Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5958
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    65

Everything posted by Power_VANO

  1. მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო! ზოგმა იცით, ზოგმაც არა - ამასწინათ ჩემი 8 გბ-იანი OCZ ATV მოკვდა, გულის შეტევით. რაც მთავარია, პირნათლად მემსახურა დაახლოებით ორი წელიწადი და ახლა ჩემს უჯრაში განისვენებს. საჭირო იყო შემცვლელის მოძებნა. რამდენიმედღიანი ძებნის, ტესტების ქექვის და ჩვენი თანაფორუმელების რჩევების გათვალისინებით, შევჩერდი Patriot Xporter XT Rage-ზე, 16 გბ-იან ვარიანტზე. პროდუქტი შევიძინე ამაზონზე, 33 მარადმწვანედ (ახლა 29 ღირს): http://www.amazon.com/Patriot-Xporter-Flash-Drive-PEF16GRUSB/dp/B003WUX6QK/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1296846069&sr=8-1 სამწუხაროდ, დრაივი დაზიანებული ჩამოვიდა - ძვირფასმა USPS-მა როგორც ჩანს ავტომატურ შესაფუთ მანქანაში მოაყოლა საწყალი ფლეშკა, დალეწილი ჩამოვიდა, ჭუჭყიან შეფუთვაში. გადავუგზავნე სურათები მაღაზიას და მათაც ახალი გამოგზავნეს. როგორც იქნა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ჩამოვიდა ნანატრი ფლეშ დრაივი, დღეს მივიღე ამანათი მწარმოებლის ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება - 4-არხიანი დიზაინი, 27 მბ/წმ-მდე წაკითხვა და 25 მბ/წმ-მდე ჩაწერის სიჩქარე, კომპაქტური ზომები, ლამაზი და გამძლე დიზაინი... მოკლედ, კარგი რამე ჩანს თუმცა, საინტერესო იყო დრაივის რეალური შედეგები - საინტერესოა თუ მივიღებთ მწარმოებლის დანაპირებ სიჩქარეებს. პირველ რიგში, სინთეთიკური ბენჩები - ტესტირება ჩატარდა როგორც FAT32, ასევე NTFS ფაილურ სისტემებზე - ოპ. სისტემა Windows 7 Ultimate 64 ბიტი: ATTO DISK BENCHMARK 2.46 CRYSTAL DISK MARK 3.0.1a EVEREST DISK BENCHMARK სინთეთიკური ტესტები გასაგებია, ახლა ვნახოთ რა ხდება ლაივში. ამ შემთხვევაში სკრინები აღარ მაქვს, ტაიმერით ვზომავდი გადაწერის დროებს და შემდეგ ვთვლიდი სიჩქარეს. რეალური, ე.წ. Read World ტესტები ჩაწერა - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (კოპირება HDD-დან ფლეშ დრაივზე) NTFS - 21.2 მბ/წმ FAT32 - 18.4 მბ/წმ წაკითხვა - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (კოპირება ფლეშ დრაივიდან HDD-ზე) NTFS - 28.7 მბ/წმ FAT32 - 28.6 მბ/წმ კოპირება - 2 გბ-იანი ვიდეო ფაილი (ფლეშ დრაივიდან ფლეშ დრაივზე, ანუ CTRL+C > CTRL+V) NTFS - 10.9 მბ/წმ FAT32 - 11 მბ/წმ ჩაწერა - 515 მბ მუსიკალური ფაილები, MP3 ფორმატში (საშუალოდ ზომის ფაილები)(HDD-დან ფლეშ დრაივზე კოპირება) NTFS - 11.7 მბ/წმ FAT32 - 9.9 მბ/წმ ჩაწერა - Adobe Photoshop CS5-ის ინსტალირებული ფოლდერები 32 + 64 ბიტი, 784 მბ (შერეული, უმეტესად მცირე და საშუალო ზომს ფაილები) (HDD-დან ფლეშ დრაივზე კოპირება) NTFS - 6.1 მბ/წმ FAT32 - 3.19 მბ/წმ ამ შედეგების მიღების შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედე სინთეთიკურ ბენჩებს. დააკვირდით ATTO Disk Benchmark-ში მიღებულ შედეგებს - დრაივი მაქსიმალურ სიჩქარეებს ავითარებს 64 კილობაიტიანი პაკეტების გადაწერისას. შესაბამისად, ავდექი და მივაფორმატე XT Rage-ი 64 კბ-იანი სექტორებზე (ტესტირება ჩატარებულია 8 კბ-იან სექტორებზე FAT32-ისთვის და 4 კბ-იან სექტორებზე NTFS-ისთვის. ამ ზომებს ვინდოუს 7 სტანდარტულად იძლევა ფორმატირებისას). ესეც იმავე ფოტოშოპის ფოლდერების კოპირების შედეგები, 64 კბ-იანი ფორმატირებით: NTFS - 6.2 მბ/წმ FAT32 - 4.3 მბ/წმ როგორც შედეგებიდან ხედავთ, დრაივი სწრაფია, ნამდვილად სწრაფია. წაკითხვის სიჩქარეები აჭარბებს მწარმოებლის მიერ დაპირებულს, აი ჩაწერის სიჩქარეები კი 25 მბ/წმ-მდე ვერ მივიყვანე სამწუხაროდ. ასევე აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყველა ტესტში NTFS ფაილური სისტემა FAT32-თან შედარებით სწრაფი აღმოჩნდა. მოკლედ, ფლეშკა რეკომენდიდ, ფასს ამართლებს - ლამაზია, ხარისხიანია, კომპაქტურია და სწრაფია. მე კიდევ ვეცდები ჩაწერის ბენჩებზე წამუშავებას, მაინტერესებს უფრო მაღალ სიჩქარეებს თუ მივიღებ. 25 მბ/წმ-ის მუღამი მაქვს :)
