როგორც ზემოთ დავწერე, დნმ-ის დეშიფრატორები 3-5 დღეს უნდებიან მინიმუმ ერთი ადამიანის გენოტიპის შედგენას, თან ეგ აპარატურა ძალიან ძვირი სიამოვნებაა, თვითონ ვმუშაობ ერთ-ერთი ფირმის ქართულ წარმომადგენლობაში და ვიცი რა პროგრესია და რას შეიძლება ველოდოთ ამ აპარატურის განვითარების მხრივ უახლოესი დეკადის განმავლობაში: მაქსიმუმ ანალიზის სისწრაფე დაჩქარდეს 2-ჯერ, და ფასი შემცირდეს (კონკურენტი პროდუქციის გამო) 30%-ით (შეიძლება გაიზარდოს კიდეც, ეკონომისტი არ ვარ, გააჩნია მოთხოვნა და მიწოდება როგორი იქნება, მაგრამ ჩავთვალოთ რომ ყველაფერი ოპტიმალურად ვითარდება)
თუნდაც 50 წლის შემდეგ არა მგონია იყოს ისეთი დნმ დეშიფრატორები, რომლებიც 1 გრამი ბაქტერიის დნმ-ს (რომლებსაც თითოეულ ბაქტერიას თავისი უნიკალური დნმ აქვს) გაშიფრავენ რაიმე გონივრული სიჩქარით (ანუ მონაცემთა წაკითხვისთვის გონივრული) ყოველ შემთხვევაში, იმ აპარატურის გაუმჯობესებული ვარიანტები ამას ვერ იზამენ, თუკი პრინციპულად ახალი მეთოდი არ შეიქმნება, რომელიც მეეჭვება დაინერგოს სწრაფადვე
ასე რომ ჩემი აზრით ეს იდეა იმას გავს, რომ დედამიწაზე აკრძალონ ტუალეტში შესვლა და მთვარეზე ააშენონ სუპერთანამედროვე ტუალეტები
იდეაში კი შეიძლება დღევანდელი ტექნიკით ადამიანების მთვარეზე გაგზავნა ტუალეტში, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად არაგონივრულია?