Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7330
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტომ ემერმა FOX Business-თან კომენტარში გააკრიტიკა SEC-ის ხელმძღვანელი გერი გენსლერი და FTX-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სემ ბენკმენ-ფრიდი Bitcoin ბირჟის კრიზისის ფონზე. „FTX-ის კოლაფსი არ არის კრიპტო მარცხი. ეს არის ცენტრალიზებული ფინანსების, გერი გენსლერისა და სემ ბენკმენ-ფრიდის წარუმატებლობა. საქმე დეცენტრალიზაციაშია“, - განმარტა ემერმა. კონგრესმენმა ახსენა ჭორები გენსლერისა და ბენკმენ-ფრიდის საუბრის შესახებ 2022 წლის მარტში FTX-ის სპეციალური მარეგულირებელი მოპყრობის მინიჭების შესაძლებლობის შესახებ. მან ასევე SEC-ის მოვალეობა უწოდა ისეთი წარუმატებელი კრიპტო პროექტების გაკონტროლება, როგორებიცაა Celsius Network, Terra და Voyager Digital. „ჩვენ უნდა ჩავწვდეთ ამ საკითხს და გავიგოთ, რატომ არ შეასრულეს გერი გენსლერმა და SEC-მა თავიანთი სამუშაო. [...] უნდა გავიგოთ, როგორ მივიდა საქმე ხალხის დანაზოგის დაკარგვამდე“ - განაცხადა ემერმა. ივლისში კონგრესმენმა დაადანაშაულა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია ციფრული აქტივების ინდუსტრიის მიმართ „არაეთიკურ“ ქცევაში. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში მილიარდერმა მარკ კიუბანმა გენსლერი გააკრიტიკა Bitcoin-ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის ბუნდოვანი წესების გამო. https://tinyurl.com/2y2zfn4a
  2. გარკვეული დროის წინ ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ NVIDIA აპირებს შეაჩეროს 2060 და RTX 2060 Super გრაფიკული ამაჩქარებლების წარმოება. ITHome რესურსის მიხედვით კომპანია ასევე შეწყვეტს GTX 1660 და GTX 1660 Super-ის წარმოებას - კომპანიას მიაჩნია, რომ მათი ანალოგები RTX 3000 სერიიდან საკმარისი იქნება. დიდი ალბათობით, საუბარია NVIDIA GeForce RTX 3050 და RTX 3060 ვიდეო ბარათებზე, რომლებიც ბოლო თვეებში საგრძნობლად გაიაფდა. დამკვირვებლებისა და ექსპერტების აზრით კომპანიის გადაწყვეტილება საკმაოდ გონივრულად და გამართლებულად გამოიყურება - ვიდეო ბარათების დეფიციტი წარსულს ჩაბარდა და RTX 3000 და RTX 4000 სერიები საკმარისი იქნება სრულფასოვანი გეიმინგ ასორტიმენტის შესაქმნელად საწყის, საშუალო და მაღალი ფასების სეგმენტებში. 3000 სერიის მოდელების უპირატესობებს შორის შეიძლება აღინიშნოს მინიმუმ 8 გბ ვიდეო მეხსიერების მოცულობა უმცროსი მოდელების შემთხვევაში, ასევე უფრო თანამედროვე მიკროარქიტექტურა და თხელი ტექნოპროცესი. RTX 3050 და RTX 3060, დიდი ალბათობით, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გამოვა - RTX 4050 და RTX 4060 ბარათების გამოსვლის თარიღები უცნობია. ამასთან, ეს ვიდეო ბარათები გაცილებით ძვირადღირებული იქნება წინამორბედებთან შედარებით, ყოველ შემთხვევაში, თუ ვიმსჯელებთ RTX 4080-ის მაგალითზე, რომელზეც NVIDIA-მ დააწესა სარეკომენდაციო ფასი 1199 აშშ დოლარი იმ დროს, როდესაც RTX 3080 დაფის ფასი 699 აშშ დოლარია. https://tinyurl.com/y6sf6f25
  3. კანადურმა რითეილერმა PC-Canada-მ გაასაჯაროვა ცნობები Intel-ის ათი დაგეგმილი პროცესორის შესახებ, რომლებიც გააფართოვებს Raptor Lake-ს სერიას. მათი უმეტესობა არის Core i9, Core i7 და Core i5 მოდელები „K” ინდექსის გარეშე და აქვთ TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი 65 ვატი. თუმცა ჩამონათვალში ასევე ფიგურირებს ფლაგმანური მოდელი Core i9-13900KS. ფოტოს წყარო: Intel სავაჭრო დაწესებულებამ მიუთითა მოსალოდნელი ახალი პროდუქტების ღირებულება. თუ მას აშშ დოლარში გადავიყვანთ, მაშინ ფასები ასე გამოიყურება: Core i9-13900KS: 24 ბირთვი, 32 ნაკადი, 6.0 გჰც — 725$; Core i9-13900: 24 ბირთვი, 32 ნაკადი, 2.0–5.6 გჰც — 615$; Core i9-13900F: 24 ბირთვი, 32 ნაკადი, 2.0–5.6 გჰც — 585$; Core i7-13700: 16 ბირთვი, 24 ნაკადი, 2.1–5.2 გჰც — 415$; Core i7-13700F: 16 ბირთვი, 24 ნაკადი, 2.1–5.2 გჰც — 390$; Core i5-13500: 14 ბირთვი, 20 ნაკადი, 2.5–4.8 გჰც — 258$; Core i5-13400: 10 ბირთვი, 16 ნაკადი, 2.5–4.6 გჰც — 245$; Core i5-13400F: 10 ბირთვი, 16 ნაკადი, 2.5–4.6 გჰც — 218$; Core i3-13100: 4 ბირთვი, 8 ნაკადი, 3.4–4.5 გჰც — 155$; Core i3-13100F: 4 ბირთვი, 8 ნაკადი, 3.4–4.5 გჰც — 125$. ყველა ახალი პროცესორის დებიუტი მომავალი წლის იანვარში უნდა შედგეს. ისინი კონკურენციას გაუწევენ Ryzen 7000 პროცესორებს და, როგორც ჩანს, Intel-ს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება კონკურენტთან შედარებით მოდელების რაოდენობისა და, შესაბამისად, უფრო მოქნილი ფასების წყალობით. ფოტოს წყარო: PC-Canada რაც შეეხება Core i9-13900KS-ს, ეს 24-ბირთვიანი, 32-ნაკადიანი პროცესორი შეძლებს ავტომატურ აჩქარებას მრავალ ბირთვზე 6.0 გჰც-მდე. კანადური საცალო ვაჭრობის მიერ გამოქვეყნებული ფასებიდან გამომდინარე ახალი ჩიპი იქნება დაახლოებით მესამედით უფრო ძვირი იმავე მაღაზიაში შემოთავაზებულ Core i9-13900K მოდელთან შედარებით. Intel Raptor Lake სერიის დანარჩენი პროცესორების ოფიციალური პრემიერა მოსალოდნელია ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენა CES 2023-ზე იანვრის დასაწყისში. მათი დებიუტი შედგება Intel B760 ჩიპსეტზე დამყარებულ დედა დაფებთან ერთად. ძველი მოდელების მსგავსად ისინი ასევე თავსებადია Alder Lake პროცესორებისთვის განკუთვნილ Intel 600 სერიის დედა დაფებთან. https://tinyurl.com/5zhawct4
      • 1
      • Upvote
  4. კრიპტო ბირჟა Binance-მა თავის ბლოგზე გამოაცხადა, რომ 1 მლრდ აშშ დოლარი ჩადო კრიპტოვალუტეის ინდუსტრიის აღდგენის ფონდში, რომლის თანხები გამოყენებული იქნება ბაზრის იმ მონაწილეების მხარდასაჭერად, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან კრიპტო ბირჟა FTX-ის დაშლის შემდეგ. ბირჟამ აღნიშნა, რომ ეს თანხა მომავალში შეიძლება გაიზარდოს 2 მილიარდამდე, „თუ საჭირო გახდება“. ამ ინიციატივას შეუერთდა რამდენიმე კრიპტო საინვესტიციო კომპანია, მათ შორის Jump Crypto, Polygon Ventures და Animoca Brands, რომლებმაც საერთო ჯამში 50 მლნ აშშ დოლარი გამოყვეს. Binance-ის გეენრალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ მომხმარებლებს გაუზიარა საჯარო საფულის მისამართი 1 მლრდ აშშ დოლარის ბალანსით Binance-ის საკუთარ BUSD stablecoin-ში. ”ჩვენ ამას ვაკეთებთ გამჭვირვალედ,” - თქვა მან. Changpeng Zhao-მ ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დადო პირობა, რომ შექმნიდა ფონდი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის აღსადგენად - მას შემდეგ, რაც FTX-ის გაკოტრების შემდგომ პანიკის ტალღაში Binance-ის მომხმარებლებმა 6 დღეში კრიპტო ანგარიშებიდან 2.6 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გაიტანეს. Binance-მა განაცხადა, რომ ეს პროგრამა გაგრძელდება დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. ინვესტორების განაცხადები დამატებითი სახსრების შესატანად მხოლოდ მისასალმებელია. კრიპტო ბირჟამ აღნიშნა, რომ ფონდის მხარდასაჭერად 150-მდე კომპანიამ უკვე მიმართა. https://tinyurl.com/3wv9wm3u
