-
Posts
7330 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Meta და Apple - ორი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომლებიც თავიანთი საოფისე პრივილეგიებით არიან ცნობილი - პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვერ მოხვდნენ აშშ-ის საუკეთესო სამუშაო ადგილების ჩამონათვალში, რომელიც შედგენილია ანალიტიკურ კომპანია Glassdoor-ის მიერ. გასულ წელს ორივე კომპანია სიის რეიტინგის შუაში იმყოფებოდა. სია დგება წლის განმავლობაში თანამშრომლების უკუკავშირის საფუძველზე იმ კომპანიებში, რომელთა პერსონალი მინიმუმ 1000 ადამიანია. Glassdoor-ის ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ წლევანდელი რეიტინგები ძირითადად ხაზს უსვამს ზოგად თემებს, როგორიცაა მოქნილობა, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია. იგი ასევე მიუთითებს თანამშრომლების შეხედულებებზე მათი კომპანიების ეკონომიკური პერსპექტივის კუთხით. „ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ ვიღებთ გამოხმაურებას თანამშრომლებისგან, ეს არის ის, რაც აწუხებს ხალხს, როდესაც ეკონომიკა იწყებს შენელებას. ეს სია განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ჩვენ ვითვალისწინებთ, თუ როგორ აღიქვამენ თანამშრომლები თავიანთი დამსაქმებლის ბიზნესს. უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე, რომ ადამიანებმა ნამდვილად გააცნობიერონ კომპანიის სიჯანსაღე, იქნება ეს ფინანსური თუ კულტურული კეთილდღეობა“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა. Facebook-მა დასახელება შეიცვალა Meta-დ 2021 წლის ოქტომბერში, რათა ხაზი გაესვა თავის დაინტერესებას მეტასამყაროთი და მას შემდეგ ღირებულების თითქმის 60% დაკარგა. 2022 წელს Meta-მ გაათავისუფლა 11 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი - ეს იყო კომპანიის ისტორიაში თანამშრომლების გათავისუფლების ყველაზე დიდი ტალღა. ცნობილია 9 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ზარალის შესახებ. გასულ წელს Meta-ს თანამშრომლების ანონიმურ გამოკითხვაში რესპონდენტების 58-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ესმით ხელმძღვანელობის ამბიციები მეტასამყაროს სფეროში. Apple-მა, თავის მხრივ, მორატორიუმი ჩაატარა 2022 წელს სამსახურში თანამშრომლების მიღებაზე. ანალიტიკოსები თვლიან, რომ კომპანიის სწრაფვას - დაებრუნებინა თანამშრომლები ოფისში პანდემიის დროს დისტანციური მუშაობის შემდეგ - ასევე შეიძლება გამოეწვია მისი პოზიციის შემცირება საუკეთესო სამუშაო ადგილების რეიტინგში. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა Meta და Apple სიიდან გამოირიცხნენ, ტექნოლოგიური კომპანიები კვლავ დომინირებნენ აშშ-ის რეიტინგში და შეადგენენ ორგანიზაციების 40%-ს საუკეთესო დამსაქმებელთა სიაში. ტოპ 20-ში მოხვდნენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Microsoft, LinkedIn და Google. „ეს ვითარება უბრალოდ გვახსენებს, რომ რთულ დროს ხშირად ვხდებით მცველის შეცვლის მოწმეები. არსებობენ ძველი კომპანიები, რომლებიც შეიძლება შეფერხდნენ თავიანთ გზაზე იმ დროს, როდესაც ახალ კომპანიებს შეუძლიათ გამოწვევა და მწვერვალზე ასვლა“ - განაცხადა Glassdoor-ის წარმომადგენელმა. https://tinyurl.com/4mrutnut
-
პირველი კრიპტოვალუტის 14-დღიანი მოძრავი საშუალო (14d MA) ქსელის ჰეშრეითმა მიაღწია ახალ მაქსიმუმს - 270.25 EH/s. Bitcoin-ის ჰეშრეითი (14d MA). წყარო: Glassnode 7d MA მაჩვენებელიც ასევე აღდგა 272 EH/s-ზე ზემოთ დონემდე, რომელიც დაფიქსირდა 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში. დეკემბერში ქსელის გამოთვლითი სიმძლავრე შემცირდა ქარიშხლის ფონზე, რომელმაც შეერთებული შტატები მოიცვა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრმა ადგილობრივმა მაინერმა შეაჩერა მონაცემთა ცენტრების მუშაობა ელექტრო ქსელების დაბალანსების ან პერსონალის უსაფრთხოებისთვის. მაგალითად, Core Scientific-მა ჯამური ჰეშრეითით ~24 EH/s, შეამცირა მოხმარება 17.179 მვტ/სთ-ით, ხოლო Argo Blockchain-მა (2.5 EH/s) - 1500 მვტ/სთ-ით. Bitcoin-ის ჰეშრეითი (7d MA). წყარო: Glassnode იანვრის დასაწყისში მაინინგის სირთულე 3.59%-ით შემცირდა (BTC.com), თუმცა წინა გადაანგარიშების შედეგად მაჩვენებელი ნოემბრის მაჩვენებლისკენ გადავიდა. ქსელის სიმძლავრის აღდგენის ფონზე, ისევე როგორც 17000 და 18000 აშშ დოლარიანი დონის გარღვევის ფონზე, ჰეშის ფასი იანვარში 13%-ზე მეტით გაიზარდა. ინდიკატორმა მიაღწია 0.068 დოლარს TH/s-ზე დღეში. წყარო: Hashrate Index. https://tinyurl.com/wc7s6t2x
-
გასული წლის გაზაფხულიდან Tesla თავის ელექტრომობილებზე ფასებს ზრდიდა ჩვეულებრივზე ხშირად და ძლიერად, თუმცა იმ დროს ილონ მასკმა პირობა დადო, რომ ამ არაპოპულარულ ცვლილებებს უკან დააბრუნებდა ელექტრომობილებისა და ბატარეების წარმოებისთვის საჭირო ჩიპებისა და მასალების მიწოდების სიტუაციის მოგვარების შემთხვევაში. მიმდინარე კვირაში Tesla Model Y-ის საბაზისო ვერსიის ფასი ერთბაშად 13 ათასი აშშ დოლარით შემცირდა. ფოტოს წყარო: Tesla ფაქტობრივად, როგორც Electrek განმარტავს, ეს კონკრეტული მანევრი გამოწვეული იყო მიზნით - Model Y-ის ფასი გამხდარიყო აშშ-ის ახალ კანონთან მორგებული, რომლის თანახმად ქვეყნის გარკვეულ მოქალაქეებს ენიჭებათ 7500 აშშ დოლარის ოდენობის ბეგარის გამორიცხვას ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილის შეძენის შემთხვევაში, რომლის საბაზისო ღირებულება 55 ათას აშშ დოლარს არ აღემატება. ამჟამად Tesla Model Y-ის ხუთადგილიანი ვერსიის ფასი იწყება 52990 აშშ დოლარიდან, რის შედეგად იგი ექცევა ხსენებული ლგოტის გავლენაში მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღით ადრე ელექტრომობილი 65990 აშშ დოლარი ღირდა და ვერ მოახერხებდა მის პრეტენდენტობას. ამრიგად, Tesla Model Y აშშ-ში 20%-ით ანუ 13 ათასი აშშ დოლარით გაიაფდა. ამავე დროს შემცირდა ფასები Tesla-ს ადგილობრივი აწყობის სხვა ელექტრომობილებზეც. Tesla Model 3-ის საბაზისო ვარიანტის ფასი 46990-დან 43990 აშშ დოლარამდე, 6%-ით შემცირდა, ფლაგმანური Tesla Model S (94990$) და Model X (109990$) გაიაფდა 10 და 11 ათასი აშშ დოლარით, შესაბამისად, ე.ი. მათი ფასები შემცირდა 9% და 10%-ით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Tesla Model Y ამჟამად ხვდება ლგოტების პროგრამაში, ქროსოვერის საბაზისო ვერსიის შეძენას ამერიკელი მომხმარებელი 20500 აშშ დოლარით იაფად შეძლებს, ვიდრე ადრე. თუმცა არის ნეგატიური სიახლეც: ადრე სავარძლების რაოდენობის გაზრდა Tesla Model Y-ში ღირდა 3 ათასი აშშ დოლარი, ამჟამად მისი ღირებულება 4 ათასი აშშ დოლარია. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ Tesla ცდილობს სტიმულირება მოახდინოს თავის ელექტრომობილებზე ფასების შემცირების გზით სხვა ბაზრებზეც: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და სინგაპურში. ახლახანს ამ სიას გერმანია დაემატა, სადაც Tesla Model 3-ის და Model Y-ის ღირებულება 1-დან 17%-მდე შემცირდა, კონფიგურაციის მიხედვით. ამ ელექტრომობილების საბაზისო ვერსიები 43990 და 44890 ევრო ღირს, შესაბამისად. Model Y ქროსოვერები ადგილობრივად მზადდება ბერლინის მახლობლად მდებარე ობიექტში, მაგრამ გერმანიაში გაყიდული მანქანების უმეტესი ნაწილი ჩინეთიდან მოდის, სადაც მათი ფასები ასევე ცოტა ხნის წინ 24%-ით შემცირდა გასული წლის სექტემბერთან შედარებით. https://tinyurl.com/47r4zf64
