-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ხო, Microsoft-ის მსუბუქია და მუშა, თან სხვა მსგავსი პროგრამებისგან განსხვავებით უკეთეს მიდგომას იყენებს Virtual Desktop-ისთვის (დაწვრილებით ახსნილია ლინკზე) დავხურავ თემას
-
თემა გახსნილია არასწორ განყოფილებაში, პასუხიც გაცემულია იხურება utorrent და bitcomet ყველაზე პოპულარული ტორენტ კლიენტებია, utorrent ბევრად მსუბუქია დანარჩენებზე, თუმცა ფუნქციებიც ნაკლები აქვს (მაგრამ ყელამდე საკმარისი)
-
არაერთია, თვითონ Microsoft-იც გვთავაზობს: http://technet.microsoft.com/en-us/sysinternals/cc817881 არის სხვადასხვა ფასიანი თუ უფასო პროგებიც: http://virtuawin.sourceforge.net/ დაძებნე გუგლში Virtual desktop for windows, რომელიც მოგეწონება აარჩიე, არსებობს დაჟე სამგანზომილებიანი დესკტოპებიც
-
თუ ეთიშება ინტეგრირებული გრაფიკა, გაუთიშე, თუ არა დატოვე, არაა პრობლემა ვიიდეოკარტაზე სად შეაერთებ არა აქვს მნიშვნელობა,მაინც ვიდეოკარტა იმუშავებს, უბრალოდ DVI-ს უკეთესი ხარისხი აქვს ვიდრე VGA-ს
-
მაშინ უფრო ღრმად გაუდგამს ფესვები, ცადე ანტივირუსის Live CD-თი დასკანერება
-
ან ლიცენზირების პრობლემაა, ან ვირუსის, შეამოწმე ვირუსებზე Live CD-თი (ინსტუქციებს ნახავ შესაბამის განყოფილებაში) თუ მაინც არ ჩაირთო, ლიცენზირების გამოა
-
ნელი ჩატვირთვა ძირითადად რომელიმე დრაივერის გამოა, დიდხანს უნდება ინიციალიზაციას, ცადე განახლება (ჯერ ძველები წაშალე)
-
კი, ეგ იმუშავებს ნამდვილად, ოღონდ შეაერთე მონიტორი ვიდეოკარტაზე და არა დედაპლატაზე (შესაძლოა დედაპლატას არც აქვს შესაერთებელი) თუ ლეპტოპია, მწარმოებლის საიტიდან გადმოწერე დრაივერი, მაგას მოყვება კონფიგურატორიც გრაფიკის გადასართავად,
-
ეგ ე.წ amvo ვირუსია, გადმოწერეamvokiller.bat და გაუშვი, ეგ ამოძირკვავს მაგ ვირუსს (system32-ში ჯდება) მერე, მაინც დაასკანერე
-
ახალ ინტელის პროცესორებში ინტეგრირებულია გრაფიკული ბირთვიც (საკმაოდ ძლიერი სხვათა შორის, ნუ 3 წლის წინანდელ თამაშებს ქაჩავს საკაიფოდ) ამიტომ მაგის დრაივერსაც გადმოგაწერინებდა ლეპტოპებზე საერთოდ დაიწყეს Dual Graphycs-ის გამოყენება: როცა გრაფიკული სიმძლავრე არაა საჭირო, მუშაობს ინტეგრირებული გრაფიკა, ხოლო თამაშის გაშვებისას მაგალითად ირთვება დისკრეტული გრაფიკა ტექნოლოგია ახალია და დასახვეწი, თუმცა უკვე ბევრი ლეპტოპი იყენებს
-
მეც შემემთხვა ეს ერთხელ XP-ს ფლეშკიდან იინსტალაციისას, თუ არ ვცდები ვინდის არასწორი "მომზადების" თუ ინსტალაციისას დაშვებული რაღაც შეცდომის ბრალი იყო გამოსწორება კი შეიძლება შემდეგნაირად: საინსტალაციო ფლეშკაზე არსებული HAL.dll უნდა გადაკოპირდეს რამე გზით დაინსტალებული ვინდის system32-ში, შენ გაგიმართლა, რომ თავისით წაიღო დასჭირდეს იქნებ სხვას განმარტება
-
თემა გახსნილია არასწორ ადგილას და აოფებთ თან!!! გადამაქვს დახმარების განყოფილებაში მე არ ვიყენებ მსგავს პროგრამებს, მაგრამ ფიზიკოსები (და ალბათ მათემატიკოსებიც ) იყენებენ MATLAB-ს, file.ge-ზეც იყო მგონი
-
ოკ, დავხურავ მაშინ თემას
-
კი, პირდაპირი კავშირი აქვს, დაშიფვრისას გამოიყენება კონკრეტული იუზერის Creditian-ები, რომელიც პაროლის მოხსნით ან გატეხვით იცვლება და წვდომაც აღარაა მაგ ფაილებზე :)
-
