-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
მანქანათმშენებელი კომპანიები ცნობილნი არიან ხელსაყრელი ღირებულების საფირმო აქსესუარების რეალიზაციით და Tesla-ც არ არის გამონაკლისი. როგორც უკვე ვიცით, კომპანიამ გამოაცხადა Stream-ის კატალოგიდან თამაშების ხელმისაწვდომობა Model S-ისა და Model X-ის განახლებული ვერსიების მფლობელებისთვის. Tesla-მ ასევე დაიწყო შეკვეთების მიღება ბრენდირებულ 1 ტბ მყარ დისკზე, რომლის ღირებულება ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში 350 აშშ დოლარს შეადგენს. ფოტოს წყარო: Tesla ჯერჯერობით შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი შეკვეთის გაკეთება, აქსესუარის მიწოდება კი თებერვლიდან დაიწყება. კომპანია აღნიშნავს, რომ მისი მოწყობილობა გათვლილია სატრანსპორტო საშუალებაში გამოყენებაზე, ამიტომ უპრობლემოდ უძლებს რადიკალურ ტემპერატურებს, ვიბრაციებსა და დარტყმებს. აუცილებელია მისი მოთავსება სპეციალურ ყუთში. ნაკრებში გათვალისწინებულია USB Type-A (Female) და Type-C (Male) ბორტის მულტიმედია სისტემასთან დაკავშირებისთვის. მყარ დისკზე შესაძლებელია არა მხოლოდ თამაშების, არამედ ბორტის კამერის ჩანაწერების შენახვა, რომლებიც შენახვის რეჟიმში იწერენ ყველაფერს როგორც მანქანის ირგვლივ, ისე სალონში. ამგვარი ჩანაწერები შესაძლოა დიდი მოცულობის იყოს, ამიტომ მყარი დისკის მოცულობა 1 ტერაბაიტს აღწევს. ადრე ავტომობილების მფლობელები Tesla-ს ბორტ-სისტემას გარე მწარმოებლების მყარ დისკებს უკავშირებდნენ, ამჯერად შესაძლებელი გახდა ბრენდირებული მოწყობილობის შეძენა. თუმცა, გარე მწარმოებლის მყარი დისკის შეძენა 100 აშშ დოლარადაა შესაძლებელი, საფირმო კი სამნახევარჯერ ძვირი ღირს. Tesla აღნიშნავს, რომ მისი მყარი დისკი მომხმარებელს სთავაზობს ექსპლუატაციის გაზრდილ რესურსს, მონაცემთა ჩაწერისა და წაკითხვის სიჩქარე კი თამაშებზეა ოპტიმიზებული. Model X და Model S რესტაილინგ ელექტრომობილების მფლობელებს იგი საშუალებას მისცემს შეინახონ Steam Deck-თან თავსებადი თამაშები, რადგანაც ბორტის გასართობი სისტემის მეხსიერების მოცულობა მხოლოდ 16 გბ-ით შემოიფარგლება. კომპანიის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ Tesla-ს მყარი დისკი თავსებადია ბრენდის ყველა ელექტრომობილთან. https://tinyurl.com/27zenma2
-
სენატორებმა ელიზაბეტ უორენმა და როჯერ უეინ მარშალმა წარადგინეს კანონპროექტი კრიპტოვალუტების გამოყენებით ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების შესახებ. დოკუმენტის თანახმად KYC პროცედურები ვრცელდება საფულეების პროვაიდერებზე, მაინერების ვალიდატორებსა და ქსელის სხვა მონაწილეებზე. ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ ურთიერთქმედება ტრანზაქციების მიქშირების სერვისებთან. „კრიპტო ინდუსტრიამ უნდა დაიცვას საღი აზრის მქონე წესები ბანკების, ბროკერების ან Western Union-ის მსგავსად. ეს საკანონმდებლო ინიციატივა უზრუნველყოფს იმავე სტანდარტების გამოყენებას მსგავს ფინანსურ ტრანზაქციებზე“, - განაცხადა უორენმა. სენატორებმა ფინანსთა სამინისტროს შესთავაზეს გამოიძიოს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიები ისევე, როგორც მარეგულირებლები მოქმედებენ საბანკო ინსტიტუტებთან მიმართებაში. გარდა ამისა, მოსალოდნელია SEC-ისა და CFTC-ის უფლებამოსილების გაფართოება. „2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ბანკებს დაეხმარა აშშ-ის ფინანსური სისტემისგან ბოროტმოქმედების მოცილებაში. კრიპტო ბირჟებზე მსგავსი წესების გამოყენება თავიდან აგვარიდებს ციფრული აქტივების გამოყენებას უკანონო აქტივობებში კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შექმნის გარეშე“, - წერს The Block პრეს-რელიზზე დაყრდნობით. სენატორები ასევე მოითხოვენ, რომ FinCEN -მა დაასრულოს იმ ნორმებზე მუშაობა, რომლებიც ბანკებსა და საგადახდო კომპანიებს ავალდებულებს ანგარიშები გადასცენ მარეგულირებლებს და არაკასტოდიალურ საფულეებთან დაკავშირებული კონტრაგენტების და ტრანზაქციების, აგრეთვე სუბსანქცირებული იურისდიქციების მისამართების აღრიცხვა აწარმოონ. ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები დაინერგება ოფშორული ციფრული აქტივების ტრანზაქციებზე, რომელთა მოცულობაა 10 ათასი აშშ დოლარი ან მეტი. ასევე შემოთავაზებულია კრიპტო ბანკომატების ოპერატორების იდენტიფიცირება და ფედერალური ორგანოებისთვის დამონტაჟებული მოწყობილობების ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აეგახსენებთ, რომ ნოემბერში ელიზაბეტ უორენმა მოითხოვა კრიპტოვალუტების რეგულირების გაძლიერება და პარალელები გაავლო FTX-სა და Lehman Brothers-ს შორის. ადრე სენატის საბანკო კომიტეტის წევრმა კრიპტოვალუტები შეადარა აშშ-ის იპოთეკურ კრიზისს. ივლისში მან მოუწოდა კონგრესს და SEC-ს, უფრო მკაცრი პოზიცია დაეჭირათ ინდუსტრიის მიმართ Celsius Network-თან და უამრავ სხვა კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. https://tinyurl.com/mpmw9nn5
-
დაიწყო AMD Radeon RX 7900 სერიის ვიდეო ბარათების გაყიდვები და გამოვიდა ახალი ბარათების პირველი საჯარო დრაივერი Adrenalin Edition 22.12.1. როგორც პრეზენტაციებიდან და პირველი მიმოხილვებიდანაა ცნობილი, RDNA 3 არქიტექტურა გვთავაზობს მედიაკონტენტის დამუშავების ორმაგ ბლოკს არამხოლოდ AV1 დეკოდირების, არამედ კოდირების მხარდაჭერით 8K@60FPS რეჟიმამდე. სხვა ფორმატებს შორის დამატებით აღსანიშნავია H.264 მხარდაჭერა ორი მიმართულების კადრებით - B-frames. ეს და სხვა მახასიათებლები აფართოებენ ვიდეო ბარათების გამოყენების შესაძლებლობებს კონტენტის შემქმნელებისა და სტრიმერებისთვის, - განაცხადა AMD-მ. ვიდეო ჩაწერისა და სტრიმინგის პარამეტრების ჩანართი Adrenalin Edition-ში. წყარო: AMD Community საზოგადოებისთვის განკუთვნილ შეტყობინებაში AMD საუბრობს ვიდეო ბარათების პროგრამულ უზრუნველყოფა Adrenalin Edition-ის მართვის პანელში არსებულ ახალ შესაძლებლობებსა და ფუნქციებზე, რომლებიც განკუთვნილია ვიდეოსა და ტექსტის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, კერძოდ ხელმისაწვდომია: გაუმჯობესებული გაფილტვრა (Enhanced Filtering) და კადრების წინასწარი ანალიზის ტექნოლოგია კოდირებამდე მიაღწევს ოპტიმალურ ხარისხს კადრების გაჭედვის გარეშე. მანქანურ სწავლებაზე დამყარებული ადაპტაციური ტექნოლოგია გამოიყენება თამაშის ინტერფეისისა და ტექსტის გადაცემის ხარისხის გასაუმჯობესებლად დაბალი ბიტრეიტით გადაცემის დროს (გაფართოება 1080p და ნაკლები). კომპანია გვახსენებს, რომ ადრე წარდგენილი ხმის ჩახშობის ტექნოლოგია AMD Noise Suppression, რომელიც მუშაობს შემავალი და გამომავალი მოწყობილობებისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას აუდიოს ხარისხის გასაუმჯობესებლად. უამრავ კვლევებზე დაყრდნობით კომპანია აღნიშნავს, რომ AMD Noise Suppression-ს აქვს 4-ჯერ ნაკლები გავლენა თამაშის წარმადობაზე კონკურენტებთან შედარებით, თუმცა მაინც აფიქსირებს საერთო ხარისხის უფრო მაღალ დონეს. ენკოდერ AMD AV1-ის მხარდაჭერა RX 7000 სერიაში დაემატა პოპულარულ აპლიკაცია OBS Studio 29.0-ის ბეტა-ვერსიაში, ფინალური ვერსიის გამოსვლა მოსალოდნელია დეკემბერში მოგვიანებით. https://tinyurl.com/2p9tj8es
-
