-
Posts
3688 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
კი Vray იყენებს კუდა ბირთვებს. პროგრამების ჩამონათვალი ცოტა სადაო საკითხია. ეგრე არაა. უფრო ფლაგინებია ის რენდერერები და არაა საერთოდ სიაში რადგანაც ცალკე აღებული პროგრამა, არაა სთენდ ელონი ასე ვთქვათ. ლინკი რომ იდო წინა გვერდზე იმით მსჯელობა არ შეიძლება ბევრს აქვს თუ არა მხარდაჭერა.
-
არ ვიცი ამ ბოლო დრაივერის ბრალია თუ არა მაგრამ გააფრინა კარტამ. ერთერთი გპუ რენდერერის დაყენების მერე ვიდეომ გარეკა. ხან დაიფრიზა და არტეფაქტების პონტში ამოყარა. ერთხელ ვიდეოს ყურებისას დაემართა იუთუბზე. მერე სხვა კომპზე ჩავრთე და იქაც აურია რაღაც მომენტში. მერე შევატყე რომ ხურდებოდა. თერმოპასტა გამოვუცვალე და დადგა ნორმალურ ტემპერატურაზე. furmark-ს ერორებისგარეშე გადის და არც თამაშებისას აქვს პრობლემა მაგრამ ეგეთი რამ დარჩა. დატვირთვაზე ქულერი უცებ უმატებს ბრუნს, მერე უცებ აგდებს. მერე უმატებს და ასე რავიცი. EVGA_ს პროგრამა დავაყენე ფან კონტროლისთვის. გავუთიშე აუტომატური კონტროლი და მანუალურად დავაყენე 50%-ზე და დატვირთვის დროს მაინც უმატებს. ტემპერატურა თამაშისას 65 გრადუსზე ზევით არ მიდის მაგრამ სამაგიეროდ ტვინი მეღრძო ხმაურზე. ძველი დრაივერიც ვცადე და იქაც ურევს თუმცა ასე ძალიან არა როგორც ამაზე. რენდერერები წავშალე საერთოდ. დრაივერიც საფუძვლიანად წავშალე და ხელახლა დავაყენე მაგრამ მაინც ასე შვება. მერე ისევ დავაყენე ის რენდერერი რის მერეც აურია და არაფერი დამართნია. (არტეფაქტების მსგავს რაღაცას ვგულისხმობ) მოკლედ პრობლემა ქულერის ბრუნვათა რიცხვია რა. როგორ ფიქრობთ კონტროლერი ხო არ დაზიანდა და ის ურევს? სხვა კომპზეც უნდა ვნახო ერთი იქ რას იზავს მაგრამ ამ 2 დღეში ვერ მოვახერხებ. მე ვფიქრობ ტემპერატურა რომ იმატებდა იმან დააზიანა რაღაც. თუმცა აღსანიშნავი ისაა რომ არ შემიტყვია რამე რომ უჭირდა. ჩვეულებრივ მუშაობდა და არც თამაშებში ჭედავდა. იმ რენდერერმა დატვირთა ბოლომდე და მერე დაერხა რა.
-
გააჩნია რომელ რენდერერს იყენებ. ნვიდია ყველას არ ჭირდება. საერთოდ გპუ-ზე დაფუძნებული რენდერის გამო პროცესორის როლის დაკნინება არ ღირს. გპუ რენდერერები დიდად გავრცელებული არაა ჩვენთან. ჯობია რაიმე კარგი პროცესორი 2011 სოკეტზე და ვიდეო 780-ის მსგავსი მაინც. თუ ფინანსები იძლევა ამის საშუალებას. ოპერატიული 16გბ+ რამოდენიმე დღის წინ დავიწყე კუდა ბირთვების გამოყენებაზე დაფუძნებული რენდერერის ათვისება და მართლა კაი რაღაცაა. პროსტა ჩემი კარტა მოკლა (წამებით)
-
STRIX მშვიდობაში
-
რაღაცის გამო დამჭირდა ავტომანქანის ანიმაციის გახსენება და ძალიან უხეში ტესტი გავაკეთე აქაც დავდებ. პროგრამა – Maya პ.ს. მანქანის მოდელი ჩემი არაა ინტერნეტიდან გადმოვწერე.