  5. Microsoft და Sony არ გეგმავენ შემდეგი თაობის კონსოლების გამოშვებას მინიმუმ 2028 წლამდე. ამის შესახებ იტყობინება რესურსი Video Games Chronicle ორივე კომპანიის მიერ გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის ორგანოსთვის (CMA) მიწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც იძიებს Microsoft-ის მიერ ვიდეო თამაშების დეველოპერ Activision Blizzard-ის შეძენას. ფოტოს წყარო: Video Games Chronicle CMA-მ გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს მომავალი გარიგება PlayStation-ის კონკურენტუნარიანობაზე იმის გათვალისწინებით, რომ Blizzard-ის შერწყმა Microsoft-ს მიანიჭებს Call of Duty თამაშების სერიის მფლობელობას. ”ეს გავლენა სავარაუდოდ საგრძნობი იქნება განსაკუთრებით შემდეგი თაობის კონსოლების გამოშვებისას, როდესაც მოთამაშეები მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი კონსოლის ყიდვასთან დაკავშირებით,” - განაცხადა მარეგულირებელმა. CMA-ს შეშფოთების შესამსუბუქებლად Microsoft-მა განაცხადა, რომ კონსოლების შემდეგი თაობის გამოშვებამდე მრავალი წელი გავა და რომ პრეტენზიები გარიგების გავლენის შესახებ საბაზრო კონკურენციაზე ძალიან საკამათოა. მიუხედავად იმისა, რომ არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ გეიმერებმა ვენდორები შეიცვალონ შემდეგი თაობის კონსოლის ყიდვისას, Microsoft-მა განმარტა, რომ „ეს მოვლენა [კონსოლის ახალი გამოშვება] ხდება დაახლოებით ყოველ რვა წელიწადში ერთხელ“. იმის გათვალისწინებით, რომ Sony-მ და Microsoft-მა თავიანთი ამჟამინდელი თაობის კონსოლები, PlayStation 5 და Xbox Series X/S 2020 წლის ნოემბერში გამოუშვეს, შემდეგი თაობის Xbox (თუ Microsoft არ ცრუობს) გამოვა 2028 წელს. "კონსოლის შემდეგი თაობის გამოშვება არ არის მოსალოდნელი 2028 წლის შემოდგომამდე," დაადასტურა Microsoft-მა. Sony ამტკიცებს, რომ არსებობს ძალიან რეალური საფრთხე იმისა, რომ Call of Duty ექსკლუზიური იქნება Xbox-ისთვის, მაშინ როცა Microsoft აცხადებს, რომ მას ამის მცირე ბიზნეს სტიმული აქვს. გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლის განცხადებაში Sony-მ გამოაცხადა Microsoft-ის წინადადება, რომ Call of Duty ხელმისაწვდომი იყოს PlayStation პლატფორმაზე მხოლოდ 2027 წლამდე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შემდეგი თაობის კონსოლის პოპულარობაზე, რომელიც დაახლოებით ამ დროს გამოვა. იაპონური კომპანიის თქმით, Call of Duty-სა და სხვა Activision თამაშებზე წვდომის დაკარგვამ შეიძლება დააზარალოს PlayStation-ის ახალი ვერსიის კონკურენტუნარიანობა. აღინიშნება, რომ Microsoft-მა CMA-სთვის განკუთვნილ დოკუმენტში გამოაცხადა Sony-ს მიერ შემოთავაზებული ათწლიანი კონტრაქტის შესახებ Call of Duty-ისთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/3dkafk5p
  6. Twitter-ის ახალმა მფლობელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დაუშვა, რომ იძულებული იქნება შექმნას და გამოუშვას საკუთარი სმარტფონი, თუ Apple და Google გადაწყვეტენ სოციალური ქსელის აპლიკაციის ამოღებას App Store-დან და Play Store-დან, შესაბამისად. ეს განცხადება ბიზნესმემა თავის Twitter-ის ანგარიშზე გააკეთა ჟურნალისტ Liz Wheeler-ის პუბლიკაციის შემდეგ - მან განაცხადა, რომ ადამიანს, რომელიც „მარსისთვის რაკეტებს აწყობს“, App Store-დან და Google Play-დან Twitter-ის ამოღების შემთხვევაში, არ გაუჭირდება საკუთარი სმარტფონის გამოშვება. ამასთან, მისი აზრით, „ნახევარი ქვეყანა სიხარულით იტყვის უარს ჯაშუშობისკენ მიდრეკილ iPhone-ებსა და Android-ებზე“. ფოტოს წყარო: twitter.com/elonmusk მასკმა არ გამორიცხა ასეთი ვარიანტი, თუმცა ის უკიდურეს ზომად მიიჩნია. „იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ დიახ, თუ სხვა არჩევანი არ იქნება, ალტერნატიულ ტელეფონს შევქმნი“ - დაწერა Twitter-ის ხელმძღვანელმა. მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს Twitter-ის ერთადერთი მფლობელი გახდა და სოციალურ ქსელს სათავეში ჩაუდგა, ილონ მასკმა მნიშვნელოვნად შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა - შემცირება შეეხო როგორც მენეჯერებს, ასევე ჩვეულებრივ მომუშავეებს. საქმე ბრიუსელში კომპანიის ოფისის დახურვამდეც კი მოვიდა და რეკლამის განმთავსებლებმა დაიწყეს უარის თქმა პლატფორმასთან თანამშრომლობაზე. ითვლება, რომ კონტენტის მოდერაციის პოლიტიკის შეცვლა გამოიწვევს კონფლიქტს Google-თან და Apple-თან - აპლიკაციების მაღაზიის მფლობელებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ Twitter და მისი მომხმარებელები არღვევენ მათ წესებს. https://tinyurl.com/2ma4xmrt
  7. Ethereum-ის გუნდმა აამოქმედა devnet -ი სადეპოზიტო კონტრაქტიდან ვალიდატორების მიერ თანხის გამოტანის ტესტირების მიზნით. ამის შესახებ განაცხადა მომხმარებელ Geth-ის დეველოპერმა მარიუს ვან დერ ვეიდენმა. The Block-თან საუბრისას ვან დერ ვეიდენმა აღნიშნა, რომ devnet-ის ამოქმედება საშუალებას იძლევა ბლოკჩეინი მომზადდეს თანხის გამოტანის ფუნქციის დანერგვისთვის. მისი ინტეგრირება დაგეგმილია 2023 წლისთვის განახლება Shanghai-ს ფარგლებში. „ეს არის პირველი devnet, რომელიც აქტივების გატანის საშუალებას იძლევა ყველა იმპლემენტაციაზე და ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. იგი ასევე დაეხმარება სხვა მომხმარებლების დეველოპერებს - გამოცადონ მისი დანერგვა ქსელში გაწევრიანების გზით,” - განაცხადა მან. ვან დერ ვეიდენის თქმით Geth-ის გუნდის გარდა ტესტირებას შეუერთდნენ Lodestar-ის, Teku-ს, Lighthouse-ის, Nethermind-ისა და Prysm-ის დეველოპერები. 