ევროკავშირში მეორედ გადადეს ლითიუმის ტოქსიკურ ნივთიერებად აღიარება, საკითხის განხილვა მომავალი წლისთვის იქნა გადატანილი. ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებები იმყოფებიან გარემოს დაცვისა და ბიზნესის წარმოების მნიშვნელობების ინტერესებს შორის. ლითიუმის გამკაცრებული გაყიდვები აიძულებს ბიზნესს უფრო ფრთხილად მოეკიდონ ლითიუმს, რაც გაზრდის ხარჯებს და ევროპული წარმოების ბატარეები ბევრად უფრო ძვირი იქნება, ვიდრე ჩინური, კორეული და თუნდაც ამერიკული ლითიუმის ბატარეები. ფოტოს წყარო: Northvolt მთელ მსოფლიოში მოქმედი მწარმოებელი კომპანიები ამჟამად მოხიბლული არიან ინფლაციის შემცირების შესახებ კანონით, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში აშშ-ში გაფორმდა. ამ დოკუმენტში რჩება საკამათო და ბოლომდე გაუგებარი ადგილები, მაგრამ ზოგადად იგი იცავს აშშ-ის წარმოებას ყველა საკვანძო პოზიციაზე - რესურსების მოპოვებიდან მაღალი ინტენსივობის ინდუსტრიებამდე. შეღავათებსა და სუბსიდიებს მიიღებენ ისინი, ვინც ან წარმოებას დაიწყებს შეერთებულ შტატებში, ან ჩაერთვება ოფიციალურ მომწოდებელთა რიცხვში. აშშ-ის სტრატეგიულმა მოკავშირეებმა რეაგირება უნდა მოახდინონ საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დარჩებიან უდიდესი წარმოების, ენერგიისა და ფინანსური რესურსების გარეშე. „იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნები, როგორიცაა აშშ, აღებენ კარს, ხსნიან ბარიერებს და იყენებენ გადასახადის გადამხდელთა ფულს, რათა სტრატეგიულად მოიზიდონ და ააშენონ ბატარეების მიწოდების ჯაჭვები, ევროპა ბარიერებს უწესებს ამ ბაზრის კომპანიებს, ”- განაცხადა რიჩარდ ტეილორმა, Green Lithium Refining Ltd.-ის დამფუძნებელმა დირექტორმა. ”თუ ევროპაში პირობები არ იქნება მიმზიდველი, კომპანიები არ შეეცდებიან [წარმოების იქ] დამყარებას.” ევროპაში არსებობს დოკუმენტი, რომელიც ნაწილობრივ ასტიმულირებს წარმოების შექმნას იშვიათი მიწიერი ნედლეულის გამოყენებით - ეს არის კანონი კრიტიკული ნედლეულის შესახებ. ლითიუმის, როგორც ტოქსიკური ნივთიერების კლასიფიკაცია გამოიყვანს მას ამ კანონის მოქმედებიდან და არამიმზიდველს გახდის ინვესტიციებისა და წარმოების განვითარებისთვის. უფრო მეტიც, თუნდაც ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ზონაში - გადამუშავების სფეროში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეეწყოს ლითიუმის ბატარეების უსაფრთხო უტილიზაციის პრაქტიკას ევროკავშირში. შვედური კომპანია Northvolt AB შეიძლება გახდეს ევროპელი ინვესტორების განწყობის მაჩვენებელი ლითიუმის ბატარეების წარმოებასა და დამუშავებაში. კომპანიამ ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აკუმულატორების წარმოება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. იგი გეგმავს კიდევ რამდენიმე ქარხნის აშენებას და 2026 წლისთვის აკუმულატორების წარმოების 60 გვტ/სთ-მდე მიღწევას წელიწადში, რაც 1 მილიონი ელექტრომობილისთვის სამყოფი ბატარეების ეკვივალენტია. გარდა ამისა, Northvolt აშენებს ობიექტებს გამოყენებული ლითიუმის ბატარეების გადამუშავებისთვის იმ იმედით, რომ ღირებული ნედლეული დაუბრუნდება სამუშაო პროცესს. თუ ლითიუმი ევროკავშირში ტოქსიკურად იქნა აღიარებული, კომპანიას მოუწევს ბევრი რამ შეცვალოს ბიზნესში და წარმოქმნილი გაურკვევლობა ქმნის დაგეგმილი ინვესტიციების შეფერხების ან თუნდაც მათ გაუქმების რისკებს. https://tinyurl.com/y46u655v
-
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს (BLS) მიერ ინფლაციის მონაცემების გამოქვეყნების ფონზე პირველი კრიპტოვალუტის კოტირებები გაიზარდა 5%-ით და მიაღწია 18 000 აშშ დოლარს. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView წერის მომენტში Bitcoin დაახლოებით 17800 აშშ დოლარად იყიდება, Ethereum – 1300 აშშ დოლარზე მეტად. BLS-ის მონაცემების მიხედვით ნოემბერში აშშ-ში ინფლაცია 0.1%-ით გაიზარდა. წლიურმა CPI-მ მიაღწია 7.1%-ს (7.7% ოქტომბერში) 7.3%-იანი პროგნოზის ნაცვლად. კრიპტო ბაზარი დადებითად გამოეხმაურა BLS-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. CoinGecko-ს თანახმად ციფრული აქტივების მთლიანმა კაპიტალიზაციამ მიაღწია უმაღლეს დონეს - 913 მლრდ აშშ დოლარს, ნოემბრის დასაწყისში FTX-ის კრახის შემდეგ. წყარო: CoinGecko მოვლენას ანალოგიურად გამოეხმაურა ამერიკის საფონდო ბირჟაც. ამ დროისთვის ინდექსი Nasdaq Composite გაიზარდა 2.3%-ით, S&P 500 - 1.8%-ით, ხოლო Dow Jones - 1%-ით. შეგახსენებთ, BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეიესმა განაცხადა, რომ Bitcoin-მა ფსკერს მიაღწია, რადგან თითქმის ყველა „უპასუხისმგებლო ორგანიზაციას“ ამოეწურა გასაყიდი BTC. მანამდე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა გაიმეორა თავისი პროგნოზი, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი 500 000 აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა. https://tinyurl.com/54ktwfpj
-
NotebookCheck-ის ინფორმაციით კომპანია MSI გეგმავს Titan GT77 გეიმინგ ლეპტოპის განახლებული და გაუმჯობესებული ვერსიის გამოშვებას - მისი მოდიფიკაციები დამყარებული იქნება CPU Intel Raptor Lake-HX-სა და NVIDIA GeForce RTX 4000 მობილურ ვიდეო ბარათებზე, რომლის ოფიციალური ანონსი მოსალოდნელია იანვრის დასაწყისში დაგეგმილ ღონისძიება CES 2023-ზე. ცნობილია, რომ ახალ Titan GT77-ს ექნება 17.3-დუიმიანი 4K დისპლეი 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 3 მილიწამი რეაგირების დროით. ეკრანის დამატებით უპირატესობად შეიძლება აღინიშნოს სერტიფიკაცია DisplayHDR1000 და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა. შესაბამისად, sRGB 100%-ზე მეტი იქნება. ცნობილია, რომ ლეპტოპის უფროს მოდიფიკაციებში წარმოდგენილი იქნება მობილური პროცესორი Intel Core i9 Raptor Lake. სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიდან აღსანიშნავია გაგრილების მოწინავე სისტემა - მასში მოცემული იქნება ოთხი ქულერი, დიდი რადიატორი და რვა სითბური მილი. CPU-სა და GPU-ის ჯამური TDP-ის დონე 250 ვატს მიაღწევს. ინსაიდერების ცნობით ლეპტოპის ბატარეის მოცულობაა 99 ვტ/სთ, მოწყობილობაში მხარდაჭერილი ექნება Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3, მექანიკური კლავიატურა Cherry MX გადამრთველებით და აუდიო სისტემა Dynaudio, რომელიც წარმოდგენილი იქნება ორი დინამიკითა და საბვუფერით. https://tinyurl.com/3e9tved3
-
გასული წლის გაზაფხულიდან Tesla-ს ფლაგმანური ელექტრომობილები აღჭურვილია გასართობი ბორტ-სისტემით RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებულ გრაფიკულ პროცესორ AMD Navi 23-ის ბაზაზე, რაც მათ შესაძლებლობებით გეიმინგ კონსოლების ამჟამინდელ თაობასთან აახლოებს. მიმდინარე კვირაში Tesla-მ დანერგა აპლიკაციების მაღაზია Steam-ის მხარდაჭერა, რაც განახლებული Model X-ისა და Model S-ის მფლობელებს საშუალებას მისცემს წვდომა მიიღონ კატალოგში არსებულ ათასობით თამაშზე. ფოტოს წყარო: Tesla Tesla-ს არხზე მოცემულ სადემონსტრაციო ვიდეოში მაგალითის სახით მოყვანილია Cyberpunk 2077-ის თამაშის შესაძლებლობა უსადენო კონტროლერების გამოყენებით. რადგანაც Model X და Model S ელექტრომობილებს ორი დისპლეი აქვთ, რომელთაგან ერთი განთავსებულია ცენტრალურ კონსოლში უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრების ფეხებთან, თამაში ორივე რიგში მსხდომებს შეუძლიათ. Steam-ის კატალოგთან მუშაობისთვის Tesla-ს გასართობ სისტემას სჭირდება 16 გბ მეხსიერება და ფუნქცია Premium Connectivity. უკვე მხარდაჭერილი თამაშების ჩამონათვალი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. რეალიზებულია Steam-ის ქლაუდ სერვისთან სინქრონიზაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს თამაშში მიღწეული პროგრესი და შემდეგ იმავე მომენტიდან განაგრძოს თამაში სხვა მოწყობილობებიდან. პარალელურად Tesla-ს ბორტ-კომპიუტერებმა მიიღო Apple Music-ისა და ვიდეოკონფერენციის აპლიკაცია Zoom-ის მხარდაჭერა. ყველა ელექტრომობილმა განახლების შედეგად მიიღო კლიმატური მოწყობილობის „ძაღლის რეჟიმის“ მხარდაჭერა, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს შინაური ცხოველი მანქანაში დატოვოს მაღაზიაში ვიზიტისას, ცენტრალურ დისპლეიზე აისახება დაწესებული ტემპერატურა და მის დანახვას შეძლებენ გამვლელები. უშუალოდ ავტომანქანის მფლობელი კი შეძლებს მანქანის სალონისთვის თვალყურის დევნებას სალონში არსებული კამერის მეშვეობით. ადრე ამერიკელმა მარეგულირებლემა Tesla-სგან მოითხოვეს გეიმინგ რეჟიმის დაბლოკვა ტრანსპორტის მოძრაობისას, ამიტომ Steam-ის აპლიკაციიდან თამაშების გაშვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ უმოძრაო ელექტრომობილში. თამაშები ამ ბრენდის ელექტრომობილების მფლობელებისთვის ადრეც ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მათი ჩამონათვალი შეზღუდული იყო და ამჟამად Steam-ის ინტეგრაცია გართობის მეტ შესაძლებლობას უზრუნველყოფს. https://tinyurl.com/ycku2c6r
