Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. როგორც ვხედავთ, Arc სერიის მახასიათებლების სრულფასოვან ანონსს Intel არ ჩქარობს. კომპანია ხშირად აკეთებს მცირე კომენტარებსა და განცხადებებს, ასევე საზოგადოება გარკვეულ ინფორმაციას იღებს არაოფიციალური წყაროებიდან. Arc ვიდეო დაფების ზოგიერთი მცირე მახასიათებელი უკვე ცნობილია, საიდანაც შეგვიძლია განვსაჯოთ, რომ Intel არ გეგმავს წარმადობით RTX 3070-ს მაინც მიუახლოვდეს. პორტალ Wccftech-მა გააზიარა Intel-ის პარტნიორებისთვის განკუთვნილი სამომავლო გეგმის მცირე ანალოგი. მისი მიხედვით ჩანს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო Alchemist სერიაში შევა 5 ვიდეო დაფა: A770, A750, A580, A380 და A310. А770: ფლაგმანური ჩიპი. ენერგომოხმარება - 225 ვატი. 16/8 გბ ვიდეომეხსიერება, წარმადობის დონე - RTX 3060 Ti-ს (ოდნავ მცირე) და RX 6650 XT დაფების მსგავსი. ფასი - 400$; А750: მოწინავე მოდელი. ენერგომოხმარება - 225 ვატი. 8 გბ მეხსიერება, წარმადობის დონე - RTX 3060 და RX 6600 დაფების მსგავსი. ფასი - 300$; А580: საშუალობიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 175 ვატი. 8 გბ მეხსიერება. წარმადობის დონე - RTX 3050-ს მსგავსი. 200-230$; А380: დაბალბიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 75 ვატი. 6 გბ მეხსიერება. წარმადობის დონე - GTX 1650-ს მსგავსი (ოდნავ დაბალი). ფასი - 120-130$; А310: დაბალბიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 75 ვატი. 4 გბ მეხსიერება. წარმადობა - GTX 1050 Ti-ს მსგავსი. ფასი - 105$. ბოლომდე გაურკვეველია, როგორ აპირებს Intel - კონკურენცია გაუწიოს Nvidia-სა და AMD-ის საშუალობიუჯეტურ მოდელებს, თუკი ორივე კომპანია მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარადგენს ამაჩქარებლების ახალ თაობას და ის, რაც ადრე იყო მოწინავე სეგმენტი RTX 30-ის შემთხვევაში, გახდება საშუალო სეგმენტი RTX 40-თან შედარებით. თუმცა Intel-ს სამოქმედოდ რჩება ბაზრის დაბალბიუჯეტური სეგმენტი, სადაც იგი, სავარაუდოდ, თავს კარგად იგრძნობს. https://tinyurl.com/yxbp6n47
  2. პროცესორ Intel Core i9-13900K-ს საკვალიფიკაციო ნიმუშის ტესტირება შედგა სინთეტიკურ ბენჩმარკებსა და სამუშაო სცენარებში, რომლებშიც მან მრავალნაკადიანი წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა i9-12900K ჩიპთან შედარებით ბირთვების დიდი რაოდენობის ხარჯზე - 24 (8P+16E) -16 (8P+8E) ბირთვის ნაცვლად. ერთნაკადიან წარმადობაში განსხვავება დიდი არ იყო, იდენტური სიხშირის პირობებში კი - საერთოდ შეუმჩნეველი. ზემოთხსენებული ტესტის ავტორმა, ბლოგერმა EP Extreme Player-იმა პლატფორმა Bilibili-ზე გამოაქვეყნა კიდევ ერთი შედარება, თუმცა ამჯერად თამაშებსა და 3DMark-ზე. შედარება განხორციელდა Z690 პლატფორმაზე 32 GB DDR5-6400 მეხსიერებით და GeForce RTX 3090 Ti გრაფიკული ბარათით. Intel Core i9-13900K ნიმუში მუშაობდა 5.5 გჰც-ზე, ხოლო Core i9-12900K - 4.9 გჰც-ზე. ასევე, ფლაგმანურ Raptor Lake-S-ს აქვს უპირატესობა L2 + L3 ქეშ-მეხსიერებაში, წარმოდგენილია 68 მბ მოცულობა Core i9-12900K-ის 44 მბ-ის წინააღმდეგ. წყარო: EP Extreme Player, Bilibili საშუალო FPS-ის მხრივ თამაშებში სხვაობა არც ისე დიდია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვან მაჩვენებელს აღწევს, მაგალითად FF IX Endwalker-ში მატება 33%-ია. დიდ ყურადღებას იქცევს კადრების მინიმალური რაოდენობის მატება, ამ მხრივ Core i9-13900K ძალიან კარგი აღმოჩნდა და უზარმაზარ უპირატესობას აფიქსირებს RDR2-ში, Forza Horizon 5-სა და PUBG-ში. EP Extreme Player-ის ვიდეოში მოცემულია უამრავი შედარება ცალკეულ თამაშებში სხვადასხვა გაფართოებაზე. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები ენერგომოხმარებაზე, რიგ თამაშებში Core i9-13900K მოიხმარდა 50%-მდე მეტ ენერგიას: მაგალითად RDR2-ში დააფიქსირა მაქსიმალური მაჩვენებელი 162 ვატი იმ დროს, როდესაც i9-12900K მოიხმარდა 123 ვატს. არსებული ცნობების თანახმად პროცესორის ფინალური ვერსია იმუშავებს 5.7-5.8 გჰც-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმადობა მეტი იქნება. ამჟამად არ არსებობს BIOS-ის საბოლოო ვერსიები Raptor Lake-S ტესტირებისთვის. ზოგიერთი მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე განახლებები განკუთვნილია თავდაპირველი მხარდაჭერისთვის და არა ტესტირებისთვის, რამაც შეიძლება გააუარესოს წარმადობა და ენერგომოხმარება https://tinyurl.com/27uwejbu
  3. ციფრულ დოლარს შეუძლია გააძლიეროს ფინანსური სტაბილურობა. ამ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ფინანსების კვლევის ოფისის (OFR) ანალიტიკოსები. ექსპერტებმა გადაჭარბებულად მიიჩნიეს შიში ციფრული დოლარის გამოშვების გამო კრიზისის შემთხვევაში "საბანკო პანიკის" შესაძლებლობის შესახებ. ადრე ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ თავის ანგარიშში აღნიშნა ასეთი რისკები, როგორც CBDC-ის გამოჩენის უარყოფითი შედეგი. OFR-ის ანალიტიკოსების აზრით ციფრული დოლარი ხელისუფლებას წარუდგენს ადრეული გაფრთხილების სისტემას ფინანსურ სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ. ასეთი სიგნალი იქნება ფულის აქტიური კონვერტაცია CBDC-ში. „მონიტორინგი საშუალებას მისცემს ზედამხედველებს უფრო სწრაფად განსაზღვრონ, როდის იწყება საბანკო პანიკა და რეაგირება მოახდინონ პრობლემური ბანკების საფრთხეებზე“, - ნათქვამია დოკუმენტში. ექსპერტების აზრით ასეთმა ცოდნამ შეიძლება შეამციროს დაწესებულებების მსხვილი ინვესტორების შემთხვევაში ამ პროცესის დაწყების სურვილი. ანალიტიკოსებმა ასევე მიუთითეს „სუსტი ბანკის“ მომხმარებლების სტიმულირების შემცირებაზე, რათა ფული გადარიცხონ უფრო სანდო ინსტიტუტში „მშვიდობის დროს“. ეს შესაძლებელი იქნება ფინანსური ინსტიტუტების უფრო კონსერვატიული პოლიტიკის გამო CBDC-ის გამოსვლამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით. „ჩვენ განვიხილავთ [OFR ანგარიშს], როგორც ინსტრუმენტს, რომელიც ციფრული დოლარის მომხრეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი გეგმებისთვის“, - წერს Jaret Seiberg - Cowen Group-ის ანალიტიკოსი. ანგარიშიდან მიღებული დასკვნები შეესაბამება ფედერალური სარეზერვო სისტემის ვიცე-პრეზიდენტ ლაელ ბრეინარდის უახლეს კომენტარს, რომელიც CBDC-ს მიიჩნევს, როგორც ნეიტრალურ სანდო ანგარიშსწორების დონეს მომავალ კრიპტო-ფინანსურ სისტემაში. 2022 წლის ივნისში, BIS-მა ეროვნულ ციფრულ ვალუტებს მომავლის ფულადი სისტემების საფუძველი უწოდა. მანამდე კონგრესის მოსმენაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა გამოაცხადა CBDC-ის განხორციელების სტრატეგიის მომზადების შესახებ. https://tinyurl.com/4drww5s6
