Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. დაკარგული Bitcoin-ების მთლიანმა მოცულობამ ისევე, როგორც ციფრული ოქროს მოცულობამ გრძელვადიანი კრიპტო ინვესტორების საფულეებში, მიაღწია ხუთწლიან მაქსიმუმს (7.554.982.124 BTC). მეტრიკის მნიშვნელობების ზრდა ნიშნავს, რომ Bitcoin-ის აქტიური ბაზრის მიწოდება მცირდება. ეს ვითარება იძლევა ოპტიმისტურ პერსპექტივებს პირველი კრიპტოვალუტის ფასზე, მასზე მზარდი ან უცვლელი მოთხოვნის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, QryptoQuant-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს დათვური ტენდენციის გაგრძელება. მათი დაკვირვებით, ინვესტორები, რომლებმაც Bitcoin იყიდეს 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, ახლა ზარალში არიან. ამიტომ, გრძელვადიანი SOPR ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში განაახლებს აღმავალ ტენდენციას. უკვე თვეზე მეტია, კრიპტოვალუტის შიშისა და სიხარბის ინდექსი მუდმივად მიუთითებს ბაზრის უკიდურესად შემაშფოთებელ განწყობაზე. წყარო: Alternative.me მანამდე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ ბაზრის დაცემის ფაზა გაგრძელდება კიდევ ორიდან ექვს თვემდე. https://tinyurl.com/5t37xr4u
  2. TSMC და Samsung აგრძელებენ კონკურენციას მოწინავე ტექნოპროცესების შემუშავებაში ლიდერობისთვის. Samsung Foundry-მ ამჟამად დაიწყო 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩიპების მიწოდება. რაც უფრო მცირეა ტექნოპროცესი მით უფრო მცირეა ტრანზისტორების ზომა და მეტია ტრანზისტორების რაოდენობა ჩიპზე, რაც ზრდის მის წარმადობას და ენერგოეფექტურობას. TSMC-ის მთავარი მომხმარებელი არის Apple. ამერიკულ კომპანიას ტაივანური კომპანიის შემოსავლის 25% მოაქვს. 2016 წელს Apple A10 Fusion ჩიპი დამზადდა TSMC-ის 16-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით და შეიცავდა 3.3 მილიარდ ტრანზისტორს. ამ ჩიპზე მუშაობდა iPhone 7 და iPhone 7 Plus. წლევანდელ iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ში წარმოდგენილია ახალი Apple A16 Bionic პროცესორი. იგი დამზადებულია TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და შეიცავს დაახლოებით 16 მილიარდ ტრანზისტორს. Samsung Foundry უკვე ახორციელებს 3-ნანომეტრიანი ჩიპების მიწოდებას და წინ უსწრებს TSMC-ს. ტაივანური კომპანიისგან ასეთი ჩიპების გამოშვება მოსალოდნელი იყო სექტემბერში, მაგრამ მეოთხე კვარტალში გადაიტანეს. ჩიპების დიდი ნაწილი კვლავ Apple-სთვის გამოვა. TSMC 3 ტექნოპროცესი შესაძლოა გამოყენებული იყოს Apple M3 ჩიპისთვის. იგი უნდა გამოიყენონ მოწყობილობებში, რომელთა რელიზი მომავალი გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი. Apple შესაძლოა აღმოჩნდეს ერთადერთი კომპანია, რომელიც მიიღებს TSMC N3 ჩიპებს 2023 წელს. Samsung Foundry-მ ცოტა ხნის წინ წარადგინა ტექნოლოგიური გეგმები, რომლის თანახმად იგი აპირებს 2-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოების დაწყებას 2025 წელს, 1.4-ნანომეტრიანისას - 2027 წელს. ბაზრის მესამე მოთამაშეა Intel, რომელიც 20A ტექნოპროცესით წარმოების დაწყებას 2024 წელს აპირებს. ეს არის 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ეკვივალენტი ახალი RibbonFET ტრანზისტორების გამოყენებით, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც GateAllAround (GAA). Samsung უკვე იყენებს GAA-ს 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესში, TSMC კი 2-ნანომეტრიან ჩიპებში გამოიყენებს. GAA საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შეამციროს ძაბვის გაჟონვა და ამით შემცირდება ენერგიის ხარჯი. მოსალოდნელია, რომ GAA აამაღლებს წარმადობას 25%-ით ენერგომოხმარების 50%-ით შემცირების ფონზე. Intel RibbonFET Intel იყენებს კვების საპირისპირო მიწოდებას, ფუნქციას სახელად PowerVia. იგი ტრანზისტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ კვება სილიკონის ფირფიტის ერთი მხრიდან, მეორე მხარე კი გამოყენებული იქნება მონაცემთა მიწოდებისთვის. ეს იქნება ამგვარი სისტემის პირველი რეალიზაცია, რომელიც მოაგვარებს ტრანზისტორებში ფირფიტის წინა ნაწილის გავლით ენერგიის მიწოდების აუცილებლობას. მოსალოდნელია, რომ TSMC 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესს გამოიყენებს 3 წელი და ასევე სამი წელი - 2-ნანომეტრიანს. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ინოვაცია არ გამოვა 5 წელზე დიდი ხნის განმავლობაში. ამ ვითარებამ შესაძლოა Intel-სა და Samsung Foundry-ს საშუალება მისცეს TSMC-ს ჩამოართვას მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის წოდება. ამჟამად TSMC-ზე მოდის ჩიპების მსოფლიო წარმოების 52.9%, Samsung-ზე - 17.3%. არსებობს პროგნოზი, რომლის თანახმად 2025 წელს ლიდერი Intel გახდება - წერს Phonearena. https://tinyurl.com/3fbnjbxz
  3. კომპანია Razer-მა წარადგინა პორტატული გეიმინგ კონსოლი Edge. მოწყობილობა აგებულია Qualcomm-ის პლატფორმაზე და მუშაობს Android-ზე. იგი პირველ რიგში განკუთვნილია სტრიმინგ (ქლაუდ) გეიმინგ სერვისებში, როგორებიცაა Xbox Cloud Gaming და NVIDIA GeForce Now, გამოყენებისთვის. Razer Edge-ს აქვს 6.8-დუიმიანი სენსორული OLED დისპლეი გაფართოებით Full HD+ (2400 × 1080 პიქსელი) და კადრის განახლების სიხშირით 144 ჰერცი. თავად კონსოლი წარმოადგენს უფრო პატარა პლანშეტს ან მოზრდილ სმარტფონს - სხვა პორტატული კონსოლებისგან განსხვავებით მის შემთხვევაში ეკრანის გვერდებზე არ არის მოცემული მართვის ორგანოები. მათ ნაცვლად კონსოლთან ერთად წარმოდგენილია მობილური კონტროლერი Razer Kishi V2, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს მართვის ყველა ორგანოთი: სტიკებით, ჯვარედინებით, ტრიგერებითა და ღილაკებით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს ერთკრისტალიანი პლატფორმა Snapdragon G3x Gen 1, რომელიც შექმნილია Qualcomm-ის მიერ სპეციალურად პორტატული გეიმინგ კონსოლებისთვის. მისი მახასიათებლები უცნობია, გამონაკლისია მაქსიმალური სიხშირე - 3 გჰც. ასევე მოცემულია 8 გბ LPDDR5 ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება. მხარდაჭერილია Bluetooth 5.2 და Wi-Fi 6E. Razer ასევე გამოუშვებს კონსოლის ვერსიას 5G მხარდაჭერით. Razer Edge-ს აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა, თუმცა ავტონომიური მუშაობის დრო არ გამოცხადებულა. ხელმისაწვდომია ფრონტალური კამერა სტრიმინგისა და ვიდეოზარებისთვის. მოწყობილობაში დაყენებული იქნება აპლიკაციები Xbox Cloud Gaming, NVIDIA GeForce Now, Epic Games Store და მხარდაჭერილი იქნება ისეთი სერვისები, როგორიცაა Steam Link. კონსოლ Razer Edge-ის სტანდარტული ვერსია მხოლოდ Wi-Fi-ს მხარდაჭერით გაყიდვაში იანვარში გამოვა 399 აშშ დოლარად. 5G ვერსიის ფასი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ აშშ-ში იგი იმუშავებს ექსკლუზიურად Verizon-ის ქსელებში. https://tinyurl.com/yzn6t5we
