Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7330
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. იმ მოკლე დროში, რაც NVIDIA GeForce RTX 4070 Ti ბაზარზე გამოჩნდა, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ იგი პოპულარულია გეიმერებში. ეს მტკიცებულება მოდის გერმანიის მთავარი საცალო ვაჭრობის გაყიდვების მონაცემებიდან. თუ გადავხედავთ ონლაინ მაღაზიის იანვრის მესამე კვირის გაყიდვების მონაცემებს, GeForce RTX 4070 Ti-ს რაოდენობა აჭარბებს AMD Radeon RX 7000 სერიის და Intel Arc A სერიის ყველა დესკტოპ GPU-ს ერთად. რა თქმა უნდა, ერთი რითეილერის გაყიდვები ერთი კვირის განმავლობაში - არ არის საკმარისი მთელი ევროპის ბაზრის ობიექტური მაჩვენებლისთვის. მიუხედავად ამისა, საინტერესოა NVIDIA-ს ახალ Ada Lovelace GPU-ზე მოთხოვნის მატება, ისევე როგორც მისი ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტისა დღემდე. გარდა ამისა, GeForce RTX 4070 Ti ყველაზე ხელმისაწვდომი ვიდეო ბარათია DLSS 3-ის მხარდაჭერის მქონე თამაშებისთვის. გაყიდვების მონაცემები მომდინარეობს გერმანული საცალო სავაჭრო ორგანიზაცია MindFactory-დან, რომელიც შედგენილია @TechEpiphany-ის მიერ და გამოქვეყნებულია Twitter-ზე. მონაცემებში ვხედავთ, რომ MindFactory-მ გასულ კვირას გაყიდა 545 ერთეული GeForce RTX 4070 Ti გრაფიკული ბარათი. შედარებისთვის, გაიყიდა AMD Radeon RX 7900 XTX-ის 300 ერთეულს, ხოლო Radeon RX 7900 XT-ს - 200 ერთეული, ხოლო Intel Arc A770 და A380 - თითო 10 ერთეული. ერთად ეს ყველაფერი შეადგენს 520 ერთეულს, რაც 25 ერთეულით ნაკლებია GeForce RTX 4070 Ti-ზე. თუკი NVIDIA-სა და AMD-ის ბოლო თაობის ყველა გრაფიკულ პროცესორს შევადარებთ, GeForce RTX 4090, GeForce RTX 4080 და GeForce RTX 4070 Ti ერთად გაიყიდა 945 ერთეული, Radeon RX 7900 XTX და Radeon RX 7900 XT – 500 ერთეული. ეს ნიშნავს, რომ NVIDIA-ს უახლესი GPU-ები აჭარბებენ AMD-ს თითქმის 2/1 თანაფარდობით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA-ს სამი ვიდეო ბარათი აქვს, AMD-ს - ორი. საინტერესო იქნება, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში და გავა ერთი საცალო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ. პრობლემა ის არის, რომ რითეილერების უმეტესობა არ აზიარებს ამ სახის მონაცემებს. თუმცა, Steam-ის ყოველთვიური ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვები, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სრულყოფილი და განსხვავებული მოცულობით (ისინი აჩვენებენ ბაზრის წილის მონაცემებს და არა გაყიდვების საბოლოო მაჩვენებლებს), შეიძლება იყოს ღირსეული მითითება იმისა, თუ რა არის ტრენდული მოთამაშეებს შორის. და ამ მხრივ, GeForce GTX 1650 კვლავ ყველაზე პოპულარული GPU-ა Steam-ის მოთამაშეებს შორის, მას მოსდევს GeForce GTX 1060. https://tinyurl.com/57svxdtv
  2. ელექტრომობილების ბაზრის ფეთქებადმა განვითარებამ დასაბამი მისცა დამტენი კონექტორების რამდენიმე სტანდარტს, რომლებიც ტრადიციულად უფრო გავრცელებულია ზოგიერთ რეგიონში, ვიდრე სხვებში. ევროპაში Tesla-ს ელექტრომობილები ადგილობრივ ბაზარზე იყენებენ საერთო CCS კონექტორს, ხოლო აშშ-ის ბაზარზე კომპანია კვლავ იყენებს საკუთარი სტანდარტის კონექტორს. შეერთებულ შტატებში გარე წარმოების ელექტრომობილებისთვის წვდომის გახსნა Supercharger სადგურების ქსელში თან ახლავს მათში დამტენი კონექტორების განახლებას. ფოტოს წყარო: Tesla როგორც ცნობილია, Tesla აპირებს თავის საჯარო Supercharger-ის დამტენ სადგურებზე ჩრდილოეთ ამერიკაში გახსნას წვდომა სხვა ბრენდების ელექტრომობილების მფლობელებისთვის. ამგვარ მანქანებს ხშირად აქვთ CCS ტიპის კონექტორი. როგორც Electrek აღნიშნავს თვითმხილველების კომენტარებზე მითითებით, Tesla-მ უკვე დაიწყო CCS-თან თავსებადობის ფაქტის ხსენება შეერთებულ შტატებში მისი დამტენი სადგურების აღწერილობის ანოტაციებში. ფოტოს წყარო: Tesla უფრო მეტიც, საფირმო აპლიკაციაში Supercharger-ის დამტენი სადგურის გამოსახულება უკვე შეიცავს უფრო დიდ კონექტორს, სახელად Magic Dock. ვარაუდობენ, რომ იგი საშუალებას მისცემს როგორც CCS კონექტორის მქონე მანქანების, ასევე ამერიკული წარმოების Tesla-ს ელექტრომობილების მფლობელებს, რომლებსაც საფირმო კონექტორი აქვთ, გამოიყენონ დამტენი სადგური. რეალურად, დამუხტვის სადგურებზე დანერგილი CCS ადაპტერი შეიძლება უბრალოდ გათიშული იყოს, თუ იგი არ სჭირდება მანქანის კონკრეტულ მფლობელს. https://tinyurl.com/yf5hyt9d
  3. ჰოლდინგ DCG-ში შემავალმა კრიპტოლენდინგ პლატფორმა Genesis Global Capital-მა განაცხადი შეიტანა გაკოტრების შესახებ აშშ-ის კოდექსის მე-11 თავის შესაბამისად. განაცხადები წარმოდგენილია Genesis Global Holdco-ს და მისი შვილობილი კომპანიების - Genesis Asia Pacific-ისა და Genesis Global Capital-ის მიერ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 100 ათასზე მეტი კრედიტორია, რომელთა აქტივები და ვალდებულებები მერყეობს 1 მილიარდიდან 10 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო შვილობილი კომპანიებისთვის ეს მაჩვენებლები 100-დან 500 მლნ აშშ დოლარამდე მერყეობს. ტოპ-მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ რესტრუქტურიზაციის დროს შესაძლებელი იქნება თანხების მოძიება არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისთვის. Genesis-ის სხვა კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საწარმოო ფინანსურ ინსტრუმენტებთან, სპოტ-ვაჭრობასა და შენახვასთან, აგრეთვე Genesis Global Trading, არ შედიან განაცხადში და აგრძელებენ სამომხმარებლო სავაჭრო ოპერაციებს. Genesis Global Capital-ის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ივნისში ჰეჯ-ფონდ Three Arrows Capital-ის დეფოლტის და 2022 წლის ნოემბერში FTX-ის დაშლის შედეგად. პირველ შემთხვევაში მშობელმა კომპანია DCG-მ უზრუნველყო 1.1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის მხარდაჭერა, მეორე შემთხვევაში გარე დაფინანსების მოზიდვის მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. 2023 წლის დასაწყისში პლატფორმამ სამსახურიდან დაითხოვა თანამშრომლების 30%. ჯერ კიდევ ნოემბერში პლატფორმის ტოპ-მენეჯმენტი არ გამორიცხავდა გაკოტრებას დაქირავებულ საინვესტიციო ბანკ Moelis & Company-ის მიერ შემოთავაზებული შესაძლო სცენარებით. 2022 წლის ბოლოს კრედიტორები ცდილობდნენ თავიდან აერიდებინათ ქაოტური და ძვირადღირებული გაკოტრების პროცესი, თუმცა კომპანიამ ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. საინფორმაციო მედიის ცნობით Genesis-ის დავალიანებამ 3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ამ თანხაში შედის Gemini-ს მომხმარებლების მოთხოვნები 900 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ Genesis-ს ძმები უინკლუოსების ბირჟაზე 765 მლნ აშშ დოლარი აქვს დავალიანება, სხვა მსხვილ კრედიტორებს შორისაა Mirana (BitDAO და Bybit), Moonalpha (Babel Finance), Coincident Cap, Decentraland, VanEck, Abra, Cumberland და Stellar Foundation. Decentraland-ის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა აღემატება პროექტის ხაზინაში არსებული აქტივების რაოდენობას. დოკუმენტის თანახმად DCG-ს აქვს 1.65 მლრდ აშშ დოლარის ვალდებულება Genesis-ის მიმართ. ვალი მოიცავს 2023 წლის მაისში გადასახდელ 575 მლნ აშშ დოლარის სესხს და 2032 წელს დასაფარი 1.1 მლრდ აშშ დოლარის თამასუქს. „გაკოტრება გადამწყვეტი ნაბიჯია, რათა აქტივები დავიბრუნოთ - განაცხადა Gemini-ის თანადამფუძნებელმა კემერონ უინკლუოსმა. უინკლუოსი დაეყრდნო DCG-ისა და მის დამფუძნებელ ბარი სილბერტის უარს „სამართლიანი გარიგების“ შეთავაზებაზე. იგი დაიმუქრა, რომ ჰოლდინგს და მის აღმასრულებელ დირექტორს უჩივლებდა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისად არ იმოქმედებდა. ტოპ-მენეჯერმა აღნიშნა, რომ მე-11 თავის მიხედვით განაცხადის შეტანა საშუალებას იძლევა „გაიხსნას მაქინაციები“, რომლებზეც პასუხისმგებელნი არიან Digital Currency Group და ბარი სილბერტი. უინკლუოსმა პირობა დადო, რომ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს სასამართლოში, რათა მოხდეს პროგრამა Earn-ის 340 ათასი მომხმარებლისთვის ანაზღაურების მაქსიმიზაცია. ადრე Bernstein-მა Genesis-ის პრობლემების გადაჭრის ვარიანტის სახით წარმოადგინა შემდეგი შეთავაზება: კაპიტალის მოზიდვა, არასტრატეგიული აქტივების გაყიდვა და ასევე ჰოლდინგში შემავალი ციფრული აქტივების მართვის კომპანია Grayscale-ის, ან GBTC-ის ლიკვიდაცია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ DCG განიხილავს შვილობილ კომპანია CoinDesk-ის გაყიდვას. https://tinyurl.com/svanemaf
  4. ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ვიდეო ბარათების ტესტები ფასი/ხარისხის მიმართების თვალსაზრისით. შესაბამისად, ყველაზე იაფი და მძლავრი ჩიპები ყველაზე პოპულარული გახდა გეიმერებში. ძალიან ხშირად AMD ითვალისწინებს ფასის/ხარისხის შეფარდების კრიტერიუმს, რაც მის პროდუქტებს ოპტიმალურად და ხელმისაწვდომად აქცევს. ალბათ სწორედ ამ მიზეზით Tom's Hardware-ის პუბლიკაციების სიაში პირველი სამი ადგილი უჭირავს "წითელი" კომპანიის მოწყობილობებს. ჩიპები შეფასდა მათი FPS/$-ის თანაფარდობის მიხედვით. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია საშუალობიუჯეტური Radeon RX 6600. შემდეგ მოდის Radeon RX 6700 XT, შემდეგ Radeon RX 6500 XT. მეოთხე ადგილი, ყველას გასაკვირად, დაიკავა Intel-ის ახალმა ჩიპმა Arc A750. NVIDIA-ს ვიდეო ბარათი მეექვსე ადგილზეა - ეს არის დიდი ხნის მოძველებული GeForce GTX 1660 Ti, რომლის ფასია 179 აშშ დოლარი. სიის ბოლოს განთავსებულია Ada Lovelace GeForce RTX 4090 თაობის ფლაგმანური ვიდეო ბარათი, მისგან არც თუ ისე შორს იმყოფება GeForce RTX 4080, რომელიც ასევე ბევრს კარგავს ფასი/ხარისხის თვალსაზრისით. დაახლოებით იმავე პოზიციაზეა ახალი Radeon RX 7900 XT / Radeon RX 7900 XTX. GeForce RTX 4070 Ti ოდნავ უკეთეს სიტუაციაშია, თუმცა ტოპ-ჩამონათვალთან ახლოსაც ვერ მოხვდა. რესურსმა მაღალი შეფასება მიანიჭა შემდეგ ვიდეო ბარათებს: Radeon RX 6750 XT – 400$; GeForce RTX 2060 – 220$; GeForce GTX 1660 Super – 189$; Radeon RX 6600 XT – 325$; GeForce RTX 3060 Ti – 389$. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფასები აშშ დოლარშია: სხვა რეგიონებში ფასი/ხარისხის ჩამონათვალი სრულიად განსხვავებული იქნება. https://tinyurl.com/2tprncec
  5. Bloomberg-ის ცნობილ ექსპერტ Mark Gurman-ის ინფორმაციით კომპანია Apple მუშაობს MacBook Air და iMac კომპიუტერებზე, რომლებშიც ჩიპსეტი M3 იქნება გამოყენებული - ეს ჩიპები აგებული იქნება ეფექტურ 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და ჯერჯერობით მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ახალი მოწყობილობების გამოსვლის თარიღი უცნობია, თუმცა Gurman მიიჩნევს, რომ თავად ჩიპსეტი M3 წარდგენილი იქნება მიმდინარე წელს ან მომდევნო წლის დასაწყისში. MacBook Air. ფოტოს წყარო: Apple Gurman-მა ამის შესახებ პირველად გასული წლის ივნისში ისაუბრა და თქვა, რომ Apple მუშაობს 13-დუიმიან MacBook Air-ზე, 15-დუიმიან MacBook Air-სა და ახალ iMac-ზე. იმავე დროს მან გაანცხადა, რომ M3 შეიძლება გამოჩნდეს წელს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. ამის ნაცვლად მიმდინარე თვეში Apple-მა წარადგინა ახალი MacBook Pro ჩიპსეტებით M2 Pro და M2 Max, ასევე გამოჩნდა Mac mini ვარიანტი M2 Pro ჩიპით. ეს ჩიპები დამყარებულია მეორე თაობის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე - ფაქტობრივად საუბარი ეხება M1 ჩიპებში გამოყენებული ტექნოლოგიის აფგრეიდს. M3 ჩიპსეტში გამოყენებული იქნება პრინციპულად ახალი გადაწყვეტილება. TSMC-ის მონაცემებით, რომელიც Apple-ის ჩიპებს აწარმოებს, 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი ჩიპების სიჩქარეს 15%-მდე გაზრდის, ენერგომოხმარება უნდა შემცირდეს 30%-ით 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით. ცნობილია, რომ TSMC-იმ უკვე დაიწყო 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოება ტაივანში გასულ წელს, თუმცა არიზონას ქარხანაში ეს ჩიპები 2026 წლამდე არ გამოჩნდება. M3 ჩიპსეტი შესაძლოა მხოლოდ MacBook Air-სა და iMac-ში არ იყოს წარმოდგენილი. ცნობილ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს აზრით 2024 წლის პირველ ნახევარში გაყიდვაში გამოვა MacBook Pro მოდელები 3-ნანომეტრიანი M3 Pro და M3 Max ჩიპსეტებით. ასევე მოსალოდნელია სენსორული დისპლეების გამოჩენა სავარაუდოდ 2025 წლისთვის. https://tinyurl.com/y559e46w
  6. Bitcoin შესაძლოა შევიდეს ხარულ ფაზაში, რადგან ბოლო თვეებში ბაზარს ბევრი მონაწილე გამოეთიშა. თუმცა ნარჩუნდება უკუდაბრუნებისა და მინიმუმების ტესტირების რისკები, დაუშვეს LookIntoBitcoin-ის ექსპერტებმა. ტექნიკური სურათი დამაიმედებელია. ბოლო კვირებში ზრდის ტალღის გაქრობის შესაძლებლობის მიუხედავად არსებობს კარგი შანსი, რომ მივაღწიოთ 200-კვირიან WMA-ს 24.690 აშშ დოლარის დონეზე, აღნიშნეს სპეციალისტებმა. წყარო: LookIntoBitcoin. ოქტომბერ-ნოემბერში Сumulative Value Days Destroyed (CVDD) და დაბალანსებული ფასების ინდიკატორები მიუთითებდნენ კოტირებების ციკლურ ფსკერთან მიღწევის მაღალ ალბათობაზე. ყოველი მომდევნო დღის შემდეგ, როდესაც ფასი უკან აბრუნებს ინდიკატორის საკვანძო მნიშვნელობებს, იზრდება აღმასვლის გაგრძელების შანსები, ხაზგასმით აღნიშნეს სპეციალისტებმა. წყარო: LookIntoBitcoin. Pewell-ის მულტიპლიკატორი დაეცა დაგროვების ზონაში. მსგავსი სიტუაცია, როგორც წესი, ფსკერს ემთხვევა იმ პირობებში, როდესაც ზოგ მაინერს არ რჩება მეტი არჩევანი გარდა იმისა, რომ იძულებით გაყიდოს Bitcoin-ები დაბალ ფასად. ამჟამად ინდიკატორი გამოდის დაგროვების ზონიდან, რაც ისტორიულად ნიშნავდა ცვლილებას დაცემის ფაზიდან ზრდის მიმართულებით. წყარო: LookIntoBitcoin. ინდიკატორი Hash Ribbons ასევე მიუთითებს მაინერების ფინანსური სტრესის შემსუბუქებასა და ფასების პოზიტიური იმპულსის გაგრძელების პოტენციალზე, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში მაინც. “ჰეშ-ხაზის“ გადაკვეთა მიუთითებს დიდი ხნის ნანატრ „ამოსუნთქვაზე“ ინდუსტრიისთვის. სიგნალი ხშირად ემთხვევა ფასების მოკლევადიან შემცირებას მაინერებისადმი ნდობის დაბრუნების გამო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად მოქმედებს იძულებითი გაყიდვების შემცირების მიზეზით. წყარო: LookIntoBitcoin. ფსკერზე გადასვლაზე ასევე მიუთითებს ინდიკატორი MVRV Z-Score. ანალიტიკოსებმა ასეთი მომენტები დაახასიათეს ფრაზით „ყველაფერი დასრულდა“ - მსგავსი აზრები შესაძლოა წარმოიშვას ამ ეტაპზე პანიკისადმი მიდრეკილ ინვესტორებსა და ახალბედებში. წყარო: LookIntoBitcoin. Glassnode-ის ანალიტიკოსებმა მიუთითეს Bitcoin-ის ადგილობრივი მაქსიმუმის სავარაუდო მიღწევის შესაძლებლობაზე. ადრე Bloomberg-ის სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა გააკეთა პროგნოზი, რომ Nasdaq Composite ინდექსი 200-დღიან მოძრავ საშუალოზე დაბლა ჩამოვა, რამაც შეიძლება შეაფერხოს ციფრული ოქროს ფასის ზრდა. https://tinyurl.com/ydfx8hfw
