-
Posts
7332 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
დიდი ვარდნის შემდეგ, რომელიც რამდენიმე თვის წინ აღინიშნა, კრიპტოვალუტების ბაზარი თანდათან გამოჯანმრთელებას იწყებს: ინვესტორების ოპტიმიზმის წყალობით, რომლებმაც ინვესტიცია განახორციელეს ციფრულ აქტივებში, მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ მიმდინარე დღეებში კვლავ მიაღწია ტრილიონ აშშ დოლარს. ბევრი მონეტა ძვირდება, მათ შორის დადებით დინამიკას აფიქსირებს Bitcoin. სტატიის წერის მომენტში Coinmarketcap-ის მონაცემებით Ethereum-ის კურსი 1452 აშშ დოლარს შეადგენს. კვირის ჭრილში კურსი გაიზარდა 27%-ით, დღე-ღამის განმავლობაში კი - 6%-ით. შეგახსენებთ, რომ ამ მონეტის ზრდა ძირითადად განპირობებულია ქსელის განახლების ტესტირების წარმატებით დასრულებით. როდესაც გამოცხადდა Proof of Stake (PoS) პროტოკოლზე გადასვლის ზუსტი თარიღი, Ethereum-ის კურსი მკვეთრად გაიზარდა 1040 აშშ დოლარიანი ნიშნულიდან. თუ მეტი გადატანა მოსალოდნელი არ არის, Ethereum-ის მაინინგი დაიხურება 2022 წლის 19 სექტემბერს. Ethereum-ის კვალად გაიზარდა სხვა აქტივების ღირებულებაც. მაგალითად: Bitcoin: +8.5% კვირაში, +3,5% დღე-ღამეში; BNB: +12.5% კვირაში, +2% დღე-ღამეში; Solana: +20% კვირაში, +3.4% დღე-ღამეში; Polkadot: +10,5% კვირაში, +3.2% დღე-ღამეში; Polygon: +62,4% კვირაში, +15.2% დღე-ღამეში; Uniswap: +20,4% კვირაში, +0.8% დღე-ღამეში. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების პროგნოზით ფასების გაჭიანურებული ვარდნის შემდეგ Bitcoin-ს ორი ვარიანტი აქვს: მოიპოვოს მცირე ღირებულება, დააფიქსიროს დადებითი დინამიკა და შემდეგ ისევ დაეცეს კიდევ უფრო დაბლა (კორექცია), ან განაგრძოს ზრდა დაჩქარებული ტემპით და გადალახოს ინვესტორებისთვის ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ნიშნული, რის შემდეგაც შესაძლოა ხარული ციკლი დაიწყოს. https://tinyurl.com/nhfw7kwb
-
აგვისტოში კომპანია Samsung დააანონსებს დრეკად სმარტფონებს Galaxy Z Fold 4-სა და Z Flip 4-ს. ET News-ის პუბლიკაცია შეიცავს ცნობებს მომავალი წლის მოდელების - Galaxy Z Fold 5-სა და Z Flip 5-ის შესახებ. სტატიაში საუბარია ამ მოწყობილობების პროცესორებს, კამერებსა და წარმოების სავარაუდო მოცულობასთან დაკავშირებით. მწარმოებელ კომპანიასთან დაახლოვებული წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის დრეკად სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Snapdragon 8 Gen 2. Qualcomm-ის ამ ჩიპის ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის ნოემბერში. Z Fold 5-ს ექნება სამი კამერა, ძირითადი მოდული აგებული იქნება 50-მეგაპიქსელიან სენსორ ISOCELL GN3-ზე, ფრონტალური კამერის გაფართოება კი 12 მეგაპიქსელია. Z Flip 5-ის კამერების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია მიუწვდომელია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ Samsung აპირებს გაყიდოს Z Fold 5-ისა და Z Flip 5-ის 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, რომლებიც გამოჩნდება 2023 წლის მეორე ნახევარში. ეს ნიშნავს, რომ გამოვა Z Flip 5-ის 8 მილიონი და Z Fold 5-ის 2 მილიონი ერთეული. რაც შეეხება მიმდინარე წელს მოსალოდნელ Galaxy Z Fold 4-სა და Z Flip 4-ს, ისინი, სავარაუდოდ, ერთად გაიყიდება ჯამში 15 მილიონი ეგზემპლარი. Samsung-ს ჯერ არ დაუსახელებია მორიგ ღონისძიება Unpacked-ის ჩატარების კონკრეტული თარიღი. ცოტა ხნის წინ ითქვა, რომ ეს მოხდება 10 აგვისტოს. ამ დღეს უნდა დაანონსდეს Galaxy Z Fold 4, Z Flip 4 და სმარტ-საათი Galaxy Watch 5 / Watch 5 Pro. მათი გაყიდვის დაწყების თარიღია 26 აგვისტო, წერს Gizmochina. https://tinyurl.com/576rbmyh
-
კომპანია Samsung არც ისე ხშირად უშვებს ახალ აპლიკაციებს. თუმცა ცოტა ხნის წინ შედგა Android-ისთვის განკუთვნილ პროგრამულ უზრუნველყოფა Galaxy Enhance-X-ის რელიზი, რომელიც საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს ფოტოგადაღების ხარისხი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დახმარებით. ფოტოს წყარო: Samsung პროგრამა უზრუნველყოფს გამოსახულების გაფართოების გაზრდას ზუსტად ერთი დაჭერით - ამჟამად ბაზარზე წარმოსადგენია საკმაოდ ბევრი აპლიკაცია, რომელთაც იმავე ფუნქცია გააჩნია: მაგალითად Adobe Lightroom, Snapseed და Picsart. დამატებით Galaxy Enhance-X საშუალებას იძლევა განათდეს მუქი გამოსახულებები, გამოსწორდეს ბუნდოვანი ფოტოები, მოშორდეს ხარვეზები, დაკორექტირდეს სახე და შეტანილ იქნას სხვა შესწორებები. მას შემდეგ, რაც მოხდება ფოტოს გაუმჯობესება აპლიკაციის მეშვეობით, გალერეაში შეინახება როგორც ორიგინალი, ასევე დარედაქტირებული ვარიანტი JPEG-ფორმატში. ჯერჯერობით Samsung-ს არ გაუკეთების სპეციალური ანონსი, რომელიც ახალ პროგრამულ ინტრუმენტს მიეძღვნებოდა. როგორც პორტალი Sammobile აცხადებს, აპლიკაცია გამოჩნდა Samsungის მარკეტფლეისზე დაახლოებით ერთი კვირის წინ. ინტერნეტში უკვე ხელმისაწვდომია APK-ფაილები მათთვის, ვისაც სურს გამოიყენოს პროგრამა Samsung-ის ოფიციალური მაღაზიის გვერდის ავლით. ცნობილია, რომ Galaxy Enhance-X ოფიციალურად თავსებადია Samsung-ის სმარტფონებთან, რომლებიც მუშაობენ Android 10-სა და მასზე ახალ ვერსიებზე. ფლაგმანური Galaxy Note, Galaxy S და Galaxy Z სერიების გარდა მისი დაყენება შესაძლებელია საშუალო დონის A, M და F სერიის სმარტფონებზე, რომლებშიც წარმოდგენილია One UI 2.5, 3.0, 4.0 და 4.5 პროგრამული უზრუნველყოფა. https://tinyurl.com/ywjfsus9
-
აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ (CFTC) დაურეგისტრირებელთა სიაში 34 უცხოური ორგანიზაცია შეიყვანა. ექვსი მათგანი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებს. განცხადების მიხედვით ეს კომპანიებია TradeFinancials, CryptoBO, Bitpay Options, CryptoSphereFX, Direct Cryptos და Prime Crypto FX. მარეგულირებელმა მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა "თაღლითობასთან დაკავშირებული საჩივრების დიდი რაოდენობის არსებობა". „რადგან ეს კომპანიები არ არიან რეგისტრირებული CFTC-ში, მომხმარებლები, რომლებიც მათთან ურთიერთობენ, შეიძლება არ დაექვემდებარონ დაცვას და გარანტიებს“, - განაცხადეს კომისიაში. მათ აღნიშნეს, რომ ასეთ ორგანიზაციებთან მუშაობა „მნიშვნელოვანი რისკების“ შემცველია. ჯამში ეგრეთწოდებული „წითელი სია“ 202 კომპანიამდე გაიზარდა. 2020 წლის ნოემბერში ტეხასის მარეგულირებელმა ორგანომ გასცა სამი გადაუდებელი ბრძანება თაღლითობაში ეჭვმიტანილი 14 კრიპტო კომპანიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. 2021 წლის მარტში შტატის ხელისუფლებამ პრეტენზია შეიტანა სამ არარეგისტრირებულ პროექტზე. ერთ-ერთი მათგანი მუშაობდა Bitcoin-ბირჟა Binance-ის ბრენდის ქვეშ. იმავე წლის ოქტომბერში ნიუ-ჯერსის ფასიანი ქაღალდების ბიურომ თაღლითობასთან დაკავშირებული ეჭვების გამო ხუთი კრიპტო კომპანიის საქმიანობის შეჩერების ბრძანება გასცა. 2022 წლის აპრილში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ გააფართოვა ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული „გზას აცდენილი“ ორგანიზაციების სია. https://tinyurl.com/36s4uzkc