  4. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თავმჯდომარე გერი გენსლერმა მხარი დაუჭირა CFTC-ის ძალაუფლების პოტენციურ ზრდას ციფრულ ვალუტაში. ამის შესახებ The Block იტყობინება. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ციფრული აქტივების ხარისხის კონფერენციაზე გამოსვლისას გენსლერმა განაცხადა, რომ SEC-ის იურისდიქციის მიღმა არსებული კრიპტო პროექტები „შეიძლება ჩამოითვალოს ერთი ან ორი ხელის თითებზე“. 2021 წლის აპრილში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნამდე გენსლერი ხელმძღვანელობდა CFTC-ს და საზოგადოებას თავი დაამახსოვრა რეგულირებისადმი მკაცრი მიდგომით. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში გენსლერმა უკვე ისაუბრა ციფრული აქტივების ბაზარზე სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების მხარდასაჭერად. აგვისტოში FTX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ბენკმენ-ფრიდმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს CFTC-სთვის კრიპტო ინდუსტრიის ზედამხედველობის გადაცემის შესახებ. ოქტომბერში დეპარტამენტის ხელმძღვანელმა როსტინ ბენჰემმა გააფრთხილა ციფრული აქტივების მონაწილეები რეგულირების გარდაუვალობის შესახებ და გამოთქვა რწმენა, რომ Bitcoin და Ethereum პროდუქტს წარმოადგენს. https://tinyurl.com/3mpjzxp5
  5. ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით დაეცა გასული წლის ნოემბრის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით გაგრძელებული ინფლაციისა და საფონდო ბაზარზე ფასიანი ქაღალდების აქტიური გაყიდვის გამო, რაც გამოწვეულია ფასის სამომავლო შემცირების შიშით. მის შედეგად განსაკუთრებით ძლიერად დაზარალდა განვითარებადი და ტექნოლოგიური კომპანიები. ფოტოს წყარო: Tesla გასულ პარასკევს ვაჭრობის დახურვისას კომპანიის აქციების ფასი 7.6%-ით დაეცა 204.99 აშშ დოლარამდე ერთ ერთეულზე, რის შედეგადაც მისი საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა 642 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც გასული წლის ნოემბრის Tesla-ს აქციების რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით ნახევარია. Tesla-ს აქციების ღირებულების კლება ხდება საფონდო ბირჟების კოლაფსის ფონზე, რაც გამოწვეულია ინვესტორების შიშით ეკონომიკური ვარდნის გაუარესების შესახებ, რასაც თან ახლავს ინფლაციის ზრდა და მარეგულირებლების მიერ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემოღება. პირველ რიგში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა მაღალი შეფასების მქონე სარისკო ზრდის აქციები. კომპანიის აქციების ფასის კლებას ასევე ხელი შეუწყო დაგროვილმა პრობლემებმა. კერძოდ, Tesla-ს ელექტრომობილების მიწოდება მესამე კვარტალში ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაზარალდა. აგრეთვე, როგორც ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, კომპანიის ელექტრომობილების ფასების ზრდამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოთხოვნაზე. Tesla-ს შანხაის ქარხანაში წარმოება შეფერხებულია Covid-19-თან დაკავშირებული ლოქდაუნის გამო. გარდა ამისა, ყველა ავტომწარმოებლის მსგავსად, Tesla-საც შეექმნა კომპონენტების დეფიციტისა და ნედლეულზე ფასების ზრდის პრობლემები. როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს პრობლემები აქვს Twitter Inc-ის შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ეს საკითხიც აისახა კომპანიის აქციებზე ინვესტორების შეშფოთების გამო, რომ მასკი ძალიან არის გახლეჩილი რამდენიმე რთულ კომპანიას შორის. https://tinyurl.com/3xfjwuv9
  6. სტოკჰოლმისა და მალმიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ამატებს ვირტუალურ რეალობაში ყნოსვის შეგრძნების უნარს. სიახლის დემონსტრირებისთვის მეცნიერებმა შექმნეს VR თამაში ღვინის დეგუსტაციის შესახებ, სადაც ქულების მისაღებად საჭიროა გამოიცნოთ სხვადასხვა სასმელის არომატი. ფოტოს წყარო: interestingengineering.com შესრულებული სამუშაოს მსვლელობისას მკველვარებმა კომპაქტური მოწყობილობა დააპროექტეს არომატული სითხეებისთვის განკუთვნილი ოთხი პატარა კონტეინერით. თითოეულ მათგანს აქვს სარქველი, რომელიც იხსნება სხვადასხვა კუთხით, რათა არომატები ერთმანეთს შეერიოს სხვადასხვა პროპორციით. კონსტრუქციაში ასევე გათვალისწინებულია კომპაქტური ქულერი, რომელიც განკუთვნილია მოწყობილობის ზედა ნაწილში არსებული მილისთვის მზა არომატების მისაწოდებლად. ეს მილი მომხმარებელმა ცხვირთან უნდა მიიტანოს. მოწყობილობის მართვისთვის შესაძლებელია კომპიუტერის გამოყენება. ტექნოლოგია შემოწმდა პატარა VR-თამაშის მეშვეობით, რომელშიც აუცილებელია მომხმარებელმა სუნით გამოიცნოს ღვინის სახეობა, რათა ქულები მიიღოს. მკვლევარებმა ყველა ნახაზი, კონსტრუქცია და პროგრამული კოდი გამოაქვეყნეს ღია წვდომაზე, რისი წყალობით სურნელის აღქმის უნარის მქონე ანალოგიური მოწყობილობის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მოწყობილობის დეტალების დაბეჭდვა შესაძლებელია 3D პრინტერზე. მკვლევარების აზრით მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ თამაშებში, არამედ, მაგალითად, დეგუსტატორების ან პარფიუმერების სწავლების მიზნით, ასევე ყნოსვის გასავარჯიშებლად იმ ადამიანებში, რომლებმაც დაკარგეს მგრძნობელობა სუნების მიმართ კორონავირუსის ინფექციის გადატანის შემდეგ. https://tinyurl.com/2dheh5vb
