-
Posts
1717 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
19
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by lasha1616
-
თუ შეგიძლია ზუსტად მასეთი კონფიგურაციით, ზუსტად ეგ ადგილი თამაშიდან, ორივე გაფართოებაზე ახლიდან გადაუღე სქრინშოტი ოღონდ VSync 60 FPS-ზე ჩაკეტე. რადგან ორივე შემთხვევაში FPS 100-ზე მაღალია, როგორც პროცესორს, ისე ვიდეო კარტას კიდევ თავისუფლად დარჩება საკმარისი რესურსი, თუკი თამაშს 60 FPS-ზე ჩავკეტავთ ორივე გაფართოებაზე. ამის შემდეგ წესით პროცესორის დატვირთვა უნდა იყოს ზუსტად ერთნაირი, ხოლო ვიდეო კარტის დატვირთვა რათქმაუნდა განსხვავებული იქნება.
-
ბიოსიდან მხარდაჭერა ექნება ეგეთ პროცესორს? მაგალითად ლინუსამ გააკეთა მასე, ასუსის მაზერზე ჩასვა მგონი 12 ბირთვიანი ზიონი და არ ჩაირთო სანამ ვიღაც "ძმაკაცი" არ ჩარია რომელიც ასუსსში მუშაობდა. მისი წყალობით custom ბიოსი გამოუგზავნეს და გადაფლეშა მერე. როგორც მახსოვს ასეთი ამბავი ჰქონდა
-
დღეს კიდევ დავძშებნე ინფორმაციები სხვადასხვა მიმართულებით და როგორც უკვე გავაანალიზე აქედან ერთი დასკვა გამოდის. IPC კი გაზარდეს 52 პროცენტით მაგრამ, ის არქიტექტურა რა სახითაც დღეს წარმოადგინა AMD-მ, საჭიროებს ვინდოუსზე ოპტიმიზაციას პირველ რიგში. მაგალითად ვინდოუსს გარკვეული პრობლემა აქვს Zen არქიტექტურასთან, მაგალითად თრიდების პრობლემა რომელიც ერთ-ერთმა იუზერმა აღმოაჩინა Agent-47 ამას მოყვა მთელი ვარაუდების კასკადი რომელიც განხილულია აქ როგორც მანდ განიხილავენ და ლოგიკურად მასეც გამოდის, AMD-ს და Microsoft-ს შორის ჯერ არ არის სათანადო დონეზე პროგრამულად გამართული Zen არქიტექტურა ვინდოუსის ოპერაციულ სისტემაში. სწორედ ამის და კიდევ სხვადასხვა ბაგების გამო, როგორც წინა პოსტებში დავწერე, თამაშებზე თრიდები საერთოდ არ რეაგირებენ. იყო კდიევაც საუბარი რომ ვინდოუს 7-ის მხარდაჭერა არ ექნებოდა, ბოლოს თქვეს რომ არაოფიციალურად ექნებაო, ანუ ეს საკითხიც ბუნდოვნადაა ჯერ-ჯერობით. აქედან დასკვნა ის არის რომ, AMD-მ მოახერხა Zen არქიტექტურის შექმნა ფიზიკურად, ასევე შექმნა ჩიპსეტები და მოახდინა ბოლო 4 წლის განამვლობაში სამუშაო კონდიციამდე მიყვანა. მაგრამ ტექნიკური საკითხების გარდა არის მეორე საკითხი, პროგრამული მხარე, რომლისთვისაც AMD-ს ამაში არ სურდა დიდი დროის დაკარგვა, თანაც პროგრამულ მხარეში მარტო AMD არაა საკმარისი, საჭიროა სხვადასხვა კომპანიების ჩარევა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია ამ პროცესორებზე. მთელი ოპტიმიზაციები როგორც ვინდოუსზე, ასევე თამაშებზე და კიდევ უამრავ პროგრამაზე, ამას დასჭირდებოდა კიდევ დიდი დრო, რომელიც AMD-ს რათქმაუნდა არ აწყობდა (მიზეზები ბევრია, ეჩქარება რადგან კონკურენცია არ იცდის, ფინანსები, ბაზრის წილები, სერვერული სეგმენტი და ა.შ.) ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა, გვაქვს ფიზიკურად მონსტრი პროცესორი ინტელთან შედარებით ნახევარ ფასად, რომელიც ჭირდება გარკვეული დრო რათა ბოლომდე მოახდინონ ოპტიმიზაცია. დღეს რაიზენი შეიძლება იყიდო რენდერისთვის, ამ ტიპის სამუშაოებისთვის ჩვეულებრივ გამოიყენება ვორქსთეიშენ კომპიუტერები, ანუ ის სეგმენტი სადაც ენთუზიასტ i7 6800, 6900, 6950 პროცესორებია. რაც შეეხება სათამაშოდ ყველაზე იაფი საშუალება და გამოსავალია 7700K რომელიც უკონკურენტოა ფასი/წარმადობით. თამაშებს რაც შეეხება, რაიზენი არ ჩანს უიმედოდ დაკარგული პროცესორი, რადგან ამის დასტურია მაგალითად ერთ-ერთი გეიმ დეველოპერთა ჯგუფის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომელ თამაშშიც რაიზემნა დაბალი მაჩვენებელი ანახა Ashes of the Singularity მოკლედ "საოცრად გახარებულები ვართ იმით რასაც ვხედავთ რაიზენის პროცესორით. ჩვენი "Nitrous" სათამაშო ძრავის გამოყენებით ვმუშაობთ რათა მოვარგოთ და ოპტიმიზება გავუკეთოთ რაიზენის პროცესორის 8c/16t არქიტექტურას, იმისათვის რომ ეფექტურად გამოავლინოს პროცესორმა თავისი შესაძლებლობები, ამ და მომავალ თამაშებში. ვვარაუდობთ განახლებას მალე შემოგთავაზებთ რათა რაიზენმა უკეთესი პერფორმანსი ანახოს Ashes of the Singularity-ში და კიდევ მომავალი თამაშები რომელსაც შემოგთავაზებთ." მიახლოებით გადავთარგმნე და მემგონი გასაგებია რომ გარკვეულ დროში მინიმუმ ამ თამაშში, სრულიად ახალი სიტაუცია გვექნება. ასევე ამ ჯგუფის მიერ შექმნილ მომავალ თამაშებში და არამარტო ეს, კიდევ არის უამრავი ფირმა რომელიც იგივეს გააკეთებს და ასე თუ ისე რაიზენი თამაშებში ამოქაჩავს. ამასობაში Microsoft-ი გამოუშვებს რაიმე განახლებას რათა ბოლომდე ოპტიმიზეული იყოს ვინდოუსზე ისე როგორიც ინტელის შემთხვევაშია. აქვე გამომრჩა დამემატებინა, ეს ბენჩი AMD RYZEN 7 1700X LINUX BENCHMARKS როგორც ხედავთ დასკვნაში, Xeon-ებს არ ჩამოუვარდება და იმ მომხარებლებს რომლებსაც i7-ები აქვთ სასერვერო პროცესორად გამოყენეული, რაიზენი იდეალური ვარიანტია პერფორმანსის მხრივ, თუმცა ეს მაინც დესკტოპ კლასის პროცესორია რომელსაც სერვერული "ოპციები" არ გააჩნია ისევე როგორც LGA 115x სოკეტის პროცესორებს
-
პროცესორის ბირთვის სიმძლავრე ხომ უცვლელია ნებისმიერ გაფართოებაზე? 720p იქნება თუ 4K, ბირთვის სიმძლავრე უცვლელია (ანუ პროცესორის ბირთვი ერთნაირი ძალით ცდილობს დატვირთოს ვიდეო ბარათი ნებისმიერ გაფართოებაზე) ასევე, ვიდეო ბარათის ბირთვის სიმძლავრეც ხომ უცვლელია? იგი ცდილობს პროცესორისგან მაქსიმალურად დაიტვირტოს ნებისმიერ გაფართოებაზე და ანახოს მაქსიმალური FPS რამდენადაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, თუკი პროცესორს აქვს უამრავი რესურსი და თავისუფალდ წურავს ნებისმიერ ვიდეო ბარათს, მაშინ არა პროცესორი, არამედ გამოდის ვიდეო ბარათია bottleneck პროცესორისათვის. აი ჩემი სისტემის შემთხვევაში ავიღოთ, ჩემი APU ვერაფრით ვერ დატვირთავს 290X-ს ბოლომდე, ესეიგი bottleneck არის ჩემი პროცესორი და არა ვიდეო ბარათი. იმ ტიპის ლოგიკით გამოდის რომ მე ჩემი სისტემით, ქაუნთერ GO-ს 4K-ზე ან 1440P-ზე უფრო კარგად ვითამაშებ ვიდრე 1080p-ზე? მაგ ტესტში ნაჩვენებია Watch Dog 2 1080P-ზე, სტოკი 6900K დებს 119 FPS, ხოლო 1800X დებს 84 FPS. Watch Dog 2 1440P-ზე, სტოკი 6900K დებს 82 FPS, ხოლო 1800X დებს 77 FPS. აქედან დასკვნა: 1080p-დან 1440p-ზე 6900K-ის წარმადობა დაეცა 68 პროცენტამდე, როცა 1800X-ის შემთხვევაში წარმადობა დაეცა 91 პროცენტამდე. -32% vs -9% რატომ ასეთი არაპროპორციულობა? თუკი ორივე ერთიდაიგივე ვიდეობარათზე გაიტესტა, ერთიდაიგივე გაფართოებაზე, ორივე სტოკ სიხშირით, როგორც ინტელისთვის შემცირდა FPS, მაშინ ლოგიკურად ზუსტად ამდენივე პროცენტით უნდა შემცირებულიყო AMD-ს შემთხვევაში, რაც არ მოხდა. ნუ დიდი არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ აქ საქმე იყო მისი პრინციპულობა რომ გინდათუარა 1080P განსაზღვრავს პროცესორის ავაკრგიანობას გეიმინგში. ამ ლოგიკით მაშინ უნდა გადაყარო ნებისმიერი ინტელის 6, 8 და 10 ბირთვიაი პროცესორები და იყიდო i7-7700K. ვინც გეიმინგ სისტემას აწყობს არამგონია რაიზენის გამოსვლის შემდეგ იფიქროს 2 ქეისის აწყობაზე, ერთი გეიმინგისთვის i7-7700K პროცესორით თავის GTX1080 ვიდეო ბარათით და მეორე ქეისი R7 1800X-ზე შიგნით Titan XP სარენდეროდ. რაღაც არამგონია ვინმე ასე "გასულელდეს".. დღეს თუ გეიმინგ კომპს აწყობ 7700K ღირს 350 დოლარი. მაგის კარგი მაზერი 150-200 დოლარია. ამავე ფასად შეიძლება R7 1700 იყიდო თავის მაზერიანად და გექნება 6900K-სთან მიახლოებული პერმორმანსი და თამაშებში "სანამ" გამოსწორდება სიტუაცია, უთამაშებელს არ დაგტოვებს. დავუშვათ გეიმინგ სისტემის აწყობა გინდა და მაღაზიაში 6900K და 7700K ორივეს ერთი და იმავე ფასი აქვს, ვინ აირჩევდა გეიმინგისთვის 7700K-ს?
-
ეგ რებრედინგი სავარაუდოდ გამოწვეულია დიდი შუალედით. მარკეტინგულად ისევ 4xx სერიას ამდენი ხნის მერე ვეღარ გამოუშვებენ, მომხმარებლის თვალში ალბათ ცუდად აისახება და რებრენდინგით ცოტა "რეფრეშს" გაუკეთებენ პოლარის, რათა გაყიდვები ძალიან რომ არ ჩავარდეს. სუფთა მარკეტინგული ხრიკია AMD-მ მგონი მიბაძა Nvidia-ს ტექნოლოგიების გადმოღება, რაღაც ფირმაა რომელიც მომხარებელს სთავაზობს თამაშს ნებისმიერი პლატპორმიდან, მაკი, პლანშეთი, ნოუთბუქი და ა.შ. მაგათ დატაცენტრში განთავსდება Vega-ს ბარათები და ნებისმიერ მოხმარებელს შეეძლება ჩვენი სერვისით სარგებლობა, ვისაც არააქ ფული, დრო და საშუალება რომ იყიდოს, high-end გეიმინგ სისტემა, ჩვენ სერვისს შევთავაზებთო. სადრაც 1,5 მილიონი მომხმარებელი ჰყოლიათ უკვე.