-
Coinbase-მა Bitcoin-ბირჟის საცალო მომხმარებლებისთვის აამოქმედა Tether-დან (USDT) USD Coin-ზე (USDC) „სანდო და სტაბილური“ კონვერტაციის კამპანია. პლატფორმა გაანულებს კონვერტაციის საკომისიოს. შესაბამისი ფუნქცია ხელმისაწვდომია პლატფორმის როგორც დესკტოპ, ასევე მობილურ ვერსიებში. „ბოლო რამდენიმე კვირის მოვლენებმა გამოცდის წინაშე დააყენა ზოგიერთი Stablecoin. ჩვენ გავხდით ხარისხისკენ სწრაფვის მოწმენი“ - ნათქვამია შეტყობინებაში. Terra-ს ეკოსისტემის და FTX ბირჟის კოლაფსით გამოწვეული ბაზრის ტურბულენტობის ფონზე 12 მაისსა და 10 ნოემბერს დაფიქსირდა აშშ დოლარის მიმართ USDT-ის მიჯაჭვულობის მოკლევადიანი გადახრები. იმ დროს ფასდაკლებამ შესაბამისად 2.3 და 4.4 ცენტს მიაღწია. ბირჟის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სტაბილურობასა და ნდობას ამჟამად უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლებისთვის. ისინი მიიღწევა Stablecoin-ების რეზერვების უზრუნველყოფის ნდობით. USDC 100%-ითაა უზრუნველყოფილი ნაღდი ფულითა და აშშ-ის მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციებით, რომლებიც აშშ-ის რეგულირებად ფინანსურ დაწესებულებებში ინახება, ნათქვამია შეტყობინებაში. Coinbase, Circle-თან ერთად, ცენტრის კონსორციუმის მეშვეობით არის stablecoin-ის ემიტენტი. 42.8 მლრდ აშშ დოლარის კაპიტალიზაციის მქონე USDC Coin Stablecoin-ების კატეგორიაში მეორე ადგილს იკავებს Tether-ის შემდეგ, რომლის კაპიტალიზაცია 65.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს CoinGecko-ს თანახმად. ვაჭრობის დღიური მოცულობა შეადგენს 1.96 და 28 მლრდ აშშ დოლარს, შესაბამისად. ადრე The Wall Street Journal-მა მიუთითა Tether-ის დაკრედიტების მზარდ მოცულობაზე USDT-ში შესაბამისი ინფორმაციის სათანადო გამჟღავნების გარეშე. Stablecoin-ის ემიტენტმა სტატიას "თვალთმაქცობა" უწოდა. აგვისტოში გამოცემამ ანალოგიური სტატია გამოაქვეყნა. მისი ავტორები ამტკიცებდნენ USDT-ის „ტექნიკურ გადახდისუუნარობას“ აქტივების ღირებულების 0.3%-ით შემცირების ფონზე. 19 აგვისტოს მსოფლიოში სიდიდით მეხუთე აუდიტორმა BDO Italia-მ დაადასტურა Stablecoin-ის უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის თანახმად ოქტომბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაახლა გამოძიება Tether-ის აღმასრულებლების მიერ განხორციელებული შესაძლო საბანკო თაღლითობის შესახებ. სექტემბერში USDC-ის, USDP-ისა და TUSD-ის BUSD-ში კონვერტაციის ინიციატივით გამოვიდა BUSD-ის ემიტენტი ბირჟა Binance. პლატფორმის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მომავალში შესაძლოა შეცვალონ Stablecoin-ების სია, რომლებიც ექვემდებარება ავტომატურ კონვერტაციას. https://tinyurl.com/24ykkvxb
-
გამოქვეყნდა ახალი AMD Radeon RX 7900 XT და Radeon RX 7900 XTX ვიდეო ბარათების ოფიციალური მიმოხილვები, რომელთა საფუძველზე შეგვიძლია შევაფასოთ რამდენად გაართვა თავი AMD-მ ანონსის დროს დასახულ ამოცანებს. RDNA3-ის შედარება Ada Lovelace-თან ღირს მხოლოდ 4K გაფართოების პირობებში (რეითრეისინგით და მის გარეშე), რადგანაც ისინი ორიენტირებულია კონკრეტულად ბაზრის პრემიალურ სეგმენტზე. როგორც მოსალოდნელი იყო, AMD-ს ორივე ახალი ვიდეო ბარათი კონკურენციით ახლოსაც ვერ მიდის ფლაგმანურ RTX 4090-თან (სარეკომენდაციო ფასი 1600 აშშ დოლარი). თუმცა, რეითრეისინგის გარეშე თამაშების უმეტესობაში AMD-ის ფლაგმანი RX 7900 XTX (სარეკომენდაციო ფასი 1000 აშშ დოლარი) აღემატება RTX 4080-ს (სარეკომენდაციო ფასი 1200 აშშ დოლარი), რაც გეიმერებისთვის აღმოჩენაა. ზოგიერთ თამაშში AMD-ის ჩიპი კონკურენტზე 20%-მდე სწრაფია, თუმცა რეითრეისინგის ჩართვისას სიტუაცია რადიკალურად იცვლება: RX 7900 XTX კონკურენტს წარმადობით საშუალოდ 12-15%-ით ჩამორჩება. AMD-ის ამაჩქარებლების ენერგომოხმარება და გაცხელების დონე ტრადიციულად ოდნავ მაღალია - დაახლოებით 10%-ით. ფასს რაც შეეხება, ფლაგმანური RX 7900 XTX 10%-ით ძვირი და 20%-ით მძლავრია RX 7900 XT-სთან შედარებით. AMD-ის უმცროსი ჩიპი გეიმინგში RTX 3090 Ti-ს დონეზე იმყოფება. ამრიგად, შეჯამების სახით შეიძლება ითქვას - მიუხედავად იმისა, რომ RTX 4080 უკეთესად მუშაობს რეითრეისინგის მხარდაჭერის მქონე თამაშებში, გეიმერების უმეტესობისთვის AMD-ის ბარათი მაინც უფრო მომგებიანია: იგი 200 აშშ დოლარით იაფია და ოდნავ უფრო ძლიერი. https://tinyurl.com/2s4z2tyf
-
კომპანია HP ემზადება რამდენი ახალ გეიმინგ ლეპტოპ Omen-ის გამოსაშვებად სხვადასხვა კონფიგურაციაში. ახალი ლეპტოპები გამოჩნდა ერთ-ერთი ევროპული საცალო სავაჭრო პლატფორმის მონაცემთა ბაზაში. ეს ლეპტოპები დამყარებულია HX სერიის მე-13 თაობის Intel Core ჩიპებზე, რომელთა წარდგენა ჯერ არ შემდგარა. მოწყობილობებში წარმოდგენილი იქნება GeForce RTX 40 სერიის მობილური ვიდეო ბარათები. საინტერესოა ის, რომ ერთ-ერთ მოდელში მოცემული იქნება მობილური GeForce RTX 4090 16 გბ მეხსიერებით. ფოტოს წყარო: VideoCardz მომავალ წელს კომპანია გამოუშვებს HP Omen ლეპტოპების მინიმუმ ექვს მოდელს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება შემდეგ კონფიგურაციებში: Omen CM2007NQ/CM2005NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4060 8 გბ; Omen CM2001NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4070 8 გბ; Omen CK2007NQ/CK2004NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4080 12 გბ; Omen CK2001NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4090 16 გბ. როგორც ვხედავთ, ყველა ახალ ლეპტოპში მოცემული იქნება პროცესორი Core i7-13700HX. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ამ ჩიპს ექნება 16 ფიზიკური ბირთვი (8 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური, 24 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. პროცესორის დიდი ბირთვები შეძლებს ავტომატურ აჩქარებას 5.0 გჰც-მდე. ფოტოს წყარო: Twitter / @momomo_us ხმების იმის შესახებ, რომ NVIDIA აპირებს GeForce RTX 40-სერიის მობილური ვიდეო ბარათების გამოშვებას, უკვე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა ამ დრომდე - ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. უახლესი არაოფიციალური ინფორმაციით ცნობილი გახდა სამომავლო მობილური ვიდეო ბარათების დასახელებები, აგრეთვე მათი ვიდეომეხსიერების მოცულობა. მოდელ GeForce RTX 4090-ს ექნება 16 გბ მეხსიერება, მობილურ GeForce RTX 4080-ს - 12 გბ, GeForce RTX 4070 და GeForce RTX 4060 მოდელებს - 8 გბ. დიდი ალბათობით, NVIDIA ასევე გამოუშვებს უმცროს მოდელ GeForce RTX 4050-ს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის მომავალი მობილური გრაფიკული ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა მოსალოდნელია, რომ მობილურ GeForce RTX 4090-ს საფუძვლად დაედება გრაფიკულ პროცესორ AD103-ის custom ვერსია. ვიდეო ბარათების უფროსი მოდელების ენერგომოხმარება სავარაუდოდ 175 ვატი იქნება, თუმცა მაქსიმალური TDP შესაძლოა უფრო მაღალი იყოს ტექნოლოგია Dynamic Boost-ის ხარჯზე, რომელიც კვების რესურსებს ანაწილებს პროცესორსა და ვიდეო ბარათს შორის გაგრილების სისტემისა და წარმადობის გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: VideoCardz უახლესი ინფორმაციით GeForce RTX 40 სერიის მობილური გრაფიკული ბარათების წარდგენა შესაძლოა 3 იანვარს შედგეს. იმავე დღეს Intel-ი სავარაუდოდ წარადგენს Raptor Lake-H/HX მობილურ პროცესორებს. https://tinyurl.com/2s3zzjff