  4. მონიტორი AOC U28G2XU გამოვიდა 2021 წლის ოქტომბერში და ეს იყო კარგი მოდელი 4K/144 ჰერცით, თუმცა მასზე ხელმისაწვდომი არ იყო HDMI 2.1 ინტერფეისი, რაც მას ჯამურ მიმზიდველობას უკარგავდა. როგორც ჩანს, AOC-მა მომხმარებელთა თხოვნას უპასუხა U28G2XU2 მოდელის გამოშვებით, რომელსაც აქვს იგივე ეკრანი, რაც ორიგინალს, მაგრამ ამჯერად წარმოდგენილია ორი HDMI 2.1 პორტი. მონიტორს აქვს 28-დუიმიანი IPS პანელი 4K გაფართოებით, რეაგირების დროა 1 მილიწამი G2G, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი. ხელმისაწვდომია ფუნქციების ნაკრები, რომლებიც მორგებულია გეიმერების უმეტესობაზე. სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 ნიტი, შედეგად მონიტორს მინიჭებული აქვს სერტიფიკატი VESA DisplayHDR 400. ეკრანის დანარჩენი მახასიათებლებია - კონტრასტულობის კოეფიციენტი - 1000: 1 და 8-ბიტიანი ფერის სიღრმე, რომლის წყალობით მონიტორი ფლობს 93%-იან DCI-P3 და 99%-იან sRGB სპექტრს. თანამედროვე მონიტორების უმეტესობის მსგავსად მასაც აქვს ჩაშენებული LowBlue რეჟიმი და ციმციმის საწინააღმდეგო ტექნოლოგია თვალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, მხარდაჭერილია FreeSync Premium და აქვს თამაშის ექვსი რეჟიმი (ფერების წინასწარ დაყენება), Dial Point (ჯვარედინი გადაფარვა), PbP და PiP რეჟიმები, Game Colour (ფერის გაჯერება) და Shadow Control - ჩრდილების კონტროლი (შავის გაძლიერება). და ბოლოს, მონიტორს გააჩნია კონსოლის რეჟიმი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დააკავშიროთ თქვენი Xbox Series X|S და PlayStation 5 კონსოლები, რათა ითამაშოთ თამაშები 120 ჰერცი სიხშირით 4K-ში HDR და VRR მხარდაჭერით. მონიტორზე ხელმისაწვდომი ინტერფეისები მოიცავს ორ HDMI 2.1 პორტს, ორ DisplayPort 1.4 პორტს, 3.5-მილიმეტრიან აუდიოკონექტორს და 4-პორტიან USB 3.2 ჰაბს. გარდა ამისა, მოცემულია ორი 3-ვატიანი დინამიკი. ნაკრებში შემავალი სადგამის მეშვეობით შესაძლებელია მონიტორის დახრილობის ცვლილება, შემოტრიალება, ბრუნვა და სიმაღლის რეგულირება, საუკეთესო ერგონომიკა კი მიიღწევა 100×100 VESA სამაგრზე დამაგრების შემთხვევაში. AOC Agon U28G2XU2 ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე თვეში დაახლოებით 1200 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/ytcfupas
  5. Super Heavy რაკეტის ამაჩქარებლის პროტოტიპი, რომლის გამოცდები მეორე დღეს აფეთქებით დასრულდა, ექსპლუატაციას მომავალ კვირას დაუბრუნდება. SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დაწერა, რომ შესაძლებელია ამაჩქარებელი კვლავ გამოჩნდეს ტეხასის საფრენ პლატფორმაზე. ფოტოს წყარო: SpaceX მასკის თქმით ამაჩქარებლის პროტოტიპი შემოწმებისთვის სახელოსნოში დააბრუნეს. საფრენ პლატფორმაზე იგი გამოჩნდება „სავარაუდოდ მომავალ კვირაში“. Super Heavy ამაჩქარებელი ახალი თაობის სარაკეტო სისტემა Starship-ის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. გამშვებ პლატფორმაზე ბოლო ტესტების დროს მოხდა აფეთქება მისი ძრავის განყოფილებაში და დარტყმითი ტალღა, Reuters-ის ცნობით, რამდენიმე მილის რადიუსში გავრცელდა. ადრე SpaceX-მა უკვე განახორციელა Starship-ის სატესტო გაშვებები ამაჩქარებლის გარეშე დაახლოებით 10 კმ სიმაღლეზე, მაგრამ კომპანიას არასოდეს გაუშვია ორბიტაზე სრულმასშტაბიანი 122 მეტრიანი სარაკეტო სისტემა. ზაფხულის ბოლოსთვის კომპანიამ დაგეგმა სადებიუტო ორბიტალური ფრენა, მაგრამ ბოლო ინციდენტმა შეიძლება ეს საკითხი გაართულოს. აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA), რომელიც ზედამხედველობს გაშვების და დაშვების უსაფრთხოებას, განაცხადა, რომ აფეთქებასთან დაკავშირებით „მჭიდრო კონტაქტში“ იმყოფებოდა SpaceX-თან, მაგრამ არ აპირებს ოფიციალური გამოძიების დაწყებას, რადგან ინციდენტი მოხდა ტესტირების დროს და არა რეალური ფრენისას. მასკმა უკვე განაცხადა, რომ კომპანია დააბრუნებს გამაძლიერებელს ანგარში, რათა შეისწავლოს მისი 33 სარაკეტო ძრავი. გუშინ მან გამოაქვეყნა ტვიტი, რომლის მიხედვითაც Starship-ის გაშვება შეიძლება მოხდეს მომდევნო თვეში, თუკი ტესტირება გართულებების გარეშე ჩაივლის. ეს ხომალდი ბიზნესმენის ამბიციის მთავარი ელემენტია - ხალხი მთვარესა და მარსზე წაიყვანოს. გასულ წელს პროექტი NASA-მ შეარჩია, რათა უახლოეს მომავალში მთვარეზე ასტრონავტების გუნდი გაუშვას. უახლოეს მომავალში SpaceX აპირებს Starship-ის გაშვებას ფლორიდაში მდებარე კანავერალის პლატფორმიდან, ხოლო ტესტირება ტარდება SpaceX-ის მოედანზე ტეხასში. https://tinyurl.com/4axudtcu
  6. ივნისის შეჯამების თანახმად აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდის ტემპი მაისის 8.6%-დან წლიური თვალსაზრისით 9.1%-მდე გაიზარდა. ამ ფონზე Bitcoin 19 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა (8,8%). ყოველთვიურად ზრდამ 1.3% შეადგინა პროგნოზირებულ 1.1%-თან შედარებით. ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო 1981 წლის ნოემბრის შემდეგ. წყარო: Trading Economics. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტის ფასი 19330 აშშ დოლარად იყიდებოდა. გასული დღის განმავლობაში აქტივის ღირებულება 3%-ით შემცირდა (CoinGecko). BTC/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. გასული დღე-ღამის განმავლობაში Ethereum-ის ფასმა დაიკლო 3.3%. წერის მომენტში მონეტა 1050$-ის ფარგლებშია. ETH/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. ფლაგმანების კვალად ტოპ-10-დან ყველა კრიპტო აქტივი კაპიტალიზაციის მიხედვით გადავიდა წითელ ზონაში. წყარო: CoinGecko. კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 2.6%-ით შემცირდა. ამჟამად ეს მაჩვენებელი 897.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. Coinglass-ის მონაცემებით ბოლო საათში ფიუჩერსების ბაზარზე 12.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პოზიციების ლიკვიდირება მოხდა, ხოლო დღის განმავლობაში - 242.3 მლნ აშშ დოლარის. აშშ-ის საფონდო ინდექსებმაც ნეგატიური რეაგირება მოახდინა სიახლეზე: S&P 500 0.75%-ით შემცირდა, Nasdaq Composite - 0.43%-ით. Dow Jones Industrial Average-მა დაიკლო 1.02%. 