24 ნოემბერს OP Labs-ის ხელმძღვანელმა ლიამ ჰორნმა ასევე განაცხადა, რომ Ethereum-ის ძირითადი განვითარების ჯგუფი განიხილავს EIP-4844 წინადადების ბლოკჩეინში ინტეგრირების შესაძლებლობას. „EIP-4844 დაუმატებს Ethereum-ს მოკლევადიანი მონაცემებისთვის განკუთვნილ ახალ მოსაკრებელ ბაზარს (fee market). Rollup-ები გამოიყენებენ მას მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჩვეულებრივი გაზის მიღების ნაცვლად, ”- დაწერა მან. ჰორნის თქმით წინადადების იმპლემეტაცია ტრანზაქციის საკომისიოებს „დაახლოებით 100-ჯერ“ შეამცირებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეველოპერების ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ გაუმჯობესება შევა განახლება Shanghai-ში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ვიტალიკ ბუტერინმა გამოაქვეყნა განახლებული სამოქმედო გეგმა Ethereum-ის განვითარების შესახებ. პროექტის გუნდი აპირებს გადაჭრას "MEV პრობლემები" და სრულად განახორციელოს zk-SNARK ტექნოლოგიის ინტეგრაცია ბლოკჩეინში. https://tinyurl.com/46m2rhm9
  8. Wccftech-ისა და Chi11eddog-ის მონაცემებით გაყიდვების დაწყების პირველ კვირაში გაიყიდა RTX 4090 ვიდეო ბარათის 130 ათასი ერთეული, RTX 4080 კი - 30 ათასი ერთეული. საინფორმაციო მედიის თვალში RTX 4090-ის კომერციული წარმატება გარდაუვალია, რადგან მისი კონკურენტები არ არსებობენ და ბევრი მომხმარებელი მზადაა გადაიხადოს 1000 აშშ დოლარზე მეტი ვიდეო ბარათში. მომხმარებლების რეალური მოთხოვნები ასევე დემონსტრირებს ამ ფაქტს: RTX 4090 ამ პლატფორმაზე გაიყიდა 3.4-ჯერ მეტი, ვიდრე RTX 4080. ცხადია, რომ NVIDIA-ს მცდელობამ - გამოეშვა კიდევ ერთი ვიდეო ბარათი 1000 აშშ დოლარზე მაღალი ღირებულებით - არ გაამართლა. Tom's Hardware-მა აღმოაჩინა, რომ eBay US დღეში საშუალოდ ყიდის მხოლოდ 8 RTX 4080 გრაფიკულ ბარათს, ხოლო 4080 30%-ით აღემატება საცალო ფასს eBay-ზე და აშკარად არ არის ისეთი მიმზიდველი, როგორც RTX 4090. მიუხედავად იმისა, რომ გამოშვებიდან პირველ კვირაში RTX 4090 ვიდეო ბარათის საშუალო ფასი eBay-ზე საცალო ფასს 54%-ით აღემატებოდა, გაყიდვებმა დღეში 64 ერთეულს მიაღწია. 4090-ზე შესაძლოა ფასი შემცირდეს: როგორც ითქმის, "არსებობს სივრცე უკან დახევისთვის". თანაც AMD აპირებს ახალი RX 7000 სერიის გაყიდვების დაწყებას სამ კვირაში. ორივე სამომავლო ვიდეო ბარათი (RX 7900 XTX და RX 7900 TX) 1000 აშშ დოლარზე ნაკლები ეღირება. https://tinyurl.com/yc8cpujw
  9. 2019 წლის შემოდგომაზე ელექტრო პიკაპის წარდგენის შემდეგ Tesla-მ არაერთხელ გადადო Cybertruck-ის მასობრივი წარმოების დაწყება, მაგრამ ახლა ილონ მასკი აცხადებს, რომ გაყიდვები 2023 წლის შუა რიცხვებისთვის დაიწყება. ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებდა, რომ მხოლოდ პირველ კვირაში Cybertruck-ზე კომპანიამ მიიღო 250 000 წინასწარი შეკვეთა, თუმცა ახლა არაოფიციალური მონაცემები ამ რიცხვის ექვსჯერ გაზრდის შესახებ იუწყება. კომპანიამ დიდი შემოსავალი მიიღო წინასწარი შეკვეთებით. ფოტოს წყარო: Tesla Tesla Cybertruck-ის მიწოდებაზე წინასწარი შეკვეთების რაოდენობის აღრიცხვის სამუშაოები ჩაატარეს პროფილური საზოგადოების დამოუკიდებელმა ენთუზიასტებმა. ამჟამად რესურსი Electrek ამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ წლის განმავლობაში შეკვეთების რაოდენობა მილიონიდან მილიონნახევრამდე გაიზარდა. ერთადერთი პლატფორმა, სადაც Cybertruck-ის აწყობა მოხდება უახლოეს წლებში, იქნება Tesla-ს ქარხანა ტეხასში. მისი საწარმოო სიმძლავრე Y კროსოვერების წარმოებისთვის გარკვეულ მომავალში საკმარისი იქნება, რომ წელიწადში 250 000 მანქანა გამოვიდეს. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენად მალე გაიზრდება Cybertruck პიკაპების წარმოების მოცულობა მსგავს დონემდე. გარდა ამისა, ამავე საწარმოში იწარმოება მეორე თაობის Roadster, რობოტიზებული ტაქსი, ასევე ადამიანისმაგვარი რობოტი Optimus. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რთულია პროგნოზირება, რამდენი წელი დასჭირდება Tesla-ს Cybertruck-ზე პოტენციური მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, თუნდაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ რამდენიმე ასეული ათასი გადაიზარდოს რეალურ გარიგებად მილიონნახევარი წინასწარი შეკვეთიდან. ამ დროისთვის 100 აშშ დოლარის ოდენობის დაბრუნებადი დეპოზიტი საკმარისია წინასწარი შეკვეთის განსათავსებლად, ასე რომ არ დადგება სერიოზული შედეგები იმ მომხმარებლისთვის, რომელიც განაცხადს გააუქმებს. მეორე მხრივ, წინასწარი შეკვეთის ეტაპმა Tesla-ს საშუალება მისცა მოეპოვებინა 150 მლნ აშშ დოლარი, რაც საკმაოდ სერიოზული თანხაა საბრუნავი კაპიტალის შესავსებად, რომლის ნაწილი შეიძლება დაიხარჯოს Cybertruck-ის მასიური წარმოებისთვის მომზადებაზე. 2019 წელს გამოცხადდა, რომ პიკაპის საწყისი ფასი 40 ათასი აშშ დოლარი იქნებოდა, მაგრამ ამჟამად ცხადია, რომ რეალურად Cybertruck გაცილებით ძვირი იქნება. წარმოების დაწყებისას ნებისმიერი კომპანია დაინტერესებულია უფრო ძვირადღირებული მოდიფიკაციების გამოშვებით, რათა სწრაფად დაფაროს დანახარჯები. Tesla Cybertruck-ის ყველაზე რეალური საწყისი ფასი, თუ გაყიდვები მომავალ წელს დაიწყება, არის მინიმუმ 50 ათასი აშშ დოლარი. კომპანია შეეცდება შეინარჩუნოს 80 ათას აშშ დოლარამდე დიაპაზონი აშშ-ის ბაზარზე პიკაპის ერთი მოდიფიკაციით, რათა მომხმარებლებმა მოითხოვონ 7500 აშშ დოლარის გადასახადის გამოქვითვა სახელმწიფოსგან. https://tinyurl.com/4thmea42