  7. პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA RTX A6000 Ada Generation გასული წლის სექტემბერში იქნა წარდგენილი, მაგრამ სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი ვიდეო ბარათების გაყიდვები ახლა დაიწყო, წერს პორტალი VideoCardz. ფოტოს წყარო: NVIDIA არქიტექტურა Ada Lovelace-ზე დამყარებული ბარათი მაღაზიების მონაცემთა ბაზებში გასული წლის ნოემბრიდან ჩანს. NVIDIA-მ გამოაცხადა მისი ოფიციალური ღირებულება - 6800 აშშ დოლარი, რაც 46%-ით აღემატება Ampere თაობის წინამორბედის ფასს. გარდა ამისა, იგი 4.24-ჯერ ძვირია ფლაგმანურ გეიმინგ ამაჩქარებელ GeForce RTX 4090-თან შედარებით. პროფესიონალურ გრაფიკულ ამაჩქარებელ NVIDIA RTX 6000 Ada Generation-ში გამოყენებულია AD102 გრაფიკული პროცესორი 18176 CUDA ბირთვით, რაც 11%-ით მეტია გეიმინგ მოდელ GeForce RTX 4090-თან შედარებით. გარდა ამისა, ჩიპს აქვს 568 Tensor-ბირთვი და 142 RT-ბირთვი. ვიდეო ბარათს გააჩნია 48 გბ GDDR6 მეხსიერება შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC) და სიჩქარე 20 გბ/წმ კონტაქტზე. მეხსიერების მაქსიმალური თეორიული სიჩქარე შეადგენს 960 გბ/წმ-ს, რაც 25%-ით მეტია წინა თაობის RTX A6000 მოდელთან შედარებით, რომელსაც აქვს 16 გბ/წმ. სიჩქარის მქონე ჩიპი. ფოტოს წყარო: VideoCardz NVIDIA RTX A6000 Ada Generation-ის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 300 ვატია. ვიდეო ბარათს აქვს ახალი 12+4-პინიანი 12VHPWR კვების კონექტორი, ასევე აქტიური გაგრილების სისტემა და მუშაობს PCIe 4.0 x16 ინტერფეისით. ამაჩქარებელს ასევე აქვს ოთხი DisplayPort 1.4 კონექტორი. https://tinyurl.com/2pb6am8a
  8. ამერიკულმა მანქანათმშენებელმა კომპანია General Motors-მა (GM) შესაძლოა გამოუშვას პატარა ელექტრო პიკაპი მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ამ კატეგორიის შედარებით კომპაქტურ მოდელებს. ინდუსტრიულ ჟურნალ Automotive News-ის თანახმად კომპანიამ გამართა ღონისძიება, სადაც მომხმარებელთა ჯგუფს უჩვენა მცირე ელექტრო პიკაპის პროტოტიპი, რათა მიეღო მათი გამოხმაურება მოდელზე, სანამ ხელმძღვანელობა მანქანის ბედს გადაწყვეტს. ფოტოს წყარო: General Motors ცნობილია, რომ პროტოტიპი შესამჩნევად "უფრო მცირეა, ვიდრე Ford Maverick და Hyundai Santa Cruz". გასათვალისწინებელია, რომ Maverick სიგრძეში არის დაახლოებით 5.08 მ, სიგანეში - 1.85 და სიმაღლეში - 1.75 მეტრი. ახალ პიკაპს ექნება ორი კარი, დაბალი სახურავი და 1.22-1.37-მეტრიანი სატვირთო განყოფილება. მოსალოდნელია, რომ ახალი ელექტრო პიკაპის ფასი 30 ათას აშშ დოლარზე ნაკლები იქნება. საბოლოოდ, იქცევა თუ არა პროტოტიპი საწარმოო მოდელად, ჯერჯერობით უცნობია. მანქანის ექსტერიერის დიზაინის დირექტორმა მაიკლ პევოვარმა რესურს Automotive News-თან განაცხადა, რომ კომპანია ამ პროტოტიპებს აწყობს "გამოხმაურების მისაღებად" და შემდეგ ან გააუმჯობესებს, ან უარს იტყვის მათზე. თუ პროტოტიპი ძალიან პატარა აღმოჩნდება, მაგრამ სხვა მხრივ ექსპერტების მოწონებას დაიმსახურებს, GM-მა შესაძლოა გამოიყენოს სხვა პლატფორმა მის ზომაში გაზრდის მიზნით. სავსებით შესაძლებელია, რომ GM-მა ნამდვილად დაიწყოს კომპაქტური პიკაპის წარმოება, რადგან ასეთი მანქანები ამჟამად მოთხოვნადია. Autoblog-მა აღნიშნა, რომ გასულ ზაფხულს Ford Maverick-მა გაყიდვებით გადააჭარბა უფრო დიდ Ranger-სა და Expedition SUV-ს, ხოლო Hyundai Santa Cruz-მა გადააჭარბა კომპაქტურ Accent და Venue mini SUV-ს. გარდა ამისა, GM შეიძლება იყოს ერთადერთი ბრენდი, რომელიც გამოუშვებს მთლიანად ელექტრო მოდელს ამ კატეგორიაში. https://tinyurl.com/4nuv8ay6
  9. 2022 წელს Binance-მა დაამუშავა სამართალდამცავი ორგანოების 47000-ზე მეტი მოთხოვნა, პასუხის საშუალო დროით - სამი დღე. ამის შესახებ ნათქვამია კრიპტო ბირჟის ფინალურ ანგარიშში. კომპანიამ აღნიშნა, რომ გასულ წელს უსაფრთხოების პერსონალი 500%-ზე მეტით გაიზარდა. შესაბამისობის გუნდს 750-ზე მეტი წევრი ჰყავს. „ამ პერიოდის განმავლობაში დაქირავებულ ძირითად თანამშრომლებს შორისაა 10 აღმასრულებელი და მენეჯერი მთელი მსოფლიოდან, ასევე 24 ეროვნული და რეგიონული შესაბამისობის ოფიცერი ან ფულის გათეთრების შესახებ მოხსენების ოფიცერი“, - აღნიშნა Binance-მა. მთელი წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანმა პერსონალმა გადააჭარბა 7500 თანამშრომელს კრიპტო ინდუსტრიაში მიმდინარე მასიური გათავისუფლების ფონზე. ანგარიშის მიხედვით ბირჟამ გააუმჯობესა KYC პროცედურები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სიის გაფართოებით და გადამოწმების ახალი მეთოდების დანერგვით. 2022 წელს პლატფორმამ დაამუშავა 2 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა წამში დაახლოებით 1.4 მლნ აშშ დოლარის ტრანზაქციის სიჩქარით და ასევე გააფართოვა თავისი აქტივების სია 357 მონეტამდე. წყარო: Binance-ის წლიური ანგარიში სერვის Binance Earn-ის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 2022 წელს თითქმის გაორმაგდა 3.7 მილიონიდან 6.14 მილიონამდე. საანგარიშო პერიოდში ბირჟამ დაამუშავა 255 მილიონზე მეტი P2P ტრანზაქცია. კომპანიამ ასევე აღნიშნა აქტიური ინსტიტუციური მომხმარებლების რაოდენობის 65%-იანი ზრდა. ამ სეგმენტში ფიუჩერსული ვაჭრობის მოცულობა 62%-ით გაიზარდა. მეოთხე კვარტალში ახალი ინსტიტუციური მომხმარებლების ზრდა: ჩინეთი - 15.09%; აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი - 17.69%; ევროკავშირი - 14.51%; დსთ - 24.79%; ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა - 34.23%; ლათინოამერიკის რეგიონი - 16.08%. კომპანიამ გაიხსენა, რომ ნოემბერში FTX-ის დაშლის ფონზე მათ გაზარდეს ფონდ SAFU-ს მოცულობა დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარამდე და ასევე დაიწყეს რეზერვების დადასტურების ფუნქცია. დეკემბრის დასაწყისში აუდიტორმა Mazars-მა გამოაქვეყნა Binance-ის აუდიტის ანგარიში, რომელიც ექსპერტებმა გააკრიტიკეს. CryptoQuant-ის ანალიტიკოსებმა მოგვიანებით დაადასტურა კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემების სიზუსტე. Binance-მა ასევე ხაზი გაუსვა გამჭვირვალობას ბაზრის ყველა მონაწილისთვის. მოხსენებაში მან მოიყვანა ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟის ექვსი ძირითადი პრინციპი, რომლებიც ჩამოყალიბებულია აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს მიერ: ფრთხილად იყავით მომხმარებლების ფულთან. არასდროს გამოიყენოთ Native-ტოკენები გირაოს სახით. გააზიარეთ აქტივების რეალური მტკიცებულება. შეინარჩუნეთ მძლავრი მარაგები. მოერიდეთ ზედმეტ საკრედიტო ბერკეტს. გააძლიერეთ და გამოიყენეთ უსაფრთხოების პროტოკოლები. წყარო: Binance-ის წლიური ანგარიში კიდევ ერთი ნაბიჯი ინდუსტრიაზე FTX კოლაფსის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად იყო აღდგენის ფონდის ამოქმედება. პლატფორმამ მასში 1 მლრდ აშშ დოლარი შეიტანა და გამოაცხადა, რომ აპირებს გაზარდოს ეს თანხა 2 მლრდ აშშ დოლარამდე. წლის ბოლოსთვის Binance-ს ჰქონდა ლიცენზიები და რეგისტრაცია 14 იურისდიქციაში. ქვეყნებს შორის იყო პოლონეთი - ბირჟამ გამოაცხადა ფილიალის ნებართვის მოპოვების შესახებ 2023 წლის 18 იანვარს. წყარო: Binance-ის წლიური ანგარიში შეგახსენებთ, მიმდინარე იანვარში Zhao-მ გამოაცხადა, რომ კრიპტო ბირჟა გეგმავს თანამშრომლების რიცხვის 15-30%-ით გაზრდას. https://tinyurl.com/2p9f9sbn