-
კომპანია Intel-მა ოფიციალურად წარადგინა და გაყიდვაში გამოუშვა ფლაგმანური 24-ბირთვიანი პროცესორი Core i9-13900KS, რომელსაც შეუძლია 6 გჰც-მდე ავტომატური აჩქარება. ფლაგმანი 110 აშშ დოლარით ძვირია Core i9-13900K მოდელთან შედარებით, ახალი პროცესორის ფასი 700 აშშ დოლარია. ფოტოს წყარო: Intel ტექნიკურად Core i9-13900KS-ში გამეორებულია ჩვეულებრივ მოდელ Core i9-13900K-ს მახასიათებლები. პროცესორს აქვს 8 მაღალი წარმადობის ბირთვი Raptor Cove 16 ნაკადის მხარდაჭერით, აგრეთვე 16 ენერგოეფექტური ბირთვი Gracemont. Core i9-13900K მოდელისგან ახალი ფლაგმანი განსხვავდება 3.0-დან 3.2 გჰც-მდე გაზრდილი საბაზისო სიხშირით, აგრეთვე დიდი ბირთვების 5.8-დან 6 გჰც-მდე გაზრდილი მაქსიმალური ტაქტის სიხშირით. Core i9-13900KS მოდელის მცირე Gracemont ბირთვები მუშაობს იმავე - 2.2-დან 4.3 გჰც-მდე დიაპაზონში. ფოტოს წყარო: Intel პროცესორს ასევე აქვს გრაფიკული ბირთვი Intel UHD 770. Core i9-13900KS მოდელის ენერგომოხმარება შეადგენს 150 ვატს, რაც 25 ვატით აღემატება Core i9-13900K მოდელისას. Core i9-13900KS მოდელის მაქსიმალური სიმძლავრე Max Turbo რეჟიმში 253 ვატია. ფოტოს წყარო: Intel ახალ ჩიპს აქვს 36 მბ ქეშ-მეხსიერება, მხარდაჭერილია 20 PCIe არხი (16 PCIe 5.0 არხი და ოთხი PCIe 4.0 არხი), ასევე DDR5-5600 და DDR4-3200 მეხსიერების სტანდარტების მხარდაჭერა. ჩვეულებრივი Core i9-13900K-ის მსგავსად ახალი Core i9-13900KS თავსებადია Intel Z790 და Z690 დედა დაფებთან. საუკეთესო წარმადობისთვის Intel გირჩევთ განაახლოთ თქვენი დედა დაფის BIOS უახლესი ვერსიით. firmware შეგიძლიათ იხილოთ კონკრეტული დაფის მოდელის მწარმოებლის ვებ-გვერდზე. ფოტოს წყარო: HardwareUnboxed Core i9-13900KS-ის მიმოხილვები უკვე გამოჩნდა ინტერნეტში. YouTube-არხ HardwareUnboxed-ის მიხედვით იგი 1080p გაფართოების თამაშებში მინიმალურად უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი მოდელი, მაგრამ ამავე დროს ის კიდევ უფრო ზრდის ლიდერობას ფლაგმანურ AMD Ryzen 9 7950X-თან შედარებით. DDR5 ოპერატიული მეხსიერების უფრო სწრაფი ნაკრების გამოყენებისას ახალი მოდელის სასარგებლოდ წარმადობის სხვაობა ოდნავ იზრდება. https://tinyurl.com/2ya58p4s
-
12 იანვრის ღამეს Bitcoin-ის ფასმა 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან პირველად 18 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. CoinGecko-ს ცნობით დღის განმავლობაში კრიპტოვალუტა 4%-ით გაძვირდა. წერის მომენტში აქტივი დაახლოებით 18100 აშშ დოლარად იყიდება. ფასის ზრდას თან ახლდა ვაჭრობის მოცულობის მკვეთრი ზრდა. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView ფლაგმანმა ტრადიციულად თან გაიყოლა ბაზრის დანარჩენი ნაწილი - კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 10-დან ყველა აქტივი "მწვანე" ზონაში იყო. საუკეთესო დინამიკა დააფიქსირეს Ethereum-მა (+4.9%) და Cardano-მ (+3.5%). წყარო: CoinGecko Coinglass-ის მონაცემებით, ფიუჩერსების ბაზარზე დღეში 245 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის პოზიციების ლიკვიდირება მოხდა, აქედან თითქმის 112 მლნ აშშ დოლარი მოდის Ethereum-ზე დამყარებულ კონტრაქტებში (~ 77 მლნ აშშ დოლარი Bitcoin-დერივატივებზე). პირველი კრიპტოვალუტის კოტირებების ზრდა მოხდა შეერთებულ შტატებში ინფლაციის შემცირების მოლოდინების ფონზე. CNBC-ის თანახმად ანალიტიკოსების კონსენსუსი-გამოკითხვა ვარაუდობს მაჩვენებლის 6.5%-მდე შემცირებას წლის ჭრილში (7.1% ნოემბერში). ექსპერტების აზრით ინფლაციის საბაზისო დონე 5.7%-ს შეადგენს (6% - ერთი თვის წინ). ამერიკის საფონდო ბირჟაც დადებითად გამოეხმაურა CPI-ის გამოქვეყნებას. 11 იანვარს გამართული სავაჭრო სესიის შედეგად Dow Jones-ის ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა, S&P 500 – 1.28%-ით, NASDAQ Composite Index – 1.76%-ით. ზოგიერთი კრიპტო ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ Bitcoin-ისთვის ფასის ამჟამინდელი დონე ძალზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, ტრეიდერ AlphaBTC-ის აზრით თუ აქტივის ფასი 18000 აშშ დოლარზე მეტია, არსებობს 20 ათას აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოტირებები შეიძლება დაუბრუნდეს 15 ათას აშშ დოლარიან დონეს. მან აღნიშნა, რომ მოვლენების განვითარების სცენარი დიდწილად დამოკიდებული იქნება აშშ-ში არსებული ინფლაციის მონაცემებზე. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Nansen-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 2023 წლის საბაზისო სცენარია აშშ-ის ეკონომიკაში რეცესიის დაწყება და საფონდო ბირჟაზე გაყიდვების ახალი ტალღა. მათივე თქმით, ამ პირობებში კრიპტოვალუტები უარყოფით გადაფასებას დაექვემდებარება. https://tinyurl.com/kcpw9kju
-
როგორც უკვე ვიცით, Intel-მა განაცხადა მე-4 თაობის Xeon Scalable სერვერის პროცესორების გაყიდვის დაწყება, კოდური სახელით Sapphire Rapids. მათ გარდა, მწარმოებელი ემზადება დააანონსოს Xeon Sapphire Rapids-WS HEDT მოდელები სამუშაო სადგურებისთვის. ამ სერიაში შევა Xeon W-3400 და Xeon W-2400 მოდელები, მათი პრეზენტაცია 15 თებერვალს გაიმართება. ფოტოს წყარო: Intel როგორც ადრე გახდა ცნობილი, Xeon W-2400 სერია წარმოდგენილი იქნება 6-დან 24-მდე ბირთვის მქონე ჩიპებით, რომელთაც ექნება 12-დან 48-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერა. ჩიპებს ექნება 15-დან 45 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და იმუშავებენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეზე. TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი იქნება 110-დან 225 ვატამდე. Xeon W-2400 სერიის მოდელების ნაწილს ასევე ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი. ამ პროცესორებში მხარდაჭერილია DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 2ტბ-მდე ოთხარხიანი ოპერატიული მეხსიერების დაყენება, აგრეთვე PCIe 5.0 ინტერფეისის 64 არხი. Xeon W-3400 მოდელებს ექნება 12-დან 56-მდე ბირთვი 24-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეზე. ამ პროცესორებს ექნება 30-დან 105 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი 220-დან 350 ვატამდე. მათ ნაწილსაც ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორები, რაც მათი მექანიკური აჩქარების შესაძლებლობას იძლევა. ჩიპებზე მხარდაჭერილია DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 4 ტბ-მდე რვაარხიანი ოპერატიული მეხსიერების დაყენება, აგრეთვე PCIe 5.0 ინტერფეისის 112 არხი. Xeon W-2400 და Xeon W-3400 პროცესორებისთვის გამოვა ახალ Intel W790 ჩიპსეტზე დამყარებული დედა ბარათები. მოსალოდნელია, რომ Xeon W-2400 და Xeon W-3400 კონკურენციას გაუწევენ Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებულ Ryzen Threadripper-ს, რომელსაც AMD გამოუშვებს ახლო მომავალში. https://tinyurl.com/t53f26fp