-
Intel-ის გრაფიკის ინჟინერმა ტომ პეტერსენმა (Tom Petersen) და გრაფიკული განყოფილების მარკეტინგის ხელმძღვანელმა რაიან შრაუტმა (Ryan Shrout) მიმდინარე კვირაში დაიწყეს ტურნე პოპულარული ტექნობლოგერების სხვადასხვა YouTube-არხზე. პირველ რიგში მათ გააანალიზეს არხი GamersNexus, სადაც წარადგინეს ვიდეო დაფა Arc A750 Limited Edition, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღეს ლაინუს სებასტიანის (Linus Sebastian) არხ LinusTechTips-ზე, სადაც პირველად აჩვენეს უფროსი მოდელი Arc A770 Limited Edition. ფოტოს წყარო: YouTube / LinusTechTips ეტალონურ Intel Arc A770 Limited Edition მოდელში გამეორებულია Arc A750 Limited Edition-ის გარეგნული დიზაინი. დასახელებაში მოცემული „Limited Edition” მიუთითებს, რომ დაფა აღჭურვილია ეტალონური, მაგრამ RGB-განათების მქონე გაგრილების Custom-სისტემით. განათებით არის წარმოდგენილი არა მხოლოდ ლოგოტიპი „Intel Arc“ და დაფის ზედა ნაწილის საფარი, ასევე ამაჩქარებლის უკანა მხარე. გარდა ამისა, წარმოდგენილია წრიული განათება ორი ქულერის ირგვლივ. Intel-ს ჯერ არ დაუწყია ვიდეო ბარათის ნიმუშების გაგზავნა პარტნიორებისთვის შესამოწმებლად, ამიტომ Arc A770 Limited Edition, განსხვავებით უმცროსი Arc A750 Limited Edition-სგან, არ იყო ნაჩვენები მუშა მდგომარეობაში. თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ვიდეო დაფა შესანიშნავია გეიმინგისთვის და კარგად ექვემდებარება ოვერქლოქინგს. პეტერსენს და შრაუტს არ გაუმხელიათ ამაჩქარებლის ოფიციალური ტექნიკური მახასიათებლები. ცნობების უფრო ადრეული გაჟონვების წყალობით ცნობილია, რომ დაფა აგებულია პროცესორ ACM-G10-ის ბაზაზე, რომელსაც აქვს 32 ბირთვი და 16 გბ GDDR6 მეხსიერება, რაც ვიდეომეხსიერების მაქსიმალურ მოცულობას წარმოადგენს Arc Alchemist სერიის ამაჩქარებლებისთვის. მოდელ Intel Arc A770 Limited Edition-ზე წარმოდგენილია 8- და 6-პინიანი კვების კონექტორი, სამი DisplayPort და ერთი HDMI. დამატებითი კვების კონექტორების მიმდებარედ ასევე შეინიშნება კიდევ ერთი კონექტორი, სავარაუდოდ USB Type-C. Intel-ის წარმომადგენლებს არ უთქვამთ, როდის გამოვა Arc A770 Limited Edition გაყიდვაში და რა ეღირება. მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ "ეს მოხდება იმაზე ადრე, ვიდრე ყველას ჰგონია". ასევე ცნობილია, რომ ვიდეო ბარათის ეტალონური ვერსია არ იქნება ექსკლუზიური რომელიმე მაღაზიისთვის, როგორც ეს ხდება NVIDIA GeForce Founders Edition ამაჩქარებლების შემთხვევაში. შეერთებულ შტატებში NVIDIA-ს ეტალონური ვიდეო დაფების დანერგვა ჯერ თავად მწარმოებელმა მოახდინა, შემდეგ კი ეს ბიზნესი მიანდო საცალო ქსელ BestBuy-ს. https://tinyurl.com/yr9mj39p
-
მიმდინარე წლის მაისში Tesla-მ განაცხადა, რომ შანხაიში აპირებს ელექტრომობილების ამწყობი კიდევ ერთი ქარხნის აშენებას, რომელიც შეძლებს წელიწადში 450 ათასი მანქანის გამოშვებას, თუმცა იმ დროს საუბარი ეხებოდა მხოლოდ Model Y-სა და Model 3-ს. წყაროები აცხადებენ, რომ კომპანია ელექტრომობილების ახალ მოდელებს დაამზადებს, თუმცა ზოგადად Tesla-ს საქმიანობა ჩინეთის ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტი სირთულის წინაშე აღმოჩნდება. ფოტოს წყარო: Tesla გამომცემლობა DigiTimes ჩინურ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შანხაიში არსებულ Tesla-ს მეორე კონვეირზე უნდა გამოვიდეს ელექტრომობილების სამი ახალი მოდელი. ამ ქალაქში არსებულმა მეორე ქარხანამ ამჟამად ორი კვირით შეაჩერა მუშაობა, რათა თვის ბოლოს ყოველკვირეული წარმოება 22 ათას ერთეულამდე გაფართოვდეს. პაუზა საჭირო გახდა საწარმოო ხაზის მოდერნიზაციისთვის, რაც ელექტრომობილების აწყობის მოცულობის გაფართოებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ Tesla-ს პროდუქცია ამჟამად ჩინეთიდან ექსპორტირებული ელექტრომობილების ნახევარს შეადგენს, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება დაინტერესებულია ამ კომპანიასთან თანამშრომლობის გაფართოებით. Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობის პერსპექტივები ჩინეთის ბაზარზე, წყაროების ცნობით, შელახულია ქვეყნის ტერიტორიაზე მათი გადაადგილების შეზღუდვის გამო. ელექტრომობილების მიერ შეგროვებული ინფორმაციის შესანახად განკუთვნილმა, კომპანიის მიერ აშენებულმა მონაცემთა ცენტრმაც კი ვერ დაარწმუნა ადგილობრივი ხელისუფლება ამ ავტომწარმოებლის კეთილსინდისიერებაში ინფორმაციის უსაფრთხოების თვალსაზრისით. შედეგად ამ ბრენდის ელექტრომობილები არა მხოლოდ არ დაიშვებიან სამხედრო ობიექტებსა და სამთავრობო დაწესებულებებში, არამედ დროებით გააძევეს იმ ტერიტორიიდან, სადაც მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით ღონისძიებებია დაგეგმილი. Tesla-ს ელექტრომობილების მყიდველებს ჩინეთში ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოეწონოთ ეს ყველაფერი, ამიტომ ზოგიერთი მანქანის მფლობელი შესაძლოა ადგილობრივ ბრენდებზე გადავიდეს, მიიჩნევენ ექსპერტები. სიტუაციას ამძაფრებს ელექტრომობილების ადგილობრივი მწარმოებლების მზარდი კონკურენცია. თუმცა, Tesla-ს არაფერი უშლის ხელს ჩინეთში აწყობილი მანქანების გაზრდილ ექსპორტზე, ამიტომ შანხაიში მეორე საწარმოს აშენების იდეა არ კარგავს აქტუალობას. ადგილობრივი კვლევითი ცენტრი ქმნის იაფ ელექტრო მანქანას, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 25000 აშშ დოლარი. სწორედ იგი შეიძლება მოხვდეს ახალი ქარხნის კონვეირზე. https://tinyurl.com/3rd6p565
-
Bitcoin-ის მაინინგ მოწყობილობების ღირებულება გენერირებული ჰეშრეითის თვალსაზრისით 2020 წლის დეკემბრის დონემდე შემცირდა. სერვის Luxor Mining-ის Hashrate Index-ის მიხედვით ფლაგმანური ASIC-მაინერების ფასი (ენერგოეფექტურობა 38 J/TH და ზემოთ) არის დაახლოებით 41 აშშ დოლარი 1 TH სიმძლავრეზე. წყარო: Hashrate Index. CoinDesk საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Bitmain-ის Antminer S19 და S19 Pro, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება, იყიდება 20-23 აშშ დოლარად ერთ TH-ზე. ამავე საფასო დიაპაზონში იყიდება მოწინავე ხაზის მოდელებიც - MicroBTC-ის Whatsminer M30. გამომცემლობის წყაროს ინფორმაციით ბაზარზე ზეგავლენა იქონია Celsius Mining-ის გაბანკროტებამ მშობელ კომპანიასთან ერთად. ივნისში მაინინგ-განყოფილება Celsius Network-მა აუქციონზე გაყიდა 6000 მაინერი 28$/TH-ად. აღჭურვილობის მეორე ტრანში 5 ათასი ერთეულით კომპანიამ გაყიდა 22$/TH-ად. 2021 წელს Celsius Network-მა სულ 500 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო მაინინგში ჩრდილოეთ ამერიკაში. ნოემბერში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს მაშინსკიმ განაცხადა, რომ აღჭურვილობა შედგება 22000 ASIC მოწყობილობისგან, რომლებშიც ძირითადად წარმოდგენილია Antminer S19. ”რადგანაც ბაზარზე ახალი მოწყობილობები გამოჩნდება, ჩვენ ველით, რომ შემდეგი თაობის მოწყობილობებზე ფასები კიდევ 1-2$/TH-ით შემცირდება. არის რამდენიმე მაინინგ-კომპანია, რომლებსაც მოუწევთ მათი აღჭურვილობის ნაწილის ლიკვიდაცია, რაც დამატებით ზეწოლას მოახდენს ASIC-მაინერების ღირებულებაზე“, - პროგნოზირებს Luxor-ის ოპერაციების დირექტორი Ethan Vera. მისი თქმით მაინერებზე ფასების ვარდნას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული მხარდაჭერა $18-$20/TH დონეზე. ამ ნიშნულზე ამჟამად შეინიშნება „განაცხადების დიდი მოცულობა“ შესყიდვაზე, აღნიშნა Vera-მ. ივლისში CleanSpark-მა გამოაცხადა, რომ შეიძინა 1061 ერთეული Whatsminer M30S „მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად“. ერთი თვით ადრე კომპანიამ იყიდა 1800 ცალი Antminer S19 XP, რომლის ღირებულებასაც "ექსკლუზიურად შეღავათიანი" უწოდა. შეგახსენებთ, რომ Arcane Research-ის ანალიტიკოსების აზრით Bitcoin-ის მაინინგის მომგებიანობა ივნისში 2020 წლის დონემდე დაეცა. იმავე თვეში პირველი კრიპტოვალუტის მაინერების მთლიანმა შემოსავალმა 668 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მაისთან შედარებით 26%-ით ნაკლებია. https://tinyurl.com/4kstauys
-
როგორც ვხედავთ, Arc სერიის მახასიათებლების სრულფასოვან ანონსს Intel არ ჩქარობს. კომპანია ხშირად აკეთებს მცირე კომენტარებსა და განცხადებებს, ასევე საზოგადოება გარკვეულ ინფორმაციას იღებს არაოფიციალური წყაროებიდან. Arc ვიდეო დაფების ზოგიერთი მცირე მახასიათებელი უკვე ცნობილია, საიდანაც შეგვიძლია განვსაჯოთ, რომ Intel არ გეგმავს წარმადობით RTX 3070-ს მაინც მიუახლოვდეს. პორტალ Wccftech-მა გააზიარა Intel-ის პარტნიორებისთვის განკუთვნილი სამომავლო გეგმის მცირე ანალოგი. მისი მიხედვით ჩანს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო Alchemist სერიაში შევა 5 ვიდეო დაფა: A770, A750, A580, A380 და A310. А770: ფლაგმანური ჩიპი. ენერგომოხმარება - 225 ვატი. 16/8 გბ ვიდეომეხსიერება, წარმადობის დონე - RTX 3060 Ti-ს (ოდნავ მცირე) და RX 6650 XT დაფების მსგავსი. ფასი - 400$; А750: მოწინავე მოდელი. ენერგომოხმარება - 225 ვატი. 8 გბ მეხსიერება, წარმადობის დონე - RTX 3060 და RX 6600 დაფების მსგავსი. ფასი - 300$; А580: საშუალობიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 175 ვატი. 8 გბ მეხსიერება. წარმადობის დონე - RTX 3050-ს მსგავსი. 200-230$; А380: დაბალბიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 75 ვატი. 6 გბ მეხსიერება. წარმადობის დონე - GTX 1650-ს მსგავსი (ოდნავ დაბალი). ფასი - 120-130$; А310: დაბალბიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 75 ვატი. 4 გბ მეხსიერება. წარმადობა - GTX 1050 Ti-ს მსგავსი. ფასი - 105$. ბოლომდე გაურკვეველია, როგორ აპირებს Intel - კონკურენცია გაუწიოს Nvidia-სა და AMD-ის საშუალობიუჯეტურ მოდელებს, თუკი ორივე კომპანია მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარადგენს ამაჩქარებლების ახალ თაობას და ის, რაც ადრე იყო მოწინავე სეგმენტი RTX 30-ის შემთხვევაში, გახდება საშუალო სეგმენტი RTX 40-თან შედარებით. თუმცა Intel-ს სამოქმედოდ რჩება ბაზრის დაბალბიუჯეტური სეგმენტი, სადაც იგი, სავარაუდოდ, თავს კარგად იგრძნობს. https://tinyurl.com/yxbp6n47
-
პროცესორ Intel Core i9-13900K-ს საკვალიფიკაციო ნიმუშის ტესტირება შედგა სინთეტიკურ ბენჩმარკებსა და სამუშაო სცენარებში, რომლებშიც მან მრავალნაკადიანი წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა i9-12900K ჩიპთან შედარებით ბირთვების დიდი რაოდენობის ხარჯზე - 24 (8P+16E) -16 (8P+8E) ბირთვის ნაცვლად. ერთნაკადიან წარმადობაში განსხვავება დიდი არ იყო, იდენტური სიხშირის პირობებში კი - საერთოდ შეუმჩნეველი. ზემოთხსენებული ტესტის ავტორმა, ბლოგერმა EP Extreme Player-იმა პლატფორმა Bilibili-ზე გამოაქვეყნა კიდევ ერთი შედარება, თუმცა ამჯერად თამაშებსა და 3DMark-ზე. შედარება განხორციელდა Z690 პლატფორმაზე 32 GB DDR5-6400 მეხსიერებით და GeForce RTX 3090 Ti გრაფიკული ბარათით. Intel Core i9-13900K ნიმუში მუშაობდა 5.5 გჰც-ზე, ხოლო Core i9-12900K - 4.9 გჰც-ზე. ასევე, ფლაგმანურ Raptor Lake-S-ს აქვს უპირატესობა L2 + L3 ქეშ-მეხსიერებაში, წარმოდგენილია 68 მბ მოცულობა Core i9-12900K-ის 44 მბ-ის წინააღმდეგ. წყარო: EP Extreme Player, Bilibili საშუალო FPS-ის მხრივ თამაშებში სხვაობა არც ისე დიდია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვან მაჩვენებელს აღწევს, მაგალითად FF IX Endwalker-ში მატება 33%-ია. დიდ ყურადღებას იქცევს კადრების მინიმალური რაოდენობის მატება, ამ მხრივ Core i9-13900K ძალიან კარგი აღმოჩნდა და უზარმაზარ უპირატესობას აფიქსირებს RDR2-ში, Forza Horizon 5-სა და PUBG-ში. EP Extreme Player-ის ვიდეოში მოცემულია უამრავი შედარება ცალკეულ თამაშებში სხვადასხვა გაფართოებაზე. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები ენერგომოხმარებაზე, რიგ თამაშებში Core i9-13900K მოიხმარდა 50%-მდე მეტ ენერგიას: მაგალითად RDR2-ში დააფიქსირა მაქსიმალური მაჩვენებელი 162 ვატი იმ დროს, როდესაც i9-12900K მოიხმარდა 123 ვატს. არსებული ცნობების თანახმად პროცესორის ფინალური ვერსია იმუშავებს 5.7-5.8 გჰც-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმადობა მეტი იქნება. ამჟამად არ არსებობს BIOS-ის საბოლოო ვერსიები Raptor Lake-S ტესტირებისთვის. ზოგიერთი მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე განახლებები განკუთვნილია თავდაპირველი მხარდაჭერისთვის და არა ტესტირებისთვის, რამაც შეიძლება გააუარესოს წარმადობა და ენერგომოხმარება https://tinyurl.com/27uwejbu
-
