თემას აქ გავხსნი, რადგან მგონია უფრო აპარატურული ბუნებისაა
გუშინ გადავაყენე Windosw სახლის კომპზე, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, Kaspersky-ს გააქტიურებისთვის მივეცი ქსელის კარტას Disable და გაიყინა კომპი, დავარესტარტე ღილაკით, დამიწერა რომელ რეჟიმში ჩავირთოო, მივეცი Start Windows Normally მაგრამ აქაც გაიყინა Windows-ის ლოგოზე, გავთიშე მეთქი დიით მივხედავთქო, ახლა კი ვრთავ და მონიტორს რეაქცია არა აქვს, ყველაფერი ირთვება: CPU, GPU, PSU-ს ქულერები, DVD მუშაობს, მაგრამ მონიტორის Power ღილაკი ციმციმებს (როდესაც კომპი გამორთულია ისე)
არანაირი BIOS-ის წრიპინი, არც სტანდარტული, არც ერორის, უკვე 5 წთ-ია ჩართულია
პირველ რიგში, მოვხსენი ყველა შეერთება, ამოვიღე BIOS-ის ბატარეა და დავამოკლე BIOS-ის დასარესეტებლად, ამოვიღე და ჩავსვი GPU და RAM-ები, შედეგი-0
დამეხმარეთ დავადგინო რას დაერხა
(კომპის კონფიგურაცია კი წერია გვერდით)