-
Posts
7330 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კომპანია AMD-მ გასული წლის ბოლოსთვის დაიკავა x86-თავსებადი პროცესორების გლობალური ბაზრის 30%-ზე მეტი და ამ სფეროში Intel საგრძნობლად შეავიწროვა. და რაც აღსანიშნავია, ეს მოხდა კომპიუტერებსა და ლეპტოპებზე მოთხოვნის ძლიერი შემცირების ფონზე - ამან ხელი შეუწყო სასერვერო ჩიპების გაყიდვების სტაბილურ ზრდას. ანალიტიკურ კომპანია Mercury Research-ის ბოლო ანგარიშის თანახმად კომპანია AMD-ის წილი x86-თავსებადი პროცესორების მიწოდებაში მთელი 2022 წლის განმავლობაში შეადგენდა 29.6%-ს, ხოლო Intel-ისა - 70.4%-ს. ეს არის უდიდესი ნახტომი წინა წელთან შედარებით, როდესაც AMD-ს წილი იყო 23.3%, Intel-ის - 76.7%. AMD-მ მეოთხე კვარტალში კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია: მისი წილი გაიზარდა 31.3%-მდე. ეს ნიშნავს წელიწადში 5.7 პროცენტული პუნქტით და წინა კვარტალთან შედარებით 2.8 პუნქტით ზრდას. გაითვალისწინეთ, რომ AMD-მ თითქმის გაიმეორა თავისი მაქსიმუმი - 2022 წლის მეორე კვარტალში მისი წილი 31.4% იყო. როგორც Mercury Research-ის ხელმძღვანელმა Dean McCarron-მა აღნიშნა, AMD-ისა და Intel-ის წილების დინამიკა ბოლო რამდენი კვარტლის განმავლობაში დიდწილად ასახავს ჩიპების მიწოდებას პერსონალური კომპიუტერების OEM-მწარმოებლებისთვის, ქლაუდ პროვაიდერებისთვის, სავაჭრო პარტნიორებისა და საცალო ქსელებისთვის, და არა მოთხოვნას საბოლოო მომხმარებლების მხრიდან. ეს განპირობებულია ჩიპებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლებით, რის შედეგად იგივე OEM-მწარმოებლები პრიორიტეტს ანიჭებენ CPU-ების ჭარბი მარაგების გაყიდვას და არა Intel-ისა და AMD-ისგან მეტის შეძენას. ამის გამო არ უნდა ველოდოთ, რომ AMD-ისა და Intel-ის წილების შესახებ მონაცემები ზუსტად ასახავს მომხმარებლების მხრიდან უპირატესობის მინიჭებას 2023 წლის ბოლომდე. „მიწოდების კლების დიდი ნაწილი განპირობებულია წინა კვარტლებში ჭარბი მარაგის დაგროვებით, რამაც გავლენა მოახდინა მიმდინარე გაყიდვებზე - CPU-ების მომწოდებლები ასევე მიზანმიმართულად ზღუდავენ მიწოდებას, რათა დააჩქარონ მარაგების შემცირების პროცესი“, - წერს McCarron. – „გარდა ამისა, კომპიუტერის პროცესორებზე მოთხოვნა შემცირდა და მაკროეკონომიკური საფრთხეები PC OEM-ებს აიძულებს, ასევე შეამცირონ მარაგები“. გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტად AMD-ის წილი გაიზარდა პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი პროცესორების სეგმენტში - 18.6%-მდე, ხოლო Intel-ს დარჩა 81.4%. AMD-ის წილის ზრდამ შეადგინა 4.7% გასულ კვარტალთან და 2.4%-ით ზრდა - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, მისი წილი მაინც ნაკლებია 20.5%-თან შედარებით, რასაც AMD იკავებდა 2022 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის მესამე კვარტალში კი ფლობდა 20.1%-ს. აღნიშნულია, რომ დესკტოპ კომპიუტერებისთვის პროცესორების მიწოდება მეოთხე კვარტალში მკვეთრად შემცირდა მესამე კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ. „მიუხედავად იმისა, რომ Intel-მაც და AMD-მაც განიცადეს დესკტოპ პროცესორების მიწოდების მნიშვნელოვანი ვარდნა, Intel-ის მიწოდება უფრო მეტად შემცირდა, რის შედეგად გაზარდა AMD-ის წილი ბაზარზე, მაგრამ ისევ და ისევ, ეს უფრო ასახავს Intel-ის სასაწყობე მარაგების ცვლილებებს, ვიდრე საბოლოო მოთხოვნას. ”, - განაცხადა McCarron-მა. ლეპტოპის პროცესორების სეგმენტში AMD-ის წილი თანმიმდევრულად გაიზარდა 0.8 პუნქტით 16.4%-მდე, მაგრამ წლიურ შედარებაში AMD-ის პოზიცია მკვეთრად დაეცა: 5.1 პუნქტით 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. AMD-ს 2022 წლის მეორე კვარტალში მობილური x86 პროცესორების ბაზარზე მაქსიმალური 24.8% წილი ჰქონდა. AMD-ის წილის ზრდა მობილური CPU-ების ბაზარზე დიდწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ Intel-ს ჰქონდა მიწოდების უფრო მკვეთრი შემცირება კონკურენტებთან შედარებით. მეორე მხრივ AMD-ის წილის მკვეთრი ვარდნა გასულ წელთან შედარებით ასახავს კომპანიის ნაკლებ წილს Chromebook-ისთვის განკუთვნილი დაბალბიუჯეტური ჩიპების სეგმენტში. და ბოლოს, სასერვერო პროცესორების ბაზარზე AMD-ის წილმა ახალ მაჩვენებელს მიაღწია - ბაზრის 17.6%. თუმცა ამ სეგმენტში წილმა პრაქტიკულად შეწყვიტა ზრდა - დაფიქსირდა მხოლოდ 0.1%-იანი მატება. ეს არის ყველაზე მცირე ზრდა AMD-ის წილის სერვერების სეგმენტში თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ AMD ზედიზედ მე-15 კვარტალია განუწყვეტლივ ზრდის თავის წილს სერვერების სეგმენტში. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით AMD-ის წილი 6.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. AMD-ის ზრდის შენელება გამოწვეულია Intel Xeon-ის, ასევე Xeon Max სერიის ჩიპების გაზრდილი მიწოდებით. ასევე Mercury Research-ის სპეციალისტებმა წარადგინეს მონაცემები Arm არქიტექტურის პროცესორების გაყიდვების დინამიკაზე, რომლებიც პოპულარობას იძენენ კომპიუტერების სეგმენტში როგორც Apple-ის, ასევე Qualcomm-ის ძალისხმევით. Arm-თავსებადმა მოწყობილობებმა პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში 13.3% დაიკავა. Arm-ისთვის ეს არ არის კვარტლის ყველაზე წარმატებული შედეგი. გასული წლის მესამე კვარტალში Arm-არქიტექტურის პროცესორები კომპიუტერების სეგმენტში 14.6%-ს შეადგენდა, მაგრამ მეოთხე კვარტალში მათი წილი შემცირდა. თუმცა, იგი მაინც აღემატება 10.3%-იან საბაზრო წილს, რაც Arm ჩიპებს ეკავა 2021 წლის მეოთხე კვარტალში. Counterpoint Research-ის მონაცემებით Arm-თავსებადი პროცესორების წილი 2021 წელს შეადგენდა 11%-ს და 2022 წელს - 13%-ს. ამ ორი წყაროს სტატისტიკა, როგორც ჩანს, მინიმალურად განსხვავდება. https://tinyurl.com/4b2n7tn9
-
გაჭიანურებული კრიპტო ზამთარი ახალ მსხვერპლს იმატებს, ალგორითმულ Stablecoin Terra/Luna-ს დაშლამ და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კრიპტო ბირჟა FTX-ის გაკოტრებამ სიტუაცია გააუარესა. ამჯერად კიდევ ერთი ბირჟა იხურება, თანაც ძველი და კარგად ცნობილი LocalBitcoins. კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა სერვისების ეტაპობრივი დახურვის გრაფიკი. დღეიდან საიტზე დარეგისტრირება შეუძლებელია და 17 თებერვლის შემდეგ მომხმარებლები მხოლოდ კრიპტოვალუტის გატანას შეძლებენ. ამისთვის მათ 12 თვე აქვთ. კრიპტო ბაზრის ექსპერტები გაკვირვებით შეხვდნენ ბირჟის დახურვის ამბავს - ჯერ კიდევ იანვარში პროექტი აქტიურად ავითარებდა და ნერგავდა ახალ ფუნქციებს. მაგალითად, გასული თვის ბოლოს დაემატა Bitcoin-ის ერთი დაწკაპუნებით ყიდვის შესაძლებლობა. ალბათ პროექტის გუნდი ბოლომდე იმედოვნებდა, რომ დახურვის თავიდან აცილება შეიძლებოდა - დეტალები და კომენტარები შეიძლება უახლოეს პერიოდში გახმაურდეს. ამავდროულად, ეჭვგარეშეა, რომ ეს არ არის კრიპტო ბაზრის ბოლო დანაკარგი - Bitcoin-ის კურსი, რა თქმა უნდა, 20 ათას აშშდოლარზე მეტია, მაგრამ მთლიანობაში ინდუსტრიის მდგომარეობა მაინც დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს. ამას ადასტურებს აგრეთვე მაინინგსა ან კრიპტოვალუტეით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ბირჟებისა და კომპანიების მიერ თანამშრომლების შემცირება. https://tinyurl.com/2p84heaz
-