ხო, აღარც MKV ფაილებზე აქვს კუბიკები, და წარმადობაც ნორმალური აქვს, კარგი აპდეითი იყო ნამდვილად
-
ვიდეოს დრაივერის პრობლემას ჰგავს, განაახლე დრაივერი, თუნდაც Windows Update-დან და ცადე ისე, ჯობია, ვიდეოს დრაივერი ხელით დააყენო, ჯერ წაშალო Control Panel-იდან და მერე Driver Sweeper-ით ამოძირკვო სულ, მერე ახალი დრაივერი დააყენო მწარმოებლის საიტიდან გადმოწერილი
-
9800 ოფიციალური უთოა, დატვირთულზე შეგიძლია კვერცხი შეწვა, ან ყავა აადუღო მაგრამ თუკი ფანის ბრუნების რიცხვის შემცირება შველის ტემპს, იტრიალოს (ხმაური თუ არ გაწუხებს)
-
არანაირად არ ვარგა "ვინდოუსის ვერსიები-ს განყოფილებაში ნახავ Windows 7 SP1 და Windows XP SP3-ის ორიგინალი იმიჯების გადმოსაწერ ბმულებს, ჯერ ეგ ვინდი დააყენე (რომელიც გინდა) და მერე ნახე კიდევ რას იზამს
-
Windows 7-ზე XP-სგან განსხვავებით ადმინისტრატორის ექაუნთი (ანუ ექაუნთი სახელად Administrator და გრუპ მემბერშიპი Administrators) არ აქტიურდება Default-ად ვინდის ინსტალაციისას, ამიტომ რა იუზერიც გაქვს, მარტო ის იქნება Safe Mode-შიც, ეგ მეთოდი არ გამოდგება... ყველაზე რეალური ვარიანტია Hiren's Boot CD-ს, ან ERD Commander-ის გმოყენება და ექაუნთზე პაროლის რესეტი თუმცა, თუკი შენი ექაუნთით როდესმე ფაილები დაგიშიფერავს, იმ ფაილებს ვეღარ გახსნი
-
ეგაა OEM Info და არა ვინდის თვითონ აბა 2002 თუ შეიცვლება ნახე?
-
ეგ არაა წელი,არის ვერსია, ან იგივე build-ი მაგ ინფო წერია რეესტრში და მგონი შეცვლაც შესაძლებელია: http://www.msfn.org/board/topic/83058-change-windows-version-with-regedit/ თუმცა, ზოგი პროგი კითხულობს მაგ ინფოს და იყენებს, ასე რომ განსხვავებული რომ დაწერო, შესაძლოა არც დაყენდეს-ვერ ამოიცნოს ვინდის ვერსია, ან არ გაეშვას თუ დაყენებულა ეგ ინფო მოთავსებულია HKEY_LOCAL_MACHINE\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion მისამართზე რეგედიტში, ეძებე Product Version
-
სტანდარტს ჯობს მაინც ყველანაირად ProPlus, ყველაფერს შეიცავს, თუ რამე არ გინდა, ნსტალაციისას გაუთიშავ, არა მგონია რამდენიმე ასეული ზედმეტი მბ რამის გადამწყვეტი იყოს :)
-
MSI-ს ვიდეობარათები ახალი ფუნქციით
gio_kiborg replied to X-treme user's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
ხო აჩვენეს განსხვავებაც? 15 თუ არა 10 გრადუსი ხომ მაინც იქნება უკიდეურეს შემთხვევაში? ესეც კარგია მტვერი მუშაობაშიც ედება, ჩართული ელ-მოწყობილობა ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს და იზიდავს მტვრის ნაწილაკებს, ფენი კი მოხვეტავს და მიიკრავს დამუხტულს, უკან დაბრუნებაც კარგი აზრია, თან ჩართვისას 30 წამი არაფერია რეგულარულობაში ალბათ იგულისხმება ყოველი ჩართვა პროცესორის ქულერებზეც შეიძლება მაგის გაკეთება იდეაში, MSI ალბა თავიდ დედიკოებზე დაამატებს მაგ ფუნქციას BIOS-ში თუ მართლაც მასეთი ეფექტურია, მარტივი და გენიალური გადაწყვეტილებაა -
გgol.ge-ს ლინკი რომ დავდე არ უნდა სერიალი, აქივატორი უნდა მხოლოდ
-
1. Windows-ის Sound Setting-ებში (Control Panel) ნახე ხომ სწორადაა დინამიკები/ნაუშნიკები/მიკროფონი 2. Skype-ს Sound-ის ოპციებში გატესტე ხომ სწორად გაქვს სპიკერები დაყენებული (ან მაგალითად რომ გირეკავენ, ან მესიჯი მოგდის ზარის ხმა ისმის?) 3. აუდიო დრაივერი განაახლე