  7. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვება არ გააძლიერებს აშშ დოლარის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე. ამის შესახებ ფედერალური სარეზერვო სისტემის საბჭოს წევრმა კრისტოფერ უოლერმა ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა „CBDC-ის გამოშვების მომხრეები, როგორც წესი, ხელს უწყობენ მას, როგორც ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია შეამციროს ტრანზაქციის ხარჯები, დააჩქაროს ანგარიშსწორება და უზრუნველყოს უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება. მე უკიდურესად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ მხოლოდ CBDC-ს შეუძლია საკმარისად შეამსუბუქოს ტრადიციული პრობლემები, რომ თავიდან აიცილოს ისეთი რამ, როგორიცაა თაღლითობა, ქურდობა, ფულის გათეთრება ან ტერორისტული დაფინანსება“, - განაცხადა მან. უოლერის თქმით ციფრული ვალუტა საშუალებას იძლევა მოხდეს გარკვეული პროცესების ავტომატიზება, თუმცა იგი არ არის „უნიკალური“ გადაწყვეტილება. მან განაცხადა, რომ ახალი ინსტრუმენტების უმეტესობა, რომელიც მიმართულია ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებების ხარისხის გაუმჯობესებაზე, არსებული სისტემების ნაწილია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის პოზიციაზე უფრო მეტად პოლიტიკური და ფინანსური, ვიდრე ტექნოლოგიური მიზეზების გავლენას ახდენს. „დოლარის დომინირების მხარდამჭერი ფაქტორები არ არის ტექნოლოგიური, მაგრამ მოიცავს საკმარის მიწოდებას, ხაზინისა და სხვა ვალების ლიკვიდურ ბაზარს და მრავალწლიან სტაბილურობას აშშ-ის ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემაში. ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეძლებს სრულად შეესაბამებოდეს აშშ-ის ამ მაჩვენებლების მიხედვით, CBDC-ის ამოქმედება არ შეცვლის ყველაფერს“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უოლერმა განაცხადა, რომ CBDC-ის კონტროლი უფრო ადვილია და, შესაბამისად, ბევრი კომპანია უარს იტყვის ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე. მან ასევე დაამატა, რომ ციფრული ვალუტა არ მიანიჭებს უცხოელ მოთამაშეებს რაიმე „მატერიალურ უპირატესობას“. მანამდე ოფიციალურმა პირმა უკვე გააკრიტიკა განაწილებული რეესტრი ტექნოლოგია და მასზე დაფუძნებული პროდუქტები. 2022 წლის მარტში მან ბლოკჩეინს უწოდა ზედმეტად შეფასებული და აღნიშნა, რომ CBDC-ის ზოგიერთი კვლევა მოგვაგონებს „სარეკლამო რგოლებს“. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა განაცხადა ციფრული დოლარის გაშვების შესახებ გადაწყვეტილების არარსებობის შესახებ. https://tinyurl.com/4dbmrhz2
  8. კომპანია NVIDIA-მ, როგორც თავად გამოხატა, შეცვალა ვიდეო ბარათ GeForce RTX 4080-ის უმცროს 12 გბ ვერსიის ანონსი. უფრო მარტივად რომ ითქვას, კომპანიამ გადაიფიქრა მისი გამოშვება. ამასთან, კომპანიამ დაასახელა 16 გბ მეხსიერების მქონე უფროს ვერსია GeForce RTX 4080-ის გამოშვების თარიღი - 16 ნოემბერი. NVIDIA-მ წარადგინა GeForce RTX 4080 დაფის ერთდროულად ორი ვერსია ფლაგმანურ GeForce RTX 4090-თან ერთად 20 სექტემბრის ღონისძიებაზე. იმ დროს ბევრმა აღნიშნა, რომ GeForce RTX 4080 12 გბ მოდელი GeForce RTX 4080 16 გბ-სგან განსხვავდება არა მხოლოდ ოპერატიული მეხსიერების მოცულობით. უფროსი ვერსია აგებულია 9728 CUDA ბირთვის მქონე გრაფიკულ პროცესორ AD103-300-ზე, ხოლო უმცროს ვერსიას აქვს AD104-400 ჩიპი 7680 CUDA ბირთვით. რა თქმა უნდა, ჩიპები განსხვავდებიან სხვა ფუნქციონალური ელემენტების რაოდენობითაც. განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ასევე თავად NVIDIA-ს ტესტებმაც აჩვენა, რომლის შედეგები ახლახანს გამოქვეყნდა. უმცროსი მოდელი უფროსზე 24-30%-ით ნელი აღმოჩნდა. ამიტომ ბევრი მომხმარებლის აზრი დაემთხვა, რომ ბევრად უფრო სამართლიანი იქნებოდა უმცროსი მოდელის გამოშვება GeForce RTX 4070-ის სახელით. NVIDIA-მ გადაწყვიტა აუდიტორიის აზრის მოსმენა. კომპანიამ განაცხადა, რომ „RTX 4080 12 გბ „ფანტასტიკური ვიდეო ბარათია, თუმცა არასწორი დასახელება აქვს“. ასევე აღინიშნა, რომ „ორი ვიდეო დაფის არსებობა სახელწოდებაში 4080-ით დამაბნეველია“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ „გამოუცხადებელი“ ვიდეო ბარათის დებიუტი საბოლოოდ შედგება, როგორც GeForce RTX 4070 მოდელისა. https://tinyurl.com/56z5k8vx
  9. Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი (Mark Gurman) აცხადებს, რომ უახლოეს დროში Apple წარადგენს განახლებულ პლანშეტ iPad Pro-ს. მან განაცხადა, რომ M2 ჩიპის მქონე 11- და 12.9-დუიმიანი ახალი iPad Pro-ების ანონსამდე რამდენიმე დღე დარჩა. პლანშეტების სახელწოდებებია J617 და J620, შესაბამისად. ფოტოს წყარო: Apple ეს არის iPad Pro პლანშეტების სერიის პირველი განახლება წელიწადნახევრის შემდეგ. ახალი მოდელების წინამორბედებისგან მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია ჩიპი M2, რომელიც M1 ჩიპთან შედარებით უზრუნველყოფს წარმადობის 20%-იან ზრდას. ახალი iPad Pro-ები გარეგნულად ძალიან ჰგავს წინა ვერსიებს. უკვე მეოთხე წელია Pro სერიის პლანშეტებს იდენტური დიზაინი აქვთ ბრტყელი გვერდებით. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ადრე გავრცელებული ცნობებით 11-დუიმიან მოდელს უნდა ჰქონოდა mini-LED დისპლეი ისევე, როგორც ძველ 12.9-დუიმიან მოდელს, თუმცა უახლესი მონაცემებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. გურმანის თქმით Apple ასევე მუშაობს საბაზისო დონის ახალ პლანშეტზე, რომელსაც ექნება USB-C პორტი და iPad Pro-ს მსგავსი დიზაინი. ცნობილია, რომ Apple არ ჩაატარებს ახალი მოწყობილობების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ოქტომბრის ღონისძიებას. მოსალოდნელია, რომ ახალი iPad Pro-სა და განახლებული Mac ხაზის გამოსვლის შესახებ პრეს-რელიზსა და კომპანიის ვებ-გვერდზე გამოაცხადებენ. ახალი iPad Pro მოდელების გამოცხადების გარდა კომპანია ასევე გამოუშვებს iPadOS 16-ს. ცნობილია, რომ Apple-მა გადადო iPadOS 16-ის გამოშვება და არ წარადგინა იგი iOS-ის განახლებასთან ერთად, რათა დეველოპერებს მეტი დრო ჰქონოდათ მისი გაუმჯობესებისთვის, ასევე მრავალი ამოცანის/მრავალფანჯრიანი Stage Manager-ის ფუნქციის შემუშავებისთვის, რომელშიც ჯერ კიდევ არის ხარვეზები. Apple-ის კვარტალური ანგარიში 27 ოქტომბერს გამოქვეყნდება. როგორც წესი, კომპანია ახალ პროდუქტებს წარადგენს კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე. სავარაუდოდ, იგი ამ ტრადიციას წელსაც არ შეცვლის. https://tinyurl.com/mvx6bx5j
  10. Binance Pool-მა განაცხადა, რომ შექმნა 500 მლნ აშშ დოლარიანი ფონდი, რათა უზრუნველყოს Bitcoin-მაინერების სასესხო დაფინანსება. ინიციატივა ორიენტირებულია როგორც საჯარო, ისე ინდუსტრიის კერძო მონაწილეებზე. კრედიტი გაიცემა 18-დან 24 თვის ვადით კრიპტოვალუტით და/ან აღჭურვილობით უზრუნველყოფით. ოქტომბერში ციფრული აქტივების მართვის კომპანია Grayscale Investments-მა გამოუშვა პროდუქტი Bitcoin-ის მაინინგის აღჭურვილობაში ერთობლივი ინვესტიციისთვის. სექტემბერში მაინინგ სერვისის პროვაიდერ Bitdeer-მა შექმნა 250 მლნ აშშ დოლარიანი ფონდი ინდუსტრიის „პრობლემური“ კომპანიებისგან აქტივების შესაძენად. იმავე თვეში მიანინგ-კომპანიამ და ქლაუდ სერვისებში კრიპტოვალუტების მოპოვების ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების მომწოდებელმა Compute North-მა განცხადება გააკეთა გაკოტრების შესახებ. Arcane Research-ის თანახმად ინდუსტრიის საჯარო კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზარალი განიცადა თავიანთ ბალანსზე წარმატებული 2021 წლის მიუხედავად. ადრე Binance-მა აამოქმედა მაინინგ-პული, რომელიც ორიენტირებულია Ethereum PoW ტოკენების მაინინგზე. https://tinyurl.com/2s3b5v67