2022 წლის მარტში აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FRS) 2018 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაზარდა საბაზისო განაკვეთი 0.25-0.5%-მდე. შემდეგ Bitcoin-მა და S&P 500-მა დააფიქსირა ზრდა. მაისში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გაზარდა ძირითადი განაკვეთის დიაპაზონი 0.75-1%-მდე წლიურად, რამაც ბაზრების გაკვირვება გამოიწვია. ამ ფონზე პირველი კრიპტოვალუტის ფასმა გარკვეულ მომენტში გადალახა 40 ათას აშშ დოლარიანი დონე, მაგრამ იმავე დღეს დაეცა 36 ათასზე, რაც გაჭიანურებული კორექტირების დასაწყისი იყო. ივნისში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მკვეთრად გაზარდა ძირითადი განაკვეთი 75 bp-ით 1.5-1.75%-მდე. Bitcoin-მა, რომელმაც მანამდე ვერ მიაღწია 30 ათას აშშ დოლარიან დონეს წლიური ინფლაციის დაჩქარების შესახებ ცნობების გამო, რეაგირება მატებით მოახდინა. შეგახსენებთ, რომ Coinglass-ის თანახმად 2022 წლის მეორე კვარტალი ციფრული ოქროსთვის ყველაზე ცუდი იყო ბოლო 11 წლის განმავლობაში. აქტივის ღირებულება 56.2%-ით შემცირდა 45 000 აშშ დოლარიდან 19 884 აშშ დოლარამდე. Galaxy Digital-ის ხელმძღვანელ მაიკ ნოვოგრაცის თქმით კრიპტოვალუტების ბაზარზე რეცესია კიდევ დაახლოებით 18 თვე გაგრძელდება და ინდუსტრია იხილავს აღდგენის პირველ ნიშნებს ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შემდეგ. https://tinyurl.com/sdt3web8
  7. Lenovo-მ გამოაქვეყნა თიზერი ვიდეო Twitter-სა და YouTube-ზე ახალი თაობის ThinkPad X1 Fold-ის შესახებ. ვიდეოს სახელწოდებაა „რას გავაკეთებთ მომავალში“, რაც არაორაზროვნად მიუთითებს, რომ გამოვა ახალი ThinkPad X1 Fold. ახალი მოწყობილობა, როგორც ჩანს, აღჭურვილი იქნება დიდი ზომის დასაკეცი AMOLED-ეკრანით, თუმცა უფრო წვრილი ჩარჩოებით. ვიდეოში ასევე ნაჩვენები იყო მოხსნად კლავიატურა TrackPoint-ის ახალი ვერსია. მოწყობილობას, დიდი ალბათობით, ექნება ჰიბრიდული პროცესორი - მე-12 თაობის (Alder Lake) Intel Core, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელი ჩიპის გამოყენებას აპირებს კომპანია. AMOLED-ეკრანისა და საკმაოდ ვიწრო ჩარჩოების წყალობით დასაკეცი კონსტრუქციის პარალელურად ახალი ThinkPad X1 Fold-ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება მისი პლატფორმა. Intel Lakefield პროცესორები ძლივს უზრუნველყოფენ ბიზნეს-მომხმარებლებისთვის საჭირო წარმადობას, თუმცა Alder Lake ცალსახად გადაჭრის ამ პრობლემას. ამავდროულად, Lenovo-ს ვიდეო ნათლად ასახავს Intel Evo-ს და vPro-ს ლოგოებს ბოლოს, ასე რომ შეგვიძლია ველოდოთ - ახალი ლეპტოპი დააკმაყოფილებს Intel-ის Evo-ს ბრენდის მოთხოვნებს სიჩქარისა და წარმადობის კუთხით. ასევე, vPro უნდა იყოს ბიზნეს/კორპორაციაზე ორიენტირებული სისტემა, ასე რომ დიდი ალბათბით მასზე მხარდაჭერილი იქნება უსაფრთხოებისა და მართვის ყველა ის უახლესი ფუნქცია, რისი შემოთავაზებაც Intel-ს შეუძლია. Lenovo ThinkPad X1 Fold Gen 2 ჰიბრიდული ლეპტოპის (როგორც მას Lenovo უწოდებს) შესახებ საკვანძო კითხვებს შორის არის ის, თუ როდის გახდება ხელმისაწვდომი და რა იქნება მისი ფასი. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიები, როგორც წესი, არ აანონსებენ ახალ პროდუქტებს გაშვებამდე რამდენიმე თვეზე ადრე, Lenovo-ს ახალი დასაკეცი ლეპტოპი სავარაუდოდ გამოვა აგვისტოში ან სექტემბერში. რაც შეეხება ფასებს, რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, რომ Lenovo სავარაუდოდ შემოგვთავაზებს პროცესორების უფრო მეტ მოდელს, ოპერატიული და შიდა მეხსიერების ვარიანტებს ThinkPad X1 Fold Gen 2 ვარიანტში წინა თაობის მოდელთან შედარებით. https://tinyurl.com/yckwz8bp
  8. მიმდინარე წელს (ან შესაძლოა მოგვიანებით) მოსალოდნელია ახალი თაობის გრაფიკული ბარათების გამოჩენა ორი წამყვანი მწარმოებლისგან. Nvidia-ს და AMD-ს ჯერ არ გაუმხელიათ ყველა ინფორმაცია ახალ გრაფიკულ პროცესორებთან დაკავშირებით, მაგრამ არაერთხელ ითქვა, რომ დაფების ენერგომოხმარება გაიზრდება. მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა ინტერვიუ AMD-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტ Sam Naffziger-თან. მან დარწმუნებულობა გამოხატა იმაში, რომ AMD უახლოეს წლებში შეძლებს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული გეგმების რეალიზებას. და მაინც, მოხმარება ჯერჯერობით გაიზრდება. ინჟინრები აწყდებიან მურის კანონის შეზღუდვებს, რომლის იგნორირება შეუძლებელია. არაოფიციალური ცნობით ფლაგმანური Nvidia RTX 4090 მოიხმარს 600 ვატამდე ენერგიას. ამჟამინდელი ყველაზე მომთხოვნი მოდელი 3090 Ti ხარჯავს 450 ვატს. მომდევნო თაობის დაფებს არ ექნება 600-ვატიანი ენერგომოხმარება, თუმცა ასეთივე მოლოდინი არ არსებობს ოდნავ უფრო შორეულ სამომავლო ვიდეო დაფებთან დაკავშირებით. AMD-ის დიაგრამა გვიჩვენებს, რომ 2025 წლისთვის ენერგომოხმარება იზრდება 700 ვატამდე. ამავე დროს, არ არის ნათქვამი, საუბარია მხოლოდ ფლაგმანურ მოდელებზე, თუ უფრო სუსტი დაფებიც ამდენივეს მოიხმარენ. ნებისმიერ შემთხვევაში ვიდეო დაფის ყიდვისას, დიდი ალბათობით, ამავდროულად ახალი კვების წყარო გახდება საჭირო. Naffziger ამბობს, რომ AMD-ს შეუძლია გაზარდოს წარმადობა და გადაჭრას ენერგომოხმარების პრობლემა. Techspot-ის თანახმად კომპანია Infinity Cache-ს მიიჩნევს, როგორც უპირატესობას და ასევე აცხადებს, რომ უპირატესობა გააჩნია Nvidia-სთან შედარებით, როდესაც საქმე ეხება ჩიპლეტების დიზაინს. https://tinyurl.com/2p8setrm
  9. Bitcoin-ის დათვურმა ბაზარმა ღრმა კაპიტულაციის ნიშნებით მიაღწია დასკვნით ეტაპს, თუმცა ფსკერის მოახლოების სიგნალები ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ასეთი დასკვნა გააკეთეს Glassnode-ის ანალიტიკოსებმა. ამჟამინდელ ვითარებას ბევრი საერთო აქვს 2018-2019 წლებში კოტირებების ვარდნასთან. იმ დროს ტენდენცია გაგრძელდა 15 თვე, თითქმის 85% შემცირებით. საბოლოო კაპიტულაციამდე ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მხარდაჭერის შენარჩუნებას 6000 აშშ დოლარის დონეზე. მარცხის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში დაიკარგა ღირებულების 50%. 2022 წელს მიზიდულობის ეს დონე 30 000 აშშ დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. მისი გარღვევის შემდეგ ზარალმა 40%-ს მიაღწია ორ კვირაში. ATH-დან უკანდახევამ 72.3% შეადგინა. წყარო: Glassnode. მიმდინარე კლება გამოწვეულია გაყიდვებით, მათ შორის გრძელვადიანი ინვესტორების მიერ. LTH-SOPR ინდიკატორი 0.67-მდე დაეცა (საშუალო დანაკარგმა 33%-ს მიაღწია). წყარო: Glassnode. ანალიტიკოსებმა ზემოთ მოყვანილი მონაცემები შეუთავსეს მონეტის შეძენის საბაზისო ღირებულებას 22300 აშშ დოლარს და არარეალიზებულ 14%-იან დანაკარგს ბაზრის ამ კატეგორიის მონაწილეებისთვის. ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძირითად ხარჯვას ახორციელებენ ისინი, ვინც Bitcoin-ებს გაცილებით მაღალ ფასად ყიდულობს და ამაში მინიმალურ მონაწილეობას იღებენ 2017-2020 წლებში კრიპტოვალუტის მფლობელები. წყარო: Glassnode. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ფსკერის ფორმირებას, როგორც წესი, წინ უძღვის ორი პირობის შესრულება: სუსტი რწმენის მქონე ინვესტორების (სპეკულანტების) კაპიტულაცია; მონეტების ეტაპობრივი გადაცემა ბაზრის მონაწილეებზე შედარებით დაბალი ფასის სენსიტიურობით (ჰოდლერები). წარსულში „არამომგებიანი“ მონეტების წილი გრძელვადიან ინვესტორებს შორის 34-35%-ს აღწევდა, მოკლევადიანისა 3-5%-მდე შემცირდა. ამ დროისთვის ეს პარამეტრები შეადგენს 28.5% და 16.2%-ს, შესაბამისად. წყარო: Glassnode. „ახლახანს გადანაწილებულმა მონეტებმა ახლა უნდა გაიარონ „მომწიფების“ პროცესი დარწმუნების უფრო მაღალი დონის მქონე მფლობელების ხელში. ფსკერის ფორმირების მრავალი სიგნალის არსებობის მიუხედავად ბაზარს ჯერ კიდევ სჭირდება დრო მდგრადი ზრდის ტრაექტორიაზე გადასასვლელად“, - ხაზგასმით აღნიშნეს სპეციალისტებმა. მაინერებს შორის კაპიტულაცია გრძელდება. თვიური ბალანსის შემცირების ტემპი მაისის შუა რიცხვებში შენელდა 4470 BTC-დან 1350 BTC-მდე. მათ მისამართებზე დარჩა 66.900 BTC. ბოლო ორი თვის განმავლობაში ხარჯებმა შეადგინა 7900 BTC. 2018-2019 წლების დათვური ბაზრის განმავლობაში ტენდენცია გაგრძელდა ოთხი თვე. წყარო: Glassnode. ”მომდევნო კვარტალში შემდგომი გადანაწილების რისკი შენარჩუნდება, თუ მონეტების ფასები არ აღდგება მნიშვნელოვანი მაჩვენებლით,” - დაასკვნეს ექსპერტებმა. მაინინგ-ორგანიზაციებმა ტეხასში მუშაობა შეწყვიტეს ელექტროენერგიაზე ინტენსიური სიცხის შედეგად გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნის ფონზე. ივნისში პირველი კრიპტოვალუტის მაინერების ჯამური შემოსავალი 26%-ით შემცირდა და 668 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მარტიდან ეს მაჩვენებელი სწრაფად იკლებს. https://tinyurl.com/57rwbdx5
  10. ტაივანურმა კომპანია ASUS-მა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს კომპიუტერის მაკომპლექტებლებით დაწყებული - გეიმინგ პერიფერიითა და როუტერებით დამთავრებული, ოფიციალურად გამოაცხადა სამომავლო კომპაქტურ ფლაგმანურ სმარტფონ Zenfone 9-ს ანონსის თარიღი - 28 ივლისი. შეგახსენებთ, რომ Zenfone 8-ს გამოსვლიდან უკვე წელიწადზე მეტია გასული. ახალი სმარტფონის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელი იქნება ეკრანის დიაგონალი, რომელიც მხოლოდ 5.9 დუიმს შეადგენს. ამრიგად, სმარტფონი ბევრი კონკურენტი ფლაგმანური მობილური მოწყობილობისგან განსხვავებით შედარებით კომფორტული იქნება ერთი ხელით მუშაობისთვის. ინსაიდერების წყალობით ცნობილია მომავალი სიახლის სხვა მახასიათებლებიც - მაგალითად, სხვა უმაღლესი სეგმენტის სმარტფონების მსგავსად იგი დაფუძნებული იქნება Qualcomm Snapdragon 8 Plus Gen 1 SoC-ზე. წინასწარი მონაცემებით Zenfone 9-ს მოდიფიკაციების ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 8, 12 ან 16 გბ, ფლეშ-მეხსიერებისა კი - 128, 256 ან 512 გბ. ასევე ცნობილია, რომ წარმოდგენილი იქნება 50-მეგაპიქსელიანი სენსორი Sony IMX766, ბატარეის მოცულობა კი იქნება 4300 მა/სთ სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სმარტფონის დამატებითი უპირატესობებიდან აღსანიშნავია წყლისა და მტვრისგან დაცვა IP68 სტანდარტის შესაბამისად და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის, რაც ბევრ სხვა ფლაგმანზე ხელმისაწვდომი არ არის. https://tinyurl.com/bdzkpmej
  11. NVIDIA-ს მთავარმა პარტნიორმა აშშ-ში, რომელიც ახდენს გრაფიკული ამაჩქარებლების ეტალონური ვერსიების რეალიზაციას, მნიშვნელოვნად შეამცირა ფლაგმანურ ვიდეო დაფა GeForce RTX 3090 Ti-ს ღირებულება. მიმდინარე წლის მარტში გამოშვებული ამაჩქარებლის სარეკომენდაციო ფასი შეადგენს 2000 აშშ დოლარს, თუმცა მაღაზიების ქსელი BestBuy ამჟამად მას 1600 აშშ დოლარად ყიდის. ამასთან, ვიდეო დაფის შეძენა კიდევ უფრო იაფად არის შესაძლებელი. ფოტოს წყარო: VideoCardz NVIDIA-ს AD102 გრაფიკულ პროცესორზე დაფუძნებული ამაჩქარებელი ბაზარზე იმ დროს გამოვიდა, როდესაც გრაფიკული დაფების ფასები სწრაფად კლებულობდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, იყო კრიპტოვალუტის ბაზრის კოლაფსის, ასევე ვიდეო დაფების ბაზრის გადაჭარბებული გაჯერების შედეგი. ფოტოს წყარო: BestBuy საცალო ქსელი BestBuy NVIDIA-ს ოფიციალური პარტნიორია და ექსკლუზიურად ყიდის კომპანიის „Founders Edition” ვიდეო დაფებს აშშ-ის ტერიტორიაზე. თავად NVIDIA-ს სარეკომენდაციო ფასის შემცირების შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებია. ამიტომ, ფასდაკლება GeForce RTX 3090 Ti-ზე, დიდი ალბათობით, თავად BestBuy-ს აქციას წარმოადგენს. ცხადია, თავად მაღაზია ამ ვიდეო დაფებს ზარალზე არ ყიდის. სავსებით სარწმუნოა, რომ მოხდა გარკვეული შეთანხმება NVIDIA-სთან. ფოტოს წყარო: NVIDIA GeForce RTX 3090 Ti-ს სარეკომენდაციო ფასი NVIDIA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით კვლავ 2000 აშშ დოლარია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამაჩქარებელი უფრო იაფად იყიდება არა მხოლოდ აშშ-ში, მწარმოებლის ამჟამინდელი სარეკომენდაციო ფასის დასაბუთება რთული იქნება. ფოტოს წყარო: NewEgg აშშ-ის გრაფიკული დაფების ბაზრის დამატებითმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ 1600$-იანი ეტალონური GeForce RTX 3090 Ti შესაძლოა არ იყოს საუკეთესო არჩევანი. Newegg-ის მაღაზიაში შესაძლებელია Gigabyte GeForce RTX 3090 Ti Gaming 24 გბ მოდელის შეძენა მასზე 100 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად. https://tinyurl.com/bdzajnmj