-
აქვე განვიხილოთ კიდევ რამდენიმე საკითხი. ერთ-ერთი რევიუ რაიზენზე, დავიწყოთ გეიმინგით AMD Ryzen R7 1800X Review: An i5 in Gaming, i7 in Production როგორც ხედავთ, უცნაურია მაგრამ ფაქტია, თუკი რაიზენის თრიდებს გამოვრთავთ Simultaneous MultiThreading (SMT) მაშინ FPS მიზერული სხვაობით იმატებს თამაშებში. ამ ფაქტზე საუბრობდნენ AMD reddit-ში რომ თრიდები FPS ოდნავ აკლებსო. სხვაობა მართალია 1-2 FPS-ია მაგრამ, მთავარი ის არის რომ თრიდებით და თრიდების გარეშე სხვაობა არააქვს საერთოდ. ეს ნორმალურია? მემგონი ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე რომ, რაიზენის თრიდები და ზოგადად ZEN, ინტელისგან გასხვავებით სხვა არქიტექტურაზეა და თამაშები არ არის ოპტიმიზებული რაიზენის ეფექტურად გამოყენებაზე. ასევე არაეფექტურად იყენებს იმ 8 ბირთვის სიმძლავრეს რა დროსაც წესით თანაბარი უნდა იყოს 6900k-სთან. მანდვე კარგად ჩანს 5,1 Ghz-ზე გახეული i7-7700K თავად 6900K-საც კი ჯობნიან მაგრამ ეს მგონი არავის უკვირს, მაღალი სიხშირე მნიშვნელოვნად მოქმედებს თამაშის ძრავებზე სანამ რესური ეყოფა. ამ ტიპის მიმოხილვებს ნაკლებად ვადევნებ ხოლმე თვალს, თუმცა ამასაც კარგად და დეტალურად აქვს განხილული გარკვეული საკითხები. მანდ განხილულ ყველა თამაშში 1080p გაფართოებაზე, კარგად გამოჩნდა რომ რაიზენს დაბალი შედეგი ჰქონდა. როგორც ეგ ტიპი ამბობს FHD გაფართოებაზე ვიდეო აბრათი არ იტვირთებაო და მთელი დატვირთვა გადადის პროცესორზეო. თუკი გავზრდით რეზოლუციას და დავტესტავთ მაგალითად 4K გაფართოებაზეო მაშინ, მთელი დატვირთვა გადადის ვიდეო ბარათზეო და პროცესორს დიდი ძალა აღარ ადგებაო, ამიტომ პროცესორის გეიმინგში გამოსაცდელად სწორადაც FHD გაფართოებაზე უნდა მოხდესო. AMD-მ მისწერა რომ გაეკეთებინა უფრო მაღალ გაფართოებაზე ტესტები რათა პოტენციურმა "შეძლებულმა" რომელსაც აქვს ფული იყიდოს 4K მონიტორი და 1800X პროცესორიო მანაც ნახოს რა FPS-ით ითამაშებსო, რაზედაც ამ ტიპმა კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან 4K-ზე პროცესორი გეიმინგში არ "ბრძოლობსო" და მთელი "ბრძოლა" ვიდეო ბარათს უხდებაო. ამიტომ 4K-ზე პრინციპულად ტესტები არ გაატარა და 2K-ზე ისიც ორი ტესტი გააკეთა. ესეც მისი მოსაზრება: ანუ პროცესორის დატესტვა თამაშებში 4K-ზე იგივეაო რაც ვიდეო ბარათის დატესტვა თამაშებში 720p-ზეო. ნუ ეს მოსაზრება იმით არის მართალი რომ, მაგალითად შეგიძლია Celeron იყიდო და მიყენო GTX 1080Ti, კარგი 4K მონიტორიც მიუდგი და გაუშვი ნებისმიერი ბომბა თამაშები 4K გაფართოებაზე, მთელ დატვირთვას ვიდეო ბარათი წაიღებს და რაც დარჩება გასაკეთებელი, მაგას Celeron-იც მოერევა არა? თან ბევრად იაფი ჯდება ასევე ეს მოსაზრება იმითაც არის მართალი რომ, თუ ქაუნთერში 1080P-ზე თამაშს დატესტავ GTX 1080Ti ბარათით, ორ პროცესორზე, 700 FPS გექნება თუ 900 FPS აი მაგით გაიგებ რომელი პროცესორი ჯობია ესეც მისი ვიდეო ამ ყველაფრის შემდეგ რაც შეეხება რენერს და ვიდეო სარედაქტორო პროგრამებს, ზუსტად 6900K-სთან დგას AMD R7 1800X Blender Benchmarks vs. i7-6900K, 7700K, 7600K, FX-8370 ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტს რაც შეეხება ესაა მისი ტემპერატურა. როგორც აღმოჩნდა რაიზენს არააქვს ერთი კონკრეტული სენსორი ტემპერატურის გასაზომად. იგი იყენებს რამდეიმე სენსორის საშუალო არითმეტიკულს და საერთო პროცესორის ტემპერატურაც ასე გამოითვილება. ეს ფორმულა თუ როგორ გამოითვლის ტემპერატურას AMD-ს არ გაუსაჯაროებია. როგორც აღმოჩნდა ამ პროცესორის დასაშვები მაქსიმალური ნორმა არის 75 გრადუსი. თუკი ამ ტემპერატურას გაცდება, იწყებს ავტომატურად სიხშირის დაგდებას. უფრო დეტალურად აქ გაეცნობით Ryzen R7 1800X Thermal Challenges როგორც ჩანს რაიზენს კარგი გარილება ჭირდება მაღალი სიხშირის მისაღწევად. ჰილბერტას მონაცემებით Noctua U12S SE ქულერით 1800X 3,7 Ghz-ზე სრულ დატვირთვაზე 70 გრადუსზე ადის AMD Ryzen 7 1800X Review - Power Consumption, ხოლო 1700X 3.5 Ghz-ზე სრულ დატვირთვაზე 69 გრადუსს აჩვენებს AMD Ryzen 7 1700X Review - Power Consumption თუმცა ჰილბერტამ თქვა Predator 240 ქულერიც მოყვა რომელსაც ოვერქლოქის დროს იყენებდა და მაგ დროს 65 გრადუსი ეჭირაო.