ოპერაციული სისტემა Android 13 ექვსი თვის წინ გამოვიდა და მისი ბაზრის წილი ამ დრომდე ვერ უტოლდება Android 12-ისას, თუმცა Google უკვე სამომავლო Android 14-ის საფუძველს აყალიბებს. Android-დეველოპერებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ Android 14-ის ტესტირება, რადგან Google-მა გამოუშვა პირველი წინასწარი ვერსია. სმარტფონების ტესტერებს უკვე შეუძლია სისტემის ნიმუშის ატვირთვა მოდელებში - Google Pixel 7 Pro, Pixel 7, Pixel 6a, Pixel 6 Pro, Pixel 6, Pixel 5a 5G, Pixel 5 ან Pixel 4a (5G). სხვა მოწყობილობების შესამოწმებლად, როგორიცაა პლანშეტები და დასაკეცი მოწყობილობები, კომპანია გვთავაზობს Android-ემულატორს. Google მუშაობს Android 14-ით პლანშეტებისა და დასაკეცი მოწყობილობების მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად. კომპანიამ გამოაქვეყნა რამდენიმე სახელმძღვანელო მითითება, რათა დაეხმაროს დეველოპერებს აპლიკაციების ოპტიმიზაციაში სხვადასხვა ზომის ეკრანისთვის, მათ შორის იგულისხმება დიდი ეკრანები და დასაკეცი მოწყობილობების ეკრანები. ამ ძალისხმევის ნაწილი დაკავშირებულია მრავალამოცანიან რეჟიმებთან. Google დეველოპერებს ურჩევს შეცვალონ აპლიკაციის ფანჯრების ზომა ისეთი ფუნქციების მხარდასაჭერად, როგორიცაა გაყოფილი ეკრანი და მრავალფანჯრიანი რეჟიმი. Google, სულ მცირე, გასული წლიდან აუმჯობესებს აპლიკაციების მუშაობას დიდ ეკრანებზე. ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მომხმარებლებმა და დეველოპერებმა უნდა შეამჩნიონ, არის ის, რომ Android 14 არ დააინსტალირებს აპლიკაციებს, რომელთაც არ აქვთ Android 6.0 ვერსიის მხარდაჭერა. აპლიკაციები, რომლებიც არ განახლებულა 2015 წელს ამ ოპერაციული სისტემის ვერსიის დანერგვის შემდეგ, არ დაინსტალირდება მოწყობილობებზე. ეს ზომები სავარაუდოდ არ იმოქმედებს მომხმარებელთა უმეტესობაზე. გასული წლიდან Android-ის ახალ მომხმარებლებს არ შეუძლიათ მოძებნონ და ჩამოტვირთონ Google Play Store-დან ის აპლიკაციები, რომლებსაც განახლება არ მიუღიათ ორი წლის განმავლობაში. კომპანია აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვა მიზნად ისახავს ზიანისმომტანი პროგრამული უზრუნველყოფის შეკავებას, რომელიც ხშირად მიმართულია SDK-ის ძველ ვერსიებზე, რათა გვერდი აუაროს კომპანიის ბოლო უსაფრთხოების პროტოკოლებს. საინტერესოა, რომ XDA-ს დეველოპერებმა აღმოაჩინეს დამალული ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება წაშალონ მავნე პროგრამები Android 14-ზე მომუშავე სმარტფონებიდან. დეველოპერის მენიუში ორი ველის გადართვა ხსნის პარამეტრების მენიუს სპეციალურ ვერსიას, რომელიც შეიცავს განყოფილებას სახელწოდებით "ფონურ რეჟიმში დაინსტალირებული აპლიკაციები". იქ მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ და წაშალონ პროგრამული უზრუნველყოფა. მობილური კავშირის ოპერატორები და სხვა მომწოდებლები ხშირად ახვევენ თავს მომხმარებლებს არასაჭირო აპლიკაციებს, რომლებიც მეხსიერების სივრცეს იკავებს და, როგორც წესი, მათი წაშლა შეუძლებელია. Galaxy S23 სერიის სმარტფონები წარმოდგენილია 60-გიგაბაიტიანი ოპერაციული სისტემით - ეს არის სამი Windows 11-ის ან ოთხი სტადარტული Android 13-ის ზომა. იმედი ვიქონიოთ, რომ Android 14 საბოლოოდ საშუალებას მისცემს მომხმარებლებს გაათავისუფლონ მეხსიერება უსარგებლო მასალისგან, განსაკუთრებით მათ, ვინც ყიდულობს მცირე მეხსიერების მქონე იაფ მოდელებს. https://tinyurl.com/26z4tavz
-
დრაივერების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ NVIDIA ამზადებს მთელ რიგ Ada RTX გრაფიკულ პროცესორებს მობილური სამუშაო სადგურების სეგმენტისთვის. გრაფიკული პროცესორები NVIDIA RTX Ada Workstation გამოჩნდა MSI-ს მიერ გამოქვეყნებულ დრაივერებში, რაც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა სამომავლო პროდუქტებისა და ჯერ არგამოშვებული GPU-ების იდენტიფიკატორების შესახებ. დრაივერების პაკეტში სულ ჩამოთვლილია ოთხი SKU: NVIDIA_DEV.2730 = "NVIDIA RTX 5000 Ada Generation Laptop GPU" NVIDIA_DEV.27BB = "NVIDIA RTX 3500 Ada Generation Laptop GPU" NVIDIA_DEV.2838 = "NVIDIA RTX 3000 Ada Generation Laptop GPU" NVIDIA_DEV.28B8 = "NVIDIA RTX 2000 Ada Generation Laptop GPU" ეს მიუთითებს შემდეგი თაობის RTX Workstation ლეპტოპების სამომავლო სერიის გამოსვლაზე Ada Lovelace GPU არქიტექტურის გამოყენებით. ამჟამად არ არსებობს სხვა ინფორმაცია მოწყობილობების იდენტიფიკატორების გარდა, თუმცა Videocardz გვთავაზობს ამ ჩიპების მახასიათებლებს. რესურსი აცხადებს, რომ RTX 5000 Ada GPU-ში შესაძლოა გამოყენებული იყოს გრაფიკული პროცესორი AD103 256-ბიტიანი ინტერფეისით და 16 გბ GDDR6 მეხსიერება, RTX 3500-ში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს AD104 და 192-ბიტიანი ინტერფეისი 12 გბ მეხსიერებით. RTX 3000 და RTX 2000 Ada Mobility სამუშაო სადგურების GPU-ში შესაძლოა გამოყენებული იყოს AD106 და AD107 გრაფიკული პროცესორები 8 გბ 128 ბიტი და 4/8 გბ 138 ბიტი კონფიგურაციებით, შესაბამისად. ასევე, მათი მახასიათებლები შესაძლოა იყოს სტანდარტული GPU RTX 40 Laptop-ის ანალოგიური, თუმცა ნაკლები ტაქტის სიხშირეებით და უფრო დაბალი ენერგომოხმარებით. გარდა ამისა, სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი RTX Ada გრაფიკული პროცესორები გამოყენებენ Studio დრაივერების პაკეტის უპირატესობებს და უზრუნველყოფენ წარმადობის თვალსაჩინო ზრდას ამჟამად აქტუალურ GPU Ampere-სთან შედარებით. იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს თვეებში NVIDIA უამრავ ღონისძიებას ჩაატარებს, როგორებიცაა GDC და GTC, შესაძლებელია ერთ-ერთი ამ ღონისძიებიდან ცნობილი გახდეს სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი Ada GPU-ების შესახებ. https://tinyurl.com/yx7t2suz
-
ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვება შესაძლებელია ამ ათწლეულში, მაგრამ არა 2025 წლამდე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ხაზინის ხელმძღვანელმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, წერს BBC. ოფიციალური პირის თქმით e-GBP შეიძლება გახდეს გადახდის ახალი „სანდო და ხელმისაწვდომი“ საშუალება. ამ დროისთვის ხელისუფლება ფოკუსირებულია ფინანსურ სტაბილურობაზე CBDC-ის გავლენაზე. 7 თებერვალს ინგლისის ბანკმა და ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნეს საკონსულტაციო ნაშრომი ციფრული ფუნტის შესახებ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომენტარებით მიმართონ 7 ივნისამდე. დოკუმენტის თანახმად ციფრული ვალუტის გაშვების მთავარი მოტივაციაა იმის უზრუნველყოფა, რომ დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ფულმა შეინარჩუნოს ნდობისა და უსაფრთხოების წამყვანის სტატუსი ქვეყნის ფულად სისტემაში. საცალო e-GBP გამოყენებული იქნება მოსახლეობასა და კომპანიებში ყოველდღიური შესყიდვებისთვის და ელექტრონული კომერციისთვის. ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი იქნება არარეზიდენტებისთვის. დოკუმენტი ითვალისწინებს CBDC-ის ნაშთების ლიმიტს £10.000-დან 20.000 ფუნტამდე (12 ათასი აშშ დოლარიდან 24 ათას აშშ დოლარამდე). CBDC იარსებებს ნაღდ ფულთან ერთად, შეავსებს მას და საბანკო დეპოზიტებს. ცენტრალურმა ბანკმა დაუშვა, რომ e-GBP-მ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბანკების ბიზნეს მოდელებზე. შენახვის მიზნით შემუშავდე შენახვის მიზნით შემუშავდება ციფრული საფულე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სმარტფონებისა და საგადახდო ბარათების გამოყენებით. ციფრული ფუნტის დიზაინი გულისხმობს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის მკაცრ სტანდარტებს - ინგლისის ბანკს არ ექნება წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე. ცალკე ტექნიკურ დოკუმენტში მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ ცენტრალურად მართული განაწილებული მონაცემთა ბაზის ტექნოლოგიები საუკეთესო იქნება ციფრული ფუნტის შექმნისთვის. „ბანკი არ დანერგავს პროგრამირებად ფუნქციებს. მარეგულირებელს შეუძლია მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე კერძო სექტორს მიაწოდოს მათი განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ამ უკანასკნელის თანხმობას მოითხოვს“, - ნათქვამია დოკუმენტში. 2021 წლის აპრილში ინგლისის ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ შექმნეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი CBDC-ის შესასწავლად. მოგვიანებით ამ პროცესს ლორდთა პალატის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი შეუერთდა. ნოემბერში ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ციფრული ფუნტის გამოშვების შემდეგ ფიზიკური და კორპორაციების დეპოზიტების 20% შეიძლება გადავიდეს ინსტრუმენტზე. 2022 წლის თებერვალში ინგლისის ბანკმა CBDC-ისთვის განკუთვნილი ციფრული საფულის გამოშვების ალბათობას „ნაკლებად სარწმუნო“ უწოდა. https://tinyurl.com/3axf856u
-
