-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
აღმიდგენია არაერთხელ პირადად მე თვითონაც ცადე თუ გინდა, წაშალე რამე ფაილი და Recuva-თი მიეცი ძებნა შესაბამის ადგილას ამოგიგდებს Shift+Delete-თი არ იშლება ფიზიკურად დისკიდან, არც დაფორმატებისას სხვათა შორის, თუ LowLevel Format არ გააკეთე (რასაც ActiveKill Disk აკეთებს)
-
Nvidia-ს კარტებს, რომლებსაც HDMI აქვს, დრაივერის ინსტალაციისას HD Audio Driver-იც ყენდება, ნახე, ხო აყენია ნაღდად? მერე Nvidia Control Panel-შიც შეიხედე რამე ხომ არაა გასასწორებელი
-
და HDMI აქვს შენს კომპს?(თუ ვიდეოკარტას?)
-
თემები შესაბამის განყოფილებაში გახსენი ხოლმე, გადმოვიტანე დახმარებაში R-Wipe and Clean ერთ-ერთი საუკეთესოა მაგ საქმეში
-
Zune-დან ვერ ცვლი WP7-ის სეთინგებს? არ გაქვს წვდომა ფაილურ სისტემასთან? შესაძლოა ფონტები მანდედან იცვლება
-
ეგ მარტო WM6-ზე მუშაობს აი აქაა კიდევ რაღაც ტუტორიალი: http://thetechjournal.com/how-to/turn-windows-phone-7-into-usb-drivehow-to-guide.xhtml ისე, ტელეფონს არ მოყვა რამე პროგრამული უზრუნველყოფა PC Suite-ს პონტში? სინჯე აბა Zune Software თუ ამოიცნობს ტელეფონს... აქვს WP7-ის პადერჯკა ფონტები Control Panel-ში არ არის? ისე, თუ დააკავშირე კომპთან და დაინახა ROM-ის ფაილები, შესაძლოა რამენაირად ფონტებიც ჩაწერო, მაგრამ ფრთხილად იყავი სულ არ დაბრიდო ტელეფონი! ეს კიდე WP7-ის ჯეილბრეიქი: http://nabtron.com/jailbreak-unlock-windows-phone-7-omnia-7-with-chevronwp7-unlocker/2988/
-
როგორ არ ყენდება.. გადმოწერე ოფიციალური საიტიდან სადაც ინტერნეტი არის რომელ კომპზეც არაა ნეტი, გაუშვი ინსტალაცია და მიუთითე Free License ინსტალაციისას
-
GeorgianTV სინჯოს აბა... საქართველოში კარგად მუშაობს ყოველ შემთხვევაში
-
32 ბიტიანი Win7 Ultimate SP1 ხო, იმედია დაფიქსავენ...
-
გავაკეთე ახლა მასე,ჯერ ამოვაინსტალე, შემდეგ წავშალე ყველგან CyberLink-ის ფოლდერები და რეესტრის გასაღებები, თვითონ საინსტალაციოში ყოფილა ეგ ფაილი, მე პირდაპირ ვუშვებდი ინსტალაციას, არ ვაარქივებდი, ისე, ზუსტად იგივე ვერსია ყოფილა რაც მქონდა... REG ფაილში olreg=0 არ ყოფილა... თითქოს არა აქვს ჯერ პრობლემა, მაგრამ მაგალითად ვიდეოს ყურებისას (არა აქვს მნიშვნელობა ფორმატს) მარჯვენა კლიკით რომ მენიუ გამოდის,მაინც ასე აკეთებს: თქვენთანაც ასეა?
-
18მბ გადმოიწერა ჩემთან....
-
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული iPad 8 მილიონი დოლარი ღირს
gio_kiborg replied to #Skinhead's topic in Apple
თავმოყვარე კაცი ტიანოზავრის ძვლების ჩანართის გარეშე დაიკავებს ხელში აბა პლანშეტს? -
რა ვიცი, custom.ini არ არის ფოლდერში, არადა REG ფაილიც იგივეს აკეთებს რაც ჯორჯს უწერია: Windows Registry Editor Version 5.00 [HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\CyberLink\PowerDVD11\CustomReg] "UI_UpgradeStrategy"=dword:00000000 BIN.GE-ზეც იგივეა რაც Rutracker-ზე.... შესაძლოა რამე პატჩი გამოუშვან ან Trial ვერსიის კრეკი....
