი კაპიტულაციას ახდენს. ისტორიულად ყიდვა მომგებიანი სტრატეგია იყო შიშის დროს. თუმცა, ვარდნის დაჭერა ადვილი არ არის, ”- გააზიარეს მკვლევარებმა თავიანთი აზრები. კომპანიამ აღნიშნა, რომ ტექნიკური ანალიზის კონტექსტში 20000 აშშ დოლარი არის Bitcoin-ისთვის კრიტიკული დონე, რადგან ეს არის წინა ფასების აღმასვლის პიკი. წყარო: Arcane Research, TradingView. „Bitcoin თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს ვაჭრობდა ციკლის პიკს ქვემოთ. ამიტომ, ამ დონის ქვემოთ შესაძლო ვიზიტმა შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ჰოდლერის კაპიტულაცია და დელევერიჯი“, - აღნიშნეს ექსპერტებმა. ასევე მნიშვნელოვანია ღია ინტერესი Bitcoin-ის ოფციონების მიმართ 20000 აშშ დოლარის ფარგლებში. ეს არის დამატებითი ზეწოლის ფაქტორი სპოტ ბაზარზე, თუ აღნიშნული დონე ვერ გაუძლებს დათვურ შემოტევას. ადრე Glassnode-ის ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ ბაზარი შედის "დათვური ციკლის ყველაზე ღრმა ფაზაში". https://tinyurl.com/3c7fuh5b
  3. Zen არქიტექტურისა და EPYC პროცესორების გამოსვლის შემდეგ შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ AMD დაბრუნდა სერვერების ბაზარსა და HPC სფეროში. მონაცემთა ცენტრის ბევრი მფლობელი და სუპერკომპიუტერების დამპროექტებელი სულ უფრო ხშირად ირჩევს AMD-ს, თუმცა კომპანია ასევე ცდილობს თავისი პოზიციის გამყარებას მანქანური ინტელექტის ბაზარზე, სადაც დიდი ხანია დომინირებს NVIDIA თავისი CUDA ეკოსისტემით. საუბარია ყველა სეგმენტის დაპყრობაზე, დაწყებული დიდი ქლაუდ სისტემების განკუთვნილი პერიფერიული გამოთვლების სფეროდან, რისთვისაც კომპანიას უკვე აქვს „საჭირო სილიკონი და პროგრამული უზრუნველყოფა“. სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა AMD-მ ღონისძიება Financial Analyst Day 2022-ზე. AMD-ს ხელმძღვანელმა ლიზა სუმ აღნიშნა, რომ კომპანიას წინ დიდი სამუშაო აქვს, თუმცა მოსალოდნელ შედეგად ღირს. მასიური აქტიურობა უკვე დაიწყო: აღინიშნება ინტერესი EPYC პროცესორებისადმი ინფერენს-სისტემებში გამოსაყენებლად და Instinct ამაჩქარებლების მიმართ - ნეიროქსელების მომზადების მიმართულებით. ხელოვნური ინტელექტის სისტემებისა და მანქანური სწავლების პროდუქტების ბაზრის ათვისების გეგმა. წყარო: AMD Instinct-თან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია - დღეისათვის იგი არის ერთ-ერთი უმძლავრესი ამაჩქარებელი სუფთა წარმადობის კუთხით, EPYC-მა მიაღწია სიჩქარის სერიოზულ ზრდას ინფერენს-დატვირთვების შესრულებისას დიდწილად ZenDNN (Zen Deep Neural Network) ბიბლიოთეკის წყალობით. ეს ბიბლიოთეკა ინტეგრირებულია პოპულარულ ფრეიმვორქებთან - TensorFlow, PyTorch და ONNXRT. იგი მხარდაჭერილია მეორე თაობით დაწყებულ EPYC პროცესორებზე, თუმცა კომანია წინ წავა და ახალი თაობის პროცესორებში ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს დანერგავს აპარატულ დონეზე. მათ შორის საუბარია ეხება AVX-512 VNNI-ს მხარდაჭერას, რომელიც გამოჩნდება EPYC Genoa-სა და Ryzen 7000-ში. ამ დრომდე ასეთი ინსტრუქციის მხარდაჭერა გააჩნდა მხოლოდ Intel-ის პროცესორებს, კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდა ინვესტიციებს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში. ადაპტური XDNA არქიტექტურა. წყარო: AMD კიდევ ერთი გზაა Xilinx ბლოკებზე დაფუძნებული ჩიპლეტების გამოყენება. ამ ინიციატივას ეწოდება XDNA ადაპტური არქიტექტურა. ბლოკები გამოჩნდა ჯერ კიდევ სერია Versal-ში 2018 წელს, ამჟამად AMD აპირებს ანალოგიური ხელოვნური ინტელექტის მქონე ძრავებით აღჭურვოს ლეპტოპებისთვის განკუთნილი Ryzen: Phoenix Point (2023 წელი) და Strix Point (2024 წელი). იგივე ტექნოლოგია გამოჩნდება EPYC-ში, ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ Zen 5 არქიტექტურაზე დამყარებული ჩიპები მანქანური სწავლების ახალი ოპტიმიზაციით 2024 წელს უნდა გამოვიდეს. ამასთან Xilinx-ის გეგმები ამით არ სრულდება. Zynq მატრიცაზე არსებული გადაწყვეტილებები დიდი ხანია აქტიურად გამოიყენება ინდუსტრიაში, ჯანდაცვაში, სატრანსპორტო სისტემებსა და სმარტ-წარმოებაში. იგივე ეხება ტელეკომუნიკაციის ბაზარს, რომელშიც გამოიყენება Xilinx Versal და ქლაუდ მონაცემთა ცენტრები, რომლებშიც ფართოდაა გამოყენებული ამაჩქარებლები Alveo და Kintex. AMD არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ბაზრის ამ სექტორების დატოვებას. სფეროები და ინდუსტრიები, რომლებიც შეიძლება მოცული იყოს AMD-ის პროდუქტებით. წყარო: AMD კომპანია ასევე აქტიურად ამზადებს ნიადაგს თავის პირველ სერვერულ APU Instinct MI300-სთვის. ROCm პაკეტმა მიიღო ოპტიმიზაცია სწავლებისა და ინფერენსისთვის PyTorch-სა და TensorFlow-ში და ამჯერად იგი შეძლებს იმუშაოს RDNA არქიტექტურის მქონე სამომხმარებლო Radeon მოდელებზე. AMD ასევე ავითარებს SDK-ებს წინასწარ ოპტიმიზებული მოდელებით, რათა გააადვილოს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების შემუშავება და დანერგვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ AMD-ის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის ბაზრის დაფარვა დაფუძნდება სამ საყრდენზე: Ryzen და EPYC პროცესორები მცირე და საშუალო მოცულობის მოდელებისთვის; ამაჩქარებლები და Instinct APU-ები, Xilinx-ის ადაპტირებულ ჩიპებთან ერთად დიდი და ზედმეტად დიდი მოდელებისთვის. AMD-ის ხელოვნური ინტელექტის ყველა ტექნოლოგიის კონსოლიდაცია ერთ პროგრამულ სტეკში. წყარო: AMD უკეთესი კონსოლიდაციისთვის AMD აქტიურად აერთიანებს ერთიან მასივში ამ დრომდე დამოუკიდებელ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს ყველა ტიპის გამოთვლისთვის. ამისთვის ის აქტიურად თანამშრომლობს სხვა კომპანიებთან, მათ შორის ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა Microsoft და Meta. Unified AI Stack-ის კონცეფცია განაგრძობს განვითარებას, მოიცავს უფრო და უფრო მეტ ახალ კომპონენტს, ასე რომ საბოლოოდ ხელოვნური ინტელექტის დეველოპერი შეძლებს გამოიყენოს ინსტრუმენტების ერთი ნაკრები, რომლითაც მხარდაჭერილი იქნება AMD-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები. Intel იგივე მიმართულებით მოქმედებს თავისი oneAPI ინიციატივით. https://tinyurl.com/2p9y4mfe