პროფილურმა მედიამ და ტექნობლოგერებმა ტესტირებისთვის მიიღეს ლეპტოპების სხვადასხვა მოდელი, რომლებშიც მოცემულია იანვარში გამოფენა CES 2023-ზე წარდგენილი მძლავრი დისკრეტული ვიდეო ბარათები NVIDIA GeForce RTX 4080 და RTX 4090. ერთ-ერთი მიმოხილველია YouTube-არხი Hardware Unboxed, რომელმაც გატესტა ყველაზე ძვირადღირებული ლეპტოპი მობილური GeForce RTX 4090 ბარათით - MSI Titan GT77HX. ფოტოს წყარო: Hardware Unboxed ამ მოდელის მიმართ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ მისი მაქსიმალური კომპლექტაციის წარმოუდგენელი ფასი 5300 აშშ დოლარი, არამედ ის ფაქტიც, რომ მასში გამოყენებულ ვიდეო ბარათ GeForce RTX 4090-ს აქვს 150 ვატი მაქსიმალური ენერგომოხმარება, ასევე შესაძლებელია დამატებით 25 ვატი სიმძ₾ავრის გამოყენება ტექნოლოგია Dynamic Boost-ის წყალობით, რომელიც CPU-სა და GPU-ს შორის ანაწილებს სიმძლავრეს ამა თუ იმ სცენარის შესაბამისად. ამრიგად, ამაჩქარებელს შეუძლია მწარმოებლის მიერ გამოცხადებული მაქსიმალური წარმადობის დემონსტრირება, რისი მიღწევაც შეუძლებელია, მაგალითად ვიდეო ბარათის TGP-ის შეზღუდვით 125 ან თუნდაც 80 ვატამდე. სწორედ ამიტომ, მათი არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მწარმოებლის მიერ გამოცხადებული ვიდეო ბარათის სიმძლავრის მაჩვენებელს. მობილური GeForce RTX 4090-ის წარმადობა მცირეა დესკტოპ GeForce RTX 4090 ბარათთან შედარებით. უფრო მეტიც, მობილური ფლაგმანი ასევე ვერ შეედრება დესკტოპ GeForce RTX 4080-ს მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანში გამოყენებულია ერთი და იგივე GPU AD103 9728 CUDA ბირთვით და იდენტური, 256-ბიტიანი მეხსიერების სალტით. დესკტოპ GeForce RTX 4080-ის ჩიპი მუშაობს გაცილებით მაღალ, 2505 მჰც სიხშირეზე, მობილური GeForce RTX 4090-ის გრაფიკული ჩიპის სიხშირე 2040 მეგაჰერცია. გარდა ამისა, მობილურ ბარათში გამოყენებულია უფრო ნელი, GDDR6 (18 გბ/წმ) სტანდარტის მეხსიერება, დესკტოპ GeForce RTX 4080-ს კი აქვს უფრო სწრაფი GDDR6X (22.4 გბ/წმ). შედეგად მობილური RTX 4090-ის სიჩქარე შეადგენს 576 გბ/წმ-ს, დესკტოპისა კი - 717 გბ/წმ-ს. და მაინც, მობილური GeForce RTX 4090 ამჟამინდელი თაობის ყველაზე სწრაფი მობილური გრაფიკული ამაჩქარებელია. იგი მარტივად იტოვებს უკან გასული Ampere თაობის ფლაგმანურ ვიდეო ბარათ GeForce RTX 3080 Ti-ს, რომელსაც იგივე ენერგომოხმარების დონე გააჩნია. ამასთან განსხვავება GeForce RTX 4090-ის სასარგებლოდ იზრდება თამაშებში გაფართოების გაზრდის კუთხით. 4K გაფართოების პირობებში მობილური GeForce RTX 4090 საშუალოდ 58%-ით სწრაფია მობილურ GeForce RTX 3080 Ti-სთან შედარებით. 1440p გაფართოებაზე ახალი ბარათი საშუალოდ 48%-ით სწრაფია GeForce RTX 3080 Ti-სთან შედარებით. წარმადობაში მაქსიმალური განსხვავება 77% კი ფიქსირდება Hardware Unboxed-ის ტესტებში. 1080p გაფართოების თამაშებში თაობებს შორის სხვაობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა ახალი ბარათი მაინც აფიქსირებს უპირატესობას: საშუალოდ, იგი 29%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე GeForce RTX 3080 Ti. მობილური GeForce RTX 4090-ის (150–175 ვტ) გეიმინგ ტესტები 1440p გაფართოებაზე: მობილური GeForce RTX 4090-ის (150–175 ვტ) გეიმინგ ტესტები 1080p გაფართოებაზე: რეითრეისინგის ტექნოლოგიის მქონე თამაშებში მობილური RTX 4090 68%-მდე სწრაფი აღმოჩნდა GeForce RTX 3080 Ti-სთან შედარებით. ახალმა ბარათმა ასეთი სხვაობა დააფიქსირა მაგალითად Cyberpunk 2077-ში, სადაც აჩვენა საშუალოდ 44 კადრი წამში 1440p გაფართოებაზე. შედარებისთვის, მობილური GeForce RTX 3080 Ti უზრუნველყოფს წამში 26 კადრს იმავე პირობებში. ამავე თამაშში 1080p გაფართოებაზე GeForce RTX 4090-ის მაჩვენებელი იყო საშუალოდ 71 fps, ხოლო GeForce RTX 3080 Ti-ს, საშუალოდ 42 fps. მობილური GeForce RTX 4090-ის (150–175 ვტ) გეიმინგ ტესტები რეითრეისინგით 1440p და 1080p გაფართოებებზე: ცხადია, 5300 აშშ დოლარი ღირებულების MSI Titan GT77HX არ არის ერთადერთი ლეპტოპი, რომელიც GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათს გვთავაზობს, გამოვა უფრო ხელმისაწვდომი მოდელებიც. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ GeForce RTX 4080 და RTX 4090 გრაფიკის მქონე ლეპტოპების სარეკომენდაციო ღირებულება ნებისმიერ შემთხვევაში 1999 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/3rav6tka
-
Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებს კომპანიის სტრატეგიულ გეგმებს, რომლებიც აღწერს ბიზნესის განვითარების ძირითად მიზნებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. მან წინა ორი გეგმა გამოაქვეყნა 2006 და 2016 წლებში, ხოლო მიმდინარე წლის 1 მარტს გააზიარებს მესამეს, რომელიც მოიცავს ელექტრომობილების პლატფორმის შექმნის გეგმას არსებულ დონესთან შედარებით განახევრებულ ფასად. ფოტოს წყარო: Tesla ილონ მასკის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან ცნობილია, რომ Tesla-მ 1 მარტს დაგეგმა ინვესტორების ღონისძიება, რომელიც გაიმართება ტეხასში, სადაც კომპანიას აქვს არა მხოლოდ ელექტრომობილების ქარხანა, არამედ ახალი სათავო ოფისიც. თანმხლები გამოსახულების ფონად პუბლიკაციის ავტორებმა აირჩიეს ბრენდის ელექტრომობილების ნაწილების იმპროვიზირებული კედელი, რაც აშკარად მიანიშნებს მომავალ ისტორიაზე მათი გამოშვების მასშტაბის შესახებ. შეგახსენებთ, რომ Tesla მიზნად ისახავს ყოველწლიურად გაზარდოს ელექტრომობილების წარმოების მოცულობა ტოველ წელს ერთნახევარჯერ და ათწლეულის ბოლოს მიაღწიოს ყოველ წელს 20 მილიონი ეგზემპლარის გამოშვების მიზანს. მიიჩნევა, რომ მარტის ღონისძიებაზე Tesla-ს მენეჯმენტი არა მხოლოდ ისაუბრებს ახალი ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებაზე ელექტრომობილების აწყობასა და ცალკეული კომპონენტების წარმოებაში, არამედ ისაუბრებს მესამე თაობის პლატფორმაზე, რომელიც მომავალში შესაძლებელს გახდის 25 ათასი აშშ დოლარი და მეტი ღირებულების ელექტრომობილების მასიურ წარმოებას. მკაცრი რეალობა, რა თქმა უნდა, ცვლის ასეთი გეგმების ეკონომიკას, რადგანაც Tesla Model 3-ის ფასი თავდაპირველად უნდა ყოფილიყო 35 ათასი აშშ დოლარი, ამჟამად კი მისი მინიმალური ფასი 43490 აშშ დოლარია. და მაინც, Tesla იმედოვნებს, რომ ახალი სტრატეგიული გეგმის თანახმად ამჟამინდელ დონესთან შედარებით ორჯერ შეამცირებს ელექტრომობილების წარმოების თვითღირებულებას. ამავე დროს მასკი აპირებს ინვესტორებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე ისაუბროს გლობალური ენერგეტიკული სისტემის მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე გადასვლის პროგრამაზე. წინა სტრატეგიული გეგმების სხვა არარეალიზებული პუნქტები მოიცავს Tesla-ს ელექტრომობილების სრულ ავტოპილოტზე გადასვლას და მოდელების ასორტიმენტის გაფართოებას ბაზრის ყველა ძირითად სეგმენტზე. https://tinyurl.com/yc2jybmm
-
კრიპტო აქტივები და სხვა განვითარებადი ტექნოლოგიები შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) 2023 წლის პრიორიტეტების სიაშია. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა განაცხადა. „ექსპერტიზების განყოფილება დაკავდება იმ ბროკერ-დილერებისა და RIA-ს შემოწმებით, რომლებიც იყენებენ ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს ან ახალ მეთოდებს, რომელთა შორისაა ტექნოლოგიური და ონლაინ გადაწყვეტილებები“ - ნათქვამია პრეს-რელიზში. დეპარტამენტის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ციფრულ აქტივებთან მომუშავე კომპანიების დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება რეკომენდაციებისა და საინვესტიციო კონსულტაციების გაწევისას. ოფიციალური პირები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ იმ სიხშირის შეფასებაზე, რა სიხშირითაც კომპანიები განიხილავენ მათ შესაბამისობას, გამჟღავნებასა და რისკის მართვის პრაქტიკას. კიდევ ერთი საკითხი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ საინვესტიციო მრჩევლებმა დაიცვან მარკეტინგის ახალი წესი, რომელიც ზღუდავს გამოხმაურებებისა და რეკომენდაციების გამოყენებას, მათ შორის ცნობილი ადამიანების მიერ ფინანსური პროდუქტების პოპულარიზაციისას. დღის წესრიგის სხვა საკითხები მოიცავს კრიპტო კომპანიების მიერ კიბერუსაფრთხოების პრაქტიკის განხილვას და შემოწმებას, რომ საინვესტიციო მრჩევლები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ეს უკანასკნელი მოიცავს რისკის შეფასებასთან შესაბამისობის შემოწმებას, აქტივების შენახვას და ინტერესთა კონფლიქტის მართვას. იანვარში საინფორმაციო მედიისთვის ცნობილი გახდა RIA-ს შემოწმების შესახებ ციფრული აქტივების შენახვასთან დაკავშირებით წესებსა და კანონქვემდებარე აქტებთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტომ ემერმა SEC-ის ხელმძღვანელი გააკრიტიკა ციფრული აქტივების ინდუსტრიის არასათანადოდ რეგულირებისთვის, რამაც FTX-ის დაშლა გამოიწვია. გასული წლის განმავლობაში კომისიამ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით 30 საქმე აღძრა. Cornerstone Research ვარაუდობს, რომ ინდუსტრიის კონტროლი SEC-ისთვის პრიორიტეტად დარჩება გერი გენსლერის ხელმძღვანელობისას. მათ გაიხსენეს, რომ მაისში სააგენტომ შესაბამისი განყოფილების თანამშრომლების რაოდენობა თითქმის გააორმაგა. https://tinyurl.com/3aee2rhd