-
პირველი ნაწილი დავხურე ადრე და მომეწონა. მეორე არ მითამაშნია მაგრამ მთლად პირველის დონის ვერ არისო როგორც ამბობენ.
-
მე პირადად შუთერები მომწონს და ამასაც სიამოვნებით ვთამაშობ. ჩვეულებრივი შუთერია რა. თუ მეგობრებთან ერთად არ თამაშობს მალევე მოგბეზრდება ალბათ. დიდი არჩევანი არაა. სწრაფი თამაშია და შედეგს მალევე იძლევა. მე არ მინანია რომ ვიყიდე.
-
TDU2 (ჩაირთო როგორც იქნა ამის სერვერები)
-
იმედია ასეთივე კარგი პორტი იქნება თორე თამაში რომ გენიალურია ამას ლაპარაკი არ უნდა. PC-ზე გამოშვება რომ გადაწყვიტეს ამ სერიის ამაზე კარგს ვერაფერს იზამდნენ. ველოდები phantom pain-ს.
-
ვითამაშე და დავხურე ეს tech demo ასე ვთქვათ. უმაგრესი პირი უჩანს MGS The Phantom Pain-ს. ყოჩაღ ჰიდეოს.
-
თუ მართალია არ შეიძლება ასე "გადაგდება". ჯერ რამდენიხანია რაც აკეთებენ მერე კიდე ხალხს ფული აქვს გადახდილი და გაუმჯობესებებს ელოდება ყოველჯერზე ესენი კიდე.. ცუდია..
-
ამათმა გაუბერეს ხო?
-
ჩემთან titanfall-ში სტატერინგი Experience-ის ბრალი აშკარად არ იყო იმიტომ რომ საერთოდ არ ვაყენებ მაგ პროგრამას. ის კი მართალია რომ ძველი სერიის კარტებს არ წყალობენ.
-
ეს პირადად არ მინახავს მაგრამ ვიდეოებიდან რასაც ვუყურებ არაფერი აქვს თამაშს. არც გრაფიკა, არც ფიზიკა, არც სიუჟეტი. უბრალოდ მანქანით სიარულით როგორ ერთობა ხალხი ეგეც გამოცანაა ჩემთვის. ამ ბოლოს სხვა თამაშებიც არ იძლევიან დიდ არჩევანს მაგრამ თამაშში რომ 30 მწვანეს აძლევს ადამიანი როგორც მინიმუმ გამართულად უნდა მუშაობდეს იმის გათვალისწინებით რომ თამაში მარტო ონლაინშია შესაძლებელი. როგორც წერენ რაღაც პრობლემები აქვს ამ კუთხითაც. TDU-ს რაც შეეხება იქაც ბევრი პრობლემები იყო და არის დღემდე. ელემენტარული ფიზიკა იმასაც არ აქვს, სერვერები ხშირად ითიშება მაგრამ ავტომობილების დიდი არჩევანია თუ შეიძლება ეს დადებითად ჩაითვალოს. ნუ იმის გამო რომ Open world-ია და GTA 5 ჯერ არ გამოსულა ალბათ ითამაშებს ხალხი. )) Driveclub-ს სულ რომ არაფერი ქონდეს ისეთი გრაფიკა აქვს მარტო მაგიტომ ვითამაშებ. project cars-საც ალბათ შედარებით ნორმალური ვიზუალის გამო ვიყიდი თან მართვაც კარგი აქვს გეიმპადით. assetto corsa ზედმეტად სიმულატორია და ჩემთვის ჩვეულებრივი მოკვდავისთვის რომელსაც keyboard+gampad მაქვს რთული იქნება მაგის თამაში და ვერ გავერთობი. 60% შეფასება ჩემი აზრით ლოგიკურია ამ თამაშისთვის ამ ეტაპზე.
-
shift+F8 -თია safe mode-ში შესვლა WINDOWS 8-და ზემოთ
-
Vepar რა უარყოფითებიც ჩამოთვალე ხო იცი მაგის გამო მომწონს ზუსტად.)) სწრაფად რომ ხდება ყველაფერი იდეალურია ჩემთვის. ჩემდასამწუხაროდ MW2-MW3-ის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა თამაშის მექანიკა. BO2-საშინელება იყო, GHOST-ს კიდე არაუშავდა მაგრამ ყიდვა მაინც არ მიღირდა. თან კიდე მაინცდამაინც ობიექტურად ვეღარ ვაფასებ იმის გამო რომ ჩემი კარტა მაქსიმალურ პარამეტრებზე ონლაინში ვერ უმკლავდება ბოლო სერიებს. რომელიმე ძმაკაცს გადმოვაწერინებ და ვნახავ როგორია რა.