  10. კრიპტო ბირჟა Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ დაუშვა FTX-ის აქტივების ყიდვის შესაძლებლობა. Bloomberg-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ზოგიერთი მათგანის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. Zhao-ს თქმით, Binance-მა უარი თქვა FTX-ის ყიდვაზე, რადგან მას არ ჰქონდა სრული წვდომა პრობლემური კონკურენტის ანგარიშზე, მათ შორის მის პლატფორმაზე ვაჭრობის ისტორიაზე. მან აღნიშნა, რომ ბირჟა კომპანიის აქტივებს იკვლევს, რადგან გადახდისუუნარობის შუამდგომლობის შეტანასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გაჩნდა. „მათ ინვესტიცია განახორციელეს სხვადასხვა პროექტში. ზოგი მათგანი კარგია, ზოგიც ცუდი. მაგრამ ვფიქრობ, არის გარკვეული აქტივები, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელია და რომლებიც იწვევს ინტერესს“, - განმარტა მან. ამავდროულად Zhao-მ განაცხადა, რომ ბირჟა შექმნის 1 მლრდ აშშ დოლარის ფონდს სექტორში პრობლემური კომპანიების შესაძენად. მან აღნიშნა, რომ ფონდის ფარგლები შეიძლება გაფართოვდეს, თუ მითითებული თანხა "არ იქნება საკმარისი". ადრე Binance-მა დააანონსა ფონდი, რომლის მიზანია კრიპტო ინდუსტრიის აღდგენა. Zhao-ს თქმით კომპანიამ უკვე გამართა მოლაპარაკებები ბაზრის არაერთ მონაწილესთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირჟის პარტნიორები ამ ინიციატივაში „წვლილს შეიტანენ საკუთარი შეხედულებისამებრ“. Zhao-მ დაადასტურა, რომ ამერიკული ფილიალი, Binance US, წარადგენს ახალ წინადადებას აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გაკოტრებულ კრედიტორ Voyager Digital-ის აქტივების გაყიდვის მიზნით. მან ასევე განაცხადა, რომ Genesis-ის პოტენციური გაკოტრება გავლენას მოახდენს "ზოგიერთ დიდ ინსტიტუციონალურ მოთამაშეზე" და აღნიშნა, რომ კრიპტო ინდუსტრია არ ჩამოიშლება პლატფორმის პრობლემების გამო. შეგახსენებთ, Wall Street Journal-ის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ Binance არ განახორციელებს ინვესტირებას Genesis Trading-ში 1 მლრდ აშშ დოლარის გადაუდებელი დაფინანსების ძიების ფონზე. https://tinyurl.com/ynbsbfnt
  11. ახალი ფლაგმანური გრაფიკული ამაჩქარებლების - AMD Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT-ს ანონსმა ჰაერში დატოვა რამდენიმე კითხვა - იმავე დღეს AMD-ის პარტნიორებს შორის მხოლოდ ASUS-მა დააანონსა არარეფერენსული ვერსიების გამოშვება. ამ ვითარებამ განაპირობა აზრი, რომ არარეფერენსული“ მოდელების გამოსვლა შესაძლოა შეფერხებულიყო რამდენიმე კვირით ან 2-3 თვით მაინც. შეშფოთება უსაფუძვლო აღმოჩნდა - ASUS-ის გარდა PowerColor-მა და Sapphire-მა განაცხადეს თავიანთი გეგმების შესახებ - გამოუშვან ახალი გრაფიკული ამაჩქარებლების საკუთარი ვერსიები. ცნობილი გახდა, რომ AMD-ის პარტნიორების მოდიფიკაციები 13 დეკემბერს გამოვა - როგორც ეტალონური, ისე ინსაიდერული მოდელები. შეფერხების შესახებ გაჟღერებული ცნობები, პირველ რიგში, გამოწვეული იყო ინფორმაციის ნაკლებობით - ჯერჯერობით არც ერთ ხსენებულ კომპანიას არ გამოუქვეყნებია სამომავლო ვიდეო ბარათების სრული ტექნიკური მახასიათებლები და ყოვლისმომცველი ფოტოები. RX 7000-ის გამოშვებისთვის მზადება მიმდინარეობს ბევრად საიდუმლოდ, ვიდრე ხდებოდა RTX 4000-ის შემთხვევაში, რომლის გაყიდვების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ინტერნეტში უკვე განთავსებული იყო ვიდეო დაფის როგორც ფოტოები, ისე საწარმოო ხაზები. როგორც თემატური რესურსები ვარაუდობენ, AMD-მ შესაძლოა ვენდორებს სთხოვა არ წარადგინონ არარეფერენსული მოდელები ვადაზე ადრე - შესაძლოა ანონსების მთელი სერია 13 დეკემბრის სიახლოვეს ვიხილოთ. https://tinyurl.com/ymjnb4hk
      • 1
      • Thanks
  12. ანალიტიკურ სააგენტო Jon Peddie Research-ის (JPR) წყალობით ცნობილი გახდა, რომ მესამე კვარტალში ყველა ტიპის გრაფიკული პროცესორის მიწოდება 25%-ით შემცირდა. სააგენტომ ასევე გააზიარა ცნობები, როგორ შეიცვალა დისკრეტული ვიდეო ბარათების ბაზარი ხსენებულ პერიოდში. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი კიდევ უფრო შემცირდა, AMD-მ კი სერიოზული წილი დაუთმო NVIDIA-ს ამ მიმართულებით. ფოტოს წყარო: WCCFTech დისკრეტული გრაფიკის ბაზარი ძალიან შემცირდა. 2022 წლის მესამე კვარტალში ვიდეო ბარათების მიწოდების მოცულობამ შეადგინა მხოლოდ 14 მილიონი ერთეული, რაც 41.6%-იან კლებას წარმოადგენს გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით - იმ დროს მიწოდების მოცულობა 24 მილიონ ვიდეო ბარათს შეადგენდა. ერთი კვარტალით ადრე კი ბაზარზე მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო - 2022 წლის მეორე კვარტალში 19 მილიონი დისკრეტული ვიდეო ბარათი იქნა მიწოდებული. მობილური და დესკტოპ ვიდეო ბარათების მიწოდება თანაბრად გაიყო - თითოეულ სეგმენტში 7 მილიონი ბარათი იქნა მიწოდებული. ადრე დესკტოპ ვიდეო ბარათები დომინირებდა: ერთი კვარტალით ადრე მოხდა 10 მილიონი დესკტოპ ბარათის და 8.6 მილიონი მობილური ვიდეო ბარათის მიწოდება; მიმდინარე წლის მესამე კვარტალში განხორციელდა 13 მილიონი დესკტოპ ვიდეო ბარათის და 11.6 მილიონი მობილური დისკრეტული ვიდეო ბარათის მიწოდება. ამავდროულად NVIDIA-მ მოახერხა სერიოზულად გაეზარდა წილი დისკრეტული გრაფიკის ბაზარზე - მისმა წილმა მესამე კვარტალში 88% შეადგინა, რაც წინა კვარტალზე 8 პროცენტული პუნქტით მეტია. შედეგად AMD-ს დარჩა დისკრეტული გრაფიკის ბაზრის მხოლოდ 8%, მეორე კვარტალში მისი წილი 15% იყო. ხოლო დარჩენილი 4% დაიკავა Intel-მა. დესკტოპ სეგმენტში AMD შედარებით უკეთესადაა - იგი 10%-იან წილს იკავებს. ბაზრის დარჩენილი ცხრა მეათედი განაწილდა NVIDIA-ს შორის 86%-იანი წილით, Intel-ის წილი ამ შემთხვევაშიც 4%-ია. რაც შეეხება მობილურ სეგმენტს, აქ NVIDIA-ს დომინირება კიდევ უფრო ძლიერია - კომპანია ფლობს ბაზრის 90%-ს, ხოლო Intel და AMD თანაბრად ინაწილებენ დარჩენილ 10%-ს. ინტეგრირებული, მობილური და დესკტოპ გრაფიკული პროცესორების ჯამური მიწოდების მოცულობა სწრაფად მცირდება 2021 წლის მეორე კვარტლიდან. მაშინ მკვეთრი ვარდნა მოხდა მესამე კვარტალში, შემდეგ 2022 წელი სტაბილური იყო წლის პირველ მეოთხედში, შემდეგ კი კვლავ აქტიური კლება დაიწყო. ეს ვითარება აშკარად გამოწვეულია მსოფლიოში არსებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური არასტაბილურობით. ანალიტიკოსები ელიან, რომ მომავალ წელს გრაფიკული პროცესორების გაყიდვები კიდევ უფრო დაეცემა. 2024 წელი იქნება სტაბილურად დაბალი, აღდგენა კი დაიწყება 2025 წლიდან, თუმცა ზრდა უმნიშვნელო იქნება. პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე რთული ვითარებაა: პანდემიის დროს კომპიუტერებზე მოთხოვნა გაიზარდა და ახლა მათი საჭიროება მნიშვნელოვნადაა შემცირებული. გრაფიკული პროცესორების ბაზარზე უშუალო გავლენა იქონია მაინინგმა და უზრუნველყო დისკრეტული გრაფიკის მაღალი გაყიდვა. ამჟამად ბაზარი გადავსებულია მაინერების იაფი, მეორადი ვიდეო ბარათებით, მაღაზიებში საკმარისზე მეტია ახალი ვიდეო ბარათები, თუმცა ზოგიერთის ფასი მეტისმეტად მაღალია. https://tinyurl.com/4vwdwdwn
