-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ტელეფონის მეხსიერებაში ყველაფერს შლის, ამიტომ ჯერ დააბექაფო უნდა Nokia PC Suite-თი ფაილები და კონტაქტები და შემდეგ აღადგინო
-
უნდა გადაფლეშო რუსულ პრაშივკაზე, ჯერ უნდა გაიგო რუსული გამოცემის Product Code აი, ვნახე: შემდეგ Nemesis Service Suite-თი შეცვალო შენი ტელეფონის კოდი რუსულისაზე აქ არის ინსტრუქციები თუ როგორ დააყენო NSS და შეცვალო კოდი N73-ზე, დიდი განსხვავება არ უნდა იყოს: Перепрошивка обычный N73 в music edition How To: Update Original Nokia N73 Firmware to Music Edition (ამ სტატიებიდან გაინტერესებს მხოლოდ NSS-ის ინსტალაცია და კოდის შეცვლა, N73-ის კოდი არ ჩაუწერო შემთხვევით) შემდეგ, კი NokiaSoftwareUpdater-ით განაახლე პრაშივკა და გექნება რუსულიც კოდის შეცვლა გამოიწვევს გარანტიის ავტომატურ გაუქმებას, ასევე შესაძლოა (არის რაღაც შანსი) რომ ტელეფონი დაზიანდეს, ამიტომ ყველა რისკი საკუთარ თავზე უნდა აიღო მე მაგალითად, ჩემს მამაპაპურ N73-ზე შემიცვლია კოდი, ჯერ რუსული პრაშივკისთვის, შემდეგ კი MusicEdition-ად გადასაკეთებლად და არავითარი გართულება არ მოყოლოა ამ ამბავს არის მეორე გზაც: NaviFirm-ით გადმოწერო სასურველი პრაშივკა (რუსული N98-ის) და შემდეგ Phoenix Service Suite-თი დააპრაშივკო (ინსტრუქცია) მაშინ არ დაგჭირდება კოდის შეცვლა
-
კარგი დასაწყისია აბა შენ იცი... ველოდებით დანარჩენს
-
შენც AVI-ში შეინახე და მერე გადააკონვერტე Format Factory-ში ზომების შეუცვლელად...
-
ვერ გეტყვი...თუმცა არაფერია გამორიცხული XP-ს საინსტალაციო ნაღად ვარგა? დაკაწრული ხომ არაა დისკი, ჯობს ახალ დისკზე ჩაწერო ორიგინალი იმიჯიდაბალი სიჩქარით (4X მაგალითად) არაა ძნელი BIOS-ში გადართვა, Chipset Setting-ებში იქნება თუ მაინცდამაინც, ჯერ ნახე კონკრეტულად მაგ დედაპლატის მანუალი მწარმოებლის საიტზე (ან თუ აქვს წიგნი შემორჩენილი) და გადახედე BIOS-ის განყოფილებას
-
მონიტორის დრაივერი თუ დააყენე, ფრების პროფილი უნდა გაასწორო მერე,დეფაულტი რაც იყო ადრე იმაზე უნდა დააყენო და მონიტორის ფერების პროფილი სულ უნა წაშალო... რატომღაც მონიტორების მოყოლილ ფერების პროფილს, რომელმაც წესით უკეთ უნდა იმუშაოს ვიდრე სტანდარტულმა Vista/Seven-თან პირიქით შედეგი აქვს...
-
კვება, ოპერატიულები,ვინჩესტერი... ჯამპერების გადაადგილება რად გინდოდა, BIOS-იდან HDD-ს რეჟიმი IDE-ზე დაგეყენებინა...
-
თუ არ გააკეთე შეუძლებელიცაა დააყენე და ნახავ Youtube-ზე ჩაუწერე Acronis True Image და ოხრად ამოაგდებს ტუტორიალებს, ასევე ოფ.საიტზეც არის დეტალური ინსტრუქციები: http://www.acronis.com/support/documentation/ ვიდეო ნახო ა იგივე გაიმეორო არ გამოდგება მარტო, უნდა გესმოდეს რას აკეთებ და არა მექანიკურად შეასრულო მოქმედებები
-
დამიჯერე, ტყუილად დახარჯავ დროს თვითონ ფაილებს რაც შეეხება, შენი ბრალი არაა, იყო ალბათ სანამ გადააყენებდი დაშიფრული... NFS მაგას მაშინ აკეთებს, როდესაც Dual Boot გაქვს, ანუ წინა Windows-საც ტოვებ და ახალს ისე აყენებ, არ ვიცი თავი როგორ უნდა არიდო, დისკის გამოჩენა შეიძლება Disk Managmet-იდან, მაგრამ ფაილებზე/ ფოლდერებზე ჩაწერაზე უკვე პერმიშენებს გთხოვს ყველგან თითქმის თუკი ინსტალაციისას დაფორმატებ C დისკს, (სადაც წინა Windows გეყენა), არაფერს დაბლოკავს
-
არა.. თავისით არაფერს შიფრავს, უბრალოდ, თუ მანამდე XP ან სხვა OS გეყენა და Windows 7 სხვა დისკზე დააყენე, უბრალოდ აკრძალავს წვდომას იმ დისკზე, სადაც წინა სისტემა ეწერა უსაფრთხოების მიზნით, თუმცა Permition-ებიდან შეიოძლება გახსნა....
-
ფაილთა დაშიფვრა Windows-ის სტანდარტული შესაძლებლობაა, დაწვრილებით Wiki NTFS-ფაილურ სისტემაზე დაშიფრული ფაილის გახსნა ძალიან, ძალიან ძნელია (ვგულისხმობ თუკი "ზევით" მოინდომებენ) ხოლო თუკი bitLocker-ითაა თან დაშიფრული პრაქტიკულად შეუძლებელი დღევანდელი მდგომარეობით რატომ ხდება ფაილთა დაშიფვრა სხვა საკითხია, ზოგი უბრალოდ, გაუთვითცნობიერებლად აკეთებს და მერე ავიწყდებათ ზოგი კი მონაცემთა დაცვის მიზნით: დაშიფრული ფაილი რომც მოიპარონ, მისი გამოყენების ალბათობა ძალიან ძნელია ყოველ შემთხვევაში, გამწვანებულ ფაილებს ვერ გახსნი რაც არ უნდა ეცადო, ტყუილად დახარჯავ დროს და ნერვებს
-
მწვანე დაშიფრული ფაილებია როგორც ითქვა და მაგათი გახსნის შანსი არაა.. (ვირუსის გამო თუა დაშიფრული შესაძლოა კიდევ ამე, მაგრამ მეეჭვება რამე ვირუსი ფაილებს შიფრავდეს შერჩევით.... ლურჯი ფაილები კი შეკუმშული ფაილებია (თუ დაკვირვებიხართ, დისკის, ან ფლეშკის ფორმატისას, ან კიდევ ფოლდერის Properties/Advanced-ში არის Compress Files... ფუნქცია ლურჯი ფაილები უნდა გახსნას წესით ხოლო მწვანეებს დაემშვიდობეთ
-
Avidemux VirtualDub-ის ანალოგია, გაუმჯობესებული ინტერფეისით და უამრავი ფორმატის მხარდაჭერით
-
ნახე Avidemux სურათებივით ადვილი არაა, თუმცა ფილტრებში შესაძლებელი იქნება ფერების რეგულაციის დამატება, აუდო და ვიდეოში Copy მიუთითე და ფილტრებში ეძებე რაც გინდა (აღარ გადააკოდირებს და ხარისხს აღარ გაუფუჭებს) P.S: არ გირჩევნია თვითონ პლეერიდან გაასწორო ფერები?
-
2-ჯერ გადაარესტარტა მაგ აპდეითების დაყენებისას...
-
ხო, ვიდეოების (და არა მარტო) გადასაფორმატებლად ყველაზე კარგია FormatFactory უამრავ ფორმატს უჭერს მხარს და აქვს გამზადებული პროფილები i-Phone/i-Pod/i-Pad-ისთვის (რა თქმა უნდა პროფილის პარამეტრების შეცვლაც შეიძლება)
-
რეგისტრის დეფრაგმენტაცია არაფრისმომცემი და სარისკო პროცედურაა, შესაძლოა მაგან აურია, შესაძლოა ვირუსიცა...