-
დიდი ხნის განმავლობაში Apple-ის მენეჯმენტი ეწინააღმდეგებოდა ლეპტოპისთვის სენსორული ინტერფეისის მინიჭების იდეას, რადგან ჯერ კიდევ 2010 წელს კომპანიის დამფუძნებელი სტივ ჯობსი ამტკიცებდა, რომ "შეხების ზედაპირები არ უნდა იყოს ვერტიკალური". Apple-ის აღმასრულებელის თქმით ასეთ ზედაპირებთან მუშაობა ერგონომიული კოშმარი იყო, მაგრამ ამჟამად წყაროები ამბობენ, რომ კომპანია ქმნის MacBook Pro ლეპტოპს, რომელსაც ექნება არა მხოლოდ სენსორული ინტერფეისი, არამედ OLED დისპლეიც. ფოტოს წყარო: Apple ჯობსის მემკვიდრე ტიმ კუკიც (Tim Cook), როგორც Bloomberg აღნიშნავს, თავდაპირველად არ განიცდიდა სიმპათიას ლეპტოპების სენსორული ინტერფეისით წარმოდგენის იდეის მიმართ. როდესაც 2012 წელს Microsoft-მა დაიწყო ლეპტოპებისა და პლანშეტების გადაკვეთა Surface სერიაში, კუკმა იგი ტოსტერის მაცივართან გაერთიანების იდეას შეადარა. ამასთან, კუპერტინოული კომპანიის iPad Pro პლანშეტებზე მალე გამოჩნდა დაკავშირებადი კლავიატურის ბლოკი, ბოლო წლებში კი iPhone-ისა და iPad-ისთვის განკუთვნილი აპლიკაციების გაშვება შესაძლებელი გახდა Mac კომპიუტერებში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სრულფასოვანი სენსორული ინტერფეისის ნაკლებობამ შეზღუდა ასეთი აპლიკაციების ფუნქციონირება და ზიანი მიაყენა მათთან მუშაობის ერგონომიკას, მაგრამ 2016 წელს Apple-მა MacBook Pro ლეპტოპებზე ალტერნატივად წარმოადგინა Touch Bar კლავიატურის ფუნქციონალური ღილაკების ადგილას. მან უფრო მეტად გამოიწვია დაბნევა და ვერ მოიპოვა მხარდაჭერა აპლიკაციების შემქმნელებს შორის, ამიტომ 2021 წელს ეს ფუნქცია გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ კრეიგ ფედერიგიმ, Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ხელმძღვანელმა, გასული წლის ოქტომბერში არაერთგვაროვანი პასუხი გასცა კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია Mac კომპიუტერების გამოსვლა სენსორული ეკრანით. ამჟამად, როგორც Bloomberg-ის ცნობილი წარმომადგენელი მარკ გურმანი აცხადებს, კომპანია 2025 წლისთვის აპირებს სენსორული ინტერფეისის მქონე პირველი MacBook Pro-ს წარდგენას, თუკი ანონსი პროცესში კვლავ იმედგაცრუებული არ დარჩება. ლეპტოპს ასევე ექნება OLED ტიპის დისპლეი, რომელიც iPad Pro პლანშეტების სერიაში 2024 წელს გამოჩნდება. MacBook Pro-ს სენსორულ ინტერფეისს ექნება ჟესტების მხარდაჭერა, თუმცა პროგრამული პლატფორმის თვალსაზრისით macOS-ისა და iPadOS-ის შერწყმა არ მოხდება - ყოველ შემთხვევაში, 2025 წელს ნამდვილად არა. სამომავლოდ სენსორული ინტერფეისი შესაძლოა გამოჩნდეს Mac სერიის სხვა კომპიუტერებშიც. https://tinyurl.com/z6mhp8z5
-
2023 წელს Binance გააგრძელებს მასშტაბირებას - კომპანიის გეგმაშია შტატის 15-30%-ით გაფართოება. გასულ წელს თანამშრომლების რიცხვი 3 ათასიდან 8 ათასამდე გაიზარდა. ამის შესახებ განაცხადა ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ, წერს The Block. მიმდინარე წლის გეგმებში ასევე შედის: ტექნოლოგიების გაუმჯობესება; სავაჭრო პლატფორმის ეფექტურობის ამაღლება; ინვესტიციები მომხმარებლების მხარდასაჭერად. “ჩვენ ერთი ბიზნესი გვაქვს. იგი საკმაოდ დიდია, მომგებიანი, მაგრამ იგი მუდმივად ვერ გაგრძელდება. ჩვენ არ გვინდა Kodak გავხდეთ. გვსურს საკუთარი თავის დანგრევა და არა სხვა ადამიანების, ვინც ჩვენ გვანგრევს“ - განაცხადა მან. ადრე Zhao-მ ივარაუდა, რომ 10-15 წელში გაჩნდება DEX, რომელიც მასშტაბებით გაუსწრებს Binance-ს. ბირჟა გახდა კრიზისის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი, რომელმაც 2022 წელს იფეთქა. სემ ბენკმენ-ფრიდის ბიზნეს-იმპერიის დაშლის ფონზე Binance-მა მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი პოზიცია. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კრიპტო ბირჟის მომხმარებელთა ბაზამ 120 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. https://tinyurl.com/duefptss
-
კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ დაიწყო Ryzen 7000 პროცესორების მსოფლიო გაყიდვები, რომელთაც დასახელებაში არ აქვთ “X” სუფიქსი. ეს ჩიპები უფროსი სერიის მოდელებისგან განსხვავდება 65 ვატამდე ნომინალური ენერგომოხმარებით, ნაკლები ტაქტის სიხშირეებითა და უფრო ხელმისაწვდომი ფასებით. ფოტოს წყარო: AMD უფროს მოდელ Ryzen 9 7900-ს აქვს 12 ბირთვი 24 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, ტაქტის სიხშირეა 5.4 გჰც. AMD-მ ეს პროცესორი 429 აშშ დოლარად შეაფასა აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში კი - 479 ევროდ. Ryzen 7 7700 მოდელს აქვს 8 ბირთვი 16 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და მუშაობს 5.3 გჰც-მდე სიხშირეზე. ამ ჩიპის სარეკომენდაციო ფასია აშშ-ში 329 აშშ დოლარი, ევროკავშირში - 369 ევრო. უმცროს მოდელ Ryzen 5 7600-ს აქვს 6 ბირთვი 12 ვირტუალური ნაკადით და მუშაობს 5.1 გჰც-მდე სიხშირეზე. მისი ფასია 229 აშშ დოლარი აშშ-ში და 259 ევრო - ევროკავშირში. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ შემცირებული ენერგომოხმარების მიუხედავად უმცროსი მოდელები არ ჩამორჩებიან უფროსი კოლეგების წარმადობას. ამავდროულად, ისინი უფრო იაფია და კომპლექტში წარმოდგენილია გაგრილების სისტემებით. https://tinyurl.com/yc2xb3es
-
კომპანია Intel-მა გამოუშვა მეოთხე თაობის სასერვერო პროცესორები Xeon Scalable, კოდური დასახელებით Sapphire Rapids. ისინი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვეულებრივი ვერსიების, ისე HBM2e მეხსიერების მქონე Xeon Max ვარიანტების სახით. გარდა ამისა, კომპანიამ განაცხადა, რომ გამოუშვა სასერვერო გამოთვლების ამაჩქარებლები Data Center GPU Max კოდური სახელწოდებით Ponte Vecchio. ფოტოს წყარო: Intel Intel-ის პორტფოლიო შეივსო მეოთხე თაობის 52 მოდელი Xeon Scalable სერვერული პროცესორით. კონკურენტ AMD EPYC Genoa ჩიპებისგან განსხვავებით, რომელთაც 96 გამომთვლელი ბირთი აქვთ, Intel-ის ჩიპებს მხოლოდ 60-მდე ფიზიკური ბირთვი გააჩნია. თუმცა, მეოთხე თაობის Xeon Scalable-ის ბირთვების რაოდენობის ზრდამ მესამე თაობის Xeon Scalable-სთან (Ice Lake) შედარებით გამოიწვია გამომთვლელი წარმადობის 53%-იანი ზრდა, აცხადებს Intel. Sapphire Rapids-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია სპეციალური აპარატურული ბლოკები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული ტიპის ამოცანების დასაჩქარებლად, როგორიცაა მონაცემთა გადაცემა, შეკუმშვა, დაშიფვრა, მონაცემთა ანალიზი და ა.