  11. GeForce RTX 4090-ის მისამართით ბევრი კრიტიკა არ გამოითქმის, თუკი მის ფასს არ გავითვალისწინებთ, თუმცა აქვს ერთი ნაკლი - არ აქვს უახლეს სტანდარტ DisplayPort-ის მხარდაჭერა. თუკი გავრცელებული ხმები სიმართლეს შეესაბამება, AMD Radeon 7000 სერიის გრაფიკულ პროცესორებს ასეთი შესაძლებლობა ექნება. შესაძლოა NVIDIA-ს არ ჰქონდა დრო განეახლებინა გამოსახულების ასახვის ბლოკი გრაფიკულ პროცესორზე DP 2.x-ისთვის. თუმცა NVIDIA-ს ოფიციალური პოზიცია ამ საკითხზე მდგომარეობს შემდეგში, რომ DP 1.4a „საკმარისად კარგია“ თანამედროვე დისპლეებისთვის. ეს მიდგომა ალბათ სამართლიანია ბევრი მომხმარებლისთვის, თუმცა ბევრი არ ყიდულობს RTX 4090-ს. გაყიდვაში უკვე ხელმიასწვდომია 4K240 დისპლეი და ალბათ მალე გამოვა 8K მონიტორები კადრის განახლების მაღალი სიხშირეებით, რომელთაგან არც ერთ მათგანს არ აქვს DP 1.4а-ს სათანადო მხარდაჭერა. უკვე ვიცით, რომ RDNA 3-ზე დამყარებულ Radeon 7000 სერიას ექნება DisplayPort 2.0-ის მხარდაჭერა და ეს უკვე უკეთესობას ნიშნავს NVIDIA-სთან შედარებით. ინსაიდერმა @KyleBennett-მა Twitter-ის მეშვეობით განაცხადა, რომ აქვს „დასტური მრავალი წყაროდან“, რომ მომავალ AMD Radeon GPU-ს მხარდაჭერილი ექნება „DisplayPort 2.1 მახასიათებელი“. ცნობილმა YouTube-არხმა Moore's Law is Dead-მა Kyle-ს ციტირება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი წყაროებიც იმავეს ამბობენ: RDNA 3 გრაფიკულ პროცესორებს ექნება DisplayPort 2.1-ის მხარდაჭერა. DisplayPort 2.0 უკვე ანიჭებს სამომავლო გრაფიკულ პროცესორებს ვიდეოს დაახლოებით 80 გბ/წმ სიჩქარეს თითოეულ DisplayPort კავშირზე, რაც საშუალებას აძლევს მართონ 8K240 და მეტი გაფართოების ეკრანები. https://tinyurl.com/3mx73zbx
  12. გადამყიდველები მიზანს დაუბრუნდნენ და რთული მისახვედრი არ არის, რომ მათი სამიზნე ახალი ფლაგმანური ვიდეო დაფა GeForce RTX 4090 გახდა. იგი სულ ახლახანს გამოვიდა გაყიდვაში და ამჟამად მისი შეძენა უკვე შეუძლებელია, სამაგიეროდ მეორად სავაჭრო პლატფორმებზე გამოჩნდა უამრავი განცხადება დაფის გაყიდვასთან დაკავშირებით. მოთხოვნაც არსებობს, თუმცა სპეკულანტების სიხარული ნაადრევია. ფოტოს წყარო: Computer Base საშუალოდ, GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათი eBay-ზე შემოთავაზებულია 2300-დან 3200 აშშ დოლარამდე ფასებში, Amazon-ზე კი გამყიდველები ორიენტირებულნი არიან 3000 აშშ დოლარიან ნიშნულზე. რესურს HotHardware-მა შეისწავლა ამერიკულ eBay-ზე ბოლოს დასრულებული აუქციონები და აღმოჩნდა, რომ ზოგ შემთხვევაში ვიდეო დაფები გაიყიდა სარეკომენდაციო ფასზე (1599 აშშ დოლარი) ორნახევარჯერ მეტ ფასად. ყველაზე მაღალი ფსონები აღმოჩნდა ASUS ROG Strix GeForce RTX 4090 OC მოდელზე - რამდენიმე გარიგება დასრულდა 4000 აშშ დოლარზე ძვირად გაყიდვით. აბსოლუტური რეკორდსმენი კი გახდა Zotac Gaming GeForce RTX 4090 Trinity, რომელიც მომხმარებელმა 9999 აშშ დოლარად შეიძინა. სავარაუდოდ, მომხმარებლები არ აპირებენ ხსენებული გარიგებების თანხის გადახდას, არამედ უბრალოდ ამ გზით ცდილობენ ჭკუა ასწავლონ სპეკულანტებს. ასე მოხდა მიმდინარე წლის გასულ და პირველ კვარტალში არსებული აჟიოტაჟის დროს - მომხმარებლები სპეციალურად მონაწილეობდნენ ვაჭრობაში და ბერავდნენ ფასებს, შემდეგ კი უბრალოდ არ იხდიდნენ თანხებს. Reddit-ზე სპეკულანტების საწინააღმდეგო ქომიუნითიც კი შეიქმნა. შესაძლოა, ამჟამად ანალოგიური სიტუაციაა - მომხმარებლები ცდილობენ მათ გაღიზიანებას, ვინც მეტისმეტად ზრდის ფასებს. თუკი ადრე გადამყიდველები მაინც წარმატებით ყიდიდნენ ვიდეო ბარათებს, ამჟამად სიტუაცია სრულიად სხვაა და ზედმეტის გადახდა არ ღირს. პირველ რიგში, ამჟამად აბსოლუტურად არ არსებობს მოთხოვნა მაინერების მხრიდან, რადგანაც Proof-of-Stake მოდელზე Ethereum-ის გადასვლის შემდეგ ამ კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის ვიდეო დაფები საჭირო აღარ არის. ხოლო სხვა კრიპტოვალუტების შემთხვევაში ვიდეო ბარათებზე მაინინგი უბრალოდ არამომგებიანი გახდა. მეორეც, თუ ადრე არსებობდა გრაფიკული პროცესორების დეფიციტის პრობლემა და მხოლოდ რამდენიმე ვიდეო ბარათი იწარმოებოდა, ამჯერად არ ვიცით, რამდენად მალე შემოვა მაღაზიებში ვიდეო ბარათების ახალი პარტიები. არსებობს იმედი, რომ NVIDIA არ დაუშვებს დეფიციტს. და მესამე, საკმაოდ მალე შედგება უფრო ხელმისაწვდომი GeForce RTX 4080 გრაფიკული ამაჩქარებლების, ისევე როგორც AMD Radeon RX 7000 გრაფიკული ბარათების დებიუტი. https://tinyurl.com/v4nwwd64
      • 1
      • Upvote
  13. Bitcoin-ისა და Ethereum-ის ფიუჩერსებისა და უვადო კონტრაქტების ღია ინტერესის (IO) შეფარდებამ მათ კაპიტალიზაციასთან რეკორდს მიაღწია. მიმდინარე კონსოლიდაციის ფონზე ეს შეიძლება იყოს არასტაბილურობის მკვეთრი ზრდის საწინდარი, აცხადებენ Arcane Research-ის ანალიტიკოსები. ციფრული ოქროს ღია ინტერესმა 3.21%-ს მიაღწია, Ethereum-ისამ - 4.24%-ს. Bitcoin-ისა და Ethereum-ის ღია ინტერესის დინამიკა (ფიუჩერსები და უვადო კონტრაქტები ჯამურად) მათ კაპიტალიზაციასთან. წყარო: Arcane Research. ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს, რომ ეს შეფარდება შენარჩუნებულია მაღალი მაჩვენებლების სიახლოვეს, განხორციელებული The Merge-ის მიუხედავად. ამ მოვლენამდე ბევრი მონაწილე ინარჩუნებდა ჰეჯირების ან მიმართულების პოზიციებს. პოტენციური „ბრუტალური“ დელევერიჯის შემსუბუქებისთვის ექსპერტების შემოთავაზებაა სტრედლის სტრატეგიის გამოყენება. იგი საშუალებას იძლევა ფსონი დაიდოს არასტაბილურობის სტრუქტურულ ცვლილებაზე. Bitcoin-ოფციონებში მოაზრებული არასტაბილურობის პარამეტრი აპრილიდან მოყოლებული მინიმუმამდე ჩამოვიდა. Bitcoin-ოფციონებში მოაზრებული არასტაბილურობის თვის და სამი თვის დინამიკა. წყარო: Arcane Research. შეგახსენებთ, Glassnode-ის ანალიტიკოსებმა არ გამორიცხეს, რომ მიმდინარე ფაზის დასრულებას შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდეს. ადრე ჰეჯ-ფონდ Cramer & Co.-ს ყოფილმა მმართველმა და CNBC არხზე შოუ Mad Money-ს წამყვანმა ჯიმ კრამერმა განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო მოხდება ციფრული აქტივების მსგავსი სპეკულაციური ინსტრუმენტების „გამორეცხვა“. https://tinyurl.com/mrnccjwt