  13. ორი წამყვანი Stablecoin-ის - USDT-ისა და USDC-ის ჯამური კაპიტალიზაცია Bitcoin-ის კაპიტალიზაციას გადააჭარბებს. ეს პროგნოზი გააკეთა ოქროს მხარდამჭერმა და პირველი კრიპტოვალუტის კრიტიკოსმა პიტერ შიფმა. „აშშ დოლარით მხარდაჭერილი ორი უმსხვილესი Stablecoin-ის ღირებულება ბაზრის 14%-ს შეადგენს. ეს არის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ღირებულების 80%“ - განაცხადა Euro Pacific-ის პრეზიდენტმა. მისი აზრით მალე USDT-ისა და USDC-ის კაპიტალიზაცია Bitcoin-ისას გადააჭარბებს. CoinGecko-ს მონაცემებით ციფრული ოქროს კაპიტალიზაცია წერის მომენტისთვის 317.2 მლრდ აშშ დოლარია, ორი Stablecoin-ის ერთობლივი ღირებულება 109.7 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. წყარო: CoinGecko. შიფმა ყურადღება გაამახვილა კრიპტოვალუტების მიწოდების ზრდასა და მათზე მოთხოვნის ვარდნაზე. მისი გათვლებით, გასული წლის განმავლობაში პირველი მაჩვენებელი "დაახლოებით 50%-ით" გაიზარდა. „მაგრამ იმავე პერიოდში ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა დაახლოებით 73%-ით. Bitcoin-მანია დასრულდა. იყიდეთ ოქრო, ”- განაცხადა შიფმა. Euro Pacific-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა FTX-ის კოლაფსზე და სახელისუფლებო ზედამხედველობაზე. მან ვერ დაინახა მეტი რეგულაციის საჭიროება და ფედერალურ სარეზერვო სისტემას მოუწოდა "შეწყვიტოს სახლმწიფო სტიმულირება, სუბსიდიები, გარანტიები და გადარჩენის ოპერაციები". „ეს შეტყობინება შთაგონებული იყო მათ მიერ, ვინც ითხოვს მეტ სამთავრობო რეგულირებას SBF-ისა და FTX-ის თაღლითობის შესახებ. თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის სილამაზე ის არის, რომ იგი თვითრეგულირებადია. რეპუტაციისთვის კონკურენცია და მოგება-ზარალი საუკეთესო მარეგულირებელია“, - განაცხადა შიფმა. შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში შიფმა Bitcoin-ის 10 ათას აშშ დოლარამდე ვარდნა დაუშვა 30 აშშ დოლარიანი დონის მკვეთრი გარღვევის შემთხვევაში. აგვისტოში მან გაიმეორა თავისი პროგნოზი და განაცხადა, რომ ეჭვი ეპარებოდა პირველი კრიპტოვალუტის ფასის ახალ სიმაღლეებზე მიღწევაში. https://tinyurl.com/yck49zzk
  14. კომპანია AMD-მ თავის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში ფასები შეამცირა Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებულ უახლეს დესკტოპ Ryzen 7000 პროცესორებზე. რამდენიმე დღით ადრე უმსხვილესმა ევროპულმა და ამერიკულმა საცალო რითეილერებმა გამოაცხადეს ჩიპების მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაყიდვის შესახებ. იმ დროს მიიჩნეოდა, რომ შავი პარასკევის აქციების ფარგლებში ფასების შემცირებაზე იყო საუბარი. როგორც ჩანს, ახლა ჩიპების ფასები პერმანენტულად შემცირდა თავად AMD-ს მიერ. ფოტოს წყარო: VideoCardz ყველაზე მეტად გაიაფდა ფლაგმანური 16-ბირთვიანი მოდელი Ryzen 9 7950X. ამჟამად იგი AMD-ს მიერ შემოთავაზებულია 574 აშშ დოლარად, რაც 125 აშშ დოლარით იაფია საწყის ფასთან (699$) შედარებით. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ფასდაკლება პროცესორზე, რომელიც გაყიდვაში ორ თვეზე ნაკლებია, რაც გამოვიდა. ფოტოს წყარო: AMD მწარმოებელი კომპანიები, როგორც წესი, არ ამცირებენ ფასებს ახალ პროდუქტებზე მათი გამოშვებიდან ასე მალე. როგორც ჩანს, AMD ახალ პროცესორებთან დაკავშირებით მოსალოდნელზე დაბალი მოთხოვნის წინაშე დგას. ეს ალბათ აიხსნება მათი მუშაობისთვის საჭირო, ახალი Socket AM5-ის მქონე დედა დაფების ზედმეტად მაღალი ღირებულებით. პორტალ VideoCardz-ის მონაცემებით AMD-ს ახალ ჩიპებში დეფიციტი არ შეინიშნება. Ryzen 7000 სერიის ოთხივე პროცესორი დიდი რაოდენობითაა ხელმისაწვდომი ყველა მაღაზიაში. როგორც ჩანს, AMD ცდილობს გაზარდოს ინტერესი ახალი პროდუქტების მიმართ მანამ, სანამ Intel გამოუშვებს Raptor Lake მოდელებს დაბლოკილი მულტიპლიკატორით (დასახელებაში "K" სუფიქსის გარეშე). https://tinyurl.com/3zkysa37
  15. უკვე დიდი ხანია ვრცელდება ცნობები Samsung Electronics-ის გეგმის შესახებ - მიაღწიოს ტექნოლოგიურ რევანშს 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლისას. ამჟამად გამომცემლობა The Korea Economic Daily აცხადებს, რომ მეორე თაობის 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის მზადება მიმდინარეობს მინიმუმ ხუთ დამკვეთთან, რომელთა შორისაა NVIDIA, Qualcomm, IBM და Baidu. პროფილური პროდუქციის მასობრივი მიწოდება 2024 წელს დაიწყება. ფოტოს წყარო: Samsung Electronics NVIDIA-სთვის კორეული კომპანია სავარაუდოდ დაამზადებს 3-ნანომეტრიან გრაფიკულ პროცესორებს. ცნობილია, რომ Samsung NVIDIA-სთვის უშვებს 8-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორების Ampere სერიას, მაგრამ ამ სერიის შთამომავალი თაობა Ada Lovelace გადავიდა კონკურენტ TSMC-ის 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. კორპორაცია IBM აპირებს Samsung-ს ანდოს სასერვერო დანიშნულების ცენტრალური პროცესორების გამოშვება 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, Qualcomm ტრადიციულად ყურადღებას გაამახვილებს შეკვეთებზე მობილური პროცესორების სეგმენტში, ხოლო ჩინური გიგანტი Baidu დაინტერესებულია ქლაუდ კლასის ხელოვნური ინტელექტის სისტემების ამაჩქარებლების წარმოებით 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. როგორც ცნობილია, 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში Samsung ელის TSMC-ისა და Intel-ის სახით კონკურენტების უკან ჩამოტოვებას, ამასთან გარემომცველი ტრანზისტორების (GAA) გამოყენებაზე გადასვლას. ივნისში კომპანიამ უკვე დაიწყო 3-ნანომეტრიანი პროდუქციის მასობრივი წარმოება ჩინელი მომხმარებლებისთვის, მაგრამ ეს იყო პირველი თაობის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენებოდა შედარებით მარტივი გადაწყვეტილებების წარმოებისთვის მაინინგის დაჩქარების მიზნით. სტრუქტურულად უფრო რთული კომპონენტების შემთხვევაში Samsung აპირებს მეორე თაობის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებას, რომელიც 2024 წელს იქნება ათვისებული. ათწლეულის შუა პერიოდისთვის კომპანია გეგმავს 2-ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოებას, ხოლო ათწლეულის ბოლოსთვის აპირებს, რომ გახდეს ჩიპების წამყვანი საკონტრაქტო მწარმოებელი. https://tinyurl.com/4vmh8j6k