  10. სამხრეთკორეული კომპანია Samsung 1 თებერვალს გამართავს ღონისძიებას, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ახალი პროდუქტები, მათ შორის ფლაგმანური Galaxy S23 სერიის სმარტფონები. ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია სმარტფონების ამერიკულ ბაზარზე ღირებულების შესახებ. თუ ეს მონაცემები სწორია, მაშინ Galaxy S23 მოწყობილობები აშშ-ში ეღირება დაახლოებით იმდენი, რაც ღირს გასული წლის Galaxy S22 მოდელები. ფოტოს წყარო: GSMArena Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც, მისი მტკიცებით, კავშირების ამერიკულ ოპერატორ Verizon-ის შიდა დოკუმენტიდან მიიღო. გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან როგორც ჩანს, Verizon-ში Galaxy S23 სერიის მოწყობილობებს მოიხსენიებენ კოდური სახელწოდებით - Samsung Diamond. მიიჩნევა, რომ DM1 - ეს გახლავთ Galaxy S23, - DM2 - Galaxy S23+, ხოლო DM3 - Galaxy S23 Ultra. საბაზისო ვერსია Galaxy S23 (DM1) 8 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერებით 799 აშშ დოლარი ეღირება. Samsung ასევე გამოუშვებს მოწყობილობის 8/256 გბ ვერსიას, თუმცა მოწყობილობის ამ მოდიფიკაციის ფასის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. 8/256 გბ მეხსიერების მქონე Galaxy S23+-ის საწყისი ფასი 999 აშშ დოლარი იქნება. ასევე ხელმისაწვდომი იქნება Galaxy S23+-ის ვერსია 8 გბ ოპერატიული და 512 გბ მუდმივი მეხსიერებით. ფლაგმანური Galaxy S23 Ultra-ს საბაზისო 8/256 გბ 1199 აშშ დოლარად გაიყიდება. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ფლაგმანის ვარიანტი 12/512 გბ მეხსიერებით. https://tinyurl.com/34ehj8rs
  11. განახლებულ სმარტ-დინამიკ HomePod-თან დამატებით, რომელმაც სმარტ-სახლ Matter-ის სტანდარტის მხარდაჭერა მიიღო, კომპანია Apple-მა შესაძლოა გამოუშვას სმარტ-დისპლეი, რომელიც Google Nest Hub-ისა და Amazon Echo Show-ს მსგავსი იქნება. ამის შესახებ განაცხადა სააგენტო Bloomberg-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: store.google.com რეალურად, მოწყობილობა საკმაოდ განსხვავდება ანალოგებისგან და მოგვაგონებს უფრო iPad-ს, თუმცა ეღირება უფრო ნაკლები და ორიენტირებულია სახლში გამოყენებაზე. მის უკანა მხარეს მოცემული იქნება მაგნიტი, რომლითაც მოწყობილობა კედელზე ან სხვა ზედაპირზე მიმაგრდება. სმარტ-დისპლეის შესაძლებლობები iPad-თან შედარებით შეზღუდული იქნება - იგი გამიზნულია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებისა და FaceTime ვიდეოზარების მართვისთვის. არ არის გამორიცხული, რომ კომპანია სმარტ-დისპლეის უფრო დიდ მოდელსაც გამოუშვებს, თუმცა ეს მალე არ მოხდება: პირველი მოდელის გამოსვლაც კი მომავალი წლის დასაწყისამდე მოსალოდნელი არ არის. Apple მუშაობს ამჟამინდელი iPad-ებისთვის სპეციალურ სამაგრზე, რის შედეგად მოწყობილობები უფრო მეტად გახდება სამაგიდო სმარტ-დისპლეების, მაგალითად Amazon Echo Show-ს ან Google Nest-ის მსგავსი. უკვე შესაძლებელია iPad-ის სრულფასოვანი გამოყენება სმარტ-სახლის მართვისთვის, სადგამი კი მას ამ როლში კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის. კომპანია ასევე მუშაობს Apple TV მედია ფლეიერის განახლებულ ვერსიაზე, რომელიც გამოვა 2024 წლის პირველ ნახევარში, მაგრამ არ ექნება 8K გაფართოების მხარდაჭერა, განაცხადა წყარომ. იგი ასევე აცხადებს, რომ ელექტრონიკის გიგანტმა ვერ შექმნა მოწყობილობა, რომელიც გააერთიანებს HomePod-ისა და Apple TV-ის შესაძლებლობებს, თუმცა პროექტი ჯერ არ დახურულა. https://tinyurl.com/2s37mp43
  12. 2022 წელს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) აღძრა 30 საქმე, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებთან. Cornerstone Research-ის ანგარიშის თანახმად ეს რაოდენობა 50%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე იყო. ამ რიცხვმა შეადგინა წლის განმავლობაში მარეგულირებლის ძალოვანი მოქმედებების მთლიანი რაოდენობის თითქმის მეოთხედი - 127 შემთხვევა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ყველაზე ხშირი ბრალდებები ციფრული აქტივების ინდუსტრიის წარმომადგენლების მიმართ SEC-ის მიერ იყო სავარაუდო თაღლითობა (70% შემთხვევაში) და არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების შეთავაზება (73%). შემთხვევათა ნახევარში მარეგულირებელს პრეტენზიები ჰქონდა ორივე ფაქტზე. წლის ბოლოსთვის SEC-ის აღსრულების შედეგად დაკისრებულმა ჯარიმებმა შეადგინა დაახლოებით 2.61 მლრდ აშშ დოლარი, საიდანაც 242 მლნ აშშ დოლარი გადახდილ იქნა ამ პერიოდის განმავლობაში. მარეგულირებლის 30 შემთხვევიდან 14 ეხებოდა ICO-ს, მათგან რვაში პროექტები თაღლითობაში იყვნენ ბრალდებული. SEC-ის საქმეების რაოდენობა ICO-ების მეშვეობით არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების შეთავაზებასთან დაკავშირებით. წყარო: Cornerstone Research. SEC-ის აღსრულების ყველაზე თვალსაჩინო ქმედებებს შორის მკვლევარებმა მოიხსენიეს Coinbase-ის ყოფილი თანამშრომლის ინსაიდერული ვაჭრობის შემთხვევა და FTX-ის დამფუძნებელ სემ ბენკმენ-ფრიდისთვის ბრალის დადება ინვესტორების მოტყუებაში. ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ კრიპტო ინდუსტრიის კონტროლი დარჩება კომისიის პრიორიტეტად გერი გენსლერის ხელმძღვანელობის განმავლობაში. მათ გაიხსენეს, რომ მაისში სააგენტომ შესაბამისი განყოფილების თანამშრომლების რაოდენობა თითქმის გააორმაგა. მიმდინარე იანვარში SEC-მა ძმები უინკლუოსები დაადანაშაულა Bitcoin-ბირჟა Gemini-ზე არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში https://tinyurl.com/ycsmm7kp
  13. ახალი თაობის GeForce RTX 4080-ის უმაღლესი დონის ვიდეო ბარათის გამოშვებისთანავე NVIDIA-მ რადიკალურად შეცვალა სტრატეგია: ახლა კომპანია ცდილობს თავისი გრაფიკული ამაჩქარებლები რაც შეიძლება იაფი გახადოს (კონკრეტული ფასების სეგმენტში). ცნობილ ინსაიდერ Kopite7kimi-ს თქმით, სწორედ ასეთი იქნება GeForce RTX 4060 Ti. ცნობილია, რომ ინსაიდერმა ცოტა ხნის წინ მიიღო ცნობები GeForce RTX 4060 Ti-ს შესახებ. პირველ რიგში ჩიპი იქნება პირველი Ada Lovelace მოწყობილობა AD106 კრისტალზე. მეორე - მას ექნება 4352 CUDA ბირთვი და 8 გბ GDDR6 მეხსიერება. ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდეო ბარათი მოიხმარს არა 220 ვატს, როგორც ამ დრომდე მიიჩნეოდა, არამედ მხოლოდ 160 ვატს. ამრიგად, TGP შემცირებულია არა 20, არამედ 60 ვატით, რაც დიდ როლს ითამაშებს საშუალობიუჯეტური ამაჩქარებლისთვის. შეგახსენებთ, GeForce RTX 3060 Ti-ს ენერგომოხმარება ზოგ შემთხვევაში აღემატება გამოცხადებულ 200 ვატს. არსებული ცნობების თანახმად Ada Lovelace ხაზში უახლოესი რელიზი იქნება GeForce RTX 4070 - GeForce RTX 4070 Ti-ს უმცროსი ვერსია. მისი მახასიათებლები შემდეგია: კრისტალი: AD104 ბირთვები: 5888 მეხსიერება: 12 გბGDDR6X მეხსიერების სალტე: 192-ბიტიანი TGP: 200 ვატი GeForce RTX 4060 Ti-სა და GeForce RTX 4070-ის გამოშვება იგეგმება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. ზუსტი თარიღები ჯერ არავისთვის არის ცნობილი. https://tinyurl.com/2p8umsv4
