Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია EVGA-მ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის იანვარში წარდგენილი უჩვეულო ღია კომპიუტერი E1 გაყიდვისთვის მზადაა. ახალი მოწყობილობა შემოთავაზებულია სამ ვარიანტად. საბაზისო მოდელი, რომელიც შედგება მხოლოდ კორპუსისა და ვიდეო დაფის ვერტიკალურად განთავსებისთვის საჭირო სამონტაჟო ნაკრებისგან და მისი ფასია 1600 აშშ დოლარი. ფოტოს წყარო: EVGA მეორე ვარიანტში კორპუსისა და სამონტაჟო ნაკრების გარდა წარმოდგენილია ამაჩქარებელი GeForce RTX 3090 Kingpin, აგრეთვე 1600 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი EVGA T2. ეს კომპლექტი კომპანიამ 3700 აშშ დოლარად შეაფასა. მესამე ვარიანტში, რომლის სახელწოდებაა Bare Bones, ყველა ზემოთხსენებულ კომპონენტთან ერთად წარმოდგენილია დედა დაფა Z690 Dark Kingpin, სპეციალური გადამყვანი ვიდეო დაფისთვის PowerLink 52u, აგრეთვე პრემიალური შეფუთვა. ამ ნაკრების ფასი 5 ათას აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია აღნიშნავს, რომ პრემიალური შეფუთვა, რომელიც შედგება პლასტმასის კოლოფისგან, ნაკრებთან ერთად უფასოდ მიეწოდება მომხმარებელს. როგორც წესი, EVGA ამ შეფუთვას ცალკე 800 აშშ დოლარად ყიდის. ღია კომპიუტერ EVGA E1-ის მაღალ ფასს კომპანია ხსნის მასში გამოყენებული მასალებით. კომპიუტერის ჩარჩო დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსგან - იმავე მასალისგან, რაც სუპერმანქანების წარმოებისას გამოიყენება. მისი წყალობით EVGA E1-ის კორპუსი ძალიან მსუბუქი გამოვიდა (იწონის მხოლოდ 4.5 კგ-ს) და ამავე დროს ძალიან მტკიცეა. კომპიუტერი ასევე შთამბეჭდავად გამოიყურება დედა დაფის ჩამოსაკიდებელი კონსტრუქციის წყალობით. წარმოდგენილია GPU-ის ტემპერატურის, ასევე ცენტრალური პროცესორისა და მთელი სისტემისთვის განკუთვნილი ანალოგური სენსორები. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის, ორი USB 3.0 და USB Type-C პორტი. კომპანია აღნიშნავს, რომ კომპიუტერს მომხმარებელი შეკვეთიდან 3-4 კვირის განმავლობაში მიიღებს. რითია გამოწვეული შეფერხება - EVGA არ აკონკრეტებს. შესაძლოა, ღირებულების გათვალისწინებით კომპანია თითოეულ კორპუსს შეკვეთის მიხედვით აწარმოებს. შემადგენელი კომპონენტები დამოუკიდებლად გაყიდვაში უკვე ხელმისაწვდომია. https://tinyurl.com/3nk3mwyu
  2. აშშ-ის სენატში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ათავისუფლებს 50$-მდე ღირებულების ციფრული აქტივებით განხორციელებულ ტრანზაქციებს კაპიტალის მოგების გადასახადისგან. დოკუმენტის ავტორები არიან სენატორები პეტ ტუმი და კირსტენ სინემა. მიღების შემთხვევაში დოკუმენტი კრიპტოვალუტების მცირე შესყიდვებს გადასახადებისგან გაათავისუფლებს. 50 აშშ დოლარის ლიმიტი შეიძლება კიდევ დაკორექტირდეს ინფლაციის მოცულობის შესაბამისად. კანონპროექტი არ ვრცელდება ციფრულ აქტივებსა და ფიატს შორის გარიგებებზე. მის თანახმად „ყველა გაყიდვა ან გაცვლა, რომელიც არის ერთი და იგივე ტრანზაქციის ნაწილი (ან დაკავშირებული ტრანზაქციების სერია) უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთი გაყიდვა ან გაცვლა“. აშშ-ში კრიპტოვალუტების მომხმარებლებს ამჟამად კანონით მოეთხოვებათ ციფრული აქტივებით ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ანგარიშის ჩაბარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარეგულირებლები განიხილავენ კრიპტოვალუტას პირველ რიგში როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტს და არა როგორც გადახდის საშუალებას. Coin Center-მა, Blockchain Association-მა და Association for Digital Asset Markets-მა მხარი დაუჭირეს სენატორების ინიციატივას. შეგახსენებთ, რომ კრიპტო ტრანზაქციების დაბეგვრის 50 აშშ დოლარიან ბარიერს ასევე შეიცავს კანონპროექტი „პასუხისმგებლიანი ფინანსური ინოვაციების შესახებ“, რომელიც იმავე სენატორებმა ივნისში წარადგინეს. მანამდე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა სინტია ლამისმა ივარაუდა დოკუმენტის მიღების დრო 2023 წელი. https://tinyurl.com/ydswbx6p
  3. მოსალოდნელია, რომ Apple კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ზღვარს ფლაგმანურ და დაბალბიუჯეტურ მოდელებს შორის სექტემბერში, როდესაც წარდგენილი იქნება მომდევნო თაობის სმარტფონები. უმეტესობა მიიჩნევს, რომ Apple ამ მიდგომას განახორციელებს iPhone Pro მოდელებში ახალ ჩიპსეტ A16-ის გამოყენებით, ხოლო დანარჩენ მოდელებში კვლავ A15 ჩიპსეტს განათავსებს iPhone 13 სერიის მსგავსად. Macworld-ის წარმომადგენელი ჯეისონ კროსი შეეცადა ევარაუდა, რა წარმადობას შეიძლება ველოდოთ Apple A16-ისგან. საერთო აზრის თანახმად Apple A16 ჩიპსეტს დაამზადებს 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, როგორც ეს მოხდა A15 და A14 ჩიპსეტების შემთხვევაში. დიდი ალბათობით, ეს იქნება TSMC-ის მესამე თაობის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობისა და ეფექტურობის მხოლოდ მცირე ზრდას. წარმადობისა და ეფექტურობის გაცილებით მნიშვნელოვანი ზრდა მოხდება მაშინ, როდესაც Apple გადავა 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, თუმცა იგი ვერ მოესწრება iPhone 14-ის შემთხვევაში. კროსი მიიჩნევს, რომ A16 შესაძლოა შეიცავდეს 20 მილიარდამდე ტრანზისტორს, რომელთაგან ბევრი გამოყენებული იქნება Neural Engine-ში მანქანური სწავლებისთვის, აგრეთვე გამოსახულების სიგნალების პროცესორისა (ISP) და ვიდეოკოდერებისთვის. არაოფიციალური ცნობებით iPhone 14 Pro-ს ექნება 48-მეგაპიქსელიანი კამერა და მისთვის საჭირო იქნება უფრო წრაფი სიჩქარე ინტერნეტთან დაკავშირებისას. ადეკვატური ინფრასტრუქტურის გარეშე გამოსახულების დამუშავების დრო დაზარალდება, რაც არ შეესაბამება Apple-ის სტრატეგიას. A16-ში, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება ბირთვის იგივე კონფიგურაცია ორი მაღალი წარმადობისა და ოთხი მაღალეფექტური ბირთვით. კროსის აზრით მიმდინარე წელს Apple დანერგავს LPDDR5 მეხსიერებას, რაც ეჭვგარეშეა გაზრდის მეხსიერების სიჩქარეს. LPDDR4x-დან LPDDR5-ზე გადასვლამ შესაძლოა სიჩქარე 50%-ით გაზარდოს. რამდენიმე სხვა პარამეტრთან ერთად A16 უზრუნველყოფს წარმადობის 15%-მდე ზრდას წინამორბედთან შედარებით. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორს, ითვლება, რომ Apple გამოიყენებს გრაფიკული პროცესორის ხუთ-ექვს ბირთვს A16-ში. სხვა არქიტექტურული გაუმჯობესებები და LPDDR5 მეხსიერებაზე გადასვლა კიდევ უფრო გაზრდის გრაფიკის წარმადობის დონეს. ყველა პირობის გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იქნება გრაფიკული წარმადობის ზრდა 30%-მდე წინა წლის A15-თან შედარებით. და ბოლოს, კროსი თვლის, რომ iPhone 14 Pro-ში გამოყენებული იქნება მოდემი Qualcomm Snapdragon X65. შარშანდელი iPhone 13 Pro აღჭურვილი იყო 7.5 გბ/წმ სიჩქარის მქონე Snapdragon X60 5G ჩიპით, ხოლო X65 უზრუნველყოფს ჩატვირთვის მაქსიმალურ სიჩქარეს 10 გბ/წმ-მდე. https://tinyurl.com/bd2dn5pb