-
კომპანია MSI-მ წარადგინა თეთრი ფერის ვიდეო ბარათები GeForce RTX 4080 და RTX 4070 Ti Gaming Trio. ორივე მათგანი წარმოდგენილია გრაფიკული პროცესორების მცირე ქარხნული აჩქარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz GeForce RTX 4070 Ti Gaming Trio White-ს საფუძვლად უდევს გრაფიკული პროცესორი AD104-400 სიხშირით 2760 მჰც, რაც 5.7%-ით აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარებაა 285 ვატი - რეკომენდებულია 700+ ვატი კვების ბლოკის გამოყენება. GeForce RTX 4080 Gaming Trio White მოდელის გრაფიკულ ჩიპ AD103-300-ის სიხშირეა 2610 მჰც, რაც ამ ვიდეო ბარათის ეტალონურ ვერსიაზე 4.1%-ით მეტია. ამ მოდელის ენერგომოხმარებაა 320 ვატი და რეკომენდებულია 850+ ვატი კვების ბლოკის გამოყენება. GeForce RTX 4070 Ti Gaming Trio White GeForce RTX 4080 Gaming Trio White ორივე ვიდეობარათს აქვს სამსლოტიანი გაგრილების სისტემა TRI FROZR 3, რომელშიც გამოყენებულია სამი ქულერი TORX Fan 5.0. ორივე ბარათს აქვს ორმაგი BIOS-ის მხარდაჭერა უხმაურო და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმებით. ვიდეო ბარათებზე მოცემულია RGB განათება, რომელიც იმართება საფირმო აპლიკაციებით MSI Mystic Light Sync და Ambient Link. კომპანიის განცხადებით ახალი ვიდეო ბარათები გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. https://tinyurl.com/5h48vhnd
-
კომპანია Qualcomm-მა წარადგინა Snapdragon X35 - ჩიპი, რომელსაც მწარმოებელი უწოდებს 5G Modem-RF System-ს. ეს არის კომპლექსური გადაწყვეტილება, რომელშიც 5G მოდემში დამატებულია რადიოსიხშირული ბლოკი. Qualcomm-ის თქმით ეს არის ახალი 5G NR Light სტანდარტის მხარდაჭერის მქონე პირველი გადაწყვეტილება. მასთან ერთად ბაზარზე 5G მხარდაჭერის სმარტ-საათები გამოჩნდება. ფოტოს წყარო: Qualcomm Snapdragon X35 დამყარებულია 3GPP Release 17 RedCap მოდემზე, რომელიც ხასიათდება დაბალი ენერგომოხმარებითა და სამუშაო ტემპერატურით. მასზე მხარდაჭერილია 5G ქსელში მუშაობა 6 გჰც დიაპაზონში (sub-6GHz), თუმცა არ აქვს მილიმეტრული დიაპაზონის (mmWave) მხარდაჭერა. მითითებულია ერთი 20 მჰც არხის მხარდაჭერა, ჩამოტვირთვის სიჩქარე 220 მბ/წამამდე და გადაცემის სიჩქარე 100 მბ/წმ, რაც უფრო მაღალია 4G LTE მოდემებთან შედარებით. სხვათა შორის, ახალ პროდუქტებზე ასევე მხარდაჭერილია 4G LTE ქსელებში მუშაობა. Snapdragon X35 ოპტიმიზებულია ენერგიის მაქსიმალურ დაზოგვაზე, ინტეგრაციისა და გამოყენების სიმარტივეზე და ამავე დროს კომპაქტური ფორმ-ფაქტორის მოწყობილობების მაღალი ეფექტურობით უზრუნველყოფაზე. Snapdragon X35-ის ზუსტი ზომა კომპანიას არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ მოდემი Snapdragon X70-თან შედარებით უფრო პატარაა. ჯამში Snapdragon X35 მოდემი გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება, რომლის გამოყენება შესაძლებელია სასოფლო სამეურნეო სექტორში, მშენებლობაში, სამთო მოპოვებით წარმოებაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, საცალო ვაჭრობაში, სმარტ ქალაქების სისტემებში, ვირტუალური და შერეული რეალობის მოწყობილობებში. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია პლანშეტებში, ლეპტოპებში, სხვადასხვა სენსორის, უსაფრთხოების კამერებისა და როუტერების შემადგენლობაში. ორდიაპაზონიანი GPS-ის (L1+L5) წყალობით Snapdragon X35-ზე მხარდაჭერილია ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრის ფუნქცია. ამის გამო მოდემი იდეალურია სმარტ-საათებში გამოყენებისთვის. https://tinyurl.com/4mxtsupa
-
- 1
-
-
Bitcoin-ბირჟა Binance-მა დანერგა გადასახადის გამოთვლისა და ანგარიშგების უფასო სერვისი – Binance Tax. განცხადების თანახმად პლატფორმა საშუალებას იძლევა „ერთი დაჭერით“ მოხდეს ბირჟაზე საკუთარი ტრანზაქციების იმპორტირება კალკულატორში, რათა შეფასდეს შესაძლო ფისკალური გადახდები. კომპანიაში აღნიშნეს, რომ Binance Tax ადრეულ სტადიაზეა და ჯერჯერობით არ აქვს ყველა სახის ტრანზაციის მხარდაჭერა. დამუშავებისთვის მიუწვდომელია გარიგებები მთელი რიგი პროდუქტებით, როგორებიცაა ფიუჩერსები და NFT. გუნდმა აღნიშნა, რომ ამის გამო მომხმარებლებს მოუწევთ ხელით შეცვალონ საგადასახადო ანგარიშები უახლოეს მომავალში. Binance Tax საშუალებას გაძლევთ ჩატვირთოთ 100 ათასი ტრანზაქცია კალკულატორში დამატებითი საფასურის გარეშე. დეველოპერების თქმით ეს თანხა საკმარისია „თუნდაც საკმაოდ აქტიური ტრეიდერებისთვის“. Bottom of Form თავდაპირველად სერვისი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის კანადასა და საფრანგეთში. გუნდმა განაცხადა, რომ იგი „მყარად მუშაობს მეტი რეგიონის, ქსელისა და საფულის მხარდაჭერის რეალიზაციაზე“. „ჩვენ შევქმენით Binance Tax, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა ნაკლები დრო გაატარონ გადასახადებზე ფიქრში და ამის ნაცვლად გამოიყენონ ის Web3-ის უსაზღვრო შესაძლებლობების შესასწავლად“, - ნათქვამია შეტყობინებაში. შეგახსენებთ, კვლევის შედეგების თანახმად Binance-ის მომხმარებელთა 88%-ზე მეტი გეგმავს განაგრძოს ინვესტიციების ჩადება კრიპტოვალუტებში 2023 წელს. https://tinyurl.com/yhjmvzuw
-
Samsung-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება თავის პირველ გეიმინგ OLED-მონიტორზე - ეს გახლავთ 34-დუიმიანი მოდელი Odyssey OLED G8 ნაკადური ტრანსლაციის ჩაშენებული ჰაბით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ითამაშოს ან ჩართოს სტრიმი პერსონალურ კომპიუტერთან ან კონსოლთან დაკავშირების გარეშე. ეს არის კომპანიის პირველი გეიმინგ მონიტორი, რომელსაც აქვს ორგანულ შუქდიოდებზე აგებული დისპლეი კვანტური პიქსელებით (QD-OLED). ახალი მონიტორის ფასია 1499 აშშ დოლარი, მიწოდება 23 თებერვალს დაიწყება. ფოტოს წყარო: Samsung Samsung-მა პირველად წარადგინა Odyssey OLED G8 გამოფენა IFA 2022-ზე. გამოყენებულმა ტექნოლოგია QD-OLED-მა უნდა უზრუნველყოს გაჯერებული ფერის და სიკაშკაშის გაუმჯობესება, რისი დემონსტრირება უკვე მოახდინა Alienware QD-OLED მონიტორმა, რომელსაც ანალოგიური მახასიათებლები აქვს. Alienware-ის მონიტორის მსგავსად Samsung-ის დისპლეის აქვს სიმრუდის მცირე 1800R მაჩვენებელი, გაფართოება 3440 x 1440 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირე 175 ჰერცი, მატრიცის რეაგირების დრო - 0.03 მილიწამი. მხარდაჭერილია სერტიფიკაცია True Black 400, რაც ნიშნავს იმას, რომ მონიტორი უზრუნველყოფს 400 კდ/მ² მაქსიმალურ სიკაშკაშეს. თუმცა ჟურნალისტებმა უკვე გაარკვიეს, რომ Alienware მონიტორის მაქსიმალური სიკაშკაშე სრულიად თეთრი ეკრანის ჩვენებისას არის 280 კდ/მ² და სავსებით შესაძლებელია, რომ Odyssey OLED G8-მაც ვერ აჩვენოს უკეთესი შედეგი. მონიტორ Samsung Odyssey OLED G8-ს განსაკუთრებული მახასიათებელია თამაშის შესაძლებლობა პერსონალურ კომპიუტერთან ან კონსოლთან დაკავშირების აუცილებლობის გარეშე, რადგანაც მას აქვს ფუნქცია Samsung Gaming Hub, რომელიც პირდაპირ მონიტორიდან უზრუნველყოფს წვდომას ქლაუდ გეიმინგ სერვისებთან, როგორებიცაა NVIDIA GeForce Now, Xbox Game Pass და Amazon Luna (აშშ-ში). აგრეთვე მხარდაჭერილია კონტენტის ნაკადური გადაცემა სტრიმინგ სერვისებიდან, როგორებიცაა Amazon Prime Video, Netflix, Twitch, YouTube TV და სხვა. სხვა სასარგებლო ფუნქციებში შედის ინტეგრირებული აპლიკაცია SmartThings, რომელიც მიაკვლევს და მართავს დაკავშირებულ ინტერნეტ-ნივთებს. მონიტორზე ხელმისაწვდომია Mini DisplayPort, HDMI და USB-C კონექტორები. აგრეთვე, მონიტორის უკანა მხარეს მოცემულია სისტემა Core Lighting Plus, რათა განათდეს მოწყობილობის უკან არსებული სივრცე ეკრანის გამოსახულების შესატყვის ფერებში. ასევე მხარდაჭერილია HDR10+ და AMD FreeSync Premium ტექნოლოგიები. მათთვის, ვინც 34-დუიმიან დისპლეის არასაკმარისად თვლის, Samsung ამზადებს განახლებულ 49-დუიმიან გეიმინგ მოდელ Odyssey G9-ს კვანტური პიქსელების მქონე ახალი, ორგანული შუქდიოდებით. ეს მოდელი გაყიდვაში „მიმდინარე წელს მოგვიანებით“ უნდა გამოვიდეს. https://tinyurl.com/3dkec9hy