-
კრიპტო ბირჟა Binance-მა შეაჩერა რამდენიმე აქტივის გატანა და შეზღუდა ზოგიერთი მომხმარებლის ანგარიშები „გარკვეულ სავაჭრო წყვილებში ფასების ანომალიური მოძრაობის გამო“. „ჩვენთვის ცნობილია ფასების ანომალიური მოძრაობის შესახებ Binance-ზე ზოგიერთ სავაჭრო წყვილში, მათ შორის აქტივებში, როგორიცაა SUN, ARDR, OSMO, FUN და GLM. [...] ეს აქტივობა არ არის დაკავშირებული ანგარიშების გატეხვასთან ან API გასაღებების მოპარვასთან; თანხები უსაფრთხოდაა“, - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში. როგორც ჩანს, საუბარია 10 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე. მაგალითად, Cosmo (OSMO) კოტირებები Binance-ზე გარკვეულ მომენტში გაიზარდა 460%-ით, შემდეგ კი დაეცა თითქმის წინა დონემდე. მსგავსი დინამიკა დაფიქსირდა სხვა ხსენებულ აქტივებშიც. GLM/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView OSMO/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. კრიპტო ბირჟის ხელმძღვანელ Changpeng Zhao-ს თქმით, გამოძიების დროს კომპანიამ დაადგინა, რომ ფასების არანორმალური რყევები დაკავშირებულია „ბაზრის ქცევასთან“. მან დაამატა, რომ Binance-მა დროებით დაბლოკა თანხის გატანის შესაძლებლობა იმ ანგარიშებიდან, რომლებმაც „მიიღეს მოგება“ რელევანტური ტრანზაქციების შედეგად. „ჩვენ ვიცით პლატფორმის მხრიდან მეტისმეტი ჩარევის კონცეფციის, „მეტისმეტი ცენტრალიზებული“ შეტევების შესახებ და ა.შ. არსებობს ბალანსი, რა დოზით უნდა ჩავერიოთ. ზოგჯერ მსგავსი რამ აუცილებელია ტავისუფალ ბაზარზე და ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ“ - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში Binance-მა ფონდ SAFU-ს მოცულობა 1 მლრდ აშშ დოლარამდე გააფართოვა. https://tinyurl.com/3jyjskyt
-
საბაზისო Xiaomi 13-ის გარდა ოფიციალურად იქნა წარდგენილი ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონი Xiaomi 13 Pro. მასში გამოყენებულია იგივე აპარატული პლატფორმა, რაც საბაზისო მოდელში, თუმცა აქვს უფრო დიდი ეკრანი, მოწინავე კამერა და მხარდაჭერილია უფრო სწრაფი დამუხტვა. Xiaomi 13 Pro-ს აქვს 6.73-დუიმიანი დისპლეი Samsung AMOLED E6 პანელით, გაფართოება 3200 × 1440 პიქსელი და კადრის განახლების დინამიური სიხშირე 1-დან 120 ჰერცამდე. ეს ეკრანი გამოირჩევა სიკაშკაშის მაღალი, 1200 კდ/მ2 მახასიათებლით, მაქსიმალურმა სიკაშკაშემ კი შესაძლოა 1900 კდ/მ2-ს მიაღწიოს. ეკრანზე მხარდაჭერილია ტექნოლოგიები HLG, HDR10+ და Dolby Vision, დაზიანებისგან კი დაცულია Gorilla Glass Victus-ით. სმარტფონი აგებულია უახლეს ერთკრისტალიან პლატფორმა Snapdragon 8 Gen 2-ზე ისევე, როგორც სტანდარტული Xiaomi 13. თუმცა გასაკვირი ის არის, რომ Xiaomi 13 Pro-ს გაგრილებაზე პასუხისმგებელია 3400 მმ2 ფართობის მქონე კამერა, რაც 1200 მმ2-ით ნაკლებია საბაზისო მოდელთან შედარებით. მოდიფიკაციების შესაბამისად სმარტფონს აქვს 8 ან 12 გბ LPDDR5X-8533 ოპერატიული მეხსიერება და 128, 256 ან 512 გბ UFS 4.0 ფლეშ-მეხსიერება სიჩქარით 3.5 გბ/წმ-მდე. ზომის გარდა Pro-ვერსიის განმასხვავებელი მახასიათებელია კამერები. უკანა პანელზე განთავსდა სამი მოდული. მთავარი კამერა აგებულია 50-მეგაპიქსელიან Sony IMX989 სენსორზე, დიაგონალი შეადგენს 1 დუიმს, პიქსელების ზომა - 1.6 მიკრომეტრს - მსგავსი სენსორია გამოყენებული Xiaomi 12S Ultra-ში. უკანაზე პანელზე ასევე მოცემულია Leica-ს ოპტიკა f/1.9 დიაფრაგმითა და Hyper OIS ოპტიკური სტაბილიზაციით. მნიშვნელოვანი განახლება შეეხო ტელეფოტო მოდულს: იგი აგებულია გამოსახულების 50-მეგაპიქსელიან სენსორზე, აქვს ობიექტივი Leica Floating Lens დიაფრაგმით f/2.0 და სამმაგი ოპტიკური ზუმი. საინტერესოა ის, რომ მინიმალური ფოკუსური დაშორება მხოლოდ 10 სმ-ს შეადგენს. მესამე მოდულია ფართოკუთხიანი კამერა, რომელიც ასევე 50-მეგაპიქსელიანია და აქვს 14 მმ ოპტიკა f/2.2 ფოტოძალით. Xiaomi 13 Pro-ს აქვს 4820 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელზეც საფირმო ჩიპ Surge G1-ის წყალობით მხარდაჭერილია 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვა და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვა. ბოლო მათგანს ასევე შეუძლია სხვა გაჯეტების დამუხტვა 10 ვატამდე სიმძლავრით. ხელმისაწვდომია Dolby Atmos სტერეოდინამიკები Dolby Head მხარდაჭერით, ასევე ინფრაწითელი მოდული. Xiaomi 13 Pro დამზადებულია ალუმინისა და კერამიკისგან და ხელმისაწვდომია შავ, მწვანე და თეთრ ფერებში. ასევე გამოვა ვერსია ღია ცისფერ ფერში, რომლის უკანა პანელი დამზადებული იქნება „ნანოტყავისგან“ და მტვრისგან დაცული იქნება სპეციალური საფარით. მოწყობილობა მტვრისა და წყლისგან დაცულია IP68 სტანდარტის შესაბამისად. ჯერჯერობით Xiaomi-მ სიახლე მხოლოდ შიდა ჩინეთის ბაზრისთვის წარადგინა, სადაც სმარტფონები გაყიდვაში 14 დეკემბრიდან გამოვა. ჩინეთის ფასები ასე გამოიყურება: Xiaomi 13 Pro 8 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერებით - 4999 იუანი (დაახლოებით 718$), Xiaomi 13 Pro 8/256 გბ - 5399 იუანი (დაახლოებით $776), Xiaomi 13 Pro 12/256 გბ - 5799 იუანი (დაახლოებით 833$), Xiaomi 13 Pro 12/512 გბ - 6299 იუანი (დაახლოებით 905$). https://tinyurl.com/5n96fff4
-
კომპანია PowerColor-მა წარადგინა ვიდეო ბარათები Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT საფირმო შესრულებით Red Devil. ბარათებს აქვთ სამქულერიანი გაგრილების მასიური სისტემა. ფოტოს წყარო: PowerColor წარმოდგენილი ბარათების უნიკალური, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით სრულიად უსარგებლო მახასიათებელია უკანა გამაძლიერებელი ფირფიტის უჩვეულო დიზაინის მქონე მოსახსნელი თავსახური. თავად ფირფიტისგან განსხვავებით იგი დამზადებულია არა ლითონის, არამედ პლასტმასისგან, ამიტომ არ გააჩნია რაიმე დამატებითი გაგრილების უნარი, არამედ აქვს მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია და აღჭურვილია RGB განათებით. კომპანიას არ გაუზიარებია Radeon RX 7900 XTX Red Devil და RX 7900 XT Red Devil ვიდეო ბართების დეტალური ტექნიკური მახასიათებლები. მხოლოდ ის აღინიშნა, რომ ბარათებში გამოყენებული 14-ფენიანი ტექსტოლიტისგან დამზადებული PCB ისევე, როგორც ადრე წარმოდგენილ Hellhound დიზაინის Radeon RX 7900 XTX-სა და RX 7900 XT-ში. Red Devil განსხვავდება მხოლოდ 21-ფაზიანი VRM კვების ქვესისტემით. Hellhound მოდელებში იგი 20-ფაზიანია. კომპანიამ ასევე გააძლიერა Red Devil ვიდეო ბარათების დიზაინი ლითონის გვერდითა ფირფიტით, რომელიც დამატებით იცავს ამაჩქარებლებს PCIe სლოტში ჩავარდნისაგან. ორივე ვიდეო ბარათს აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის და ორმაგი BIOS სისტემის მხარდაჭერა. Red Devil დიზაინის მქონე ვიდეო ბარათების ყველა მოდელის დამახასიათებელი თვისებაა წითელი განათება - მწარმოებელს ამ ტრადიციისგან არ გადაუხვევია. https://tinyurl.com/2vctzh2z
-
