Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3692
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. ჩემთვის უშლის. სულაც არ მჭირდება ასე გაბნეულად თამაშები. ისიც მოუხერხებელია steam-ის გარდა origin , uplay, battlenet-ის ქონა რომ მიხდება სასურველი თამაშებისთვის და ეს ქეციანი windows store საერთოდ არ მინდა. მითუმეტეს რომ მანდ მხოლოდ forza და GOW დარჩა რისი თამაშიც შეიძლება მინდოდეს. ადრე გამოსული quantum break მოგვიანებით steam-ზედაც გამოვიდა. ადრე თუ გვიან შეიძლება ეს თამაშებიც გადმოიტანონ steam-ზე და რატო უნდა შემრჩეს windows store-ის გასაღები და სთიმზე ვერ გადმოვიტანო არ მესმის. ამასთან, windows store-ში გაცილებით ძვირი ღირს თამაშები ვიდრე სხვა პლატფორმაზე იგივე თამაში. რატო რა ლოგიკით არ მესმის. მაგალითად quantum break რომ ავიღოთ steam-ის ვერსია vs WS ასეთი სიტუაციაა. windows store -39.99$ ღირს steam-ზე 19.99$ . მე საერთოდ რუსული steam-ის ექაუნთი მაქ და ჩემთან 699 რუბლი ღირს რაც დაახლოებით 12.5 $ია. ხოდა რატო უნდა გადავიხადო ამდენით ძვირი თამაშში როცა ძალიან კარგად შეეძლოთ იაფი ყოფილიყო. უაზროდ გაბერილი ფასებია. არსად ეგეთი ძვირი თამაში არ ღირს როგორც windows store-ში. GEARS OF WAR 4-ს რაც შეეხება დავიწყე გადმოწერა და სიჩქარე ძალიან დაბალი ქონდა და შევეშვი. მოგვიანებით გადმოვწერ
  2. ბოლო 5 წლის მანძილზე პირატული თამაში არ მითამაშია და ამას ნამდვილად გადმოვწერ და მივახურავ. იაფიც რომ ღირდეს microsoft-ის პოლიტიკის გამო მაინც არ ვიყიდი პრინციპის გამო. რომ მაიძულებენ windows store-ში ყოფნას. ნაგვები repack-ის გადმოწერას ჩვეულებრივი ISO რეალიზის გადმოწერა მირჩევნია.
  3. M.2 იგივე ssd-ა. თუ სატა სტანდარტს აქ რამე უარყოფითი ან დადებითი მეხსიერების ბლოკების კუთხით M.2-საც ექნება. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ორივე SSD-ა განსხვავებული ინტერფეისით. 2.5" ანს თუ sata პორტი ჭირდება დასაკავშირებლად (და კონტროლერი)რომელსაც გარკვეული გამტარობის ზღავარი აქ M.2-ის შემთხვევაში ეს მახასიათებელი გაზრდილია. ეგაა სხვაობა. შიგნით ჩიპები იგივეა რამდენადაც ვიცი.
  4. open world თამაშებია დღეს პოპულარული. აქ არ ვიცი რა როგორაა მაგრამ მაგის ნაკლებობა რომ იყო 10-15 წლის უკან იმიტომ გახდა გტა პოპულარული თორე მაგ თამაშში მე პირადად ვერ ვხდები რა უნდა მოეწონოს ადამიანს. მე4 მე5 ნაწილი არ მითამაშია მაგრამ ძველები მინახავს მაინც და ლოგიკა არაა მაგის თამაშში თუ პროსტა უაზროდ ტასაობა არ მოგწონს. თუ გახსოვთ TDU-TDU2 მემგონი პირველი ეგეთი მასშტაბური open world racing თამაში იყო და საკმაოდ პოპილარული. უამრავი საათი მაქ გატარებული მაგ თამაშებში და არ მომბეზრებია. მართვას რაც შეეხება ეგეთი ცუდი მართვა და ტაშტივით ხმა მანქანების როგორც TDU-შია პრაქტიკულად ვერ შეხვდები. მიუხედავად ამისა ქონდა მუღამი.
  5. ამ თამშზეა ნათქვამი სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო. იმდენად დამკვიდრდა აზრი რომ nfs ცუდი და ნაგავია რომ შედარებით ნორმალურიც ნაგავი ეჩვენება ხალხს. დაახლოებით run-ის დონისაა რასაც ვუყურებ. ამაზე ცუდი ბევრი იყო. თუ გამოვრიცხავთ hp2010-ს 2005 წლის most wanted-ის შემდეგ ნორმალური NFS არ გამოსულა. ბრმათაშორის ცალთვალია ეს თამაში რას ერჩით? rival-ს და ეგეთ ლეღვობებს არ ჯობია? ეგრე ფორსასაც არაფერი ისტორია აქვს თუ მაგ არ მოგწონთ და ფიზიკა იქაც 0-ია მაგრამ კია გადარეული ხალხი. თუ არკადას თამაშობ და მოგწონს ეს თამაშიც სხვაზე ცუდი ნაღდად არ ჩანს. ხო რათქმაუნდა ჩაწერას მაინც არ ვაპირებ ერთადერთი მიზეზით რომ პირატულებს არ ვთამაშობ და ყიდვით კიდე ნამდვილად არ მემეტება ამაში ფული.
