-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
ნოუთბუქები შემოდის AMD-ს ვიდეო ბარათებით ბოლო ხანს მაგრამ მაინც პროპორციულად nvidia-ს მაინც ჩამორჩება. მშრალ ხიდთან რომ მაღაზიაა, მილენიუმ დისთრიბუშენ ჯორჯია, ეგენი MSI-ის იფიციალური დისტრიბუტორები იყვნენ, ახლაც თუ არიან არ ვიცი მაგრამ მაგათ ჰქონდათ საშუალო და დაბალი დონის AMD-ს ბარათები R7 და R9. მანდაც მგონი აღარააქვთ უკვე. სხვაგან მე არსად მინახავს კიდე ვინმეს შემოჰქონდეს.
-
ეს მეც მაინტერესებს. ისე მედიკამენტებზე შეზღუდვა ხომ არ არის ზოგადად საბაჟოზე?
-
აი თრმე სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული ისე ამ ixbt საიტზე თითქოს არავინ შედის მაგრამ მგონი ყველაზე საინტერესო შედეგები მანდ ყოფილა ფურის დრაივერები დასახვეწია თორემ დაბრდღვნეს უკვე ვიდეო ბარათი, ამ დროს კი თაიმ სკვერზე რითია დაკავებული AMD lol ფურის პიარ კამპანია გრძელდება lol ეს დანარჩენი ვიდეობი 1 კვირის წინ დადეს თავიანთ არხზე.
-
FHD გაფართოებიდან 4K გაფართოებისკენ FPS-ის ვარდნას თუ დავაკვირდებით უკეთესიდ უჭირავს თავი ვიდრე NVIDIA-ს, მაგრამ იმედია ამოაქაჩინებენ დრაივერის ხარჯზე. GPU-ს ოვერქლოქი სხვა თემაა, მაგრამ ყველაზე კარგია დრაივერის ხარჯზე გაზრდილი პერფორმანსი. არაუშავს სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ნათქვამია თუმცა თავიდანვე კარგი სტარტი უკეთესი იქნებოდა...
-
ვაჰ... ლოგიკურად 5-10%-ით მაღალი შედეგი მაინც უნდა ენახებინა :| რაღაც აშკარაა რომ დრაივერზე ვერ იმუშავეს კარგად. ზოგ ტესტში 390x-ის შედეგი ჰქონდა რაც ალოგიკურია. ალბათ რამდენიმე დღეში ან კვირაში, გაუმჯობესებულ დრაივერს გამოუშვებენ. ამ დრაივერზე რაც ეხლა არის ყველგან ერთი და იგივე შედეგი ექნება. საინტერესოა რას უცდიან...
-
ისა და თუ AMD-ს მიზანი იყო 450 Gb/s, მაშინ სართოდ HBM რაღათ უნდოდათ ვერ გამიგია... ( 450 Gb/s რომ თავის საქმეს გააკეთებს, ამაზე არ მაქ საუბარი) უბრალოდ მაგის მიღწევას GDDR5-ზეც შეძლებდნენ და ნამდვილად კი გამოვიდოდა გიგანტური ბარათი უძლიერესი GPU-თი და 8 GB ან 12GB მეხსიერებით. მე ვფიქრობ ალბათ გამტარობის გაზრდის პოტენციალს დაუტოვებენ თვითონ მომხარებელს როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ოფიციალურად 450 Gb/s გამტარობა მაინც ძალიან მაღალია იმისიათვის რომ ფლაგმანს აკმაყოფილებდეს ყველაფერში. ალბათ მაგაზე მეტი გამტარობა ვიდეო ბარათს არ დაჭირდება და შესაბამისად ვერც გამოიყენებს, მაგიტომაც ჩამოწიეს ალბათ 450 Gb/s-მდე. კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შეიძლებოდა ასე მოქცეულიყვნენ ისაა რომ, გამტარობის შემცირებით მეხსირების ტემპერატურაც დაბალია და არ იწვევს დამატებით ვიდეოს გადახურებას. ვნახოთ ვნახოთ 25-ში ვიხილავთ რა ხილია აბა
-
აი ვიპოვე ის ვიდეოც რატომღაც ეს ტიპი asus-ს ირჩევს და მეც აქედან გამომდინარე ვამბობდი, რომ სხვადასხვა ხმა აქვს თამაშის დროს თქო რაც შენ დაადასტურე კიდევაც. ფეხის ხმა ასუსის ხმის ბარათზე უფრო ხმამაღლა და გამოკვეთილად ისმის, კრეატივის ხმის ბარათთან შედარებით, ამიტომ ვამბობდი თითქოს "გუდავს" ხმას თქო თუმცა მგონი მიჩვევის ამბავია. როგორც შენ თქვი, თუ დაამუღამებ ერთ ბარათზე მოსმენას და მიეჩვევი, მერე სხვა ბარათისკენ გახედვა არც დაგჭირდება.