SEC-მა საჯარო კომპანიებს მოსთხოვა ინვესტორებს გაუზიარონ ინფორმაცია ბიზნესის რისკების ან კრიპტოვალუტების ბაზარზე ტურბულენტობის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ. სააგენტომ ეს ნაბიჯი ინდუსტრიის მონაწილეთა ბოლოდროინდელი გაკოტრებისგან გამოწვეული შეშფოთებით ახსნა. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის შესაბამისად კომპანიებს უნდა ჰქონეთ ვალდებულება ისეთი ინფორმაციის გაზიარების შესახებ, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ბიზნესზე გავლენის მქონე მოვლენებთან“ - ნათქვამია დოკუმენტში. კომპანიებს სთხოვენ უპასუხონ, შეექმნათ თუ არა რაიმე რისკი მათ ბიზნესს „კრიპტო აქტივების დაფარვის ან გატანის შეჩერების გამო“. SEC-მა განმარტა, რომ წერილებში გამოგზავნილი კითხვები არ არის „ამომწურავი“ და რომ კომპანიებმა დამოუკიდებლად უნდა შეაფასონ საკუთარი რისკები და საფრთხეები. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში SEC-მა სხვა მარეგულირებელებთან ერთად დაიწყო გაკოტრებული FTX-ის ურთიერთობის შესწავლა მის ამერიკულ ქვეგანყოფილებასა და Alameda Research-თან. კრიპტო ბირჟის დაშლამ ზარალი მიაყენა გარე კომპანიებს, რომლებიც ურთიერთობდნენ FTX-თან. ზოგიერთ მათგანს მუშაობა მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებული აქვს. https://tinyurl.com/452r2m3u
-
Raptor Lake სერიის დესკტოპ პროცესორების ანონსის ფარგლებში კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ აპირებს კიდევ ერთი ფლაგმანური პროცესორის გამოშვებას, რომელიც ქარხნულად 6 გჰც-მდე იქნება აჩქარებული. კომპანიას ოფიციალურად არ განუცხადებია ამ მოდელის დასახელება, თუმცა ცხადია, რომ საუბარი ეხებოდა Core i9-13900KS-ს. Intel-ის ჩიპების შესახებ გავრცელებულმა ხმებმა დაადასტურა ეს ვარაუდი და ამასთანავე ცნობილი გახდა სამომავლო CPU-ის სრული მახასიათებლები. ფოტოს წყარო: VideoCardz Core i9-13900KS - ეს გახლავთ 24-ბირთვიანი პროცესორი, რომლის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის P-ბირთვი და 16 ენერგოეფექტური E-ბირთვი. მხარდაჭერილია 32 ნაკადი. ტექნოლოგია Turbo Boost Max 3.0 მის 1-2 ყველაზე მაღალი წარმადობის ბირთვს 5.8 გჰც-მდე ავტომატურად აჩქარების საშუალებას აძლევს. დამატებით 200 მჰც ავტომატურ აჩქარებას აღნიშნულ 6 გჰც-მდე უზრუნველყოფს ტექნოლოგია Thermal Velocity Boost. Core i9-13900KS-ის დიდი ბირთვების საბაზისო ტაქტის სიხშირე ასევე 200 მჰც-ით მეტია ჩვეულებრივ Core i9-13900K-სთან შედარებით და 3.2 გჰც-ს შეადგენს. ამასთან, KS-ვერსიის ენერგოეფექტური ბირთვები კვლავ ამჟამინდელ დიაპაზონში - 2.2-დან 4.3 გჰც-მდე მუშაობენ. ფოტოს წყარო: Twitter / @9550pro Core i9-13900KS-ის ნომინალური ენერგომოხმარება გაიზარდა 125-დან 150 ვატამდე, თუმცა მაქსიმალური მოხმარება არ შეცვლილა და 253 ვატს შეადგენს. ჩიპზე მხარდაჭერილია ოპერატიული მეხსიერების იგივე სტანდარტები, რაც Raptor Lake პროცესორის ყველა სხვა მოდელზე - DDR4-3200 და DDR5-5600. ასევე გაზიარდა Core i9-13900KS-ის წარმადობის მონაცემები Geekbench-ის სინთეტიკურ ტესტში. პროცესორი გაიტესტა სისტემის შემადგენლობაში, რომელშიც მოცემული იყო დედა დაფა ASUS ROG Z790 Maximus Hero და 32 გბ DDR5-7200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება. ფოტოს წყარო: Geekbench Geekbench-ის სამი ტესტიდან მიღებული დეტალური ტელემეტრიული მონაცემები მიუთითებს, რომ Core i9-13900KS ავტომატურად აჩქარდა რამდენიმე ბირთვზე 5893 მჰც-მდე, თუმცა მისი საშუალო ტაქტის სიხშირე 5867 მჰც-ს შეადგენდა. ფოტოს წყარო: Geekbench ერთბირთვიანი წარმადობის ტესტში პროცესორმა დააფიქსირა 2319 ქულა, მრავალბირთვიანი წარმადობის ტესტში კი - 26774 ქულა. ამრიგად, მისი ერთბირთვიანი წარმადობა საშუალოდ 10%-ით აღემატება წინამორბედ Core i9-12900KS-ის (Alder Lake) მაჩვენებელს, მრავალბირთვიანი კი 39%-ით. ფოტოს წყარო: Geekbench ფოტოს წყარო: VideoCardz მოსალოდნელია, რომ Core i9-13900KS-ის ოფიციალური წარდგენა შედგება იანვრის დასაწყისში გამოფენა CES 2023-ზე. გაყიდვაში კი მომავალი წლის პირველი კვარტლის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი. https://tinyurl.com/46kcrjpk
-
ევროკავშირმა დააწესა ზუსტი ვადა, რის შემდეგაც რეგიონში გაყიდული ყველა მობილური მოწყობილობა უნდა იყოს აღჭურვილი ერთიანი დამტენი პორტით - არჩეულ იქნა USB Type-C ინტერფეისი. კომპანიებს ვადა აქვთ 2024 წლის 28 დეკემბრამდე. ფოტოს წყარო: tomekwalecki / pixabay.com ამ თარიღის დაწესება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაქვეყნა შესაბამისი კანონი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევა 20 დღეში და ამ მომენტიდან ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს ექნებათ 24 თვე, რათა გადაწყვეტილება ადგილობრივ დონეზე გააფორმონ. ვადა მეტ-ნაკლებად შეესაბამება კანონის მიღებაში ჩართული პოლიტიკოსების ოფიციალურ განცხადებებს, მაგრამ ზუსტი თარიღი უცნობი რჩებოდა, რადგან რეგიონში სამართლებრივი ნორმები, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპად ამოქმედდება. კანონი ვრცელდება მობილურ ტელეფონებზე, პლანშეტებზე, ციფრულ კამერებზე, ყურსასმენებსა და პორტატულ გეიმინგ კონსოლებზე. მსგავსი ზომები გავრცელდება ლეპტოპებზეც, მაგრამ ეს არ მოხდება 2026 წლის აპრილამდე. ნორმა ვრცელდება მხოლოდ სადენიანი დამტენების შემთხვევაში - უსადენო დატენვა შესაძლებელია USB Type-C-ის გარეშე. ამ პორტის გამოყენება მოუწევს Apple-ს, რომელიც ჯერჯერობით iPhone-ებს საფირმო Lightning ინტერფეისით აკომპლექტებს. იურიდიულად კომპანია ახალ სტანდარტზე გადასვლას მხოლოდ 2025 წლის iPhone-ის გამოშვებით შეძლებს, მაგრამ რეალურად Apple-მა შესაძლოა გადაწყვიტოს შეცვლა კიდევ უფრო ადრე - შესაძლოა 2023 წელსაც კი. https://tinyurl.com/2k4ar6sk
-
ევროკომისია გეგმავს დაავალდებულოს ვირტუალური აქტივების პროვაიდერები (VASP) - მომხმარებლის ანგარიშების შესახებ ინფორმაცია გადასცენ ეროვნულ ფისკალურ სერვისებს. ინიციატივა ხორციელდება ადმინისტრაციული თანამშრომლობის მერვე დირექტივის (DAC8) ფარგლებში. იგი გავრცელდება Stablecoin-ებზე, კრიპტო დერივატივებსა და NFT-ებზე. ევროკომისია სწავლობს მოთხოვნის გავრცელების შესაძლებლობას ევროკავშირის გარეთ ბაზირებულ VASP-ებზე. ”ანონიმურობა ნიშნავს, რომ ციფრული აქტივების ბევრი მფლობელი, რომლებიც მნიშვნელოვან მოგებას იღებენ, ეროვნული საგადასახადო ორგანოების ყურადღების ცენტრში არ ხვდებიან. ეს მიუღებელია“, - განაცხადა ევროკავშირის საგადასახადო კომისარმა პაოლო ჯენტილონიმ. მისი თქმით მიღებული ზომები გააფართოვებს კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტ MiCA-ს ნორმებს. ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევს მომხმარებელს ევროკავშირიდან გახსნას ანგარიშები „უკუ მოზიდვის“ პროცედურის გამოყენებით. მანამდე საინფორმაციო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ევროკომისიის გეგმების შესახებ კრიპტო კომპანიებისგან 2.4 მლრდ ევროს გადასახადების შეგროვებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს წევრებმა ხელი მოაწერეს კრიპტოვალუტის რეგულირების კანონპროექტ MiCA-ს. დოკუმენტი მოიცავს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, ასევე სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე. კანონპროექტის ტექსტი ევროპარლამენტმა ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოდ, იგი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2023 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება. https://tinyurl.com/44m5acee
-