ციფრულ დოლარს შეუძლია გააძლიეროს ფინანსური სტაბილურობა. ამ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ფინანსების კვლევის ოფისის (OFR) ანალიტიკოსები. ექსპერტებმა გადაჭარბებულად მიიჩნიეს შიში ციფრული დოლარის გამოშვების გამო კრიზისის შემთხვევაში "საბანკო პანიკის" შესაძლებლობის შესახებ. ადრე ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ თავის ანგარიშში აღნიშნა ასეთი რისკები, როგორც CBDC-ის გამოჩენის უარყოფითი შედეგი. OFR-ის ანალიტიკოსების აზრით ციფრული დოლარი ხელისუფლებას წარუდგენს ადრეული გაფრთხილების სისტემას ფინანსურ სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ. ასეთი სიგნალი იქნება ფულის აქტიური კონვერტაცია CBDC-ში. „მონიტორინგი საშუალებას მისცემს ზედამხედველებს უფრო სწრაფად განსაზღვრონ, როდის იწყება საბანკო პანიკა და რეაგირება მოახდინონ პრობლემური ბანკების საფრთხეებზე“, - ნათქვამია დოკუმენტში. ექსპერტების აზრით ასეთმა ცოდნამ შეიძლება შეამციროს დაწესებულებების მსხვილი ინვესტორების შემთხვევაში ამ პროცესის დაწყების სურვილი. ანალიტიკოსებმა ასევე მიუთითეს „სუსტი ბანკის“ მომხმარებლების სტიმულირების შემცირებაზე, რათა ფული გადარიცხონ უფრო სანდო ინსტიტუტში „მშვიდობის დროს“. ეს შესაძლებელი იქნება ფინანსური ინსტიტუტების უფრო კონსერვატიული პოლიტიკის გამო CBDC-ის გამოსვლამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით. „ჩვენ განვიხილავთ [OFR ანგარიშს], როგორც ინსტრუმენტს, რომელიც ციფრული დოლარის მომხრეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი გეგმებისთვის“, - წერს Jaret Seiberg - Cowen Group-ის ანალიტიკოსი. ანგარიშიდან მიღებული დასკვნები შეესაბამება ფედერალური სარეზერვო სისტემის ვიცე-პრეზიდენტ ლაელ ბრეინარდის უახლეს კომენტარს, რომელიც CBDC-ს მიიჩნევს, როგორც ნეიტრალურ სანდო ანგარიშსწორების დონეს მომავალ კრიპტო-ფინანსურ სისტემაში. 2022 წლის ივნისში, BIS-მა ეროვნულ ციფრულ ვალუტებს მომავლის ფულადი სისტემების საფუძველი უწოდა. მანამდე კონგრესის მოსმენაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა გამოაცხადა CBDC-ის განხორციელების სტრატეგიის მომზადების შესახებ. https://tinyurl.com/4drww5s6
-
მონიტორი AOC U28G2XU გამოვიდა 2021 წლის ოქტომბერში და ეს იყო კარგი მოდელი 4K/144 ჰერცით, თუმცა მასზე ხელმისაწვდომი არ იყო HDMI 2.1 ინტერფეისი, რაც მას ჯამურ მიმზიდველობას უკარგავდა. როგორც ჩანს, AOC-მა მომხმარებელთა თხოვნას უპასუხა U28G2XU2 მოდელის გამოშვებით, რომელსაც აქვს იგივე ეკრანი, რაც ორიგინალს, მაგრამ ამჯერად წარმოდგენილია ორი HDMI 2.1 პორტი. მონიტორს აქვს 28-დუიმიანი IPS პანელი 4K გაფართოებით, რეაგირების დროა 1 მილიწამი G2G, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი. ხელმისაწვდომია ფუნქციების ნაკრები, რომლებიც მორგებულია გეიმერების უმეტესობაზე. სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 ნიტი, შედეგად მონიტორს მინიჭებული აქვს სერტიფიკატი VESA DisplayHDR 400. ეკრანის დანარჩენი მახასიათებლებია - კონტრასტულობის კოეფიციენტი - 1000: 1 და 8-ბიტიანი ფერის სიღრმე, რომლის წყალობით მონიტორი ფლობს 93%-იან DCI-P3 და 99%-იან sRGB სპექტრს. თანამედროვე მონიტორების უმეტესობის მსგავსად მასაც აქვს ჩაშენებული LowBlue რეჟიმი და ციმციმის საწინააღმდეგო ტექნოლოგია თვალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, მხარდაჭერილია FreeSync Premium და აქვს თამაშის ექვსი რეჟიმი (ფერების წინასწარ დაყენება), Dial Point (ჯვარედინი გადაფარვა), PbP და PiP რეჟიმები, Game Colour (ფერის გაჯერება) და Shadow Control - ჩრდილების კონტროლი (შავის გაძლიერება). და ბოლოს, მონიტორს გააჩნია კონსოლის რეჟიმი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დააკავშიროთ თქვენი Xbox Series X|S და PlayStation 5 კონსოლები, რათა ითამაშოთ თამაშები 120 ჰერცი სიხშირით 4K-ში HDR და VRR მხარდაჭერით. მონიტორზე ხელმისაწვდომი ინტერფეისები მოიცავს ორ HDMI 2.1 პორტს, ორ DisplayPort 1.4 პორტს, 3.5-მილიმეტრიან აუდიოკონექტორს და 4-პორტიან USB 3.2 ჰაბს. გარდა ამისა, მოცემულია ორი 3-ვატიანი დინამიკი. ნაკრებში შემავალი სადგამის მეშვეობით შესაძლებელია მონიტორის დახრილობის ცვლილება, შემოტრიალება, ბრუნვა და სიმაღლის რეგულირება, საუკეთესო ერგონომიკა კი მიიღწევა 100×100 VESA სამაგრზე დამაგრების შემთხვევაში. AOC Agon U28G2XU2 ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე თვეში დაახლოებით 1200 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/ytcfupas
-
Super Heavy რაკეტის ამაჩქარებლის პროტოტიპი, რომლის გამოცდები მეორე დღეს აფეთქებით დასრულდა, ექსპლუატაციას მომავალ კვირას დაუბრუნდება. SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დაწერა, რომ შესაძლებელია ამაჩქარებელი კვლავ გამოჩნდეს ტეხასის საფრენ პლატფორმაზე. ფოტოს წყარო: SpaceX მასკის თქმით ამაჩქარებლის პროტოტიპი შემოწმებისთვის სახელოსნოში დააბრუნეს. საფრენ პლატფორმაზე იგი გამოჩნდება „სავარაუდოდ მომავალ კვირაში“. Super Heavy ამაჩქარებელი ახალი თაობის სარაკეტო სისტემა Starship-ის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. გამშვებ პლატფორმაზე ბოლო ტესტების დროს მოხდა აფეთქება მისი ძრავის განყოფილებაში და დარტყმითი ტალღა, Reuters-ის ცნობით, რამდენიმე მილის რადიუსში გავრცელდა. ადრე SpaceX-მა უკვე განახორციელა Starship-ის სატესტო გაშვებები ამაჩქარებლის გარეშე დაახლოებით 10 კმ სიმაღლეზე, მაგრამ კომპანიას არასოდეს გაუშვია ორბიტაზე სრულმასშტაბიანი 122 მეტრიანი სარაკეტო სისტემა. ზაფხულის ბოლოსთვის კომპანიამ დაგეგმა სადებიუტო ორბიტალური ფრენა, მაგრამ ბოლო ინციდენტმა შეიძლება ეს საკითხი გაართულოს. აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA), რომელიც ზედამხედველობს გაშვების და დაშვების უსაფრთხოებას, განაცხადა, რომ აფეთქებასთან დაკავშირებით „მჭიდრო კონტაქტში“ იმყოფებოდა SpaceX-თან, მაგრამ არ აპირებს ოფიციალური გამოძიების დაწყებას, რადგან ინციდენტი მოხდა ტესტირების დროს და არა რეალური ფრენისას. მასკმა უკვე განაცხადა, რომ კომპანია დააბრუნებს გამაძლიერებელს ანგარში, რათა შეისწავლოს მისი 33 სარაკეტო ძრავი. გუშინ მან გამოაქვეყნა ტვიტი, რომლის მიხედვითაც Starship-ის გაშვება შეიძლება მოხდეს მომდევნო თვეში, თუკი ტესტირება გართულებების გარეშე ჩაივლის. ეს ხომალდი ბიზნესმენის ამბიციის მთავარი ელემენტია - ხალხი მთვარესა და მარსზე წაიყვანოს. გასულ წელს პროექტი NASA-მ შეარჩია, რათა უახლოეს მომავალში მთვარეზე ასტრონავტების გუნდი გაუშვას. უახლოეს მომავალში SpaceX აპირებს Starship-ის გაშვებას ფლორიდაში მდებარე კანავერალის პლატფორმიდან, ხოლო ტესტირება ტარდება SpaceX-ის მოედანზე ტეხასში. https://tinyurl.com/4axudtcu
-
ივნისის შეჯამების თანახმად აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდის ტემპი მაისის 8.6%-დან წლიური თვალსაზრისით 9.1%-მდე გაიზარდა. ამ ფონზე Bitcoin 19 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა (8,8%). ყოველთვიურად ზრდამ 1.3% შეადგინა პროგნოზირებულ 1.1%-თან შედარებით. ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო 1981 წლის ნოემბრის შემდეგ. წყარო: Trading Economics. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტის ფასი 19330 აშშ დოლარად იყიდებოდა. გასული დღის განმავლობაში აქტივის ღირებულება 3%-ით შემცირდა (CoinGecko). BTC/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. გასული დღე-ღამის განმავლობაში Ethereum-ის ფასმა დაიკლო 3.3%. წერის მომენტში მონეტა 1050$-ის ფარგლებშია. ETH/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. ფლაგმანების კვალად ტოპ-10-დან ყველა კრიპტო აქტივი კაპიტალიზაციის მიხედვით გადავიდა წითელ ზონაში. წყარო: CoinGecko. კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 2.6%-ით შემცირდა. ამჟამად ეს მაჩვენებელი 897.