Jump to content

ღორის და ქათმის გრიპი


Recommended Posts

ცოტა რამეს გეტყვით ღორის და ქათმის გრიპზე

ერთი ორმა მომხმარებელმა მომმართა "სიმპტომებით" ხოდა მინდა მცირედი სიცხადე შევიტანო საქმეში :)

ღორის გრიპი გამოწვეულია ვირუსით რომელიც დაავადებს ღორებს და ადამიანებს (ე.წ. ზოონოზია ანუ ცხოველების და ადამიანების დაავადება)

ვირუსი არის H1N1

http://en.wikipedia.org/wiki/Swine_influenza

საერთოდ გრიპის ვირუსები იმდენი არსებობს რომ მათი კლასიფიკაცია ცალკე მეცნიერებაა

გრიპის ვირუსი ადვილად განიცდის მუტაციას ანუ იცვლის ფორმას, თვისებებს და ასე შემდეგ

ადამიანს ერთხელ თუ დაემართა გრიპი გამომუშავდება იმუნიტეტი თუმცა მხოლოდ კონკრეტულ ვირუსზე

მაგალითად H1N1 ვირუსით თუ გადარჩა ადამიანი ეს ვირუსი აღარ დააავადებს მაგრამ H1N2 დაავადებს !!!

ამიტომ არის გრიპები საშიში

ღორებში გრიპი იწვევს ცხელებას, ლეთარგიას (ანუ ძილიანობას), ცემინებას, ხველას, სუნთქვის გაძნელებას (გართულებულ შემთხვევებში) და მადის დაქვეითებას. სიკვდილიანობა 1-4%-ია მხოლოდ ანუ 100დან 1-4 ღორი კვდება

ადამიანს შეიძლება გადაედოს მხოლოდ ცოცხალი დაავადებული ცხოველის ან დაავადებული ადამიანისაგან, შემწვარ მოხრაკულ და თერმულად დამუშავებული ხორციდან გადადების საშიშროება მინუსებში გადადის :D

ანუ აბსოლუტურად წარმოუდგენელია

მაგრამ დაავადებული, ახალი მკვდარი ცხოველისგან და მისი ბეწვისგან შეიძლება გადაედოს ადამიანს

ადამიანებში ღორის გრიპი იწვევს ზოგადად გრიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს

ყველა გრიპი ძალიან გავს ერთმანეთს და თითქმის წარმოუდგენელია სიმპტომებით მათი გარჩევა !!!

ეს სიმპტომებია:

ცხელება (ანუ სიცხე), ხველა, მშრალი ყელი, ტკივილი სხეულში (სახსრებში), თავისი ტკივილი, შემცივნება და საერთო სისუსტე დაღლილობა.

ძირითადი სიცოცხლისათვის საშიში გართულებებია (ანუ გრიპი თუ გართულდა მერე იწვევს სიკვდილს ისე არა):

სუნთქვის უკმარისობა და დარვევები , სეფსისი (თუ სხვა ინფექცია დაერთო დასუსტებულ ორგანიზმს), პნევმონია (ანუ ფილტევბის ანთება, ვირუსული პნევმონია საკმაოდ მურტალია ზოგადადა რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული), დეჰიდრატაცია (ანუ ორგანიზმის გაუწყლოება. მაღალი სიცხის დროს ბევრ სითხეს კარგავს ადამიანი ამიტომ გრიპის დროს აუცილებელია ლიტრობით სითხის და ჩაის და ასე შეემდეგ სითხის დალევა) ელექტროლიტური დისბალანსი (ამ დროს ელექტროლიტებით მდიდარი ხსნარების ინფუზიაა საჭირო ძირითადად Na და K შემცველი, რეჰიდრონი, პანანგინი)

დიაგნოსტირება ძირითადად ხდება ანამნეზით ანუ ადამიანს ქონდა თუ არა კონტაქტი ღორებთან, ან იყო თუ არა ისეთ ადგილებში სადაც ღორის გრიპი მძვინვარებს ან ისეთ ადამიანებთან თუ ჰქონია კონტაქტი ვისაც შესაძლოა ღორის გრიპთან ახლოს ყოფნა მოუწიათ მოკლედ სად იმოგზაურა იმის მიხედვით.