  12. Stablecoin-ები არაპრაქტიკულია, როგორც გადახდის მეთოდი და მათი ამჟამინდელი ფორმა არ არის შესაფერისი რეალურ ეკონომიკაში გამოსაყენებლად. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია ნათქვამი. ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ მარეგულირებელი ზედამხედველობის ნაკლებობა და ზოგიერთი ალგორითმული Stablecoin-ის კოლაფსი, როგორიცაა TerraUSD, მიუთითებს „გადამდებ“ ეფექტებზე, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ამ აქტივებმა ფინანსურ სისტემაში. „ყველაზე მსხვილი „Stablecoin-ები“ ასრულებენ ლიკვიდურობის მნიშვნელოვან ფუნქციას […]. ამას შეიძლება ჰქონდეს ფართო გავლენა ციფრული აქტივების ბაზრებზე, თუ ადგილი აქვს ნდობის დარღვევას ან დაკარგვას“, - ნათქვამია მოხსენებაში. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა Stablecoin-ების, როგორც გადახდის საშუალების გამოყენება „არაპრაქტიკულად“ მიიჩნია. სიჩქარე და ღირებულება, ისევე, როგორც მათი კონვერტაციის პირობები, „არაადეკვატურია ეკონომიკის რეალურ სექტორში გადახდებში გამოსაყენებლად“, აღნიშნეს სპეციალისტებმა. ანალიტიკოსების შემოთავაზებაა საზედამხედველო და მარეგულირებელი ზომების შემუშავება ფინანსური სტაბილურობისთვის Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი შეღწევა რეგიონში შეზღუდულია - ევროპული საგადახდო სერვისების პროვაიდერებს დიდი აქტივობა არ გამოუჩენიათ. შეგახსენებთ, რომ MiCA-ს დებულებების თანახმად, „Stablecoin-ების“ ემიტენტებს მოეთხოვებათ დაიცვან მკაცრი ოპერაციული და პრუდენციალური წესები ტრანზაქციების მოცულობის შეზღუდვით დღეში 200 მილიონი ევროს ოდენობით. https://tinyurl.com/2fma47b2
  13. ცნობილმა ინსაიდერმა @_rogame-მ გამოავლინა ჯერ არგამოშვებული Intel Arc A770M და Arc A550M GPU-ების 3Dmark-ტესტების პირველი შედეგები. ამჟამად Intel Arc Alchemist ვიდეო დაფები გამოდის მხოლოდ მობილურ ვარიანტებად და მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზე. ეს ვითარება ეტაპობრივად იცვლება, რადგან Intel-ს საბაზისო დონის A370M გრაფიკული პროცესორები გააქვს სხვა ბაზრებზეც, მაგრამ უფრო მძლავრი ვარიანტები - Alchemist A550M, A730M და A770M ჯერ კიდევ რთულადაა ხელმისაწვდომი. @_rogame-ის ინფორმაცია აფიქსირებს A550M და A770M გრაფიკულ პროცესორებს 3DMark-ში. სამწუხაროდ, ორივე მათგანის შედეგი ძალიან ორაზროვანია და უფრო მეტ კითხვას ტოვებს, ვიდრე პასუხს, თუმცა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ვიდეო ბარათის მოდელები უკვე ტესტირების ეტაპზეა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ დაფის გამოშვება ძალიან მალე უნდა მოხდეს - რამდენიმე კვირაში და არა თვეში. A550M მოდელმა, რომელსაც აქვს ACM-G10 GPU-ის აქტიური ბირთვის ნახევარი, 3DMark Time Spy-ში 6017 ქულა ძველი ვერსიის 1726 დრაივერის გამოყენებით. სამწუხაროდ, ეს ტესტი ჩატარდა გააქტიურებული Intel APO-თი (Advanced Performance Optimizations), რაც ფაქტობრივად მას უმოქმედოს ხდის 3DMark-ის წესების თანახმად. ადრე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით APO ტექნოლოგია აუმჯობესებს წარმადობას დაახლოებით 15%-ით. A730M დაფასთან შედარება APO-სთან გვიჩვენებს, რომ A730M 67%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე A550M - ორჯერ მეტი ბირთვით. რაც შეეხება უფრო ძველ მოდელ Intel Arc A770M-ს, მისი ტესტირება მოხდა Fire Strike Extreme-ში, სადაც 13244 ქულა დააგროვა. ეს დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რაც RTX 3070 გრაფიკული დაფის მობილური ვერსიისა, რომელიც მუშაობს Core i7-12700H პროცესორთან ერთად. Arc A770M შემოწმდა სატესტო დრაივერის ვერსიით 9999, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ OEM-ები ახალი აპარატურის გამოშვებამდე. აღსანიშნავია, რომ A770M-ის ოფიციალური წარმადობა უკვე დაადასტურა Intel-მა. ეს დაფა საშუალოდ 12%-ით უფრო სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე მობილური RTX 3060 გეიმინგში. ამრიგად, 3DMark-ის შედეგები, რომლებიც ინტერნეტში გამოჩნდა, ბოლომდე არ ემთხვევა რეალურ გეიმინგ ტესტებს, სადაც აშკარად Intel-ს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული სამუშაო დრაივერებთან და მოუწევს განახორციელოს ბევრი ოპტიმიზაცია. https://tinyurl.com/mwhtsd6f
  14. სამომავლო 24-ბირთვიან ფლაგმანურ პროცესორ Intel Core i9-13900K-ს ინჟინრული ნიმუში გამოჩნდა სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში. ჩიპის მუშაობის ტესტირება მოხდა ASUS ROG Maximus Z690 Extreme დედა დაფაზე. ეს დაფა აღჭურვილია LGA 1700 პროცესორის სოკეტით და ASUS-მა ახლახან გამოუშვა მისთვის ახალი BIOS ვერსია, რომელიც უზრუნველყოფს Raptor Lake პროცესორების მხარდაჭერას ფოტოს წყარო: PC-Magazin.de ტესტების თანახმად Core i9-13900K ჩიპის ნიმუში მუშაობდა 3.0-დან 5.5 გჰც-მდე სიხშირის დიაპაზონში. ამასთან, ხდებოდა პროცესორის ერთ-ერთი ბირთვის ავტომატური აჩქარება 5.7 გჰც-მდე. უნდა აღინიშნოს, რომ ტაქტის სიხშირის ასეთივე დიაპაზონში მუშაობს მესამე თაობის Raptor Lake-ის ნიმუშები (Raptor Lake ES3), რომელთა შეძენა უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ჩინურ დახურულ არხში. ფოტოს წყარო: Geekbench ჩიპის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის ბირთვი Raptor Cove ტექნოლოგია Hyper-Threading-ის მხარდაჭერით და 16 ენერგოეფექტური ბირთვი Gracemont ხსენებული ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. Geekbench-ის აღწერის თანახმად პროცესორს აქვს 36 მბ L3 ქეშ-მეხსიერება. L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობა კი არასწორადაა მითითებული - Geekbench აჩვენებს მხოლოდ ერთი ტიპის ქეშს, რეალურად კი Core i9-13900K-ს ჯამში ექნება 32 მბ L2 ქეში. ფოტოს წყარო: Geekbench საინჟინრო ნიმუშის ტესტირების დროს იყო გარკვეული პრობლემები სისტემის ტაიმერებთან, ამიტომ ჩიპის წარმადობის მონაცემების შედარება არ იქნება სამართლიანი ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სხვა პროცესორთან. ფოტოს წყარო: Geekbench თუ ამ პუნქტს უგულებელვყოფთ, მაშინ Core i9-13900K საინჟინრო ნიმუში იყო 7%-ით უფრო სწრაფი ერთბირთვიან ტესტში და 37%-ით უფრო სწრაფი მრავალბირთვიან ტესტში Core i9-12900K-თან შედარებით იმავე Geekbench 5 ტესტებში. Intel-ისა და AMD-ს პროცესორების ერთნაკადიანი და მრავალნაკადიანი წარმადობა Geekbench 5-ში. ფოტოს წყარო: Wccftech Raptor Lake სერიის პროცესორების დებიუტი მოსალოდნელია მიმდინარე წლის ოქტომბერში. Intel სავარაუდოდ პირველ რიგში გამოუშვებს ჩიპების K-ვერსიებს განბლოკილი მულტიპლიკატორებით და მექანიკური აჩქარების საშუალებით. პროცესორები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ოვერქლოქინგისთვის, გაყიდვაში ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება. https://tinyurl.com/4dybvrpc