  6. რაც გიწერია თუ ეგ სისტემაა არ ჩაირთვება ცხადია. პროცესორის დონეზე ექნება შეზღუდვა რომ არც კი შეიწუხოს თავი
  7. ჩემთან რამდენჯერმე ზედიზედ პროსტა გაითიშა კომპი. რას დავაბრალო არ ვიცი. რანდომად ითიშება. მეთქი კვებას დაერხა. ზოგჯერ საერთოდ არაფერს ვაკეთებდი და მაშინ. ზოგჯერ თამაშის ჩართვის მერე. pubg-ს ვრთავდი თუ არა ეგრევე ითიშებოდა. მერე black ops 3 ჩავრთე და იმაზე არაფერი დამართნია. მოკლედ რა ვერ გაიგებ რა უნდა დააყენო რომ სტაბილურად იმუშაოს. მართლა 7ზე ხო არ უნდა დაბრუნდეს ხალხი. მაგ გათიშვების შედეგად steam გამოშტერდა. სსდ-ზე მაქ 2 თამაში და ჩართვას რომ დავაჭირე დაინსტალირებული არააო არადა სთიმი ჩვეულებრივ ხედავს რომ ის ფართიშენები მიბმულია. მერე რომ ვაჭერ გადმოწერას იდეაში უნდა აღმოაჩინოს არსებული ფილები და აღადგინოს მაგაზე მიწერდა უკვე ადგილი არააო. ცხადია არ იქნებოდა სანამ ფაილებს იპოვის მანამდე მთლიანი მოცულობა ჭირდება. witcher 3 სადღაც 95გბ იყო ჯამში BO3 60 თუ რაღაც ეგრე. ხოდა მომიხდა ერთერთი თამაშის მთლიანად წაშლა რომ მეორე აღმედგინა. ააამმმმ... მშვიდად ვარ მშვიდად ვარ..
  8. სინქრონიზაცია ჩაურთე თუ შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს 60 ფპს. მე მყოფნის მაგ თამაშში 60 ფპს და დატვირთვასაც ამცირებს კარტაზე საგრძნობლად. მაგის ხარჯძე ტემპერატურა ჩემთან მაგ თამაშში 50-55 გრადუსის ფარგლებშია.
  9. BLU- რომ დავინახე გამახსენდა. BLU tank II ს ვიყენებდი ცოტახნით ადრე. ძალიან მაგარი ტელეფონია ბატარეის გამძლეობის მხრივ. 1900მილიამპერიანი ბატარეა აქ ძველი ნოკიას ფუნქციების მქონე ტელეფონს. ბიუჯეტურ სეგმენტში მსგავსი არაფერი მინახავს. 2 წლის უკან შევინახე (გათიშულ მდგომარეობაში ცხადია)და ახლა რომ ამოვიღე ყუთიდან ბატარეა ისევ მაქსიმუმზე იყო სერიოზულად მავიწყდებოდა როდის მქონდა ბოლოს დატენილი.
