Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8149
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. თემის ავტორს ვორნი არასწორ განყოფილებაში თემის გახსნისთვის მომავალში გადახედე ფორუმის და მისი ქვეგანყოფილებების წესებს! გადატანილია დახმარების განყოფილებაში
  2. მეორე იმდენჯერ დავხურე რომ რა ვიცი... მაგრამ უმეტესობაში რომანი ტალისთან მქონდა და კოლექტორების ბაზა ავაფეთქე ერთში თუ ორ სეივში მაქვს საცდელად დატოვებული აუფეთქებელი გუნდის ყველა წევრი ცოცხალი მყავს, მხოლოდ ერთში დამეღუპა კასუმი (ტალის შილდი ვერ ავიღე რატომღაც) თამაშს გააჩნია ჯორჯ, Mass Effect 1 მოყოლებული 2009 წლიდან ყველა კლასით დავხურე და რომ მეგონა, რომ უკვე ყველაფერი ვნახე და ყველა მისია შევასრულე, კიდევ გამეძრო ამას წინათ დახურვაზე ციტადელზე ერთი მისია თან აქ არის პარაგონის და რენეგადის ვარიანტები, თუმცა რენეგადით მე არ მითამაშნია არასდროს ზოგადად RPG-ში ძნელია ერთი გავლით ყველაფერი ნახო... და არის თამაშები, რომლებსაც გაცილებით მეტი საიდმისიები აქვთ ვიდრე Mass Effect-ს
  3. XP-ს რატომ ვერ აყენებ გაგეცი მაგაზე პასუხი წინა პოსტში და წაიკითხე რაც შეეხება მაგ პრობლემას, რაც სურათზეა, შეიძლება WIndows-ის საინსტალაციო დისკის ბრალი იყოს, ან თვითონ ვერსიის საიდან გადმოწერე?
  4. ჯორჯ,ბოლოს წინა პატჩი იყო 2329, ეგ პატჩი რომ დავაყენო ახალდაყენებულ PowerDVD 11-ზე წავა? წინები არ უნდა? და მერე დავააპდეითებ 2408-მდე ამ ბოლოთი თორემ ყველა პატჩი მაქვს შენახული რაც გამოვიდა მე11-ს შემდგომ ხო, არ ვიცი დაემთხვა თუ რა, კომპზე ერთ-ერთი აპდეითის მერე სპიკერები გადაეწყო 6-ზე და როცა MKV-ს ვუყურებდი 5.1 ხმით ლაპარაკის ხმა აღარ ისმოდა მხოლოდ ფონური მუსიკა და ამბიენტი... მერე დავაყენე ისევ 2 სპიკერზე კონფიგურაცია და სტერეო აუთფუთი და გასწორდა
  5. მანდ უნდა იყოს პარტიშენ თულში რომელიმე დამაკოპირებელი პროგრამა, ადრინდელებში იყო Acronis Disk Director თუმცა ახლებში ამოიღეს მგონი მაგრამ თუ ვინჩესტერს დარხეული აქვს შეიძლება მაგ პროგებსაც გაუჭირდეთ ცადე MHDD და შესაძლოა "გააცოცხლოს" ვინჩესტერი (უფასო ჩამტვირთავი დისკია, საიტზევე ნახავ სრულ ინსტრუქციებს)
  6. მე მაგისთვის Temaviewer-ს ვიყენებ დააყენე სახლის კომპზე, მიუთითე ვინდის ჩართვასთან ერთად ჩაირთოს და ამოიწერე ID და პაროლი მერე ნებისმიერი კომპიდან შეგიძლია დაუკავშირდე მაგ ID და პაროლით უსაფრთხოების გაზრდისთვის შეგიძლია შენი ექაუნთი გააკეთო და მასში დაამატო ყველა კომპი სადაც დააყენებ TeamViewer-ს და ჩაურთო ვაითლისტი: ანუ მხოლოდ იმ ID-დან შეიძლებოდეს კავშირი რომლებსაც ხელით ჩაუწერ გადმოწერა შეიძლება აქედან: http://www.teamviewer.com/en/download/currentversion.aspx მანდვეა ტუტორიალებიც პროგრამა უფასოა არაკომერციული მიზნებისთვის თუ მაინცდამაინც RDC გინდა გადახედე ამ ინსტრუქციას: Windows 7 - Remote Desktop Connection (RDC) - Network