-
ჰო ჰილბერტამ მასე თქვა, ჯერ ახალია ეს არქიტექტურა და ფართო მასებისგან წამოსული Feedback ერთ-ერთი განმსაზღვრელი მიმართულებაა საითაც AMD-მ უნდა იმუშაოს. რაც არ ივარგებს იმას გამოასწორებენ, ამხელა ხარჯი გასწიეს და ZEN არქიტექტურა შექმნეს, ვერანაირად ვერ დაიკიდებენ ხალხის შენიშვნებს და თუ დაიკიდებენ, გაგოკტრება არ ასცდებათ რაც შეეხება PCI-E ხაზებს, თუ კიდევ უფრო კარგად ჩაუღრმავდები აბსოლუტურად არანაირად არ დალიმიტდება რაიზენი. ერთი ვიდეო ბართის შემთხვევაში ან თუნდაც ორი იყოს, უბრალოდ ვისურვებდი ცოტა მეტი PCI-E ხახი ჰქონოდა X370 ჩიფსეტს ან უბრალოდ Gen 3.0 ყოფილიყო. მემგონი ბიოსის განახლებით შესაძლებელია Gen 3.0-ზე გადაყვანა რადგან ტექნიკურად სხვაობა მათ შორის არ არის. თუ რამე შეკითხვა გექნება დაწერე და განვიხილოთ. აი ინტელის Z270 ჩიფსეტს რათ უნდა იმდენი pci-e ხაზი ეგაა საკითხავი. მოკლედ გადავათვალიერე რამდენიე რევიუ, ზოგი ისეთია რომ მოვალეობის მოხდის მიზნით რომ წერენ, ზერელე და არაფრის მთქმელი რევიუები. ჰილბერტა არის ერთ-ერთი სერიოზული მიმომხილველი ვინც საფუძვლიანად და გამოცდილების ხარჯზე აკეთებს ყველაზე სანდო და ლოგიკურ დასკვნებს, ამ კაცის გამოცდილებაში ეჭვი არ მეპარება და მისი დასკვნების კითხვა პრაქტიკულად უტყუარია ნებისმიერი მიმოხილვის დროს. დანარჩენი თუ გინდა ლინუსა აიღე ან კიდე სხვა, უფრო გაცნობითი ხასიათის რევიუებს აკეთებენ, უფრო მეტად შოუს ელემენტებით და ზიზილ-პიპილოები, მეტი ხალხის მისაზიდად. ნუ ეს გასაგებია, ეს მაგათი ბიზნესია, სასიამოვნო სანახავია თუმცა, უფრო სიღრმისეული რევიუები ჰილბერტას აქვს, თითოეულ წვრილმანზეც კი. მაგრამ მაინც ასეთი შეფასება აქვს რაიზენს: პროცესორის სიმძლავრე - საკმარისად მძლავრი აღმოჩნდა ინტელთან კონკურენციისათვის. ინტელის ბირთვს გაუთანაბრდა შესაბამის სიხშირეზე, თუმცა სხვადასხვა ტესტებში ხან ცოტათი წინაა, ხან ცოტათი ჩამორჩება 6900k-თან შედარებაში. 4.0 ან 4.1 Ghz სიხშირე საუკეთესო შუალედია ტემპერატურასა და წარმადობას შორის. ეს სიმძლავრე იდეალურია ისეთ პროგრამებში სამუშაოდ სადაც საჭიროა რენდერი და 3D პროგრამები, ასევე იდეალურია ვიდეო სარედაქტორო პროგრამებისთვის. გეიმინგი - ამ პროცესორმა გეიმინგში ცოტათი დაბალი შედეგი ანახა. ამის ძირითადი მიზეზეზი არა პროცესორის სისუსტე, არამედ თამაშის და კიდევ ბევრი წვრილ-წვრილი ფაქტორებია რომლებიც საერთო ჯამში თამაშებში თავიანთ როლს თამაშობენ. კარგია რომ უკვე ოფიციალურად განაცხადეს თამაშებზე ოპტიმიზების დაწყება. თანაც ოპერატიული მეხსიერების გაუმჯობესებისათვის ბიოსები ჯერ გამოსული არ არის რათა კიდევ უფრო მაღალ სიხშირეზე გაუშვან. ოპერატიული მეხსიერების სიხშირე რაიზენზის მეხსიერების გამტარუნარიანობაზე კარგად სკალირებს, ვიდრე 6900K და 6950X-ზე. თუ კიდე უფრო მაღალი სიხშირის ოპერებს აამუშავებს მაშინ სავარაუდოდ გაუტოლდება კიდეც 2011 პროცესორების გამტარუნარიანობას. @mail10 ჰო მაგ სიტყვას არცთუ იშვიადად ვიყენებ
-
ვაჰ შევცდი.. პროცესორის და ჩიპსეტის PCI-E ხაზების შეკრება არ ხდება... Z270 ჩიპსეტის დიაგრამაზე როგორც ხედავთ, 7700k პროცესორს აქვს 1 ცალი x16 PCI-E Gen 3.0 ხაზი, რომელიც განკუთვნილია ვიდეო ბარათისათვის. იგი შეიძლება სამ ნაირად დაყო როგორც დიაგრამაში ჩანს: 1 ცალი x16 2 ცალი x8 (ანუ 2 way სლი/კროსისთვის) 1 ცალი x8 და 2 ცალი x4 (ანუ 3 way სლი/კროსისთვის) ანუ ამ კონფიგურაციით შეგიძლია გააკეთო 2 way ან 3 way სლაი ან კროსი. ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ ჩიპსეტს რა ჯანდაბად უნდა 24 ცალი Gen 3.0 PCI-E ხაზი? ამ ჩიპსეტის PCI-E ხაზებზე შესაძლებელია დასვა ვიდეო ბარათი, რომელიც ჩიპსეტის გავლით დაუაკვშირდება პროცესორს? X370 ჩიპსეტს მხოლოდ 8 ცალი Gen 2.0 PCI-E ხაზი აქვს და რატომ დააპროექტეს მაშინ ასე? დავიჯერო რამე დაენანათ? ან Gen 3.0 მაინც ყოფილიყო რაც შეეხება რაიზენის პროცესორს სულ 24 Gen 3.0 PCI-E ხაზი აქვს რომლიდანაც 4 ცალი მიდის ჩიპსეტთან კავშირში და მას რჩება მხოლოდ 20 ცალი ვიდეოსათვის. შემდეგ ეს 20 ცალი შეიძლება დაშალო: 1 ცალი x16 (და x4 თავისუფლად დატოვო) 2 ცალი x8 (ანუ 2 way სლი/კროსისთვის და x4 თავისუფლად დატოვო) 2 ცალი x8 და 1 ცალი x4 (ანუ 3 way სლი/კროსისთვის) 3 ცალი x16 სლოტები აქვთ X370 ჩიპსეტებს. თუკი 3 way სლი/კროსს გავაკეთებ (2 ცალი x8 და 1 ცალი x4 კონფიგურაციით) მაშინ დანარჩენი მოწყობილობებისათვის X370 ჩიფსეტიდან 8 ცალი Gen 2.0 ხაზი რჩება, როცა ინტელის შემთხვევაში 24 ცალი Gen 3.0 PCI-E ხაზია. რათ უნდა მართლაც მხოლოდ ჩიპსეტს ამდენი PCI-E ხაზები? ამას არ ჯობდა პროცესორისთვის მიეცად და ჩიპსეტისთვის დაეტოვებინათ ცოტა?