  14. კომპანია Microsoft-მა წარადგინა ლეპტოპი Surface Laptop 5, რომელიც გარეგნულად თითქმის არ განსხვავდება წინა მოდელისგან, თუმცა აქვს უახლესი აპარატული უზრუნველყოფა. ახალი ლეპტოპი წინა თაობების მოდელების მსგავსად შემოთავაზებულია ორ ზომაში, თუმცა ახალი ლეპტოპები აგებულია მხოლოდ Intel-ის პროცესორებზე - AMD-ის ჩიპების მქონე ვერსიები არ გამოვიდა. სამაგიეროდ ხელმისაწვდომია სერტიფიკაცია Intel EVO. შედარებით კომპაქტურ Surface Laptop 5-ს აქვს 13.5-დუიმიანი ეკრანი გვერდების შეფარდებით 3:2 და გაფართოებით 2256 × 1504 პიქსელი. უფრო მოზრდილ ვერსიას აქვს 15-დუიმიანი დისპლეი გვერდების ანალოგიური შეფარდებით და 2496 × 1554 პიქსელი გაფართოებით. ორივე მათგანში გამოყენებულია სენსორული ეკრანი PixelSense ტექნოლოგიით Dolby Vision IQ. ახალი ლეპტოპები აგებულია Alder Lake-U სერიის მე-12 თაობის Intel Core პროცესორებზე. ორივე მათგანი დაკომპლექტებულია პროცესორით Core i7-1255U, თუმცა ასევე ხელმისაწვდომია შედარებით კომპაქტური მოდელის ვერსია Core i5-1235U ჩიპით. Surface Laptop 5-ის ბიზნეს-ვერსიაში კი წარმოდგენილი იქნება უფრო მძლავრი Core i5-1245U ან Core i7-1265U. ლეპტოპებს აქვთ 8-დან 32 გბ-მდე LPDDR5x სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე მოხსნადი SSD 256 გბ-დან 1 ტერაბაიტამდე მოცულობით. Microsoft-ის განცხადებით ავტონომიური მუშაობის დრო 13.5-დუიმიანი მოდელი შემთხვევაში შეადგენს 18 საათს, 15-დუიმიანი Surface Laptop 5 მოდელისა - 17 საათი. შედარებით კომპაქტური ვერსია ხელმისაწვდომია ლითონის ან ალკანტარა მოპირკეთებით, უფროსი მოდელი კი - მხოლოდ ლითონის. ლეპტოპებს აქვთ Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1 მოდულები. ასევე ხელმისაწვდომია ინტერფეისი Surface Connect, 3.5 მმ აუდიოკონექტორი, USB Type-A 3.1 პორტი, აგრეთვე USB Type-C Thunderbolt 4-ის მხარდაჭერით. 13.5-დუიმიანი Surface Laptop 5-ის ზომაა 308 × 223 × 14.5 მმ, წონა - 1272 ან 1297 გრამი ალკანტარა ან ლითონის ვერსიების მიხედვით, შესაბამისად. 15-დუიმიანი Surface Laptop 5-ის ზომაა 340 × 244 × 14.7 მმ და იწონის 1545 გრამს. Surface Laptop 5-ის ფასი იწყება 999 აშშ დოლარიდან (კომპაქტური ვერსია) და 1299 აშშ დოლარიდან - დიდი ვერსია. გაყიდვა 25 ოქტომბრიდან დაიწყება. https://tinyurl.com/yc2axs7h
  15. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) დაასახელა მთვარის მისია Artemis I-ის გაშვების მომდევნო მცდელობის თარიღი. მისია ბოლოს ქარიშხალ „იენის“ გამო გადაიდო. 4 ნოემბერს სააგენტო გეგმავს SLS რაკეტის ხომალდ Orion-თან ერთად დაბრუნებას საფრენ პლატფორმაზე, ფრენა კი უნდა შედგეს 14 ნოემბერს. ფოტოს წყარო: arstechnica.com რაკეტა და ხომალდი კენედის კოსმოსური ცენტრის ანგარ Vehicle Assembly Building-ში იმყოფებოდა, მათი გადატანა მოხდა ქარიშხლისგან დაცვის მიზნით. ამ დროის განმავლობაში NASA-ს სპეციალისტებმა დამკვეთებთან ერთად დეტალურად დაათვალიერეს აღჭურვილობა, რათა განესაზღვრათ ფრენისთვის მისი მზადყოფნა. რაკეტა და ხომალდი თითქმის ერთი წელია, 2021 წლის 21 ოქტომბრიდან სრულად აწყობილ კონფიგურაციაში იმყოფებიან. ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს, NASA-მ თავის ბლოგში განაცხადა, რომ მინიმალური სამუშაო იქნება საჭირო რაკეტის გაშვებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის საჭიროა თერმული დაცვის სისტემის მცირე დაზიანების შეკეთება, ასევე ბატარეების დატენვა ან შეცვლა და რამდენიმე დამატებითი დატვირთვის შეცვლა. რაკეტის გაშვებისთვის გამოყოფილია 67-წუთიანი ფანჯარა. გრაფიკის თანახმად კოსმოსური ხომალდი Orion იფრენს 25.5 დღის განმავლობაში და შემდეგ წყნარ ოკეანეზე დაეშვება. NASA-მ ასევე დაასახელა ორი სარეზერვო დღე ფრენისთვის: ოთხშაბათი, 16 ნოემბერი 1:04 ET და შაბათი, 19 ნოემბერი 1:45 ET. ორივე შემთხვევაში გაშვებისთვის გათვალისწინებულია ორსაათიანი ფანჯარა. https://tinyurl.com/5ds584ue
  16. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში Ehtereum-ის მიწოდება 0.13%-ით შემცირდა. ქსელში დეფლაცია პირველად დაფიქსირდა Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლის შემდეგ. ემისია უარყოფითი გახდა XEN Crypto-ს ამოქმედების ფონზე. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში პროექტმა დაწვა 3.780.7 ETH (~ 4.8 მლნ აშშ დოლარი). ამ მაჩვენებლის მიხედვით იგი სამჯერ უსწრებს Uniswap v3-ს (1250.9 ETH). წყარო: ultrasound.money მომხმარებლებმა მიუთითეს პირამიდული სქემის ნიშნების არსებობაზე პროექტში, რომლის კაპიტალიზაცია არ აღემატება 0.5 მლნ აშშ დოლარს. „პონცის ახალი სქემით შესაძლებელია ტოკენის უფასოდ გამოშვება. მომხმარებლები ამას აკეთებენ გაზის ფასის გაზრდით. ჩემთვის სულერთია, რა პროექტია, თუმცა მან გამოიწვია Ethereum-ის დეფლაცია. ამჟამად, როდესაც გადავლახეთ 15.3 gwei ბარიერი, სახეზეა მიწოდების შემცირება“, - განაცხადა EthHub-ის თანადამფუძნებელმა ენტონი სასანომ. Ethereum-ის ქსელში საშუალო საკომისიო 24 gwei-მდე გაიზარდა. წყარო: Etherscan The Merge-ის შემდეგ ემისიის ტემპები 90%-ით შემცირდა მაინერების ჯილდოსთან შედარებით ვალიდატორების ჯილდოს შემცირების გამო ალგორითმ Proof-of-Work-ის ფარგლებში. https://tinyurl.com/yethbb95
  17. სერვის Stadia-ს წარუმატებლობის შემდეგ, რომლის მხარდაჭერა რამდენიმე თვეში შეწყდება, კორპორაცია Google-მა აპარატული და პროგამული უზრუნველყოფის დეველოპერ რამდენიმე პარტნიორთან ერთად დააანონსა ახალი ინიციატივა, რომელსაც იგი უწოდებს „მსოფლიოში პირველ ლეპტოპებს, რომლებიც შეიქმნა სპეციალურად ქლაუდ-გეიმინგისთვის“. საუბარია გეიმინგ ქრომბუკებზე. Acer Chromebook 516 GE. ფოტოს წყარო: Acer ChromeOS-ლეპტოპები დიდი წარმატებით სარგებლობს განათლების სფეროსა და კორპორატიულ სექტორში. პრაქტიკულად ყველა ეს მოწყობილობა შესანიშნავად მუშაობს ქლაუდ გეიმინგ სერვისებთან. ლეპტოპები სულ ახლახანს დაანონსდა და ისინი ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ქრომბუკებისგან. პირველი მოწყობილობაა Acer Chromebook 516 GE - მას აქვს 16-დუიმიანი IPS ეკრანი 2560 x 1600 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, აგრეთვე კლავიატურა RGB-განათებითა და Anti-Ghosting ტექნოლოგიით. კონფიგურაციის მიხედვით ლეპტოპს აქვს Intel Core 12 სერიის სხვადასხვა პროცესორი Core i7-ამდე. ლეპტოპს აქვს