  10. iphone მარტივი და შედარებით ფუნქციებშეზღუდული სმარტფონია. იდეალური ჩემი მოთხოვნების გათვალისწინებით. არასდროს მიყვარდა შინგნით ჩაძრომა და ჩხირკედელაობა. რისთვისაც ვიყენებ ტელეფონს ფარნიანი ნოკიაც მშვენივრად გაუმკლავდებოდა. ანდროიდები არ ვიცი მაგრამ iphone 7 საკმაოდ მოსახერხებელია. ზომაც ნორმის ფარგლებში და ჰარდიც ოპტიმიზაციის გათვალისწინებით მშვენიერი. მე iphone SE მაქ ჩემთვის იდეალურია. რეკავს, სმს აგზავნის ბატარეა ნორმალურად უძლებს ჩემი მოხმარების პირობებში. 2000ში ერთხელ თამაშს თუ ჩავრთავ უპრობლემოდ უშვებს. რავი კიდე რას უნდა აკეთებდეს ჰმ.. აა ახლა გამახსენდა კამერაც აქ ისე კი 4,7 ინჩზე მეტი ზომის ეკრანით სმარტფონები ძალიან მოუხერხებელია ჩემთვის. ტენდენცია კიდე ისეა apple-ის გარდა მემგონი მცირე ეკრანის მქონე სმარტებს აღარ აწარმოებენ
  11. მწარმოებლების ლიცენზიები ამათ არ ექნებათ სავარაუდოდ როგორც ადრე. მანქანები ალბათ ქაღალდებივით დაიკუჭება. საშუალო ფასი უნდა ეღიროს წესით. ძვირი ნამდვილად არა
  12. თუ 775 სოკეტზეა სისტემა შეიძლება ბიოსიდან memory remap-მა უშველოს. ამ ვიდეოში ნახავ როგორ
  13. ეგ მეც შევნიშნე. როგორც ჩვეულებრივ ერთს ასწორებენ მერეს აფუჭებენ
  14. PUBG ვიყიდე.. რა დავუშავე ჩემ თავს არ ვიცი 40 გელა რომ წავღლიტე ამის ყიდვის გამო. ამის თქმის არ იყოს არც გრაფიკა, არც მექანიკა, არც ოპტიმიზაცია. საერთოდ რატო უშვებდნენ
  15. არამგონია ბრაუზერმა მოაგვაროს ვიდეოს ყურებისას პრობლემა. youtube-მა რამდენიმე წლის უკან ფლეიერის ვერსია რომ შეცვალა ძველ სისტემებზე მაშინ დაერხა. windows 7 მაინც იყოს. xp-ძალიან ძველია და მაგაზე არ მგონია მოგვარდეს ეგ პრობლემა. შეიძლება ლინუქსის რომელიმე დისტრიბუტივი მოერგოს მაგ სისტემას კარგად ისე რომ აღარ ჭედავდეს. xp-ზე არამგონია რამე შეიცვალოს. რამდენიმე წლის უკან საკმაოდ მძლავრ კომპზე მომიწია xp-ს დაყენება(quad core+4gb+gtx750)და youtube-ზე მაინც ფხრიწინის ხმა იყო
  16. ოჰ, კარგ დროს მახსენებს
  17. ერთი თემფლეითია როგორც ჩანს )))
  18. მსგავსი დაიდო კიდე ლივერპულის თამაშის მსაჯის ნათქვამი თითქოს. ასე რომ ვიღაცის მონტაჟი მგონია მაგრამ კრიატივია ვერ დაუკარგავ.
  19. აზრადაც არ მომსვლია დაანონსების დღიდან ამ თამაშის თამაში. ძალიან შორსაა ჩემგან. skyrim-იც არ მევასება და ეს ხო საერთოდ. witcher 3 უკონკურენტოა ჩემთვის არამარტო ამ ჟანრში. დანარჩენებმა თავი მოიკლან )))
  20. ჩემთან უპრობლემოდ დააყენა ეგ xxxx588 update-ი.
  21. ჩემი აღქმით arma-აა ოღონდ ხმლებით. საოცრად არ მევასება ასეთი ჰარდქორ თამაში.
  22. დღეს გადმოვწერე Try 4 free ვერსია. ოპტიმიზაცია უმაგრესი აქ მაგრამ გრაფიკაც მუ რაიმე სასწაული არა. ცოტახანი ვითამაშე კამპანიასავით რაცაა და იმ ეტაპამდე მივედი PVP თემა რომ გაიხსნა მაგრამ მერე რა ხდება აღარ ვიცი. დაბლა მარჯვენა კუთხეში შეტყობინების მსგავსი რაღაცის აღმნიშვნელი რომ ჩანს ეგ რომელი ღილაკით გავხსნა ხომ არ იცი?
  23. ფლეშკა fat32-ში უნდა იყოს დაფორმატებული. სხვა არაფერი. ხო ცხადია მაქსიმალურად უნდა გამორიცხო გადაფლეშვის მომენტში ძაბვის ვარდნა ან გათიშვა. კარგი იქნება თუ სისტემა UPS-ზე გიზის.
  24. დღევანდელ თამაშში კი შეინახა თავი პსჟ-მ. ერთი გოლი გაიტანა მხოლოდ სტუმრად ტულუზასთან. რეალი კი პირველ ტაიმშივე უგებს 4 ბურთით საწყალ სოსიედადს.
  25. PGS-ს ბოლო თამაშის მიმოხილვა ვნახე 6:2 რომ მოიგო ტულუზასთან მგონი. შეტევა ყავს მართლა მაგარი მაგრამ დაცვა საჩხერის ჩიხურას მსგავსია ლამის. საფრანგეთის ჩემპიონატში ძალიან დაბალი დონეა როგორც ჩანს(მე არ ვადევნებ თვალს) თორე მაგხელა ანგარიშებით ნამდვილად ვერ უნდა იგებდეს ნორმალურ გუნდებთან. იგივე ესპანეთში შეჭამდნენ ასე მგონია. ვნახოთ რას იზავენ რეალთან.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.