-
კომპანია Google-მა გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტი, სახელად Bard. მოსალოდნელია, რომ იგი გახდება Open AI-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტ ChatGPT-ის პირდაპირი კონკურენტი, რომელმაც ბოლო პერიოდში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. Google-ის გადაწყვეტილება მალე ხელმისაწვდომი გახდება შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის სატესტო გამოშვების ფარგლებში, მოგვიანებით კი საჯარო გახდება. ფოტოს წყარო: Google Bard-ს საფუძვლად უდევს Google-ის მიერ შემუშავებული ენის მოდელი Language Model for Dialogue Application (LaMDA). კომპანიამ განაცხადა, რომ დახურული ტესტის მონაწილეები თავდაპირველად შეძლებენ Bard-ის ჩატ-ბოტთან ინტერაქციას და მომდევნო კვირების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი საჯარო გახდება. „ჩვენ ვმუშაობთ LaMDA-ზე დაფუძნებულ ექსპერიმენტულ სასაუბრო AI სერვისზე, რომელსაც Bard-ს ვუწოდებთ. დღეს კიდევ ერთ ნაბიჯს გადავგამთ წინ, მასზე წვდომას მივცემთ სწორ ტესტერებს მანამ, სანამ იგი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის უახლოეს კვირებში. თავდაპირველად მას ვუშვებთ LaMDA მოდელის მსუბუქი ვერსიით. ამ მცირე მოდელს მნიშვნელოვნად მცირე გამომთვლელი სიმძლავრე სჭირდება, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ მისი მასშტაბირება მომხმარებლების დიდ რაოდენობაზე და მივიღოთ მეტი გამოხმაურება. ჩვენ გავაერთიანებთ გარე გამოხმაურებას ჩვენს საკუთარ შიდა ტესტებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ Bard-ის პასუხები შეესაბამება მაღალ ხარისხს, უსაფრთხოებასა და რეალურ ინფორმაციას. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ტესტირების ეს ეტაპი დაგვეხმარება Bard-ის ხარისხისა და სიჩქარის გაუმჯობესებაში“ - ნათქვამია Google-ის განცხადებაში. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google ატარებს ახალი ჩატ-ბოტების შიდა ტესტირებებს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის ჩათვლით, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ChatGPT-ს. სამომავლოდ IT გიგანტი გეგმავს ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი ალგორითმის ინტეგრირებას საკუთარ საძიებო სისტემასა და სხვა სერვისებში. „საძიებო სისტემაში მალე იხილავთ ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებულ ფუნქციებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გადაითარგმნოს რთული მონაცემები ადვილად ასათვისებელ ფორმატებში, რათა მომხმარებლებმა სწრაფად აღიქვან საერთო სურათი და მეტი რამ ინტერნეტიდან: იქნება ეს დამატებითი თვალსაზრისით ძიება, როგორიცაა ადამიანების ბლოგები, რომლებიც უკრავენ ფორტეპიანოზე ან გიტარაზე, ან თემის შესწავლაში ჩაღრმავება, როგორიცაა სწავლება დამწყები მუსიკოსებისთვის“, - განაცხადა Google-ის გენერალურმა დირექტორმა Sundar Pichai-მ. კომპანიამ Bard-ის გამოყენების მაგალითად დაასახელა ისეთი რთული თემების გამარტივება, როგორიცაა NASA-ს კოსმოსურ ტელესკოპ „ჯეიმს უების“ მიერ გაკეთებული აღმოჩენების განმარტება ცხრა წლის ბავშვისთვის. https://tinyurl.com/mvjarufz
-
საგადახდო კომპანია Visa მიზნად ისახავს შექმნას "კუნთების მეხსიერება" ანგარიშსწორებისთვის, რაც მის პლატფორმაზე შესაძლებელს გახდის ციფრული აქტივების კონვერტაციას ფიატურ ვალუტად. ინფორმაციას Cointelegraph ავრცელებს. კონფერენცია StarkWare Sessions 2023-ზე თელ-ავივში Visa-ს კრიპტოვალუტების განყოფილების ხელმძღვანელმა კაი შეფილდმა დაადასტურა, რომ კომპანია ამოწმებს ანგარიშსწორების ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას USD Coin (USDC) Stablecoin-ში Ethereum-ზე. მან აღნიშნა, რომ საუბარი იყო დიდი ღირებულების გადახდებზე. „ეს არის ერთ-ერთი სფერო, სადაც კუნთების მეხსიერების გამომუშავება გვსურს. აგრეთვე, შეგვიძლია დოლარისა და ევროს კონვერტირება ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში, ჩვენ უნდა შევძლოთ გაცვლა ციფრულ ტოკენიზებულ ვალუტებსა და ტრადიციულ ვალუტებს შორის“, - განაცხადა შეფილდმა. მან გაიხსენა, რომ პლატფორმა Visa მთლიანად მუშაობს ბანკთაშორის სისტემა SWIFT-ზე. შეფილდმა აღნიშნა, რომ ამ სისტემაში შეზღუდვის გამო კომპანია ვერ ახორციელებს გადახდებს იმდენჯერ, რამდენიც სურს. ამიტომ, კომპანია იკვლევს ბლოკჩეინის ჩართვის შესაძლებლობას მის მოქმედ ქსელში. „რა თქმა უნდა, ჩვენ ექსპერიმენტები ჩავატარეთ და საჯაროდ გამოვაცხადეთ. ჩვენ ვამოწმებდით, თუ როგორ უნდა მიგვეღო საანგარიშსწორებო გადახდები [Stablecoin-ებში]“, - განაცხადა Visa-ს კრიპტო განყოფილების ხელმძღვანელმა. იანვარში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალფრედ კელიმ გამოხატა რწმენა, რომ Stablecoin-ებსა და CBDC-ებს შეუძლიათ „მნიშვნელოვანი როლის შესრულება გადახდების სივრცეში“. მისი თქმით ამ მიმართულებით კომპანიას არაერთი ინიციატივა აქვს. Visa განიხილავს თუ როგორ გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები არსებული ბანკთაშორის არხების გასაუმჯობესებლად, განაცხადა შეფილდმა. ”თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სფეროში უზარმაზარი შესაძლებლობებია, ჩვენ უბრალოდ უნდა განვაგრძოთ განვითარება,” - დაასკვნა მან. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში Visa-მ ჩაატარა ავტომატური განმეორებადი გადახდების კონცეფციის დადასტურება StarkWare-ის სტარტაპისგან Ethereum StarkNet 2-ის მეშვეობით. https://tinyurl.com/2jrmhaxv
-
კომპანია MSI-ს არ წარუდგენია თავისი Radeon RX 7900 ვიდეო ბარათები გასულ წელს ოფიციალური ანონსის შემდეგ და განაცხადა, რომ საფირმო მოდელები მოგვიანებით, 2023 წლის დასაწყისში გამოვიდოდა. ეს მოდელები პირველად გამოჩნდა გამოფენა CES 2023-ზე იანვრის დასაწყისში და ამჟამად ისინი შეინიშნა ამერიკულ სავაჭრო პლატფორმებზე, აცხადებენ TechPowerUp დ VideoCardz Newegg-ის ბმულზე დაყრდნობით. წყარო: MSI მოდელი MSI Radeon RX 7900 XTX Gaming Trio Classic ამერიკულ საცალო სავაჭრო პლატფორმაზე შემოთავაზებულია დაახლოებით 1100 აშშ დოლარად და ეს ფასი 22%-ით აღემატება AMD-ის სარეკომენდაციო ფასს. XT ვარიანტის შემთხვევაში გაზრდილი ფასი ნაკლებად შესამჩნევია და დაახლოებით 5.5%-ს შეადგენს - მოდელი RX 7900 XT Gaming Trio Classic ღირს დაახლოებით 950 აშშ დოლარი. RX 7900 Gaming Trio Classic სერია გამოირჩევა MSI-ს ინჟინრების მიერ გაუმჯობესებული PCB-ით, კერძოდ, გამოყენებულია სამი 8-პინიანი კვების კონექტორი ორის ნაცვლად. პრეფიქსი „Classic“ მიუთითებს, რომ გამოყენებულია GAMING გაგრილება RX 6900 სერიის სამი ქულერით, ცვლილებებია შეტანილი დიზაინში, თუმცა უმნიშვნელოდ. ანალოგიური ვარიანტების გამოჩენა ადრე შეინიშნებოდა NVIDIA GeForce RTX 40 სერიაში. ჯერჯერობით არ არსებობს სიახლეები MSI-ს გეგმებთან დაკავშირებით - გამოუშვებს თუ არა Radeon RX 7900 ბარათის უფრო თანამედროვე და მოწინავე ვარიანტებს, როგორებიცაა Gaming Trio და Suprim. https://tinyurl.com/bdcmk53m
-