  4. კომპანია ASRock აპირებს გეიმინგ მონიტორების ბაზარზე შესვლას და ამზადებს რამდენიმე მოდელს დასახელებით PG42U, PG34WQ15R, PG32QF, PG27FF. „PG” პრეფიქსი შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მონიტორები შედის სერია Phantom Gaming-ში, რომელშიც კომპანია უშვებს გეიმინგ სისტემებისთვის განკუთვნილ დედა დაფებსა და ვიდეო დაფებს. ფოტოს წყარო: AMD ASRock-ის მონიტორების ზოგიერთი მოდელი უკვე შენიშნულია ელექტრონული აღჭურვილობის სერტიფიკაციის სხვადასხვა ორგანიზაციაში. ეს ნიშნავს, რომ ახალი მოწყობილობების ანონსი ძალიან მალე შედგება. ამჟამად ცნობილია, რომ PG34WQ15R და PG27FF მოდელებს აქვთ AMD FreeSync Premium ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: Consumer.go.kr ASRock PG34WQ15R მოდელს აქვს 34-დუიმიანი VA მატრიცა გაფართოებით 3440 × 1440 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი, თუმცა ეს სიხშირე ხელმისაწვდომია მხოლოდ DisplayPort-ის მეშვეობით. მონიტორს ასევე აქვს HDMI პორტი 100 ჰერცამდე განახლების მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია ასევე HDR. ფოტოს წყარო: Consumer.go.kr ASRock PG27FF მოდელს აქვს 27-დუიმიანი IPS დისპლეი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი კადრის განახლების 165 ჰერცი სიხშირით. მასაც აქვს HDR-ის მხარდაჭერა, ასევე DisplayPort და HDMI პორტები. ცნობილია, რომ კომპანია აპირებს ამ მოდელის რამდენიმე ვერსიის გამოშვებას. ფოტოს წყარო: Consumer.go.kr PG42U და PG32QF მოდელების შესახებ ამჟამად ცნობილი პრაქტიკულად არაფერია. პირველი მათგანი, სავარაუდოდ იქნება 42-დუიმიანი 4K ეკრანის მქონე, მეორეს კი ექნება 32-დუიმიანი ეკრანი 1440p გაფართოებით. ფოტოს წყარო: Consumer.go.kr „კოლეგა კომპანიები“ - ASUS, Gigabyte და MSI - დიდი ხანია დამკვიდრდნენ, როგორც მონიტორების მწარმოებლები. NZXT-მაც კი ცოტა ხნის წინ წარადგინა თავისი პირველი გეიმინგ ეკრანები. კომპიუტერული კომპონენტების მსხვილ მწარმოებლებს შორის მხოლოდ ASRock იყო დარჩენილი მონიტორების წარმოების გარეშე და ეს ვითარება უახლოეს მომავალში შეიცვლება. ჯერჯერობით უცნობია, როდის წარადგენს ASRock ახალ დისპლეებს და რა იქნება მათი ღირებულება. https://tinyurl.com/2p96mubu
  5. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) დაიწყო გამოძიება Coinbase Global-ის მიმართ იმის გამო, რომ შესაძლოა მოხდა წვდომა ისეთი ციფრული აქტივებით ვაჭრობაზე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ფასიან ქაღალდებად შეერთებული შტატების რეზიდენტებისთვის. ამის შესახებ სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით წერს Bloomberg. სააგენტოს თქმით SEC-მა დაიწყო Coinbase-ზე უფრო ყურადღებით დაკვირვება, რადგან ბირჟა აფართოებს სავაჭრო ტოკენების რაოდენობას. გარდა ამისა, 21 ივლისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა Coinbase-ის პროდუქტების უფროს მენეჯერ Ishan Wahi-ს დაპატიმრების შესახებ. მას ბრალი დასდეს ინსაიდერული საქონლის გამოყენებით თაღლითობაში. საქმის მონაწილეები ასევე იყვნენ მისი ძმა და Coinbase-ის თანამშრომელი Sameer Ramani. გამომძიებლების თქმით, ბრალდებულებმა გამოიყენეს კონფიდენციალური ინფორმაცია ბირჟაზე ციფრული აქტივების მომავალი ლისტინგის შესახებ მომგებიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად. SEC-მა ეჭვმიტანილების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მსგავსი თეზისებით და აღნიშნა, რომ საუბარი ეხება ფასიანი ქაღალდების გამოყენებით თაღლითობას. სააგენტომ განახორციელა 25-დან 9 კრიპტოვალუტის კლასიფიცირება, რომლებსაც საქმის მონაწილეები თავიანთ ოპერაციებში იყენებდნენ. Coinbase-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა არ მიმდინარეობს მის პლატფორმაზე. აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისარი კეროლაინ ფამი თვლის, რომ გამოძიებაში SEC-ის მიერ რამდენიმე ტოკენის ფასიან ქაღალდად დასახელებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს მთელი ინდუსტრიისთვის. ივნისში Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუსმა SEC დაადანაშაულა იმაში, რომ იგი იყენებდა იძულებით მიდგომას ნაცვლად იმისა, რომ ემუშავა ინდუსტრიისთვის მკაფიო რეგულირებაზე. წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტომ ემერმა განაცხადა, რომ სააგენტო ერევა კრიპტოვალუტების სფეროს რეგულირებაში და არაეთიკურად მოქმედებს მის მონაწილეებთან მიმართებაში. Bloomberg-მა ადრე განაცხადა, რომ SEC იძიებდა იყო თუ არა Binance-ის BNB ტოკენი ფასიანი ქაღალდი 2017 წელს მისი გაყიდვის დროს. თუმცა მოგვიანებით კომისიამ ეს ინფორმაცია უარყო. https://tinyurl.com/bdhrjhmy
  6. NVIDIA-ს მომდევნო თაობის ვიდეო დაფების გამოსვლამდე რამდენიმე თვე დარჩა, ექსპერტებისთვის კი ჯერ კიდევ უცნობია ფლაგმანური გრაფიკული ჩიპების გარკვეული მახასიათებლები. დასაწყისისთვის მოდით, განვიხილოთ ის, რაც უკვე ცნობილია, შემდეგ კი გადავიდეთ დამაბნეველ მონაცემებზე. უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, რომ Ada Lovelace სერიაში გაგრძელდება ვიდეომეხსიერების სალტის სიგანის შემცირების ტენდენცია. თუკი ამჟამინდელ თაობა GeForce RTX 3070-ს აქვს 8 გბ ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით, GeForce RTX 4070-ს სავარაუდოდ ექნება 160-ბიტიანი სალტე და 10 გბ ვიდეომეხსიერება. იმუშავებს თუ არა GeForce RTX 4060 სერია 128-ბიტიან სალტეზე - ჯერ უცნობია, თუმცა ვითარება ამ მიმართულებით მიდის. როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი გზა გრაფიკული ჩიპის დიდი ენერგომოხმარების დასაცხრობად, რადგან ნებისმიერი სხვა სცენარის შემთხვევაში მივიღებდით საშინლად დიდი ენერგომოხმარების მქონე ვიდეო დაფებს, რაც ბაზრისთვის მიუღებელია. ფლაგმანის სახელწოდება, რომელიც მიმდინარე წელს გამოვა, იქნება GeForce RTX 4090, დანარჩენი გრაფიკული ჩიპები კი 2023 წელს არის მოსალოდნელი. ინსაიდერები მიიჩნევენ, რომ გადავადების მიზეზი ბაზარზე არსებული სიჭარბეა. ჯენსენ ჰუანგს იმედი ჰქონდა, რომ მილიონობით ვიდეო დაფას გაყიდიდა მაინერებზე, მაგრამ ეს მაინერები გაქრნენ და საწყობებში გასაყიდი საქონლის მთები დარჩა. ასევე საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება GeForce RTX 4080-ზე: ვიდეო დაფა დიდი ალბათობით 256-ბიტიანი იქნება, თუმცა ექნება 16 გბ ვიდეომეხსიერება. ასეთ შემთხვევაში დაზარალდებიან ისინი, ვინც გრაფიკულ ჩიპებს რთული გამომთვლელი ამოცანებისთვის იყენებენ. ცხადია, სიჩქარის შემცირება რენდერინგს სასიკეთოდ არ წაადგება. ღია კითხვებს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა ინსაიდერები კამათობენ, რომელი ტექნოპროცესი იქნება გამოყენებული. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია, თუმცა ბოლო დროს ნახსენები იყო 4-ნანომეტრიანი. მიიჩნევა, რომ NVIDIA არ არ დახარჯავს ფულს Samsung-ის ახალ 24 გბ/წმ სიჩქარის მქონე GDDR6 ვიდეომეხსიერებაზე GeForce RTX 4090 ვიდეო დაფისთვის. დიდი ალბათობით ასეთ სიჩქარეს კომპანია გადაინახავს უფრო მძლავრი მოდელისთვის, რომელიც ზოგჯერ ფიგურირებს დასახელებით - GeForce RTX 4090 Ti ან Titan. მიიჩნევა, რომ სუპერფლაგმანს ექნება 18432 CUDA ბირთვი, ინსაიდერებმა უკვე იპოვეს მისი კოდური სახელწოდება - AD102-450-A1. სხვათა შორის, სანდო წყაროები აცხადებენ, რომ GeForce RTX 4090 მოდელისთვის განკუთვნილია კოდური სახელი AD102-300-А1. ამ ყველაფერთან მიმართებაში ნამდვილი არეულობაა, ამიტომ სხვადასხვა ცნობაში ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება მოიძებნოს. რაც შეეხება GeForce RTX 4090 Ti-ს (Titan), ასეთი მონსტრის გამოსვლა 2023 წელზე ადრე მოსალოდნელი არ არის. მიიჩნევა, რომ მის შემთხვევაში NVIDIA ყველაფერს გააკეთებს, რათა ვიდეო დაფამ არა მხოლოდ პირველი ადგილი დაიკავოს, არამედ დიდი დისტანციით ჩამოიტოვოს უკან AMD-ის მიერ წარმოებული პოტენციური კონკურენტი. ამ შემთხვევაში ეჭვი არავის ეპარება, რომ დაფას 24 გბ/წმ სიჩქარის მქონე ვიდეომეხსიერება ექნება, მეხსიერების მოცულობა 48 გბ კი ერთგვარ გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, ასეთი მაჩვენებლის მიღწევა კვებაზე შეზღუდვის მოხსნის შედეგად იქნება მიღწეული. ვიცით, რომ ეტალონური ვერსიის სითბური პაკეტი 800-ვატიანია, თანაც არაერთხელ გვინახავს, როგორ განბლოკავენ NVIDIA-ს პარტნიორები ამ მაჩვენებელს სიჩქარის გაზრდის მიზნით. ენერგომოხმარებაზე საუბრისას აქვე აღვნიშნავთ, რომ GeForce RTX 4090 მოდელი ამ მხრივ საკმაოდ თავშეკავებულია და არ მოიხმარს 450 ვატზე მეტს. ფლაგმანის პირველი ინჟინრული ნიმუშები უკვე მოხვდა ტესტერების ხელში. გავრცელდა 3DMark Time Spy Extreme ტესტების შედეგები, სადაც ქულების ორმაგი ზრდა დაფიქსირდა GeForce RTX 3090-თან შედარებით, კადრების რაოდენობა Control-ში კი 2.2-ჯერ გაიზარდა. ჯამში ფლაგმანების ამ მრავალფეროვნებიდან ყველაზე საინტერესო შეიძლება გახდეს GeForce RTX 4080 Ti. ვინაიდან 384-ბიტიანი სალტე განკუთვნილია ექსკლუზიურად GeForce RTX 4090 სერიისთვის, მის შემთხვევაში გეიმერები ელოდებიან 320 ბიტს და 20 გბ ვიდეომეხსიერებას. ეჭვგარეშეა, რომ ვიდეომეხსიერების მოცულობის ზრდა სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. რაც შეეხება მეხსიერების სალტეს, გეიმერების უმეტესობა ასეთ დეტალებს საერთოდ არ უღრმავდება. https://tinyurl.com/2mtck9fw
      • 2
      • Upvote
  7. მიმდინარე დროისთვის მხოლოდ ერთმა მწარმოებელმა გამოუშვა დესკტოპ ვიდეო დაფა Intel Arc A380-ის არარეფერენსული ვერსია - ეს არის ჩინური კომპანია Gunnir. მალე მას შეუერთდება კიდევ ერთი, მაგრამ ამჯერად ვიდეო დაფების უფრო მეტად ცნობილი მწარმოებელი - ტაივანური კომპანია AsRock. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ დრომდე AsRock აწარმოებდა მხოლოდ AMD Radeon სერიის ვიდეო დაფებს. ფოტოს წყარო: Bilibili ჩინურ სოციალურ პლატფორმა Bilibili-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ASRock-ის Intel Arc A380 ვიდეო დაფა. იგი გახდება Challenger სერიის ნაწილი, რომლის ფარგლებში ASRock გამოუშვებს გრაფიკული ბარათების უფრო ხელმისაწვდომ ვერსიებს. ASRock Arc A380-ს ექნება ერთი ქულერი, ალუმინის საკმაოდ კომპაქტური რადიატორი და სისტემური ბლოკის შემადგენლობაში დაიკავებს გაფართოების ორ სლოტს. იმის გათვალისწინებით, რომ Intel Arc A380 საბაზისო დონის ამაჩქარებელია, გაგრილებისადმი ამგვარი მიდგომა სავსებით საკმარისია. რაც შეეხება Gunnir Intel Arc A380 Photon ვერსიას, მასში წარმოდგენილი ორი ქულერი კი ცოტა გადაჭარბებულად გამოიყურება. ბოლოს და ბოლოს, ეს მოდელი წარმადობით Radeon RX 6400-ის დონემდეც კი ვერ აღწევს. ASRock-ის მიერ წარმოებულ Arc A380 დაფას ისევე, როგორც Gunnir-ის მიერ დამზადებულ ვერსიას, ექნება ერთი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო დაფა მოიხმარს ეტალონურ 75 ვატზე მეტს. სამწუხაროდ პლატფორმა Bilibili-დან გაზიარებული ვიდეო არ შეიცავს რაიმე დეტალს სამომავლო ამაჩქარებელ ASRock Arc A380-ის შესახებ, ამიტომ ვიდეო დაფის ზუსტი მახასიათებლები, ისევე როგორც ინფორმაცია მისი გამოშვების დროის შესახებ, უცნობი რჩება. https://tinyurl.com/mpm5m7d7
  8. მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე 5.01%-ით შემცირდა - 27.69 T-მდე. ეს იყო ინდიკატორის მაქსიმალური შემცირება წლის დასაწყისიდან. წყარო: BTC.com. სირთულის დიდი მაჩვენებლით შემცირების ბოლო შემთხვევა 2021 წლის ივლისში ჩინეთიდან მაინერების გასვლის ფონზე დაფიქსირდა. საშუალო ჰეშრეითი წინა ხელახალი გაანგარიშებიდან დაახლოებით ორკვირიან პერიოდში იყო 198.15 EH/s. მაისის შემდეგ ქსელის გამოთვლითი სიმძლავრე მცირდება. Glassnode-ის თანახმად, 21 ივლისის მდგომარეობით (7-დღიანი მოძრავი საშუალო მაჩვენებლით) მაჩვენებელი იყო დაახლოებით 196 EH/s. რესურსის ინფორმაციით ჰეშრეითმა მაქსიმალურ მაჩვენებელს - 231 EH/s-ს 11 ივლისს მიაღწია. წყარო: Glassnode. ივნისში Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Bitcoin-ის მაინინგის მომგებიანობა 2020 წლის დონემდე დაეცა. ჰეშრეითისა და სირთულის ზრდამ შესაძლოა შემდგომი ნეგატიური გავლენა მოახდინოს კრიპტოვალუტის მაინერების ფინანსურ მაჩვენებლებზე, ხაზგასმით აღინიშნა იმ დროს ექსპერტების მიერ. ივნისში საჯარო მაინინგ-კომპანიებმა გაყიდეს სულ 14600 BTC, რაც წარმოადგენს მათი მთლიანი რეზერვების 23%-ს პირველ კრიპტოვალუტაში. ჰეშრეითის მიხედვით გენერირებული Bitcoin-ის მაინერების ფასები ასევე დაეცა 2020 წლის დონემდე. თუმცა ამით ისარგებლა ზოგიერთმა კომპანიამ, კერძოდ, CleanSpark-მა, რომელმაც დაახლოებით 3000 მოწყობილობა „ექსკლუზიურად დაკლებულ“ ფასად შეიძინა. შეგახსენებთ, რომ Bitcoin Mining Council Bitcoin-ის მონაცემებით წლის განმავლობაში მაინინგის ეფექტურობა 46%-ით გაიზარდა. ორგანიზაციის მონაცემებით ჰეშრეითი გაიზარდა 137%-ით, ხოლო ენერგომოხმარება - 63%-ით. https://tinyurl.com/2p862yj9