  7. ხო,მწვანედ როცაა სახელები, ნიშნავს, რომ დაშიფრულია თუ გინდა თვითონ ცადე: ფოლდერზე მარჯვენა კლიკი Properties: გამწვანდება სახელები წაიღე მერე რომელიმე ფაილი სხვა კომპზე, ან თუნდაც სხვა იუზერით შედი და ნახე თუ გახსნი შიფრირების მოსახსნელად ის პტიჩკა უნდა მოხსნა ვხურავ თემას
  8. სხვაგან შეერთება ცადე ვინჩესტერის BIOS-ში ჩანს? ან ვაბშე SATA კაბელი გამოცვალე ჯობს ეგ იმის ბრალია, რომ XP-ს არა აქვს HDD კონტროლერის დრაივერი და თუკი HDD მუშაობს SATA რეჟიმში ვერ ხედავს ამიტომ თუ გინდა XP დააყენო, ჯერ BIOS-დან უნდა მონახო IDE Mode ან ამდაგვარი და გაფაიყვანო IDE-ზე ან Compatible გააჩნია მაზერს დეტალურად ნახავ მაზერის მანუალში BIOS-ის განყოფილებაში მეორე გზაა XP-ს საინსტალაციოში წინასწარ ჩააინტეგრო n-lite-თი ჩიპსეტის დრაივერები და მერე დაინახავს
  9. დარმუნებული ხარ რომ უფროსობას არ აქვს დაბლოკილი? სხვა ბრაუზერიდან ცადე გახსნა?
  10. 6 მარტს გამოდის მესამე და მეც თითების კვნეტით ველოდები რამდენი სეივი შევინახე არც მახსოვს ME1-ში პირველად გხვდება ეშლი, რომანის გაბმა შეგიძლია, მაგრამ მეორეში ვერ იბრუნებ,მაგრამ მესამეში შენს გუნდშია, ლიარასთან (ლურჯკანა უცხოპლანეტელი) თუ გააბავ რომანს, ის შეგიძლია დაიბრუნო Liar of The Shadowbrocker მისიის ბოლოს ვრექსს (კროგანს) თუ არ მოკლავ, მეორეში თავისი რასის მეთაური ხდება, შენთან კარგადაა და მესამეშიც დაგეხმარება სავარაუდოდ მესამეში ყველა გადაწყვეტილებას აქვს გამოხმაურება რაც წინა ორში მიიღე!
  11. ციტადელზე ვაბშე პირველად მიდი? არის მანდ პატარ-პატარა მისიები, ხომალდის მზარეულს საჭმლის პრიპასები უყიდე, თევზები შეგიძლია იყიდო ნორმანდიის აკვარიუმისთვის და რამდენიმე გემის მოდელიც, 2 კროგანი შეგხვდებ კიდევ თევზი უნდათ ციტადელის ტბიდან და ქვემოთა ლეველზე ქვარიანელ გოგოს შეგიძლია დაეხმარო მარა ჯერ ანდერსონი ნახე როგორც კი C-Sec-ის ოფიცერთან მორჩები ლაპარაკს, თუკი წინაში კონსული გადაარჩინე, აღგიდგენენ სპექტრის სტატუსს
  12. პოკერს ხომ არ თამაშობ ბევრ მაგიდაზე? არ მიცდია არასდროს 2 თამაშის გაშვება მარტივად ასე შეგიძლია გააკეთო: ჩართო ეკრანიანი რეჟიმში ორივე თამაში, ერთი ერთ მონიტორზე გადაათრიო, მეორე მეორეზე ან როგორც IME-მ გითხრა თამაში თვითონ გეკითხება რომელზე გავუშვაო ცადე და არ ქნა?