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. Coinglass-ის მონაცემებით ბოლო საათში ფიუჩერსების ბაზარზე 12.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პოზიციების ლიკვიდირება მოხდა, ხოლო დღის განმავლობაში - 242.3 მლნ აშშ დოლარის. აშშ-ის საფონდო ინდექსებმაც ნეგატიური რეაგირება მოახდინა სიახლეზე: S&P 500 0.75%-ით შემცირდა, Nasdaq Composite - 0.43%-ით. Dow Jones Industrial Average-მა დაიკლო 1.02%. 2022 წლის მარტში აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FRS) 2018 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაზარდა საბაზისო განაკვეთი 0.25-0.5%-მდე. შემდეგ Bitcoin-მა და S&P 500-მა დააფიქსირა ზრდა. მაისში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გაზარდა ძირითადი განაკვეთის დიაპაზონი 0.75-1%-მდე წლიურად, რამაც ბაზრების გაკვირვება გამოიწვია. ამ ფონზე პირველი კრიპტოვალუტის ფასმა გარკვეულ მომენტში გადალახა 40 ათას აშშ დოლარიანი დონე, მაგრამ იმავე დღეს დაეცა 36 ათასზე, რაც გაჭიანურებული კორექტირების დასაწყისი იყო. ივნისში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მკვეთრად გაზარდა ძირითადი განაკვეთი 75 bp-ით 1.5-1.75%-მდე. Bitcoin-მა, რომელმაც მანამდე ვერ მიაღწია 30 ათას აშშ დოლარიან დონეს წლიური ინფლაციის დაჩქარების შესახებ ცნობების გამო, რეაგირება მატებით მოახდინა. შეგახსენებთ, რომ Coinglass-ის თანახმად 2022 წლის მეორე კვარტალი ციფრული ოქროსთვის ყველაზე ცუდი იყო ბოლო 11 წლის განმავლობაში. აქტივის ღირებულება 56.2%-ით შემცირდა 45 000 აშშ დოლარიდან 19 884 აშშ დოლარამდე. Galaxy Digital-ის ხელმძღვანელ მაიკ ნოვოგრაცის თქმით კრიპტოვალუტების ბაზარზე რეცესია კიდევ დაახლოებით 18 თვე გაგრძელდება და ინდუსტრია იხილავს აღდგენის პირველ ნიშნებს ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შემდეგ. https://tinyurl.com/sdt3web8
-
Lenovo-მ გამოაქვეყნა თიზერი ვიდეო Twitter-სა და YouTube-ზე ახალი თაობის ThinkPad X1 Fold-ის შესახებ. ვიდეოს სახელწოდებაა „რას გავაკეთებთ მომავალში“, რაც არაორაზროვნად მიუთითებს, რომ გამოვა ახალი ThinkPad X1 Fold. ახალი მოწყობილობა, როგორც ჩანს, აღჭურვილი იქნება დიდი ზომის დასაკეცი AMOLED-ეკრანით, თუმცა უფრო წვრილი ჩარჩოებით. ვიდეოში ასევე ნაჩვენები იყო მოხსნად კლავიატურა TrackPoint-ის ახალი ვერსია. მოწყობილობას, დიდი ალბათობით, ექნება ჰიბრიდული პროცესორი - მე-12 თაობის (Alder Lake) Intel Core, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელი ჩიპის გამოყენებას აპირებს კომპანია. AMOLED-ეკრანისა და საკმაოდ ვიწრო ჩარჩოების წყალობით დასაკეცი კონსტრუქციის პარალელურად ახალი ThinkPad X1 Fold-ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება მისი პლატფორმა. Intel Lakefield პროცესორები ძლივს უზრუნველყოფენ ბიზნეს-მომხმარებლებისთვის საჭირო წარმადობას, თუმცა Alder Lake ცალსახად გადაჭრის ამ პრობლემას. ამავდროულად, Lenovo-ს ვიდეო ნათლად ასახავს Intel Evo-ს და vPro-ს ლოგოებს ბოლოს, ასე რომ შეგვიძლია ველოდოთ - ახალი ლეპტოპი დააკმაყოფილებს Intel-ის Evo-ს ბრენდის მოთხოვნებს სიჩქარისა და წარმადობის კუთხით. ასევე, vPro უნდა იყოს ბიზნეს/კორპორაციაზე ორიენტირებული სისტემა, ასე რომ დიდი ალბათბით მასზე მხარდაჭერილი იქნება უსაფრთხოებისა და მართვის ყველა ის უახლესი ფუნქცია, რისი შემოთავაზებაც Intel-ს შეუძლია. Lenovo ThinkPad X1 Fold Gen 2 ჰიბრიდული ლეპტოპის (როგორც მას Lenovo უწოდებს) შესახებ საკვანძო კითხვებს შორის არის ის, თუ როდის გახდება ხელმისაწვდომი და რა იქნება მისი ფასი. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიები, როგორც წესი, არ აანონსებენ ახალ პროდუქტებს გაშვებამდე რამდენიმე თვეზე ადრე, Lenovo-ს ახალი დასაკეცი ლეპტოპი სავარაუდოდ გამოვა აგვისტოში ან სექტემბერში. რაც შეეხება ფასებს, რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, რომ Lenovo სავარაუდოდ შემოგვთავაზებს პროცესორების უფრო მეტ მოდელს, ოპერატიული და შიდა მეხსიერების ვარიანტებს ThinkPad X1 Fold Gen 2 ვარიანტში წინა თაობის მოდელთან შედარებით. https://tinyurl.com/yckwz8bp
-
მიმდინარე წელს (ან შესაძლოა მოგვიანებით) მოსალოდნელია ახალი თაობის გრაფიკული ბარათების გამოჩენა ორი წამყვანი მწარმოებლისგან. Nvidia-ს და AMD-ს ჯერ არ გაუმხელიათ ყველა ინფორმაცია ახალ გრაფიკულ პროცესორებთან დაკავშირებით, მაგრამ არაერთხელ ითქვა, რომ დაფების ენერგომოხმარება გაიზრდება. მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა ინტერვიუ AMD-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტ Sam Naffziger-თან. მან დარწმუნებულობა გამოხატა იმაში, რომ AMD უახლოეს წლებში შეძლებს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული გეგმების რეალიზებას. და მაინც, მოხმარება ჯერჯერობით გაიზრდება. ინჟინრები აწყდებიან მურის კანონის შეზღუდვებს, რომლის იგნორირება შეუძლებელია. არაოფიციალური ცნობით ფლაგმანური Nvidia RTX 4090 მოიხმარს 600 ვატამდე ენერგიას. ამჟამინდელი ყველაზე მომთხოვნი მოდელი 3090 Ti ხარჯავს 450 ვატს. მომდევნო თაობის დაფებს არ ექნება 600-ვატიანი ენერგომოხმარება, თუმცა ასეთივე მოლოდინი არ არსებობს ოდნავ უფრო შორეულ სამომავლო ვიდეო დაფებთან დაკავშირებით. AMD-ის დიაგრამა გვიჩვენებს, რომ 2025 წლისთვის ენერგომოხმარება იზრდება 700 ვატამდე. ამავე დროს, არ არის ნათქვამი, საუბარია მხოლოდ ფლაგმანურ მოდელებზე, თუ უფრო სუსტი დაფებიც ამდენივეს მოიხმარენ. ნებისმიერ შემთხვევაში ვიდეო დაფის ყიდვისას, დიდი ალბათობით, ამავდროულად ახალი კვების წყარო გახდება საჭირო. Naffziger ამბობს, რომ AMD-ს შეუძლია გაზარდოს წარმადობა და გადაჭრას ენერგომოხმარების პრობლემა. Techspot-ის თანახმად კომპანია Infinity Cache-ს მიიჩნევს, როგორც უპირატესობას და ასევე აცხადებს, რომ უპირატესობა გააჩნია Nvidia-სთან შედარებით, როდესაც საქმე ეხება ჩიპლეტების დიზაინს. https://tinyurl.com/2p8setrm
-