  4. რესურს VideoCardz-მა დაადასტურა, რომ Intel-მა მიმდინარე კვირაში წარადგინა Arc A380 დისკრეტული გრაფიკული დაფა ჩინეთის ბაზარზე და პირობა დადო, რომ ზაფხულის განმავლობაში გაყიდვების მასშტაბს გააფართოვებს. თავდაპირველად ასეთ ვიდეო დაფებს Intel-ის პარტნიორები წარმოადგენენ მზა კომპიუტერების ნაწილად, თუმცა მოგვიანებით მათი შეძენა შესაძლებელი იქნება ცალკე. ჩინეთისთვის რეკომენდებული ფასი გადასახადების ჩათვლით არის 1000 იუანი, რაც ამჟამინდელი კურსით დაახლოებით 150 აშშ დოლარია. ფოტოს წყარო: Intel ახალ ვიდეო დაფას აქვს მხოლოდ 8 Xe ბირთვი და 1024 ნაკადური პროცესორი, გააჩნია 6 გბ GDDR6 ტიპის მეხსიერება 96-ბიტიანი სალტით, TDP-ის დონე არ აღემატება 75 ვატს და არ საჭიროებს დამატებითი კვების კონექტორს. კომპანიის მონაცემების თანახმად Arc A380 დაახლოებით 25%-ით სწრაფია AMD Radeon RX 6400-თან შედარებით, თუმცა შეუძლია კადრების სიხშირის მხარდაჭერა 60 კადრი/წამში 1080p გაფართოების გამოყენებისას ისეთ პოპულარულ თამაშებში, როგორებიცაა League of Legends, Moonlight Blade, Naraka: Bladepoint და PUBG: Battlegrounds. უზრუნველყოფილია რეითრეისინგის აპარატული აჩქარება და მხარდაჭერილია DirectX 12. https://tinyurl.com/mrxppjw9
  5. 11 ივნისს პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითმა (7-დღიანი მოძრავი საშუალო) მიაღწია ყველა დროის ახალ მაქსიმუმს - 231 EH/s-ს. წყარო: Glassnode. Bitcoin-ის ფასის დაცემამდე ქსელის გამოთვლითი სიმძლავრე ოდნავ დარეგულირდა 227,8 EH/s-მდე. 8 ივნისს ციფრული ოქროს მოპოვების სირთულე გაიზარდა მაისის ვარდნის შემდეგ. თუმცა ინდიკატორი მაქსიმალურ მაჩვენებელზე ვერ დაბრუნდა. BTC.com-ის თანახმად ჰეშრეითის წილში ლიდერობას ინარჩუნებს ამერიკული მაინინგ პული Foundry USA. რეიტინგში მას მოსდევს Poolin (13.69%) და AntPool (11.49%). წყარო: BTC.com. მაისში Bitcoin-ის მაინერების შემოსავალი აპრილთან შედარებით 22%-ით შემცირდა 906 მლნ აშშ დოლარამდე. ივნისში პირველი კრიპტოვალუტის ტეხასელმა მაინერებმა შეზღუდეს ელექტროენერგიის მოხმარება ამინდის პირობების გამო. https://tinyurl.com/4dwhj3ur
  6. Intel Arc Alchemist-ის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა მისი პირველადი მახასიათებლები. მათ გამოჩენაზე კომპანია MSI-ში იზრუნეს, სადაც სტენდზე განათავსეს გეიმინგ პერსონალური კომპიუტერი Core i5-12400F პროცესორით და Arc A380 ამაჩქარებლით. გარკვეული დროის შემდეგ იგი ვიტრინიდან მოხსნეს, თუმცა ენთუზიასტებმა მოასწრეს და ნახეს, რომ მასში მოცემული იყო 6 გბ GDDR6 მეხსიერება 96-ბიტიანი სალტით, ასევე 8 Xe ბირთვი. იგივე ვიდეო დაფა დაფიქსირდა ვიდეოთამაშებში. კერძოდ, გამოქვეყნდა მისი მაჩვენებლები შემდეგ თამაშებში: PUBG (94 fps), Overwatch (100 fps), League of Legends (200 fps) და Eternal Catastrophe (85 fps). ყველა ტესტი ჩატარდა სტრანდარტულ 1080p გაფართოებაზე. პერსონალური კომპიუტერის დანარჩენი მახასიათებლები, რომელშიც მოწყობილობა გაიტესტა, უცნობი დარჩა. შეგახსენებთ, რომ Arc გრაფიკული პროცესორების პირველი ტალღა მთლიანად ჩინეთში წავა, სადაც კიბერსპორტის მიმართ მზარდ ინტერესს „მოემსახურება“. როგორც ადრე ცხადდებოდა, აღმოსავლეთ აზიაში არის გეიმინგ კაფეების სწრაფად მზარდი სეგმენტი, რომელსაც ესაჭიროება დიდი მოცულობის ბიუჯეტი და საშუალო კლასის ვიდეო დაფები და Intel იმისთვის, რომ შექმნას "ბაზრის ახალი მოთამაშის" კარგი იმიჯი - გამოიყენებს შანსს და დააკმაყოფილებს აზიის მოთხოვნას, სხვა რეგიონებში კი თანდათან გაფართოვდება. https://tinyurl.com/ycxrwekw
  7. როგორც ცნობილია, RTX 30 სერიის ვიდეო დაფების გამოშვება გეგმის მიხედვით ვერ წავიდა: თავდაპირველად იყვნენ მაინერები, შემდეგ ჩიპების დეფიციტი და ჯამში გამოშვებიდან ორი წლის შემდეგ მცდელობები იყო - გაყიდულიყო თავდაპირველად დაგეგმილი მოცულობის ნაწილი მაინც. მოახლოვებულია ახალი თაობის გამოსვლაც და ამჟამინდელი თაობის მოწყობილობების გაყიდვა კიდევ უფრო გართულდება. ასეა თუ ისე, გამოსავალი ნებისმიერ ფასად არის მოსაძებნი. პორტალი VideoCardz აცხადებს, რომ NVIDIA-მ მოიფიქრა რა ქნას ასეთ რთულ სიტუაციაში. გადაწყვეტილება შემდეგია: RTX 40 სერიის საბაზისო ამაჩქარებლების გამოსვლის გადავადება სექტემბრიდან ოქტომბრამდე ან მის შემდეგ. საბაზისო მოდელებში მოიაზრება RTX 4070, 4080 და 4090. ამრიგად, თუ NVIDIA განაცხადებს უახლოეს დროში თარიღის მცირე გადავადების შესახებ, ეს მას საშუალებას მისცემს შეამციროს მიმდინარე თაობის დაფების ფასი, შექმნას მათზე დამატებითი მოთხოვნა, საბოლოოდ მოამზადოს ახალი თაობა გამოშვებისთვის, აგრეთვე შეძლებისდაგვარად დააცარიელოს RTX 30-ის მარაგი. ულტრაბიუჯეტური GTX 1630-ის გამოშვების დროც სავარაუდოდ გადაიწევს. მეორე მხრივ, RTX 40-ის ანონსი გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიმერებისთვის ახალი ჩიპები სექტემბერში გახდება ხელმისაწვდომი. იმის გათვალისწინებით, რომ მათ შესახებ არსებული ინსაიდერული ინფორმაცია საკმაოდ მიმზიდველია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე მოძველებული ვიდეო დაფების ნაადრევი შეძენა ვინმეს სწორ არჩევანს მოეჩვენება. ასევე უცნობია RTX 40-ის ფასი. თუკი სიმძლავრის გამო გაზრდილი ფასი მეტისმეტი გამოვა, RTX 30 შეძლებს ბაზარზე კონკურენციის გაგრძელებას. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რიგითი მომხმარებელი მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება: თუკი RTX 40-ის გამოსვლა გადაიდება, მიმდინარე თაობის დაფების ფასები ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახდება. RTX 30-სა და RTX 40-ს შორის განსხვავებას სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ მცირე, კომპანია ვერ შეძლებს მათ გაყიდვას იმავე ფასების სეგმენტში. ძველი დაფების საცალო ფასი ადრე თუ გვიან უნდა შემცირდეს. https://tinyurl.com/3je2m5tu