შ. კომპანია მათ "აჩქარებლებს" უწოდებს. Intel-ის თქმით Sapphire Rapids-ის საშუალო წარმადობა ვატზე 2.9-ჯერ აღემატება წინამორბედებს; ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში წარმადობა იზრდება 10-ჯერ; ანალიტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებულ დატვირთვებში კი - სამჯერ. Intel 7 ტექნოპროცესზე აგებულ Xeon Sapphire Rapids-ზე სხვა დანარჩენთან ერთად გამოცხადებულია PCIe 5.0 ინტერფეისის, DDR5-4000, DDR5-4400 და DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერებისა და CXL 1.1 სალტის მხარდაჭერა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მეოთხე თაობის Xeon Scalable პროცესორების სერია წარმოდგენილია 52 მოდელით. ზოგიერთი მათგანი განკუთვნილია ზოგადი გამოთვლითი დატვირთვისთვის, ზოგიერთი მოდელი სპეციალიზებულია და განკუთვნილია თხევადი გაგრილების სისტემებში გამოსაყენებლად, სხვა მოდელების გამოყენება შესაძლებელია ქსელის ინფრასტრუქტურაში, HPC-ში, მონაცემთა ბაზებსა და ქლაუდ გამოთვლებში. Sapphire Rapids პროცესორები წარმოდგენილია სხვადასხვა რაოდენობის ბირთვის მქონე Max, Platinum, Gold, Silver და Bronze მოდელებით. ახალ მოწყობილობებზე მხარდაჭერილია AVX-512 ინსტრუქციები, Deep Leaning Boost (DLBoost) და Advanced Matrix Extensions (AMX). ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად ზრდის პროცესორების წარმადობას ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მუშაობასა და მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებულ ამოცანებში. როგორც წინაზე, მეოთხე თაობის Xeon Scalable-ს აქვს სისტემების მხარდაჭერა ერთი, ორი, ოთხი და რვა პროცესორის სოკეტით. AMD Genoa პროცესორები მასშტაბირდება მხოლოდ ორ სოკეტზე, თუმცა კონკურენტის მოწყობილობებს PCIe 5.0 ხაზების დიდი რაოდენობის - 128-მდე, მხარდაჭერა აქვთ. Intel-ის პროცესორებში მხარდაჭერილია ახალი ინტერფეისის 80 ხაზი. ფოტოს წყარო: Tom's Hardware კომპანია აღნიშნავს, რომ მეოთხე თაობის Xeon Scalable-ს მხარდაჭერილი აქვს 1.5 ტბ-მდე რვაარხიანი DDR5-4800 მეხსიერების დაყენების შესაძლებლობა ერთ სოკეტზე. AMD Genoa-ს შემთხვევაში შესაძლებელია 6 ტბ-მდე DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერების დაყენება ერთ არხზე. ახალი, მეოთხე თაობის Intel Xeon Scalable პროცესორების ფასების დიაპაზონი შემდეგია: ყველაზე მცირე: 8-ბირთვიანი Xeon Scalable Bronze 3408U, სიხშირე 1.9 გჰც-მდე, 22.5 L3 ქეშ-მეხსიერება, TDP-ის დონე 125 ვატი - 415 აშშ დოლარი; ყველაზე დიდი: 60-ბირთვიანი Xeon Scalable Platinum 8490H, 120 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერა, 112.5 მბ L3 ქეში, TDP 350 ვატი - 17 ათასი აშშ დოლარი. შედარებისთვის, AMD Genoa-ს ენერგომოხმარების მსგავსი დონე აქვს - 360 ვატამდე, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი ეხება 96-ბირთვიან პროცესორს. პროცესორების ფასები დამოკიდებულია არა მხოლოდ ბირთვების რაოდენობაზე, არამედ გამოთვლების აჩქარებისთვის განკუთვნილი სწორედ იმ აქტიური აპარატული ბლოკების რიცხვზე, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ პროცესორების საჭირო მოდელები თავიანთი მოთხოვნილებების შესაბამისად, და საჭიროების შემთხვევაში გაააქტიურონ დამატებითი აჩქარების ბლოკები Intel On Demand სალიცენზიო ხელშეკრულებით. ბოლო მათგანის ფასს კომპანია ჯერ არ აცხადებს, თუმცა მათი შეძენის სერვისი ხელმისაწვდომია, მაგალითად, სასერვერო სისტემების OEM-დეველოპერების მეშვეობით, აქტივაცია კი - სოფტისა და პროგრამის ლიცენზიით. მთელი იდეა გამოთვლითი ოპერაციებისთვის აჩქარების ბლოკების გააქტიურებასთან დაკავშირებით გულისმობს იმ ფაქტს, რომ მომხმარებელი მეოთხე თაობის Xeon Scalable პროცესორის ამა თუ იმ მოდელის პირველადი შეძენისას გადაიხდის მხოლოდ იმ აჩქარების ბლოკების ღირებულებას, რომლებიც მას იმ მომენტში სჭირდება და არ გადაიხდის დამატებით არასაჭირო ფუნქციების ფასს. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში იგი შეძლებს გადაიხადოს საჭირო ფუნქციების მისაღებად. Sapphire Rapids პროცესორების აპარატული ბლოკები ოთხ სახეობად იყოფა: Data Streaming Accelerator (DSA) - აუმჯობესებს წარმადობას მონაცემთა გადატანისას, ჩვეულებრივი პროცესორის გამოთვლითი ერთეულების გადმოტვირთვისას მონაცემთა კოპირებისა და მონაცემთა ტრანსფორმაციის ოპერაციებიდან; Dynamic Load Balancer (DLB) - შექმნილია პაკეტების პრიორიტეტიზაციისა და ქსელური ტრაფიკის გადანაწილებისთვის CPU-ის ბირთვებს შორის სისტემის დატვირთვის რყევების შემთხვევაში; In-Memory Analytics Accelerator (IAA) - აჩქარებს ანალიტიკის ამოცანებს და განტვირთავს CPU-ს ბირთვებს, რითაც ზრდის მოთხოვნის სიჩქარეს მონაცემთა ბაზის მოთხოვნების მიმართ და სხვა ფუნქციებში; Quick Assist Technology (QAT) - აჩქარებს კრიპტოგრაფიასთან დაკავშირებულ, შეკუმშვის/დეკომპრესიის ამოცანებს. ადრე ეს აპარატული აჩქარების ბლოკი ჩიპსეტის ნაწილი იყო. Intel უკვე დიდი ხანია იყენებს მას და აქვს ფართო პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა. Xeon Max სერიის პროცესორები კომპანია Intel-მა გასული წლის შემოდგომაზე წარადგინა. ეს არის Sapphire Rapids 64 გბ HBM2e მეხსიერებით. ამ სერიის ჩიპებში წარმოდგენილია 32-დან 56-მდე ბირთვი 112 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და 350 ვატი TDP-ის მაჩვენებლით. ეს პროცესორები შექმნილია ჰიდროდინამიკის, კლიმატისა და ამინდის პროგნოზირებისთვის, ხელოვნური ინტელექტისა და ნეიროქსელების სწავლებისთვის, დიდი მოცულობის მონაცემების ანალიტიკაში, რეზიდენტულ მონაცემთა ბაზებში გამოყენებისთვის და სხვა. Xeon Max პროცესორების ძირითადი მახასიათებელია PCIe 5.0 და CXL 1.1 ინტერფეისების მხარდაჭერა. HBM2e მეხსიერება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი ქეშის, ისე დამატებითი ოპერატიული მეხსიერების სახით. გარდა ამისა, Xeon Max-ის მქონე სერვერში შესაძლებელია საერთოდ არ იქნას გამოყენებული ოპერატიული მეხსიერება - სისტემა დაეყრდნობა უშუალოდ მხოლოდ HBM-ს. Intel Xeon Max-ის მთავარი კონკურენტი იქნება AMD EPYC Milan-X პროცესორები 3D V-Cache ქეშ-მეხსიერების გაზრდის ტექნოლოგიის მხარდაჭერით. მეოთხე თაობის Intel Xeon Scalable პროცესორებთან ერთად კომპანიამ ფორმალურად გამოაცხადა, რომ ხელმისაწვდომია გამოთვლების ამაჩქარებლები Data Center GPU Max კოდური დასახელებით Ponte Vecchio. მათი ანონსიც რამდენიმე თვის წინ შედგა. ეს ამაჩქარებლები გამოვა როგორც PCIe გაფართოების ჩვეულებრივი ბარათების ფორმატში, ისე OAM-მოდულების სახით. Intel აცხადებს, რომ ისინი 2.4-ჯერ უფრო სწრაფია NVIDIA A100-თან შედარებით. https://tinyurl.com/yc45z5hf
-