-
როგორც ჩანს C-media-ს აუდიო პროცესორი ვერ არი საკმარისად ძლიერი, ან შეიძლება განსხვავებული ხმა იმითაა გამოწვეული რომ Op-amp-ები აქვთ სხვადასხვა. ასუს ფოებუსი მის საიტზე წერია რომ თამაშებზე ორიენტირებული ხმის ბარათია და ალბათ მუსიკებისთვის, იდეალური ვარიანტი ამიტომაც არაა. თამაშებში ექნება თავისი პლიუსები, ROG-ის ხმის ბარათია და რა გასაკვირია. მუსიკებისთვის ეს უფროა გათვლილი Essence STX II - ასუსს თავისივე აუდიო პროცესორით გამოუშვია, ისევე როგორც კრეატივს თავისივე აქვს. მერე გეიმინგშიც დატესტავ და ნახავ რომელი ჯობია
-
AMD's Radeon Fury X will be available on 24th of June with a price set at US $649. The runner up is branded as the Radeon Fury and it will be air cooled. This one will go on sale on July 14th with a price set at US $549. პირველ შედეგებს 25 ივნისს ვნახავთ, ვინც იყიდის და იამვე დღეს დატესტავს. როგორც ვხედავთ AMD აგრძელებს თავის ჩვეულ სტილში მუშაობას, ფასი/პეროფრმანსი კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. თუ ნამდვილად ის ფასი დაედება რაც ზემოთ ახსენეს, წესით მალე გაიყიდება პირველი პარტია. ამბობენ რომ რთულია fury-ს დამზადება და ცოტა დააგვიანდება მეორე პარტიასო. http://www.fudzilla.com/news/graphics/38014-amd-fiji-gpu-has-8-6-billion-transistors ასევე Fury X-ს GPU-ს აქვს 8,6 მილიარდი ტრანზისტორი (თუმცა AMD-ს სლაიდზე 8,9 წერია) ხოლო interposer-ზე HBM მეხსიერების ტრანზისოტრებიანად კი 10 მილიარდზე მეტი გამოდისო.
-
კი მასეა ძალიან რთულია ამ ყველაფრის შეგროვება და დატესვა თუმცა, შენ ეხლა როგორც 2 ხმის ბარათის მფლობელი, ვფიქრობ კარგი რევიუს გაკეთება შეგიძლია, იმისთვის ვისაც აინტერესებს და არ იცის სად წაიკითხოს ან მოისმინოს ქართული რევიუ. თან დინამიკებიც ხელს გიწყობს. ჩემი ვარაუდით ასუსმა კიდევ უფრო კარგი ხმა უნდა მოგცეს საერთო ჯამში, რაღაც ფუნქციები ექნება კიდევ რაც მაგალითად კრეატივს არ ექნება და პირიქით.