  8. 13 ივნისის ღამეს პირველი კრიპტოვალუტის ფასი 25000 აშშ დოლარამდე შემცირდა, Ethereum-ის - 1300 აშშ დოლარამდე. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. სტატიის წერის მომენტისთვის Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 25600 აშშ დოლარია. CoinGecko-ს მიხედვით კრიპტოვალუტის ღირებულებას დაახლოებით 6.5% მოაკლდა დღეში. ამავე პერიოდში Ethereum 8.9%-ით გაიაფდა. მისი ამჟამინდელი ფასია 1313$. გრაფიკების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველი და მეორე კრიპტოვალუტების ფასების კლებას თან ახლდა ვაჭრობის მოცულობის ზრდა. ETH/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. ფლაგმანების კვალად თითქმის მთელი ბაზარი წითელ ზონაში გადავიდა. ბოლო დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა Solana-მ (-13,4%) და Dogecoin-მა (-11,4%). წყარო: CoinGecko. მთლიანი კაპიტალიზაცია თითქმის 6%-ით შემცირდა და 1.1 ტრილიონ აშშ დოლარზე ნაკლებს შეადგენს. BTC-ის დომინირების ინდექსია 45.3%, ETH-ის - 15.1%. Coinglass-ის თანახმად ფიუჩერსების ბაზარზე 500 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პოზიციები ლიკვიდირებულია. შიშისა და სიხარბის ინდექსმა კრიპტო ინდუსტრიაში 11 ქულას მიაღწია („ექსტრემალური შიში“). 10 ივნისს Bitcoin-ის ფასი 30 ათას აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა აშშ-ში ინფლაციის დაჩქარების შესახებ სიახლის ფონზე. იმავე დღეს ანალიტიკოსმა, ფსევდონიმით PlanC, აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ ვერ ხედავს ტენდენციის მნიშვნელოვნად შეცვლას უახლოეს მომავალში. MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა აღნიშნა, რომ ინფლაციამ „Bitcoin-ის მსგავსად პიკს არ მიაღწია“. ორშაბათი ტრადიციულ ბაზრებზეც შემცირებით დაიწყო. ჰონკონგის Hang Seng 3.19%-ით შემცირდა, იაპონური Nikkei 225 კი - 3.01%-ით. Nasdaq Technology Index-ის ფიუჩერსები 4.44%-ით შემცირდა, ხოლო S&P 500 - 2.91%-ით. შეგახსენებთ, რომ Guggenheim Partners-ის საინვესტიციო დირექტორმა სკოტ მაინერდმა აღნიშნა, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი შეიძლება 8000 აშშ დოლარამდე დაეცეს. ადრე Bitcoin-ის კრიტიკოსმა პიტერ შიფმა "დიდი ალბათობით მოსალოდნელი" უწოდა ვარაუდს, რომ აქტივის ფასი 10 ათას აშშ დოლარამდე დაეცემა 30-ათასიანი დონის მკვეთრი გარღვევის შემთხვევაში. Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა დაუშვა კრიპტოვალუტების ბაზარზე შემდგომი ვარდნა. მისი აზრით მომდევნო რამდენიმე კვარტალი არასტაბილური იქნება უოლ-სტრიტზე არსებული ნეგატივის გამო. https://tinyurl.com/3exsbbt5
  9. მეორე კვარტალის დასრულებამდე არც ისე დიდი დრო რჩება, ამიტომ Morgan Stanley-ს ექსპერტებმა გადაწყვიტეს საანგარიშო პერიოდი შეაჯამონ ბაზრის მონაწილეების აქტივობაზე მოქმედი უარყოფითი ფაქტორების კუთხით. ანალიტიკოსების აზრით ინვესტორების ძირითადი ნაწილი პირველ რიგში შეშფოთებულია ნახევრადგამტარი კომპონენტების მუდმივი დეფიციტით. ნახევრადგამტარ კომპონენტებზე მოთხოვნის შემცირების ალბათობა ინვესტორებსა და მომწოდებლებს გაცილებით ნაკლებად აწუხებს, თუმცა ეს პრობლემა შეიძლება მეორე ადგილზე დადგეს. ფოტოს წყარო: Getty Images Morgan Stanley-ის წარმომადგენლების თქმით კომპანიების უკვე გამოქვეყნებულმა კვარტალურმა ანგარიშებმა გაამართლა მათი მოლოდინი, ამ თვალსაზრისით სიურპრიზები არ ყოფილა. ბაზრის მონაწილეებს შორის დიდი შეშფოთებაა უკრაინის ომის, ასევე ჩინეთის ლოქდაუნის მიერ გამოწვეული შედეგების მხრივ. მოგეხსენებათ, ბევრი ექსპერტი ელოდება მოთხოვნის შემცირებას სმარტფონებისა და კომპიუტერების სეგმენტში, მაგრამ კომპონენტების მომწოდებლების თვალსაზრისით ამ ფაქტორის გავლენა შეიძლება შემცირდეს ბაზრის სხვა სეგმენტებიდან მოთხოვნის გადანაწილებით. https://tinyurl.com/5n6eu7y5
  10. ფინანსური ანალიტიკოსებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე AMD-მ დაადასტურა გეგმა მაღალი წარმადობის Ryzen Threadripper 7000 სერიის დესკტოპ (HEDT) პროცესორების გამოშვების შესახებ. ეს ჩიპები ბაზარზე 2023 წელს გამოვა და დამყარებული იქნება Zen 4 არქიტექტურაზე. ფოტოს წყარო: AMD Ryzen Threadripper 7000 პროცესორებში წარმოდგენილი იქნება 96-მდე ფიზიკური ბირთვი 192-მდე ვირტუალური ნაკადის დამუშავების მხარდაჭერით. ისინი წარმოებული იქნება კომპანია TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და ჩაანაცვლებენ ამჟამად აქტუალურ Chagall სერიის (Ryzen Threadripper Pro 5000WX) ჩიპებს, რომლებიც მაღალი წარმადობის სამუშაო სადგურებში გამოიყენება. Ryzen Threadripper 7000 პროცესორებს აქვთ იმდენივე ბირთვი, რამდენიც სერვერულ პროცესორ EPYC Genoa-ს, ამიტომ, დიდი ალბათობით, მათში გამოყენებული იქნება იგივე კრისტალები, მაგრამ რამდენიმე გათიშული ბლოკით. Ryzen Threadripper 7000 სერიის პროცესორებში გამოყენებული იქნება პროცესორის უახლესი კონექტორი. დეტალები ჯერჯერობით მიუწვდომელია, არაოციფიალური ინფორმაციით მისი სახელწოდება იქნება Socket TR5 ან SP5r2. აქტუალური TR4 გამოიყენებოდა Threadripper-ის ყველა თაობაში, Zen, Zen 2 და Zen 3 არქიტექტურებზე. სავსებით სარწმუნოა, რომ ახალ პლატფორმასაც ხანგრძლივი მხარდაჭერა ექნება AMD-ის მხრიდან. როგორც ჩანს, Ryzen Threadripper 7000-ს დიდი ფართობი, რაშიც დავრწმუნდებით, შეფუთვაზე არსებულ გამოსახულებას თუ შევხედავთ. გეგმავს თუ არა კომპანია Zen 4C ბირთვებზე პროცესორების ვერსიების ან ქეშ-მეხსიერების გაზრდის 3D V-Cache ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე მოდელების გამოშვებას - ჯერჯერობით უცნობია. ეს სიახლეები AMD-ის სამომავლო გეგმის რუკაზე არ არის, მაგრამ კომპანია მიუთითებს, რომ გეგმები შეიძლება შეიცვალოს. https://tinyurl.com/2p8nt75x