კომპანია Beosin-ის ექსპერტების თქმით 2022 წელს Web3 ინდუსტრიის ზარალმა 167 მსხვილი მასშტაბის თავდასხმების შედეგად შეადგინა დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარი, რაც 47.4%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მთლიანი ზარალის ნახევარზე მეტი, 1.89 მლრდ აშშ დოლარი, მოდიოდა crosschain-ხიდებთან დაკავშირებულ 12 ინციდენტზე. ამასთან DeFi-პროტოკოლებს თავს დაესხნენ 113-ჯერ (67.7% დაჰაკვის საერთო რაოდენობიდან). ყველაზე დიდი შეტევები კრიპტო ინდუსტრიაში ზარალის მხრივ 2022 წელს. წყარო: Beosin წლის განმავლობაში უსაფრთხოების სერიოზული ინციდენტები მოხდა 20 საჯარო ბლოკჩეინზე. ზარალის მხრივ პირველ სამეულში მოხვდნენ Ethereum, BNB Chain და Solana. ისინი ასევე პირველობენ დაჰაკვების რაოდენობით, თუმცა ამ შემთხვევაში Binance-ის ქსელი ლიდერობს. მოწყვლადობის ექსპლუატაცია პირველ ადგილზეა, როგორც სიხშირით, ასევე ზარალის მიხედვით: 1.458 მლრდ აშშ დოლარი დაიკარგა 87 ექსპლოიტის შედეგად. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ პროტოკოლები, რომლებმაც გაიარეს და ვერ გაიარეს აუდიტი, თითქმის თანაბრად ექვემდებარებოდნენ თავდასხმებს - 51.5% და 48.5%, შესაბამისად. მოპარული თანხებიდან დაახლოებით 1.396 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 38.7%, ჰაკერებმა გადარიცხეს Tornado Cash Mixing Service-ში. პროექტებმა მოახერხეს 2022 წელს მოპარული თანხების მხოლოდ 8%-ის - დაახლოებით 289 მლნ აშშ დოლარის დაბრუნება. დაჰაკვის შედეგად კრიპტო პროექტების დანაკარგები კვარტლების მიხედვით. წყარო: Beosin გასული წლის განმავლობაში, ანალიტიკოსებმა კრიმინალური თანხების გლობალური მოცულობა კრიპტო ინდუსტრიაში შეაფასეს 13.76 მლრდ აშშ დოლარად. დაჰაკვები და ექსპლოიტები მეორე ადგილზე იყო - ფულის გათეთრების სქემებმა შეადგინა 7.33 მლრდ აშშ დოლარი. ფინანსურმა პირამიდებმა 1 მლრდ აშშ დოლარის ზარალი შეადგინა, ხოლო თაღლითობამ - 830 მლნ აშშ დოლარი. კრიპტოინდუსტრიის ზარალი 2022 წელს დანაშაულის სახეობების მიხედვით. წყარო: Beosin ექსპერტებმა წლის განმავლობაში დაითვალეს თაღლითურ სქემა rug-pull-ის რეალიზაციის 243 შემთხვევა. ინციდენტების დაახლოებით 86.4%-ში ზარალმა 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. შეგახსენებთ, დეკემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ დააკავა აბრაამ ეიზენბერგი DeFi პლატფორმა Mango Markets-ზე თავდასხმაში მონაწილეობისთვის. ოქტომბერში განხორციელებული ექსპლოიტის შედეგად პროექტმა 116 მლნ აშშ დაკარგა. https://tinyurl.com/yp4pce54
-
AMD Epyc Bergamo ქლაუდ-პროცესორების გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის პირველ პერიოდში. Zen 4 ბირთვების custom-იზებული ვარიანტის (Zen 4c) წყალობით მათში წარმოდგენილი იქნება 128-მდე ბირთვი თითო სოკეტში გამოთვლითი ინტენსიური ქლაუდ სერვერებისთვის. Arm-ის ბაზაზე შექმნილმა პროდუქტებმა, როგორებიცაა Graviton და Ampere, AMD-ს უბიძგა შეემუშავებინა სპეციალური ჩიპები ამ სეგმენტისთვის. Bergamo პირველი პროცესორია ამ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მოიცავს 128-მდე Zen 4c ბირთვს სოკეტზე. Bergamo Genoa-სგან განსხვავდება მხოლოდ მესამე დონის შემცირებული ქეშ-მეხსიერებითა და უფრო დაბალი ტაქტის სიხშირეებით. პროცესორს აქვს AVX2-ის მხარდაჭერა და, რაც გასაკვირისია, AVX512-ისაც, თუმცა შესრულების უფრო ხანგრძლივი დროით. Zen 4-ის სტანდარტულ CCD-მატრიცა (Charge-coupled device) შეიცავს 32 მბ L3 ქეშს, Zen 4c-ის CCD-მატრიცას ორჯერ ნაკლები რაოდენობა აქვს და შეადგენს 256 მბ-ს ფლაგმანურ 128-ბირთვიან პროცესორ Epyc 9754-ში. SRAM კრისტალი გამოიყენება დამატებითი CCD-მატრიცის განთავსებისთვის. რადგანაც Genoa და Bergamo იდენტურ არქიტექტურასა და ინსტრუქციებს იყენებენ, ისინი სრულიად თავსებადია პლატფორმებთან, რომლებშიც გამოყენებულია SP5 კონექტორი და მიკროსქემების ნაკრები Promontory. შესაბამისად, მეხსიერებისა და input/output-ის მხარდაჭერა იგივეა, რაც Genoa-ს შემთხვევაში. საინტერესოა, რომ Epyc 9754-ს აქვს 360 ვატი TDP (იმდენივე, რაც 96-ბირთვიან Genoa-ს), ეს მნიშვნელოვანი ბარიერია 128-ბირთვიანი პროცესორისთვის, რომლის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე მხოლოდ 3.1 გჰც-ია. https://tinyurl.com/bdeh7v72
-
Lenovo-მ გამოფენა CES 2023-ზე წარადგინა პორტატული კომპიუტერი Yoga Book 9i 13.3 დუიმიანი ორი OLED-დისპლეითა და საკმაოდ მაღალი წარმადობით. მათთვის, ვისაც არ აკმაყოფილებს ეკრანული კლავიატურა, კომპანიამ გაითვალისწინა ფიზიკურიც - იგი ნაკრებში შედის. ფოტოს წყარო: lenovo.com თითოეული დისპლეის გაფართოებაა 2880×1800 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 16:10 და პიქსელების სიმჭიდროვე - 255.36 PPI. ეკრანების კადრის განახლების სიხშირეა 60 ჰერცი, მაქსიმალური სიკაშკაშე - 400 კდ/მ² - იგი ინდივიდუალურად რეგულირდება თითოეულ დისპლეიზე. მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და Dolby Vision. კომპლექტში შემავალი Bluetooth-კლავიატურა შესაძლებელია განთავსდეს პირდაპირ ქვედა დისპლეიზე, სადაც იგი მაგრდება მაგნიტის სამაგრებით და ფარავს ეკრანის მესამედს. დანარჩენი ერთი მესამედი შესაძლებელია შეივსოს Windows-ვიჯეტებით - სხვა სახის კონტენტის განთავსება ამ სივრცეში შეუძლებელია. თუ გაააქტიურებთ ეკრანულ კლავიატურას და აწევთ ზემოთ, მის ქვეშ გამოჩნდება თაჩპედი. Lenovo Yoga Book 9i-ს აქვს მე-13 თაობის U სერიის პროცესორი Intel Core i7 ორი მაღალი წარმადობისა და 8 ენერგოეფექტური ბირთვით, 12 ნაკადითა და საბაზისო 15-ვატიანი TDP-ის დონით. LPDDR5X სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 16 გბ, SSD-ისა კი (PCIe 4.0) კი - 512 გბ ან 1 ტბ. ბატარეის მოცულობა 80 ვტ/სთ-ს შეადგენს, რაც, როგორც კომპანია აცხადებს, საკმარისია ვიდეოკონტენტის 10 საათის განმავლობაში ნახვისთვის 150 კდ/მ² სიკაშკაშის პირობებში ორივე დისპლეიზე, ხოლო თუ მომხმარებელი მხოლოდ ერთ ეკრანს გამოიყენებს, ავტონომიური მუშაობის დრო 14 საათამდე გაიზრდება. Yoga Book 9i-ის წონა 1.38 კგ-ს შეადგენს, ზომა - 29.91 × 20.39 × 1.6 სმ-ს. ლეპტოპის სარეკომენდაციო ფასი 2100 აშშ დოლარიდან იწყება, იგი გაყიდვაში ივნისში გამოვა. https://tinyurl.com/38eerz5x
-