  9. სამხრეთკორეულმა კორპორაცია Samsung-მა პირველმა გაანხორციელა 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული ჩიპების მიწოდება: ამასთან დაკავშირებით კომპანიამ პატარა ღონისძიება მოაწყო. მას სტუმრობდნენ მსხვილი კორეელი ჩინოვნიკები, ასევე კომპანიის თანამშრომლები, რომელთა ძალისხმევით შედგა კიდეც 3-ნანომეტრიანი წარმოების ორგანიზება იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ამას მოახერხებდა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი - ნახევრადგამტარი კომპონენტების ტაივანური გიგანტი TSMC, რომელიც 3-ნანომეტრიანი ჩიპების გამოშვებას მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში აპირებს. Samsung-ის 3-ნანომეტრიან ჩიპებში გამოყენებულია GAA (Gate All Around) ტექნოლოგია, რომელიც კომპანიის მტკიცებით აღემატება ჩვეულებრივ FinFET-ს. იგი აქტუალური იქნება როგორც სერვერული პროცესორების, ასევე მობილური მოწყობილობების, კომპიუტერების, ლეპტოპების და სხვა ციფრული აღჭურვილობის სხვა ინოვაციური პროდუქტების წარმოებაში. Samsung და TSMC თავიანთი უახლესი ტექნოპროცესებით ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ ისეთი მსხვილი კორპორაციების შეკვეთებისას, როგორებიც არიან AMD, Apple, MediaTek, NVIDIA და Qualcomm. ანალიტიკოსების შეფასებით ერთად ორივე კომპანიაც კი ვერ შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას: ზოგიერთ დამკვეთს ლოდინი მოუწევს, სანამ საწარმოო სიმძლავრეები წინა შეკვეთებისგან გათავისუფლდება, ამიტომ ნახევრადგამტარი კომპონენტების გლობალური დეფიტის დაძლევა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. https://tinyurl.com/2p8bb7u6
  10. კომპანია ASUS-მა მონიტორების Eye Care სერიაში წარადგინა ახალი მოდელი VA24ECPSN, რომელიც ორიენტირებულია სახლში ან ოფისში ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაზე. ახალი მონიტორი დამზადებულია IPS მატრიცაზე, ეკრანის ზომაა 23.8 დუიმი, გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD ფორმატი). ფოტოს წყარო: ASUS პანელის კადრის განახლების სიხშირეა 75 ჰერცი, რეაგირების დრო - 1 მილიწამი (GtG). სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 300 კდ/მ2-ს, კონტრასტულობის - 1000:1-ს, დინამიური კონტრასტულობისა - 100 000 000:ს. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს აღწევს. მონიტორი აღჭურვილია ინტეგრირებული დოკ-სადგურით. მასში მოცემულია ინტერფეისები DisplayPort 1.2 და HDMI 1.4, ჰაბი სამი USB 3.2 Gen1 Type-A პორტით და ქსელის კონექტორი RJ45. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი დაკავშირებული მოწყობილობისთვის, მაგალითად ლეპტოპისთვის, 65 ვატამდე ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით. აღჭურვილობაში ასევე შედის ორი სტერეოდინამიკი, თითოეული 2 ვატი სიმძლავრით. ადაპტირებადი სინქრონიზაციის ტექნოლოგია Adaptive-Sync ხელს უწყობს გამოსახულების დინამიურობის დონის ამაღლებას. ხანგრძლივი გამოყენებისას თვალებზე დატვირთვის შემცირებაზე პასუხისმგებელია ტექნოლოგიები Flicker-free და Low Blue Light სერიტიფიკატით TÜV Rheinland. სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების სრულ სპექტრს. შესაძლებელია შეიცვალოს დახრის კუთხე და ეკრანის ბრუნვადობა, დაკორექტირდეს სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან, აგრეთვე შესაძლებელია მონიტორის გარდაქმნა ალბომის ორიენტაციიდან პორტრეტის რეჟიმში. https://tinyurl.com/3nupuu9j
  11. კრიპტო ბირჟა Binance არ იყენებს Dogecoin-ისა (DOGE) და Litecoin-ის (LTC) სტეიკინგს მესამე მხარის დაკრედიტების ან სხვა მოგებაზე ორიენტირებული მიზნებისთვის. ამის შესახებ კომპანიამ CoinDesk-ს განუცხადა. „LTC და DOGE არ გამოიყენება ონჩეინ-სტეიკინგზე, რადგანაც ეს ტოკენები დამყარებულია Proof-of-Stake-ის ალგორითმებისგან განსხვავებულ ბლოკჩეინებზე. მომხმარებლების ფული რჩება Binance-ში, ჩვენ უკიდურესად მკაცრ მიდგომას ვიყენებთ რისკების მართვისას ფულადი რესურსების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“ - ნათქვამია განცხადებაში. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ პლატფორმა არ იყენებს ამ აქტივებს საკრედიტო ტრანზაქციებში და საანაბრო პროცენტს საკუთარი ხაზინიდან იხდის. 19 ივლისს Binance-მა აამოქმედა პროგრამა Locked Staking - Proof-of-Work (PoW) კონსენსუსის ალგორითმის საფუძველზე არსებული ტოკენებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს წლიურ ჯილდოს 3.1%-მდე DOGE-ს და 7%-მდე - LTC-ის შემთხვევაში. ვინაიდან სტეიკინგი ტექნიკურად შეუძლებელია Dogecoin-ისა და Litecoin-ის ქსელებში, ზოგიერთმა მომხმარებელმა ჩათვალა, რომ ბირჟას შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლების ფული მაღალი რისკის სტრატეგიებში დეპოზიტებზე პროცენტის გადასახდელად, როგორც ამას Celsius Network აკეთებდა. ზოგიერთმა ასევე აღნიშნა, რომ დეპოზიტებზე არსებული მაღალი სარგებელი გარკვეულ საფრთხეს უქმნის პლატფორმის სტაბილურობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლების ფულის დაკარგვა. Binance-ის ახალი პროგრამა ითვალისწინებს აქტივების 120-დღიან ბლოკირებას. მომხმარებლებს შეუძლიათ პოზიციების ადრე გამოსყიდვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ისინი არ მიიღებენ ჯილდოს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ უარყო ინფორმაცია BNB ტოკენის გამოძიების შესახებ. https://tinyurl.com/5n6dkpwj