  14. Samsung Galaxy S23 სერიის სმარტფონების ანონსის მოლოდინში, რომელიც 1 თებერვალს გაიმართება, Winfuture.de-მ გამოაქვეყნა სამომავლო Galaxy S23 და S23+ მოდელების ოფიციალური მახასიათებლები. ფოტოს წყარო: Winfuture როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, Samsung Galaxy S23-სა და Galaxy S23+-ს ექნება გამარტივებული დიზაინი, რაც წინა თაობის მოდელების ევოლუციას წარმოადგენს. ძირითადი განსხვავება შეეხო უკანა კამერების დიზაინს. ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, Galaxy S23-სა და Galaxy S23+-ს ექნება AMOLED დისპლეი Infinity-O დიაგონალით 6.11 და 6.6 დუიმი, შესაბამისად. დისპლეების გაფართოებაა 2340 × 1080 პიქსელი (Full HD+), თუმცა პიქსელების სიმჭიდროვე განსხვავდება - 425 ppi აქვს Galaxy S23-ს, 393 ppi - Galaxy S23+-ს. ორივე მოდელს აქვს ავტომატურად რეგულირებადი კადრის განახლების სიხშირე 48-დან 120 ჰერცამდე, მუდმივად აქტიური დისპლეის ფუნქცია (Always-On Display), აგრეთვე ტექნოლოგია HDR10+. დისპლეების ნაკაწრებისგან დაცვას უზრუნველყოფს Corning Gorilla Glass Victus 2. Galaxy S23 სერიის სმარტფონები დამყარებულია ჩიპზე Snapdragon 8 Gen 2. Galaxy S23 და Galaxy S23+ მოდელებს ექნება 8 გბ LPDDR5X ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე 128 ან 256 გბ ფლეშ-მეხსიერება S23-ის შემთხვევაში და 256 ან 512 გბ - S23+ მოდელში. სმარტფონებს არ ექნება microSD სლოტი. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ ყველა Galaxy S23 მოდელს ექნება ორი ფიზიკური NanoSIM ბარათის, აგრეთვე eSIM-ის მხარდაჭერა. Galaxy S23-სა და S23+-ს ექნება 50 მპ ძირითადი კამერა f/1.8 დიაფრაგმით და 23 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით, 85° ხედვის კუთხით და Dual Pixel ავტოფოკუსირებით. სმარტფონების უკანა მხარეს ასევე განთავსებულია სუპერფართოკუთხიანი 12-მეგაპიქსელიანი კამერა f/2.2 დიაფრაგმით, 13 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით და 120° ხედვის კუთხით, აგრეთვე 10-მეგაპიქსელიანი კამერა ოპტიკური ზუმით, f/ 2.4 დიაფრაგმით, 69 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით და 36° ხედვის კუთხით. ორივე სმარტფონს აქვს 12-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა ავტოფოკუსით, f/2.2 დიაფრაგმით, 25 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით და 80° ხედვის კუთხით. Galaxy S23-ს აქვს 3900 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი სადენიანი 25-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით, Galaxy S23+-ის ბატარეის მოცულობაა 4700 მა/სთ და აქვს 45-ვატიანი სადენიანი დამუხტვა. ორივე მოდელს გააჩნია 10-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, აგრეთვე აქსესუარების, მაგალითად უსადენო ყურსასმენის, დამუხტვის შესაძლებლება. სმარტფონების მახასიათებლებში ასევე შედის Wi-Fi 6E, Bluetooth 5.3, NFC, ეკრანზე არსებული თითის ანაბეჭდის სკანერი და Dolby Atmos-ის მხარდაჭერის მქონე ორი სტერეო დინამიკი. გარდა ამისა, S23+-ს აქვს UWB მოდული. https://tinyurl.com/2898yctp
  15. Bank of America-ს (BAC) მკვლევარების აზრით ციფრული ვალუტები, CBDC და Stablecoin-ები ფულისა და გადახდების ბუნებრივი ევოლუციაა. ამის შესახებ CoinDesk საინვესტიციო ბანკის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება. „CBDC–ები არ ცვლის ფულის განმარტებას, მაგრამ, სავარაუდოდ, შეცვლიან ღირებულების მოძრაობას მომდევნო 15 წლის განმავლობაში“, - წერენ ექსპერტები. მათი თქმით, ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას აქვს პოტენციალი, მოახდინოს გლობალური ფინანსური სისტემების რევოლუცია და შეიძლება გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევა ფულის ისტორიაში. BAC-ის მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში მონეტარული მარეგულირებლები ყურადღებას გაამახვილებენ გადახდების ეფექტურობასა და მათ ხელმისაწვდომობაზე. თუმცა, CBDC-ებს შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ საბანკო დეპოზიტებს ეს ეს ქმნის „მონეტარული სუვერენიტეტის დაკარგვისა“ და ქვეყნებს შორის უთანასწორობის გაღრმავების რისკებს, ნათქვამია მოხსენებაში. ზოგიერთი ქვეყანა არ გამოუშვებს ანგარიშსწორების ასეთ საშუალებებს მომდევნო ათი წლის განმავლობაშიც კი. თუმცა, ცენტრალურ ბანკებს მოუწევთ „ან ტექნოლოგიურად განახორციელონ სიახლე, ან გახდნენ არააქტუალურები გრძელვადიან პერსპექტივაში“. ადრე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჩამოაყალიბა ქვეკომიტეტი, რომელიც ორიენტირებულია ციფრულ აქტივებზე. https://tinyurl.com/y3m8xmcv
  16. მე-13 თაობის Intel Core პროცესორებისა და NVIDIA GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათების მქონე, MSI-ს გეიმინგ ლეპტოპების ფასი 4700 აშშ დოლარს აღწევს. ასეთი ცნობები გააზიარა მსხვილმა ამერიკულმა საცალო სავაჭრო ორგანიზაცია Microcenter-მა და გამოაქვეყნა გეიმინგ ლეპტოპების ახალი მოდელების ფასები. ფოტოს წყარო: MSI ფლაგმანურ გეიმინგ ლეპტოპ GT77HX Titan-ს აქვს 24-ბირთვიანი პროცესორი Core i9-13980HX, 64 გბ DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება, 2 ტბ SSD და ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090 16 გბ. მისი ფასი 4700 აშშ დოლარს შეადგენს. GE78HX Raider მოდელის შეძენა შესაძლებელია 4 ათას აშშ დოლარად. Titan-ისგან ეს მოდელი განსხვავდება კორპუსით, აგრეთვე Mini-LED ეკრანით, მისი გაფართოებაა 1440p (4K-ს ნაცვლად), კადრის განახლების სიხშირე - 240 ჰერცი. GE78HX Raider-ში წარმოდგენილია RTX 4080 გბ. გარდა ამისა, ამ ლეპტოპს ექნება Titan-თან შედარებით ნელი DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოდულები. ფოტოს წყარო: VideoCardz / Microcenter საშუალო სეგმენტის ლეპტოპები წარმოდგენილი იქნება GeForce RTX 4070 8 გბ ვიდეო ბარათით. მოდელი MSI Pulse 15, რომელსაც აქვს Core i7-13700H, 32 გბ DDR5-5200 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ SSD, შეფასებულია 1700 აშშ დოლარად. ალტერნატივის სახით 1500 აშშ დოლარად შემოთავაზებულია ვერსია GeForce RTX 4060 8 გბ-ით. MSI-ს გეიმინგ ლეპტოპებს შორის ყველაზე დაბალფასიანია 1200 აშშ დოლარიანი Katana 15. მასში მოცემულია Core i7-12650H ან Core i7-13620H, აგრეთვე GeForce RTX 4060 ან GeForce RTX 4050. დაუდასტურებელი ინფორმაციით საცალო ქსელები 1 თებერვლიდან დაიწყებენ GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ბარათების მქონე ლეპტოპებზე წინასწარ შეკვეთების მიღებას. თუმცა ლეპტოპების რეალური მიწოდება არ დაიწყება 8 ან 22 თებერვლამდე, ლეპტოპის მოდელის მიხედვით. https://tinyurl.com/5n7yu3b7