OpenAI-ის ჩატ-ბოტ ChatGPT-ის ამოქმედებიდან მალევე Google-ის ხელმძღვანელებმა გამოიძახეს ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი, რომლებმაც კომპანია 2019 წელსდატოვეს, რათა გადაეხედათ Google-ის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიისთვის. ინვესტორებთან ზარის დროს აღმასრულებელმა დირექტორმა პიჩაიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა Google-ის დაინტერესება ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიების განვითარებისადმი. როგორც ცნობილია, პეიჯმა და ბრინმა „დაადასტურეს გეგმები და წარადგინეს იდეები“ ჩატ-ბოტისა და ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების Google-ის პროდუქტებში დანერგვის მიზნით. CNBC მოხსენების თანახმად ბოტი, სახელად Apprentice Bard, იყენებს Google LaMDA ტექნოლოგიას. LaMDA - ეს არის „დიალოგური აპლიკაციებისთვის განკუთვნილი ენის მოდელის“ აბრევიატურა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია თემების ფართო სპექტრის განხილვა. Google თვლის, რომ LaMDA-ს შეუძლია საბოლოოდ გახსნას უფრო ბუნებრივი გზები ტექნოლოგიასთან ურთიერთობისთვის და გამოწვევა ესროლოს ChatGPT-ს. პიჩაიმ ტელეკონფერენციისას განაცხადა: „ძალიან მალე ადამიანებს შეეძლებათ ურთიერთქმედება ჩვენს უახლეს და ყველაზე მძლავრ ენობრივ მოდელთან ექსპერიმენტული და ინოვაციური გზების ძიებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ Google უზრუნველყოფს ახალ ინსტრუმენტებსა და API-ინტერფეისებს დეველოპერებისთვის, შემქმნელებისა და პარტნიორებისთვის, რათა მათ შეძლონ ინოვაციების დანერგვა და საკუთარი აპლიკაციების შექმნა. https://tinyurl.com/2p94pbev
-
პირველი კრიპტოვალუტის მაინერების ჯამურმა შემოსავალმა იანვარში 604.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 27%-ით გაიზარდა, ნათქვამია ForkLog-ის ანალიტიკურ ანგარიშში. Bitcoin-მაინერების შემოსავალი თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: Glassnode. Bitcoin-ის ტრანზაქციების საშუალო საკომისიო იანვარში 127%-ით გაიზარდა 0.62-დან 1.41 აშშ დოლარამდე. ამავე პერიოდში Ethereum-ის შესაბამისი მაჩვენებელი 55%-ით გაიზარდა - 2.93-დან 4.54 აშშ დოლარამდე. შემოსავლებში საკომისიოს წილი 1.38%-მდე დაეცა (დეკემბერში 2% იყო). BTC- და ETH-ტრანზაქციების საშუალო საკომისიოს დინამიკა. წყარო: Coin Metrics. ფასის აღდგენის ფონზე Bitcoin-ის ჰეშრეითი იანვარში 8.6%-ით გაიზარდა და მიუახლოვდა 300 EH/s დონეს. ინდიკატორის ზოგადი ტენდენცია უცვლელად აღმავალია, რაც მიუთითებს პირველი კრიპტოვალუტის მიმართ ბაზრის მონაწილეების ნდობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა, EH/s. წყარო: Glassnode. ჰეშრეითთან მჭიდროდ დაკავშირებულმა მაინინგის სირთულემ კიდევ ერთხელ განაახლა ისტორიული მაქსიმუმი - დაახლოებით 39.35 T. მაჩვენებლის ზრდა ამცირებს ოპერაციების რენტაბელურობას და აფერხებს მაინერების შემოსავლის ზრდას, მაგრამ, მეორე მხრივ, ასტიმულირებს ინვესტიციებს მაღალი წარმადობის და ენერგოეფექტურ აღჭურვილობებში. Bottom of Form Bitcoin-ის მაინინგის სირთულე. წყარო: Coin Metrics. Bitcoin-ის ჰეშ-ფასი თანდათან აღდგენას განიცდის. მაჩვენებელმა უკვე მიაღწია 2022 წლის ოქტომბრის დონეს, რომელიც წინ უძღოდა ნოემბრის ბაზრის კრახს. ჰეშ-ფასის მაჩვენებლის დინამიკა. წყარო: Hashrate Index. უმსხვილეს მაინინგ პულ Foundry USA-ს წილმა მიაღწია ციფრული ოქროს ჯამური ჰეშრეითის თითქმის მესამედს (32.3%). ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი 26.7%-ს შეადგენდა. შესაბამისად, გაიზარდა სხვაობა უახლოეს კონკურენტთან, AntPool-თან (19.7%). შეგახსენებთ, რომ იანვარში მაინინგ-კომპანია Marathon Digital-მა ხარჯების ნაწილის დასაფარად 1500 BTC გაყიდა. კომპანია სულ ფლობს 11418 BTC-ს. თებერვალში ამერიკულმა მაინინგ-კომპანია TeraWulf-მა გამოაცხადა, რომ 32 მლნ აშშ დოლარი შეაგროვა აქციების შეთავაზების შედეგად. ინიციატივა შეესაბამება კრედიტორებთან ვალის რესტრუქტურიზაციის იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას. https://tinyurl.com/52e5f7ax
-
კომპანია Intel მიმდინარე თვის შუა რიცხვებში სამუშაო სადგურებისთვის ახალ Expert 1S Workstation პლატფორმას წარადგენს, წერს პორტალი Wccftech. მასში შედის Xeon W-3400 და Xeon W-2400 პროცესორები, W790 ჩიპსეტი დედა დაფებისთვის და დედა დაფები LGA 4677 სოკეტით. მათი ნაწილი გაყიდვაში მარტში გამოვა, თუმცა მათ შესახებ მეტი რამ გახდება მიმდინარე თვეში, როდესაც მიმოხილვები გამოჩდება. ფოტოს წყარო: Intel მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ახალი პროცესორები მიეკუთვნება Xeon სერიებს კოდური სახელწოდებით Sapphire Rapids, გარკვეული გაგებით მათ შეიძლება ვუწოდოთ მივიწყებული Core-X კლასის HEDT პროცესორების სერიის შთამომავლები, რომლებიც Intel-ს არ განუახლებია სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. Xeon W-3400-ის მოდელების ხაზი. ფოტოს წყარო: HXL Xeon W-3400 და Xeon W-2400 პროცესორების მახასიათებლები დიდი ხანია ცნობილია. პირველ სერიაში წარმოდგენილი იქნება 12-დან 56-მდე ბირთვი 24-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.8 გჰც სიხშირემდე. ამ პროცესორებს ექნება 30-დან 105 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი 220-დან 350 ვატამდე. ამავე დროს ზოგ მოდელს ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი, რაც მათი მექანიკური აჩქარების საშუალებას იძლევა. პროცესორებს ექნება DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 4 ტბ-მდე რვაარხიანი ოპერატიული მეხსიერების, ასევე 112 PCIe 5.0 არხის მხარდაჭერა. Xeon W-2400 სერიის მოდელების ხაზი. ფოტოს წყარო: HXL Xeon W-2400 სერიის პროცესორებს ექნება 6-დან 24-მდე ბირთვი 12-დან 48-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, ასევე 15-დან 45 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და 4.8 გჰც-მდე სამუშაო სიხშირე. ამ მოდელების TDP-ის ნომინალური მაჩვენებელია 110-დან 225 ვატამდე. პროცესორების ნაწილს ასევე ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი. ამ ჩიპებს აქვთ DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 2 ტბ-მდე ოთხარხიანი ოპერატიული მეხსიერების, ასევე 64 PCIe 5.0 არხის მხარდაჭერა. Wccftech-ის ცნობით ახალი Intel Expert 1S Workstation პლატფორმის ანონსი 15 თებერვალს შედგება. კომპანია ახალი ჩიპების მიმოხილვების გამოქვეყნების აკრძალვას 22 თებერვალს მოხსნის. Xeon W-2400 სერიის ყველა პროცესორი და დედა დაფა, რომლებიც დამყარებულია W790 ჩიპსეტზე, გაყიდვაში 8 მარტიდან 22 მარტამდე პერიოდში გამოვა. ხოლო Xeon W-3400 მოდელების გამოშვება 12-დან 26 აპრილამდე მოხდება. https://tinyurl.com/5n8xwhjy
-
Apple-მა განაცხადა, რომ გადალახა მორიგი ნიშნული მისი მოწყობილობების მომხმარებლების რაოდენობის მხრივ: დღეისათვის მთელ მსოფლიოში აქტიურია 2 მილიარდი iPhone, iPad და Mac. ელექტრონულმა გიგანტმა პირველი მილიარდი მოწყობილობა 2016 წელს დააფიქსირა, ხოლო 2020 წლის დასაწყისში რაოდენობა უკვე 1.5 მილიარდი იყო. ფოტოს წყარო: apple.com ორმილიარდიანი ნიშნული Apple-მა საკმაოდ სწრაფად გადალახა: დაახლოებით ერთი წლის წინ კომპანიამ 1.85 მილიარდი აქტიური მოწყობილობის არსებობის შესახებ განაცხადა, რაც შესაძლებელი გახდა 2021 წელს რეკორდული გაყიდვების წყალობით. მწარმოებელმა მოახერხა მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გადალახვა, რაც მთელ ინდუსტრიას აწუხებდა. კვარტალურ ფინანსურ ანგარიშში Apple-მა კიდევ ერთი სიახლე გააზიარა, რაც სულაც არ აღმოჩნდა პოზიტიური: iPhone-ის გაყიდვები 8%-ზე მეტით შემცირდა, Mac-ის სეგმენტს კი თითქმის 30% მოაკლდა. მაგრამ კომპანია არ ნებდება. „ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან ეტაპს დეკემბრის კვარტალში და მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ ახლა გვაქვს 2 მილიარდზე მეტი აქტიური მოწყობილობა“, - განაცხადა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა. შედარებისთვის, ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში Google-მა გამოაცხადა 3 მილიარდი აქტიური Android მოწყობილობის არსებობა. კომპანია Play Store-ზე წვდომის მქონე გაჯეტებს აქტიურად მიიჩნევს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამჟამად მოქმედი Android მოწყობილობების რეალური რაოდენობა შეიძლება კიდევ უფრო მეტი იყოს - ბევრი ჩინური სმარტფონი მუშაობს მხოლოდ საკუთარი აპლიკაციების მაღაზიებით. https://tinyurl.com/bddxpumx
-