  16. Bitcoin ბირჟა Binance არ განახორციელებს ინვესტირებას Genesis Trading-ში იმის ფონზე, რომ კრიპტოლენდინგ პლატფორმა 1 მლრდ აშშ დოლარის სასწრაფო დაფინანსების მოძიებას ცდილობს, იტყობინება The Wall Street Journal. უარის მიზეზი იყო ინტერესთა პოტენციური კონფლიქტი Binance-სა და Digital Currency Group-ის (DCG) ბარი სილბერტის შვილობილი კომპანიის ბიზნეს მოდელს შორის, განაცხადა წყარომ. Genesis ასევე ცდილობდა ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებას ალტერნატიული ინვესტიციების მმართველ Apollo Global Management-თან. კრიპტოლენდინგ კომპანიამ 14 ნოემბერს მოითხოვა 1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზზე ექსპრეს წვდომა ლიკვიდურობის ნაკლებობის მოტივით. მოთხოვნა გაიცა FTX-ის კოლაფსის შემდეგ თანხების გატანისა და ახალი სესხების გაცემის შეჩერებამდე. The Block-ის თანახმად Genesis-მა დაფინანსების მიზანი 500 მლნ აშშ დოლარამდე შეამცირა. დამატებითი ფულის მოძიების გარეშე კომპანია პოტენციურად გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას. DCG-ს არ სურს შვილობილი კომპანიის გადარჩენისთვის ვენჩურული პორტფელის ნაწილის გაღება. მშობელი კომპანია ასევე არ აპირებს Grayscale Investments-ის გაყიდვას, რომელიც შემოსავლის მნიშნელოვანი წყაროა. „ჩვენ არ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში გაკოტრების განცხადების გაკეთებას. ჩვენი მიზანია არსებული პრობლემების კონსენსუსის დონეზე გადაჭრა. Genesis აგრძელებს კრედიტორებთან კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს“, - აცხადებენ ლენდინგ კომპანიაში. Genesis-ის საკრედიტო ოპერაციების გაყინვისა და Grayscale-ის მიერ რეზერვების გამჟღავნებაზე უარის ფონზე საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა თავად DCG-ის სტაბილურობასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/yxcasmpm
  17. კორპორაცია Apple-მა უარი თქვა iPhone-ებში ჩინურ კომპანია YMTC-ის ფლეშ-მეხსიერების გამოყენებაზე - ანალიტიკოსები მთავარ მიზეზად ასახელებენ შეერთებული შტატების მიერ ჩინეთის ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღებას, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ასევე მიუთითებს აღნიშნული კომპანიის ჩიპების ტექნიკურ მახასიათებლებზე, რომლებიც ჩამორჩება კონკურენტების პროდუქტებს. სპეციალიზებული მედიის ცნობით Apple Samsung-ის მეხსიერების გამოყენებას აპირებს YMTC მეხსიერების ნაცვლად, რომლის ხარისხი კითხვებს არ იწვევს - პირველ რიგში საუბარია 128- და 176-შრიან ჩიპებზე. ერთადერთი ბაზარი, სადაც Apple-ს ჯერ კიდევ შეუძლია YMTC მეხსიერების გამოყენება, ფაქტობრივად, ჩინეთის ბაზარია. რომ არა აშშ-ს მარეგულირებლების შეზღუდვის ზომები, ექსპერტების პროგნოზით, კომპანიას შეეძლო დაუფლებოდა NAND ფლეშ-მეხსიერების ბაზრის 20%-ს უახლოეს წლებში. ახლა ჩინურ კომპანიას გაუჭირდება მომხმარებლების პოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელი 128-ფენიანი ჩიპებიდან 232-ფენიანებზე გადასვლაც შენელდება. თუმცა YMTC-ის სერვისებზე ასევე დიდი მოთხოვნაა სმარტფონებისა და სხვა მობილური მოწყობილობების ჩინელ მწარმოებლებს შორის, ამიტომ Apple-ის გადაწყვეტილება კომპანიისთვის აშკარად არ იქნება ფატალური. https://tinyurl.com/2s43c6mh
  18. Sony და Honda, რომლებმაც ერთობლივი საწარმო შექმნეს სახელწოდებით Sony Honda Mobility მოწინავე ელექტრომობილების წარმოებისთვის, არ გამორიცხავენ PlayStation 5 გეიმინგ კონსოლის ახალ მანქანებში ინტეგრაციას. სტარტაპის წარმომადგენლის თქმით ეს „ტექნიკურად შესაძლებელია“ და მათ დამატებით უპირატესობას მისცემს ისეთ კომპანიებთან კონკურენციაში, როგორიცაა Tesla. როგორც ცნობილია, შარშან Tesla Model S-სა და X-ის უახლეს ელექტრომობილებში წარმოდგენილი იქნა უფრო დიდი ჰორიზონტალური დისპლეი, ხოლო ბორტ კომპიუტერში - AMD RDNA 2-ზე დამყარებული გრაფიკული პროცესორი. პრეზენტაციაზე კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ჩიპი "სიტყვასიტყვით PlayStation 5 დონეზეა. თუმცა ამ დრომდე Tesla-ს დაპირებები რესურსზე ინტენსიური თამაშების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, როგორიცაა Cyberpunk 2077, არ განხორციელებულა და მომხმარებლებს შეუძლიათ დაეყრდნონ მხოლოდ ორიგინალურ Sonic the Hedgehog-ს 2D-ში. Sony მანქანებში არა მხოლოდ თამაშების მხარდაჭერას აპირებს. Sony Honda Mobility-ს წარმომადგენლის თქმით საუბარი ეხება „მანქანის, როგორც აპარატული უზრუნველყოფის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს თავსებადობას კომპანიის მიერ შემოთავაზებულ გასართობ და ქსელურ ფუნქციებთან“. სხვა სიტყვებით, იგეგმება მანქანის გარდაქმნა მედიაკონტენტის მოხმარების საშუალებად. გარდა ამისა, Sony Honda Mobility-მ უნდა გადაჭრას მნიშვნელოვანი პრობლემა - გახადოს მანქანები ავტონომიური. „იმისთვის, რომ დატკბეთ მანქანის სივრცით, აუცილებელია იგი გახდეს ისეთი სივრცე, სადაც არ მოგიწევთ მართვა“ - აცხადებენ კომპანიაში. Sony-ს ევალება შექმნას გასართობი სისტემა, პროგრამული უზრუნველყოფა და სენსორები, რომლებიც საჭიროა ავტონომიური მართვისთვის, Honda კი არის მანქანების შესანიშნავი მწარმოებელი და ეს კომპანიები ერთად აპირებენ წარმატებით გაუწიონ კონკურენცია სხვა მოწინავე ტექნოლოგიებს, როგორიცაა Tesla Full Self-Driving. ამ სისტემის ბეტა-ვერსია დღესდღეობით 160 ათასზე მეტ ელექტრომობილში მუშაობს. Tesla-ს არც ისე ცოტა პრობლემა აქვს ავტონომიურ სისტემებთან მიმართებაში ისევე, როგორც მსგავსი ტექნოლოგიების შემქმნელ სხვა კომპანიებს. Vision-S 02 //ფოტოს წყარო: Sony ავტომობილების დისპლეებზე მოცულობითი რესურსის მქონე თამაშების გაშვების შესაძლებლობამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დროა - Sony და Honda ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მიწოდების დაწყებას 2026 წლის დასაწყისში აპირებენ. ჯერჯერობით დანამდვილებით უცნობია, როგორი იქნება მანქანების იერსახე. გამოფენა CES 2020-ზე Sony-მ წარადგინა კონცეპტი Vision-S 01, CES 2022-ზე კი - ვერსია 02. ვარიანტი Vision-S შეიქმნა მანქანათმშენებელ კომპანია Magna-სთან თანამშრომლობით და აქვს 200 კვტ სიმძლავრის ორი ელექტრო ძრავი, რაც ავტომობილის 100 კმ/სთ-მდე აჩქარების საშუალებას 4.5 წამში იძლევა. Sony-მ მანქანაში ჩააშენა კამერები, ლიდარები, რადარები და დამატებითი ულტრაბგერითი სენსორები, ხოლო თავად სალონში სულ მცირე ცხრა დისპლეია მოცემული. როგორც Sony-მ და Honda-მ დაგეგმეს, ავტომობილების მფლობელებმა უფრო და უფრო მეტი დრო უნდა გაატარონ თავიანთ მანქანებში - მსგავს კონცეფციას მისდევენ სხვა კომპანიები, Tesla-დან დაწყებული - Hyundai-თ დამთავრებული. ჯერჯერობით უცნობია რამდენად განხორციელდება ეს პროექტები, მაგრამ სავარაუდოა, რომ PlayStation 5-ის გამოჩენა მანქანაში შეიძლება სერიოზული უპირატესობა იყოს მყიდველთა დიდი ჯგუფისთვის. https://tinyurl.com/4d877dt3
