კი აქვს ნამდვილად:
Start-ში All Programs-ში
მარჯვენა კლიკი მაგ ფოლდერზე და Open for all users
ესაა ზოგადად მაგ ფოლდერის მისამართი:
C:\ProgramData\Microsoft\Windows\Start Menu\Programs\Startup
მანდ რა პროგის შოთკარტსაც ჩააგდებ, ის აიშვება სისტემის ჩართვისას
მეორე გზაა regedit-ის გამოყენება
გახსენი რეგედიტი (start-ში ჩაწერე regedit.exe)
გახსენი შემდეგი მისამართი მარცხენა პანელის ხისებრი სტრუქტურიდან:
HKEY_LOCAL_MACHINE\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Run
მარჯვენა მხარეს კი დააკლიკე მარჯვენა ღილაკით და გააკეთე ახალი STRING Value, რომელსაც დაარქვი მაგალითად იმ პროგრამის სახელი რომლის გაშვებაც გინდა, ასევე მნიშვნელობაში გამშვები ფაილის სრული მისამართი (მნიშვნელობის ჩასაწერად უბრალოდ ორჯერ დაკლიკე ახალშექმნილ String-ზე)
მაგალითად, თუ მინდა Opera ჩავრთო ვიდის ჩართვასთან ერთად მნიშვნელობა ექნება:
C:\Program Files\Opera\Opera.exe
გადაარესტარტე კომპი და ნახე შედეგი
კიდევ, ბევრ პროგრამას აქვს ოპციებიდან მიეთითება რომ ჩაირთოს ვინდთან ერთად