  2. დასვი სიდი რომი სატა 2-ზე უპრობლემოდ მაგას მაინც იშვიათად იყენებ. 2 წელი კი არა, მეტსაც გაძლებს და არაფერი მოუვა. ინტელმა თქვა, 3 წლის განმავლობაში ჩიპსეტების დაახლოებით 5%-ს გამოაჩნდება ეგ დაავადებაო დანარჩენი თქვენით განსაჯეთ, მაინცდამაინც თქვენი ჩიპსეტი რატომ უნდა მოხვდეს იმ 5%-ში, 3 წელიწადში თან გაითვალისწინეთ, 8 მილიონ ჩიპსეტზეა საუბარი :)
  3. მოიცა, რას ნიშნავს "სდ რომი მაინც სატა 3 დარჩა"? მხოლოდ სატა 3 პორტებს თუ იხმარ, ეგ პრობლემა არ შეგაწუხებს საერთოდ. SATA 2-ს თუ იხმარ, შეიძლება ორ-სამ წელიწადში მოახერხო პორტის დაბრედვა :)
  4. +1 დასვი სატა 3-ზე და არასდროს ეგ პრობლემა არ შეაწუხებს :)
  5. ორივეს. მათ შორის სერვერებს და ლეპტოპებსაც. უბრალოდ, ლეპტოპებზე ძირითადად მხოლოდ 0 და 1 პორტი გამოიყენება და 90% ლეპებისა ეგ პრობლემა არ შეექმნება არასდროს. სერვერები კი ჯერ მგონი ბაზარზე არაა გაშვებული, მაგრამ დამზადებული კია და დასაშლელია იმდენი მაზერი :D
  6. კაცო ნუ შექმნით ხოლმე ერთ ამბავს შეცდომაა უბრალოდ. ბაგიან მაზერზე ეგ შეცდომა რომ ამოაგდოთ კომპი 24/7-ზე უნდა იხმაროთ და HDD ხნათ მუდმივად. მერე ერთ-ორ წელიწადში მაგ შეცდომის გამო იმ 1 საცოდავ ტრანზისტორს თუ დაწვავთ, ე.ი. გაგიმართლათ ძალიან :)
  7. სოსო შენც პირდაპირ Z68 ჩიპსეტზე გადახვალ მარტში გამოდის მგონი ეგ ჩიპსეტი და მარტამდე შეცდომაგასწორებული ახალი მაზერები არც გამოვა მგონი. ჰა-ჰა თებერვლი ბოლოს ალბათ.
  8. http://www.anandtech.com/show/4143/the-source-of-intels-cougar-point-sata-bug აი რა ყოფილა მაგ პრობლემის მიზეზი. 2-დან 5 პორტის ჩათვლით (0 და 1 SATA III პორტებია) აქვთ ეგ პრობლემა. ძალიან თხელი "კარი" აქვს მაგ პორტებისთვის არსებულ ტრანზისტორებს. ჩიპსეტი საკმარისზე დიდ ძაბვას მიაწოდებს, ძაბვა "იპარება" და დროთა განმავლობაში ტრანზისტორი ზიანდება როგორც ამბობენ,ფუჭდება მხოლოდ კონკრეტული პორტის ტრანზისტორები, თვითონ HDD-ზე ინფოს არაფერი მოსდის. თU მხოლოდ 0 და 1 პორტებს, ანუ სატა III პორტებს გამოიყენებთ, არადროს არაფერი დაემართება მაზერს, 2-დან 5 პორტის ჩათვლით კი პრობლემა არსებობს და დროთა განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს. იდეაში ეს "დროთა განმავლობაში" საკმაოდ დიდი ხანია და 2 და 3 თვეში არ გამოვლინდება, მაგრამ 1-2 წელიწადში შეიძლებაო. მერე კიდევ საგარანტიოებიც მოვა და ეგაა :D
  9. არ მჯერა (ჯერ) ღმერთმა ქნას სიმართლე იყოს :)
  10. ფენომებზეც ეგეთი პიარი იყო რომ ხნავდა ინტელის პროცებს, მაგრამ კი გაგვიცრუეს იმედები მაშინ იმედია ახლა ეს 100%-ით თუ არა, 50-ით მაინც მართალია. ნუ თუ აპრილში გამოდის, ბევრი დრო აღარ დარჩა და მალე გავიგებთ :)
  11. მეც ტროტლინგის მხარეს ვარ, ძაბვის გამო ოღონდ :)
  12. სენდის სხვა სერია ექნება, პროცის ნომერს წინ 2-იანი ეწერება აუცილებლად, რაც მეორე თაობის Core iX-ს აღნიშნავს :)
  13. მდააა.... სენდის იმენნა არ სჭირდება არაფერში ყინული და აზოტი ჰაერზე იღებს ხალხი მაქსიმალურ შედეგებს :D
  14. გიაჩხეო ახლა ვნახე ეს თემა თავიდან ბოლომდე. ძალიან მაგრად გიშრომია. მშვენირი, სუფთა და ძალიან ლამაზი ნამუშევარია, დიდი რესპექტ მშვენიერი სისტემაა.