-
Intel-ის Z270 ჩიპსეტს აქვს 24 ცალი PCI-E Gen 3.0 ხაზი. i7 7700K პროცესორს აქვს 16 ცალი PCI-E Gen 3.0 ხაზი. სულ რომ შეკრიბო გამოდის 40 ცალი PCI-E Gen 3.0 ხაზი. AMD-ს X370 ჩიპსეტს აქვს 8 ცალი PCI-E Gen 2.0 ხაზი. R7 1800X პროცესორს აქვს 24 ცალი PCI-E Gen 3.0 ხაზი. სულ რომ შეკრიბო გამოდის 30 ცალი ხაზი (24 PCI-E Gen 3.0 და 8 PCI-E Gen 2.0) ახლა გავარკვიოთ როგორ განაწილდება ეს ყველაფერი. ინტელის შემთხვევაში, შეგიძლია 2 ცალი ვიდეო ბარათი სრული x16 PCI-E Gen 3.0 სიჩქარით ამუშაო. გამოვიდა 32 ხაზი. თავისუფალი გრჩება 8 ცალი Gen 3.0 ხაზი, რომელიც მაზერზე სხვადასხვა მოწყობილობებისათვის დასაკავშირებლად გამოიყენება, როგორიცაა M.2 სლოტი და კიდე ნებისმიერი მოწყობილობა რომელიც PCI-E ხაზზე შეგიძლია დასვა, მაგ ხმის ბარათი, Lan ბარათი და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ინტელს აქვს მის მიერ შექმნილი დაკავშირების ინტერფეისი DMI 3.0 რომელიც მისი ინტელექტუალური საკუთრებაა. ამის წყალობით პროცესორი უკავშირდება Z270 ჩიპსეტს და აღარ იყენებს PCI-E-ის ხაზებს. AMD-ს შემთხვევაში შეგიძლია მხოლოდ 1 ცალი ვიდეო ბარათი სრული x16 PCI-E Gen 3.0 სიჩქარით ამუშაო. თავისუფალი რჩება 8 ცალი PCI-E Gen 3.0 ხაზი. აქედან უეჭველი 4 ცალი ხაზი სჭირდება პროცესორს რათა მაზერს დაუკავშირდეს ანუ X370 ჩიპსეტს. თავისუფალი რჩება 4 ცალი PCI-E Gen 3.0 ხაზი და თავად X370 ჩიპსეტის 8 ცალი PCI-E Gen 2.0 ხაზი, რომელიც მაზერზე სხვადასხვა მოწყობილობებისათვის დასაკავშირებლად გამოიყენება, როგორიცაა M.2 სლოტი და კიდე ნებისმიერი მოწყობილობა რომელიც PCI-E ხაზზე შეგიძლია დასვა, მაგ ხმის ბარათი, Lan ბარათი და ა.შ. X370 ჩიპსეტზე რომ 2 ვიდეო ბარათი გამოიყენო, მაშინ ვიდეო ბარათები იმუშავებენ x8 PCI-E Gen 3.0 სიჩქარით, ე.ი 16 ხაზი გაიყოფა ორად და იქნება 8+8. ასევე 4 ხაზი სჭირდება პროცესორს ჩიპსეტთან დასაკავშირებლად და ისევ 4 ცალი Gen 3.0 ხაზი რჩება თავისუფალი. ასევე თავისუფალი რჩება ჩიპსეტის 8 ცალი Gen 2.0 ხაზიც. ანუ X370 ჩიპსეტზე თავისუფლად შეგიძლიათ გააკეთო 2 way სლი ან კროსი რომელიც იმუშავებს x8/x8 Gen 3.0 სიჩქარით. მიუხედავად იმისა რომ ინტელს შეუძლია x16/x16 Gen 3.0 სიჩქარით გაუშვას 2 way სლი ან კროსი, გარწმუნებთ რომ სხვაობა მათ შორის შეიძლება იყოს 0% ან 1%. ამ ვიდეოში დაიჯერებთ. აქ არის GTX 1080 სადაც მოყვანილია სხვაობა PCI-E Gen 3.0 x16 vs x8 ანუ X370 ჩიპსეტზე 4 ცალი ხაზი მიდის პროცესორის და ჩიპსეტის დაკავშირებისთვის. 16 ხაზი მიდის ვიდეო ბარათისთვის და პროცესორს თავისუფალი რჩება მხოლოდ 4 ცალი Gen 3.0 ხაზი და ჩიპსეტისგან ასევე თავისუფალი რჩება 8 ცალი Gen 2.0 ხაზი. ეს თავისუფალი ხაზები ასევე სრულიად საკმარისია ნებისმიერი ნაწილის დამატებისათვის, მაგალითად შეგიძლიათ მესამე ვიდეო ბარათიც დაამატოთ რომელიც x4 Gen 3.0 სიჩქარით იმუშავებს და ჩიპსეტის 8 ცალი Gen 2.0 ხაზი კიდე თავისუფალი რჩება. ანუ ინტელის Z270+7700K შემთხვევაში PCI-E ხაზები იმედნია რომ რეზერვში რჩება კიდეც როცა R7 1800X+X370-ის შემთხვევაში თავისუფალი PCI-E ხაზები ცოტა რჩება. თითოქს ისეა დამზადებული რომ გამოზუსტულად სამყოფი გამოუშვეს სამაგიეროდ Z270-ზე რაიზენის სიმძლავრის პროცესორი არ არის. ასევე უნდა ავღნიშნო კიდევ ერთი კარგი ამბავი. თუკი AMD-მ ნახა რომ ხალხს ალიმიტებს X370-ის PCI-E ხაზები, მაშინ გამორიცხული არაა ახალი ჩიპსეტი შემოგვთავაზოს ახლო მოამვალში უფრო მეტი PCI-E ხაზებით. მხოლოდ მაზერს შეიცვლი და გექნება უფრო მეტი PCI-E ხაზები, როცა ინტელის შემთხვევაში თუკი i7-6800K-ის PCI-E ხაზები აღარ გყოფნის, ახალი პროცესორი უნდა იყიდო i7-6850K. მე პირადად არაფერში არ მჭირდება იმდენი PCI-E ხაზები რამდენიც ინტელს აქვს, როგორც უკვე ვთქვი სლი ან კროსის შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ აქვს X370 ჩიპსეტს, რაიზენის პროცესორი 6900K დონის გამოუვიდა საერთო ჯამში და მემორის ამბავში გამტარობა არ შეუშლის ხელს არაფერში. მომხმარებელს მეტი რა უნდა? იაფია, ძლიერია, მრავალი წლის რესური აქვს... მეტი მომხარებელს არაფერი არ უნდა
-