რამდენიმე კომპანია ამზადებს GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათებს თეთრ ფერში. Zotac-მა წარადგინა მოდელები GeForce RTX 4090 AMP Extreme AIRO White Edition და RTX 4080 AMP Extreme AIRO White Edition, კომპანია AXGaming-მა - თეთრი GeForce RTX 4080 X3W, Colorful კი ამზადებს GeForce RTX 4090 iGame Lab Edition-ს. ფოტოს წყარო: VideoCardz კომპანია Zotac-ის წარმოების GeForce RTX 4090-სა და RTX 4080 AMP Extreme AIRO White Edition-ს ზუსტად ისეთივე მახასიათებლები აქვს, როგორც ორიგინალ AIRO ვერსიას. განსხვავებულია მხოლოდ დიზაინი. White Edition ვერსიის გაგრილების სისტემის გარეკანი და უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა თეთრი შეფერილობისაა. მოდელ GeForce RTX 4090 AMP Extreme AIRO White Edition-ის გრაფიკული ბირთვის სიხშირეა 2580 მჰც. ამავე წარმოების GeForce RTX 4080-ის GPU AD103-ის სიხშირე 2565 მჰც-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ Zotac ასევე აწარმოებს Trinity სერიის უფრო ხელმისაწვდომ მოდელებს, მაგრამ მათ არ აქვთ თეთრი ფერის დიზაინი. კომპანია AXGaming, რომელიც Innovision Multimedia-ის (Inno3D) ქვებრენდია, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა გეიმინგ ვიდეო ბარათების ბაზარზე. კომპანიას ასორტიმენტში უკვე აქვს GeForce RTX 4090 X3W მოდელი თეთრ-ლურჯი დიზაინით. ახლა კომპანიამ წარმოადგინა ვიზუალურად იდენტური GeForce RTX 4080 X3W. ახალი ვიდეო დაფა გამოვიდა ქარხნული აჩქარების მქონე და მის გარეშე არსებულ მოდიფიკაციებში. AXGaming GeForce RTX 4080 X3W (OC) ვიდეო ბარათებს აქვს გაგრილების მასიური სისტემები სამი ქულერით და პერსონალური კომპიუტერის კორპუსში გაფართოების სამ სლოტს იკავებენ. ვიდეო ბარათის OC ვერსიას მცირე ქარხნული აჩქარება აქვს. გრაფიკული პროცესორის სიხშირეა 2535 მჰც - ეტალონური მაჩვენებელი 2508 მჰც-ს შეადგენს. რადგანაც აჩქარება უმნიშვნელოა, ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება ეტალონურისგან არ განსხვავდება და შეადგენს 320 ვატს. ფოტოებზე წარმოდგენილ AXGaming GeForce RTX 4080 X3W (OC) ვიდეო ბარათებზე ჩანს, რამდენად მოკლე PCB არის გამოყენებული მასში. მისი სიგრძე მინიმუმ 40%-ით ნაკლებია გაგრილების სისტემაზე. გამაძლიერებელი ფირფიტის დიდ ფართობზე მოცემული ჭრილები უზრუნველყოფს ვიდეო ბარათის რადიატორიდან ცხელი ჰაერის უკეთ გაბნევას. ფრანგულ გამოცემა Overclocking.com-ის ცნობით Colorful ემზადება თეთრი GeForce RTX 4090 iGame Lab Edition-ის გამოსაშვებად. ამ ამაჩქარებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბარათში გამოყენებულია iGame Vulcan მოდელის თეთრი ფერის გაგრილების სისტემა. ფოტოს წყარო: Overclocking.com ამ დროისთვის უცნობია, რა დონის ენერგომოხმარება ექნება GeForce RTX 4090 iGame Lab Edition მოდელს. ორიგინალურ iGame Vulcan-ს აქვს სწრაფი აჩქარების ღილაკი, რომელსაც გადაყავს vBIOS-ს OC რეჟიმში და ზრდის გრაფიკული ბარათის მაქსიმალურ ენერგომოხმარებას 550 ვატამდე. ხელმისაწვდომი იქნება თუ არა ეს ვარიანტი iGame Lab მოდელის შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. ფოტოს წყარო: Overclocking.com პორტალ VideoCardz-ის მონაცემებით მოდელი GeForce RTX 4090 iGame Lab შემოთავაზებული იქნება ძალიან შეზღუდული ტირაჟით. კომპანია გეგმავს ამ ვიდეო ბარათის მხოლოდ 200 ეგზემპლარის გამოშვებას, თანაც აზიის ბაზრის გარეთ ბარათი არ გაიყიდება. https://tinyurl.com/2p8jcvjv
-
Intel მომავალ კვირას აპირებს ვებინარის გამართვას ინვესტორებისთვის, სადაც ისაუბრებს სხვადასხვა პროდუქციის გამოშვების მიმდინარე გეგმებზე. ეს ინფორმაცია ინტერნეტში ვადაზე ადრე გავრცელდა. კომპანია აპირებს მომავალ წელს წარადგინოს განახლებული სამომხმარებლო Raptor Lake, ჩიპები სამუშაო სადგურებისთვის - Sapphire Rapids-WS, ასევე სპეციალური Sapphire Rapids-SP სამუშაო სადგურებისთვის. ყველა ახალი პროცესორი მომდევნო ხუთი კვარტლის განმავლობაში გამოვა. ფოტოს წყარო: Intel გამოქვეყნებული პრეზენტაციის სლაიდების მიხედვით სამომხმარებლო პროცესორების განახლებული Raptor Lake-S Refresh სერია გამოვა მომავალი წლის მესამე კვარტალში - ერთი წელიც არ იქნება გასული პირველი მე-13 თაობის Intel Core პროცესორების გამოშვებიდან. Intel Raptor Lake-S Refresh. ფოტოს წყარო: Twitter / @9550pro Intel-ის სამომხმარებლო პროცესორების სამომავლო გეგმის თანახმად კომპანია მე-13 თაობის ყველა Core მოდელს განაახლებს TPD-ის 125, 65 და 35 ვატი მაჩვენებლებით. აღსანიშნავია, რომ ამჟამად კომპანიას ჯერ კიდევ არ გამოუშვია Raptor Lake პროცესორები TDP-ის ნომინალურ 125 ვატზე ნაკლები მაჩვენებლით. მათი ანონსი მოსალოდნელია იანვრის დასაწყისში. Intel-ის ჩიპსეტების სამომავლო გეგმა ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანია არ გეგმავს დედა დაფის ახალი სერიის გამოშვებას განახლებული Raptor Lake-S Refresh პროცესორებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა მომავალი განახლებული Raptor Lake მოდელი იმუშავებს Intel 700 სერიის ჩიპსეტების მქონე დედა დაფებზე. ამჟამად ამ სერიის ჩიპსეტებში წარმოდგენილია მხოლოდ უფროსი მოდელი Intel Z790. კომპანია აგრეთვე წარადგენს H770 და B760 ჩიპსეტებს, საბაზისო სეგმენტში კი დარჩება H610. განსაკუთრებული პლატფორმები Sapphire Rapids-WS (Intel Xeon W-3400) სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილ Sapphire Rapids-WS პლატფორმის ფარგლებში Intel გამოუშვებს პროცესორების ორ სერიას: Xeon W-3400 და Xeon W-2400. პირველ მათგანში წარმოდგენილი იქნება 12-დან 56-მდე ბირთვი 24-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.8 გჰც სიხშირეზე. ამ პროცესორებს ექნება 30-დან 105 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი - 220-დან 350 ვატამდე. Intel Xeon W-3400-ის მოდელების ხაზი Intel Xeon W-3400 სერიის პროცესორების ნაწილს ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი, რაც შესაძლებელს გახდის მათ მექანიკურ აჩქარებას. ჩიპებს ექნება 4 ტბ-მდე რვაარხიანი DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების, აგრეთვე 112 PCIe 5.0 ხაზის მხარდაჭერა. განსაკუთრებული პლატფორმები Sapphire Rapids-WS (Intel Xeon W-2400) Xeon W-2400 სერიაში შევა ჩიპები 6-დან 24-მდე ბირთვით, 12-დან 48-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. მათ ექნება 15-დან 45 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და იმუშავებენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეზე. ამ პროცესორების TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი იქნება 110-დან 225 ვატამდე. Intel Xeon W-3400-ის მოდელების ხაზი Xeon W-2400 სერიის მოდელების ნაწილსაც ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი. პროცესორებს ექნება 2 ტბ-მდე DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების ოპერატიული მეხსიერებისა და 65 PCIe 5.0 ხაზის მხარდაჭერა. განსაკუთრებული პლატფორმები Sapphire Rapids-SP სამუშაო სადგურებისთვის სასერვერო დონის Sapphire Rapids-SP პროცესორებში წარმოდგენილი იქნება მე-4 თაობის Xeon Scalable სერიები მოდელებით Platinum, Gold, Silver და Bronze. Xeon Scalable Platinum სერიის ჩიპებს ექნება 36-დან 56-მდე გამომთვლელი ბირთვი 72-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. ამ ჩიპებში არ იქნება წარმოდგენილი ტექნოლოგია Intel Boost Max 3.0, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Sapphire Rapids-WS სერიის სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილ მოდელებში, ამიტომ ჩიპების მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 3.8 გჰც-ს შეადგენს. ამ პლატფორმას ექნება 80 PCIe 5.0 ხაზისა და 4 ტბ-მდე DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა პროცესორის ერთ კონექტორზე. ჩიპების ნომინალური TDP-ის დონე იქნება 300-დან 350 ვატამდე. Intel Sapphire Rapids-SP სერიის მოდელების ხაზი სამუშაო სადგურებისთვის (Xeon Platinum 8400) Gold მოდელებს ექნება 8-დან 32-მდე ბირთვი 16-დან 64-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.1 გჰც-მდე სიხშირეზე. პროცესორებში ხელმისაწვდომი იქნება 22.5-დან 60 მბ-მდე L3 ქეში, TDP-ის დონე კი შეადგენს 185-დან 250 ვატამდე მოდელის შესაბამისად. ოპერატიული მეხსიერების სტანდარტი და მოცულობა, აგრეთვე PCIe 5.0 ხაზების რაოდენობა Platinum მოდელების იდენტური იქნება. Intel Sapphire Rapids-SP სერიის მოდელების ხაზი სამუშაო სადგურებისთვის (Xeon Gold 6400) Silver სერია წარმოდგენილი იქნება ორი მოდელით: 12 და 20 გამომთვლელი ბირთვის მქონე პროცესორებით, რომელთაც ექნება 24 და 40 ნაკადის მხარდაჭერა, შესაბამისად. ორივე ჩიპი იმუშავებს 3.9 გჰც სიხშირეზე. პროცესორებს ექნება 30 და 37.5 მბ L3 ქეში. მათი TDP-ის მაჩვენებელი შეადგენს 150 და 165 ვატს, შესაბამისად. Intel Sapphire Rapids-SP სერიის მოდელების ხაზი სამუშაო სადგურებისთვის (Xeon Silver 4400 და Bronze 3400) Bronze სერია წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი რვაბირთვიანი მოდელით მრავანაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. პროცესორი იმუშავებს 1.8-1.9 გჰც სიხშირეზე, ექნება 22.5 მბ L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის დონე - 125 ვატი. https://tinyurl.com/3sctwwdc