  11. VanEck Asset Manager-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან ვან ეკმა Barrons-თან ინტერვიუში ივარაუდა პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდა 250.000 აშშ დოლარამდე. „მაგრამ ამას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. რთულია მისთვის დროის ჩარჩოს დადგენა“, - განაცხადა მან. ვან ეკის თქმით Bitcoin-ს დიდი მომავალი აქვს და უნდა მიაღწიოს ოქროს საბაზრო კაპიტალიზაციის ნახევარს, რაც დაახლოებით 10.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა პირველი კრიპტოვალუტის ეტაპობრივი მიღება ინსტიტუციონალური ინვესტორებისა და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიერ. მან ასევე ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის სარგებელს ფინანსურ სისტემაში ეფექტურობის გაზრდისა და რისკის შემცირების კუთხით. ვან ეკის თქმით ინვესტორებმა კაპიტალის 0.5%-3% უნდა იქონიონ Bitcoin-ში, მაგრამ მან უფრო მეტი წილი გამოყო აქტივის წარმატების რწმენის გამო. ტოპ მენეჯერი ასევე ფლობს Ethereum-ს 2019 წლიდან და ოპტიმისტურად არის განწყობილი Altcoin-ის პერსპექტივის მიმართ. ”მე მიყვარს რაღაცის ყიდვა, ჩემს პორტფელში მოთავსება და ამაზე ფიქრის იდეა,” - განაცხადა მან. Bitcoin-ETF-თან დაკავშირებით VanEck-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას არ სურს დაამტკიცოს ინსტრუმენტი კრიპტო ბირჟებზე იურისდიქციის მიღებამდე. მას ეჭვი ეპარებოდა 2022 წელს აშშ-ის სენატის არჩევნების გამო შესაბამისი კანონპროექტის მიღებაში. მანამდე MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა Bitcoin-ს უწოდა „ყველაზე სანდო რამ არასტაბილურ სამყაროში“. შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში კრიპტო დერივატივების ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელმა მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ ციფრული ოქროს ფასმა უკვე მიაღწია მიმდინარე ციკლის ფსკერს. მაისის ბოლოს JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ის სამართლიან ფასად 38000 აშშ დოლარი დაასახელეს. https://tinyurl.com/ywrjnrje
  12. ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია GeForce GTX 1630 და RTX 40 სერიების გამოსვლის შესახებ, რასაც რამდენიმე წყარო ადასტურებს. NVIDIA ვიდეო დაფა GTX 1630-ის გამოშვებას მიმდინარე კვირაში აპირებდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ კომპანიამ განაახლა ემბარგოს გრაფიკი ამ მოდელზე. ზოგიერთი წყაროს ცნობით NVIDIA-მ წერილი გაუგზავნა თავის პარტნიორებს ახალი ემბარგოს თარიღით, რომელიც მითითებულია, როგორც "აუცილებლად გადასაწყვეტი". დროის გადავადება აიხსნება საჭირო კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებით. აღსანიშნავია, რომ GTX 1630 "GTMK" (Go To Market Kit) ხელმისაწვდომი გახდა 31 მაისს და AIB პარტნიორებმა უკვე გამოუშვეს პირველი გრაფიკული დაფები, რომლებიც ტესტირებას გადიან. ასევე დასრულდა და დამტკიცდა შეფუთვის დიზაინი. მმართველი პარტნიორები ამჟამად ელიან გამოშვების თარიღის განახლებას. გარდა ამისა, გამოვიდა RTX 40 სერიის გამოშვების თარიღების განახლება. უახლესი ინფორმაციის თანახმად RTX 4090-ის გაშვება გადაიდო ერთი თვით აგვისტოდან სექტემბრამდე, RTX 4080 მოდელის - ოქტომბრამდე და RTX 4070-სა - ნოემბრამდე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ გამორიცხავს ვადაზე ადრე ანონსის შესაძლებლობას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს თარიღები არ არის საბოლოო. გრაფიკული პროცესორების ბაზარზე სიტუაცია სწრაფად იცვლება და სტიმული ახლა არის რაც შეიძლება მეტი RTX 30 გრაფიკული დაფის გაყიდვა, სანამ RTX 40 ხელმისაწვდომი გახდება. AIB პარტნიორები ელოდებიან ფასების შემცირებას RTX 30 სერიაზე, მაგრამ NVIDIA-ს ჯერ არ დაუდასტურებია ამგვარი გეგმის არსებობა. https://tinyurl.com/5h3nexhk
  13. პლატფორმა JD-ზე გაჩნდა ინფორმაცია MSI-ს ახალი გეიმინგ დესკტოპის შესახებ, რომლის გაყიდვაც უახლოეს მომავალში დაიწყება. მოწყობილობა დამყარებულია აპარატულ პლატფორმა Intel Alder Lake-ზე. ფოტოს წყარო: JD მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Core i7-12700KF. ჩიპი შეიცავს 12 ბირთვს, მათ შორისაა რვა მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი. შესაძლებელია ერთდროულად ინსტრუქციის 20 ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირე 5 გჰც-ს აღწევს. დესკტოპ კომპიუტერის განსაკუთრებული მახასიათებელია გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A380. ცნობილია, რომ ამ ამაჩქარებელს აქვს 6 გბ GDDR6 მეხსიერება 96-ბიტიანი სალტით. FP32 ბირთვების რაოდენობაა 1024, Xe ბირთვებისა - რვა. აღსანიშნავია, რომ ამაჩქარებელს ქარხნული აჩქარება აქვს. საბაზისო კონფიგურაციის პერსონალურ კომპიუტერს აქვს 8 გბ DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ მოცულობის SSD. კომპლექტაციის შესაბამისად გამოყენებულია 550 ან 650 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. ახალი კომპიუტერების საორიენტაციო ფასი და მიწოდების დრო ამჟამად უცნობია. https://tinyurl.com/zayer8xe
  14. აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) იძიებს, იყო თუ არა Binance-ის BNB ტოკენი ფასიანი ქაღალდი 2017 წელს მისი გაყიდვის დროს. ამის შესახებ წერს Bloomberg წყაროზე დაყრდნობით. Binance Coin (BNB) გამოვიდა 2017 წლის ივლისში. თავდაპირველად ეს იყო ERC-20 ტოკენი Ethereum-ის ბლოკჩეინზე. 2019 წლის აპრილში აქტივი გადავიდა საკუთარ ბლოკჩეინზე. ICO-ს პერიოდში 100 მილიონი BNB გაიყიდა 0.15 დოლარად. 