  15. კრუშელი კი აფიქსირებს, მაგრამ ყველა კომპ. მაღაზია ხომ ვერ აფიქსირებს :D
  16. ნუ ახლა პროცი, ოპერატიული მეხსიერება და ა.შ. არის ნაწილები რომლებზეც მაღაზია ვერ დაგიმტკიცებს რომ ოვერქლოქის გამო გააფუჭე, ამიტომ სტანდარტულად ეგენი იცვლება უპრობლემოდ. :)
  17. ღმერთმა ქნას რა, თორემ გვხმარობს უკვე ინტელი როგორც უნდა ოვერქლოქს გვიზღუდავს, ფასებს მაღლა წევს...
  18. იაფად თუ გინდათ სტარკრაფტ 2, აქ ნახეთ: http://www.igromagaz.ru/buy_pc_games/key/starcraft_2/ 27 გელა ჯდება რუსული ვერსია.
  19. ძალიან დიდი თხოვნა მექნება ნუ გააოფებთ ტოპიკს. და ასევე ძალიან დიდი თხოვნა მექნება რომ ნუ ავრცელებთ და ნუ ქმნით მითებს. ყოვლად გაუმართლებელია იმის მტკიცება, რომ კომპიუტერის კეისი თქვენ გასხივებთ რამენაირად, აბსოლუტურად გაუმართლებელია. ჯერ ხო მიზერია ელექტრომაგნიტური ველი კომპის კეისში ისედაც და მეორეც, რომც იყოს რამე სერიოზული მანდ, კეისის მეტალის კედლები მთლიანად ახშობს მაინც.
  20. რა მიდის ხალხო, ეს არის 2011 პინიანი სოკეტი, LGA2011 სენდი ბრიჯი გამოსულია 1155-ზე. რანაირად წავა? :)
  21. ნუ გასაგებია ე.ი. უბრალოდ ოვერქლოქერებმა დაუდევრობა გამოიჩინეს და ძაბვებში არ გაფრთხილდნენ + ზოგთან აბლათ იმ PLL ძაბვებმაც ითამაშა გარკვეული როლი, შეიძლება მაზერი AUTO-ზე ზემოთ წევდა ძაბვებს ოვერქლოქისას. Anub1S ანუბ E8600 რამდენი ნანომეტრია მერე აბა რაც უფრო მცირდება ტექნოპროცესი, მით უფრო მცირდება მაქს. დასაშვები ძაბვებიც. ჰაერზე რომ გაუდეს სენდის დიდი ძაბვები იმიტომაც მოკვდა. დიდ ძაბვაზე კარგი გაგრილებაა საჭირო ყოველთვის. ალტას კიდევ სენდი ექნება დაახლოებით ასეთ ფასში: პროცის ფასი X 1.18% + ცოტა ალტას მოგებაც. ანუ აუცილებლად დღგ დაემატება და ცოტაც ზემოდან რა.
  22. ზარატული მაგარი როჟაა Starcraft-ს და განსაკუთრებით WoW-ს ძალიან საინტერესო ე.წ. Lore აქვთ, დაჯდები კაცი და სიამოვნებით წაიკითხავ ახალ სტარკრაფტს მეც ვთამაშობ ხოლმე. როცა თავისუფალი დრო მაქვს, დღეში 1 მისიას 15 თუ 16 ცალი მაქვს დახურული.
  23. ჰოოო, მაშინ ვეძიებდეთ და ვპოვებდეთ! აი ეს დაწერა მაგ ჰაზანმა ქვემოთ. გასარკვევია სხვა შემთხვევებზე როგორ მოხდა. შეიძLება მაზერებშია გაპარატული შეცდომა აწყობისას და ბექპლეიტებზე ამოკლებს მართლა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.