  15. Ethereum უნდა იყოს კლასიფიცირებული, როგორც ფასიანი ქაღალდი, რადგან აქტივი თავდაპირველად განაწილდა ინვესტორებზე, როგორც ICO-ს ნაწილი. ამის შესახებ MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა Altcoin Daily-თან ინტერვიუში განაცხადა. „Ethereum - ფასიანი ქაღალდია, ვფიქრობ, ეს სავსებით ცხადია. აქტივი გამოვიდა ICO-ს მსვლელობისას, არსებობს მენეჯერების გუნდი, მოხდა წინასწარი მოპოვება. არსებობს ჰარდფორკები, ჰარდფორკები არამუდმივ საფუძველზე, არსებობს სირთულის ბომბი, რომლის გააქტიურების გადავადება ხდება“ - განაცხადა მან. სეილორმა განმარტა, რომ Ethereum-ის ქსელის პროგრამული უზრუნველყოფის პერიოდული განახლებები, რომლის უკანაც დეველოპერების გუნდი დგას, მიუთითებს იმაზე, რომ აქტივი არის ფასიანი ქაღალდი. მისი აზრით, იმისთვის, რომ კრიპტოვალუტა საქონლად ჩაითვალოს, მას არ უნდა ჰყავდეს ემიტენტი ან ვინმე, ვინც „მიიღებს გადაწყვეტილებებს“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ციფრული აქტივები დაფუძნებულია „სრულიად დეცენტრალიზებულ პროტოკოლებზე“. MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაგალითად მოიყვანა Bitcoin. ”თუ გსურთ პროდუქტის პოზიციონირება, როგორც საქონლის, თქვენ ცდილობთ შექმნათ ისეთი რამ, რაც ციფრულ სივრცეში ოქროს ჰგავს”, - თქვა მან. სეილორმა ასევე განაცხადა, რომ ყველა ტოკენი, რომლებიც დაფუძნებულია Proof-of-Stake-ზე, არის ფასიანი ქაღალდები. მისი თქმით ამ აქტივებში ინვესტიცია „უკიდურესად სარისკოა“ მარეგულირებელ ორგანოებთან პოტენციური პრობლემების გამო. მან დაამატა, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც MicroStrategy ინვესტირებას მხოლოდ Bitcoin-ში ახორციელებს. კომპანიამ ადრე შეიძინა დამატებით 480 BTC საშუალო ფასით დაახლოებით 20817$. ორგანიზაცია ფლობს 129.699 BTC-ს (დაწერის მომენტისთვის ~ 2.76 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების) ბალანსზე, მათ შესაძენად დაიხარჯა 3.98 მლრდ აშშ დოლარი. შეგახსენებთ, ივნისში სეილორმა განაცხადა, რომ MicroStrategy არ აპირებს კრიპტოვალუტის გაყიდვას ბაზრის არახელსაყრელ პირობებშიც კი. https://tinyurl.com/2pyxwebu
  16. როგორც წესი, შემოდგომის დასაწყისისთვის Apple-ისგან მოსალოდნელია ახალი თაობის iPhone-ების ანონსი. iPhone 14 სერიის მოწყობილობების გამოჩენის მოლოდინში მათ შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია ინტერნეტში პერიოდულად ქვეყნდება. ინსაიდერი iHacktu ileaks წერს, რომ ამ სმარტფონების ანონსი 13 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. აშშ-ში წინასწარი შეკვეთები 16 სექტემბერს დაიწყება, გაყიდვები კი - 23 სექტემბერს. ეს ყველაფერი Apple-ის ოფიციალური პირების მიერ ჯერ არ დადასტურებულა. მოსალოდნელია iPhone 14, iPhone 14 Max, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელების გამოშვება. iPhone 14 და 14 Pro-ს ექნება 6.1-დუიმიანი ეკრანები, ხოლო 14 Max-ისა და 14 Pro Max-ის ეკრანის დიაგონალი იქნება 6.7 დუიმი. Pro და სტანდარტულ მოდელებს შორის განსხვავება დიდი არ იქნება. Pro მოდელს ეკრანზე მოზრდილი ჭრილის ნაცვლად კამერის ქვეშ ექნება მრგვალი ჭრილი, სმარტფონები იმუშავებენ პროცესორ A16 Bionic-ზე. დანარჩენ მოდელებში წარმოდგენილი იქნება გასული წლის პროცესორი. iPhone 14-თან ერთად შესაძლოა ველოდოთ სმარტ-საათ Apple Watch Series 8-ის ანონსს, წერს Gizmochina. https://tinyurl.com/yd2t8h8d
  17. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით Galaxy S23 სერიის სმარტფონებში, რომელთა დებიუტი 2023 წლის დასაწყისში შედგება, კომპანია Samsung Electronics სრულად იტყვის უარს საკუთარი წარმოების Exynos პროცესორების გამოყენებაზე Qualcomm-ის 4-ნანომეტრიანი ჩიპების სასარგებლოდ, რომელთაც TSMC დაამზადებს. მხოლოდ სამი წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი Samsung-ის სმარტფონებში გამოჩნდეს საკუთარი წარმოების 3-ნანომეტრიანი პროცესორები. ფოტოს წყარო: Samsung Electronics როგორც ადრე უკვე ითქვა, Samsung Electronics-ის მიერ წარმოებული 3-ნანომეტრიანი ჩიპების „პირველი ტალღა“ განკუთვნილი იქნება ჩინელი მწარმოებლების სპეციალიზებული ამაჩქარებლებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტების მაინინგისას გამოიყენება. სწორედ მათი დიდი რაოდენობით წარმოება დაიწყო გასული კვარტლის ბოლოს კორეულ გამოცდილ საწარმოო ხაზზე. საკუთარი საჭიროებისთვის, როგორც Business Korea-ში განმარტავენ, Samsung Electronics გამოიყენებს მეორე თაობის 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, რომელსაც მხოლოდ მომავალ წელს დაეუფლება. კომპანია მისი გამოყენებით საკუთარი მობილური პროცესორების წარმოებას 2024 წლის დასაწყისისთვის დაიწყებს, რის შემდეგაც მოხდება ჩიპების ინტეგრირება კომპანიის სმარტფონებში. კონკურენტი TSMC 3-ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივ წარმოებას მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მის შემთხვევაშიც გაჭიანურდეს პროცესის დაწყება, ამიტომ ნაადრევია საუბარი Samsung Electronics-ის აშკარა უპირატესობაზე დროის თვალსაზრისით. https://tinyurl.com/yckmmjz4
  18. კრიპტო ინდუსტრიას სჭირდება უფრო მკაცრი რეგულირება, რადგან ციფრული აქტივების ბაზრის კოლაფსი ინდუსტრიაში „სერიოზული დაუცველობის“ მტკიცებულება იყო. ამის შესახებ ფედერალური სარეზერვო სისტემის ვიცე-თავმჯდომარე ლაელ ბრეინარდმა ინგლისის ბანკის კონფერენციაზე განაცხადა, წერს Financial Times. მისი აზრით, ბაზრის შედარებით მცირე ზომისა და კლასიკურ ეკონომიკურ სისტემასთან სუსტი ურთიერთქმედების გამო კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ არ უქმნის საფრთხეს ფინანსურ სტაბილურობას. ამავე დროს, მარეგულირებლებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ჩარჩო ინვესტორების დასაცავად, აღნიშნა ბრეინარდმა. „მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო-საფინანსო სისტემა ეწინააღმდეგება კლასიკურ სისტემას, აღმოჩნდა, რომ ის ექვემდებარება იმავე რისკებს, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ ტრადიციულ ფინანსებში […]. ვინაიდან ჩვენ ვმუშაობთ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა პერიმეტრმა მოიცვას კრიპტოვალუტები“, - განაცხადა მან. ბრეინარდს ეჭვი ეპარება, რომ Bitcoin არის ჰეჯირების საშუალება ინფლაციის წინააღმდეგ. ვიცე-თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების კორელაცია ძალიან მაღალია მაღალი რისკის მქონე აქტივებთან. ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ მარეგულირებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ Stablecoin-ებს. მისი თქმით, Terra-ს ეკოსისტემის ნგრევა საბანკო პანიკის კლასიკურ მაგალითს მოგვაგონებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ Stablecoin-ები უკიდურესად დაუცველია ამ ტიპის კრიზისის მიმართ. მაგალითად ბრეინარდმა მოიყვანა მაისში USDT-დან თანხების გადინება კომპანია Tether-დან. 2022 წლის ივნისში ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა თქვა, რომ ბაზრის ცვალებადობის ფონზე სააგენტო ყურადღებით აკვირდება კრიპტოვალუტებს. მან აღნიშნა, რომ ინდუსტრიას ჯერ არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მაკროეკონომიკაზე. მაისში ფედერალური სარეზერვო სისტემის ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატმა მაიკლ ბარმა მოითხოვა Stablecoin-ების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება. https://tinyurl.com/y6x47xz3