Bitcoin-ის დათვურმა ბაზარმა ღრმა კაპიტულაციის ნიშნებით მიაღწია დასკვნით ეტაპს, თუმცა ფსკერის მოახლოების სიგნალები ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ასეთი დასკვნა გააკეთეს Glassnode-ის ანალიტიკოსებმა. ამჟამინდელ ვითარებას ბევრი საერთო აქვს 2018-2019 წლებში კოტირებების ვარდნასთან. იმ დროს ტენდენცია გაგრძელდა 15 თვე, თითქმის 85% შემცირებით. საბოლოო კაპიტულაციამდე ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მხარდაჭერის შენარჩუნებას 6000 აშშ დოლარის დონეზე. მარცხის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში დაიკარგა ღირებულების 50%. 2022 წელს მიზიდულობის ეს დონე 30 000 აშშ დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. მისი გარღვევის შემდეგ ზარალმა 40%-ს მიაღწია ორ კვირაში. ATH-დან უკანდახევამ 72.3% შეადგინა. წყარო: Glassnode. მიმდინარე კლება გამოწვეულია გაყიდვებით, მათ შორის გრძელვადიანი ინვესტორების მიერ. LTH-SOPR ინდიკატორი 0.67-მდე დაეცა (საშუალო დანაკარგმა 33%-ს მიაღწია). წყარო: Glassnode. ანალიტიკოსებმა ზემოთ მოყვანილი მონაცემები შეუთავსეს მონეტის შეძენის საბაზისო ღირებულებას 22300 აშშ დოლარს და არარეალიზებულ 14%-იან დანაკარგს ბაზრის ამ კატეგორიის მონაწილეებისთვის. ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძირითად ხარჯვას ახორციელებენ ისინი, ვინც Bitcoin-ებს გაცილებით მაღალ ფასად ყიდულობს და ამაში მინიმალურ მონაწილეობას იღებენ 2017-2020 წლებში კრიპტოვალუტის მფლობელები. წყარო: Glassnode. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ფსკერის ფორმირებას, როგორც წესი, წინ უძღვის ორი პირობის შესრულება: სუსტი რწმენის მქონე ინვესტორების (სპეკულანტების) კაპიტულაცია; მონეტების ეტაპობრივი გადაცემა ბაზრის მონაწილეებზე შედარებით დაბალი ფასის სენსიტიურობით (ჰოდლერები). წარსულში „არამომგებიანი“ მონეტების წილი გრძელვადიან ინვესტორებს შორის 34-35%-ს აღწევდა, მოკლევადიანისა 3-5%-მდე შემცირდა. ამ დროისთვის ეს პარამეტრები შეადგენს 28.5% და 16.2%-ს, შესაბამისად. წყარო: Glassnode. „ახლახანს გადანაწილებულმა მონეტებმა ახლა უნდა გაიარონ „მომწიფების“ პროცესი დარწმუნების უფრო მაღალი დონის მქონე მფლობელების ხელში. ფსკერის ფორმირების მრავალი სიგნალის არსებობის მიუხედავად ბაზარს ჯერ კიდევ სჭირდება დრო მდგრადი ზრდის ტრაექტორიაზე გადასასვლელად“, - ხაზგასმით აღნიშნეს სპეციალისტებმა. მაინერებს შორის კაპიტულაცია გრძელდება. თვიური ბალანსის შემცირების ტემპი მაისის შუა რიცხვებში შენელდა 4470 BTC-დან 1350 BTC-მდე. მათ მისამართებზე დარჩა 66.900 BTC. ბოლო ორი თვის განმავლობაში ხარჯებმა შეადგინა 7900 BTC. 2018-2019 წლების დათვური ბაზრის განმავლობაში ტენდენცია გაგრძელდა ოთხი თვე. წყარო: Glassnode. ”მომდევნო კვარტალში შემდგომი გადანაწილების რისკი შენარჩუნდება, თუ მონეტების ფასები არ აღდგება მნიშვნელოვანი მაჩვენებლით,” - დაასკვნეს ექსპერტებმა. მაინინგ-ორგანიზაციებმა ტეხასში მუშაობა შეწყვიტეს ელექტროენერგიაზე ინტენსიური სიცხის შედეგად გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნის ფონზე. ივნისში პირველი კრიპტოვალუტის მაინერების ჯამური შემოსავალი 26%-ით შემცირდა და 668 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მარტიდან ეს მაჩვენებელი სწრაფად იკლებს. https://tinyurl.com/57rwbdx5
-
ტაივანურმა კომპანია ASUS-მა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს კომპიუტერის მაკომპლექტებლებით დაწყებული - გეიმინგ პერიფერიითა და როუტერებით დამთავრებული, ოფიციალურად გამოაცხადა სამომავლო კომპაქტურ ფლაგმანურ სმარტფონ Zenfone 9-ს ანონსის თარიღი - 28 ივლისი. შეგახსენებთ, რომ Zenfone 8-ს გამოსვლიდან უკვე წელიწადზე მეტია გასული. ახალი სმარტფონის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელი იქნება ეკრანის დიაგონალი, რომელიც მხოლოდ 5.9 დუიმს შეადგენს. ამრიგად, სმარტფონი ბევრი კონკურენტი ფლაგმანური მობილური მოწყობილობისგან განსხვავებით შედარებით კომფორტული იქნება ერთი ხელით მუშაობისთვის. ინსაიდერების წყალობით ცნობილია მომავალი სიახლის სხვა მახასიათებლებიც - მაგალითად, სხვა უმაღლესი სეგმენტის სმარტფონების მსგავსად იგი დაფუძნებული იქნება Qualcomm Snapdragon 8 Plus Gen 1 SoC-ზე. წინასწარი მონაცემებით Zenfone 9-ს მოდიფიკაციების ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 8, 12 ან 16 გბ, ფლეშ-მეხსიერებისა კი - 128, 256 ან 512 გბ. ასევე ცნობილია, რომ წარმოდგენილი იქნება 50-მეგაპიქსელიანი სენსორი Sony IMX766, ბატარეის მოცულობა კი იქნება 4300 მა/სთ სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სმარტფონის დამატებითი უპირატესობებიდან აღსანიშნავია წყლისა და მტვრისგან დაცვა IP68 სტანდარტის შესაბამისად და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის, რაც ბევრ სხვა ფლაგმანზე ხელმისაწვდომი არ არის. https://tinyurl.com/bdzkpmej
-
NVIDIA-ს მთავარმა პარტნიორმა აშშ-ში, რომელიც ახდენს გრაფიკული ამაჩქარებლების ეტალონური ვერსიების რეალიზაციას, მნიშვნელოვნად შეამცირა ფლაგმანურ ვიდეო დაფა GeForce RTX 3090 Ti-ს ღირებულება. მიმდინარე წლის მარტში გამოშვებული ამაჩქარებლის სარეკომენდაციო ფასი შეადგენს 2000 აშშ დოლარს, თუმცა მაღაზიების ქსელი BestBuy ამჟამად მას 1600 აშშ დოლარად ყიდის. ამასთან, ვიდეო დაფის შეძენა კიდევ უფრო იაფად არის შესაძლებელი. ფოტოს წყარო: VideoCardz NVIDIA-ს AD102 გრაფიკულ პროცესორზე დაფუძნებული ამაჩქარებელი ბაზარზე იმ დროს გამოვიდა, როდესაც გრაფიკული დაფების ფასები სწრაფად კლებულობდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, იყო კრიპტოვალუტის ბაზრის კოლაფსის, ასევე ვიდეო დაფების ბაზრის გადაჭარბებული გაჯერების შედეგი. ფოტოს წყარო: BestBuy საცალო ქსელი BestBuy NVIDIA-ს ოფიციალური პარტნიორია და ექსკლუზიურად ყიდის კომპანიის „Founders Edition” ვიდეო დაფებს აშშ-ის ტერიტორიაზე. თავად NVIDIA-ს სარეკომენდაციო ფასის შემცირების შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებია. ამიტომ, ფასდაკლება GeForce RTX 3090 Ti-ზე, დიდი ალბათობით, თავად BestBuy-ს აქციას წარმოადგენს. ცხადია, თავად მაღაზია ამ ვიდეო დაფებს ზარალზე არ ყიდის. სავსებით სარწმუნოა, რომ მოხდა გარკვეული შეთანხმება NVIDIA-სთან. ფოტოს წყარო: NVIDIA GeForce RTX 3090 Ti-ს სარეკომენდაციო ფასი NVIDIA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით კვლავ 2000 აშშ დოლარია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამაჩქარებელი უფრო იაფად იყიდება არა მხოლოდ აშშ-ში, მწარმოებლის ამჟამინდელი სარეკომენდაციო ფასის დასაბუთება რთული იქნება. ფოტოს წყარო: NewEgg აშშ-ის გრაფიკული დაფების ბაზრის დამატებითმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ 1600$-იანი ეტალონური GeForce RTX 3090 Ti შესაძლოა არ იყოს საუკეთესო არჩევანი. Newegg-ის მაღაზიაში შესაძლებელია Gigabyte GeForce RTX 3090 Ti Gaming 24 გბ მოდელის შეძენა მასზე 100 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად. https://tinyurl.com/bdzajnmj
-