ანალიტიკის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა MicroStrategy-მ 2022 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებული 249.7 მლნ აშშ დოლარის წმინდა ზარალის შესახებ გამოაცხადა. ფინანსურ მაჩვენებელზე უარყოფითად იმოქმედა კომპანიის საკუთრებაში არსებული Bitcoin-ების ღირებულების ჩამოწერამ ფასის შემცირების გამო. კომპანიამ საანგარიშო პერიოდში გაყიდა 704 BTC, მაგრამ რჩება 132.500 BTC-ის მფლობელი. მონეტების ღირებულება 197.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. „ჩვენი კორპორატიული სტრატეგია და დარწმუნებულობა Bitcoin-ში გრძელვადიანი პოზიციის შეძენის, შენარჩუნებისა და გაფართოებისადმი უცვლელი რჩება“, - განაცხადა ფინანსურმა ფინანსურმა ფინანსურმა დირექტორმა ენდრიუ კანგმა. ბაზრის ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ კვარტალი მომგებიანი იქნებოდა MicroStrategy-ისთვის პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში. კომპანიის ძირითადი ბიზნესიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 132.6 მლნ აშშ დოლარი, რაც 1.5%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ფინანსური შედეგების გამოქვეყნების ფონზე MicroStrategy-ის თანადამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა Twitter-ზე დაწერა: „Bitcoin - ეს მისიაა“. შეგახსენებთ, 2022 წლის ნოემბერში სეილორმა დაადასტურა კომპანიის ერთგულება პირველი კრიპტოვალუტის ყიდვისა და დაგროვების სტრატეგიის მიმართ. https://tinyurl.com/2xe9k8fh
-
iPhone 14-ის ერთ-ერთი მთავარი სიახლე იყო თანამგზავრული კომუნიკაციების მხარდაჭერის გამოჩენა მიუხედავად იმისა, რომ ის ხელმისაწვდომია მხოლოდ გადაუდებელი ზარებისთვის ფიჭური კომუნიკაციის არარსებობის შემთხვევაში. მობილური პროცესორების მწარმოებელმა Qualcomm-მა პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს თანამგზავრული კომუნიკაციების მხარდაჭერას Android სმარტფონებში თავისი ჩიპების გამოყენებით. თუმცა, Samsung არ აპირებს იჩქაროს ამ ფუნქციის დანერგვა საკუთარ მოწყობილობებში, როგორც ეს ახალი განცხადებიდან გამოჩნდა. კომპანია Samsung-მა ახალი Galaxy S23 სერიის სმარტფონები ოფიციალურად წარადგინა. სამივე მოწყობილობამ მიიღო უფრო თანამედროვე და მძლავრი პროცესორები და სხვა გაუმჯობესებები წინამორბედებთან შედარებით. თუმცა თანამგზავრული კავშირი მიუწვდომელია Samsung-ის ახალ სმარტფონებში. კომპანიის მობილური განყოფილების ხელმძღვანელმა Te Moon Ro-მ (TM Roh) ისაუბრა სმარტფონებში სატელიტური კომუნიკაციების გამოყენების პერსპექტივებზე, თუმცა, მისი აზრით, ამ ეტაპზე ტექნოლოგია საკმარისად არ არის განვითარებული, რადგან თანამედროვე სმარტფონებში თანამგზავრული კომუნიკაციის ფუნქციები ძალიან შეზღუდულია. „როცა შესაბამისი დრო დადგება და ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია მზად იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, Samsung Galaxy-სთვის, ჩვენი მობილური განყოფილება განიხილავს ამ ფუნქციის დანერგვას“ - განაცხადა Ro-მ. მან ასევე აღნიშნა, რომ თანაგზავრული კომუნიკაციები მხოლოდ ერთ-ერთი ტექნოლოგიაა, რომელსაც შეუძლია სმარტფონების გაუმჯობესება. Samsung მუშაობს კომპანიის სმარტფონებში გამოყენებული სენსორების გაუმჯობესებაზე, ასევე 5G დაფარვის გაფართოებაზე მომხმარებლების მუდმივი კავშირის უზრუნველსაყოფად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებში. https://tinyurl.com/2xma2cwp
-
კომპანია Apple-მა გამოაქვეყნა 2023 ფინანსური წლის პირველი კვარტლის ანგარიში, რომელიც კომპანიისთვის 31 დეკემბერს დასრულდა. შემოსავალი 5%-ით შემცირდა - Apple-ისთვის გაყიდვების ვარდნის პირველი შემთხვევაა 2019 წლის მეორე კვარტლის შემდეგ. მთავარ მიზეზად სახელდება iPhone-ების გაყიდვის შემცირება, რაც განპირობებულია ჩინეთში არსებული საკარანტინე ზომებით, დოლარის სიძლიერითა და ზოგადი მაკროეკონომიკური ფაქტორებით. კომპანიის აქციების ღირებულება 4%-ით შემცირდა. გასულ კვარტალში Apple-ის შემოსავალმა 117.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.49%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იგი ასევე ბევრად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მოლოდინს - 121.1 მლრდ აშშ დოლარ შემოსავალს. მოგებამ აქციაზე 1.88 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.9%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ფისკალური 2023 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში Apple პრობლემების ტალღას შეეჯახა. მათგან მთავარი იყო iPhone 14 Pro-სა და Pro Max-ის გამოშვების სირთულე, რაც გამოწვეული იყო COVID-19-ის გამო ლოქდაუნით და iPhone-ის ამწყობ ჩინეთის უდიდეს ქარხანაში არსებული არეულობით. Reuters-თან ინტერვიუში Apple-ის ხელმძღვანელმა Tim Cook-მა განაცხადა, რომ წარმოების შეფერხება „გაგრძელდა დეკემბრის უმეტეს ნაწილში, თუმცა ახლა დაუბრუნდა სასურველ ვითარებას“. კუკმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ლოქდაუნმა შექმნა ორმაგი პრობლემა - შეზღუდა არა მარტო შეთავაზება, არამედ მოთხოვნაც - ჩინეთში გაყიდვების მოცულობა 7%-ით, 23.9 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. Apple-ის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ რთულმა მაკროეკონომიკურმა სიტუაციამ iPhone-ის გარდა ნეგატიური გავლენა იქონია Mac-სა და სატარებელ მოწყობილობებზე, როგორიცაა Apple Watch. Apple-მა ანგარიშში განაცხადა, რომ iPhone-ის გაყიდვებმა გასულ კვარტალში 65.8 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მოიტანა, რაც 8%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. თან სატარებელი მოწყობილობებისა და Apple-ის სხვა მოწყობილობების გაყიდვები გასულ კვარტალში 8.3%-ით შემცირდა 13.48 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც ასევე დაბალია ბაზრის მოლოდინთან - 15.23 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. თუმცა, Mac კომპიუტერების გაყიდვები ყველაზე მეტად შემცირდა - ბიზნესის ამ ნაწილმა მოიტანა მხოლოდ 7.74 მლრდ აშშ დოლარი, რაც 28.66%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით და ასევე მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე ანალიტიკოსების პროგნოზი - 9.6 მლრდ აშშ დოლარი. Mac-ის გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი იყო, რადგან გასულ წელს შეიმჩნეოდა გაყიდვების ზრდა, რაც უკავშირდება პანდემიას და მასობრივ დისტანციურ მუშაობას, აგრეთვე Apple-ის საფირმო პროცესორის მქონე ახალ MacBook Pro-ს გამოსვლას. ერთადერთი აპარატული მიმართულება, რომელშიც გასულ კვარტალში ზრდა დაფიქსირდა, აღმოჩნდა iPad - მისი გაყიდვების მოცულობა 29.66%-ით გაიზარდა 9.4 მლრდ აშშ დოლარამდე და საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს, 7.76 მლრდ აშშ დოლარს. ეს ვითარება განპირობებულია ახალი მოდელების გამოშვებასა და და დეფიციტის არარსებობასთან, რაც Apple-ის პლანშეტების რეალიზაციას ხელს უშლიდა ერთი წლის წინ. Apple-ის სერვისების გაყიდვა, რაც მოიცავს სტრიმინგ აუდიო და ვიდეოსერვისებს Apple Music-სა და Apple TV+-ს, აპლიკაციების მარკეტ App Store-ს, საგადახდო სერვის Apple Pay, ქლაუდ სერვის iCloud-სა და სხვა სერვისებს, წლიური შედარებით 6%-ით გაიზარდა 20.8 მლრდ აშშ დოლარამდე და ოდნავ გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს, 20.7 მლრდ აშშ დოლარს. აღინიშნა, რომ ქლაუდ სერვისები, გადახდები Apple Pay-სა და Apple Card-ის ჩათვლით, აგრეთვე მუსიკა Apple-ის სერვისების ძლიერ მიმართულებას წარმოადგენს. კუკმა დაამატა, რომ Apple-ის თანამშრომლები ამჟამად ტესტავენ განვადების გეგმას „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“, რაც მისი ერთ-ერთი სერვისი გახდება. ფინანსურმა დირექტორმა Luca Maestri-მ განაცხადა, რომ მიმდინარე კვარტალში Apple ელოდება Mac-ისა და iPad-ის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ორნიშნა პროცენტით შემცირებას, ხოლო სმარტფონებიდან შემოსავლების შემცირება გასულ კვარტალთან შედარებით შენელდება. Apple-ის ინვესტორები ელოდებიან, აითვისებს თუ არა კომპანია ბაზრის ახალ სეგმენტებს. დიდი იმედი არსებობს Apple-ის გეგმასთან მიმართებაში, რომ მიმდინარე წელს გამოვა ფლაგმანური დამატებითი რეალობის ჰედსეტი, რომლის ფასი 3 ათასი აშშ დოლარი იქნება. გარდა ამისა, არსებობს ხმები, რომ კომპანია მუშაობს უფრო ხელმისაწვდომ AR/VR მოწყობილობაზე. და ბოლოს, აღინიშნა, რომ კომპანიამ შეანელა პერსონალის დაქირავება და ამცირებს ხარჯებს. სხვა ბევრი ტექნოლოგიური კომპანიისგან განსხვავებით Apple-ს მასიურად არ დაუთხოვია სამსახურიდან თანამშრომლები. „ჩვენ გვესმის, რომ რთულია სფერო, რომელშიც ვიმყოფებით. და ამიტომ ვამცირებთ ხარჯებს. ვამცირებთ ახალი თანამშრომლების მიღების მასშტაბს და ძალიან ფრთხილად და ყურადღებით ვეპყრობით იმ ადამიანებს, რომლებსაც ვქირაობთ“, - განაცხადა კუკმა. https://tinyurl.com/2p85e68e