  19. Geekbench-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა Apple M2 ჩიპზე მომუშავე ახალი MacBook Air-ის ტესტების შედეგები: მისი წარმადობა იმავე ჩიპის მქონე ახალი MacBook Pro-ს მაჩვენებლების ტოლია, მრავალბირთვიან ტესტში კი ახალი კომპიუტერი წარმადობის მნიშვნელოვან მატებას აფიქსირებს M1 ჩიპზე მომუშავე წინა თაობის MacBook Air-თან შედარებით. ფოტოს წყარო: apple.com ახალი MacBook Air-ის ტესტის ქულები არ არის გასაოცარი, მაგრამ 2020 წლის მოდელთან შედარებით გაუმჯობესება აშკარაა. Apple M2 ჩიპიან მოდელსა და მის წინამორბედს შორის ყველაზე შესამჩნევი განსხვავებაა გრაფიკული ქვესისტემა, თუმცა კომპანიამ მოახერხა CPU-ს წარმადობის მატების მიღწევაც. Apple M1 და M2 ჩიპებზე მომუშავე MacBook Air-ის ტესტების შედარება: M2 ჩიპის მქონე MacBook Air-მა მოიპოვა საშუალოდ 1904 ქულა ერთბირთვიან Geekbench-ტესტში და 8838 ქულა - მრავალბირთვიან ტესტში. თუ ამ ციფრებს შევადარებთ M1-ზე მოქმედი MacBook Air-ის შედეგებს, გამოდის, რომ ერთბირთვიან ტესტში ახალი კომპიუტერი 11.61%-ით უფრო სწრაფია, მრავალბირთვიანში კი - 19.11%-ით. აღსანიშნავია, რომ ახალი MacBook Air ოდნავ ჩამოუვარდებოდა განახლებულ MacBook Pro-ს იმავე პლატფორმაზე: მან დააგროვა 1937 და 8962 ქულა ერთ- და მრავალბირთვიან ტესტებში, შესაბამისად. შესაძლოა, ამ შედეგს Pro ვერსიამ მიაღწია აქტიური გაგრილების სისტემის წყალობით, სტანდარტულ MacBook Air-ს კი გააჩნია სტანდარტული პასიური სისტემა ქულერების გარეშე. https://tinyurl.com/yeywwhys
  20. MSI-ს პროდუქციის ასორტიმენტში გამოჩნდა მონიტორი Pro MP271CW, რომელიც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია ბიზნეს-მომხმარებლებზე. ახალი მოწყობილობა განკუთვნილია ყოველდღიური საოფისე ან დისტანციური სამუშაოსთვის. ფოტოს წყარო: MSI პანელი დამზადებულია 27-დუიმიან VA მატრიცაზე, გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD). დისპლეი რკალისებრია სიმრუდის 1500R რადიუსით: ასეთი მაჩვენებელი, როგორც მტკიცდება, ოპტიმალურია როგორც კომპიუტერული თამაშების, ისე ჩვეულებრივი აპლიკაციებისთვის. თვალებზე დატვირთვის შემცირების მიზნით წარმოდგენილია ტექნოლოგიები Anti-Flicker და Less Blue Light სერტიფიკატით - TÜV. მონიტორის ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2, კონტრასტულობის - 4000:1, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მატრიცის რეაგირების დრო (GtG) 5 მილიწამის ტოლია, კადრის განახლების სიხშირე - 75 ჰერცი. უზრუნველყოფილია 97.7%-იანი sRGB ფერთა გამა. დიზაინის მხრივ მოწყობილობა მიეკუთვნება უჩარჩოო მონიტორების რიცხვს. მისი აუდიოსისტემა წარმოდგენილია 2x2 ვატიანი სტერეოდინამიკებით. ხელმისაწვდომია ინტერფეისები HDMI 1.4b და D-Sub, ასევე სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს მხოლოდ ეკრანის დახრის კუთხე. შესაძლებელია მონიტორის კედელზე დამაგრება VESA სამაგრის მეშვეობით. მონიტორის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. https://tinyurl.com/ymwuucym
  21. კომპანია Bitmain-მა დააანონსა ASIC-მაინერ Antminer E9-ს გაყიდვის დაწყება, რომელიც განკუთვნილია კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის. ახალი მოწყობილობის მახასიათებლებია: ჰეშრეითი - 2400 MH/s, რაც 25 ცალი RTX 3080 ვიდეო დაფის ეკვივალენტურია; მოხმარებული სიმძლავრე - 1920 ვატი; ენერგოეფექტურობა: 0,8 J/M. ახალი მაინერის ფასი ჯერჯერობით უცნობია. Antminer E9 დაანონსდა ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში. იმავე თვეში Bitmain-მა განაცხადა, რომ ახალი მოწყობილობა „შეცვლის თამაშის წესებს“. https://tinyurl.com/37d35zwd
  22. ტექნოპროცესი Intel 4, ასევე ცნობილი, როგორც Intel 7nm, წარმატებით ვითარდება - ნათქვამია DigiTimes-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. შეტყობინების თანახმად, რომელშიც Intel-ის ანონიმური წყაროების ციტირება ხდება, Intel 4-ის მიხედვით მასობრივი წარმოება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან უნდა დაიწყოს. დაახლოებით ერთი თვის წინ IEEE VLSI 2022-ზე Intel-მა დიდი ოპტიმიზმით აღნიშნა ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების ნორმების სამომავლო შემცირების საკითხი. კომპანიამ განაცხადა, რომ მობილური ჩიპები იმუშავებენ 20%-ით უფრო სწრაფად იმავე სიმძლავრის პირობებში ან შემცირდეს ენერგომოხმარება დაახლოებით 40%-ში იმავე სიხშირეზე. გარდა ამისა, Intel 4 არის Intel-ის პირველი ტექნოპროცესი, რომელშიც გამოყენებულია EUV ლითოგრაფია, რომელშიც ტრანზისტორების სიმჭიდროვე გაორმაგებულია Intel 7-თან შედარებით. Intel 4 უნდა გახდეს სამომავლო მე-14 თაობის Intel Core პროცესორების - Meteor Lake-ისა და Granite Rapids საფუძველი. ახალ ტექნოლოგია Intel 4-ის პარალელურად Meteor Lake იქნება პირველი პროცესორები Foveros 3D ტექნოლოგიისა და ჩიპლეტების ბაზაზე მასობრივი ბაზრისთვის. გარდა ამისა, შემდეგი თაობის Meteor Lake-ის ინტეგრირებული გრაფიკა დამზადდება TSMC-ის N3 ტექნოპროცესის გამოყენებით. https://tinyurl.com/3jce4zer