გიგაბიტური Ethernet პორტი, ორი USB-C, აგრეთვე USB-A და HDMI კონექტორები. ზედა მხარეს მიმართული ორი დინამიკის მეშვეობით რელიზებულია მოცულობითი ხმის ტექნოლოგია DTS, ასევე მოცემულია ორი დინამიკი ქვედა მხარეს. Acer შემოგვთავაზებს მოწყობილობის რამდენიმე კონფიგურაციას, პირველი მოდელი მიმდინარე თვეშივე გამოვა გაყიდვაში 650 აშშ დოლარად - მასში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Core i5, 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ NVMe SSD. ASUS Chromebook Vibe CX55 Flip. ფოტოს წყარო: Asus ASUS-მა წარადგინა Chromebook Vibe CX55 Flip, რომელსაც აქვს 15.6-დუიმიანი სენსორული დისპლეი გაფართოებით 1080p და კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცი. როგორც დასახელებიდან ჩანს, CX55 შესაძლოა გაიშალოს და გამოყენებულ იქნას პლანშეტის რეჟიმში. კლავიატურას არ აქვს RGB განათება, თუმცა გააჩნია საკმაოდ სახასიათო ნარინჯისფერი კანტები WASD ღილაკების ირგვლივ; ღილაკების მოძრაობის მაჩვენებელი 1.4 მილიმეტრია. CX55-ში გამოყენებულია Intel Core 11 თაობის პროცესორები: ხელმისაწვდომი კონფიგურაციებია Core i3, Core i5 ან Core i7. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 ან 16 გბ-ს, SSD – 512 გბ-მდე. ლეპტოპს აქვს ორი USB-C და USB-A და HDMI პორტები. ქრომბუკი ASUS Chromebook Vibe CX55 Flip გაყიდვაში გამოვა მიმდინარე თვეში და Google-მა განაცხადა, რომ მისი ფასი 399 აშშ დოლარიდან დაიწყება - დიდი ალბათობით, ეს გახლავთ უმცროსი i3 მოდელი. Lenovo IdeaPad Gaming Chromebook. ფოტოს წყარო: Lenovo და ბოლოს, მესამე მოწყობილობაა IdeaPad Gaming Chromebook Lenovo-სგან - ამ ლეპტოპს საკმაოდ ბევრი საერთო აქვს Acer-ის მოდელთან. ლეპტოპს აქვს 16-დუიმიანი დისპლეი 2560 x 1600 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, აგრეთვე RGB განათება 1.5 მმ მოძრავი ღილაკებით. კონფიგურაციებში წარმოდგენილია მე-12 თაობის Intel Core i3 ან Core i5 პროცესორი, 8 გბ ოპერატიული და 1280დან 512 გბ-მდე ფლეშ-მეხსიერება. ლეპტოპს ექნება მხოლოდ ორი USB-C პორტი, ერთი USB-A და microSD სლოტი. Lenovo IdeaPad Gaming Chromebook მიმდინარე თვიდან გაიყიდება და მისი ფასი დაიწყება 599 აშშ დოლარიდან. იმისთვის, რომ ამ ქრომბუკების ყველა მყიდველმა ყიდვისთანავე შეძლოს თამაშის დაწყება, Lenovo, Acer და ASUS უზრუნველყოფენ სერვისების, GeForce Now-სა (RTX 3080-ის დონე) და Amazon Luna+-ის სამთვიან გამოწერას. ASUS თავის ქრომბუკებს ასევე საჩუქრად მოაყოლებს გეიმინგ მაუსს SteelSeries Rival 3. თავის მხრივ Google-მა პარტნიორული შეთანხმება დადო NVIDIA-ს, Amazon-სა და Microsoft-თან, რათა უზრუნველყოს მოწყობილობების მაქსიმალურად კომფორტული მუშაობა GeForce Now, Luna და Xbox Game Pass სერვისებთან. NVIDIA-სთან თანამშრომლობა ყველაზე მნშვნელოვანია, რადგან ChromeOS მოწყობილობებში პირველად გამოჩნდა GeForce Now RTX 3080-ის წარმადობა - ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშები 1600p-მდე გაფართოებაზე გაეშვება 120 FPS-ით, რეითრეისინგით (რა თქმა უნდა, თუკი თამაში მხარდაჭერილი ამ ტექნოლოგიით). გარდა ამისა, Google ახდენს ChromeOS-ის ოპტიმიზაციას ამ ლეპტოპებზე, რათა გაამარტივოს თამაშების პირდაპირი ჩართვა. ფოტოს წყარო: Google ChromeOS მოწყობილობებზე სრულფასოვანი თამაში საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია Google-ისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ხელმისაწვდომი GeForce Now, Luna და Xbox Game Pass სერვისების გარდა მალე გამოვა Steam-ის ბეტა ვერსია ქრომბუკებისთვის. https://tinyurl.com/2p94vf7s
  18. ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროვაიდერი Starlink იაპონიაში ამუშავდა - ეს არის პირველი აზიური ქვეყანა, რომელშიც გაჩნდა SpaceX-ის ინტერნეტ-სერვისის დაფარვა. დაფარვის ოფიციალური რუკის თანახმად Starlink მუშაობს ქვეყნის ჩრდილოეთის უდიდეს ნაწილში, ტოკიოს ჩათვლით. ფოტოს წყარო: David Edelstein / unsplash.com ქვეყნის სხვა რეგიონებში, მათ შორის სამხრეთ იაპონიასა და კუნძულ ჰოკაიდოზე, სატელიტური სიგნალის მიღება გამოჩნდება მიმდინარე კვარტალში, ხოლო მომავალ წელს სერვისი ხელმისაწვდომი გახდება SpaceX-ისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქვეყანაში - სამხრეთ კორეაში. კომპანია აპირებს უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველაზე შორეულ რეგიონებში, სადაც ტრადიციული საშუალებებით კავშირის ორგანიზება გაუმართლებელი, რთული ან შეუძლებელია. გასულ წელს SpaceX-მა გააფორმა ხელშეკრულება იაპონურ მობილურ ოპერატორ KDDI-სთან, რათა მიაწოდოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ძნელად მისადგომ ადგილებში მდებარე 1200 მობილურ ანძას. კომერციული სერვისების მიწოდების გარდა Starlink ასევე ჩართულია ჰუმანიტარულ მისიებში: მიმდინარე წელს პროვაიდერმა დაიწყო მუშაობა ტონგას კუნძულოვან სამეფოში, რომელიც დაზარალდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ასევე უკრაინაში. ეს უკანასკნელი პროექტი, ილონ მასკის თქმით, წლის ბოლომდე კომპანიას 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდება, გარდა ამისა, Starlink-ის მოქმედების სივრცე ფართოვდება სამგზავრო ავიახაზებზე. https://tinyurl.com/2mdnjmrh
  19. ევროპარლამენტის ეკონომიკურ და სავალუტო საკითხთა კომიტეტის წევრებმა 10 ოქტომბერს უმრავლესობით მხარი დაუჭირეს კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტ MiCA-ს. დოკუმენტის მომხრე იყო 28, წინააღმდეგი - 1. დეპუტატმა სტეფან ბერგერმა შედეგებს "კარგი სიახლე" უწოდა. ევროპარლამენტის მიერ საბოლოო დამტკიცება ოქტომბრის ბოლომდეა მოსალოდნელი. დოკუმენტი გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მომავალი წლის დასაწყისში, სანამ იგი ძალაში შევა 2024 წლიდან. 5 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოს წევრებმა ხელი მოაწერეს ციფრული აქტივების რეგულირების შესახებ კანონპროექტს შემდგომი განხილვის გარეშე. MiCA მოიცავს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივებისა და Stablecoin-ების ემიტენტებზე, სავაჭრო და კასტოდიალურ პლატფორმებზე. კრიპტო აქტივების სერვისის პროვაიდერებს მოეთხოვებათ დაიცვან მკაცრი მოთხოვნები, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლების დაცვას, ხოლო სავაჭრო პლატფორმებს მოეთხოვებათ white paper-ის წარდგენა. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო შეთანხმდნენ MiCA-ს წინასწარ ვერსიაზე. კანონპროექტი არ შეეხო NFT-ს, თუმცა შესაბამისი დებულებები შესაძლოა მოგვიანებით შემოვიდეს. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ გერმანიის, იტალიის და ნიდერლანდების წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ დღეში 200 მილიონი ევროს ლიმიტის შენარჩუნებას ევროს უზრუნველყოფით Stablecoin-ების ტრანზაქციებზე. https://tinyurl.com/2p952kce