  19. მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე 0.51%-ით გაიზარდა. ინდიკატორმა წინა უმნიშვნელო კლება დააკომპენსირა და მიაღწია ახალ მაქსიმუმს - 36.95 Т. წყარო: BTC.com. საშუალო ჰეშრეითი მუდმივად აღემატებოდა 260 EH/s-ს დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში. Glassnode-ის მიხედვით ქსელის გამოთვლითი სიმძლავრის რეკორდული მაჩვენებელი (7 დღის მოძრავი საშუალო) იყო 272.4 EH/s 1 ნოემბერს. 12 ნოემბერს მაჩვენებელი მაქსიმუმს მიუახლოვდა და 272 EH/s დონეს გადააჭარბა. წყარო: Glassnode. მაინინგ პულების მხრივ Foundry USA (26,73%) თავდაჯერებულად იკავებს ლიდერობას Bitcoin-ის ჰეშრეითში წილის მხრივ. მეორე და მესამე პოზიციებს იკავებენ AntPool (17.51%) და Binance Pool (14.98%). წყარო: BTC.com. ივნისში Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ მაინერების ფულადი ნაკადი 80%-ით შემცირდა მისი 2021 წლის ნოემბრის მაქსიმუმთან შედარებით ორი წლის წინანდელ დონემდე. შემოსავლებზე უარყოფითად იმოქმედა ფასების სტაგნაციამ, ელექტროენერგიის ტარიფების მატებამ და სირთულის მუდმივმა ზრდამ. იმავე თვეში ინდუსტრიის საჯარო კომპანიებმა გაყიდეს მეტი კრიპტოვალუტა, ვიდრე მოიპოვეს. ტენდენცია ივლისში გაგრძელდა და აგვისტოში შეიცვალა. ოქტომბერში Arcane Research-ის ექსპერტებმა შეაფასეს მაინერებისთვის „მტკივნეული ზღვარი“ 18.300 დოლარად BTC-ზე. წერის დროს ციფრული ოქრო 16.090 დოლარად იყიდება (CoinGecko). Glassnode-მა ყურადღება გაამახვილა, რომ Bitcoin-ის მაინერების მთლიანი ბალანსი განახლებულია 10 თვის მინიმუმზე. Hashprice (მაინერების დღიური შემოსავალი დახარჯული გამოთვლითი სიმძლავრის მიხედვით) იმყოფება 56$ PH/s დონეზე. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 247 აშშ დოლარი იყო. წყარო: Hashrate Index. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, მაინინგის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების მიმწოდებელმა Compute North-მა განაცხადა გაკოტრების შესახებ. ოქტომბერში Nasdaq-ის სიაში შემავალმა Core Scientific-მა განაცხადა გადახდისუუნარობის საფრთხის შესახებ. დაფინანსების ნაკლებობის გამო მაინინგის ოპერაციების შემცირების ან შეწყვეტის რისკების შესახებ იტყობინება Argo Blockchain. https://tinyurl.com/bbtz8fau
  20. ბოლო თვეებში ჩნდება დეტალები Ryzen 7000 პროცესორების შესახებ, რომლებიც „X” სერიას არ მიეკუთვნება. ადრე ცხადდებოდა, რომ Ryzen 5 7600 გამოჩნდა SiSoftware Sandra Benchmark-ზე, რის შედეგად ცნობილი გახდა პროცესორის აპარატული მახასიათებლები და წარმადობა. Ryzen 7 7700 მოდელი გამოჩნდა Geekbench-ის ტესტებში, სადაც ჩიპი 5%-ით ნელი აღმოჩნდა ერთნაკადიან ტესტში და 11%-ით ნელი - მრავალნაკადიან სამუშაო დატვირთვებში Ryzen 7 7700X-თან შედარებით. ამჟამად მორიგი ინსაიდერის ახალი ინფორმაციით მეტი რამ გახდა ცნობილი მოსალოდნელი სამომავლო პროცესორების ტაქტის სიხშირეების, გამოშვების თარიღისა და ფასების შესახებ. chi11eddog-ის ცნობებით Ryzen 5 7600-ს ექნება Ryzen 5 7600X-თან (5.3 გჰც) შედარებით 5.1 გჰც-მდე შემცირებული ტაქტის სიხშირე. თუმცა ალტერნატიული ინფორმაციით ორივე ხსენებულ პროცესორს აქვთ ბირთვების იდენტური კონფიგურაცია და ქეშის მოცულობა, ამიტომ ახალი პროცესორის წარმადობამ დიდად არ უნდა მოიკლოს, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად. ასევე მოსალოდნელია, რომ Ryzen 5 7600-ს TDP-ის უფრო დაბალი მაჩვენებელი - 65 ვატი უნდა ჰქონდეს. Ryzen 7 7700-ის შემთხვევაში ინსაიდერი აღნიშნავს, რომ ჩიპის მაქსიმალური სიხშირე იქნება 5.3 გჰც და TDP-ის დონე - 65 ვატი. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ამ მოდელს ექნება 100 მჰც-ით ნაკლები ტაქტის სიხშირე ანალოგიური მოცულობის ქეშიდა და ბირთვების რაოდენობის მქონე Ryzen 7 7700X მოდელთან შედარებით. და ბოლოს, 12-ბირთვიანი, 24-ნაკადიანი Ryzen 9 7900-ის მაქსიმალური სიხშირე იქნება 5,4 გჰც, რაც 200 მჰც-ით ნაკლებია Ryzen 9 7900X-თან შედარებით. ისევე, როგორც Ryzen 7000 სერიის სხვა პროცესორებს, რომლებიც “X”სერიას არ მიეკუთვნება, Ryzen 9 7900-ის TDP-ის დონე იქნება 65 ვატი. შედარებისთვის, Ryzen 9 7900X-ის TDP-ის დონე 170 ვატია. chi11eddog-ის ინფორმაციით Ryzen 5 7600, Ryzen 7 7700 და Ryzen 9 7900 მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოვა და მათი ფასები იქნება 229, 329 და 429 აშშ დოლარი, შესაბამისად. ამ სარკომენდაციო ფასების შედეგად შესაძლებელი იქნება 70, 70 და 120 აშშ დოლარის დაზოგვა Ryzen 7000 X სერიის მოდელებთან შედარებით. https://tinyurl.com/29926tfr
  21. იაპონურ კომპანია Ispace-ის მთვარის მოდულ Hakuto-R-ის გაშვება 28 ნოემბერს მოხდება. ამ მისიის წარმატებული რეალიზების შემთხვევაში ისტორიაში პირველად ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე განთავსდება კერძო კომპანიის მოდული. კოსმოსში სასარგებლო ტვირთის გატანისთვის გამოყენებული იქნება ამერიკულ კომპანია SpaceX-ის რაკეტა. ფოტოს წყარო: Ispace მოდული Hakuto-R კოსმოსში გაეშვება რაკეტა Falcon 9-ის მეშვეობით, რომელიც ფლოდიაში არსებული კეიპ კანავერალის კოსმოსური საფრენი პლატფორმიდან აფრინდება. მთვარემდე მოგზაურობა გაგრძელდება რამდენიმე თვე - მომავალი წლის აპრილში Hakuto-R მთვარის ზედაპირზე უნდა დაეშვას. იაპონური მოდული მთვარეზე წაიღებს არაბთა გაერთიანებულ ემირატებში აწყობილ მინიატურულ როვერს, სახელწოდებით Rashid. მას გამოიყენებენ გარემოს შესწავლისთვის მაღალი გაფართოების კამერების, თერმოგამომსახველის და სხვა აღჭურვილობის მეშვეობით. პარალელურად მუშავდება მთვარის კიდევ რამდენიმე პროექტი. NASA-მ კონტრაქტი დადო კომპანია Intuitive Machines-თან მთვარის აპარატ Nova-C-ს გაგზავნასთან დაკავშირებით. ამ მისიის დაწყება 2023 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი, გარდა ამისა, კომპანია Astrobotic-ის მთვარის მოდული Peregrine კოსმოსში გაიგზავნება მომავალი წლის პირველ კვარტალში. ამ დროისთვის უცნობია, ამ მოწყობილობებიდან პირველი რომელი მიაღწევს მთვარის ზედაპირს. https://tinyurl.com/4bddamp8