ორშაბათს, 9 იანვარს, პირველი კრიპტოვალუტის კოტირებებმა პირველად 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ 17000 აშშ დოლარს გადააჭარბა. CoinGecko-ს ცნობით გასული დღის განმავლობაში აქტივის ფასი გაიზარდა 1.6%-ით. წერის მომენტში Bitcoin 17200 აშშ დოლარიან ნიშნულთან სიახლოვეზე იყიდება. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ხედავთ, ფასის ზრდას თან ახლავს ვაჭრობის მოცულობის ზრდა. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView Coinglass-ის მონაცემებით, ფიუჩერსების ბაზარზე დღეში 187.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პოზიციების ლიკვიდაცია ხდებოდა, აქედან 22.5 მლნ აშშ დოლარი იყო Bitcoin-ზე დამყარებული კონტრაქტები, 49.5 მლნ აშშ დოლარი - კონტრაქტები Ethereum-ის ბაზაზე. მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი კაპიტალიზაციის მიხედვით შეადგენს 1309 აშშ დოლარს (+3.6% ბოლო 24 საათის განმავლობაში). ETH/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView ფრაგმანურმა კრიპტოვალუტებმა ტრადიციულად თან გაიყოლა ბაზარი. ყველაზე თვალშისაცემი ზრდა დააფიქსირა Cardano-მ - 18.3% ბოლო 24 საათის განმავლობაში. რეიტინგში რიგით მეორე Solana-მ დააფიქსირა ორნიშნა ზრდა - +21.6%. წყარო: CoinGecko. ადრე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა გაიმეორა თავისი პროგნოზი, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი 500 000 აშშ დოლარამდე გაიზრდება. BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეიესმა თქვა, რომ Bitcoin-მა ფსკერს მიაღწია, რადგან თითქმის ყველა „უპასუხისმგებლო ორგანიზაციას“ ამოეწურა BTC გასაყიდად. დეკემბერში Nansen -ის ანალიტიკოსებმა მიუთითეს 2023 წელს დათვური დინამიკის გაგრძელების რისკების არსებობაზე. https://tinyurl.com/bdfpubtr
-
კომპანია NVIDIA-ს მიერ გამოშვებული ბოლო რამდენიმე დრაივერი Game Ready ორიენტირებული იყო უშუალოდ გეიმინგ წარმადობის გაუმჯობესებაზე. აქედან გაკეთდა დასკვნა, რომ კომპანიამ გადაწყვიტა კადრების რაოდენობის გაზრდა არა მხოლოდ უფრო მძლავრი აპარატურის, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ NVIDIA-ს ახალი დრაივერი გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური FPS-ის თვალსაზრისით. პროგრამულ უზრუნველყოფა CapFrameX-ის დეველოპერების ინფორმაციით NVIDIA გარკვეული პერიოდია მუშაობს ახალი ტიპის დრაივერზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ოპტიმიზაციის მეშვეობით საშუალებას იძლევა ვიდეო ბარათების სუფთა წარმადობა თამაშებში 10-დან 30%-მდე გაიზარდოს თაითლის გამოსვლის თარიღის შესაბამისად. საშუალო მაჩვენებელი იქნება 15% - წარმადობის სწორედ ასეთ მატებას უნდა ელოდონ გეიმერები. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ინფორმაცია არაოფიციალურია და საჭიროა გონივრული სკეპტიციზმით მივუდგეთ, თუმცა, როგორც ვიცით, NVIDIA პირველად არ ქმნის თანამედროვე დრაივერებს: კიდევ ერთის გამოსვლა არავისთვის იქნება მოულოდნელი. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, რომელი ვიდეო ბარათებისთვისაა განკუთვნილი ახალი დრაივერი, თუმცა სავარაუდოდ ესენი იქნება RTX 4000 Ada Lovelace ჩიპები ისევე, როგორც გრაფიკის ახალი ტექნოლოგია DLSS 3.0. არ არის გამორიცხული, რომ დრაივერის მხარაჭერა მიიღოს RTX 3000 Ampere-მაც, RTX 2000 ჩიპები კი დიდი ალბათობით გამორიცხულია. დრაივერის გამოსვლის თარიღი უცნობია. https://tinyurl.com/2p8jw2v2
-
- 1
-
-
ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია Xiaomi-ს ელექტრომობილის შესახებ, ასევე პროტოტიპის პირველი ფოტოები. ჩინური საინფორმაციო მედიის მონაცემებით იაფი მოდელი კონკურენციას გაუწევს სედან Tesla Model 3-ს. კოდურ დასახელება Modena-ს მქონე ვარიანტი იქნება Tesla-ზე დიდი და მძლავრი, ხოლო მისი ფასი იქნება დაახლოებით იმდენივე, რაც ღირს კომპანია XPeng-ის მოდელი P7. ფოტოს წყარო: Lei Kang/CnEVPost გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია განიხილავს ორი ვარიანტის გამოშვებას - ერთ-ერთის ფასი იქნება 38 ათასიდან 43600 აშშ დოლარამდე, მეორე მათგანის - 51600 აშშ დოლარიდან. უფრო ხელმისაწვდომ ელექტრომობილს, სავარაუდოდ, ექნება BYD-ის სტანდარტული ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LFP) აკუმულატორები 400 ვოლტი ძაბვით. მას ასევე ექნება უამრავი სენსორი, რომლებიც შემუშავდა გერმანულ კომპანია Continental-თან ერთად. სენსორებს შორისაა კამერები და რადარები, რომლებიც მუშაობს mmWave დიაპაზონში - იგივე ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება პრემიუმ-დონის ჩინურ ქროსოვერ Li Auto One-ში. შედარებით ძვირადღირებული ვარიანტი აწყობილი იქნება 800-ვოლტიან არქიტექტურაზე და მასში გამოყენებული იქნება CATL Qilin Battery აკუმულატორები, რომელთა 0-დან 80%-მდე დამუხტვა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთში. ახალ ელექტრომობილს ექნება NVIDIA-ს წარმოების პროცესორი Orin X, აგრეთვე ლიდარი. სისტემა იმუშავებს Xiaomi-ს მიერ შემუშავებულ ალგორითმებზე. ორივე ელექტრომობილს ექნება „ჭკვიანი სალონი“ Qualcomm 8295 ჩიპსეტებზე, რომლებიც პირველად მიმდინარე წელს გამოყენებული იქნება მოდელ Jidu ROBO-01-ში. ფოტოს წყარო: Lei Kang/CnEVPost ცნობილია, რომ მეორე, უფრო ძვირადღირებული ელექტრომობილი, კოდური დასახელებით Le Mans, უნდა გამოვიდეს 2025 წელს. მას ექნება სამი ელექტროძრავი და თავად Xiaomi-ს მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა. ჯამში, ავტომობილი აგებული იქნება იმავე პლატფორმაზე, რომელზეც პირველი. 2021 წლის მარტში Xiaomi-მ დააანონსა ელექტრომობილების ბაზარზე შესვლა და განაცხადა, რომ ინდუსტრიაში ჩადებდა 1.5 მლრდ აშშ დოლარს, ასევე ათი წლის განმავლობაში დახარჯავდა კიდევ 10 მლრდ აშშ დოლარს. კომპანიამ 2021 წლის ნოემბერში კონტრაქტი გააფორმა პეკინის ეკონომიკური და ტექნიკური განვითარების ზონის კომიტეტის სამმართველოსთან, რაც უკავშირდებოდა იჩჟუანის რაიონში ქარხნის მშენებლობას, რომელსაც წელიწადში 300 ათასამდე ელექტრომობილი უნდა გამოეშვა, აგრეთვე უნდა აშენებულიყო Xiaomi-ს შესაბამისი ქვეგანყოფილების შტაბ-ბინა და პლატფორმა, რომელზეც სპეციალისტები დაკავდებოდნენ ახალი მანქანების შემუშავებით. ფოტოს წყარო: Lei Kang/CnEVPost ქარხანა აშენდება ორ ეტაპად, მასობრივი წარმოება 2024 წელს უნდა დაიწყოს. 5 იანვარს Xiaomi-ის თანადამფუძნებელმა ლეი ჯუნმა შეხვედრა გამართა საავტომობილო განყოფილებაში და განაცხადა, რომ სავსებით დარწმუნებულია ახალ პროდუქტებში. https://tinyurl.com/bddf32tz
-
კრიპტო ბირჟა Binance-მა მოახერხა კრიპტოვალუტების ბაზრის დიდ ნაწილზე კონტროლის მოპოვება და საკუთარი გავლენის მასშტაბების გაზრდა. თავად პლატფორმის ძალისხმევის პარალელურად ამ ვითარებას ხელი შეუწყო გასული წლის მოვლენებმა, მაგალითად კონკურენტ კრიპტო ბირჟა FTX-ის კრახმა. გასული წლის 28 დეკემბრის მონაცემებით Binance-ზე მოდიოდა Bitcoin-ის მომენტალური ტრანზაქციების 93%, გასული წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლები - 45% იყო. ინვესტიციების სფეროს ანალიტიკური ცენტრი Arcane Research ამტკიცეს, რომ Binance-ის მაჩვენებელს ამჟამად ვერც ერთი მოქმედი კრიპტო ბირჟა ვერ შეედრება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Binance-ში კრიპტოვალუტის მყისიერ ტრანზაქციებზე ბაზრის წილის ზრდა ინდივიდუალური სავაჭრო წყვილებისთვის საკომისიოების გაუქმებით დაიწყო. Binance ასევე გაფართოვდა აზიის ბაზარზე Sakura Exchange-ისა და Tokocrypto-ს შეძენით. სხვა კრიპტო ბირჟებისგან განსხვავებით, Binance-ს მიმდინარე წელს პერსონალი არ შეუმცირებია, არამედ გაზარდა. https://tinyurl.com/35wbv9h8
-