-
გადმოწერე დრაივერი ოფიციალური საიტიდან და დააყენე თავიდან: http://uk.computers.toshiba-europe.com/innovation/download_drivers_bios.jsp?service=UK&mode=allMachines&action=search&teddProduct=438&selShortMod=335
-
ASUS-ის საიტზე არის AUDIO დრაივერი, გადმოწერე და დააყენე
-
Albatron გეთანხმები, Desktop რაც უფრო "სუფთაა" მით ნაკლებ ადგილს იკავებს RAM-ში აი, ინსტრუქციები: სტანდარტული: http://fonts.ge/ka/tutorials/324/ ცალკე დრაივერით(გადმოწერე, ამოაარქივე, მარჯვენა კლიკი Setup.exe-ზე და Run as Administrator, მიუთითე Georgian Unicode English Layout): http://ilkbd.codexserver.com/ ან საერთოდ, ფორუმზე აყენია ქარტული კლავიატურის სკრიპტი, სულ არაა საჭირო ქართული კეიბორდი გქონდეს Windows-ში გააქტიურებული: პტიჩკა როცა ჩასმულია, წერს ქართულად, ოღონდ, დაელოდე გვერდის ჩატვირთვას ბოლომდე ვხურავ თემას
-
ნორმალურია Win7-ისთვის ეგ დატვირთვა Super Fetch ტექნოლოგიით, RAM-ს იყენებს მაქსიმალურად ეფექტურად, წინასწარ ტვირთავს მასში ყველაზე ხშირად გამოყენებულ ბიბლიოთეკებს (DLL-ებს) რაც შემდეგ პროგრამების სწრაფ გაშვებაში და მუშაობაში გეხმარება როცა RAM-ის დიდი მოთხოვნა ჩნდება, მაგალითად თამაშის ჩართვისას, ან რენდერისას, თავისით ანთავისუფლებს საჭირო რაოდენობას P.S: tokoo ქართულად წერე ფორუმზე
-
ოფიციალური რიდერია Caminova-სი მე მაგას ვიყენებ, Explorer-ში ესკიზებიც ჩანს დოკუმენტის ასევე კარგია WinDJVU, თუმცა მე ოფიციალური მირჩევნია
-
რაც პირველ პოსტშია კი ბოლოს რომ პროგრამა დავდე პირადად არ მიცდია, მაგრამ ბევრისგან გამიგია, რომ გამოდის მასე უპრობლემოდ ეკრანის გაშავება მე უფრო რეზოლუციის ბრალი მგონია, WinXP-ს ინსტალაცია ეშვება 640*480-ზე თუ არ ვცდები, ალბათ მაგ ეკრანს არა აქვს ამ რეზოლუციის მხარდაჭერა
-
FDM-ზეც და Utorrent3 Beta-ზეც PR ფუნქციები უფროა აჩვენებს იმას რაც გადმოწერილია და ისიც პირველი ნაკადიდან Utorrent-ზე სულ თავდაყირაა საქმე: ფაილის გადმოწერა შესაძლოა სულაც ბოლოდან დიწყოს, ამიტომ თუკი 60-70% არ არის გადმოწერილი, ვერ ნახავ ნორმალურად (ხარვეზები აქვს ბევრი ცარიელი ადგილის გამო) შესაძლოა ახალი Utoorent ფორსირებულად იწერს ფაილის საწყის ფრაგმენტებს...
-
რომელი მეთოდით გააკეთე? ბოლოში რომ დავდე ლინკი თუ პირველ პოსტში როა აღწერილი?
-
აბა, შენ რომელიც გიყენია ზუსტად იმის ლინკი მომე (ზემოთ რაც გიდევს თუ ისაა, მაშინ მეც იგივე მაქვს) იმ ფაილებს, რომლებსაც ხარვეზები აქვთ Power DVD-ში, MPC უპრობლემოდ აჩვენებს ხრვეზების გარეშე...
-
ტორენტ ტრეკერებიდან მე Utorrent მირჩევნია ყველას, სიმართლე რო ითქვას, დიდი მნიშვნელობა არა აქვს რომელი კლიენტით იწერ, მთავარია პირები გყავდეს ბევრი, თუმცა utorrent ყველას მირჩევნია მისი სიმსიბუქის და სრული ფუნქციონალობის გამო აი "ჩვეულებრივ" დაუნლოად მენეჯერებზე საქმე ცოტა სხვანაირადაა ახლა ვიყენებ Internet Download Manager-ს ნაკლი ის აქვს, რომ არის ფასიანი და ფაილებს იწერს ნაწილებად Temp დირექტორიაში და მერე აერთებს, რაც დიდი ფაილის გადმოწერისას ადგილის და რესურსების ზედმეტი ხარჯია, თუმცა აქვს ყველაზე კარგი ინტეგრაცია ბრაუზერებთან: დაცული საიტებიდან შეუძლია ტრანსფერის დაწყება, კოდებს ავტომატურად იღებს ქუქი ფაილებიდან, ასევე შეუძლია Streaming Media-ს გადმოწერა როგორც Youtube, ისე Myvideo.ge-დან... ასევე ძალიან კარგია Orbitdownloader, საკმაოდ სწრაფია, ფუნქციონალური, თუმცა ვერ აგრძელებს გადმოწერას ქართული შეარ რესურსებიდან (მაგ. allshaes.ge და files.ge) როცა სხვები აგრძელებენ, ასევე ახალი ფუნქციაSoftware Updater ტვინს ბურღავს, რომც გაუთიშო, მაინც აჩვენებს, თან სისულელეებს კარგი ალტერნატივაა FlashGet,თუმცა აქ რეკლამები ბურღავს ტვინს ასევე კარგია Free Download Manager, აგრძელებს გადმოწერას, იწერს ერთი ფაილის შიგნით, აქვს Bittorrent ქსელების და ასევე სხვა უამრავი პროტოკოლების მხარდაჭერა... ნაკლი კი ის აქვს, რომ საკმაოდ ნელა ააპდეითებენ ხოლმე და ახალი ბრაუზერების სფორტს გვიან ამატებენ (მაგ FF 4.0-ის საფორტი 3.5RC ვერსიას აქვს)