200 მილიონი ტოკენის მთლიანი ემისიიდან 10% მიიღეს „ბიზნეს-ანგელოზებმა“, ხოლო 40% დაჯავშნილი იყო პროექტის დამფუძნებელთა გუნდისთვის. White paper არ აწესებდა ლიმიტებს სიმბოლური გაყიდვის მონაწილეებისთვის. Bloomberg-ის თანახმად მარეგულირებელი ფლობს ინფორმაციას აშშ-ის მინიმუმ ერთი მოქალაქის შესახებ, რომელმაც იყიდა BNB თავდაპირველი გაყიდვისას. ეს საშუალებას აძლევს SEC-ს დაადგინოს თავისი იურისდიქცია, რათა განიხილოს ICO-ები აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კანონების შესაძლო დარღვევის გამოსავლენად. გამომცემლობის ინფორმატორებმა აღნიშნეს, რომ გამოძიებამ შესაძლოა არ გამოიწვიოს სასამართლო პროცესი და შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. Binance-მა განაცხადა, რომ „არ მიაჩნია მიზანშეწონილად კომენტარი გააკეთოს მარეგულირებელ ორგანოებთან მიმდინარე კომუნიკაციაზე, რომელიც მოიცავს განათლებას, დახმარებას და ინფორმაციის მოთხოვნის ნებაყოფლობით პასუხებს“. კომისია ცალკე იკვლევს Binance-ის ამერიკული ქვეგანყოფილების საქმიანობას ინსაიდერული ვაჭრობის კუთხით და ბირჟის დამფუძნებელ Changpeng Zhao-სთან ასოცირებული მარკეტ-მეიკერების საქმიანობას. „Binance.US არის ცალკე აშშ-ზე ორიენტირებული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ემსახურება ადგილობრივ მომხმარებლებს და სთავაზობსიმ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც შეესაბამება აშშ-ის ფედერალურ და სახელმწიფო რეგულაციებს“, - აცხადებენ კომპანიაში. ახალი ამბების ფონზე BNB-ის ფასი დღე-ღამეში 8%-ით - დაახლოებით 281 აშშ დოლარამდე დაეცა. წყარო: CoinGecko. შეგახსენებთ, Reuters-ის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, რომ 2017-დან 2021 წლამდე პერიოდში კიბერდამნაშავეებმა გათეთრეს მინიმუმ 2.35 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის უკანონოდ მოპოვებული თანხები Binance-ის მეშვეობით. https://tinyurl.com/ymezxbkr
  15. კომპანია SK Hynix იყო მეხსიერების პირველი მომწოდებელი, რომელმაც ისაუბრა HBM3-ზე და პირველი, ვინც სრულად განავითარა მეხსიერება ამ სპეციფიკაციის შესაბამისად. კომპანიამ განაცხადა, რომ დაიწყო HBM3 მეხსიერების მასობრივი წარმოება. ამ DRAM მოდულებს Nvidia გამოიყენებს თავისი H100 გამოთვლითი GPU-ებისა და DGX H100 სისტემებისთვის, რომლებიც გაყიდვაში მესამე კვარტალში გამოვა. SK Hynix HBM 3 (KGSD) კრისტალები უზრუნველყოფენ მეხსიერების მაქსიმალურ 819 გბ/წმ სიჩქარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარდაჭერილია მონაცემთა გადაცემის 6400 გბ/წმ-მდე სიჩქარე. მოცულობას რაც შეეხება, თითოეული სტეკი შეიცავს რვა DRAM ჩიპს მოცულობით 2 გბ-მდე, ჯამში 16 გბ. SK Hynix-ს ასევე გააჩნია თორმეტჩიპიანი მოდულებიც მოცულობით 24 გბ-მდე, თუმცა რადგანაც HBM3-ის ძირითადი შემსყიდველი Nvidia-ა, კომპანის რვაჩიპიანი მოდელების წარმოებას იწყებს. HBM3-ის მასობრივი წარმოების დაწყება კარგი სიახლეა SK Hynix-ისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კომპანია იქნება ამ ტიპის მეხსიერების ერთადერთი მომწოდებელი და შეძლებს უპირატესობით სარგებლობას. SK Hynix-ის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია, რომ იგი იწყებს HBM3-ის მასობრივ წარმოებას და არა მისი კონკურენტი Samsung. დროთა განმავლობაში SK Hynix და მეხსიერების სხვა მწარმოებლები შემოგვთავაზებენ HBM3-ებს, რომლებიც მოიცავს 16-მდე 32-გიგაბაიტიან DRAM ჩიპებს 64 გბ მოცულობით, მაგრამ ეს უფრო გრძელვადიანი საკითხია. აღსანიშნავია, რომ Nvidia არ იქნება ერთადერთი კომპანია, რომელიც გამოიყენებს HBM3 მეხსიერებას უახლოეს მომავალში. SiFive-მა ასევე დაამზადა თავისი პირველი HBM3 სისტემა ჩიპზე, რომელიც წარადგინა დაახლოებით ერთი წლის წინ, ასე რომ კომპანიას შეუძლია მსგავსი ტექნოლოგიის შეთავაზება მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, Rambus და Synopsys დიდი ხანია აწარმოებენ HBM3 კონტროლერებს და ფიზიკურ ინტერფეისებს, ასე რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია HBM3-ის მხარდაჭერის მქონე ჩიპსეტების გამოსვლა ხელოვნური ინტელექტისა და სუპერკომპიუტერის აპლიკაციებისთვის. https://tinyurl.com/2yr6r999
  16. ღონისძიება Financial Analysts Day 2022-ზე AMD-მა გააზიარა EPYC სერვერის პროცესორების შემდგომი განვითარების გეგმები. საუბარი იყო უკვე დაანონსებულ პროდუქტებზე, ასევე სრულიად ახალზე, რომელიც განკუთვნილია იმ სეგმენტებისთვის, რომლებიც ადრე არ იყო კომპანიის მიერ ათვისებული. ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ყველაზე ნაკლებად დეტალური აღმოჩნდა კოდური დასახელება Turin-ის (EPYC 7005) მქონე, მეხუთე თაობის AMD Epyc-ის ოფიციალური ანონსი, რომელიც 2024 წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. ეს პროცესორები დამყარებული იქნება გადამუშავებულ არქიტექტურა Zen 5-ზე და დამზადდება შერეული 3- და 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესებით. წარმოდგენილი იქნება სამი სხვადასხვა კრისტალი: ჩვეულებრივი, 3D V-Cache და „ღრუბლოვანი“ (Zen 5c), რომლებიც ოპტიმიზებული იქნება განთავსების სიმჭიდროვის გაზრდაზე. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამგვარად შენარჩუნდება მემკვიდრეობა თაობებს შორის, რაც დამკვეთებს გაახარებს. წყარო: AMD (via Tom's Hardware) უახლოეს დროში ველოდებით AMD EPYC Genoa-ს გამოსვლას, რაც მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში მოხდება. ამ 5-ნანომეტრიან პროცესორებს ექნება 96-მდე Zen 4 ბირთვი, 12 DDR5 არხი, PCIe 5.0-ის და CXL-ის მხარდაჭერა. ამჟამად პირდაპირ არის ნათქვამი CXL-ის გამოყენებით სისტემის მეხსიერების გაფართოების შესაძლებლობის შესახებ. ახალ ტექნოპროცესზე გადასვლამ და ბირთვების რაოდენობის 1.5-ჯერ გაზრდამ გამოიწვია წარმადობის ზრდა + 75%-მდე (მაგალითად მოყვანილია Java SPECjbb ტესტი). Genoa-სთვის საჭირო იქნება ახალი სოკეტი SP5 (LGA6096). მისი გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება პროცესორების კიდევ ორ ვარიანტში. პირველი - ეს არის უახლესი Genoa-X, რომლის დასახელებიდან ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის იგივე Genoa (ასევე 96 ბირთვით), რომელიც აღჭურვილია გაფართოებული L3-ქეშით 3D V-Cache (1 გბ და მეტი მოცულობის). ისევე, როგორც Milan-X, იგი ორიენტირებული იქნება დატვირთვის ისეთ სპეციფიკურ სახეობებზე, რომლებიც სარგებლობენ გაზრდილი ქეშის ხელმისაწვდომობით. ეს არის, მაგალითად, გამოთვლითი ამოცანები და DBMS (მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა). Genoa-X 2023 წელს გამოვა. დიდი მოლოდინით სარგებლობს ასევე სერია Bergamo. ამ პროცესორებს ექნება 128-მდე ბირთვი (256-მდე ნაკადი) და შენარჩუნებული იქნება SP5 სოკეტთან თავსებადობა. ისინი დამყარებული იქნება 5-ნანომეტრიან Zen 4c ბირთვებზე, რაც გარკვეულწილად მოგვაგონებს Intel-ის E-ბირთვებს. თუმცა, Zen 4c-ის ბრძანებები იგივე იქნება, რაც Zen 4-ის შემთხვევაში. AMD-მ არ გაამხილა c-ბირთვების დეტალები, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათში გადაკეთებულია ქეშის იერარქია. ისინი განკუთვნილია ჰიპერსკალირებისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია რესურსების განთავსების სიმჭიდროვე და არა მხოლოდ წარმადობა. 