-
მეც მაინტერესებს როგორია ეგ ასუსი. ზოგადად არავინ არ იწუნებს, ფაქტია რომ მაგარია, ისე powercolor-მაც გამოუშვა ახალი ხმის კარტა, 150 დოლარი ღირს newegg-ზე, c-media-ს ჩიპზეა და მგონი ეს ასუსი აჯობებს მაინც. თან ეს ფობეუსი უფრო მეტად გეიმინგზე ოპტიმიზებულია, xonar-ისგან განსხვავებით არა? არადა მგონი ერთი ფასი აქვს xonar-ს და მაგ ფობეუს... ძნელია არჩევა სანამ რეალურად ყველას არ გასინჯავ. p.s. ჩემი ძველი დინამიკები კარგა ხანი მქონდა, მაკმაყოფილებდა და არ ვთვლიდი რომ ცუდი ჟღერადობა ჰქონდა, ძირითადად სიმღერებს ვუსმენ კომპზე. რაც ლოჯიტექ z623 ვიყიდე ყური ისე მიმეჩვია სხვა დინამიკებში სიმღერებს ვეღარ ვუსმენ. ერთხელ ძველი დინამიკები ჩავრთე შესადარებლად და თურმე აქამდე აქამდე სად ვიყავი... იმ ბასის 10%-იც არააქ რაც Z623-ს აქვს. უბრალოდ ამით იმის თქმა მინდა რომ, თუ ერთი ხმის კარტა გაქ, შეიძლება იმდენედად გაკმაყოფილებდეს რომ ამაზე უკეთესი არ გეგულებოდეს, ვიდრე შემთხვევით სხვას არ გატესტავ... ამიტომაც მაინტერესებს ეგ ასუსი რა ხილია.
-
მე ადრე ვნახე იუთუბზე რეალური ხმის ტესტი, ვიღაც რუსის ვიდეო მიმოხილვა იყო. ზუსტად ასუსის ეგ ფობეუსი ჰქონდათ გეიმინგში გატესტილი, კრეატივის Z იყო თუ ZXR აღარ მახსოვს მაგრამ ლოგიკურად ZXR უნდა ყოფილიყო. გეიმინგში ფობეუსმა საკმაოდ აჯობა, რადგან კრეატივს რატომღაც "გაგუდული" ხმა ჰქონდა, როცა ფობეუსს ძალიან მკაფიო და გამოკვეთილი ხმა. აჩვენეს ხმების შედარება, სხვადასხვა სიუჟეტში, სხვადასხვა ეფექტების დროს. რატომღაც არ მოველოდი რომ კრეატივს ასე გამოკვეთილად "მოგუდული" ხმა ექნებოდა. თქვენც ნახავთ მაგ ვიდეოს, მე უბრალოდ სახელი აღარ მახსოვს ვიდეოსი მაგრამ რუსული ვიდეო მიმოხილვებს თუ მოძებნით იპოვნით კდიევაც. P.S. როდის ჩამოდის?
-
სამწუხაროდ წინასწარ გავრცელებულმა ჭორებმა შეგვიყვანა შეცდომაში. წინასწარ ააწყვეს ჭორების საფუძველზე ილუზიები და რეალობა "ცოტა" განსხვავებული აღმოჩნდა. ვითომ საიხლეების რომ წერენ, მაგათი "სავარაუდო" პროგნოზების ბრალია რომ უმრავლესობას გვეგონა, 8GB ექნებოდა, ასეო და ისეო. თუმცა მე მაინც მგონია რომ AMD საკმარის გათვლებს გააკეთებდა წინასწარ იმისათვის რომ არ ჩამორჩენილიყო მის კონკურენტს. მაგათ ხელშია ბარათი და სადამდეც საჭიროა იქამდე დაბუსტავენ. ვნახოთ, რაღა დარჩა, სადაცაა გავიგებთ რისი მაქნისია.
-
ვიზუალი ყოველთვის თამაშობს გარკვეულ როლს ნებისმიერ საკითხში, მარტო ვიდეო ბარათებს რომ თავი დავანებოთ. თუმცა არც მე ვარ შორს იმ აზრისგან რომ ვიზუალი ჩემთვის არაფერია. მეც ყოველთვის ვითვალისწინებ სილამაზეს თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დიზაინს ვინ უდგენს AMD-ს ვერ გეტყვი. რატომაა ეგეთი მართკუთხა ან რატომ კიდე უფრო არ დააპატარავეს ან რატომ არ დაუმრგვალეს კუთხეები, ვერ გეტყვი. ერთი რასაც წინასწარ ვხვდები მაგის GPU და HBM ჩიპების გაგრილებას ერთი ქულერი მოემსახურება, ანუ ცალ-ცალკე გაგრილებები არ დასჭირდება და ვნახოთ როცა გამოვა, დაშლიან და ვნახავთ რეალურად შიგნით რა დევს. რამდენად გამართლებული დიზაინია ცოახანში გაირკვევა. არამგონია ამ ტიპის ვიდეო ბარათს შიგნიდან გაგრილების პრობლემა შეექმნას, ერთი წყლის ბლოკი ექნება წესით GPU-საც და მეხსიერების ჩიპებსაც. წყლის ბლოკს კი შიგნიდან არაფერი გაგრილება არ დაჭირდება თუ PCB-ზე სხვა რამე დეტალის გაგრილების საჭიროება არ შეიქმნება.