-
ავტომატურზეა ახალ ლეპტოპებში როგორც ვიცი: როცა სჭირდება სიმძლავრე, ჩართავს GT540-ს და გათიშავს IntelHD-ს, ამ დროს RAM-იც გამოთავისუფლდება ალბათ, როცა არ სჭირდება, მაშინ INtelHD მუშაობს და (გაცილებით) ნაკლებ ენერგორესურსებს მოიხმარს
-
ხო, სტარტერი ძალიან შეზღუდულია, Ultimate-ძალიან გადატვირთული, Home Premium ოპტიმალურია, მე პირადად Home Basic-ს დავაყენებდი გადახედე ასევე ვიკიპედიის სტატიასაც
-
ერთნაირ კომპებზე უპრობლემოდ ყენდება თამაშები თუ C-ზეა მაშინ შეინახება, თუ არა, მაშინ SystemState უნდა შეინახო Backup-ისას და მთლიანი ვინჩესტერი დააბექფო, მერე სხვაგან აღადგინო "შენი კომპი" თუ განსხვავდება დანარჩენებისგან, მაშინ, მეორე მეთოდით უნდა დააბექაფო ანუ უნდა წაშალო MyCompter/Manage-დან დრაივერები და შემდეგ დააბექაფო, შენსაზე კი რომ აღადგენ (Restore) დააყენო შენი კომპის დრაივერები, თუმცა კიდევ გიმეორებ არ გირჩევ ამ გზას თუკი გინდა შენი კომპის ბექაფი შეინახო და მერე აღადგინო, არაა პრობლემა, პირდაპირ შენს ვინჩესტერზევე შეგიძლია დააბექაფო გამოყენება ძალიან მარტივია და ინტუიტიური, რუსული, ან ინგლისური თუ გესმის, ადვილად გაართმევ თავს, ყველაფერზე დეტალური ანოტაციები აქვს ძირითადი მომენტები: ახალი ვერსიის პროგრამა დაყოფილია განყოფილებებად, ძირითადია Manage და Backup/Restore (ხვდები ალბათ სახელებიდან რომელი რაა) Manage განყოფილებაში 2 მნიშვნელოვანი პუნქტია: Acronis Secure Zone-ს შექმნა და Activate Acronis Startup Recovery Manager Aronis Secure Zone არის დამალული პარტიშენი, რომელთან წვდომა აქვს მხოლოდ Acronis-ს და მასზე ინახება ბექაფ არქივები, კარგია იმ მხრივ, რომ ბექაფ არქივი მაქსიმალურად დაცულია, Acronis Secure Zone-ს ზომა დამოკიდებულია თუ რამდენი ადგილი მიაქვს დასაბექაფებელ სისტემას, მაგალითად, Seven Ultimate X86-ისთვის, (რომელზეც ეყენა ყველა ზოგადი დანიშნულების პროგრამები: MS Office 2010, ბრაუზერები, მათი პლაგინები, პლეერები, კოდეკები და ა.შ) დასჭირდა 9გბ-მდე (არქივის High კომპრესიაზე) Activate Acronis Startup Recovery Manager- ააქტიურებს აკრონისის ჩამტვირთავს და Windows-ის ჩატვირტვამდე დაგიწერს დააჭირე F11-ს თუ გინდა Acronis-ის ჩატვირთვაო, ეს კარგია იმ შემთხვევაში, როცა Windows აღარ იტვირთება, ასე, რომ გირჩევ გაააქტიურო რაც შეეხება Backup/Restore-ს დავიწყოთ Backup-ით, ბექაფი შეგიძლია შეინახო როგორც ჩვეულებრივად D ან სხვა დისკზე, ან კიდევ Acronis Secure Zone-ზე, ან ქსელურ შემნახველზე არქივი შეგიძლია დაყო CD და DVD ზომებად, თვითონ არქივი შემდეგნაირია: My Computer- აქედან შეგიძლია დააბექაფო ცალკეული დისკები (როგორც წესი C დისკი) ან System State-მთლიანი ვინჩესტერი-სახლისთვის არც ისე აქტულური My Data-შეიძლია