Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3692
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. როდის ეშვება ბეტა? მე ძირითადად სულ მომდისხოლმე მოსაწვევი იუბისოფთის ყველა თამაშის ტესტირებაზე რაზედაც ვრეგისტრირდები. ამის close alpha -ს მოსაწვევიც მქონდა და ვითამაშე. open beta ჯერ არ მომსვლია. დაიწყო დარიგება უკვე?
  2. კი წავა. საკმაოდ კარგი დედადაფაა. მე მაქ ეგეთი სოფელში. 4ბირთვიანი პროცესორით, 8გბ ოპერატიულით და GTX750. ჩვეულებრივ მუშაობს. მთავარია კვება ყოფნიდეს და pci-express სლოტში რა ვიდეოსაც დააყენებ ის იმუშავებს. ძალიან იშვიათად რომ არ იმუშაოს და თუ მაინც ეგრე მოხდა ბიოსის აფდეითი ძირითადად შველისხოლმე.
  3. BF3 იგულისხმა სავარაუდოდ. მე არცერთს ვთამაშობ მაგრამ მე4 ნაწილს მაინც მე3 მერჩივნა. პრაქტიკულად ერთიდაიგივეა მაგრამ მაინც 3. 4 მემგონი 10 საათიც არ მექნება ნათამაშები. როცა 3 150 საათამდე ალბათ. ახლა ეს დროები სასაცილოა ალბათ მაგრამ ჩემთვის 150 საათი ისეთ თამაშში რომელიც არ მომწონს მთელი ათასწლეულია
  4. მონაკოს გრანპრი დასრულდა დღეს. ბევრი ავარია იყო. დანიელ რიკარდომ მოიგო რედბულით, ვეტელი მეორე ჰამილტონი მესამე. ისეთი ტრასაა მონაკოში გასწრება პრაქტიკულად არ ხდება და პოლს როგორც მოიპოვებენ ძირითადად ეგ განსაზღვრავს რბოლის ბედს. ამჯერად ეგრე იყო ყოველშემთხვევაში. საერთოდ, მრბოლელებში ჰამილტონია პირველზე, კონსტრუქტორთა ჩარტში მერსედესი. მერე რედბული. ალბათ ისევ მერსედესი და ჰამილტონი მოიგებს ამ წელსაც თუმცა ფერარი დათმობას არ აპირებს და დაწყებითაც უკეთესად დაიწყო ჩემპიონატი.
  5. გაფუჭდა მართლა თამაში. უმუღამოდ ვუყურებდი იმის მერე რაც სალაჰმა დატოვა მოედანი. ერთი კაცი ყოფილა მთელი ლივერპული ასე გამოვიდა. რეალი კი ძალიან დაბალანსებულია მაგ მხრივ. ისე დაათრევდნენ იმ თასს თითქოს ჩვეულებრივი ამბავი მომხდარიყოს )) დამაჯერებელი იყო რეალი და მოიგო. კლოპია ცოდო. მაგარი მწვრთნელია ამ ჭღრპღრ ფეხბურთელებით ფინალებს თამაშობს მაგრამ მერე ვეღარ უქაჩავენ.
  6. ეჰ, ესაა გატუტუცებული როა მაინც ყველა ყიდულობს ვინც ადრე ყიდულობდა (ჩემი ჩათვლით ?) iPhone Se 32გბ -მაქ ახლა, 7 მქონდა ცოტახანი მაგრამ მაშინ ეკრანის ზომა მედიდა თორე ისე მშვენივრად მუშაობდა. SE-ც იდეალურად მუშაობს. დიდი ხანია მაქ და დარესტარტება არ დამჭირვებია ლამის, არ გაუჭედია საერთოდ. ახლა მომბეზრდა ცოტა და ალბათ 8ზე გადავალ თუ SE2 არ გამოუშვეს შემოდგომისკენ. ასე რომ რაც არ უნდა ქნან (იმედია სულ არ მოისპობენ რეპუტაციას) მე ალბათ ვიყიდი ისევ. დეფორმაცია და მსგავსი პრობლემები არ ყოფილა ჩემთან. iOS იდეალურად მუშაობს. ჩემ მოთხოვნებს მშვენივრად უმკლავდება და android-ისკენ გახედვის სურვილი არასდროს გამჩენია.