-
აი როცა გამოვა საბოლოოდ მერე გამოუშვებენ შესაბამის გაგრილებებს, წყალზე იქნება თუ ჰაერზე. მასე არავინ დატოვებს მაგას. ან რომელი მოდელი გინახია სტოკ გაგრილებაზე დარჩენილი, რომლისთვისაც წყლით ან ჰაერით გაგრილება არ გამოუშვიათ? fury-ს სტოკ გაგრილება კი არის გიურზასავით დახვეული, იაფფასიან შთაბეჭდილებას ტოვებს იმ ფოტოზე დაყრდნობით რაც ზემოთ დაიდო, მაგრამ 1000 aftermarket არსებობს ეს ხომ თავადაც კარგად იცი. ტიტანის სურათი ხომ დაიდო მეხსიერების ჩიპები +100 გრადუსს ცდება დატვირთვაზე, მიუხედავად იმისა რომ ტოპ ვიდეო ბარათია, high-end დიზაინი და high-end მატერიალებით გაწყობილია, მაგრამ საქმეს მაინც "ვერ შველის". აბა დასვი იგივე კითხვა, იხდი ტიტანში იმხელა ფასს და კიდე მეხსიერების ჩიპებზე ფიქრობდე? სულ პატარა რაზგონი რომ დაგჭირდეს 110-120-ზეც უპრობლემოდ ავა ტემპერატურა. მერე მიხვალ იმ დასკვნამდე რომ უკეთესი გაგრილება უნდა იყიდო და სრულიად შეცვალო თავდაპირველი დიზაინი. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, FURY-ის გაგრილებაში დააყენეს ნამდვილად უბრალო გაგრილება - ერთადერთი მხოლოდ იმ მიზეზის გამო რომ, რაც შეიძლება მარტივად და იაფად გაეკეთებინა თავისი საქმე. ეს კი სულაც არ ნიშნავს რომ არ ვარგა. ყველა ბრენდი მერე ალბათ თავისებურ არარეფერანს ბარათებს გამოუშვებს, როგორც მაგალითად ასუსის ექსკლუზიურ მოდელებია ARES II, III და ა.შ. კი კარგი იქნებოდა თუ უფრო ლაამაზი და მაღალი ხარისხის მატერიალებით გაკეთებული გაგრილება და დიზაინი ექნებოდა, მაგრამ ფასიც პროპორციულად გაიზრდებოდა. არამგონია AMD-სათვის ეს შეუძებელი ყოფილიყო. რაც შეეხება დიდი და ლამაზი გარეგნობის ვიდეო ბარათებს, გამოვა ნვიდიაც ეგეთი პატარა და მერე ისიც აღარ მოგივა თვალში პატარა ზომის გამო. თანაც გაითვალისწინე ისიც რომ, დიდი ალბათობით NVIDIA იგივეს გაიმეორებს რასაც ეხლა AMD აკეთებს. HBM მეხსიერებას ჩაუსვავენ მხოლოდ ტოპ ვიდეო ბარათებს, დანარჩენებს დატოვებენ ისევ GDDR მეხსიერებაზე და ისინი იქნებიან დიდები, 2-3 ფანის გაგრილებით. დღეს რომ ფური ესეთი პატარაა, AMD-ს ბრალი არაა. შეიძლებოდა NVIDIA-ს გამოეშვა პირველად HBM მეხსირებით და ის იქნებოდა პატარა. ვნახოთ აბა რა ხილს შემოგვთავაზებს AMD
-
როგორი კომპიუტერი გაქვს? ნოუთბუქია თუ პერსონალური? რომელი პროცესორი აქვს? გამორიცხული არაა რომ ტემპერატურის ბრალიც იყოს ეგ. სავარაუდოდ დიდი ხანია არ გაწმენდილა ქეისი მტვირსაგან, ამიტომაც გასაწმენდი იქნება პირველ რიგში ქულერი თავისი რადიატორით. მერე კარგი ვენტილაციაა საჭირო რომ ამ სიცხეში სტაბილურად იმუშაოს კომპმა. ზემოთ რაც დაგიწერეს ისინიც გასათვალისინებელია, ბლუ სქრინებს ძალიან ბევრი რამ იწვევს, როგორც პროგრამული ასევე ტექნიკური მხარე, ამიტომ გამორიცხვის მეთოდით მიყევი ზემოხსენებულ პუნქტებს.