  12. Tesla-ს ელექტრომობილების წარმოების გაფართოების ტემპი აშკარად წინ უსწრებს ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელის გაფართოების ტემპს და ამიტომ კომპანიის ხელმძღვანელი საჭიროდ მიიჩნევს მომხმარებლებისთვის ექსპრეს-მომსახურების ტექნოლოგიების დანერგვას. მოთხოვნათა უმეტესობა იმავე დღეს უნდა დაკმაყოფილდეს, ყველაზე მოუთმენელი მძღოლებისთვის კი ერთი საათის განმავლობაში ექსპრეს-მომსახურების შესაძლებლობა დაინერგება. ფოტოს წყარო: Tesla როგორც Electrek განმარტავს, ილონ მასკი უკვე დიდი ხანია განიხილავს ფორმულა-1-ის გამოცდილების დანერგვას ელექტრომობილების ექსპრეს-მომსახურების ორგანიზების საკითხებში. ფაქტობრივად, ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანიამ სერვისის სფეროში ინოვაციების დირექტორად დანიშნა Kenny Handkammer - Red Bull Racing-ის სარბოლო გუნდის უფროსი მექანიკოსი ფორმულა-1-ში მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილებით. რამდენიმე წლის წინ იგი სამუშაოდ გადავიდა კონკურენტ Lucid Motors-ში, თუმცა მან, რა თქმა უნდა, მოასწრო მომავლისთვის გარკვეული რეზერვის შექმნა. გასულ თვეში მასკმა განაცხადა, რომ აპირებს ჩრდილოეთ ამერიკაში სერვის-ცენტრებს ორგანიზება გაუწიოს იმგვარად, რომ უმეტეს შემთხვევაში მზა ელექტრომობილის მოძრაობაში გაშვება იმავე დღეს გახდეს შესაძლებელი. კომპანიის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ელექტრომობილების შეკეთების ძირითადი ტიპები ერთ დღეში სრულდება, შემთხვევების ორი მესამედი უკვე ჯდება დასახულ სტანდარტში, თუკი სერვისში ხელმისაწვდომი იქნება საჭირო სათადარიგო ნაწილები. გასული კვირა მასკმა დაასრულა „საათობრივი სერვისის“ უფრო ხშირ გამოყენებაზე მუშაობის შესახებ გზავნილით. მისი თქმით, ფორმულა 1-ის ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელია და საჭიროა იქნას კიდეც გამოყენებული კომპანიის ელექტრომობილების მომსახურებისას. მომხმარებლების მანქანებთან უფრო სწრაფი მუშაობა საშუალებას მისცემს კომპანიას - უზრუნველყოს დროული მომსახურება გაყიდვების მოცულობის სწრაფი ზრდის პირობებში. https://tinyurl.com/yfkukwyw
  13. კომპანია Intel რამდენიმე კვირის განმავლობაში ატარებდა თამაშ Xe-HPG Scavenger Hunt-ს, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს უნდა აღმოეჩინათ კომპანიის მიერ საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე დამალული ცნობები. ჯილდოებად დაწესებული იყო Arc Alchemist სერიის 100 „პრემიალური“ და 200 „მაღალი წარმადობის“ ვიდეო დაფა. Intel-მა ამჟამად უკვე დაადასტურა ამაჩქარებლების კონკრეტულად რომელ მოდელებს მიიღებენ საჩუქრად გამარჯვებულები. ფოტოს წყარო: Intel Intel-მა ახლახანს წარადგინა დესკტოპ გრაფიკული ბარათები Arc A770 და Arc A750. თუმცა მათ შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვა. მაგალითად, კომპანიას არ გაუმჟღავნებია ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები. ფოტოს წყარო: Intel თუმცა Intel-მა დაადასტურა, რომ Xe-HPG Scavenger Hunt-ის გამარჯვებულები მიიღებენ ამ გრაფიკულ ბარათებს. ასევე ითქვა, რომ Arc A770 მოდელს აქვს 16 გბ მეხსიერება, ხოლო Arc A750 მოდელს - 8 გბ. Intel Arc A750 Limited Edition. წყარო: Twitter / @DougRattman00 Intel-მა აღნიშნა, რომ მათ ესმით თაყვანისმცემლების აღშფოთება Arc სერიის გრაფიკული ბარათების გამოშვების დაგვიანების გამო. კომპანიამ განაცხადა, რომ რელიზი "უკვე ახლოვდება". მწარმოებელმა დაადასტურა, რომ მალე დაიწყებს Arc A750 მოდელის ნიმუშების გაგზავნას ტესტირებისთვის. ამაჩქარებლები ცოტა ხნის წინ მივიდა Intel-ის ოფისებში და ამჟამად გადიან შიდა ტესტირებას, სანამ საინფორმაციო მედიაში გაიგზავნება განხილვისთვის. ბოლო დროინდელ ხმებს თუ დავუჯერებთ Arc A770 და Arc A750 ვიდეო დაფები 400 აშშ დოლარზე ნაკლებ ფასად გაიყიდება. თავად Intel-მა განაცხადა, რომ აპირებს გეიმინგში "ყველა [კონკურენტის] განადგურებას ფასისა და წარმადობის თვალსაზრისით". https://tinyurl.com/mzkk94xk
  14. ინვესტორების განწყობის გაუმჯობესებამ და Ethereum-ისადმი ინტერესის ზრდამ PoS-ზე გადასვლის მოლოდინში გამოიწვია კრიპტოვალუტების ბაზრის აღდგენა. ამ დასკვნამდე მივიდნენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები, წერს CoinDesk. ექსპერტებმა აღნიშნეს გრძელვადიანი პოზიციების ლიკვიდაციის „ინტენსიური ფაზის“ შემცირების დასრულების ნიშნები. დასადასტურებლად მათ მიუთითეს stETH-სა და ETH-ს შორის გავრცელების შემცირებაზე. „მაისი-ივნისში 2018 წლის ჩამორჩენის მაქსიმუმი, როგორც ჩანს, დასრულდა“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს Ethereum-ის ქსელში გაზრდილ აქტივობაზე. მათ ის დაუკავშირეს განახლება The Merge-ს, რომელიც დაგეგმილია 19 სექტემბერს. ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბაზრის აღდგენას არ ახლავს თანხების შემოდინება კრიპტოფონდებში. მათი აზრით, ზრდის მამოძრავებელი საცალო ინვესტორების საქმიანობაა. „ივნისის ბოლოდან მცირე საფულეებში გაიზარდა Ethereum-ისა და Bitcoin-ის ნაშთები უფრო დიდი მფლობელების გამო“, - ხაზგასმით აღნიშნეს ექსპერტებმა. ადრე JP Morgan-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს Bitcoin-ის მაინინგის ღირებულების შემცირება დაახლოებით 13 ათას აშშ დოლარამდე, რაც შესაძლოა უარყოფითი ფაქტორი გახდეს ციფრული ოქროს ფასწარმოქმნისთვის. ივლისში ბანკის სტრატეგებმა ივარაუდეს, რომ კრიპტობაზრის ყველაზე ცუდი პერიოდი უკან დარჩა. https://tinyurl.com/yckkcund
  15. Galaxy Z Fold4-ისა და Galaxy Z Flip4-ის ოფიციალური ევროპული ფასები ამჟამად გამოცანად რჩება. საინტერესოა, რომ Samsung უკვე იღებს შეკვეთებს ახალი თაობის დასაკეც Galaxy Z სმარტფონებზე. თუმცა არსებობენ წყაროები, რომელთაც შეუძლიათ ახალი მოწყობილობების მიახლოებითი ფასების დასახელება. პორტალ Gizpaw-ის ინფორმაციით ერთ-ერთმა ევროპულმა საცალო სავაჭრო ობიექტმა თავის ვებ-გვერდზე მიუთითა ფასები, მეხსიერების კონფიგურაციები და Galaxy Z Fold4 და Galaxy Z Flip4 სმარტფონების მოდელების ნომრები. სამწუხაროდ, ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა ინფორმაციის წყაროები და არც ერთი სქრინშოთი. ნებისმიერ შემთხვევაში, მითითებული ფასები უჩვეულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის ოფიციალური. მოსალოდნელია, რომ Samsung სმარტფონების მოდელებს შემდეგნაირად შეაფასებს: Galaxy Z Flip4 (128 გბ) - 1079€; Galaxy Z Flip4 (256 გბ) - 1159€; Galaxy Z Flip4 (512 გბ) - 1279€; Galaxy Z Fold4 (256 გბ) - 1849€; Galaxy Z Fold4 (512 გბ) - 1999€. როგორც Gizpaw აღნიშნავს, ამ ფასებიდან გამომდინარე Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4 იქნება უფრო ძვირი, ვიდრე მათი წინამორბედები. თუმცა ფასები შესაძლოა ვარირებდეს 30-დან 100 ევროს ფარგლებში. რითეილერს ასევე არ გაუზიარებია ინფორმაცია 1 ტბ მეხსიერების მქონე Galaxy Z Fold4-ის შესახებ ცნობები, რომლის გამოშვებაც ასევე მოსალოდნელია. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა ექსკლუზიური იყო კომპანიის შიდა ბაზრისთვის, ანუ სამხრეთი კორეისთვის. გავრცელებული ინფორმაციით კომპანია Samsung Galaxy Z Fold4-სა და Galaxy Z Flip4-ს 10 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიება Galaxy Unpacked-ზე წარადგენს. https://tinyurl.com/4mbvfbpr