-
მე ვერ ვიწერ სამწუხაროდ ინტერნეტის გამო.. ისე ghost-ზე მეტად ეს მომეწონა და შეიძლება ვიყიდო კიდევაც. უბრალოდ MP მაინტერესებს და თავდაჯერებულმა ვიყიდო )) ან პირიქით. პ.ს. მგონია რომ ამის ონლაინიც ისეთივე სუსტი იქნება როგორიც GHOST-ის (სამწუხაროდ) ამ მომენტისგამოა რომ სხვა ონლაინშუთერებზე მიწევს გადართვა...
-
ორშაბათს უკვე ვეღარ ითამაშებ. პ.ს. ვიწერ მაგრამ ვაი ამ გადმოწერას. უდებილესი ინტერნეტით 1 დღეზე მეტი უნდა გადმოწერასო დამიწერა. სანამ გადმოიწერება დროც გაუვა ))
-
steam_ზე უფასოა რამოდენიმე დღით ამის mp
-
ეს დრაივერი მართლა ვერაა კარგად ჩემს სისტემაზე. titanfall-ში მიკვდებოდა კომპი ისეთი სტატერინგი ქონდა. და რომ ვაგდებდი ვიდეოკარტას უკვე მეთქი ბარემ ძველ დრაივერზეც ვნახავთქო და დავაყენე 344.65. დაფრენით არ დაფრინავს მაგრამ ტექტურებს ჰაიზე თუ ჩამოვწევ და AA-ს გავუთიშავს ნორმალურად მიაქვს და დღემდე ასე ვთამაშობ.
-
ჯაბა, assassin's creed თუნდაც far cry-ის სერიები გაპიარებულია და ბევრი ფანატი ყავს რომლებიც აი ზაპროსტა იყიდიან მიუხედავად ფასისა და იმისა ვარგა თუ არა და ეს ახლად გამომცხვარი თამაში და თავიდანვე ასეთი სტავკა. რავიცი რიავცი.. ცუდი არ ჩანს ჩემთვის. მომეწონება სავარაუდოდ მაგრამ არც იმდენად რომ ამ დროს როცა დოლარი თითქმის 2 ლარი ღირს ეს ვიყიდო რა.. ))
-
გაიაფდეს ცოტა. რა გაიგეს ნეტა ან რა თამაშია ასეთი 30$+ რომ ღირს. შეუსაბამო ფასია ჩემი აზრით.
-
პირველად რომელი სისტემა გეყენა?> ვინდოუსი უნდა იყოს თავიდან და მერე დააყენო უბუნტუ. ნებისმიერი თანმიმდევრობითაც შეიძლება მაგრამ მერე კიდე რაღაცეებია საჩალიჩო. როცა სხვადასხვა ფართიშენზე აყენებ ცოტა შანსია რომ რაიმემ აურიოს. მე არ მახსენდება არცერთი შემთხვევა როცა რაიმე გაფუჭებულიყოს. ის ფართიშენი სადაც აპირებ რომ უბუნტუ დააყენო საერთოდ წაშალე ვინდოუსიდან და ინსტალაციის დროს თვითონ იპოვის უბუნტუ თავისუფალ ადგილს და ძალიან ადვილად შეძლებ მერე დაყენებას. ნექსთ ნექსთებით სულ.. )) არ ვიცი რატო არ გამოვიდა შენთან..
-
სხვა ფართიშენზე დააყენე ubuntu და პრობლემა არ იქნება. ინსტალაციის დროს თვითონ შეგეკითხება როგორ დავაყენოო. როგორც მახსოვს ინსტალაციის დროს თვითონაც გამოაქვს ერთერთ დიალოგურ ფანჯარაში ვინდოუსის გვერდით იყოს თუ არაო. ინსტალაციის მერე კომპის ჩართვისას მოგიწევს აირჩიო რომელი სისტემა ჩაიტვირთოს
-
დავააფდეითე ჩემთანაც. კარგია.