ჰილბერტას შეფასება სრულ ჭეშმარიტებას მოგვითხრობს, რაშიც სრულიად ვეთანხმები მან გამოყო მხოლოდ ორი კომპონენტი, რაც რაიზენში არაა მოსაწონი, ესენია: მეხსიერების არხები და PCI-E ხაზები. პირველი კომპონენტი, 2011 პროცესორებს კონკურენცის გაწევა ორ არხიანი მეხსიერებით ცოტა რთულია. თუმცა ეს გადაწყვეტილება AMD-ში გამოწვეულია იმით რომ, იაფია ორ არხიანი მეხსიერების შექმნა და რეალიზება, შესაბამისად მომხარებელს საბოლოდ იაფი უჯდება ასეთი პროდუქტის შეძენა. ასევე მილიონობით მომხმარებელი მაინც ორ არხიან რეჟიმში ამუშაშავებს სისტემას 2x4GB ან 2x8GB, თანაც იმდენი გამტარობა ჩადეს რომ, არც გეიმინგში და არც რაიმე პროგრამაში არ დაალიმიტებს, ერთადერთი იმ შემთხვევის გარდა ვინც ვიდეო მონტაჟებს აკეთებს კომპიუტერით, ერთი ფორმატიდან მეორე ფორმატში გადაჰყავს ვიდეოები, ამ კომპონენტში მოაქვს შედეგი ოთხ არხიან მეხსიერებას, დანარჩენ შემთხვევაში სხვაობა პრაქტიკულად არ არის. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ესაა PCI-E ხაზები რომელიც რაიზენში ცოტა შეზღუდული რაოდენობით არის. პროცესორს აქვს სულ 24 PCI-E Gen 3.0 ხაზი. აქედან 4 ხაზი სჭირდება პროცესორს ჩიპსეტთან დაკავშირებისათვის. დარჩა 20 ხაზი, რომელიც სლი/კროსის შემთხვევაში გაიყოფა x8/x8-ზე ან პირდაპირ x16 მოხმარდება ერთ ვიდეო ბარათს. პროცესორს სულ დარჩა 4 ცალი Gen 3.0 ხაზი. ამას ემატება X370 ჩიპსეტის 8 ცალი PCI-E Gen 2.0 ხაზი (და რატომ არა Gen 3.0?). ეს ხაზები კი ინტელის Z ჩიპსეტზეც კი ცოტაა, X99 რა მოსატანია... ასე რომ მომხარებელს ამ დარჩენილი რაოდენობის PCI-E ხაზების ფარგლებში მოუწევს "ჩაეტიოს". მოკლედ მხოლოდ ეს ორი კომპონენტია გასათვალისწინებელი ვინც აპირებს X370 მაზერზე გადაბარგებას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, ვინც აპირებს მაზერზე თითეული სლოტი ამოავსოს შესაბამისი ნაწილით. ვინც გეგმავს ერთი ცალი ნებისმიერი სიმძლავრის ვიდეო ბარათის ყიდვას და სურს სრული x16 PCI-E Gen 3.0 სიჩქარით ამუშაოს, ერთი ცალი საუკეთესო m.2 SSD ბარათი, მაშინ X370 არაფერში დაგალიმიტებთ. ხოლო ვისაც უნდა სლი ან კროსი და ამასთავე უნდა ორი ცალი საუკეთესო m.2 SSD ბარათი, მაშინ ამ PCI-E ხაზების გაყოფა ხდება როგორც ვიდეო ბარათებისთვის, ასევე m.2 SSD ბარათებისთვისაც. მე პირადად თუ ოდესმე ვიყიდი m.2 SSD ბარათს, ერთზე მეტი არ დამჭირდება, ასევე ერთზე მეტი ვიდეო ბარათიც არ დამჭირდება და თუ კროსი ან სლი დამჭირდება, არც ეგაა პრობლემა, ჯერ ჯერობით x8/x8 არ ალიმიტებს არაფერში. პროცესორის სიმძლავრეს რაც შეეხება იდეალურია ამ ფასად. მე მაინც R7 1700 მინდა მიხუედავად იმისა რომ 6 ბირთვიანიც მეყოფა, უბრალოდ რენდერში და media creation-ში იდეალური იქნება 8 ბირთვი. ახლა მაინტერესებს ოვერქლოქის შედეგები, რამხელა პოტენციალი გააჩნია ზოგადად.
-
ჰოდა მაგაშია საქმე რომ ჯერ თამაში შეიქმნა და მერე პროცესორი გამოვიდა. რაიზენს სხვა არქიტექტურა აქვს და სხვანაირად ჭირდება რესურსის ამოღება, ინტელს სხვანაირად. ანუ იმ თამაშის ძრავები რომლებიც შეიქმნა და რომლის ოპტიმიზება მოხდა ინტელის თანამედროვე არქიტექტურაზე, მაშინ რაიზენი არც არსებობდა და შესაბამისად რაიზენი რომელსაც მოერგება, იქ ექნება კაი შედეგი. ასე მაგალითად, FX პროცესორები დაბალ FPS-ს აჩვენებდნენ, რადგან ყველამ ვიცოდით რომ single core პერფრომანსით ინტელს ორჯერ ჩამოუვარდებოდა. ახლა რაიზენის ბირთვი თუ ინტელის თანაბარია, მაშინ ლოგიკურად ინტელზე ნაკლები FPS რატომ უნდა აჩვენოს? cinebench, cpu-z, firestrike, handbrake, blender, ამ ყველა ტესტით დადასტურდა რომ ინტელს თუ არ ჯობია, არც არაფრით ჩამოუვარდება. მაშ ლოგიკურად გამოდის რომ, თამაში არაა ოპტიმიზებული ისე რომ რაიზენის რესურსი ბოლომდე გამოიყენოს. ახალ თამაშებში კი, ისე შექმნიან თამაშებს რომ რაიზენის რესურსი მაქსიმალურად იყოს გამოწურული და ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო AMD Capsaicin & Cream-ზე წარმოდგენილი უამრავი გეიმ დეველოპერთა ჯგუფი სადაც თქვეს რომ AMD-სთან აქტიურად თანამშრომლობენ. აქ უმთავრესი მაინც ის არის რომ, რაიზენის 6 და 8 ბირთვიან პროცესორებს აქვთ უამრავი წლის რესურსი, უბრალოდ საჭიროა ეს რესურსი ეფექტურად გამოიყენონ, რაც მაგალითად FX-ის შემთხვევაში შეუძლებელი იყო. FX-ს ჰქონდა ცოტა რესურსი და ის რასაც ანახებდა ეგ იყო მაგის მაქსიმუმი. რაიზენის შემთხვევაში კი რესურსი ჯერ კდიევ რამდენიმე წლის სამყოფი აქვს და თუ ვინმე ფიქობს რომ ჯობია ისევ ინტელის 4 ბირთვიანი იყიდოს იმიტომ რომ თამაშებში, რამდენიმე FPS-ით მაინც რაიზენზე წინ დგას, ჩემი აზრით ყველაზე ცუდ არჩევანს აკეთებს, როგორც ფასით-წარმადობის მხრივ, ასევე სამომავლო პერსპექტივითაც.