-
პირველი კრიპტოვალუტის ფასის მაქსიმალური მაჩვენებლიდან 70%-ით ვარდნა დასასრული არ არის და არსებობს კოტირებების კიდევ შემცირების მნიშვნელოვანი რისკი. ასეთი აზრი გამოთქვა Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა პიტერ შიფმა. ასე გამოეხმაურა ოქროს მხარდამჭერი Standard Chartered-ის ექსპერტებს. მათი აზრით FTX-ის კოლაფსის გავლენა კვლავ გაგრძელდება კრიპტო ბაზრის განწყობაზე, რაც 2023 წელს გამოიწვევს ციფრული ოქროს ფასის 5 ათას აშშ დოლარამდე შემცირებას. „ასეთი ვარდნის შემდეგ Bitcoin კვლავ გადაჭარბებულად იქნება შეფასებული, ამიტომ 5 ათას აშშ დოლარიანი ნიშნული ფსკერთან ახლოსაც კი არ იქნება“ - დაწერა შიფმა. Twitter-ის მორიგი შეტყობინებით მან ინვესტორებს მოუწოდა „არ დაუშვან შეცდომა“ იმის ფიქრით, რომ პირველი კრიპტოვალუტა შეძლებს 17 ათას აშშ დოლარიანი მინიმუმის ჩამოყალიბებას. „იგი მომდევნო მაქსიმუმს აყალიბებს. ამ დათვური ბაზრის პერიოდში ყოველ ჯერზე, როდესაც Bitcoin იკლებს, იგი ახდენს საკუთარი დანაკარგების კონსოლიდაციას მომდევნო შემცირებამდე“ - განაცხადა შიფმა. Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა JPMorgan-ის ხელმძღვანელ ჯეიმი დაიმონის გამოსვლაზე. ტელეარხ CNBC-ის ეთერში მან კრიპტოვალუტები გააკრიტიკა და ტოკენები Pet Rock-ებს შეადარა. (Pet Rock - საკოლექციო სათამაშო. შეიქმნა 1975 წელს. ეს იყო ჩვეულებრივი გლუვი ქვა, შეფუთული იყო მუყაოს კოლოფში სასუნთქი ნახვრეტებით და იყიდებოდა, როგორც შინაური ცხოველი. მთლიანობაში ერთ მილიონზე მეტი შინაური ცხოველის ქვა გაიყიდა თითო ოთხ დოლარად, რის წყალობითაც უჩვეულო სათამაშოს შემქმნელი აღიარეს „მილიონერად და ბრწყინვალე ანტრეპრენერად). შიფის აზრით, დაიმონმა ამ შეფასებას ციფრული აქტივისთვის გადაჭარბებულიც კი უწოდა, რადგან სათამაშო ქვას სარგებელი მაინც აქვს. „თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ქვა, როგორც ქაღალდებზე დასადები წონა, კარის დასამაგრებელი, იარაღი ან აკვარიუმის ფსკერის დეკორაცია. თუ თქვენ გაქვთ სამი მათგანი, შეგიძლიათ ჟონგლიორობა, ”- დაწერა ოქროს მხარდამჭერმა. საპასუხოდ მან კვლავ მიიღო კრიტიკა Twitter-ის მომხმარებლებისგან. ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა, რით განსხვავდება „Pet Rock-ის ღირებულება ოქროს ნაჭრის ღირებულებისგან“. „ქვა ვერ ატარებს ელექტროენერგიას და ვერ გამოიყენება ლამაზი სამკაულების დასამზადებლად. ოქრო ქვებზე ბევრად უფრო სასარგებლო და იშვიათია და, შესაბამისად, უფრო ღირებულიც. მაგრამ ქვები მაინც უფრო სასარგებლო და ღირებულია, ვიდრე Bitcoin“, - განმარტა შიფმა. ამ დრომდე Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა არაერთხელ იწინასწარმეტყველა პირველი კრიპტოვალუტის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა. მაისის დასაწყისში მან ივარაუდა კოტირების შემცირება 10 ათას აშშ დოლარამდე 30 ათას აშშ დოლარიანი დონის მკვეთრი გარღვევის შემთხვევაში. 11 მაისს განსაზღვრული ღირებულების ქვემოთ ფასის ჩამოსვლის შემდეგ მან ივარაუდა, რომ Bitcoin 8 ათას აშშ დოლარიან დონეზე ჩამოვიდოდა. ციფრული ოქრო იყიდებოდა დაახლოებით 30 ათას აშშ დოლარად, სანამ 23 ათას აშშ დოლარამდე ჩამოვიდოდა. ამის ფონზე შიფმა განაახლა პროგნოზი ფასის 5 ათას აშშ დოლარამდე ჩამოსვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ნოემბერში Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი წამყვანი Stablecoin-ის - USDT-ისა და USDC-ის ჯამური კაპიტალიზაცია გადააჭარბებს პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციას. https://tinyurl.com/5bvztmpv
-
ტექნოლოგიურ კონფერენცია Arete-ზე კომპანია NVIDIA-ს ინტერესები წარადგინა ვიცე-პრეზიდენტმა Ian Buck-მა, რომელიც პასუხისმგებელია გამოთვლების დაჩქარებაზე. ამიტომ კანონზომიერია, რომ მისი გამოსვლისას გაჟღერებული თემები ძირითადად ეხებოდა სერვერების სეგმენტსა და სასერვერო ცენტრალურ პროცესორებს, რომლებიც მალე გამოჩნდება კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტში. ღონისძიების დასასრულს NVIDIA-ს წარმომადგენელმა გააკეთა მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის იქნება საინტერესო. პირველ რიგში მან დაადასტურა, რომ კომპანია მზადაა ახალი ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების წარდგენისთვის ყოველ ორ წელიწადში, ასევე სპეციალიზებული ამაჩქარებლები განახლდება ამავე პერიოდულობით. მეორე, მან ხაზი გაუსვა, რომ არქიტექტურა Hopper-ის შთამომავლის წარდგენა 2024 წელს შედგება. საუბარი, რა თქმა უნდა, ეხება გამოთვლითი ამაჩქარებლების არქიტექტურას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დასახელებულ ვადაში დაანონსდეს ახალი გეიმინგ არქიტექტურაც. NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელ პირობებში კომპანია არ ელის, რომ დამკვეთები ახალ ტექნოპროცესზე გადავლენ, რათა დააანონსოს ახალი არქიტექტურა საკუთარი გრაფიკული პროცესორებისთვის. ახალი პროდუქტების ანონსის სიხშირე განისაზღვრება ბაზრის მოთხოვნებით შესაბამის სფეროში კომპანიის საკუთარ შესაძლებლობებთან ერთად. https://tinyurl.com/2uuvntcu
-
კომპანია Corsair-ის მიერ აგვისტოში წარდგენილი რევოლუციური მონიტორი Xeneon Flex მალე გამოვა გაყიდვაში. კომპანიამ განაცხადა, რომ მონიტორზე წინასწარ შეკვეთებს 15 დეკემბრიდან მიიღებს. მოწყობილობის ფასი 2 ათასი აშშ დოლარია და შეთავაზებების რაოდენობა შეზღუდული იქნება. ფოტოს წყარო: Corsair 45-დუიმიანი Corsair Xeneon Flex მონიტორის მთავარი მახასიათებელია ეკრანის სიმრუდის შეცვლის შესაძლებლობა. შესაძლებელია დისპლეი სრულიად ბრტყელი მდგომარეობიდან ხელით გადავიდეს 800R-მდე სიმრუდის რადიუსის მქონე მდგომარეობაში. ამრიგად, თითოეული მომხმარებელი შეძლებს შეირჩიოს სასურველი კონფიგურაცია. სიმრუდის მოსახერხებლად შეცვლისთვის მონიტორს სპეციალური სახელურები აქვს. Xeneon Flex-ს საფუძვლად უდევს კომპანია LG-ის წარმოების OLED-მატრიცა გაფართოებით 3440 × 1440 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით 240 ჰერცი. მატრიცის რეაგირების დროა 0/03 მილიწამი (GtG), მაქსიმალური სიკაშკაშე - 1000 კდ/მ2 და კონტრასტულობის დონე - 1350000:1. მონიტორზე მხარდაჭერილია ტექნოლოგიები NVIDIA G-Sync და AMD FreeSync Premium, რომლებიც უზრუნველყოფენ კადრის გაწყვეტის აღმოფხვრას და გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონის ამაღლებას. გარდა ამისა, Xeneon Flex-ს აქვს ტექნოლოგია Low Blue Light-ის მხარდაჭერა, რომელიც ამცირებს ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობას და თვალებზე დატვირთვას მონიტორის ხანგრძლივი გამოყენების პირობებში. მონიტორს აქვს ორი HDMI და DisplayPort, აგრეთვე USB Type-C და USB Type-A პორტები. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/49p35umx https://tinyurl.com/5ykyb7w5
-