  7. ჩემ ხლამ ქულერზე რაც შეეძლო აკეთებდა. პროსტა ვუცვლიდი განა ტემპერატურების გამო. თავიდან წასმაზე არ ქონდა შედეგი. ცოტახანში ჯდებოდა და მახსოვს ერთხელ ასე 10 გრადუსით დააგდო ტემპერატურა. მერე აღარ შემიმოწმებია. ჰო ერთი გამოვიყენე მეორე მეგობარს მივეცი როგორც მახსოვს. ანუ ერთი 3.5 გრამიანი მეყო ამდენიხანი ))
  8. 2x3.5g AS5 ვიყიდე 2011 წლის ბოლოს და წელს გამომელია. მხოლოდ ერთ კომპზე ვიყენებდი
  9. 13reasons why მეორე სეზონის ყურება დავიწყე. მომწონს ეგ სერიალი. ნეტფლისქსი რასაც უშვებს ძირითადად ყველა მომწონს. ლუციფერს ვუყურებდი , მართლა მაგარი იდეინიი სერიალია. შეწყვიტეს წარმოება და მითუმეტეს ძალიან დებილურ მომენტში გაიჭედა. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია კიდე 2 დამატებითი ეპიზოდი გამოვაო და მაგით მორჩება. საკმაოდ ბევრი ფანი ყავს მაგ სერიალს, მათ შორის მეც ვგულშემატკივრობ. ანუ 26 სერია იქნება ჯამში ბოლო სეზონში ნაცვლად 24სა
  10. ready player one ვნახე კიდე. საკმაოდ მენორმალურა.
  11. ბოლოსდაბოლოს მოვიცალე კინოში წასასვლელად Avanger-ზე. ახლა რა შეფასებასაც დავწერ ეს ჩემი აზრია. შესაძლოა მარველის ფილმების ბოლო დროის საუკეთესო ეკრანიზაციაა (ეგეც სადაოა) თუმცა ძალიან ჩვეულებრივი ფილმია. მეორედ ნახვა რომ არ მომინდება ისეთი. ვფიქრობ ამხელა შეფასება იმიტომ აქ ჯერჯერობით რომ სხვადასხვა გმირებია ერთად თავმოყრილი და მათი პერსოფანები მთლიანობაში მაღლა წევენ რეიტინგს. ვერც ის გავარკვიე ხალხი რატო იყო პანიკაში ასე ხდება და ისე ხდებაო, მალევე ცხადი გახდა რა გაგრძელებაც იქნებოდა. კარგია რომ 2 ნაწილად გაყვეს და გამოვა გაგრძელება მაგრამ იქაც არაფერი მოულოდნელი არ იქნება. აი ძალიან ჩვეულებრივი ფილმია და ხალხი რომ ამბობს სასწაულიაო მგონია სხვა ფილმზე ლაპარაკობენ. ჰო atmos თუ რაცაა მაგ დარბაზში ვიყავი. სხვათაშორის მომეწონა გამოსახულებაც მათ შორის.
  12. ბოლო პერიოდში რაღაც ხასიათზე ვერ ვიყავი და ჩავუჯექი სერიალებს დროის მოსაკლავად. ერთი ამოსუნთქვით ვნახე This is us და stranger things. ორივე მომეწონა მაგრამ This is us გენიალურია. მაიმუნობა სერიალებს რაც შეეხება "კრიპტონი" -ის სერიები ვნახე რაც გამოსულია. დიდი ვერაფერი. ახლა ვფიქრობ რას ვუყურო კიდე
  13. battlenet-ზე დაიდო წინასწარი შეკვეთა. გიჟები არიან. პლატფორმებს შორის თუ იქნება ნეტა კავშირი. სიტყვაზე steam-ის და battlenet-ის მომხმარებლები ერთმანეთთან თუ ითამაშებენ.