  23. კომპანია ASUS-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის გეიმინგ-სმარტფონები - მძლავრი მოწყობილობები ROG Phone 6 და ROG Phone 6 Pro Qualcomm-ის ფლაგმანური პროცესორითა და ოპერაციულ სისტემა Android 12-ით პროგრამულ უზრუნველყოფა ROG UI / Zen UI-სთან ერთად. ფოტოს წყარო: ASUS ორივე ვერსიას აქვს 6.78-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 1080 × 2448 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცამდე (მცირდება 144, 129, 90 და 60 ჰერცამდე) და სენსორული შრის რეაგირების მაჩვენებელია 720 ჰერცი. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 1200 კდ/მ2. გამოყენებულია დამცავი მინა Corning Gorilla Glass Victus. ფრონტალურ ნაწილზე განთავსებულია 12-მეგაპიქსელიანი კამერა Sony IMX663 სენსორით. უკანა სამ კამერაში მოცემულია ძირითადი 50-მეგაპიქსელიანი ბლოკი Sony IMX766, 13-მეგაპიქსელიანი მოდული ფართოკუთხიანი ოპტიკით და 5-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. გამოყენებულია ჩიპი Snapdragon 8+ Gen 1 რვა ბირთვით (3.2 გჰც-მდე სიხშირე). ოპერატიული მეხსიერების სიხშირე შეადგენს 12 ან 16 გბ-ს, ფლეშ-მეხსიერების - 256 ან 512 გბ-ს. ROG Phone 6 Pro მოდიფიკაცია ასევე წარმოდგენილი იქნება 18 გბ ოპერატიული მეხსიერებით. გარდა ამისა, ამ მოდელს გააჩნია პროგრამირებადი AMOLED დისპლეი კორპუსის უკანა მხარეს. სმარტფონებს აქვს გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა, დამატებითი ულტრაბგერითი ღილაკები AirTrigger თამაშების მართვისთვის, ფრონტალური დინამიკები და ორი USB Type-C პორტი, მათ შორის გვერდითი. კვებას უზრუნველყოფს 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ASUS ROG Phone 6-ის ფასი 1000-დან 1300 ევროს შეადგენს. მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა აქსესუარის შეძენა: დამატებითი ქულერი AeroActive, კონტროლერი ROG Kunai, უსადენო ყურსასმენები ROG Cetra True Wireless და ROG Cetra True Wireless Pro. https://tinyurl.com/uskwhrwy
  24. ევროპარლამენტის წევრები მიიჩნევენ, რომ დეცენტრალიზებული საფინანსო სექტორი, მათ შორის NFT პლატფორმები, უნდა დაექვემდებაროს ევროკავშირის კანონებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ. ეს გამომდინარეობს კანონში შემოთავაზებული ცვლილებებიდან. დამატებები შეტანილ იქნა ევროპის მწვანეთა პარტიისა და სოციალისტების წარმომადგენლების მიერ. მათ აღნიშნეს, რომ დეცენტრალიზებული ორგანიზაციები ან DeFi საიტები უნდა დაექვემდებაროს AML/CFT პროცედურებს „მიუხედავად იმისა, რომ ისინი იდენტიფიცირებულნი არიან როგორც DAO ან DeFi“: „დეველოპერებმა, მფლობელებმა ან ოპერატორებმა გამოშვებამდე უნდა შეაფასონ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები და მიიღონ შესაბამისი ზომები ამ რისკების შესამცირებლად. კანონმდებლების შემოთავაზებაა ასევე შეტანილ იქნას საფულეები, რომლებსაც არ მართავს არც ერთი რეგულირებადი სერვისის პროვაიდერი. ცვლილებები ასევე შეიძლება შეეხოს NFT პლატფორმებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც შუამავლები იმ აქტივებით ვაჭრობისთვის "რომლებიც წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშებს ან კოლექციების საკუთრებას". ცვლილებების ავტორები მიიჩნევენ, რომ ასეთი პლატფორმები ასევე ექვემდებარება ევროკავშირის კანონმდებლობას ფულის გათეთრების შესახებ. გარდა ამისა, Financial Times აცხადებს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) შეშფოთებულია ცალკეული ქვეყნების მიერ კრიპტოვალუტების ბაზრისთვის ევროკავშირის ერთიანი წესების მიღებამდე ინდუსტრიის რეგულირების შემუშავებით. წყაროების თანახმად ევროპის ცენტრალური ბანკი აპირებს განიხილოს ევროზონის წევრ ქვეყნებთან კრიპტო აქტივების რეგულირების მიდგომის ჰარმონიზაციის აუცილებლობა. მანამდე ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტის (MiCA) დებულებებზე. იგი აღწერს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და სამეურვეო პლატფორმების ემიტენტებზე. დოკუმენტი არ ეხება NFT-ს. მომდევნო 18 თვის განმავლობაში ევროკომისიამ შესაძლოა შეავსოს იგი შესაბამისი დებულებებით. https://tinyurl.com/4296n6es
  25. კომპანია Xiaomi-მ ჩაატარა ღონისძიება და წარადგინა მთელი რიგი ახალი მოწყობილობები. მთავარი სიახლეები იყო Xiaomi 12S სერიის სმარტფონების ანონსი, მათ შემდეგ კი წარდგენილ იქნა ლეპტოპები Xiaomi Book Pro 2022. მოწყობილობებში ხელმისაწვდომია 14- და 16-დუიმიანი მოდელები. Xiaomi Book Pro 14 2022-ს აქვს OLED E4 პანელი ფერის კორექციის ალგორითმ Xiaomi 3D LUT-ის მხარდაჭერით. გაფართოება შეადგენს 2880 х 1800 პიქსელს, დისპლეი იკავებს კორპუსის ფართობის 90%-ს, გვერდების შეფარდებაა 16:10. ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებელია 600 ნიტი, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 და 100%-იანი sRGB ფერთა გამები. კორპუსი დამზადებულია საავიაციო ალუმინის შენადნობისგან მაღალტექნოლოგიური კვეთის პროცესის გამოყენებით. ლეპტოპი იწონის მხოლოდ 1.5 კგ-ს, კორპუსის სისქეა 14.9 მმ. ლეპტოპში მოცემულია მე-12 თაობის Intel Core P პროცესორი, მათ შორისაა მოდელი Core i5-1240P გაუმჯობესებული ჰეტეროგენური არქიტექტურით, 12 ბირთვით და 16 ნაკადით, ტაქტის სიხშირეა 4.4 გჰც აჩქარებისას, TDP-ის დონე - 35 ვატამდე. LPDDR5-5200 მეხსიერების მოცულობაა 16 გბ, PCIe 4.0 SSD-ის - 512 გბ-მდე, დამტენი მოწყობილობა დამზადებულია გალიუმის ნიტრიდზე და მისი სიმძლავრე შეადგენს 100 ვატს, მოცემულია 56 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა და ორი სრულად ფუნქციონალური პორტი USB3.2 Gen2. ხელმისაწვდომია PD და DP 1.4 დამუხტვა, ინტერფეისი Thunderbolt 4 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მხარდაჭერილია სერტიფიკატები Dolby Vision, VESA Display HDR 500, TÜV Rheinland ლურჯი გამოსხივების მცირე დონით და ორმაგი სერტიფიკაცია Eye Care Display თვალების დაცვისთვის. ინტელექტუალურ სინათლისადმი მგრძნობიარე სენსორ Light Sensor-ს შეუძლია ავტომატურად დაარეგულიროს ეკრანისა და კლავიატურის სიკაშკაშე. Book Pro 14 2022 გახდა Xiaomi-ს პირველი ლეტოპი სენსორული ეკრანით. მხარდაჭერილია ათწერტილიანი მაღალი სიზუსტის შეხება და Windows 11. Xiaomi-ს საფირმო სენსორული პანელი მგრძნობიარეა ზეწოლის მიმართ. თხელ და მსუბუქ კორპუსში წარმოდგენილია ორი ქულერი, ორი საჰაერო ჭრილი, ორი 8+6-მილიმეტრიანი სითბური მილი. მოწყობილობა მუშაობს Windows 11-ზე პროგრამულ უზრუნველყოფა Xiaomi MIUI +, Xiaomi Computer Assistant, XiaoAI-სთან ერთად. Xiaomi Book Pro 16 2022-ს 16-დუიმიანი ეკრანი აქვს. დიზაინი და მასალები თითქმის არ განსხვავდება Xiaomi Book Pro 14-სგან. კორპუსის სისქე მის შემთხვევაში შეადგენს 14.9 მილიმეტრს, ბატარეის მოცულობა გაიზარდა 70 ვტ/სთ-მდე. Intel Core i5 პროცესორზე მოქმედი Book Pro 14 2022-ის ფასია 5899 იუანი (დაახლოებით 880.67 $), ამავე პროცესორის მქონე Pro 16 2022 მოდელისა კი - 7399 იუანი (დაახლოებით 1 104.61 $). ჩინეთში ლეპტოპების გაყიდვა დაიწყება 8 ივლისიდან. https://tinyurl.com/2yhynztw
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.