  13. ზოგი უბრალოდ დაძვრება ფოლდერის ოპციებში და დაშიფრავს ხოლმე შანსი არაა როგორც გითხარი, XP-ზე Encription-ის დროს არავითარი გასაღები არ იქმნება, Win7-ზე თუკი BitLocker-ს ჩართავ მგონი მაშინ გაძლევს გასაღებს, თორემ ისე სტანდარტული დაშიფვრისას არის იგივე მექანიზმი რაც XP-ს შემთხვევაში აზრი არა აქვს რა ფაილია და რითია გადაღებული თუ დაშიფრულია და Windows გადააყენეს შანსი არაა ამიტომ თუკი ვინჩესტერზე რამე დაშიფრული ფაილებია, წინასწარ უნდა გაუკეთო დეშიფრაცია სანამ Windows-ს გადააყენებ ეგრე მქონდა მე ჯერ კიდევ Vista-ს დროს ერთი პაპა დაშიფრული ძალიან საჭირო ფაილებით და გადაყენება რომ დავიწყე მერე გამახსენდა, კიდევ კარგი ჯერ ფორმატამდე არ ვიყავი მისული, სასწრაფოდ გავაჩერე ინსტალაცია, ჩავრთე და მოვხსენი შიფრირება თორემ შანსი არ იყო იმათი აღდგენის თეორიულად შეიძლება შიფრის "გატეხვა" მაგრამ მაგისთვის სუპერკომპიუტერი თუ არა ძალიან მძლავრი სერვერი ან კლასტერი მაინც უნდა გქონდეს და ასევე გამოცდილი სპეციალისტები, ასეთი რესურსები კი ფაქტიურად მხოლოდ ზოგი ქვეყნის უშიშროების სამსახურებს აქვთ, და იმათაც ზოგჯერ შეიძლება არაფერი გამოუვიდეთ (მაგალითად BitLocker-ით დაშიფვრისას) ან ძალიან დიდხანს გაეწელოს ასე, რომ სალის პირობებში არი არა აქვს მაგის ცდას
  14. დააკვირდით: მწვანედ ჩანს სახელებიო, ე.ი დაშიფრული ფაილებია მაგათი აღდგენის შანსი არაა ნუ იწვალებ ტყუილად თუკი ვინდი გადააყენა ისე, რომ დაშიფვრა არ მოუხსნია არავის მიცემს უფლებას ფაილების ნახვისას დამშიფრავის Creditian-ები თუ არა გაქვს, რაც ვერ გექნება ვერანაირად თუკი Windows გადაყენდა მოკლედ Shift+Delete მიეცი მაგ ფაილებს ყველას ადგილს გაანთავისუფლებ დაშიფრულ ფაილებთან წვდომის შანსი არაა როდესაც Windows გადაყენდება ან მაგალითად თუკი პაროლის რესეტს გააკეთებ ჩამტვირთავი დისკიდან! ან თუ ფლეშკაზე გადაეწერე განშიფვრის გარეშე სხვა კომპზე ვერ გახსნი! არანაირი გზა არაა მაგისი და ტყუილად ნუ დაუწყებ ძებნას, დროს დაკარგავ!