-
Nvidia GeForce GTX TITAN X სრული მიმოხილვა
lasha1616 replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
როგორც მანდ ჩანს მეხსიერების ჩიპები ცხელდება ძალიან. GDDR5-ის თანმდევი პრობლემაა ეგ, მითუმეტესად დაბუსტულია იმხელა სიხშირეზე რომ კარგი გაგრილება აუცილებლად სჭირდება. გარდა ამისა ყველამ იცის რომ სიმხურვალე სტაბილურობაზე ცუდად მოქმედებს, მნიშვნელობა არაქვს რისი ჩიპია. თუმცაღა ალბათ რადგან მასე დააპროექტეს, ე.ი. შეუძლია სიმხურვალის ზღვარზე მუშაობა. მე მაინც ვთვლი რომ კარგი გაგრილება აუცილებელია უბრალოდ სტაბილუირი მუშაობისათვის. ცოტა "სარაზგონო" პოტენციალი ხომ უნდა დაუტოვონ მომხარებელს. -
Nvidia GeForce GTX 10XX Series - ზოგადი თემა
lasha1616 replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
იქ პასკალს თუ 3D მეხსიერება უწერია, ე.ი. მეხსიერების ჩპები ზედ GPU-ზე იქნება ზემოდან დაწყობილი. ეს ქვემოთ რაც დევს, ეს 2.5D მეხსიერებაა, იგივე რაც FURY-ს. ამიტიტომ ან ერთი იქნება მართალი ან მეორე. გაგრილება რთული იქნება 3D მეხსიერების ვიდრე 2,5D-ის. -
ჩასვი, სტანდარტული ქულერი თავისულად ეყოფა, მთავარია მტვრიანი არ იყოს და უბრალოდ თერმო პასტაც რომ წაუსვა, არანაირ პრობლემას არ შეგმიქნის. დროთა განმავლობაში გაწმინდე ქულერი მტვრისგან რომ კარგი ვინტილიაცია ჰქონდეს რადიატორს და თუ ქეისიც გიწყობს ხელს კიდევ უკეთესია გაგრილებაში. დააყენე და ტემპერატურა შეამოწმე. დიდ სხვაობას არ მოგცემს ტემპერატურაში.
-
შენ პირს შაქარი როგორც იტყვიან ვნახოთ ვნახოთ, ვიდეო ბარათებსაც თუ გაუჩნდება HSA ტექნოლოგია მაშინ AMD-ს ვიდეო ბარათები გასაყიდად აღარ დარჩება... ვინდოუსი 10 ან შემდეგი თუკი გამოვა HSA მხარდაჭერით, ინტელისთვის თითქმის სასიკვდილო დარტყმა იქნება და მანდ მგონი სხვა ამბავი ატყდება მერე თუმცა ალბათ ლინუქსი როგორც უფასო და უფრო მეტად ეფექტური, მანდ მაინც შეძლება ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. მთავარია hardware არსებობს და ჯერი პროგრამისტებზეა. რაც შეეხება ვიდეო კარტას, რავი ზოგან წერენ შეიძლება დამატებით 4 ჩიპის ჩადგმით 8 GB გახდეს HBM მეხსიერებაო მაგრამ, გაგრილება იქნება ძალიან რთული რადგან GPU-ს სიმხურვალე პირდაპირ HBM ჩიპებზე გადადის... რავიცი რამდენად შესაძლებელია ეს, არქიტექტურულად თუ გამართავენ მერე ტემპერატურა რჩება მოსაგვარებელი.