  16. ავტომწარმოებლებმა General Motors-მა და Ford Motor-მა სთხოვეს აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციას (NHTSA) - დაუშვას უპილოტო მანქანების შეზღუდული რაოდენობის სატესტო გამოყენება საჭის ან მუხრუჭის სატერფულის გარეშე. ამასთან დაკავშირებით NHTSA-მ ოთხშაბათს გაავრცელა პეტიციები 30 დღის განმავლობაში კომპანიებისგან საჯარო კომენტარების მისაღებად. ფოტოს წყარო: REUTERS/Rebecca Cook GM-მა და მისმა ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების განყოფილება Cruise-მა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადეს, რომ მათ თხოვნით მიმართეს NHTSA-ს - დაუშვან უპილოტო ავტომობილების წარმოება და გამოშვება საჭის და პედლების, სარკეების, გვერდითი მაშუქებისა და საქარე მინის საწმენდების გარეშე. Ford Motor Company-მ მსგავსი პეტიცია NHTSA-ს 2021 წლის ივლისში წარუდგინა, მაგრამ დეტალები არ გახმაურებულა მანამ, სანამ პეტიცია არ გამოქვეყნდა მიმდინარე კვირაში. ორივე კომპანიას სურს გამოიყენოს 2500-მდე უპილოტო ავტომობილი წელიწადში (კანონით დაშვებული მაქსიმალური რაოდენობა) მგზავრობისა და მიწოდებისთვის. უპილოტო მანქანების მომხმარებლებზე მიყიდვის ნებართვის გაცემის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი. Ford-მა NHTSA-ს განუცხადა, რომ გეგმაში აქვს ათწლეულის დასაწყისში გამოუშვას თვითმართვადი ავტომობილი მგზავრების ტრანსპორტირებისა და გზავნილების მიწოდების მიზნით. მანქანათმშენებელმა კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი ავტონომიური მანქანებისთვის „აქტიური მამოძრავებელი და კომუნიკაციების მართვის ინსტრუმენტების ქონა უსაფრთხოებისთვის მიუღებელ რისკს წარმოადგენდა“. GM უკვე გეგმავს ავტონომიური Cruise Origin ავტომობილის წარმოების დაწყებას ტრადიციული კონტროლის ხელსაწყოების გარეშე. GM-ის პეტიციაში ნათქვამია, რომ თვითმართვადი მანქანის მგზავრებს მოეთხოვებათ ღვედის შეკვრა მგზავრობის დაწყებამდე. თავის მხრივ, Ford აპირებს დაიწყოს თვითმართვადი ჰიბრიდული ელექტრომობილების წარმოება „სპეციალურად შექმნილი და ადაპტირებული მობილური სერვისების მხარდასაჭერად, როგორიცაა მგზავრობის გაზიარება, ტაქსის სერვისი და გზავნილის მიწოდება“. https://tinyurl.com/3b94exxe
  17. კომპანიის ანგარიშის თანახმად 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ საკუთარი Bitcoin-ების დაახლოებით 75% გაანაღდა, რამაც მას 936 მლნ აშშ დოლარი მოუტანა. როგორც Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა კონფერენციაზე განაცხადა, კრიპტოვალუტის გაყიდვა განპირობებული იყო ლიკვიდობის გაზრდის აუცილებლობით ჩინეთში Covid-ის საწინააღმდეგო შეზღუდვების პერიოდში. ამავდროულად, კომპანიას არ გაუყიდია "არც ერთი" Dogecoin, აღნიშნა ბიზნესმენმა. მანამდე მან განაცხადა, რომ გააგრძელებს Dogecoin-ის მხარდაჭერას ბაზრის კორექტირების მიუხედავად. მასკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ Tesla ღიაა Bitcoin-ში მომავალი ინვესტიციებისთვის. კომპანიის მთლიანმა კვარტალურმა მოგებამ 16.93 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. Yahoo Finance-ის ცნობით Tesla-ს (TSLA) აქციები სტატიის წერის მომენტისთვის 742 აშშ დოლარად იყიდება. Bitcoin-ის ფასი 22900 აშშ დოლარამდე შემცირდა. BTC/USDT-ის დღიური გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. შეგახსენებთ, გასული წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ Tesla-მ Bitcoin-ში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. თავად ილონ მასკმა ამ ინვესტიციებს "საკმაოდ სარისკო" უწოდა. 2021 წლის აპრილში Tesla-მ გაყიდა თავისი აქტივების ნაწილი პირველ კრიპტოვალუტაში 272 მილიონ აშშ დოლარად. https://tinyurl.com/3nu2enpz
  18. კომპანია Lenovo-მ წარადგინა All-In-One ტიპის ახალი დესკტოპ კომპიუტერი ThinkCentre neo 50a 24 ინოვაციური ფუნქციებით, რომლებიც მხარდაჭერილია ხელოვნური ინტელექტის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის (SMB) მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. ლენოვო აფართოებს მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსებული ThinkCentre neo დესკტოპ კომპიუტერების პორტფოლიოს, რათა განვითარებად კომპანიებს შესთავაზოს მაღალი წარმადობის გამომთვლელი მოწყობილობები სამუშაო პროცერების ხელშეწყობისთვის. ახალი AIO დესკტოპ კომპიუტერები მუშაობენ უახლესი მე-12 თაობის Intel Core H-სერიის პროცესორებზე, მათში წარმოდგენილია დისკრეტული გრაფიკა Intel Arc A370M და ოპერაციული სისტემა Windows 11. კომპიუტერებში ხელმისაწვდომია ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ტექნოლოგიები, მათ შორისაა სიახლოვეს ადამიანის არსებობის ამოცნობის ფუნქცია, ეკრანის ადაპტირებადი ჩაბნელება, ხმის ჩახშობა და AI Meeting Manager. ThinkCentre neo 50a 24 სისტემაში მოცემულია TÜV Rheinland Low Blue Light-ით სერტიფიცირებული 23.8-დუიმიანი Full-HD დისპლეი ხედვის ფართო კუთხით. ხელმისაწვდომია სენსორული მართვის ფუნქცია. კომპიუტერს საფირმო ფერებსა და მასალებში წარმოდგენილი თანამედროვე ტიპის მოდული და მინიმალისტური დიზაინი აქვს, შეესაბამება fTPM-ზე დამყარებულ სტანდარტ ThinkShield-ს, გააჩნია დაცვა BIOS-ის დონეზე და პორტების დაცვა, ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის მიზნით კი შეფუთვა დამზადებულია ოკეანიდან მოპოვებული გადამუშავებული პლასტმასით საღებავის გამოყენების გარეშე. საკმაოდ მაღალი გამომთვლელი სიმძლავრე და პროფესიონალური დონის გრაფიკა უმკლავდება ყველაზე რთულ ამოცანებს 16 გბ-მდე მეხსიერების წყალობით, მონაცემთა შენახვის მეტ საშუალებას კი იძლევა სივრცე ლოკალური მონაცემებისთვის. Wi-Fi 6-ს წყალობით მაქსიმალურად არის გაზრდილი სიჩქარე გადატვირთულ ქსელებში, რათა დაბრკოლების გარეშე შესრულდეს ქლაუდ-სამუშაოები. https://tinyurl.com/5dfw5beu