2023 წელს გამოვა "პატარა" EPYC კოდური სახელით Siena. ისინი ოპტიმიზებულია ენერგოეფექტურობაზე და გვთავაზობენ 64-მდე Zen 4 ბირთვს. Siena ორიენტირებულია პერიფერიულ გამოთვლებზე და ტელეკომ-სეგმენტზე. დეტალები მათ შესახებაც ჯერ მწირია. შესაძლებელია ვიხილოთ Ice Lake-D-ს მსგავსი ჰიბრიდები, მათ შორის ინტეგრირებული „ჭკვიანი“ ქსელის კონტროლერები. ყველა ახალი პროცესორებისთვის დამახასიათებელი იქნება Zen 4 (4 ან 5 ნმ) არქიტექტურა, რომელიც წარმადობის მოსალოდნელი ზრდის პარალელურად ახალ შესაძლებლობებს შეიძენს. მათ შორისაა AVX-512-ის მხარდაჭერა და ახალი ინსტრუქციები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დატვირთვისთვის - ის ფუნქციები, რითიც Intel რამდენიმე წლის განმავლობაში ამაყობდა. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Zen 4-ს ექნება მეოთხე თაობის ინტერკონექტი Infinity Architecture, რომელიც საშუალებას იძლევა უფრო მჭიდროდ დაკავშირდეს სხვადასხვა ჩიპლეტი, მათ შორის „სილიკონის“ დონეზე (2.5D და 3D-შეფუთვა). ეს სიახლე გზას უხსნის სხვადასხვა ფუნქციური მოდულის ეფექტურ შეფუთვას მთელი ჩიპის დონეზე კოჰერენტულობის მხარდაჭერით - AMD-მ დაადასტურა Xilinx FPGA-ებისა და მესამე მხარის IP ბლოკების ინტეგრირების შესაძლებლობა. ახალი ინტერკონექტი ასევე თავსებადია CXL 2.0-თან, რაც მნიშვნელოვანია მეხსიერებასთან მუშაობისთვის, მომავალ ვერსიებს ექნება CXL მხარდაჭერა 3.0-ისა და UCIE-სთვის. სწორედ Infinity-ის მეოთხე თაობამ მისცა საშუალება AMD-ს, შეექმნა თავისი პირველი Instinct MI300 სერვერული APU-ები. https://tinyurl.com/2p8ezy2m
  17. 8 ივნისს მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 1.29%-ით 30.28T-მდე. მაჩვენებელი კვლავ რჩება 2022 წლის მაისში მიღწეულ ისტორიულ მაქსიმუმზე დაბალი. წყარო: BTC.com. BTC.com სერვისი პროგნოზირებს, რომ ინდიკატორი დასტაბილურდება დაახლოებით ამჟამინდელ დონეზე მომდევნო გადაანგარიშების შემდეგ. 25 მაისს მაჩვენებელი 4.33%-ით დაეცა და 29.9 T შეადგინა, რაც ყველაზე დიდი შემცირება იყო 2021 წლის ივლისის შემდეგ. Glassnode-ის მიხედვით პირველი კრიპტოვალუტის 7-დღიანი მოძრავი საშუალო ჰეშრეითი უახლოვდება 212 EH/s-ს. გასული წლის განმავლობაში მაჩვენებელი თითქმის 50%-ით გაიზარდა. წყარო: Glassnode. 2022 წლის მაისში Bitcoin-ის მაინერების შემოსავალმა 906 მილიონი დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 22%-ით შემცირდა. https://tinyurl.com/nh54kmf2
  18. დღესდღეობით პოპულარულ HPC სისტემებში ამაჩქარებლები ხშირად თამაშობენ წამყვან როლს წარმადობის უზრუნველყოფაში უნივერსალური გამოთვლითი ბირთვების უზარმაზარი მასივებით. თუმცა ყველა მათგანს დროულად სჭირდება „კვება“ მონაცემებით და აქ ინტერკონექტის გამტარუნარიანობა გამოდის წინა ხაზზე. ერთ დროს NVIDIA-მ DGX A100-ისთვის აირჩია AMD EPYC - იმ დროისთვის ერთადერთი მასიური CPU PCI Express 4.0-ის მხარდაჭერით. თუმცა Intel-მა მოახერხა და საბოლოოდ გაუმკლავდა ტექნოლოგიურ ჩამორჩენას ამ სფეროში ისე, რომ Sapphire Rapids თაობის Xeon პროცესორებმა მიიღეს არა მხოლოდ ახალი გაფართოებები, არამედ PCI Express 5.0/CXL-ის მხარდაჭერა. და ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც NVIDIA-მ კონფერენცია BofA Securities 2022-ზე გამოაცხადა, რომ ახალი DGX H100 სისტემა გამოიყენებს Sapphire Rapids-ს და არა AMD EPYC Genoa-ს, თუმცა დედა დაფის დიზაინი ამ პროცესორისთვისაც იყო შემუშავებული. DGX H100. წყარო: NVIDIA ახალი სისტემა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს, მასში წარმოდგენილი იქნება ორი Xeon Sapphire Rapids პროცესორი, 2 ტბ სისტემური მეხსიერება და Hopper არქიტექტურაზე დამყარებული რვა ერთეული NVIDIA H100 ამაჩქარებელი, რომლებიც გაერთიანებულია მეოთხე თაობის NVLink ინტერკონექტით. ამაჩქარებლების HBM3 მეხსიერების ჯამური მოცულობა იქნება 640 გბ, რაც საკმარისია საკმაოდ სერიოზული მანქანური სწავლების მოდელებისთვის; წარმადობა FP8 რეჟიმში 32 Pflops იქნება. მოწყობილობას ექნება ორი NVMe SSD -თითოეული 1.9 ტბ მოცულობით, მონაცემთა ინტეგრირებული საცავი შედგენილი იქნება 3.84 ტბ მოცულობის რვა NVMe U.2 დისკისგან. საკმაოდ საინტერესოა ქსელის ნაწილიც: DGX H100-ის მართვისთვის ხელმისაწვდომია 10GbE პორტი (50GbE ოფციურად), ძირითადი ქსელი წარმოდგენილია ConnectX-7 და DPU BlueField-3 400G ადაპტერებით. წყარო: Intel კორპორაციის ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰუანგმა აღნიშნა, რომ NVIDIA გააგრძელებს x86 პროცესორების მხარდაჭერას, მათ შორის ახალი სუპერკომპიუტერებისთვის მიუხედავად საკუთარი Grace (Hopper) Arm-პროცესორების სერიის განვითარებისა. ამ ჩიპებში ასევე გამოყენებულია NVLink 4.0 სიჩქარით 900 გბ/წმ და გამოიყენება HGX პლატფორმაში. Intel Sapphire Rapids იმსახურებს ცალკე განსაკუთრებულ შექებას მისი "შესანიშნავი წარმადობისთვის ერთნაკადიან რეჟიმში". ჰუანგმა აღნიშნა, რომ Intel-ის ახალი პროცესორი გადის ჰიპერსკალირების საკვალიფიკაციო ტესტირებას მიერ მთელ მსოფლიოში და ასევე იტესტება, როგორც მთავარი CPU NVIDIA-ს მომავალი სუპერკომპიუტერებისთვის. https://tinyurl.com/4rfe93kn