  14. ჰო არაფერი უთქვამთ სიუჟეტზე. E3-ზე იტყვიან საბოლოოდ რა და როგორ. თვეებია აღარ მითამაშია არაფერი მაგრამ ძირითადად როცა ვთამაშობ MP-ს. ასე რომ ამაზედაც არ მექნება პრობლემა თუ არ გამოუშვებენ. BO3 900+ საათი მაქ ნათამაშები/ არ ვიცი ამის გამოსვლის მომენტში რა დამოკიდებულება მექნება თამაშების მიმართ და ვიყიდი თუ არა მაგრამ დიდი შანსია ვიყიდო. ერთი შეხედვით ძალიან მომწონს.
  15. წარადგინეს ოფიციალურად ანტონას თუ დავუჯერებთ BO3+MW2-იაო ერთად. ანუ ჩემთვის იდეალური. ჟდუ ნი დაჟდუს
  16. ცოტა ხნის უკან ვითამაშე god of war მეგობართან ჩვეულებრივ ps4-ზე. თვითონ თამაში ძალიან კარგია. ყველაფერი მაგარია, თითოეული დეტალი. თუმცა მეტი თავისუფლება რომ იყოს უკეთესი იქნებოდა. ასევე საწყისი ლეველები აშკარად უფრო დამუშავებულია მომდევნოებთან შედარებით, მე ასე მომეჩვენა. ps4 pro-ზე არ ვიცი როგორაა მაგრამ ჩვეულებრივზე ჩრდილები ისეა თითქოს ლოუზე დგასო. ასევე ფპს 30 , გამიჭირდა მიჩვევა.
  17. კი შეგიძლია HDD-ზე ჩაურთო. სასურველია HDD-ს პირველ დანაყოფზე. ანუ თუ სიტყვაზე 2 ფართიშენადაა გაყოფილი, პირველივეზე. იდეაში უფრო სწრაფია, პრაქტიკაში ისეთი არაფერი.
  18. ნუ მე რა თამაშებიც მქონია არსად დაუქრაშავს მაგის გამო. 12გბ დაკავებულა მაქსიმუმ და ყოფნის. მეგობართან ბრაუზერში უამრავი ტაბიახოლმე გახსნილი და თამაშსაც რომ რთავს იქრაშება 16გბ-ზე. არ ყოფნის. იმან 32მდე გაზარდა. შენ გააჩნია როგორ იყენებ სისტემას. კი HDD-ზე შეგიძლია გადაიტანო.
  19. 16გბ ოპერატიულზე მე გათიშული მაქ. თუ რაიმე სასწაულად მომთხოვნი პროგრამა არ გაუშვი არაფერ პრობლემას არ შექმნის. თუ აღარ ეყო ოპერატიული უბრალოდ გეტყვის რომ არ ყოფნისო მაგრამ მხოლოდ თამაშები დღესდღეობით არ ავსებს მაგდენ ოპერატიულს ასე რომ შეგიძლია გათიშო. 3დ პროგრამები კიბატონო. ბევრჯერ გადავსებულა მეხსიერება და დაქრასულა მაგის გამო. სსდ-ზე საერთოდ არაა რეკომენდირებული page file-ის ჩართულ მდგომარეობაში ყოფნა
  20. ადრე მქონდა მსგავსი პრობლემა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ოპერატიული მეხსიერების ბრალი იყო )) მაგრამ ეს იმ დროს როცა 2-4გბ-ი მეხსიერებები ქონდათ კომპებს. შენთან არ მგონია მაგის ბრალი იყოს მაგრამ მეხსიერების მოდულები გადაანაცვლე მაინც რა იცი რა ხდება
  21. ააყოლეს თანამედროვე ტენდენციებს წვერით რომ დადის 80% . კრის ევანსია ჩვეულებრივი ისევ. წვერით ოღონდ.
  22. გთხოვ მაშინ რომელიც დატესტილი გაქ და მუშაა მაგის ქრექები PM მომწერე რა.
  23. მადლობაა, რარაცეები ამოვარჩიე და ვცადე. მთლად ისე არაა როგორც მინდოდა მაგრამ არაუშავს. მე რაც დავდე ეგ პროგრამა აშკარად უფრო ორგანიზებული ჩანს, ყველა ტიპის ფაილს კარგად აექსპორტებს. პროსტა ფული ღირს რა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.