-
ეგ ბენჩი ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა, ეგ პროცესორი არის Engineering sample და ამასთანავე ძველ ბიოსზეა გაკეთებული + დაბალი სიხშირის ოპერებზე. ამისდა მიუხედავად თამაშებში FHD-ზე საშუალო FPS ყველა ინტელის წარმომადგენელთან თანაბარი აქვს, bioshock-ის გარდა. ყველა თამაშში ვერ აჩვენებს რათქმაუნდა იმ შედეგს რასაც ინტელი ანახებს მაგრამ ეგეც ოპტიმიზაციის და დაბალი სიხშირის ბრალია. მიზეზი თვითონ თამაშშია და არა პროცესორში. ზოგი თამაშის ძრავი სხვანაირად მუშაობს და ვერ იყენებს პროცესორის რესურსს როგორც საჭიროა, შესაბამისად ამის გამო აისახება დაბალი FPS ინტელთან მიმართებაში. შესაძლებელია რამე პატჩები გამოვიდეს რომელიც რაიზენზე იქნება ოპტიმიზიებული მაგრამ არამგონია ვინმემ ამის გამო თავი აიტკივოს. ახალი თამაშები 2K ან 4K გაფართოებაზე + dX 12-ზე და ვულკანზე, რომლებიც გათვლილი იქნება მრავალ ბირთვიან-ნაკადიან პროცესორებზე 6c/12t - 8c/16t-ზე, მაშინ იქ 4 ბირთვიანები ვეღარ გაიბრწყინებს რაცარუნდა ოპტიმიზაცია გაუკეთო რადგან ის რესურსი არ ექნება რაც 6-8 ბირთვიანებს აქვს. როგორც უკვე ვთქვი, სადაც რაიზენი ჩამორჩება ეგ იქნება დაბალი სიხშირის, ოპტიმიზაციის ნაკლებობის და თამაშის ძრავის არაეფექტურობა, რომელიც ვერ იყენებს პროცესორის რესურსს, თორემ სადაც სხვა თამაშებში ერთნაირი FPS აქვს, bioshock-ში რატოა დაბალი? მე მაინც მგონია რომ, ერთნაირ სიხშირეზე, ერთნაირი კონფიგურაციით, ინტელზე დაბალი შედეგი არ ექნება და სადაც სხვაობა იქნება, ეგ სრულიად უმნიშვნელო შეიძლება იყოს.
-
@Fatal Fighter ემბარგო გრძელდება ამერიკის ცენტრალური დროით, 2 მარტის დილის 9 საამდე. ეს კი ჩვენი დროით გამოდის დღეს საღამოს 19:00 საათი. ხალხს უკვე ექნება ეს რაიზენის პროცესორები ვინც წიანსწარ შეიძინა, მაგალითად ევროპაში ეხლა რამდენს ექნება და ბენჩაობს, ადგილობრივ ფორუმებზე დადებენ სავარაუდოდ
-
მაგდენი არ ვიცოდი, ეხლა დავგუგლე და გადამეშალა თვალწინ ყველაფერი... განსაკუთრებით ეს მომხვდა თვალში. საინტერესოა რომელი მოდელია, სავარაუდო Xeon იქნება. AMD სთხოვს ყველას ვისაც რაიზენის პროცესორები ჩამოურიგა, ბიოსის განახლებას და ტესტების ამის შემდეგ გამოქვეყნებას. როგორც ჩანს ძველი ბიოსით, ოპერატიული მეხსიერების Latency არის მიზეზი და სავარაუდოდ ამის გამოსწორება უნდათ ხალხს უკვე რევიუები მზად ჰქონდათ და ახლა ისევ ახლიდან უნდა გაატარონ ტესტები, როგორც ჩანს რევიუების დადებას ცოტათი დააგვიანდება
-
ანუ 3930K-საც მირჩილული აქვს ის ხუფი? მეც მასე ვვარაუდობ, რაც ვიდეოში გამოჩნდა ქარხნულზე უკეთ რანაირად უნდა მიარჩილო სახლის პირობებში? ან რა თერმოაპსტა უნდა წაუსვა რომ მირჩილულზე უკეთესი თბოგამტარობა მოგცეს? ვითომ თხევადი მეტალი? მემგონი უფრო უარეს შედეგს მიიღებს
-
მირჩილული ყოფილა, გაცხელების გარეშე დელიდი არ გამოვა თუმცა შემდეგ ვიდეოში იტყვის ღირს თუ არა ამის გაკეთება
-
i7 6700K-ის ოპერები 3200 Mhz-ზე მიახლოებით იმავე შედეგს დებს რასაც 1800X-ის ოპერები 3200 Mhz-ზე, თუკი იმ სურათის მიხედვით ვიმსჯელებთ რაც დავდე. რაც შეეხება i7 7700K-ს აქ არის მისი მსხსიერების მახასიათებლები და თავად შეადარე Core i7 7700K processor review: Desktop Kaby Lake - Performance - System Memory. შეიძლება ითქვას რომ AMD-ს პროცესორების წინა თაობასთან შედარებით, რაიზენმა ყველაფერში ამოქაჩა და გაუთანაბრდა ინტელს, როგორც ბირთვების სიმძლავრეში, ასევე მეხსიერების გამტარობაში, დესკტოპ სეგმენტში. ანუ თუ ის სქრინშოტი უეჭველია და ნამდვილი, მაშინ დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ მეხსიერების გამტარობა არაფერში არ დაალიმიტებს, ისევე როგორც ინტელის 115X პროცესორები აი აქ დევს Core i7 6950X / 6900K / 6850K & 6800K-ის მემორი ტესტები სხვადასხვა მემორის სიხშირეებზე. როგორც ხედავთ ამ პროცესორებს ცოტა უკეთესი მემორი კონტროლერი აქვს, 115X პროცესორების მემორი კონტროლერებთან შედარებით. მგონი AMD-მ არ ჩათვალა საჭიროდ ამაზე მეტი გამტარობის ჩადება, ანუ ის გამტარობა ჩადო რაც დღეს 115X სოკეტშია. უკეთეს გამტარობას სავარაუდოდ სასერვეროდ შემოიანხავენ როცა გამოვა.
-
გამტარობა როგორც ჩანს სკაილაიკის დონის აქვს
-
Nvidia GeForce GTX 10XX Series - ზოგადი თემა
lasha1616 replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
ამ ტიპს ვერ ვიტან 2:30-ზე რას ნიშნავს, როცა ვიდეო ბარათი 94 გრადუსამდე ცხელი მაშინ ქულერის ხმაურია 32,5 დეციბალი, ხოლო როცა 89 გრადუსამდეა ცხელი მაშინ 35,5 დეციბალი აქვს ხმაურის დონე. ე.ი. რაც უფრო ჩქარა ბრუანვს ქულერი უფრო ნაკლები ხმა აქვს? -
Nvidia GeForce GTX 10XX Series - ზოგადი თემა
lasha1616 replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
დღევანდელი ლაივსტრიმის ჩანაწერი, ვიდეო გადაღებაში სამწუხაროდ ხარვეზებია GeForce GTX 1080 Ti Specifications 12 Billion Transistors 1.6 GHz Boost, 2 GHz OC capable clock speeds 28 SMs, 128 CUDA Cores each 3,584 CUDA Cores 28 Geometry Units 224 Texture Units 6 GPCs 88 ROP Units 352-bit GDDR5x Micron Memory 220W TDP ფასი 700$ 1080-თან შედარებით საშუალოდ 20-30-40%-ით ძლიერია, გააჩნია თამაშის სეტინგებს. ასევე გაიაფდა 1080 -100 დოლარით და მგონი იმითაა განპირობებული რომ, 1080Ti-სთან ფასით ძალიან ახლოს იდგებოდა ჰო ეგ ფასი მართლა რას უნდა მიაწერო? -
რაარის ჩამომეძინა ლამის, რაიმე განსაკუთრებული არაფერი არ უთქვია, გარდა რამდენიმე VR ტექნოლოგიური სიახლეებისა და თუ როგორი პარტნიორობა აკავშირებთ გეიმ დეველეპორებეთან. ნუ ეგ კარგია თამაშების ოპტიმიზაციისათვის მაგრამ, ჩემი გადმოსახედიდან უინტერესო იყო ერთი დეტალი რაც უნდა ავღნიშნო აქ თქვეს რომ, თითოეულ გეიმ დეველოპერ კომპანიებთან, ჰყავთ კონკრეტული ხალხი ჩასმული რომლებიც დაეხამრებიან რაიზენ-რადეონზე ოპტიმიზაციაში.