  22. Cardano-ს ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერმა კომპანია Emurgo-მ დააანონსა აშშ დოლართან დაკავშირებული Stablecoin USDA. ინსტრუმენტის გაშვება მთავარ ქსელში დაგეგმილია 2023 წლის პირველ კვარტალში. Emurgo წარმოადგენს კომერციულ ფრთას და არის პროექტ Cardano-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. USDA გახდება პლატფორმა Anzens-ის ნაწილი. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს Cardano-ზე დაფუძნებულ სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებასა და პროდუქტს შესთავაზებს. კერძოდ, დეველოპერები გეგმავენ ლენდინგ სერვისის გაშვებას. პრეს-რელიზის თანახმად ინსტუმენტი არის Stablecoin, რომელიც სრულადაა უზრუნველყოფილი ფიატით და „შეესაბამება ნორმატიულ მოთხოვნებს“. რეზერვებისა და დეპოზიტების შენახვას განახორციელებს Emurgo-ს პარტნიორი, "აშშ-ში დაფუძნებული რეგულირებადი ფინანსური კომპანია". მოსალოდნელია, რომ USDA მნიშვნელოვან როლს შეასრულებს Cardano-ს ეკოსისტემის განვითარებაში და პოტენციურად გაზრდის მის მდგრადობას. დეველოპერებმა ასევე აღნიშნეს, რომ Anzens "შეამცირებს უფსკრულს" ტრადიციულ ფინანსურ სისტემასა და კრიპტოვალუტებს შორის. შეგახსენებთ, 2022 წლის სექტემბერში Input Output Global-მა წარმატებით გაააქტიურა განახლება Vasil Cardano-ს მთავარ ქსელზე. გუნდმა შეიტანა Plutus სკრიპტების მეორე ვერსია ბლოკჩეინში და შეცვალა ანგარიშგების მოდელი თითოეული პრიმიტივისთვის. https://tinyurl.com/mwupj3mk
  23. AMD Zen4 არქიტექტურაზე დამყარებული Ryzen 7000 სერიის პროცესორების საწყისი ფასები ოდნავ მაღალია, გასულ ღონისძიება Double 11-ზე კი ფასი მკვეთრად შემცირდა. ევროპის ბაზარზე Ryzen 7000 სერიამ ფასების მასიური შემცირება გამოიწვია, მსხვილმა რითეილერებმაც შეამცირეს თავიანთი ფასები. 16-ბირთვიანი ფლაგმანური Ryzen 9 7950X-ის ფასი მკვეთრად დაეცა 849 ევროდან 649 ევრომდე, რაც ორ თვეზე ნაკლებ დროში 21%-ზე მეტი კლებაა და იშვიათობას წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე პირდაპირი კონვერტაცია აშშ დოლარიდან ევროში, რაც ძნელი წარმოსადგენია. ამავე დროს, Ryzen 9 7900X-ის ფასი შემცირდა 669-დან 549 ევრომდე, ანუ დაახლოებით 18%-ით. Ryzen 7 7700X გაიაფდა 479-დან 409 ევრომდე - თითქმის 15%-ით. Ryzen 5 7600X გაიაფდა 359-დან 299 ევრომდე - თითქმის 17%-ით. https://tinyurl.com/3j8y3euw
  24. ღონისძიება Snapdragon Summit 2022-ზე კომპანია Qualcomm-მა წარადგინა ჩიპები Qualcomm S3 Gen 2 და Qualcomm S5 Gen 2, რომლებიც განკუთვნილია პრემიუმ კლასის უსადენო ხმოვანი მოწყობილობებისთვის. პირველ რიგში საუბარი ეხება უსადენო ყურსასმენებს, თუმცა პარალელურად ჩიპების გამოყენება შესაძლებელია სხვა უსადენო აუდიო მოწყობილობებში. ფოტოს წყარო: Qualcomm კომპანიის განცხადებით ახალი პროცესორები „Bluetooth-ის მქონე ყველაზე მოწინავე აუდიოპლატფორმებია დღესდღეობით“ - მათზე მხარდაჭერილია ტექნოლოგია Snapdragon Sound და ოპტიმიზირებულნი არიან ფლაგმანურ Snapdragon 8 Gen 2 პროცესორთან მუშაობისთვის. ხელმისაწვდომია უამრავი მოწინავე ფუნქცია, რომელთა შორისაა მოცულობითი ხმა თავის მდებარეობის გამოკვლევის მიხედვით, მუსიკის გაუმჯობესებული ნაკადური ტრანსლაცია ხარისხის კარგვის გარეშე, აგრეთვე მინიმალური შეყოვნება ტელეფონსა და ყურსასმენს შორის - იგი მხოლოდ 48 მილიწამს შეადგენს. Qualcomm S3 Gen 2 და Qualcomm S5 Gen 2 ჩიპებში მხარდაჭერულია მესამე თაობის აქტიური ხმის ჩახშობის ტექნოლოგია; ხელმისაწვდომია რეჟიმი Adaptive Transparency საუბრის ავტომატური განსაზღვით. და ბოლოს, ჩიპები თავსებადია ახლახანს მიღებულ სტანდარტთან - Bluetooth LE Audio. კომპანიამ უკვე დაიწყო Qualcomm S3 Gen 2 და Qualcomm S5 Gen 2 პროცესორების ნიმუშების გაგზავნა OEM პარტნიორებისთვის და ამ ჩიპებზე დამყარებული მოწყობილობები გაყიდვაში 2023 წლის მეორე ნახევარში გამოვა. https://tinyurl.com/bdfp7wxp
  25. Binance-ის როლი მისი ერთ-ერთი კონკურენტის, ბირჟა FTX-ის უეცარ კოლაფსში, აშშ-ის კონგრესის მიერ იქნა გულმოდგინე დაკვირვების სამიზნე გახდა. ამის შესახებ The Block-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა პატრიკ მაკჰენრიმ განუცხადა. რესპუბლიკელი ჩრდილოეთ კაროლინადან, სავარაუდოდ, ფინანსური მომსახურების კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეა. კონგრესის ახალი შემადგენლობა მუშაობას იანვარში დაიწყებს. მაკჰენრიმ აღნიშნა, რომ Binance-ის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს საჯარო განცხადებების გავლენა FTX-ის ვითარებაზე დეკემბერში მოსმენების ყურადღების ცენტრში იქნება. ”ეს არის სერიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა”, - ხაზგასმით აღნიშნა კონგრესმენმა. FTX ბირჟის FTT ტოკენის ჩამოშლა, რასაც მოჰყვა პლატფორმაზე ლიკვიდურობის კრიზისი, მოხდა 6 ნოემბერს Binance-ის ხელმძღვანელის მიერ განცხადების გაკეთების შემდეგ, რომ კომპანია გამოდიოდა აქტივში პოზიციებიდან. Zhao-ს კომპანიამ უგულებელყო Alameda Research-ის შეთავაზება მისი FTT-ის გამოსყიდვის შესახებ. Binance-მა ასევე უარი თქვა კრიზისში პლატფორმის შემოთავაზებულ შთანთქმაზე. 11 ნოემბერს FTX-მა, Alameda Research-მა და დაახლოებით 130-მა სხვა შვილობილმა კომპანიამ განაცხადი გააკეთეს გაკოტრების შესახებ. მაკჰენრის თქმით, კომიტეტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს მაქსინ უოტერსს აქვს ანალოგიური მოსაზრება კრიპტო ბაზრებზე ტურბულენტობის შესახებ. სხდომაზე ყველა საჭირო მოწმის გამოძახება, მათ შორის სემ ბენკმენ-ფრიდის ჩათვლით, იქნება ორპარტიული, განაცხადა კონგრესმენმა. შეგახსენებთ, რომ SEC-მა და CFTC-მა FTX-თან მიმართებაში გამოძიება დაიწყეს, იტყობინება Bloomberg. Reuters-ის ცნობით გაკოტრებული ბირჟის საქმიანობას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო სწავლობს. კრიპტო ინდუსტრიაში გამოცდილების მქონე იურისტის თქმით პროკურორებს ყველაფერი გააჩნიათ, რაც საჭიროა ბენკმენ-ფრიდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის. https://tinyurl.com/4u6mxtkr
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.