  17. კომპანია Apple-მა წარადგინა განახლებული 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro ლეპტოპები, რომლებიც აგებულია ახლახანს წარმოდგენილ M2 Pro და M2 Max პროცესორებზე. ახალი მოწყობილობები გამოირჩევა ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობით და წინამორბედებთან შედარებით უფრო მაღალი წარმადობით, აგრეთვე ახალი Wi-Fi 6E სტანდარტის მხარდაჭერით. ფოტოს წყარო: Apple ახალ MacBook Pro-ში მოცემულია M2 Pro ჩიპი 10 ან 12 გამომთვლელი ბირთვით კონფიგურაციის შესაბამისად, ექვსი ან რვა მათგანი მაღალი წარმადობისაა, კიდევ ოთხი - ენერგოეფექტური. ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორს აქვს 16 ან 19 ბირთვი კონფიგურაციის მიხედვით. Apple-ის განცხადებით, ეს CPU 20%-ით უფრო მაღალი წარმადობისაა, ვიდრე წინა M1 Pro, GPU კი უზრუნველყოფს წარმადობის 30%-მდე ზრდას. თუ შევადარებთ Intel-ის ბაზაზე აგებულ MacBook Pro-ს, საშუალოდ 2.5-ჯერ ზრდა ფიქსირდება. ახალი MacBook Pro-ების უფრო მაღალი კონფიგურაციები დამყარებულია კიდევ უფრო მძლავრ Apple M2 Max პროცესორზე, რომელსაც ასევე აქვს 12 ბირთვი, მაგრამ ორჯერ მძლავრი, 38-ბირთვიანი GPU. M1 Max-თან შედარებით იგი უზრუნველყოფს წარმადობის 30%-მდე ზრდას, ხოლო Intel-ზე დამყარებულ MacBook Pro-სთან შედარებით ახალი მოდელები შეიძლება იყოს 6-ჯერ უფრო სწრაფი, კერძოდ, Cinema 4D-ში რენდერინგის დროს. ახალ ლეპტოპებში წარმოდგენილია 14.2- და 16.2-დუიმიანი Liquid Retina XDR დისპლეი გაფართოებით 3024 × 1964 და 3456 × 2234 პიქსელი, შესაბამისად. ეკრანების მაქსიმალური სიკაშკაშეა 1600 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცამდე (დინამიური სიხშირე იცვლება გამოყენების მიმდინარე სცენარის შესაბამისად). M2 Pro-ზე აგებულ მოდელებს ექნება 16 ან 32 გბ ოპერატიული სიხშირე 200 გბ/წმ სიჩქარით, M2 Max ჩიპის მქონე მოდელებს კი 32, 64 ან 96 გბ ოპერატიული მეხსიერება 400 გბ/წმ სიჩქარით. SSD-ის მოცულობაა 512 გბ-დან 8 ტბ-მდე. ყველა კონფიგურაციას გააჩნია 16-ბირთვიანი ნეიროპროცესორი (თავად M2 Pro-ს ან M2 Max-ის შემადგენლობაში), რომელიც განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისთვის. უსადენო დაკავშირებაზე პასუხისმგებელია Wi-Fi 6E მოდული და Bluetooth 5.3. ხელმისაწვდომია სამი პორტი Thunderbolt 4 (USB Type-C), SDXC სლოტი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი და HDMI 2.1 პორტი 8K@60 და 4K@240 მხარდაჭერით. კვებისთვის გამოიყენება MagSafe 3 67, 96 ან 140 ვატი სიმძლავრის დამუხტვის მხარდაჭერით. Apple-ის თქმით 16-დუიმიანი MacBook Pro-ს ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაა 22 საათამდე, 14-დუიმიანის - 18 საათამდე. წარმოდგენილი MacBook Pro-ებიდან ყველაზე დაბალფასიანი მოდელი შეფასებულია 1999 აშშ დოლარად, ამ ფასად მომხმარებელი მიიღებს 14-დუიმიან ვერსიას custom-იზებული Apple M2 Pro ჩიპით (10-ბირთვიანი CPU და 16-ბირთვიანი GPU), მას ექნება 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ SSD. 16-დუიმიანი მოდელის ფასები იწყება 2499 აშშ დოლარიდან. მასაც აქვს M2 Pro ჩიპი, თუმცა 12-ბირთვიანი CPU და 19-ბირთვიანი GPU. M2 Max პროცესორის მქონე ყველაზე დაბალფასიანი MacBook Pro-ს (14 დუიმი) ფასია 3099 აშშ დოლარი, ყველაზე ძვირადღირებულის - 6499 აშშ დოლარი (16-დუიმიანი მოდელი, მეხსიერებისა და პროცესორის მაქსიმალური კონფიგურაციით). https://tinyurl.com/ezrr97eb
  18. მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის სირთულე გაიზარდა 10.26%-ით რეკორდულ 37.59 Т ნიშნულამდე. მაინინგის სირთულე. წყარო: BTC.com. მაჩვენებელმა ორნიშნა ზრდა დააფიქსირა პირველად ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ნოემბერში დაფიქსირებულ წინა მაქსიმუმზე გადავიდა. ხელახალი გამოთვლებს შორის დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში საშუალო ჰეშრეითმა შეადგინა 269 EH/s. შედეგად, ბლოკებს შორის ინტერვალი 9 წუთამდე შემცირდა. იანვარში ქსელის გამოთვლითი სიმძლავრე აღდგა დეკემბრის კოლაფსის შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო ქარიშხალთან, რომელმაც მოიცვა შეერთებული შტატები. უამინდობის გამო ბევრმა ადგილობრივმა მაინერმა შეაჩერა მონაცემთა ცენტრების მუშაობა ელექტრო ქსელების დასაბალანსებლად ან პერსონალის უსაფრთხოების მიზნით. უკვე 12 იანვარს 14-დღიანმა მოძრავმა საშუალომ (14d MA) მიაღწია ყველა დროის ახალ მაქსიმუმს 270.25 EH/s. შესაბამისი მაჩვენებელი 7d MA დაუბრუნდა ნოემბრის მაქსიმუმ 272 EH/s-ის დონეს. Bitcoin-ის ჰეშრეითი (7d MA). წყარო: Glassnode Bitcoin-ის ფასის დაახლოებით 21 ათას აშშ დოლარამდე აღდგენის ფონზე ჰეშ-ფასი გაიზარდა დაახლოებით 0.078$/1 TH-მდე დღეში. სირთულის ზრდამ ინდიკატორი დაახლოებით 10%-ით შეამცირა. ~ ჰეშ-ფასი. წყარო: Hashrate Index. https://tinyurl.com/mvjj2t73
  19. კომპანია AMD-მ განაახლა ინფორმაცია თავის პროცესორებში არსებული დაუცველობის შესახებ. სიაში დაემატა მონაცემები 31 ხარვეზთან დაკავშირებით, რომელთაგან ნაწილი ეხება სამომხმარებლო Ryzen პროცესორებსა და სასერვერო EPYC. დეველოპერებმა ასევე გამოაქვეყნეს ბიბლიოთეკა AGESA-ს სია, რომელშიც რეალიზებულია იდენტიფიცირებული და გამოსწორებული ხარვეზები. ფოტოს წყარო: Fritzchens Fritz / tomshardware.com ინსტრუქციების ბიბლიოთეკა AMD Generic Encapsulated Software Architecture გამოიყენება დედა ბარათების მწარმოებლების მიერ BIOS firmware-ის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ AMD-მ უზრუნველყო OEM-ებისთვის AGESA-ს ახალ ვერსიებზე წვდომა, BIOS-ის firmware-ის ხელმისაწვდომობის დრო გამოვლენილი დაუცველობის გამოსწორებით დამოკიდებულია დაფების მწარმოებლებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებმა, რომლებსაც ეს პრობლემა შეეხო, თავად უნდა შეამოწმონ BIOS-ის აქტუალური ვერსია, რომელიც ჩვეულებრივ გამოქვეყნებულია დედა დაფების მწარმოებლების ვებ-გვერდებზე. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით სამი დაუცველობა გავლენას ახდენს Ryzen სამომხმარებლო პროცესორების დესკტოპ და მობილურ ვერსიებზე. მათი ექსპლუატაცია შესაძლებელია BIOS-ის გატეხვით ან AMD Secure Processor (ASP) ჩამტვირთველზე შეტევით. დაუცველობა გავლენას ახდენს AMD Ryzen 2000 პროცესორების დესკტოპ ვერსიებზე, ასევე ინტეგრირებული გრაფიკის მქონე (Raven Ridge და Cezanne) Ryzen 2000G და 5000G ჰიბრიდულ ჩიპებზე. გარდა ამისა, დაზარალდა AMD Threadripper 2000 და 3000 პროცესორები, ისევე როგორც მრავალი Ryzen 2000, 3000, 5000, 6000 და Athlon 3000 მობილური პროცესორი. დარჩენილი 28 დაუცველობა, რომელთაგან ოთხი მაღალი სიმძიმისაა, გავლენას ახდენს EPYC სერვერის პროცესორებზე. დაუცველობა შეიძლება გამოიყენოს თავდამსხმელებმა სხვადასხვა ტიპის თავდასხმების განსახორციელებლად, მათ შორის კოდის დისტანციური შესრულება და მონაცემთა ქურდობა. https://tinyurl.com/2vk6hdp8
  20. ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილები ნელა ზრდიან ბაზრის წილს აშშ-ში, მათი წილი ჩინეთსა და ევროპაში უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. ამ ფონზე ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა 2022 წელს პირველად მიაღწია გაყიდული ახალი მანქანების მთლიანი რაოდენობის 10%-ს. ფოტოს წყარო: Tesla ამის შესახებ LMC Automotive-ისა და EV-Volumes.com-ის მონაცემები მიუთითებს, რომლებიც აკონტროლებენ ავტომობილებისა და ელექტრომობილების გლობალურ გაყიდვებს. ანალიტიკოსების შეფასებით ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა დაახლოებით 7.8 მილიონი ერთეული, რაც 68%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. Volkswagen AG-ის ჩინური განყოფილების ხელმძღვანელმა Ralf Brandstätter-მა გასულ კვირას ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ელექტრომობილების ბაზარი გააგრძელებს ზრდას. მისი აზრით ჩინეთის ბაზარი მალე მიაღწევს იმ დონეს, რის შემდეგაც შიდაწვის ძრავების მქონე მანქანების გაყიდვები მუდმივად შემცირდება, რადგან ელექტრო ქსელთან დაკავშირებული მანქანები ბაზრის დიდ ნაწილს დაიკავებენ. „შარშან ყოველი მეოთხე მანქანა, რომელიც ჩინეთში გავყიდეთ, ელექტრო ქსელთან იყო დაკავშირებული, წელს კი ეს იქნება ყოველი მესამე. ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია გარდატეხის წერტილისთვის, მაგრამ ველით, რომ მივაღწევთ მას 2025-დან 2030 წლამდე“, - განაცხადა Brandstätter-მა. ფოტოს წყარო: LMC Automotive / EV-Volumes.com LMC Automotive-ის მონაცემებით ევროპაში გაყიდული სრულიად ელექტრომობილების წილი გასულ წელს 11% იყო, ხოლო ჩინეთში - 19%. EV-Volumes.com-ის მიხედვით გასულ წელს ევროპაში გაყიდული ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების წილი 20.3%-მდე გაიზარდა. გერმანიის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (VDA) მონაცემებით გერმანიაში, რეგიონში უმსხვილეს ავტომობილების ბაზარზე, ელექტრომობილების წილმა შეადგინა გაყიდული მანქანების მთლიანი რაოდენობის 25%. აღინიშნება, რომ დეკემბერში გერმანიაში მეტი ელექტრომობილი გაიყიდა, ვიდრე შიდაწვის ძრავით აღჭურვილი მანქანები. LMC Automotive-მა გამოთვალა, რომ მთლიანობაში ახალი მანქანების გლობალური გაყიდვები დაახლოებით 1%-ით, 80.6 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. ამავდროულად, გაყიდვების თითქმის 4%-ით ზრდამ ჩინეთში დააკომპენსირა გაყიდვების შემცირება 8%-ით აშშ-ში და 7%-ით ევროპაში. ევროპის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ახალი მანქანების გაყიდვები 2022 წელს 7%-ით 8.3 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ელექტრომობილების გაყიდვები 26%-ით გაიზარდა და 572.100 ერთეულს მიაღწია. იმისდა მიუხედავად, რომ Volkswagen-მა თავისი ელექტრომობილების დიდი ნაწილი ევროპაში გაყიდა, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში. ზოგიერთმა სხვა ავტომწარმოებელმაც აღნიშნა მსგავსი დინამიკა - ჩვეულებრივი მანქანების გაყიდვები შემცირდა, მაგრამ ელექტრომობილების გაყიდვები გაიზარდა. ფოტოს წყარო: Center of Automotive Management ჩინეთში, რომლის წილზე გასულ წელს ელექტრომობილების მსოფლიო გაყიდვების მესამედი მოდიოდა, ადგილობში მწარმოებლები მუდმივად იპყრობენ ბაზრის წილს. Stefan Bratzel-ის მონაცემებით ამერიკული Tesla რჩება გლობალურ ლიდერად ელექტრომობილების გაყიდვაში, მას მოსდევს ჩინური BYD და SAIC, ასევე Volkswagen-ის საკუთრებაში არსებული ბრენდები. აშშ ჩამორჩება ევროპასა და ჩინეთს ელექტრომობილების წარმოებაში, მაგრამ გასულ წელს ქვეყანაში გაიყიდა 807.180 მთლიანად ელექტრო მანქანა, რამაც მისი ბაზრის წილი 5.8%-მდე გაზარდა წინა წელს არსებული 3.2%-დან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული წლის მაღალი მაჩვენებლების გამეორება ელექტრომობილების ბაზარზე შესაძლოა რთული იყოს, რადგან არასტაბილური ეკონომიკა ზეწოლას ახდენს მომხმარებელზე, ელექტრომობილებზე ფასდაკლებები კი მცირდება ან საერთოდ ქრება. https://tinyurl.com/ycyf7xsb
  21. ევროპულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინეს თაღლითური სქემის ლიკვიდირება, რომელიც დაკავშირებული იყო კრიპტოვალუტებთან. ამის შესახებ Eurojust-ის განცხადებაშია ნათქვამი. სააგენტოს ცნობით ბოროტმოქმედები სერბეთიდან ქოლ-ცენტრებს მართავდნენ და ბულგარეთის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას იყენებდნენ. წინასწარი მონაცემებით ფულის გათეთრების ბაზა კვიპროსი იყო. ჯგუფმა მიიზიდა პოტენციური ინვესტორები ციფრულ აქტივებში. გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, ავსტრალიისა და კანადის მაცხოვრებლები ბოროტმოქმედების მსხვერპლი გახდნენ. მათი ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. Eurojust-ის ინფორმაციით ზარალი „ათეულობით მილიონ ევროს“ შეადგენს. ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა სერბეთში 14 და გერმანიაში ერთი პირი დააკავეს. ამოღებულია 150 კომპიუტერი, სამი მანქანა, ორი ძვირადღირებული ბინა, 1 მლნ აშშ დოლარის კრიპტოვალუტა და 50 000 ევრო ნაღდი ფული. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში იტალიისა და ალბანეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა Eurojust-ის მხარდაჭერით გამოავლინეს ციფრულ აქტივებში ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობა. https://tinyurl.com/dw7cf3fn
  22. ბოლო კვარტალურ კონფერენციაზე TSMC-ის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ კომპანიის შემოსავალი 3-ნანომეტრიანი პროდუქციის მიწოდებიდან მნიშვნელოვან მაჩვენებელს მიაღწევს მხოლოდ მეორე კვარტალში, თუმცა ოფიციალურად ამ თაობის ჩიპების მასობრივი წარმოება გასული წლის ბოლო კვარტალში დაიწყო. TSMC-ის წარმომადგენლების თქმით „ღრუბლოვანი გიგანტები“ აქტიურად არიან დაინტერესებული საკუთარი ჩიპების წარმოების შესაძლებლობით და ერთ-ერთი მათგანი იქნება 3-ნანომეტრიანი პროდუქცია წლის მეორე ნახევარში. ფოტოს წყარო: TSMC TSMC-ის გენერალურმა დირექტორმა C.C. Wei-მ განმარტა, რომ 2023 წელს 3-ნანომეტრიანი პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი ჯამის 5.6%-ს მიაღწევს, აბსოლუტურ გამოხატულებაში კი იგი უფრო მეტი იქნება, ვიდრე 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიისა - ბაზარზე მისი გამოსვლის დროს. გაუმჯობესებულ N3E ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტების გამოშვება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება. TSMC-ის მომხმარებლები დაინტერესებულნი არიან 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით, ციფრული პროექტების რაოდენობა უკვე ორჯერ აღემატება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის პროექტების რაოდენობას მისი სასიცოცხლო ციკლის პირველ და მეორე წლებში. კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ 3-ნანომეტრიანი პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება წლის მეორე ნახევარში ხელს შეუწყობს TSMC-ის შემოსავლების ზრდას ამ პერიოდში: „N3 ტექნოპროცესის გაფართოება დაეხმარება ბიზნესს, ზრდას დაუბრუნდეს ფაქტობრივად მთავარი HPC-დამკვეთის შეკვეთების ხარჯზე. წლის მეორე ნახევარში წარმოდგენილი იქნება ახალი პროდუქტი, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის სეგმენტსა და გამოთვლების აჩქარებასთან. C.C. Wei-მ ასევე განაცხადა: „ზოგიერთ ჰიპერმასშტაბიან მომხმარებელს სურს საკუთარი ჩიპების შექმნა. ჩვენი ზოგიერთი მომხმარებელი ამ სექტორში მუშაობს TSMC-თან, რათა განავითაროს საკუთარი ჩიპები“. არ არსებობს მიზეზი იმის შიშის, რომ მოწინავე ლითოგრაფიაზე მოთხოვნა შემცირდება მომხმარებლებისგან - განმარტა TSMC-ის გენერალურმა დირექტორმა. როგორც ჩანს, წლის მეორე ნახევარში კომპანია დაიწყებს ერთ-ერთი „ქლაუდ-გიგანტის“ მომარაგებას მათი საჭიროებისთვის შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის სისტემების ამაჩქარებლებით. სავარაუდოდ, საუბარი ეხება Amazon-ს, Microsoft-ს, Google-ს ან Meta-ს. ასევე ვრცელდება ხმები, რომ ჩინური Baidu დაინტერესებულია Samsungთან თანამშრომლობით, რომლის ფარგლებში სურს გამოუშვას 3-ნანომეტრიანი ჩიპები საკუთარი სასერვერო სისტემებისთვის. შესაძლოა, ჩინელი დამკვეთები არ ჩქარობენ TSMC-სთან თანამშრომლობას აშშ-ის სანქციების შიშის გამო, რამაც უკვე მნიშვნელოვნად დააზარალა Huawei Technologies-ის ბიზნესი. https://tinyurl.com/mryftb5f