  19. საწყისი დონის დისკრეტულმა გრაფიკულმა ამაჩქარებელმა Intel Arc A380 ზოგიერთ დასავლელ მიმომხილველამდე მიაღწია. როგორც აღმოჩნდა, ამჟამად ვიდეო დაფას არ აქვს Ethereum-ის მაინინგისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: Gunnir ”სამწუხაროდ, არცერთი მაინინგ პროგრამა არ მუშაობს Intel-ის გრაფიკასთან. ვცადე NiceHashMining, trex miner, lolminer, teamreeminer-ის გაშვება (ყველაფერი Windows-ზე). დაველოდოთ Hive OS მაინინგ პლატფორმას“, - წერს პოპულარული ვიდეო ბლოგერი DJ Mines Twitter-ზე. კრიპტოვალუტის ბაზარი მძიმე პერიოდებს გადის. ასევე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა ვიდეო ბარათების დახმარებით მაინინგის მომგებიანობა. როგორც ჩანს, Arc A380-ის ფასებზე გავლენა არ მოხდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც - მაინერების მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო. Intel Arc-ის დრაივერების ცუდი ოპტიმიზაციის გამო ეს ამაჩქარებელი კარგი არჩევანი არ გამოდის თამაშებისთვისაც. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ვიდეო დაფის მექანიკური აჩქარება ფაქტობრივად „მეორე სუნთქვას აძლევს“ მას და საშუალებას იძლევა დაეწიოს ერთი დონით მაღალ ვიდეო დაფა GeForce GTX 1650-ს. ჩინეთის ფარგლებს გარეთ Intel Arc A380 ჯერ კიდევ არ იყიდება. ჩინეთში იგი ცოტა ხნის წინ გამოვიდა საცალო ვაჭრობაში, სადაც მას მომხმარებლებს სთავაზობენ დაახლოებით 193 აშშ დოლარად. ამ დრომდე მისი შეძენა მხოლოდ მზა კომპიუტერების შემადგენლობაში იყო შესაძლებელი. https://tinyurl.com/2a753bpb
  20. 19 ივლისს Bitcoin-ის ფასმა 14 ივნისის შემდეგ პირველად მიაღწია 23000 აშშ დოლარს. გასული დღის განმავლობაში აქტივის ღირებულება გაიზარდა თითქმის 3.5%-ით, წერის მომენტისთვის კრიპტოვალუტა დაახლოებით 23210 აშშ დოლარად იყიდება. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. ფლაგმანის კვალად მწვანე ზონაში გადავიდა კაპიტალიზაციის მხრივ ტოპ-10-ში შემავალი ყველა კრიპტოვალუტა. საუკეთესო დინამიკა დააფიქსირა Solana-მ - აქტივის ფასი 10.5%-ზე მეტად გაიზარდა. წყარო: CoinGecko. ბაზრის მთლიანი ღირებულება 1.1 ტრილიონ აშშ დოლარს მიუახლოვდა. Bitcoin-ის დომინირების ინდექსმა 40.3% შეადგინა. Glassnode-ის მიხედვით ინდიკატორი MVRV Z-Score 13 ივნისის შემდეგ ნულს ქვემოთ იმყოფება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ Bitcoin-ის საბაზრო ღირებულება რეალიზებულზე დაბალია. ისტორიულად, ეს მიუთითებს ბაზრის პოტენციურ ფსკერზე. ინდიკატორ MVRV Z-Score-ის დინამიკა. წყარო: Glassnode. Glassnode-ის ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს Bitcoin-ის მიერ ფსკერის ფორმირების ნიშნები. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ გრძელვადიანმა ინვესტორებმა განაახლეს კრიპტოვალუტის დაგროვება და ჰოდლერები არ ცდილობენ თავიანთი მონეტების მოშორებას. „შიშისა და სიხარბის ინდექსმა“ 30-ს მიაღწია, რაც ინვესტორების განწყობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. 18 ივნისს მაჩვენებელი 2019 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად დაეცა უკიდურესად დაბალ, 6-იან ნიშნულზე. შეგახსენებთ, Grayscale Investments-ის აზრით კრიპტოზამთარი 2023 წლის მარტამდე დასრულდება. https://tinyurl.com/2p8eeb5w
  21. ჩინეთში დაიწყო დესკტოპ ვიდეო დაფა Intel Arc A380-ის ოფიციალური გაყიდვები. ამ დრომდე ოფიციალურად მისი შეძენა შესაძლებელი იყო მხოლოდ მზა კომპიუტერული სისტემის შემადგენლობაში, თუმცა ზოგიერთი გამყიდველი მაინც სთავაზობდა მომხმარებლებს დაფას, როგორც ცალკეულ პროდუქტს. ამჟამად ამაჩქარებელი შემოთავაზებულია ცალკეულ მოწყობილობად უკვე ოფიციალურად. ფოტოს წყარო: Expreview Arc A380 დაფის სარეკომენდაციო ფასი შეადგენს 1030 იუანს (დაახლოებით 153 აშშ დოლარი), თუმცა მაღაზიებში ამ ფასად პოვნა ჯერ პრობლემატურია. რეალურად, გაყიდვაში გამოვიდა ამაჩქარებლის მხოლოდ ერთი არარეფერენსული ვერსია კომპანია Gunnir-ისგან. ეს ვიდეო დაფა იყიდება 1299 იუანად (193$). ვიდეო დაფების უფრო ცნობილი მწარმოებლები ჯერჯერობით არ ჩქარობენ Intel-ის ამაჩქარებლის თავიანთი ვერსიების დაანონსებას. ფოტოს წყარო: Expreview Arc A380-ის ეტალონური ვარიანტისგან განსხავებით, რომელსაც ერთქულერიანი გაგრილების სისტემა აქვს, Gunnir Arc A380 Photon OC ვერსია წარმოდგენილია უფრო მაღალი წარმადობის ორქულერიანი გაგრილებით. დაფა პერსონალური კომპიუტერის სისტემურ ბლოკში იკავებს გაფართოების ორ სლოტს. Gunnir Arc A380 Photon OC-ს საფუძვლად უდევს გრაფიკული პროცესორი ACM-G11. მასში მოცემულია 8 Xe ბირთვი 2450 მჰც სიხშირით. დაფას აქვს 6 გბ GDDR6 მეხსიერება მონაცემთა გადაცემის 15.5 გბ/წმ სიჩქარით კონტაქტზე. დაფაზე წარმოდგენილია ოთხი გარე ვიდეოკონექტორი: სამი DisplayPort და ერთი HDMI 2.0. ფოტოს წყარო: JD ამაჩქარებლის შეძენა შესაძლებელია ერთ-ერთ მსხვილ ჩინურ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა JD-ზე. გამყიდველების ინფორმაციით ვიდეო დაფის მიწოდება 27 ივლისიდან დაიწყება. https://tinyurl.com/5n6tdd6h
  22. კომპანია Qualcomm-მა დააანონსა ახალი ერთკრისტალიანი პლატფორმები Snapdragon W5 Gen 1 და Snapdragon W5+ Gen 1, რომლებიც განკუთვნილია Wear OS სისტემით მართვადი თან სატარებელი მოწყობილობებისთვის. მათ შესახებ ინფორმაცია პირველად გამოჩნდა ჯერ კიდევ თებერვალში, თუმცა იმ დროს ჩიპები ფიგურირებდა სახელწოდებებით Snapdragon Wear 5100 და Wear 5100+. მას შემდეგ კომპანიამ მიდგომა შეცვალა ჩიპების დასახელების მხრივ და გაამარტივა სახელები. ფოტოს წყარო: XDA-developers Qualcomm მიუთითებს მხოლოდ Snapdragon W5+ Gen 1 პლატფორმის მახასიათებლებზე. მის შემადგენლობაში შედის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული ოთხი ბირთვი Cortex-A53, აგრეთვე ინტეგრირებული Always-On (AON) თანაპროცესორი Cortex-M55 ისეთი ამოცანებისთის, რომელთაც არ სჭირდებათ მაღალი წარმადობა. ბოლო მათგანი აგებულია 22-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით და ტვირთავს ჩიპის ძირითად გამომთვლელ ბირთვებს, პასუხისმგებელია Bluetooth 5.3-ზე, Wi-Fi-ზე, GNSS-ზე, აუდიომონაცემებისა და სხვადასხვა სენსორის სიგნალების დამუშავებაზე, აგრეთვე Deep Sleep და Hibernate მდგომარეობების მხარდაჭერაზე, რომლებიც არ გააჩნდა წინა თაობის პლატფორმებს. გამომთვლელი ბირთვები და თანაპროცესორი მუშაობს 250 მჰც სიხშირეზე. ფოტოების წყარო: Qualcomm Snapdragon W5+ Gen 1-ს ასევე აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Adreno 702 სიხშირით 1 გჰც და გარკვეული ტიპის დამხმარე 2.5D აქსელერატორი. გარდა ამისა, მხარდაჭერილია 16-ბიტიანი LPDDR4 მეხსიერება 2133 მჰც სიხშირით. Qualcomm-ის განცხადებით, ფლაგმანური პლატფორმა Snapdragon W5+ Gen 1 50%-ით ენერგოეფექტურია, ორჯერ უფრო მაღალი წარმადობის, ორჯერ მეტად ფუნქციონალური და ფლობს 30%-ით ნაკლებ ფართობს, ვიდრე წინა თაობის პლატფორმა Wear 4100+. კომპანია აღნიშნავს, რომ ამჟამად ბევრი კომპანია ქმნის დაახლოებით 25 მოწყობილობას ახალ Snapdragon W5 Gen 1 და W5+ Gen 1 პლატფორმებზე. ყველაზე ადრე ახალი ჩიპების მქონე მოწყობილობებს წარადგენენ კომპანიები Oppo და Mobvoi. პირველი მათგანი პლატფორმა Qualcomm Snapdragon W5 Gen 1-ზე გამოუშვებს სმარტ-საათ Oppo Watch 3-ს. Mobvoi-მ კი დაგეგმა შემოდგომაზე ახალ ფლაგმანურ სმარტ-საათ TicWatch-ის გამოშვება Snapdragon W5+ Gen1-ის ბაზაზე. თავად Qualcomm-მა Compal-სა და Pegatron-თან პარტნიორობის ფარგლებში წარადგინა სმარტ-საათების რეფერენსული დიზაინი, რომლებშიც გამოყენებულია ახალი პლატფორმები Snapdragon W5 Gen 1 და Snapdragon W5+ Gen 1. სხვადასხვა მწარმოებელს შეუძლიათ გამოიყენონ ისინი საკუთარი პროდუქტების შექმნისთვის. https://tinyurl.com/yc4nbnau