Stablecoin-ები არაპრაქტიკულია, როგორც გადახდის მეთოდი და მათი ამჟამინდელი ფორმა არ არის შესაფერისი რეალურ ეკონომიკაში გამოსაყენებლად. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია ნათქვამი. ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ მარეგულირებელი ზედამხედველობის ნაკლებობა და ზოგიერთი ალგორითმული Stablecoin-ის კოლაფსი, როგორიცაა TerraUSD, მიუთითებს „გადამდებ“ ეფექტებზე, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ამ აქტივებმა ფინანსურ სისტემაში. „ყველაზე მსხვილი „Stablecoin-ები“ ასრულებენ ლიკვიდურობის მნიშვნელოვან ფუნქციას […]. ამას შეიძლება ჰქონდეს ფართო გავლენა ციფრული აქტივების ბაზრებზე, თუ ადგილი აქვს ნდობის დარღვევას ან დაკარგვას“, - ნათქვამია მოხსენებაში. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა Stablecoin-ების, როგორც გადახდის საშუალების გამოყენება „არაპრაქტიკულად“ მიიჩნია. სიჩქარე და ღირებულება, ისევე, როგორც მათი კონვერტაციის პირობები, „არაადეკვატურია ეკონომიკის რეალურ სექტორში გადახდებში გამოსაყენებლად“, აღნიშნეს სპეციალისტებმა. ანალიტიკოსების შემოთავაზებაა საზედამხედველო და მარეგულირებელი ზომების შემუშავება ფინანსური სტაბილურობისთვის Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი შეღწევა რეგიონში შეზღუდულია - ევროპული საგადახდო სერვისების პროვაიდერებს დიდი აქტივობა არ გამოუჩენიათ. შეგახსენებთ, რომ MiCA-ს დებულებების თანახმად, „Stablecoin-ების“ ემიტენტებს მოეთხოვებათ დაიცვან მკაცრი ოპერაციული და პრუდენციალური წესები ტრანზაქციების მოცულობის შეზღუდვით დღეში 200 მილიონი ევროს ოდენობით. https://tinyurl.com/2fma47b2
-
ცნობილმა ინსაიდერმა @_rogame-მ გამოავლინა ჯერ არგამოშვებული Intel Arc A770M და Arc A550M GPU-ების 3Dmark-ტესტების პირველი შედეგები. ამჟამად Intel Arc Alchemist ვიდეო დაფები გამოდის მხოლოდ მობილურ ვარიანტებად და მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზე. ეს ვითარება ეტაპობრივად იცვლება, რადგან Intel-ს საბაზისო დონის A370M გრაფიკული პროცესორები გააქვს სხვა ბაზრებზეც, მაგრამ უფრო მძლავრი ვარიანტები - Alchemist A550M, A730M და A770M ჯერ კიდევ რთულადაა ხელმისაწვდომი. @_rogame-ის ინფორმაცია აფიქსირებს A550M და A770M გრაფიკულ პროცესორებს 3DMark-ში. სამწუხაროდ, ორივე მათგანის შედეგი ძალიან ორაზროვანია და უფრო მეტ კითხვას ტოვებს, ვიდრე პასუხს, თუმცა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ვიდეო ბარათის მოდელები უკვე ტესტირების ეტაპზეა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ დაფის გამოშვება ძალიან მალე უნდა მოხდეს - რამდენიმე კვირაში და არა თვეში. A550M მოდელმა, რომელსაც აქვს ACM-G10 GPU-ის აქტიური ბირთვის ნახევარი, 3DMark Time Spy-ში 6017 ქულა ძველი ვერსიის 1726 დრაივერის გამოყენებით. სამწუხაროდ, ეს ტესტი ჩატარდა გააქტიურებული Intel APO-თი (Advanced Performance Optimizations), რაც ფაქტობრივად მას უმოქმედოს ხდის 3DMark-ის წესების თანახმად. ადრე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით APO ტექნოლოგია აუმჯობესებს წარმადობას დაახლოებით 15%-ით. A730M დაფასთან შედარება APO-სთან გვიჩვენებს, რომ A730M 67%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე A550M - ორჯერ მეტი ბირთვით. რაც შეეხება უფრო ძველ მოდელ Intel Arc A770M-ს, მისი ტესტირება მოხდა Fire Strike Extreme-ში, სადაც 13244 ქულა დააგროვა. ეს დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რაც RTX 3070 გრაფიკული დაფის მობილური ვერსიისა, რომელიც მუშაობს Core i7-12700H პროცესორთან ერთად. Arc A770M შემოწმდა სატესტო დრაივერის ვერსიით 9999, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ OEM-ები ახალი აპარატურის გამოშვებამდე. აღსანიშნავია, რომ A770M-ის ოფიციალური წარმადობა უკვე დაადასტურა Intel-მა. ეს დაფა საშუალოდ 12%-ით უფრო სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე მობილური RTX 3060 გეიმინგში. ამრიგად, 3DMark-ის შედეგები, რომლებიც ინტერნეტში გამოჩნდა, ბოლომდე არ ემთხვევა რეალურ გეიმინგ ტესტებს, სადაც აშკარად Intel-ს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული სამუშაო დრაივერებთან და მოუწევს განახორციელოს ბევრი ოპტიმიზაცია. https://tinyurl.com/mwhtsd6f
-
სამომავლო 24-ბირთვიან ფლაგმანურ პროცესორ Intel Core i9-13900K-ს ინჟინრული ნიმუში გამოჩნდა სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში. ჩიპის მუშაობის ტესტირება მოხდა ASUS ROG Maximus Z690 Extreme დედა დაფაზე. ეს დაფა აღჭურვილია LGA 1700 პროცესორის სოკეტით და ASUS-მა ახლახან გამოუშვა მისთვის ახალი BIOS ვერსია, რომელიც უზრუნველყოფს Raptor Lake პროცესორების მხარდაჭერას ფოტოს წყარო: PC-Magazin.de ტესტების თანახმად Core i9-13900K ჩიპის ნიმუში მუშაობდა 3.0-დან 5.5 გჰც-მდე სიხშირის დიაპაზონში. ამასთან, ხდებოდა პროცესორის ერთ-ერთი ბირთვის ავტომატური აჩქარება 5.7 გჰც-მდე. უნდა აღინიშნოს, რომ ტაქტის სიხშირის ასეთივე დიაპაზონში მუშაობს მესამე თაობის Raptor Lake-ის ნიმუშები (Raptor Lake ES3), რომელთა შეძენა უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ჩინურ დახურულ არხში. ფოტოს წყარო: Geekbench ჩიპის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის ბირთვი Raptor Cove ტექნოლოგია Hyper-Threading-ის მხარდაჭერით და 16 ენერგოეფექტური ბირთვი Gracemont ხსენებული ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. Geekbench-ის აღწერის თანახმად პროცესორს აქვს 36 მბ L3 ქეშ-მეხსიერება. L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობა კი არასწორადაა მითითებული - Geekbench აჩვენებს მხოლოდ ერთი ტიპის ქეშს, რეალურად კი Core i9-13900K-ს ჯამში ექნება 32 მბ L2 ქეში. ფოტოს წყარო: Geekbench საინჟინრო ნიმუშის ტესტირების დროს იყო გარკვეული პრობლემები სისტემის ტაიმერებთან, ამიტომ ჩიპის წარმადობის მონაცემების შედარება არ იქნება სამართლიანი ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სხვა პროცესორთან. ფოტოს წყარო: Geekbench თუ ამ პუნქტს უგულებელვყოფთ, მაშინ Core i9-13900K საინჟინრო ნიმუში იყო 7%-ით უფრო სწრაფი ერთბირთვიან ტესტში და 37%-ით უფრო სწრაფი მრავალბირთვიან ტესტში Core i9-12900K-თან შედარებით იმავე Geekbench 5 ტესტებში. Intel-ისა და AMD-ს პროცესორების ერთნაკადიანი და მრავალნაკადიანი წარმადობა Geekbench 5-ში. ფოტოს წყარო: Wccftech Raptor Lake სერიის პროცესორების დებიუტი მოსალოდნელია მიმდინარე წლის ოქტომბერში. Intel სავარაუდოდ პირველ რიგში გამოუშვებს ჩიპების K-ვერსიებს განბლოკილი მულტიპლიკატორებით და მექანიკური აჩქარების საშუალებით. პროცესორები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ოვერქლოქინგისთვის, გაყიდვაში ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება. https://tinyurl.com/4dybvrpc
-