უფრო ზუსტი დიაგნოზისთვის საჭიროა ჯაჭვური პოლიმერაზას რეაქციით RT-PCR იმენნა H1N1 ვირუსის DNA (დნმ-ის) ამოცნობა ისევე როგორც ყველა გრიპის ზუსტი დიაგნოზისთვის ეს მეთოდი გამოიყენება, რომ ზუსტად დაადგინონ რომელი გრიპის დნმ-ია (რეალურად მკურნალობისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, ყველა გრიპი ერთი პრინციპით იკურნება).

სიკვდილიანობა თითქმის იგივეა რაც ღორებში ანუ 1-4 %

პრევენცია შეიძლება ცოცხალ ღორებთან (და არა შემწვარ) ქონტაქტის და და ისეთ ადგილებში მოგზაურობი თავიდან აცილება სადაც ღორის გრიპია (ღორის ფერმები, სოფელში ღორების მოშენება, ქათმის ფერმები ქათმის გრიპის შემთხვევაში და ა.შ.).

მკურნალობა ძირითადად ანტივირუსული პრეპარატებით ხდება oseltamivir და zanamivir მაგალითად. ასევე გადასხმები, ვიტამინები და ელექტოლიტების შევსება. მოკლედ ადრე ასეთი გამოთქმაც არსებობდა გრიპი მკურნალობით 1 კვირაში რჩება და მკრუნალობის გარეშე 7 დღეში (ზუსტად ვიცი კვირაში რამდენი დღეა :D) ანუ ლოგიკა რა არის მთავარია არ გართულდეს და თავს მოვუაროთ ! :)

თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ქათმის გრიპზე

http://en.wikipedia.org/wiki/Avian_influenza

ძირითადად H5N1 ტიპის ვირუსით გამოიწვევა თუმცა არის ქვეტიპებიც

H5N1, H7N3, H7N7 და H9N2

კინკზე ნახეთ ქვეტიპები კიდევ ბევრი არსებობს

მოკლედ რეალურად "ქათმის გრიპით" ანუ highly pathogenic avian influenza (HPAI - მაღალი პათოგენობით გამორჩეული გრიპი)

ესეც უშუალოდ H5N1-ის შესახებ ლინკი

http://en.wikipedia.org/wiki/H5N1

სიმპტომები: ცხელება, ხველა, კუნთების ტკივილი, კონიუქტივიტი (თვალის რქოვანა გარსის ანთება) და ზოგადად ყველა გრიპისთვის დამახასიატებელი სიმპტომები.

გარტულებები აქაც სუნთქვის დაღვევები და პნევმონიაა.

იდეაში ეს გრიპი ღორის გრიპზე მეტად ვირულენტურია (ანუ საშიში) და სიკვდილიანობა 60%-ია თუმცა ითვლ;ება რომ ეს ციფრი ბევრად ნაკლებია

იმიტომ რომ ბევრ პაციენტს ემართება ქათმის გრიპი თუმცა არ გამოვლინდება სერიზული სიმპტომებით, არ მკურნალობენ და სტატისტიკაშიც არ მოხვდებიან.

დიაგნოსტიკა აქაც იგივეა : ან სად იმუგზაურა, ფერმაში მუშაობს თუ არა, ცოცხალ ქატმებთან ქონია თუ არა ურთიერთობა, ასევე ზოგადად ფრინველებთან (ამ დროს ჯობია ნადირობისგან თავი შევიკავოთ ;)) და ასე შემდეგ.

დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ჯაჭვური პოლიმერაზას რეაქცია დნმ-ის ამოსაცნობად

მოკლედ ყველა გრიპი დაახლოებით ერთმანეთს გავს და მცირედ განსხვავდებიან.

ზუსტი განსხვავებისთვის დეტალური კველვა უნდა რაც საკმაოდ ძნელია ამიტომ ძირითადად ყველას ერთი და იგივე პრინციპით მკურნალობენ და იკვლევენ რომ მინიმალურ დროში მოხდეს ხალხის სკრინინგი და მკურნალობა, რომელიც ასევე ანტივირუსული პრეპარატებით ხდება

გრიპებს ანტიბიოტიკი არ შველის !!!!

ანტიბიოტიკები მოქმედებენ ბაქტერიებზე და არა ვირუსებზე.

თუმცა ხშირად ანტიბიოტიკს ნიშნავენ გართულების თავიდან ასარიდებლად

ან უკვე პნევმონიით გართულებული გრიპის სამკურნალოდ

და არ აგერიოთ სურდოში

http://www.medportal.ge/pg2.php?Id=2860&am...9&act2=full

http://narkozi.com/2009/01/05/bbbvbb.html

სურდო ზედა სასუნთქი გზების ლრწოვანის კატარული ანთებაა

ძირითადად ახასიათებს გამონადენი ცხვირიდან, ცემინება, ცხვირის სისველე

მაგრამ არ ახასიათებს ტკივილი კუნთებში და სახსრებში და არ ახასიათებს მაღალი ცხლება 38 და მეტი!!!