  15. რა უნდოდა ამ თემას Windows-ის პროგრამების განყოფილებაში? თემის ავტორს ვორნი შემდეგში გადახედე ფორუმის და განყოფილების წესებს! რაც შეეხება შენს პრობლემას, ჩიპზე არსებული ვირუსი სავარაუდოდ Windows-ისაა და Symbian-ის ანტივირუსები ალბათ არც აღიქვამს ვირუსად, ასე, რომ უაზრობაა თუკი კომპზე ვერ აერთებ, პირდაპირ ტელეფონიდან დააფორმატე თუკი წერს ვერ ვაფორმატებო, გამორთე, გამოაძრე ჩიპი, ჩართე და მერე დააფორმატე Tools ფოლდერშია Memory საიდანაც შეგიძლია ჩიპი დააფორმატო უკეთესია, თუ ჯერ ტელეფონს დააფორმატებ და მერე ჩიპს (ტელეფონის დაფორმატებისას ჩიპი ამომძვრალი გქონდეს) ტელეფონს *#7370# კომბინაციით კოდია 12345 გაითვალისწინე: ფორმატირებისას იშლება ყველაფერი! სურათები, მუსიკები, ვიდეოები, მესიჯები, კონტაქტები და ა.შ ასვე დაყენებული პროგრამები, თემები და სეთინგები ამიტომ თუ არ გინდა წაიშალოს, მანამდე Nokia PC Suite-სთან დაასინქრონე ან მხოლოდ მხოლოდ ეგენი დააბექაფე (პროგრამები და სეთინგები არა)
  16. შეიძლება: გამოვა ახალი ფანჯარა სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თუ ვინ გამოაგზავნა, საიდან როდის, რა გზა გაიარა და ა.შ (IP-ებით) თუმცა მგონი უშუალოდ გამომგზავნის IP არაა თუ ვებფოსტაა, უფრო სერვერების IP ჩითავს მაგრამ ნახე მაინც, შენ თავს გაუგზავნე რამე და შეამოწმე თუა შენივე IP მანდ
  17. აბა სტატიკურ ადრესებზე გადაიყვანე მერე შიგა ქსელში ჩართული კომპზები... + როუტერის Firmware Update-ც ცადე (სახიფათო პროცედურაა თუ არ იცი როგორ უნდა შეეშვი, სულ შეიძლება მოკლა როუტერი)
  18. კი, ვიდეოდაფის ოპციებიდან შესაძლოა სხვადასხვანაირი კონფიგი მონიტორების, Windows-ის სტანდარტული პარამეტრებიდანაც არის შესაძლებელი, თუმცა თამაშისას მაგალითად მაუსი შეიძლება გაგექცეს ხშირად მეორე მონიტორზე
  19. ეგ დემო ვერსიაა როგორც ვხვდები ისე, ყველა მსგავს პროგრამას მოყვება დეტალური ინსტალაციის ინსტრუქციები და თუ მიგიშვეს დიკამდე არ უნდა გაგიჭირდეს წესით
  20. ჩაწერილმა პროგრამამ სხვა კომპზე შეიძლება იმუშაოს შეიძლება არა, თან სავარაუდოდ ლიცენზიის ფაილები ექნება კიდევ პროგს ისე, ჩვეულებრივ, პროგრამის დირექტორია შეგიძლია დააკოპირო და ცადო თუ იმუშავებს მარა აპარატურის გარეშე რად გინდა ეგ პროგი?
  21. ვერც მე ვნახე ტორენტ საიტებზეც როგორც ვხვდები, ეგ პროგრამა მოდის აპარატურასთან ერთად და ამიტომ მეეჭვება ნახო...
  22. კარგია ვხურავ
  23. რა თქმა უნდა შეიძლება შეცვლა Control Panel/Regional and Languae Setting-ებიდან: შეცვლი საათის ფორმატს h არის 12 საათიანი, H 24 საათიანი HH დაწერს მაგალითად 02:25, ხოლო H დაწერს 2:25 რაც შეეხება კალენდარის ორშაბათით დაწყებას, Location და ფორმატები დააყენე English (UK)-ზე ანუ US რეგიონი UK-ზე უნდა შეცვალო
  24. ჩემი აზრით მაგ პროგრამის გამო გაეზარდა ჩატვირთვის დრო და საერთოდ ნუ იყენებთ მსგავს პროგრამებს, რომლებსაც ზიანი უფრო მოაქვთ ვიდრე სარგებელი გიწერს პროცესორზე, რომელსაც არცერთ Windows-ზე არ სჭირდება რამე ცალკე დრაივერი ასე რომ დაიკიდე
  25. ტელეკომი არის ახლანდელი სილქნეტი
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.