Ethereum უნდა იყოს კლასიფიცირებული, როგორც ფასიანი ქაღალდი, რადგან აქტივი თავდაპირველად განაწილდა ინვესტორებზე, როგორც ICO-ს ნაწილი. ამის შესახებ MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა Altcoin Daily-თან ინტერვიუში განაცხადა. „Ethereum - ფასიანი ქაღალდია, ვფიქრობ, ეს სავსებით ცხადია. აქტივი გამოვიდა ICO-ს მსვლელობისას, არსებობს მენეჯერების გუნდი, მოხდა წინასწარი მოპოვება. არსებობს ჰარდფორკები, ჰარდფორკები არამუდმივ საფუძველზე, არსებობს სირთულის ბომბი, რომლის გააქტიურების გადავადება ხდება“ - განაცხადა მან. სეილორმა განმარტა, რომ Ethereum-ის ქსელის პროგრამული უზრუნველყოფის პერიოდული განახლებები, რომლის უკანაც დეველოპერების გუნდი დგას, მიუთითებს იმაზე, რომ აქტივი არის ფასიანი ქაღალდი. მისი აზრით, იმისთვის, რომ კრიპტოვალუტა საქონლად ჩაითვალოს, მას არ უნდა ჰყავდეს ემიტენტი ან ვინმე, ვინც „მიიღებს გადაწყვეტილებებს“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ციფრული აქტივები დაფუძნებულია „სრულიად დეცენტრალიზებულ პროტოკოლებზე“. MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაგალითად მოიყვანა Bitcoin. ”თუ გსურთ პროდუქტის პოზიციონირება, როგორც საქონლის, თქვენ ცდილობთ შექმნათ ისეთი რამ, რაც ციფრულ სივრცეში ოქროს ჰგავს”, - თქვა მან. სეილორმა ასევე განაცხადა, რომ ყველა ტოკენი, რომლებიც დაფუძნებულია Proof-of-Stake-ზე, არის ფასიანი ქაღალდები. მისი თქმით ამ აქტივებში ინვესტიცია „უკიდურესად სარისკოა“ მარეგულირებელ ორგანოებთან პოტენციური პრობლემების გამო. მან დაამატა, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც MicroStrategy ინვესტირებას მხოლოდ Bitcoin-ში ახორციელებს. კომპანიამ ადრე შეიძინა დამატებით 480 BTC საშუალო ფასით დაახლოებით 20817$. ორგანიზაცია ფლობს 129.699 BTC-ს (დაწერის მომენტისთვის ~ 2.76 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების) ბალანსზე, მათ შესაძენად დაიხარჯა 3.98 მლრდ აშშ დოლარი. შეგახსენებთ, ივნისში სეილორმა განაცხადა, რომ MicroStrategy არ აპირებს კრიპტოვალუტის გაყიდვას ბაზრის არახელსაყრელ პირობებშიც კი. https://tinyurl.com/2pyxwebu
-
როგორც წესი, შემოდგომის დასაწყისისთვის Apple-ისგან მოსალოდნელია ახალი თაობის iPhone-ების ანონსი. iPhone 14 სერიის მოწყობილობების გამოჩენის მოლოდინში მათ შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია ინტერნეტში პერიოდულად ქვეყნდება. ინსაიდერი iHacktu ileaks წერს, რომ ამ სმარტფონების ანონსი 13 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. აშშ-ში წინასწარი შეკვეთები 16 სექტემბერს დაიწყება, გაყიდვები კი - 23 სექტემბერს. ეს ყველაფერი Apple-ის ოფიციალური პირების მიერ ჯერ არ დადასტურებულა. მოსალოდნელია iPhone 14, iPhone 14 Max, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელების გამოშვება. iPhone 14 და 14 Pro-ს ექნება 6.1-დუიმიანი ეკრანები, ხოლო 14 Max-ისა და 14 Pro Max-ის ეკრანის დიაგონალი იქნება 6.7 დუიმი. Pro და სტანდარტულ მოდელებს შორის განსხვავება დიდი არ იქნება. Pro მოდელს ეკრანზე მოზრდილი ჭრილის ნაცვლად კამერის ქვეშ ექნება მრგვალი ჭრილი, სმარტფონები იმუშავებენ პროცესორ A16 Bionic-ზე. დანარჩენ მოდელებში წარმოდგენილი იქნება გასული წლის პროცესორი. iPhone 14-თან ერთად შესაძლოა ველოდოთ სმარტ-საათ Apple Watch Series 8-ის ანონსს, წერს Gizmochina. https://tinyurl.com/yd2t8h8d
-
ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით Galaxy S23 სერიის სმარტფონებში, რომელთა დებიუტი 2023 წლის დასაწყისში შედგება, კომპანია Samsung Electronics სრულად იტყვის უარს საკუთარი წარმოების Exynos პროცესორების გამოყენებაზე Qualcomm-ის 4-ნანომეტრიანი ჩიპების სასარგებლოდ, რომელთაც TSMC დაამზადებს. მხოლოდ სამი წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი Samsung-ის სმარტფონებში გამოჩნდეს საკუთარი წარმოების 3-ნანომეტრიანი პროცესორები. ფოტოს წყარო: Samsung Electronics როგორც ადრე უკვე ითქვა, Samsung Electronics-ის მიერ წარმოებული 3-ნანომეტრიანი ჩიპების „პირველი ტალღა“ განკუთვნილი იქნება ჩინელი მწარმოებლების სპეციალიზებული ამაჩქარებლებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტების მაინინგისას გამოიყენება. სწორედ მათი დიდი რაოდენობით წარმოება დაიწყო გასული კვარტლის ბოლოს კორეულ გამოცდილ საწარმოო ხაზზე. საკუთარი საჭიროებისთვის, როგორც Business Korea-ში განმარტავენ, Samsung Electronics გამოიყენებს მეორე თაობის 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, რომელსაც მხოლოდ მომავალ წელს დაეუფლება. კომპანია მისი გამოყენებით საკუთარი მობილური პროცესორების წარმოებას 2024 წლის დასაწყისისთვის დაიწყებს, რის შემდეგაც მოხდება ჩიპების ინტეგრირება კომპანიის სმარტფონებში. კონკურენტი TSMC 3-ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივ წარმოებას მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მის შემთხვევაშიც გაჭიანურდეს პროცესის დაწყება, ამიტომ ნაადრევია საუბარი Samsung Electronics-ის აშკარა უპირატესობაზე დროის თვალსაზრისით. https://tinyurl.com/yckmmjz4
-
კრიპტო ინდუსტრიას სჭირდება უფრო მკაცრი რეგულირება, რადგან ციფრული აქტივების ბაზრის კოლაფსი ინდუსტრიაში „სერიოზული დაუცველობის“ მტკიცებულება იყო. ამის შესახებ ფედერალური სარეზერვო სისტემის ვიცე-თავმჯდომარე ლაელ ბრეინარდმა ინგლისის ბანკის კონფერენციაზე განაცხადა, წერს Financial Times. მისი აზრით, ბაზრის შედარებით მცირე ზომისა და კლასიკურ ეკონომიკურ სისტემასთან სუსტი ურთიერთქმედების გამო კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ არ უქმნის საფრთხეს ფინანსურ სტაბილურობას. ამავე დროს, მარეგულირებლებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ჩარჩო ინვესტორების დასაცავად, აღნიშნა ბრეინარდმა. „მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო-საფინანსო სისტემა ეწინააღმდეგება კლასიკურ სისტემას, აღმოჩნდა, რომ ის ექვემდებარება იმავე რისკებს, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ ტრადიციულ ფინანსებში […]. ვინაიდან ჩვენ ვმუშაობთ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა პერიმეტრმა მოიცვას კრიპტოვალუტები“, - განაცხადა მან. ბრეინარდს ეჭვი ეპარება, რომ Bitcoin არის ჰეჯირების საშუალება ინფლაციის წინააღმდეგ. ვიცე-თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების კორელაცია ძალიან მაღალია მაღალი რისკის მქონე აქტივებთან. ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ მარეგულირებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ Stablecoin-ებს. მისი თქმით, Terra-ს ეკოსისტემის ნგრევა საბანკო პანიკის კლასიკურ მაგალითს მოგვაგონებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ Stablecoin-ები უკიდურესად დაუცველია ამ ტიპის კრიზისის მიმართ. მაგალითად ბრეინარდმა მოიყვანა მაისში USDT-დან თანხების გადინება კომპანია Tether-დან. 2022 წლის ივნისში ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა თქვა, რომ ბაზრის ცვალებადობის ფონზე სააგენტო ყურადღებით აკვირდება კრიპტოვალუტებს. მან აღნიშნა, რომ ინდუსტრიას ჯერ არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მაკროეკონომიკაზე. მაისში ფედერალური სარეზერვო სისტემის ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატმა მაიკლ ბარმა მოითხოვა Stablecoin-ების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება. https://tinyurl.com/y6x47xz3