  19. Jon Peddie Research (JPR) მონაცემებით ვიდეო დაფების მიწოდება პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და 13.4 მილიონი ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი 32.2%-ით აღემატება გასული წლის პირველი კვარტლის შედეგებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი კვარტლის გრაფიკული დაფების მიწოდება საშუალოდ 4.9%-ით ნაკლები იყო მის წინა კვარტალთან შედარებით. კვარტალში გამოვიდა 8.6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დისკრეტული გრაფიკული ბარათები, წინა კვარტლის 12.4 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. ეს განპირობებულია საშუალო ღირებულების კლებით, რასაც ასე ელოდნენ გეიმერები წლების განმავლობაში. Nvidia ლიდერობს ბაზრის 75%-იანი წილით, AMD-ის წილი გაიზარდა 24%-მდე. მეორე კვარტალში მოსალოდნელია ვიდეო დაფების მიწოდების მოცულობის 20%-ით შემცირება. ზრდა მოსალოდნელია წლის ბოლოს ახალი თაობის დაფებისა და ბაზარზე Intel-ის ვიდეო დაფების გამოსვლის გამო. JPR დაახლოებით 35 წელია თვალყურს ადევნებს ვიდეო დაფების მიწოდებას. 1998 წელს მიწოდების მოცულობამ პიკს მიაღწია და შეადგინა 116 მილიონი. 2020 წელს მოხდა მხოლოდ 42 მილიონი გრაფიკული ბარათის მიწოდება, გასულ წელს კი - 50 მილიონის, წერს Techspot. https://tinyurl.com/yreuseem
  20. ამერიკელმა სენატორებმა სინტია ლამისმა და კირსტენ ჯილიბრანდმა წარმოადგინეს ორპარტიული კანონპროექტის სრული ვერსია კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების შესახებ, წერს The Washington Post. დოკუმენტი, სახელწოდებით „საპასუხისმგებლო ფინანსური ინოვაციების კანონი“ მოიცავს ციფრული აქტივებისა და ვირტუალური ვალუტების იურიდიულ განმარტებას, აგრეთვე განსაზღვრავს ზედამხედველობის სააგენტოების უფლებამოსილებებს. კანონპროექტის დებულებები კრიპტოსერვისების პროვაიდერებს ავალდებულებს გაასაჯაროვონ ინფორმაცია, რათა მომხმარებლებმა მიიღონ ინფორმირებული, საფუძვლიანი გადაწყვეტილებები. „კანონპროექტი ადგენს მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც წაახალისებს ინოვაციებს, განავითარებს მკაფიო სტანდარტებს, განსაზღვრავს შესაბამის იურისდიქციულ საზღვრებს და იცავს მომხმარებლებს“, - განაცხადა ჯილიბრანდმა. Cinneamhain Ventures-ის პარტნიორმა Adam Cochran-მა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა „ზოგადად სიცხადეს მოუტანს აშშ-ის კრიპტო ინდუსტრიას, მაგრამ გამოიწვევს უზარმაზარ ხარჯებს და გაზრდის პრობლემებს“. მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დებულებაზე, მათ შორის მოხსენიებული იყო: DAO-ების, ბირჟების და Stablecoin-ების ემიტენტების ლეგალური რეგისტრაციის საჭიროება; Stablecoin-ების ოპერატორები რეგულაციაში ფაქტობრივად გაიგივებულია ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებთან სარეზერვო გირაოს და სხვა გირავნობის სავალდებულო ხელმისაწვდომობასთან; ინფორმაციის გაზიარების მკაცრი მოთხოვნები; ბირჟის ზედამხედველობის მკაცრი ზომები. მისი აზრით პირველი მათგანი მნიშვნელოვან სირთულეებს მოუტანს DeFi-ის პროექტებს, მაგრამ გაართულებს სექტორში არაკეთილსინდისიერ საქმიანობას. სხვა მოთხოვნები გაზრდის ხარჯებს კრიპტო კომპანიებისა და ბირჟებისთვის, მაგრამ გააუმჯობესებს ლისტინგის ხარისხს და მომხმარებელთა დაცვას. ექსპერტმა დადებით ფაქტორებს შორის აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების უმეტესობა მოხვდება CFTC-ის იურისდიქციის ქვეშ, როგორც ციფრული სასაქონლო აქტივები. Cochran-მა აღნიშნა, რომ თუ კანონის მიღება მოხდება, გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზრის მსხვილი მოთამაშეები გაიმარჯვებენ, მაგრამ უახლოეს მომავალში მონაწილეთა 99%-ს "მტკივნეული პერიოდი" ემუქრება. შეგახსენებთ, რომ სენატორებმა ეს კანონპროექტი 2021 წლის დეკემბერში დააანონსეს. მარტში პოლიტიკოსებმა გამოაქვეყნეს მისი ზოგიერთი დეტალი, მათ შორის ზედამხედველობის გაყოფა CFTC-სა და SEC-ს შორის. მაისში ლამისმა განმარტა, რომ დოკუმენტი არ შეიცავს დებულებებს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) შესახებ მათი კლასიფიკაციის სირთულის გამო. https://tinyurl.com/55sxyfbm
  21. კომპანია Samsung Display-მ განაცხადა, რომ შეიმუშავა მსოფლიოში პირველი OLED დისპლეი პორტატული კომპიუტერებისთვის, რომელიც ფლობს 240 ჰერც კადრის განახლების სიხშირეს. ახალი დისპლეი უკვე ჩაეშვა მასობრივ წარმოებაში. ფოტოს წყარო: Samsung პანელის ზომაა 15.6 დუიმი, გაფართოება - QHD - 2560 × 1440 პიქსელი. კონტრასტულობის დონეა 1 000 000:1, რეაგირების დრო - მხოლოდ 0.2 მილიწამი. მხარდაჭერილია VESA DisplayHDR 600 სერტიფიკატი. OLED მატრიცის წყალობით უზრუნველყოფილია მუქი შავი ფერი და უდიდესი ფერთა გამა. ლურჯი სპექტრის მცირე გამოსხივების წყალობით შემცირებულია თვალებზე დატვირთვა ხანგრძლივი გამოყენებისას. ფოტოს წყარო: SamMobile ერთ-ერთი პირველი ლეპტოპი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება Samsung-ის ახალი დისპლეი, იქნება მოდელი MSI Raider GE67 HX. ამ კომპიუტერის მაქსიმალურ კომპლექტაციაში მოცემული იქნება მე-12 თაობის Intel Core i9 პროცესორი და გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 3080 Ti. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. https://tinyurl.com/bdf3rjww