-
22:30-ზე იქნება Capsaicin & Cream
-
ვაა ეს რა გვეღირსა, მე მეგონა სადღაც 30 წლის კაცი იქნებოდა, მანდ ერთი 45 წლის კაცს ჰგავს ხელები უკანკალებს და საერთოდ ძალიან უხერხული ანბოქსინგი გამოუვიდა, რაზეც ბოდიში გულწრფელად მოიხადა მაგი მგონი ჯერ არავინ იცის
-
მეც მგონია რომ ჩვეულებრივი 1700 ყველაზე კარგი ვარიანტია ფასი-წარმადობის მხრივ. Extended Frequency Range Automatic extra performance boost for enthusiasts with premium systems and processor cooling. Permits frequencies above and beyond ordinary Precision Boost limits Clockspeed scales with cooling solution: air, water, and LN2 Fully automated; no user intervention required აი ეს არის XFR ტექნოლოგია. ანუ საჭიროა გქონდეს პრემიუმ მაზერბორდი და გაგრილება რათა მიიღო დამატებით მეტი პერფორმანსიო. ანუ ბუსტით თუ გაქვს 3,8 Ghz, შეიძლება 3,9 ან 4,0-ზეც დადგეს, წყლის, ჰაერის ან LN2-ის შემთყვევაში, ავტომატურად სკალირებს სიხშირე, მოხმარებლის ჩარევის გარეშე. ჯერ უცნობია მაინც ამ პროცესორის მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურა რამდენია, თუმცა Noctua-ს ჰაერის ქულერით როგორც თურქებმა თქვეს, კმაყოფილს დაგტოვებთ ოვერქლოქის პოტენციალითო. რაც შეეხება წინა გვერდზე GPU-Z-ის სქრინშოტებს, ლინკები ვიპოვნე http://valid.x86.fr/bench/rjmzdu/1 http://valid.x86.fr/bench/rjmzdu/16 ახლა მაინც შეიძლება დაჯერება რომ ფოტოშოფით არ იყო დახატული ის სქრინშოტები ასევე აღსანიშნავია რომ დამატებული აქვს ახალი ისნტრუქციები, ანუ უფრო "ჭკვიანი" პროცესორია, რასაც დიდი მნიშნველობა აქვს აპლიკაციებთან მუშაობის დროს, რესურსის ეფექტურად გამოყენებაში. მარტო raw performance ხომ არაა ყველაფერი, ასევე კიდევ ერთი მნიშნველოვანი ასპექტი რაც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ეს არის AMD SenseMI ტექნოლოგია ამ ტექნოლოგიაში არის ის, რაშიც Nvidia-მ ამ ბოლო რამდენიმე თვეში უზარმაზარი მოგება ნახა. მან გაყიდა deep learning გამომთვლელი მანქანები, ასტრონომიულ ფასად და კიდევ უფრო "გაზულუქდა" მაგრამ აქ მთავარია ის მოვლენაა რომ, უკვე პროცესორები იქნება ამავე ტექნოლოგიით აღჭურვილი და ეს ჯერ-ჯერობით მხოლოდ რაიზენის ყველა პროცესორშია ხელმისაწვდომი. არ დაგავიწყდეთ AMD-ს ბაზაზე წელს ფართოდ მოიკიდებს ეს ტექნოლოგია ფეხს და მალე Computing-ის ახალი ერა განვითარდება, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ბოლოს ეს რომ არ დავწერო არ შეიძლება, შეიძლება ჩვენთვის ეს მართლაც ასე უცებ მოხდა ამხელა ნახტომის გაკეთება მაგრამ, AMD-ში ეს სწორედ 4 წლიანი მუშაობის შედეგია: Innovation and Competition Return to High-Performance PCs March 2nd with Worldwide AMD Ryzen 7 Availability 4 წლის უკან ჩვენ დავიწყეთ "Zen" პროცესორის ბირთვის შექმნა, რომლის მიზანიც იყო წარმოგვედგინა უპრეცენდენტო ნახტომი წარმადობაში და დავბრუნებულიყავით ინოვაციით, მაღალი დონის პროცესორების ბაზარზე. განაცხადა AMD-ს პრეზიდენტმა Lisa Su-მ. Zen-ის შექმნაზე დაიხარჯა 2000000 საინჟინრო საათი, ასევე წერია ზემოთ ხსენებულ ლინკზე. ამ ყველაფრის მერე AMD-ში მემგონი საერთოდ არავის არაფერი უკვირს, რომ მართლაც შეასრულეს ის, რაც მიზნად დაისახეს. თუმცა ხალხისთვის რათქმაუნდა ვინც ეს ყველაფერი არ იცის, მოულოდნელი სიურპრიზია, ინტელი კი მგონი გვარიანად აანერვიულა. იმედი მაქვს როცა ოფიციალურად გამოვა, ინტელს კარგა გვარიანად შეაჯანჯღარებს და გამოაფხიზლებს. ერთადერთი გზა რაც შეუძლია ამ ეტაპზე ინტელმა გააკეთოს ფასის დაწევაა, სხვანაირად რაიზენთან არანაირი შანსი აღარ აქვს, რადგან ვეღარც single core პერფორმანსით დაიტრაბახებს და არც რაიზენზე იაფი ღირს. ვნახოთ AMD-საგან ესეთი დარტყმა როგორ გამოაფხიზლებს
-
შეცდომაა აბა რაარის, გაუბერა მაგ ბენჩმა აშკარად. არაკანონიერ რიცხვებს ანახებს ვინ მისცა მაგათ ამდენის უფლება ხუმრობის გარეშე ოღონდ, მაგხელა ციფრები რა ამბავია მართლა? რას აკეთებს მაგისთანას რომ 20000 ქულას უკაკუნებს ოფიციალური ფასები ესაა რაც შეეხება სხვა პროცესორებს რომელიც 1-2 თვის შემდეგ გამოვლენ, სავარაუდოდ ეს ფასები ექნება