გამოფენა CES 2023-ზე NVIDIA-მ წარადგინა GeForce RTX 4070 Ti. ვიდეო ბარათს წარმადობა-ფასის მხრივ კარგი შეფარდება აქვს, თუკი განვიხილავთ სარეკომენდაციო 799 აშშ დოლარსა და შესანიშნავ ეფექტურობას: იგი დემონსტრირებს RTX 3090-ის, 3090 Ti-სა და მეტი დონის წარმადობას 285 ვატი TGP-ის პირობებში. რიგითობით შემდეგი უნდა იყოს საშუალო დონის გრაფიკული ბარათები, სავარაუდოდ RTX 4070 და 4060. Wccftech-ის თანახმად NVIDIA უკვე ამზადებს AD104 გრაფიკული პროცესორის (GPU) ორ ახალ ვერსიას ასეთი მოდელებისთვის. ცნობილია, რომ ახალი GPU-ების კოდური დასახელებებია AD104-250 და AD104-251, ვერსიების ნომრები მიგვანიშნებენ უმნიშვნელო განსხვავებების არსებობაზე. Ampere სერიაში ამგვარად იყო აღნიშნული ერთი და იგივე GPU ფუნქციონალური ბლოკების რაოდენობის მხრივ განსხვავებების გარეშე, სხვაობა იყო მხოლოდ მაინინგში წარმადობის შეზღუდვების არსებობის კუთხით. ასევე ცნობილია, რომ ახალ ვიდეო ბარათებში გამოყენებული იქნება RTX 4070 Ti-ს PCB კოდური სახელწოდებით PG141, თუმცა ეს იქნება ოდნავ უფრო მარტივი ვერსია, ენერგომოხმარების დონე შემცირდება 200-250 ვატამდე. შესაძლოა, ახალი მოდელების მოლოდინს დიდი დრო დასჭირდეს, ვადები Wccftech-ის სპეციალისტებისთვის უცნობია, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომ ახალი ვიდეო ბარათები წარმოდგენილი იქნება Computex 2023-ზე, რომელიც მაის-ივნისშია დაგეგმილი. ჭორების თანახმად GeForce RTX 4070-ს შესაძლოა ჰქონდეს 5888 CUDA ბირთვი და 12 გბ GDDR6X ვიდეო მეხსიერება. https://tinyurl.com/5dhfs9pv
-
Lenovo-მ საზოგადოებას ThinkPhone სერიის პირველი სმარტფონი წარუდგინა. მოწყობილობა შეიქმნა Motorola-სთან ერთად და პოზოციონირებს ThinkPad ლეპტოპების კომპანიონად კორპორატიულ სეგმენტში. ახალი სმარტფონის საცალო გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. ფოტოს წყარო: GSM Arena ThinkPhone-ს აქვს 6.6-დუიმიანი OLED-დისპლეი 2400 × 1080 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მხარდაჭერილია ვიდეოს გაშვება HDR10+ ფორმატში. მექანიკური დაზიანებებისგან დისპლეი დაცულია Gorilla Glass Victus-ით. სმარტფონის კორპუსი დამზადებულია IP68 და MIL-STD-810H საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა გაუძლებს 1.25 მეტრი სიმაღლიდან დაცემას და წყალში 1.5 მეტრზე ჩაძირვას 30 წუთის განმავლობაში. დისპლეის ზედა ნაწილში მოცემულია ჭრილი, რომელშც დაყენებულია 32-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა ავტოფოკუსირების მხარდაჭერით. ძირითადი კამერა მოთავსებულია სწორკუთხა ბლოკში და მოცემულია კორპუსის უკანა მხარეს. კამერების ბლოკში წარმოდგენილია 50-მეგაპიქსელიანი სენსორი, სუპერფართოკუთხიანი 14-მეგაპიქსელიანი კამერა და 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი. აპარატულ საფუძვლად სმარტფონს უდევს რვაბირთვიანი მიკროპროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 (ერთი ბირთვი Cortex-X2 სიხშირით 3.0 გჰც, სამი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.5 გჰც და ოთხი Cortex-A510 სიხშირით 1.8 გჰც). კონფიგურაციის მიხედვით მოწყობილობას ექნება 8 ან 12 გბ ოპერატიული და 128, 256 ან 512 გბ შიდა მეხსიერება. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 68-ვატიანი სადენიანი და 15-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერით. ThinkPhone-ში დაყენებული იქნება Microsoft 365 აპლიკაციები, Outlook და Teams. მხარდაჭერილია ლეპტოპ ThinkPad-თან სინქრონიზაცია Wi-Fi-ს მეშვეობით, რისი წყალობით მომხმარებელი გამოიყენებს მოწყობილობებს შორის ფაილების გაცვლის საერთო ბუფერს. კორპორატიულ სეგმენტზე ორიენტირება ხაზგასმულია უსაფრთხოების დაცვის მთელი რიგი ფუნქციებით. დამოუკიდებელი პროცესორი Moto KeySafe ინახავს PIN-კოდებს, პაროლებს, კრიპტოგრაფიულ გასაღებებსა და სხვა კონფიდენციალურ მონაცემებს არასანქცირებული წვდომისგან დაცვის მიზნით. მხარდაჭერილია ფუნქციები Moto OEMConfig და Moto Device Manager, რაც საშუალებას მისცემს კორპორატიულ IT-ადმინისტრატორებს დისტანციურად დააკონფიგურირონ მომხმარებლის მოწყობილობები. მხარდაჭერილია Motorola Ready For ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, სმარტფონი აქციოს დესკტოპ კომპიუტერად მონიტორის, კლავიატურის და მაუსის შეერთებით. ThinkPhone-ის ფასი ჯერ არ გახმაურებულა. სმარტფონის საცალო გაყიდვები უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს, თუმცა მისი გამოჩენა ჩვეულებრივ მაღაზიებში ნაკლებად მოსალოდნელია. https://tinyurl.com/yc6hkf68
-
ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურატურის ოფისმა საჩივარი შეიტანა კრიპტოლენდინგ პლატფორმა Celsius Network-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ Alex Mashinsky-ს წინააღმდეგ. მას ბრალი დასდეს ინვესტორების „მილიარდობით დოლარში“ მოტყუებაში. „Mashinsky-მ არაერთხელ გააკეთა მცდარი და შეცდომაში შემყვანი გაცხადებები Celsius-ის უსაფრთხოების შესახებ, დაამახინჯა და დამალა პლატფორმის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა“ - ნათქვამია სააგეტოს პრეს-რელიზში. პროკურატურამ კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს ზარალის ანაზღაურება და მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნება, ასევე ქვეყანაში ბიზნესის წარმოების შეწყვეტა მოსთხოვა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სარჩელი შეტანილია „ათასობით ნიუ-იორკელის სახელით“. „როგორც Celsius-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, Alex Mashinsky ინვესტორებს ფინანსურ თავისუფლებას დაჰპირდა, მაგრამ ფინანსური განადგურების გზაზე მიიყვანა“, - ხაზგასმით აღნიშნა ხელისუფლებამ. 2022 წლის 13 ივნისს კრიპტო კრედიტორმა შეაჩერა თანხის გატანა, გაცვლა და გადარიცხვები ანგარიშებს შორის. ერთი თვის შემდეგ პლატფორმამ განაცხადი შეიტანა მე-11 თავის მიხედვით გაკოტრების შესახებ. სექტემბერში Mashinsky-მ დატოვა Celsius-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი. Financial Times-ის ცნობით დეკემბრის ბოლოს Celsius-ის ხარჯებმა საქმის წარმოებაზე, იურისტებსა და კონსულტანტებზე 53 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. დეკემბერში Celsius Network-მა სასამართლოს სთხოვა კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის ვადის გაგრძელება. https://tinyurl.com/3rjwbam2
-