Link to comment
Share on other sites

მე ჩავთვალე საჭიროდ და გავხსენი

ამ ტოპიკში იყოს,არ მსურს ოფში ჩაკვლა.

წერია საგანმანათლებლოდ

გადმოვიტანე იმიტომ რომ ღორის გრიპმა მუტაცია განიცადაო დააბოლეს ხალხი

Link to comment
Share on other sites

ხო მეც მოვისმინე ძროხის გრიპზე :sarcastic_hanend:

მადლობა სოსო გამოსადეგი სტატიაა

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
  • 1 month later...

ესეიგი არაოფიციალურად რა ხდება აბა ვინ იცი ს ? აქ რამდენიმე სკოლაში პირბადეებით დადან

Link to comment
Share on other sites

საჭირო ინფოპრმაციაა ნამდვილად

ჩემი აზრით ყველაზე საშიში სკოლებია და მსგავსი დაწესებულებებია და ზომებსაც არ იღებენ :SNEMOTICON13:

თაბ გვეუბნებიან გაცდენაზე ესე დაისე გიზამთო ტან არ მოხვიდეთ სკოლაში თუ გრიპი გააქვთო არადა უმეტესობას მსუბუქი ფორმიტ აქვს გრიპი 50% ს მაინც

Link to comment
Share on other sites

მე მქონდა გრიპი 2 კვირის წინ და იმედია აღარ შემხვდება :chojinfc: ისე მართალი ხარ 50% გრიპიანია სკოლაში და თან იმ სიცივეში ოთახის განიავებაც რთულია ყოველ საათში და გაცდენაზეც პრობლემებია გვხოცავენ ხალხოოო. რას გვიშვრება ეს მთავრობა :babu:

Link to comment
Share on other sites

მადლობა სოსო ცოტა დავმშვიდდი, ეხლა ვარ ზუსტად გაციებული და სიცხეც საკაიფოდ მაქვს :user:

Link to comment
Share on other sites

სიცხის დროს ნიმესილი 1 პაკეტი ერთ ჭიქა წყალში დღეში ორჯერ ჭამის შემდეგ

აღიზიანებს კუჭს ასე რომ თუ პრობლემა გაქვთ გაითვალისწინეთ (ომეპრაზოლი, პანტაპი, ნექსიუმი მიახმარეთ)

C ვიტამინი შეუშხუნა ერთი აბი 1000 მილიგრამიანი დღეში ერთხელ

კოლდრექსის ჩაი დღეში 4-5-ჯერაც

ჩვეულებრივი ჩაიც კარგია ლიმონთან ერთაც

ასკილის ჩაი

ბევრი ცხელი სითხე

სიცხის შემთხვევაში წესით ყველამ უნდა გაიაროს შემოწმება პოლიკლინიკაში ან უბნის ექიმთან

თუ დადგინდა H1N1 ვირუსი მაშინ ტამიფლუ 150 მილიგრამი ანუ 2 კაფსულა ორჯერ (თითო კაფსულა 75-იანია) იდეაში ერთი თვის განმავლობაში

ასევე ანტიბიოტიკოთერაპია

აზითრომიცინი ან ცეფტრიაქსონი პნევმონიით გართულების შემთხვევაში

ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

მკურნალობის სქემა აუცილებლად ასეთი ფორმით შეიძლება არ იყოს

Link to comment
Share on other sites

გამარჯობა!

თემასთან არაფერ შუაშია,მაგრამ წავშლი მერე

გულძმარვა მაწუხებს უკვე 3 კვირაა ალბათ,ახალი წლებიდან მოყოლებული(კვირაში 2 დღე შეიძლება არც გამოვლინდეს),

საკვებს რომ მივიღებ მერე(უზმოზე არა) და რეფლუქსი ხომ არაა,

მახვილისებრი მორჩის 3 სმ-ით ქვემოთ მაწუხებს წვის შეგრძნება

შეიძლება გასტრიტის გამწვავებაა ნაბეღლავი დალიე ხოლმე და დილით უზმოზე პანტოპრაზოლი

ჯობია გასტროენტეროლოგს ეჩვენო

Link to comment
Share on other sites

შეიძლება გასტრიტის გამწვავებაა ნაბეღლავი დალიე ხოლმე და დილით უზმოზე პანტოპრაზოლი

ჯობია გასტროენტეროლოგს ეჩვენო

შესაძლოა ანტიბიოტიკზე იყოს ეს რეაქცია?