  23. კომპანია Tesla ლიდერად ითვლება ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარზე, თუმცა ტრადიციულად ყველაზე შესამჩნევად მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე გამოირჩევა კონკურენტებისგან. მაგალითად, გასულ წელს მან გაყიდა 522388 ელექტრომობილი, მეორე ადგილზე მყოფმა Ford Motor-მა კი - მხოლოდ 61575 ეგზემპლარი. ამასთან კონკურენტები Tesla-ს ავიწროვებენ აშშ-შიც კი, სადაც მისი საბაზრო წილი წლის განმავლობაში 71-დან 65%-მდე შემცირდა. ფოტოს წყარო: Tesla ფაქტობრივად, როგორც Barron’s განმარტავს Cox Automotive-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გასული წლის მეოთხე კვარტალში Tesla-ს წილი აშშ-ის ელექტრომობილების ბაზარზე არ აღემატებოდა 58%-ს, ერთი წლით ადრე კი 78%-ს აღწევდა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ Tesla-მ ამ თვეში თავისი ელექტრო მანქანების ფასი 20%-მდე შეამცირა იმ იმედით, რომ შეინარჩუნებს ამჟამინდელ პოზიციას მაინც. ამერიკული ბაზრის ბესტსელერად კვლავ Tesla Model Y რჩება, მეორე ადგილზეა Tesla Model 3, მესამეზე - Ford Mustang Mach-E, მეოთხეზე - Chevrolet Bolt EV, ყველაზე დაბალფასიანი Tesla Model S (95 000$-დან) და Model X (110 000$-დან) დამაჯერებლად იკავებენ მეხუთე და მეექვსე ადგილებს. Tesla აღმოჩნდა ერთადერთი კომპანია, რომლის პროდუქტები ერთდროულად რამდენიმე მოდელით აშშ-ის ელექტრომობილების ბაზრის ფავორიტთა ათეულშია. ჯამში 2022 წელს აშშ-ში გაიყიდა 808619 ელექტრომობილი, მათ შორის 225689 მანქანა - მეოთხე კვარტალში. წლის შეჯამებით ბაზრის მოცულობა გაიზარდა 66%-ით, ცალკე მეოთხე კვარტლის შეჯამებით - 58%-ით. 2021 წელს ელექტრომობილები შეადგენდა აშშ-ის საავტომობილო ბაზრის მხოლოდ 3%-ს, გასულ წელს კი ეს წილი გაორმაგდა 6%-მდე. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი მოდელიდან ოცდაათი თითო ათას ცალზე მეტი რაოდენობით გაიყიდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 18 მოდელს არ აღემატებოდა. გასულ წელს თერთმეტმა ბრენდმა გაყიდა 10 ათასზე მეტი ელექტრომობილი აშშ-ის ბაზარზე, 2021 წელს ეს მაჩვენებელი შვიდს არ აღემატებოდა. მიმდინარე წელს ბაზრის აღმავლობას ხელს შეუწყობს ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე ელექტრომობილების შესაძენად სუბსიდიების გაცემა - თითო ავტომობილზე 7500 აშშ დოლარამდე. https://tinyurl.com/4xj4prpt
  24. მთელი 2022 წლის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის მაინერებმა მოიპოვეს 9.45 მლრდ აშშ დოლარი - 43%-ით ნაკლები გასულ წელთან შედარებით (16.7 მლრდ აშშ დოლარი). ინდიკატორის შემცირებას ხელი შეუწყო კრიპტოვალუტის ფასის დაცემამ, ასევე ჰეშრეითის (+47.7%) და სირთულის (+46%) ზრდამ. ამასთან, დეკემბერში Bitcoin-მაინერების შემოსავალმა 477 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ნოემბრის მაჩვენებელზე 1%-ით მეტია. Bitcoin-მაინერების შემოსავალი თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: Glassnode Bitcoin-მაინერების საკომისიო შემოსავალი 2022 წელს შეადგენდა 142.2 მლნ აშშ დოლარს, რაც 86%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით (დაახლოებით 1 მლრდ დოლარი), რაც ნაწილობრივ გამოწვეულია ტრანზაქციის საშუალო საკომისიოებით დაბალი on-chain-აქტივობის გამო დათვური ბაზრის ფონზე. ციფრული ოქროს ფასის დაცემამ ჰეშრეითისა და სირთულის მატებასთან ერთად ზეწოლა მოახდინა ჰეშ-ფასზე. ინდიკატორმა განაახლა ყველა დროის ყველაზე დაბალი დონე, ნოემბრის დასაწყისში 0.055 აშშ დოლარამდე დაეცა. შედეგად, საჯარო მაინინგ-კომპანიებმა გაყიდეს 2022 წელს მოპოვებული თითქმის ყველა Bitcoin. Bitcoin-ის ჰეშ-ფასის მაჩვენებლის დინამიკა. წყარო: Coin Metrics. Foundry USA-მ მნიშვნელოვნად გააძლიერა ლიდერობა Bitcoin-ის უმსხვილეს პულებს შორის. წლის დასაწყისში მისი წილი ჰეშრეითში 16.5%-ს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდის ბოლოს მაჩვენებელმა 26%-ს გადააჭარბა. Bitcoin-ის მოპოვების უმსხვილესი პულები. წყარო: BTC.com 01.01.2023-ის მდგომარეობით ბაზრის ბევრ მონაწილეს 2022 წელს შეექმნა სესხების მომსახურების პრობლემა, ზოგიერთს კი გაკოტრების საფრთხეც კი. მიუხედავად ამისა, საჯარო კომპანიების წილმა ქსელის გამოთვლით სიმძლავრეში 25%-ს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მაინინგ-კომპანია HIVE Blockchain-მა მოიპოვა 3146 BTC. კომპანიის მიერ ციფრული აქტივების წარმოების მთლიანმა მოცულობამ იმ პერიოდისთვის Bitcoin-ის თვალსაზრისით შეადგინა 4752 BTC. დეკემბერში Argo Blockchain-მა მოიპოვა 147 BTC ნოემბრის 198 BTC-ის შემდეგ. წარმოების შემცირებამ 25.75% შეადგინა. ამავე პერიოდში მაინინგ-კომპანია Core Scientific-მა 1435 BTC მოიპოვა. https://tinyurl.com/yk6yevar
  25. დეკემბერში გამოშვებულმა ვიდეოდრაივერმა Adrenalin 22.12.1 (RX 7900) გაზარდა Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათების ენერგოეფექტურობა. ამის შესახებ განაცხადა ComputerBase-ის გერმანულმა გამოცემამ, რომელიც ადარებდა ამ ამაჩქარებლების ენერგომოხმარებას მინიმალური დატვირთვით, ასევე ძველ და ახალ დრაივერებთან ერთად თამაშებში. ფოტოს წყარო: ComputerBase ახალი თაობის Radeon ვიდეო ბარათების გამოსვლისას მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ ახალი ბარათები გაუმართლებლად ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ მცირე დატვირთვის პირობებშიც კი და ამ მაჩვენებლით წინა თაობის Radeon მოდელებსაც აღემატებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ბარათების ტესტირება მოხდა დრაივერის გამოყენებით, რომელიც მხოლოდ მედიისთვის და ბლოგერებისთვის იყო მოწოდებული. მას შემდეგ AMD-მა გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფის ორი ოფიციალური სამომხმარებლო ვერსია, Adrenalin 22.12.1 და უახლესი Adrenalin 23.1.1. ისინი განკუთვნილია მხოლოდ Radeon RX 7900 სერიის გრაფიკული ბარათებისთვის. Adrenalin 22.12.1 (RX 7900) დრაივერის გამოშვებამდე Radeon RX 7900 XT ბარათი YouTube-ვიდეოს გაშვებისას მოიხმარდა 71 ვატს, RX 7900 XTX – 81 ვატს. დეკემბრის დრაივერით ამ ვიდეო ბარათების ენერგომოხმარება იდენტურ პირობებში შემცირდა 46 და 54 ვატამდე, შესაბამისად. მიუხედავად ამისა, ახალი ბარათების ენერგომხმარება მაინც აღემატება Radeon RX 6900 XT-ს (34 ვატი YouTube-ზე) და GeForce RTX 4080-ს (30 ვატი). ფოტოს წყარო: ComputerBase აღსანიშნავია, რომ Adrenalin 22.12.1 (RX 7900) დრაივერის პრეს-რელიზში ნახსენებია მხოლოდ Radeon RX 7900 XT და RX 7900 XTX ბარათების ენერგომოხმარების ოპტიმიზაცია ვიდეოს გაშვების დროს, მაგრამ არაფერი თქმულა თამაშებში მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ. თუმცა, როგორც ComputerBase-ის ექსპერიმენტმა აჩვენა, ახალი დრაივერით ვიდეო ბარათების ენერგომოხმარება გეიმინგშიც შემცირდა, თანაც ძალიან შესამჩნევად. კერძოდ, Radeon RX 7900 XTX-ის ენერგოეფექტურობა 57%-მდე უმჯობესდება Doom Eternal-ში 144p გაფართოებაზე, Radeon RX 7900 XT-ში ამავე თამაშში ანალოგიურ გრაფიკაზე ენერგოეფექტურობის ზრდამ 34% შეადგინა. სხვა სიტყვებით, ბარათები მოიხმარენ 57-დან 90 ვატამდე ნაკლებ ელექტროენერგიას, ვიდრე ადრე. თუმცა, ეს ტენდენცია შეინიშნება ერთი პირობით, როდესაც თამაშის პარამეტრებში ჩართულია კადრების მაქსიმალური სიხშირის შემზღუდველი. ფოტოს წყარო: ComputerBase 4K გაფართოების პირობებში ენერგომოხმარების სხვაობა ძველ და ახალ დრაივერთან თამაშებში ნაკლებად თვალშისაცემია. ფოტოს წყარო: ComputerBase ასევე, გერმანული გამოცემის მიერ ვიდეო ბარათების ტესტირებამ არ გამოავლინა რაიმე ცვლილება Radeon RX 7900 XT-ისა და RX 7900 XTX-ის ენერგომოხმარებაში Adrenalin 23.1.1 (RX 7900) დრაივერის უახლესი ვერსიის გამოშვების შემდეგ. https://tinyurl.com/y7nr3wju
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.