NVIDIA GeForce RTX 4070 Ti ვიდეო ბარათის გამოშვების ფონზე, რომლის სარეკომენდაციო ფასია 799 აშშ დოლარი, მთელ მსოფლიოში საცალო რითეილერებმა ფასების შემცირება დაიწყეს AMD Radeon RX 7900 XT მოდელის ეტალონურ ვერსიაზე. აშშ-ში გაყიდვების დაწყებისას ამ მოდელის სარეკომენდაციო ფასი 899 აშშ დოლარს შეადგენდა. ამჟამად ეტალონური ვერსია 20 აშშ დოლარით იაფად მოიპოვება. ფოტოს წყარო: AMD მიუხედავად იმისა, რომ 999 აშშ დოლარის ღირებულების ფლაგმანურ ვიდეო ბარათ Radeon RX 7900 XTX-ის ეტალონურ ვერსიას გაგრილების პრობლემა აღმოაჩნდა, იგი გაცილებით პოპულარული აღმოჩნდა უმცროს Radeon RX 7900 XT-სთან შედარებით. ბოლო მათგანი ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ყველა სავაჭრო დაწესებულებაში, ფლაგმანური მოდელის პირველი პარტია კი უკვე ამოიყიდა, წერს პორტალი VideoCardz. მსხვილ ამერიკულ მაღაზია Newegg-ზე დაყრდნობით წყარო გვაცნობებს, რომ ეტალონური XFX Radeon RX 7900 XT-ის შეძენა შესაძლებელია 879.99 აშშ დოლარად. ფოტოს წყარო: Newegg ევროპულ საცალო ვაჭრობაში Radeon RX 7900 XT ასევე გაიაფდა, თანაც მასზე ფასმა ვარდნა დაიწყო გაყიდვების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ. თავდაპირველად მისი სარეკომენდაციო ფასი 1049 ევროს შეადგენდა, შემდეგ 999 ევრომდე ჩამოვიდა. ამჟამად იგი კიდევ 10 ევროთი იაფია. სხვა სიტყვებით, ვიდეო ბარათის ფასი შემცირდა 5.7%-ით საწყის ღირებულებასთან შედარებით. ფოტოს წყარო: Mindfactory მსხვილ გერმანულ რითეილერ Mindfactory-ში AMD-ის ვიდეო ბარათის ყიდვა 989 ევროდაა შესაძლებელი. https://tinyurl.com/mryevtc5
-
Razer-ისთვის უცხო არ არის მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპების წარმოება. მე-13 თაობის Intel Core პროცესორების და NVIDIA GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების დანერგვით, როგორც ჩანს, დეველოპერები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სიმძლავრე მოათავსონ ახალ Blade 16 და Blade 18 გეიმინგ ლეპტოპებში, რომლებიც გაყიდვაში მიმდინარე წელს მოგვიანებით გამოვა. ფოტოს წყარო: Engadget Razer-ის ახალი ლეპტოპები ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა კონფიგურაციაში, მათ შორის ვერსიები მე-13 თაობის Intel Core HX პროცესორებითა და GeForce RTX 4090 მობილური გრაფიკით. საინტერესოა, რომ გეიმინგ ლეპტოპების ზოგიერთი მწარმოებელი ცდილობს შეზღუდოს GPU-ის ენერგიის მოხმარება ავტონომიის გაზრდის მიზნით. Razer არ მიჰყვება ამ გზას - Blade 16-სა და Blade 18-ში გამოყენებული იქნება გრაფიკულ ბარათები 175 ვატამდე TGP-ის დონით. Blade 16 ზომით ოდნავ განსხვავდება Blade 15-ისგან. ლეპტოპის სიგანე გაიზარდა მხოლოდ 5 მილიმეტრით 21.99 მმ-მდე ( Blade 15-ის ზომაა 16.99 მმ). Blade 16 იწონის 2.4 კგ-ს და მას ვერ ვუწოდებთ მძიმეს განსაკუთრებით მის მიერ უზრუნველყოფილი წარმადობის გათვალისწინებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს Blade 16 მოდელის mini-LED დისპლეი, რომლის გვერდების შეფარდებაა 16:10, მაქსიმალური სიკაშკაშე - 1000 კდ/მ² და მხარდაჭერილი აქვს მუშაობის ორი რეჟიმი: 4K რეჟიმი 120 ჰერცი კადრის განახლების პირობებში და FHD+ გაფართოება - 240 ჰერცის შემთხვევაში. Blade 18-ს ეკრანის მუშაობის რეჟიმის არჩევანი არ აქვს. რეჟიმების არჩევის შესაძლებლობა შესაძლოა მოსახერხებელი იყოს იმის მიხედვით, რისთვის გამოიყენება ლეპტოპი. აღინიშნება, რომ FHD+ და 240 ჰერცი რეჟიმის პირობებში მაქსიმალური სიკაშკაშე 600 კდ/მ²-მდე მცირდება. რეჟიმების ცვლილებისთვის საჭიროა მოწყობილობის გადატვირთვა, რაც შესაძლოა არც ისე მოსახერხებელი იყოს ყველა მომხმარებლისთვის. რაც შეეხება Blade 18-ს, Razer-ის თქმით, იგი კომპანიის მიერ წარმოებულ ყველა დროის ლეპტოპებს შორის ყველაზე მძლავრია. მოწინავე დონის აპარატული უზრუნველყოფის გარდა ლეპტოპს აქვს QHD+ გაფართოების მხარდაჭერის მქონე დისპლეი 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და 5-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერით. აუდიოსისტემა აგებულია ექვს დინამიკზე სივრცითი THX ხმის მხარდაჭერით. 16-დუიმიანი მოდელის მსგავსად Blade 18-საც აქვს ინტერფეისების დიდი რაოდენობა დამატებითი მოწყობილობების დაკავშირებისთვის - ინტერფეისებს შორისაა USB Type-C, HDMI 2.1 და Ethernet (აქვს მხოლოდ Blade 18-ს). როგორც მოსალოდნელი იყო, Razer-ის ახალი ლეპტოპების ფასები ვერ გაახარებს პოტენციურ მყიდველებს. Blade 16-ის ფასი იწყება 2700 აშშ დოლარიდან, ყველაზე იაფი Blade 18-ის ფასი კი 2900 აშშ დოლარს შეადგენს. ორივე მოდელის მაქსიმალური კომპლექტაციის ფასი 3500 აშშ დოლარს აღემატება. ახალი ლეპტოპები გაყიდვაში წლის პირველ კვარტალში გამოვა. https://tinyurl.com/ms2tz2sp
-
კრიპტო ბირჟა FTX-ის დამფუძნელბელმა სემ ბენკმენ-ფრიდმა უარი თქვა ბრალდების რვა პუნქტში დანაშაულის აღიარებაზე, წერს Bloomberg. დეკემბრის ბოლოს დანიშნულმა აშშ-ის საოლქო მოსამართლე ლუის კაპლანმა სასამართლო პროცესის თარიღი 2023 წლის 2 ოქტომბრისთვის დანიშნა. პროკურატურამ ბენკმენ-ფრიდს შესთავაზა დამატებითი გირაოს პირობა FTX-ისა და Alameda Research-ის აქტივებზე წვდომისა და გადაცემის აკრძალვის სახით. Bloomberg-მა აღნიშნა, რომ ბრალდებაზე უარის თქმა ბენკმენ-ფრიდს საშუალებას მისცემს მეტი ინფორმაცია მიიღოს მის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებზე და დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯი. ადრე Reuters-მა დაწერა, რომ ბენკმენ-ფრიდი აღიარებს ბრალს ინვესტორების მოტყუებასა და მომხმარებლების ფულის მოპარვაში. იმ დროს WSJ-ის წყაროებმა გამორიცხეს ასეთი შესაძლებლობა. შეგახსენებთ, 13 დეკემბერს ბენკმენ-ფრიდი ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს. მოგვიანებით იგი ექსტრადირებულ იქნა შეერთებულ შტატებში, სადაც 250 მლნ აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. https://tinyurl.com/33dxtyew
-
გამოფენა CES 2023-ზე სიტყვით გამოსვლისას AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ მობილური გრაფიკის სფეროს სიახლეებს დიდი დრო არ დაუთმო, თუმცა ეს პრემიერა დიდი ხანია მოსალოდნელი იყო. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გამოვა ლეპტოპები, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული Radeon RX 7000 სერიის მობილური გრაფიკა. ფოტოს წყარო: AMD, YouTube სერიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია Radeon RX 7600M XT, რომელსაც აქვს 32 ბლოკი RDNA 3 არქიტექტურით, 128-ბიტიანი მეხსიერების სალტე და 8 გბ GDDR6 მეხსიერება. უშუალოდ გრაფიკული პროცესორი დამზადებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, 75-დან 120 ვატამდე კონფიგურირებადი TDP-ის დონე კი ლეპტოპების მწარმოებლებს საშუალებას მისცემს ამ გრაფიკის ბაზაზე აწარმოონ სისტემების სხვადასხვა მოდიფიკაცია. როგორც AMD აცხადებს, GeForce RTX 3060 6 გბ-სთან შედარებით წარმოდგენილი Radeon RX 7600M XT უზრუნველყოფს 22%-დან 31%-მდე უპირატესობას 1080p-ზე ოთხი პოპულარული თამაშის არჩევანში. Radeon RX 7600M XT-ზე დამყარებული პირველი ლეპტოპები Ryzen 9 7945HX პროცესორთან ერთად ბაზარზე მომავალ თვეში გამოჩნდება. ფოტოს წყარო: AMD ხსენებული გრაფიკული ამაჩქარებლის შემდეგ მოდის Radeon RX 7600M, Radeon RX 7700S და Radeon RX 7600S, ბოლო ორის TDP-ის დონე 100 ვატამდეა. უფროსი Radeon RX 7700S მოდელი Radeon RX 6700S-ს თამაშებში 1080p გაფართოებაზე სიჩქარით საშუალოდ 29%-ით აღემატება. https://tinyurl.com/yc767f8n