  22. ევროკავშირის ხელისუფლება დიდი ხანია გეგმავს მობილური ელექტრონიკის დამტენი მოწყობილობების უნიფიცირებას, რათა შემცირდეს გარემოზე ზიანის მიყენება ყოველი გაჯეტის ახალი დამტენით უზრუნველყოფის აუცილებლობით. მიმდინარე კვირაში მიღებულ იქნა წინასწარი შეთანხმება და საბოლოო დამტკიცების შემდეგ იგი ძალაში შევა 2024 წლის შემოდგომიიდან. შედეგად მობილური მოწყობილობების ყველა მწარმოებელი ვალდებული იქნება მოწყობილობები წარმოადგინოს USB Type-C პორტით. ფოტოს წყარო: Apple ევროპაში დამტენების ერთიანი სტანდარტის განხილვა გასულ წელს დაიწყო. მისი განხორციელება, წინასწარი შეფასებით, დაზოგავს 250 მილიონ ევროს წელიწადში. შემდეგ ეტაპზე შეთანხმებას ევროპარლამენტმა და ამ ბლოკის 27 ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი. მობილური ელექტრონიკის მწარმოებლებს მოეთხოვებათ ევროპაში გაყიდული ყველა მოწყობილობის გადაყვანა USB Type-C პორტით დამუხტვაზე 2024 წლის შემოდგომიდან. სმარტფონებისა და პლანშეტების გარდა ერთიანი დამტენი პორტით უნდა იყოს აღჭურვილი ლექტრონული წამკითხველები და ციფრული კამერები. „ევროპელ მომხმარებლებს შეეძლებათ გამოიყენონ ერთი დამტენი ყველა მობილური ელექტრონიკისთვის - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოხერხებულობის გაზრდისა და ნარჩენების შემცირებისკენ“, - განაცხადა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა. ამ პერსპექტივას თავდაპირველად Apple-ის ოფიციალური პირების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ევროკომისიის მიდგომა დამუხტვის პორტების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეზღუდავს ინოვაციებს. გასული თვის შუა რიცხვებში ცნობილმა ექსპერტმა Ming-Chi Kuo-მ განაცხადა, რომ Apple უკვე ტესტავს USB Type-C პორტით აღჭურვილი სმარტფონის პროტოტიპებს. იმის გათვალისწინებით, რომ iPad და Mac უკვე გადაერთნენ USB Type-C კონექტორის გამოყენებაზე, iPhone-ისთვის ასეთი მიგრაცია მხოლოდ დროის საკითხია. ევროკავშირის ხელისუფლება ამჟამად უბიძგებს Apple-ს, შეწყვიტოს Lightning კონექტორის გამოყენება სმარტფონების დასატენად და მას, ალბათ, მოუწევს ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება. https://tinyurl.com/mrxebbpm
  23. ცოტა ხნის წინ არაერთმა ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გლობალური ფინანსური კრიზისი მალე დადგება. მათ შორისაა მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც განაცხადა, რომ Tesla-ს პერსონალი 10%-ით შემცირდება. როდესაც ამ ფონზე კომპანიის აქციები დაეცა, მასკმა გადაიფიქრა და ინვესტორებს აცნობა, რომ Tesla პერსონალის სერიოზულ დეფიციტს განიცდის. როგორც აღმოჩნდა, ამავე აზრს იზიარებს Bloomberg Intelligence-ის ბირჟის პროდუქტების უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი. Kitko News-თან ინტერვიუში მან შემდეგნაირი პროგნოზი გამოთქვა: პირველ რიგში, ყველა აქტივი ასე თუ ისე რისკის ქვეშაა: მაიამისა და ტორონტოს აპარტამენტებით დაწყებული - საფონდო ბაზრით დამთავრებული. მეორე რიგში, 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციის ფონზე კრიზისი გარდაუვალი ჩანს. მესამე, მისი შედეგები დაემსგავსება „ფინანსურ განადგურებას“ 1987 და 2008 წლების კრიზისების შემდეგ. მაკგლოუნის თქმით მოსალოდნელი კრიზისი დადებითად იმოქმედებს Bitcoin-ის სტატუსზე. როდესაც კრიზისი დასრულდება, მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტა გახდება პირადი დანაზოგის შესანახად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ანალიტიკოსის აზრით კრიპტოვალუტა მიაღწევს ოქროს ან აშშ-ის ობლიგაციების დონის ნდობას. ამავდროულად, მაკგლოუნის აზრით, Ethereum ახალ სტატუსს მოიპოვებს საზოგადოებაში. https://tinyurl.com/4yw6py42
  24. ყოველწლიურად ვიდეო დაფების მწარმოებლები იცავენ საშუალო და დაბალბიუჯეტურ მოდელებში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტრადიციას. უფრო ადრეულ ვერსიებში ეს დიდად შესამჩნევი არ იყო. მაგალითად, GeForce GTX 960-ის TDP-ის დონე მხოლოდ 120 ვატს შეადგენს. GeForce RTX 2060-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 160 ვატამდე, უფრო ახალი GeForce RTX 3060 მოდელის ენერგომოხმარება კი 170 ვატს შეადგენს. ინსაიდერ Kopite7kimi-ს განცხადებით RTX 4060 დაფა ამ კუთხით ყველა რეკორდს მოხსნის. თუკი ინსაიდერის ინფორმაცია სწორია, RTX 4060 დაფა მოიხმარს მეტ ენერგიას, ვიდრე RTX 3070. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ 3070 დამყარებულია 220-ვატიან შემცირებულ გრაფიკულ პროცესორ GA104-ზე, 4060-ის მაჩვენებელი ნიშნულს გადააჭარბებს, რამდენი ვატით - ჯერ არ კონკრეტდება. აქვე უნდა ითქვას, რომ გავრცელდა ინფორმაცია Wccftech-ის შიდა წყაროებიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი თაობის ვიდეო დაფები დაგეგმილზე ერთი თვით გვიან გამოვა. ამაჩქარებლების გამოსვლას აფერხებს ის ფაქტიც, რომ საწყობები ახლა ივსება RTX 30 ჩიპებით, ხოლო თუ მათი გაყიდვა ნოემბრამდე ვერ მოხერხდა, ისინი ფაქტობრივად ღირებულებას დაკარგავენ. აზრი არ ექნება ძველი თაობის მოწყობილობების ყიდვას, როცა იმავე თაროზეა ახალი დაფები: ცოტა უფრო ძვირი, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი. https://tinyurl.com/2p9pkkrn
  25. კომპანია MSI-მ გეიმინგ მონიტორების ასორტიმენტი შეავსო მოდელ G321CUV-ით, რომელიც აგებულია 31.5 დუიმი დიაგონალის მქონე VA მატრიცაზე. ახალი მონიტორი განკუთვნილია გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერების შემადგენლობაში ან გეიმინგ კონსოლებთან გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: MSI პანელს რკალისებრი ფორმა აქვს: სიმრუდის რადიუსი 1500R-ს შეადგენს. შედეგად უზრუნველყოფილია ვირტუალური სივრცის აღქმის უკეთესი ეფექტი. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მონიტორი 4K ფორმატს შეესაბამება: გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს. სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 კდ/მ2, კონტრასტულობისა - 2500:1. მატრიცის რეაგირების დრო შეადგენს 4 მილიწამს, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცს. მონიტორზე მხარდაჭერილია 78%-იანი DCI-P3 და 103%-იანი sRGB ფერთა გამა. ფუნქცია Night Vision აუმჯობესებს გამოსახულების მუქი მონაკვეთების ხილვადობას. მომხმარებლის თვალების დაცვას უზრუნველყოფს ტექნოლოგიები Anti-Flicker და Less Blue Light. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია DP 1.2, ორი HDMI 2.0 ინტერფეისი, USB 3.1 Type-C პორტი, USB 2.0 ჰაბი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს დისპლეის დახრის კუთხე და სიმაღლე მაგიდის ზედაპირთან მიმართებაში. მონიტორის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. https://tinyurl.com/ynxb5r2m
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.