  20. როდესაც 2019 წელს Apple-მა Qualcomm-თან გარიგების დადების შესახებ განაცხადა, კომპანია რთულ ვითარებაში იმყოფებოდა. Intel-ის 5G მოდემის მეშვეობით Qualcomm-ის მოდემზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის გეგმა ჩაიშალა. Apple-ს მოუწია ლიცენზია Qualcomm-ისგან შეეძინა. Apple-მა და Qualcomm-მა ხელი მოაწერეს სალიცენზიო შეთანხმებას ექვსი წლის ვადით ორწლიანი ოფციონებით. ამასთან, Apple-ს არ უთქვამს უარი Qualcomm-ზე დამოკიდებულების შემცირების გეგმაზე. ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში მან დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა Intel-ისგან მობილური მოდემის ბიზნესის უმეტესი წილის შესაძენად. მიუხედავად იმისა, რომ Apple Qualcomm 5G მოდემებს ყველა iPhone-ში იყენებს 2020 წლიდან iPhone 12-ით დაწყებული - საკუთარი მოდემის შემუშავება გრძელდება. Apple იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მომავალი წლიდან iPhone 15 სმარტფონების 80%-ის საკუთარი 5G ჩიპებით აღჭურვას, Qualcomm-ს კი მხოლოდ 20% უნდა დარჩენოდა. ეს გეგმა ჯამში ვერ რეალიზდება. Qualcomm არ აპირებს შეეგუოს iPhone-ებისთვის განკუთვნილი მოდემების ასეთ მკვეთრ შემცირებას. მას აქვს რამდენიმე პატენტი, რაც Apple-ს საკუთარი მოდემების გამოშვების საშუალებას არ აძლევს (ეს მოდემები უნდა აწარმოოს TSMC-იმ გაუმჯობესებული 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, რომელსაც კომპანია 4-ნანომეტრიანს უწოდებს). Apple-ს სურდა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს გაეუქმებინა Qualcomm-ის ეს ორი პატენტი, რომელიც მას წინ ეღობებოდა, მაგრამ ვერ შეძლო. Haitong International Securities-ის ანალიტიკოსი Jeff Pu წერს, რომ Apple-მა შესაძლოა გამოიყენოს ჯერ კიდევ დაუანონსებელი Qualcomm Snapdragon X75 5G მოდემი 2024 წელს. მას TSMC აწარმოებს 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. iPhone 14-ში ამჟამად გამოყენებულია Snapdragon X65 5G მოდემი. Snapdragon X70 5G უნდა შევიდეს iPhone 15-ის შემადგენლობაში მომავალ წელს და შემოგვთავაზებს 10 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. იგი გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს უკეთესი დაფარვისთვის, მიღებული სიგნალების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, შეყოვნების შემცირებისა და ენერგოეფექტურობის 60%-ით გაზრდისთვის. დასაშვებია ვარაუდი, რომ საკუთარი მოდემების გამოშვებას Apple არ დაიწყებს 2025 წლამდე ან უფრო გვიან. ამას ხელს უწყობს Qualcomm-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები მისი მოდემების გაყიდვასთან დაკავშირებით სასამართლო დავის ფარგლებში, წერს Phonearena. https://tinyurl.com/42bd6wrm
  21. პორტალი VideoCardz აცხადებს აშშ-სა და ევროპაში ფლაგმანურ გრაფიკულ ამაჩქარებელ Radeon RX 6900 XT-ზე ფასების რეკორდული შემცირების შესახებ. ზოგიერთ მაღაზიაში ვიდეო დაფა შემოთავაზებულია 700 აშშ დოლარსა და 740 ევროზე ნაკლებად, რაც 1000 აშშ დოლარით/ევროთი ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ ფასთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz Radeon RX 6900 XT-ს საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Navi 21. დაფას აქვს 16 გბ GDDR6 მეხსიერება. ამერიკულ Amazon-ზე გრაფიკული ამაჩქარებლები XFX Radeon RX 6900 XT Speedster SWFT 319 და XFX Radeon RX 6900 XT Speedster MERC 319 შემოთავაზებულია 690 და 700 აშშ დოლარად, შესაბამისად. ჯერ კიდევ იანვარში ეს დაფები იყიდებოდა დაახლოებით 1700 აშშ დოლარით ძვირად. ფოტოს წყარო: Amazon ორივე დაფას აქვს ძალიან დიდი და ეფექტური გაგრილების სისტემა. ანალოგიური შეთავაზებების ნახვა შესაძლებელია ჩრდილოამერიკულ საცალო ქსელ Best Buy-ზე. Radeon RX 6900 XT ვიდეო დაფის ფასის შემცირების დინამიკა აშშ-ში. ფოტოს წყარო: CamelCamelCamel ყველაზე მომგებიანი შემოთავაზება აქვს ამერიკულ ინტერნეტ-მაღაზია Newegg-ს. ამ პლატფორმაზე ASRock Radeon RX 6900 XT Phantom Gaming D 670 აშშ დოლარად იყიდება. ფოტოს წყარო: Newegg ევროპაში Radeon RX 6900 XT-ს ყიდვა შესაძლებელია 736 ევროდ - აცხადებს გერმანული ფასების აგრეგატორი Geizhals. გასულ სექტემბერს ვიდეო დაფა 250 ევროთი გაიაფდა. მიმდინარე წლის იანვარში იგი წარმოდგენილი იყო 1000 ევროთი უფრო ძვირად. Radeon RX 6900 XT ვიდეო დაფის ფასის შემცირების დინამიკა ევროპაში. ფოტოს წყარო: Geizhals უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ფლაგმანური NVIDIA GeForce RTX 4090 გრაფიკული ბარათის საერთაშორისო გაყიდვები, რომლის კონკურენტი AMD-ს ჯერ არ აქვს. Radeon გრაფიკული ბარათების ახალი სერია 3 ნოემბერს იქნება წარმოდგენილი. ამიტომ AMD-ის ერთადერთი გამოსავალი Radeon RX 7000 ვიდეო ბარათების გამოშვებამდე არის Radeon RX 6000-ის ჯერ კიდევ აქტუალური თაობის მოდელებზე ფასების შემცირება. https://tinyurl.com/mrxax7w7
  22. Bloomberg Intelligence-ის საბირჟო პროდუქტების უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა ივარაუდა პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდა უახლოეს მომავალში. იგი დარწმუნებულია, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ციფრული ოქრო კონკურენტებს გაუსწრებს. Bloomberg Cryptos Outlook-ის ახალი ანგარიშის მიხედვით წლის პირველ ნახევარში ძირითად აქტივებს შორის მხოლოდ ნედლეული საქონელი გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით ამას Bitcoin-ისთვის აუცილებელი მნიშვნელობა აქვს. ეკონომიკურ ვარდნაში ციფრული ოქრო და Ethereum, როგორც წესი, მიდრეკილნი არიან აღემატებოდნენ ძირითად აქტივებს, განმარტავენ ექსპერტები. მაკგლოუნმა ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას „ძლიერი თანმხლები ქარი“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ოქტომბერი იყო საუკეთესო თვე Bitcoin-ისთვის 2014 წლიდან. ანალიტიკოსი თვლის, რომ Ethereum-ის გადასვლა Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე შეიძლება დაეხმაროს მას და პირველ კრიპტოვალუტას - გამყარდნენ 1000 და 20000 აშშ დოლარიან დონეებზე, შესაბამისად. მანამდე Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა Bitcoin-ის ზრდის განახლების მთავარ ფაქტორად დაასახელა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის უარი - აგრესიულად გაზარდოს განაკვეთები ინფლაციასთან საბრძოლველად. შეფახსენებთ, სექტემბერში ჯორჯ სოროსის ყოფილმა კოლეგამ ფონდ Quantum-ში, მილიარდერმა სტენლი დრაკენმილერმა ივარაუდა ციფრული აქტივების აღმასვლა ფიატზე დამყარებული ეკონომიკის კრახის ფონზე. https://tinyurl.com/ycxhhudn