FTX-ის კოლაფსის შემდეგ რეალიზებული დანაკარგების დინამიკამ კლება დაიწყო და დაფიქსირდა პოზიტიური ცვლილება onchain-აქტივობაში. ასეთია Glassnode-ის ანალიტიკოსების დასკვნები. FTX-ის კრახმა ხელი შეუწყო რეკორდულ დღიურ რეალიზებულ ზარალს 4.435 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. მომდევნო დღეებში კაპიტულაციის ხარისხი შემცირდა ყოველკვირეული მოძრავი საშუალო მაჩვენებლის მიხედვით. ანალიტიკოსებმა გაიხსენეს, რომ Terra-ს ეკოსისტემის დაშლის შემდეგ რეალიზებულმა ზარალმა შეადგინა დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი ყოველდღიურად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. წყარო: Glassnode. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს შეფარდება რეალიზებულ მოგებასა და ზარალს შორის, რომელმაც მიაღწია რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს - პირველი მათგანი აღმოჩნდა 14-ჯერ ნაკლები მეორესთან შედარებით. წინა მსგავსი სიტუაციები წინ უძღოდა ბაზრის ფაზების ცვლილებას - ასეთი გაფრთხილება გამოთქვეს მათ. წყარო: Glassnode. რეალიზებული კაპიტალიზაციის მეტრიკის საფუძველზე ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ 2022 წლის მაისში Terra-ს დაშლის შემდეგ კაპიტალის გადინება შენარჩუნებულია - მონაწილეები ბაზრის პიკისას შესრულებულ შესყიდვებს ზარალზე ხურავენ. ინდიკატორი დაუბრუნდა ბაზრის ისტორიულ მაქსიმუმზე გადასვლამდე არსებულ დონეს (2021 წლის ნოემბერში), რაც მიუთითებს ამ ჭარბი ლიკვიდობის თითქმის სრულ „დეტოქსიკაციაზე“, აღნიშნეს სპეციალისტებმა. ფაქტობრივად, დაკვირვების ქვეშ არსებული გადინება ისტორიაში სიდიდით მესამეა და გადააჭარბა 2018 წლის მაჩვენებლებს, რაც ყველაზე აქტუალურია ბაზრის ციკლის სიმწიფის კონტექსტში. წყარო: Glassnode. ფასების შემცირება გახდა კატალიზატორი on-chain-მეტრიკის გაუმჯობესებისთვის. პირველად 2022 წლის აპრილის შემდეგ, როდესაც Bitcoin 48 000 დოლარად შეფასდა, აქტიური მისამართების კლასტერების რაოდენობის ყოველთვიურმა საშუალო მოძრავმა საშუალომ წლიურ მოძრავ საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა. მსგავსი ვითარება შეინიშნება მაინერების საკომისიოს ინდიკატორშიც, რაც მიუთითებს ბლოკის შევსების ხარისხის ზრდაზე. წყარო: Glassnode. Onchain ღირებულებაზე გადაცემული მაჩვენებლის მოცულობის დინამიკა სუსტი რჩება - ის იმყოფება მინიმუმთან ახლოს მიმდინარე ციკლის ფარგლებში. აქტიური მისამართების ზრდისა და ტრანზაქციული აქტივობის ფონზე ეს ვითარება მიუთითებს კრიპტო ვეშაპების დომინირების შემცირებასა და ბაზრის მცირე მონაწილეების მიერ ბლოკჩეინის გამოყენებაზე. წყარო: Glassnode. და ბოლოს ანალიტიკოსებმა განიხილეს მოკლე- და გრძელვადიანი ინვესტორების ფლობაში არსებული Bitcoin-ების „თვითღირებულება“. პირველმა მათგანმა შეადგინა 18700 აშშ დოლარი, მეორემ - 22900 აშშ დოლარი. ნოემბერში სპეკულანტების მიერ პირველი კრიპტოვალუტის შესყიდვის ფასის მკვეთრი ვარდნა ბოლო დროს აისახა დიდი მოცულობის მოენეტებზე, რომლებიც ხელიდან ხელში გადავიდა. მაჩვენებლების ერთმანეთთან მიახლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბაზრის უფრო შეთანხმებული და თანმიმდევრული ქცევა არასტაბილურობის საპასუხოდ. „აღქმული რისკი და შესაძლებლობა ყველა მონაწილეს შორის, ძველებსა თუ ახლებში, ერთნაირი გახდა. ეს უზრუნველყოფს ბაზრის სრული „დეტოქსიკაციის“ გაგრძელებას“, - განმარტეს ანალიტიკოსებმა. წყარო: Glassnode. Bitcoin-ის კაპიტალიზაციასთან მიმართებაში ყველა ტიპის ინვესტორების არარეალიზებულმა ზარალმა შეადგინა 56%. წინა დათვური ფაზების უკიდურესობების ფონზე მაჩვენებელი ასევე აჭარბებდა 50%-ს. https://tinyurl.com/bdhsp8wm
-
Intel-მა განაცხადა, რომ ტექნოპროცესი Intel 4 მზადაა მასობრივი წარმოებისთვის - ტექნოლოგია საფუძვლად დაედება ახალი თაობის პროცესორებს, რომელთა კოდური დასახელებაა Meteor Lake. ეს განცხადება გააკეთა კომპანიის ტექნოლოგიების განვითარების გენერალურმა მენეჯერმა Ann Kelleher-მა - მან გამოაქვეყნა კომპანიის „სამოქმედო გეგმის“ განახლებული ვარიანტი: Intel მზადაა გამოუშვას მე-14 თაობის Core ჩიპები (Meteor Lake). ფოტოს წყარო: spectrum.ieee.org აგვისტოში Intel-ის კორპორატიულმა ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ ტექნოპროცესი Intel 4 გამოყენებული იქნება მხოლოდ გამომთვლელი ბირთვების მქონე ჩიპლეტების (CPU) წარმოებისას, სხვა ჩიპლეტებს კი გამოუშვებს კომპანია TSMC 5-ნანომეტრიანი N5-ითა და გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი N6 ტექნოლოგიებით. ყველა კრისტალი გაერთიანდება ერთ ფირფიტაზე UCIe ინტერფეისის მეშვეობით. ახალი თაობის ჩიპებში ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია იქნება სპეციალიზებული კომპონენტების ინტეგრაცია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების აჩქარების მიზნით - დღესდღეობით ეს უკვე სტანდარტული პრაქტიკაა, რომლის გამოყენება, მაგალითად, დაიწყო Qualcomm-მა თავის Arm-პლატფორმა Snapdragon-ში. სექტემბერში Intel-ის ხელმძღვანელმა Patrick Gelsinger-მა განაცხადა: „ერთ-ერთ სიახლეს, რასაც დავნერგავთ - მე ვუწოდებ ხელოვნური ინეტელქტის მთავარ ფუნქციებს“. მაგალითისთვის მან აღნიშნა სინქრონული თარგმნა ვიდეო სესიის დროს და კამერების სიტყვით გამომსვლელზე ადაპტირება. ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Meteor Lake ჩიპებს ექნება ახალი ტიპის ბირთვი ეფექტური, შემცირებული სიმძლავრით, რომელიც შეავსებს წინა ორი თაობის პროცესორებში გამოყენებულ P- და E-ბირთვებს. ახალი პროცესორების გამოშვება მოსალოდნელია 2023 წლის მეორე ნახევარში. https://tinyurl.com/nbzpjx4p
-
კომპანია Cooler Master-მა განაცხადა, რომ მალე გამოუშვებს უჩვეულო კომპიუტერ Orb X-ს, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებულია გეიმერებზე, თუმცა ასევე გამოდგება სერიოზული სამუშაოებისა და სხვადასხვა ამოცანის შესრულებისთვის. ახალ მოწყობილობას აქვს კაფსულის ფორმა და მასში წარმოდგენილია პერსონალური კომპიუტერი, სავარძელი, სამაგრი სამი მონიტორისთვის, აუდიოსისტემა, რამდენიმე USB-პორტი და უამრავი შუქდიოდი. ფოტოს წყარო: Cooler Master Orb X-ის კონსტრუქცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს იზოლირდეს გარე სამყაროსგან, რათა გაზარდოს პროდუქტიულობა სამუშაოს შესრულებისას. მოწყობილობაში შესაძლებელია ერთი 34-დუიმიანი ან სამი 27-დუიმიანი მონიტორის განთავსება. ასევე ხელმისაწვდომია ადგილი ლეპტოპის ან გეიმინგ კონსოლისთვის. მოწყობილობაში წარმოდგენილია ჩაშენებული USB ჰაბი ოთხი USB Type-A და ორი USB Type-C პორტით, რომელთაგან ერთი გასცემს 60 ვატ სიმძლავრეს. მაუსის განთავსების სივრცე დაფარულია ნაჭრის ხალიჩით. ინტეგრირებული აკუსტიკური სისტემა მოიცავს ორ დინამიკსა და საბვუფერს. კაფსულაში განთავსებულია მოსახერხებელი სავარძელი წელისა და კისრის მდებარეობის რეგულირების მხარდაჭერით, აგრეთვე აქვს ფეხების საყრდენი. კომპანიის თქმით Orb X უზრუნველყოფს „პირად გარემოს“, რომელშიც მომხმარებელს ყურადღებას არ გაუფანტავს გარე ფაქტორები. თუმცა მოწყობილობის გარეგნული იერსახე ყველას ყურადღებას მიიპყრობს იმის მიუხედავად, სად იქნება განთავსებული, რასაც ხელს უწყობს არა მხოლოდ უჩვეულო დიზაინი, არამედ გარე LED განათება, რომლის კონფიგურირება შესაძლებელია მომხმარებლის სურვილის მიხედვით. Orb X-ის ზომაა 2088 × 1881 × 1810 მმ, წონა - 345 კგ. კაფსულის ზედა ნაწილში მოცემულია ელექტრო ამძრავი, მართვისთვის კი გათვალისწინებულია სპეციალური დისტანციური მართვის პულტი. ამ ეტაპზე ახალი პროდუქტის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ მოლოდინის რიგში. ზუსტად როდის დაიწყება Orb X-ის მასობრივი წარმოება, ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ ცხადდება კაფსულის ზუსტი ღირებულება, თუმცა ადრე მწარმოებელმა განაცხადა, რომ მისი ფასი 12-14 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში შეიძლება იყოს. https://tinyurl.com/b943yymk