-
გამოკითხული 835 ინსტიტუციონალური ტრეიდერიდან 601 არ გეგმავს ციფრულ აქტივებში ინვესტირებას. ასეთ შედეგებს შეიცავს JPMorgan-ის კვლევა. გამოკითხვა მოიცავდა 835 დაწესებულებას 60 სხვადასხვა ქვეყნიდან. პასუხები მიღებულია 3-დან 23 იანვრამდე პერიოდში. გამოკითხულთა მხოლოდ 6%-მა განაცხადა, რომ აპირებს ციფრული აქტივებით ვაჭრობის დაწყებას წელს, 14%-მა - ხუთი წლის განმავლობაში. გამოკითხულთა 8%-მა უკვე დაამატა კრიპტოვალუტა ვაჭრობის ინსტრუმენტების სიას. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ინსტიტუციონალური ტრეიდერების 12%-ს სჯერა, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია განსაზღვრავს ვაჭრობის მომავალს. პასუხების ყველაზე დიდი წილი (53%) ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაზე მოდიოდა. deVere Group-ის თაანხმად, 1 მლნ ფუნტიდან 5 მლნ ფუნტამდე (1.23-6.15 მლნ აშშ დოლარი) AUM-ის მქონე მომხმარებლების 82%-მა ბოლო 12 თვის განმავლობაში მოითხოვა რჩევა პირადი მრჩევლებისგან კრიპტოვალუტებში ინვესტირების შესახებ. https://tinyurl.com/yc73r2u3
-
Samsung ახალი მოთამაშეა AR და VR ბაზარზე. კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ აპირებს Google-სა და Qualcomm-თან თანამშრომლობას შერეული რეალობის პლატფორმის შესაქმნელად. ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ ღონისძიება Galaxy Unpacked-ზე გახდა ცნობილი. Samsung-ის, Qualcomm-ისა და Google-ის წარმომადგენლები ერთდროულად გამოვიდნენ სცენაზე თანამშრომლობის დაანონსებისთვის. ფოტოს წყარო: Billetto Editorial/unsplash.com ჯერჯერობით უცნობია, უკვე მუშავდება თუ არა რაიმე კონკრეტული პროდუქტი და როდის იქნება ხელმისაწვდომი შესაბამისი პროდუქცია ან სერვისი. Samsung-ის მობილური განყოფილების ხელმძღვანელ TM Roh-ს თქმით განცხადება ჯერჯერობით დეკლარაციულ ხასიათს ატარებს. დამატებითი რეალობის ტექნოლოგიაში გაერთიანებულია როგორც AR, ისე VR. სამი კომპანიის თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი იქნება მართლაც მოწინავე პროდუქტების შექმნა. კერძოდ, მსგავსი ტექნოლოგიები მხარდაჭერილია Meta Quest 2-ისა და Quest Pro-ს მსგავს ჰედსეტებში, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ფუნქციონალი ექნება Apple-ის მზადებაში არსებულ ჰედსეტს. განცხადება გაკეთდა სხვადასხვა ტიპის ჰედსეტის ტექნოლოგიების მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე. Apple-ისგან მოსალოდნელია 3 ათასი აშშ დოლარი ღირებულების შერეული რეალობის ჰედსეტის გამოშვება 2023 წელს, Sony PlayStation VR2-ისა და HTC Vive XR Elite-ის წარდგენა კი მიმდინარე თვეშია მოასლოდნელი. Google-მა გასულ წელს განაცხადა, რომ მუშაობს AR-სათვალეზე, Meta Quest 3-ის წარდგენა კი წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ს ბოლო დრომდე არ გაუკეთებია განცხადებები ამ მიმართულებით, კომპანია ამტკიცებს, რომ მოთხოვნის ზრდამ აიძულა ხელმძღვანელობა - სერიოზულად განეხილა ახალი გეგმები და ჩაეტარებინა კვლევები ამ სფეროში. კომპანიამ ამჟამად მიაღწია "გარკვეულ ზღვარს". ფოტოს წყარო: Giu Vicente/unsplash.com Samsung, Google და Qualcomm უკვე თანამშრომლობენ სმარტფონების მიმართულებით. XR-ჰედსეტის შექმნისას Google და Qualcomm ანალოგიურ ფუნქციებს შეასრულებენ - ერთი გამოუშვებს პროგრამულ უზრუნველყოფას, მეორე - ჩიპსეტებს, Samsung კი რეკომენდაციას გაუწევს "რედაქტირებას" საჭიროებიდან გამომდინარე. Qualcomm იყო ბოლო დროის თითქმის ყველა ძირითადი AR და VR პროექტისთვის ჩიპების მომწოდებელი. კომპანია ასევე მუშაობს Microsoft-თან AR სათვალის სამომავლო აპარატული უზრუნველყოფისა და Meta-სთან ახალი ჰედსეტის შესაქმნელად. ორი წლის წინ Samsung-მა და Google-მა გამოაცხადეს თანამშრომლობა Wear OS-ის შემდეგი თაობის სმარტ საათების შესაქმნელად, რის შედეგადაც გამოვიდა Galaxy Watch 4 და Google Pixel Watch. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თანამშრომლობა ფუნდამენტურად განსხვავებულია, კომპანიებს შორის ნდობით აღჭურვილი ურთიერთობები დიდი ხანია დამყარებულია. Samsung-ის ახალი გეგმები გამოცხადდა ახალი Galaxy Book ლეპტოპებისა და ფლაგმანური Galaxy S23 სერიის სმარტფონების პრემიერის ფონზე, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის რამდენიმე ქვეყანაში. https://tinyurl.com/bdhxayxb
-
Intel-მა განაცხადა, რომ საშუალო დონის ვიდეო ბარათებზე ფასებს ამცირებს NVIDIA GeForce RTX 3060-ის მხრიდან კონკურენტული ზეწოლის გამო. კომპანია სარეკომენდაციო ფასს შეამცირებს Arc A750 ვიდეო ბარათზე 249 აშშ დოლარამდე, რაც 40 აშშ დოლარით ნაკლებია ოქტომბერში ბარათის გამოსვლისას არსებულთან შედარებით. გარდა ამისა Intel-მა გააზიარა, რამდენად გაიზარდა წარმადობა ზოგიერთ თამაშში დრაივერების წყალობით. ფოტოს წყარო: Intel Intel ამტკიცებს, რომ Arc A750 ამჟამად გვთავაზობს 52%-ით უფრო მაღალ წარმადობას დოლარზე NVIDIA GeForce RTX 3060 გრაფიკულ ამაჩქარებელთან შედარებით. ეს რიცხვები მოწოდებულია Intel-ისგან და საჭიროებს დადასტურებას დამოუკიდებელი მედიის მიერ. თუმცა აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 3060-ის ფასი ამჟამად იწყება 391 აშშ დოლარიდან, რაც გაცილებით მეტია Arc A750-ის ფასთან შედარებით. წარმადობა დოლარზე Arc A750-ისა და GeForce RTX 3060-ის შემთხვევებში Intel Arc ვიდეო ბარათების უმეტესობა, როგორც წესი, ხელმისაწვდომია მწარმოებლის სარეკომენდაციო საცალო ფასად, ასე რომ Arc A750 ვიდეო ბარათები მალე 249 აშშ დოლარად გაიყიდება. ასეთი კონკურენცია აუცილებლად აიძულებს NVIDIA-ს მეტი ყურადღება დაუთმოს საშუალო სეგმენტს, რაც სამწუხაროდ დიდი ხანია არ შეინიშნება. ფასების შემცირებასთან ერთად Intel-მა ისაუბრა, როგორ გაუმჯობესდა Arc A750-ის გეიმინგ წარმადობა დრაივერების მეშვეობით და შეადარა ახალი 4086 დრაივერი 3490 ვერსიას, რომლის დებიუტი Arc A750 ბარათის გამოსვლასთან ერთად შედგა. ახალი დრაივერით გრაფიკული ამაჩქარებელი Arc A750 დემონსტრირებს წარმადობის 10-77%-იან ზრდას DirectX 9-თამაშებში. Arc A750-ის კადრების სიხშირე CS:GO-ში ძველი და ახალი დრაივერებით Intel-ის მიერ გამოცხადებული გაუმჯობესება 4086 დრაივერით სადებიუტო ვერსიასთან შედარებით: 1080p, საშუალო FPS: გაუმჯობესება 77 %-მდე; 1080p, 99% ნორმალიზებული პროცენტილი: გაუმჯობესება 114 %-მდე; 1440p, საშუალო FPS: გაუმჯობესება 87 %-მდე; 1440p, 99% ნორმალიზებული პროცენტილი: გაუმჯობესება 123 %-მდე; FPS-ის ჯამური საშუალო გაუმჯობესება DirectX 9-ში: 43 %; 99-პროცეტილის ჯამური საშუალო გაუმჯობესება DirectX 9-ში: 60 %. A750-ის წარმადობის გაუმჯობესება ახალი 4086 დრაივერით (1080p) A750 ბარათის წარმადოიბს ზრდა 4086 დრაივერით (1440p) ამასთან Intel აღიარეს, რომ DirectX 9 თამაშებში გაუმჯობესება არ ნიშნავს, რომ DirectX 11 და 12 პროექტებშიც ასე თვალშისაცემად გაიზარდა წარმადობა. „ზოგიერთ თამაშში უზრუველყოფილია მცირე გაუმჯობესება რამდენიმე პროცენტით, ამასთან, ძირითადი ყურადღება ეთმობა სტაბილურობის გაზრდას“ - განაცხადა Intel-მა. კომპანია აგრეთვე დაკავებულია თამაშებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციით, რათა გეიმერები საუკეთესო გეიმინგ პროცესით უზრუნველყოს. ახალი ფასების გამოცხადებას თან ახლდა ახალი გეიმინგ ნაკრების გაზიარება: Intel Arc A სერიის ზოგიერთი გრაფიკული ამაჩქარებელი ამჟამად მომხმარებლებს მიეწოდება The Settlers: New Allies-ისა და Nightingale-ის უფასო ასლებთან ერთად. და ბოლოს, Intel-მა აღნიშნა, რომ თამაშების სულ უფრო მეტი დეველოპერი ახდენს საკუთარ პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS-ის ინტეგრირებას, რაც FPS-ის ზრდას უზრუნველყოფს. ამჟამად XeSS ხელმისაწვდომია 35-ზე მეტ თამაშში, ტექნოლოგიის გამოშვებისას ოქტომბერში თამაშების რაოდენობა 17 იყო. https://tinyurl.com/2r9tedw5