  23. ვრცელდებოდა ხმები, რომ შესაძლოა გამოსულიყო RTX 4090 Ti, თუმცა NVIDIA-მ ჯერჯერობით დააანონსა მხოლოდ RTX 4090 და ორი ვერსიის RTX 4080. ინსაიდერი Moore's Law Is Dead ამტკიცებს, რომ აქვს ინფორმაცია RTX Titan სერიის ახალი წარმომადგენლის შესახებ, რომლის სახელწოდებაა RTX Titan Ada. ინსაიდერი აცხადებს, რომ RTX Titan Ada შესაძლოა იყოს RTX 4090 Ti. ამასთან, მისი თქმით, საწარმოო წყაროები ასევე მიაკუთვნებენ ჯერ გამოსასვლელ მოდელს Titan-ის სერიას და არა - RTX 4090 Ti-ს. წყაროებზე დაყრდნობით Moore's Law Is Dead ამბობს, რომ RTX Titan Ada-ს TDP-ის დონეა 600-დან 700 ვატამდე და არა - 800-100 ვატი, როგორც უფრო ადრეული ცნობები მოწმობდა. გარდა ამისა, დაფაში გამოყენებულია გრაფიკულ პროცესორ AD102-ის სრული კონფიგურაცია და აქვს ორი 16-პინიანი კვების კონექტორი. სავარაუდოდ, ახალი RTX Titan ოთხსლოტიანია, რის გამოც RTX 4090-იც კი მასთან შედარებით საკმაოდ მცირედ გამოიყურება. საყოველთაო აზრით, იგი იმდენად დიდია, რომ დეველოპერებმა ტესტირების დროს ვიდეო ბარათს დაუკავშირეს დედა დაფა და არა პირიქით. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, NVIDIA-ს დრო სჭირდება, რათა დაასრულოს RTX Titan-ზე მუშაობა, ამჟამად ეს პროექტი გადავადებულია. იმავე წყაროზე დაყრდნობით Moore's Law Is Dead ამტკიცებს, რომ ტესტირების დროს სერიოზული პრობლემები გამოჩნდა როგორც თავად ვიდეო დაფის, ისე კვების ბლოკის გადახურებასთან დაკავშირებით. ინსაიდერი ამბობს, რომ თუ NVIDIA ნამდვილად გამოუშვებს Titan ვიდეო ბარათს, ეს მოხდება მხოლოდ GDDR6 (სიჩქარე 27 გბ/წმ) ან GDDR7 მეხსიერების გამოსვლის შემდეგ. ისევე, როგორც RTX 4070-ის შემთხვევაში, RTX Titan Ada ან RTX 4090 Ti დაფის გამოსვლის თარიღი დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ AMD ახალ RDNA 3 არქიტექტურას წარადგენს. Moore's Law Is Dead ვარაუდობს, რომ NVIDIA-მ შეიძლება გამოუშვას უფრო მძლავრი ბარათი AD102-ს ბაზაზე 2023 წლის დასაწყისში ან შუა პერიოდში, თუკი ფლაგმანი AMD Radeon RX 7000 შეძლებს RTX 4090-სთვის ღირსეული კონკურენციის გაწევას. https://tinyurl.com/4brre8y7
      • 1
      • Like
  24. პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ASUS ამზადებს კომპაქტურ კომპიუტერებს მაღალი წარმადობის AMD Ryzen 6000 პროცესორების ბაზაზე, ჯერ კიდევ სექტემბერში გავრცელდა. რესურს Liliputing-ისა და Guru3D-ის თანახმად ამჟამად, როგორც ჩანს, კომპანია მზადაა ახალ სერია ExpertCenter PN53-ის მოწყობილობების გამოსაშვებად. კომპიუტერები უკვე გამოჩნდა ASUS-ის კატალოგში შესაბამის მახასიათებლებთან ერთად: ExpertCenter PN53-ის ზომაა მხოლოდ 120×130×58 მმ, წონა - დაახლოებით 900 გრამი, თუმცა მინიატურულ კორპუსში დაუჯერებელი წარმადობა იმალება. წყარო: ASUS საუკეთესო კონფიგურაციაში წარმოდგენილია 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი განბლოკილი პროცესორი AMD Ryzen 9 6900HX ინტეგრირებული გრაფიკით Radeon 680M, შესაძლებელია 32 გბ-მდე DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერების დაყენება ორი SO-DIMM მოდულით. ასევე ხელმისაწვდომია AMD Ryzen 7 6800H, რომელიც ფლაგმანისგან ძირითადად განსხვავდება დაბლოკილი მამრავლებითა და შედარებით დაბალი სიხშირეებით, აგრეთვე Ryzen 5 6600H – 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი ვარიანტი Radeon 660M გრაფიკით. წყარო: ASUS ასევე ხელმისაწვდომია M.2 2280 ფორმატის ორი სლოტი 2-2 ტბ მოცულობის NVMe PCIe Gen4 x4-ის დაყენების შესაძლებლობით, მხარდაჭერილია 2.5-დუიმიანი SSD-ის დაყენების შესაძლებლობა და USB4 Type-C პორტები DisplayPort 1.4-ის მხარდაჭერით, რომელთაგან ერთ-ერთი, სხვა ფუნქციებთან ერთად, კვების მიწოდებასაც უზრუნველყოფს. კონფიგურაციის შესაბამისად მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება WiFi 6 / BT 5 ან WiFi 6E / BT 5 ქსელის ბარათი. რაც ასევე საინტერესოა, კომპიუტერებში წარმოდგენილია თვითწმენდის ფუნქციის მქონე აქტიური გაგრილების სისტემა. სარეკომენდაციო ფასები ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. https://tinyurl.com/5fyp5dp4
  25. სექტემბერში ზოგიერთი Onchain-მეტრიკა მიუთითებდა ბაზარზე პესიმიზმის გავრცელებასა და დათვური ფაზის გაგრძელებაზე, ჩანს ForkLog-ის ანგარიშიდან. სექტემბერში ინდიკატორი Puell Multiple პერიოდულად შედიოდა და გადიოდა ჭარბი ყიდვის ზონიდან. ინდიკატორის ეს ქცევა მიუთითებს ბაზრის ვარდნის ფაზის დასრულების მკაფიო სიგნალის არარსებობაზე. ინდიკატორ Puell Multiple-ის დინამიკა. წყარო: ForkLog. ინდიკატორი MVRV Z-score უმეტესად მწვანე ზონაში რჩებოდა, რაც ბაზარზე პესიმიზმის შენარჩუნებას მოწმობს. ამავე დროს ტენდენცია მიუთითებს გრძელვადიან პერსპექტივაში კრიპტოვალუტების შესყიდვის პოტენციურად ხელსაყრელ პერიოდზე. ინდიკატორ MVRV Z-score-ის დინამიკა. წყარო: ForkLog. სექტემბერში Onchain-ინსტრუმენტ aSOPR-მა (7 MA) ვერც ერთხელ მოახერხა ნიშნული 1-ის გადალახვა, რაც მიუთითებს დათვური განწყობის არსებობასა და იმაზე, რომ ბაზრის მონაწილეების უმეტესობა ზარალს განიცდის. ინდიკატორ aSOPR-ის დინამიკა. წყარო: ForkLog. Glassnode-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს „Bitcoin-სიმდიდრის" პროპორციის შემცირება, რომელიც კონცენტრირებულია შედარებით აქტიური მოკლევადიანი ინვესტორების ხელში. მათი აზრით ჰოდლერები რჩებიან თავიანთი სტრატეგიის ერთგულნი და უარს ამბობენ რაიმე მნიშვნელოვანი მასშტაბის პოზიციებზე გასვლაზე. შეგახსენებთ, კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის ხელმძღვანელ მაიკ ნოვოგრაცის თქმით Bitcoin განაახლებს ზრდას, თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა უარს იტყვის ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად განაკვეთების აგრესიულად გაზრდაზე. ივლისში Grayscale Investments-ის ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ ბაზრის დაცემის ფაზა გაგრძელდება 2023 წლის მარტამდე https://tinyurl.com/2p8rb5bx
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.