ამოქსაცილინს ვსვამდი 1000 მგ 2 ჯერ დღეში 4 დღის განმავლობაში(ტონზილექტომიის შემდეგ)

Link to comment
Share on other sites

შესაძლოა ანტიბიოტიკზე იყოს ეს რეაქცია?

ამოქსაცილინს ვსვამდი 1000 მგ 2 ჯერ დღეში 4 დღის განმავლობაში(ტონზილექტომიის შემდეგ)

არა

ამოქსაცილინი კუჭს არ აღიზიანებს

მე მაინც დიეტის დარღვევის ბრალი მგონია ახალი წლების მერე

ნიგვზიანი, ტკბილეული, სასმელი...

Link to comment
Share on other sites

არა

ამოქსაცილინი კუჭს არ აღიზიანებს

მე მაინც დიეტის დარღვევის ბრალი მგონია ახალი წლების მერე

ნიგვზიანი, ტკბილეული, სასმელი...

დანარჩენი 2 კი

მაგრამ

ახალ წლებზე არც დამილევია(რომ შეკრიბო 2 -3 ჭიქა არ გამოვა).

მგონი დიეტის ამბავია მართლა, მსუბუქ საკვებს რომ მივიღებ არ მაწუხებს,ხორცი,ძეხვი ეგეთებზე კი.

დიდი მადლობა დახმარებისთვის!

Link to comment
Share on other sites

ჰერკულესი კარგი იქნება

მართალია საზიზღარი გემო აქვს მაგრამ შველის :D

Link to comment
Share on other sites

ძროხის გრიპი 1 სექტემბრიდან, ქათმის და ღორის გრიპის შემქმნელებისგან!

Actually not funny!!

:D

Link to comment
Share on other sites

ძროხის გრიპი 1 სექტემბრიდან, ქათმის და ღორის გრიპის შემქმნელებისგან!

Actually not funny!!

ამყვა ახლა რა..

როდის იყო ეგ რო ვთქვი მე :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

მე მქონდა ეხლა გრიპი , სიცხე, რავი ყველაფერი ერთად და აღარ მინდა მეტი გადავიტანო მეორედ ნამდვილად :D

8 კილო დავიკელი მგონი , 12 ვიყავი :D

Link to comment
Share on other sites

მე მქონდა ეხლა გრიპი , სიცხე, რავი ყველაფერი ერთად და აღარ მინდა მეტი გადავიტანო მეორედ ნამდვილად :D

8 კილო დავიკელი მგონი , 12 ვიყავი :D

რამდენი დღით გქონდა?

Link to comment
Share on other sites

რამდენი დღით გქონდა?

ესეიგი შაბათს ვიგრძენი რო რაღაც ნიტოდ ვარ

მერე მოვწვი რომ სიცხე მაქვს

ორშაბათს გამოცდის გამო მომიწია წასვლა

და ორშაბათს საღამოსკენ ძალიან სუსტად ვიყავი , სიცხეც მომემატა და გრიპიც მქონდა

რო ვიხსნებებ, რამდენი ხანი არ მქონდა სიცხე...

დღეს გამოვკეთდი შეიძლება ითქვას

Link to comment
Share on other sites

ეგეთი სიმპტომები მეც მქონდა

შეიძლება ითქვას რომ უბრალოდ გაცივდი

გრიპი იყო თუ არა დაზუსტებით სეროლოგიური ანალიზის ჩატარება უნდა

Link to comment
Share on other sites

ფილტვების ანთება თუ გაქ ღორის გრიპად თვლიან .. მთელი თბილისი გაციებულია რა უბედურებაა გაგვიხურეს ამ ღორებმა თავიანთი დაავადებით :D :D

Link to comment
Share on other sites

ფილტვების ანთება თუ გაქ ღორის გრიპად თვლიან .. მთელი თბილისი გაციებულია რა უბედურებაა გაგვიხურეს ამ ღორებმა თავიანთი დაავადებით :D :D

ხომ იცი ყველაფერ ცუდს ეშმაკს სტენიან

და

ვინმეს ხომ უნდა შეახოცონ ხელი

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.