  23. კონგრესმა და SEC-მა უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავონ კრიპტოვალუტების ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წევრმა ელიზაბეტ უორენმა განაცხადა, წერს Yahoo Finance. „განგაშს ვტეხ კრიპტოვალუტებსა და მომხმარებელთა დაცვისა და ფინანსური სტაბილურობისთვის მკაცრი რეგულაციების აუცილებლობის შესახებ. ძალიან ბევრმა კომპანიამ მოახერხა მომხმარებლებისა და ჩვეულებრივი ინვესტორების მოტყუება“ - განაცხადა სენატორმა. მისი აზრით SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს მოქმედება. უორენის განცხადებამ გაიჟღერა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ უამრავ კომპანიასთან მიმდინარე პრობლემების ფონზე. 13 ივნისს Celsius Network-მა შეაჩერა თანხის გატანა, გაცვლა და გადარიცხვები ანგარიშებს შორის "ექსტრემალური ბაზრის პირობების გამო". ერთი თვის შემდეგ, კრიპტოსესხების პლატფორმამ გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა. 5 ივლისს ცნობილი გახდა პლატფორმა CoinLoan-ის მიერ თანხების გატანის ლიმიტების დროებითი შემოღების შესახებ „ბაზრის პირობების“ გამო. მანამდე შესაძლო რესტრუქტურიზაცია გამოცხადდა პლატფორმა Vauld-ის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს პიტერ ტილი. მანამდე კრიპტობროკერ Voyager Digital-მა შეამცირა დღიური განაღდების ლიმიტი 25000-დან 10000 აშშ დოლარამდე Three Arrows Capital-თან (3AC) პრობლემების გამო. ივლისის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა გაკოტრების შესახებ. მსგავსი განცხადება თავად ჰეჯ-ფონდმაც გააკეთა. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 3AC-ის ლიკვიდაციის შესახებ, ხოლო სინგაპურის ფინანსურმა მარეგულირებელმა კომპანიას დაადანაშაულა მცდარი ინფორმაციის მიწოდებისა და მართვის ქვეშ მყოფი აქტივების ნებადართული ზღვრის გადამეტებისთვის. 2021 წლის სექტემბერში უორენმა აღნიშნა ციფრული აქტივების ინდუსტრიის რეგულირების აუცილებლობა ბაზრის კრახისა და Bitcoin-ბირჟებზე დაკავშირებული შეფერხებების ფონზე. 2022 წლის აპრილში სენატორმა კრიპტოვალუტები შეადარა აშშ-ში არსებულ იპოთეკურ კრიზისს. https://tinyurl.com/2p8fcauk
  24. ცნობილმა ინსაიდერმა @kopite7kimi-მ განაცხადა, რომ Nvidia-ს სამომავლო GeForce RTX 4090 გრაფიკული ბარათი 3DMark Time Spy Extreme-ში რეკორდულ 19000 გრაფიკულ ქულას აგროვებს. ასევე თუ @kopite7kimi-ს ინფორმაცია სწორია, მაშინ RTX 4090-ის წარმადობა ბევრად აღემატება დღესდღეობით არსებულ ნებისმიერი გრაფიკული ბარათისას, მათ შორის თხევადი აზოტით გაგრილებულ RTX 3090 Ti-ს. მოქმედი ჩემპიონი 3DMark TimeSpy Extreme ტესტში ჯერჯერობით არის bisobiso, რომელმაც ტიტული მოიპოვა LN2 გაგრილების სისტემის მქონე EVGA RTX 3090 Ti Kingpin Edition გრაფიკული ბარათით, რისი მეშვეობით დააგროვა 14611 ქულა. კიდევ ერთხელ, თუკი @kopite7kimi-ს მონაცემები სწორია, Nvidia 4090-ის ინჟინრული ნიმუშების შედეგები უკვე შთამბეჭდავია TimeSpy Extreme-ზე. წარმადობა 30%-ით მეტია, ვიდრე ყველაზე მაღალი წარმადობის RTX 3090 Ti დაფის, რომ არაფერი ვთქვათ სტანდარტულ RTX 3090 Ti-ზე. ამრიგად, სერიული RTX 4090 ვიდეო დაფები როდესაც ბაზარზე გამოჩნდება, შეძლებენ კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგების დაფიქსირებას. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ RTX 40 სერიის გრაფიკული ბარათები უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმადობას თაობებს შორის. ბოლო არაოფიციალური ცნობების თანახმად გრაფიკულ ჩიპ AD102-ს ექნება 71%-ით მეტი CUDA და SM ბირთვი, ვიდრე GA102-ს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მას ექნება ანალოგიური ან უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები TSMC-ის უფრო ეფექტური 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობით. თუმცა, ასეთ წარმადობას თავისი საფასური აქვს: საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ენერგომოხმარებაც, RTX 40 სერიის ფლაგმანურ ვიდეო დაფებს ექნება 500 და 600-მდე ვატი ენერგომოხმარების დონე. ეს ვითარება ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოეწონოთ მომხმარებლებს, რადგან მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ელექტროენერგიის ღირებულებაზე. https://tinyurl.com/ym59zbkp
  25. ADATA-მ გააზიარა ახალი დეტალები PCIe 5.0 ინტერფეისის მქონე სამომავლო XPG სერიის NVMe SSD-ების შესახებ. გარდა ამისა, კომპანიამ განაცხადა, რომ გამოსაშვებად ამზადებს ოპერატიულ მეხსიერება XPG Slayer DDR5-7000-ის ნაკრებებს. ფოტოს წყარო: ADATA / IT Home სამომავლო PCIe 5.0 x4 ინტერფეისის მქონე NVMe SSD შეესაბამება NVMe 2.0 პროტოკოლს და შემოგვთავაზებს წაკითხვის 14 გბ/წმ სიჩქარეს, ხოლო ჩაწერის - 12 გბ/წამამდე. ამ SSD-ებისთვის კომპანიამ შეიმუშავა გაგრილების ახალი ეფექტური სისტემა. როგორც პორტალი VideoCardz წერს, ახალი SSD-ების გარეგნული იერსახით თუ ვიმსჯელებთ, ისინი დამყარებული იქნება ADATA Project Blackbird-ის პროტოტიპზე, რომელსაც თავდაპირველად არ ჰქონდა გაგრილების რადიატორი. პორტალ IT Home-ის მონაცემებით პროტოტიპ Blackbird-ს საფუძვლად დაედება კონტროლერი SM2508, რომელიც უზრუნველყოფს შემთხვევითი წაკითხვის ოპერაციების წარმადობას 1.8 მლნ IOPS დონეზე, შემთხვევითი ჩაწერის ოპერაციებისას კი - 1.6 მლნ IOPS-ამდე. ეს SSD-ები წარმოდგენილი იქნება 8 ტერაბაიტამდე მეხსიერების მოცულობით. XPG Slayer RGB DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოდულები იმუშავებს ეფექტურ 7000 მჰც-მდე სიხშირეზე. ახალი პროდუქტების უფრო დეტალური მახასიათებლები კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია. https://tinyurl.com/3ks5e9ey
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.