აირჩიო ცალკეული ფოლდერები და ფაილები თვითონ არქივაციის სამი მეთოდია: Full-ამ დროს იქმნება სრული არქივი Incremental- ამ დროს, თავიდან შექმნილ Full არქივს ცალკე ემატება შემდეგ დაარქივაბაზე ცვლილებები, სულ 2 არქივი Differential-ამ დროს, თავიდან შექმნილ Full არქივს შემდეგი დაარქივებები ემატება ცალ-ცალკე თარიღების მიხედვით, ანუ იმდენი არქივია, რამდენჯერაც გააკეთებ არქივირებას თავიდან Full-ით უნდა დაიწყო რა თქმა უნდა ამის გარდა პროგრამას აქვს უამრავი კარგი ფუნქცია, მაგალითად არქივირების დაგეგმვა, არქივის შეკუმშვის და სხვა პარამეტრების დაყენებ, არქივის პაროლით დაცვა და დაშიფვრა, უნივერსალური გადაწყვეტილებაა... იმედია ეს მოკლე Guide დაგეხმარება, დანარჩები, თვითონ მწარმოებლის საიტზე ნახე ინსტრუქციები, ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი
-
უნდა დააყენო ერთ კომპზე,გამართო, გააკეთო იმიჯი(იმიჯის გაკეთებისას შეგიძლია DVD ზომებზე დაყოფა) და Bootable Rescue Media-აკრონისის ჩამტვირთავი დისკი, მეორე კომპზე ის იმიჯი აღადგინო თავისივე ჩამტვირთავი დისკით ჩაიტვირთები და აღდგენისას გამზადებულ„ -„ებს მიაწვდი, შესაძლებელია ქსელში არსებული იმიჯიდან აღდგენაც Server ვერსიაში, მაგრამ ეს თუ ზუსტად ერთნაირი კომპებია განსხვავებული კომპებისთვის მეტი საჩალიჩოა: ჩიპსეტის დრაივერები უნდა წაშალო, ასევე სასურველია ყველა სხვა, არ უნდა გადატვირთო და ისე გააკეთო იმიჯი, აღდგენის პროცედურა იგივეა, მაგრამ დრაივერების დაყენება მოგიწევს ეს მეორე მეთოდი არც ისე საიმედოა
-
გადავიდა ვაშლებში I tunes-ში მგონი File მენიუდან აირჩიე რომელიმე ფოლდერი ბიბლიოთეკისთვის, ჩაყარე შიგნით რაც გინდა გადაიწეროს I-pod-ში, შეაერთე i-pod და სინქრონიზაცია მიეცი საქაღალდეების მხარდაჭერა არ აქვს როგორც ვიცი, ზატო ფლეილისტები შეგიძლია გააკეთო, თამაშების გადატანაც ანალოგიურადაა
-
დრაივერი ქსელის კარტისაა, ხოლო RAM-ს რასაც ვერ ხედავს 4გბ-მდე ინტეგრირებული ვიდეო იყენებს, ცოტას კიდევ აპარატურის დამისამართებისთვის, ასე, რომ შეგიძლია ჩათვალპ. რომ 4-ივე ათვისებულია თუკი ვიდეოს მოაკლებ BIOS-იდან (თუა მაგის საშუალება) მაშინ მეტს გამოიყენებს, თუმცა 128მბ-ზე დაბლა ჩამოწევას არ გირჩევ ჯობს სულ ისე დატოვო როგორც არის რაც შეეხება დრაივერს, ჯერ ცადე Windows Update-თი თუ დააყენებს, თუ არა, აქ შედი: http://support.acer.com/us/en/product/default.aspx?tab=1&modelId=3280 Operating System-ში Windows7 64 bit-მიუთითე და LAN-ის დრაივერი გადმოწერე ან, პირდაპირ დრაივერის ლინკი თუ წამოიღებს: Download
-
HomePremium მაქსიმუმ, Ultimate ვერსია არ გინდა...
-
PowerDVD იყენებს საკუთარ კოდეკს, ხოლო MPC კი K-Lite-დან როგორც წესი შესაბამისად CyberLink-ის კოდეკი ურევს ცადე მე-10 ვერსია აბა...