-
GDDR5 ბეჰემოთ ვიდეოკარტებს უზამრაზარი ადგილი უნდათ, მათი სტაბილური კვება, მეტი ელ.ენერგია, გაგრილება და ა.შ. ეს პრობლემები HBM-ში არ იქნება ან ძალიან მინიმალურ დონეზე. ამიტომაც დიდი ფართობი ჭრდება მეხსიერების ჩპებს და მათი კვებით უზრუნველყოფას. HBM ვიდეო ბარათს უდავოდ ექნება ის უპირატესობა რაც იგივე მოცულობის 4 GB GDDR5-ს არააქვს (გამტარობაზე არაფერს ვამბობ) მართალია ძვირია (ალბათ ხელოვნურად) მაგრამ, მეორე თაობის HBM-ს სიჩქარეც გაეზრდება და 4 GB-ზე ლიმიტი აღარ ექნება. ასე რომ მთავარი ბრძოლა GPU-ს სიძიერეზე გადავა ახლო მომავალში. საინტერესოა ტექნოლოგიურად კიდე რა სიახლეს შემოგვთავაზებს AMD. ფრისინკი და მანტლის გასაგებია მაგრამ რაიმე კიდე თუ დაემატება, ეგ კაი საიხლე იქნება.
-
რებრენდიგი პრინციპში ცუდი არც არის. ეს ხშირად გამართლებული მიდგომაა არამარტო კომპიუტერულ ინდუსტრიაში არამედ სხვადასხვა სფეროებშიც. ვიდეო კარტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი სიმძლავრეა. მომხმარებლისათვის საერთოდ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს ეტიკეტზე 290 ეწერებათუ 380. მთავარია მან მიიღოს ის სიმძლავრე რაშიც ფული გადაიხადა, ხომ ასეა? თუნდაც შეექმნა ახალი ჩიპები და გამოსულიყო ახალი სახელით, ფასი/პერფორმანსი მაინც უცვლელი დარჩებოდა და აზრი? რა მნიშვნელობა აქვს რომელი კუნძულის სახელი ერქმევა ჩიპს, როცა ძველიც და ახალიც ერთი სიმძლავრის იქნებოდა? როცა რებრენდიგს აკეთებენ, თუკი რაიმე ხარვეზი ჰქონდა ჩიპებს, გამოასწორებენ და უფრო სტაბილურ/სრულყოფილ სერიას გამოუშვებენ, მცირე ცვლილებით. აი ესაა სხვაობა რებრედინგში მეტი არც არაფერი. თუ რამე ახალ ტექნოლოგიას მოიგონებენ, ძველ ჩიპს გაუკეთებენ მცირე მოდიფიკაციას და ეგრე გამოვა "ძველი" ჩიპი ოღონდ ოდნავ უკეთესი. მთავარია ტექნიკურად წუნდებული არ გამოდგეს და რებრედინგიში ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება.
-
HBM-ს 4 GB აქვს ლიმიტი თუმცა რაღაც დამატებების საშალებით შეიძლება მეხსიერების გაორმაგებაო, ეგეც წინა რევიუებში ეწერა. მოკლედ მკითხაობენ და აღარ იციან რა ადწერონ.
-
ალბათ UEFI-ით არ გიყენია 64 ბიტიანი ვინდოუსი. აქ წერია თუ გადაიკითხავ სხვადასხვა ვინდოუსზე რამდენიმე გასათვალისწინებელი ინფორმაციაა. ყველა ვინდოუსზე და ბიოსზე ერთნაირად თავსებადი არ არის. http://en.wikipedia.org/wiki/GUID_Partition_Table თუ ყველა ვინჩესტერი უპრობლემოდ მუშაობს, მაშინ ყველაფერი რიგზეა შენი სისტემის კონფიგურაციიდან გამომდინარე.
-
მასე დისკ მენეჯმენტში ჩემთანაც ხედავდა მაგრამ ერთმანეთში რაღაც შეუთავსებლობა ჰქონდა. ანუ მეყენა 64 ბიტიანი ვინდოუსი 7 UEFI-ით დაყენებული, ვინჩესტერი GPT ფორმატში იყო რათქმაუნდა. მერე მივაერთე 80 GB-იანი MBR ფორმატის ვინჩესტერი რომელშიც ინფორმაცია მქონდა. ეს 80 GB-იანი ვინჩესტერი საერთოდ არ გახსნა. მერე GPT-ში დავაფორმატე და ჩვეულებრივ გახსნა. მანდ დისკ მენეჯერიდან ეგ ოთხივე ვინჩესტერის პარამეტრები ნახე ყველა GPT-შია?
