ბერო Posted November 15, 2010 Posted November 15, 2010 აქ დავწეროთ ყველაფერი ამ პლათფორმის შესახებ. ვიმსჯელოთ გამოსულ და მომავალ მოდელებზე, ასევე პლუსებზე და მინუსებზე, მასთან დაკავშირებულ ნიუსებზე და ა.შ. ესეც ჩვენი, ძლიერი ვანოს მიერ დაწერილი პრევიუ იყო დრო, როცა სიტყვა სმარტფონის ხსენებაზე ყველას გონებაში ამოტივტივდებოდა Symbian-ი, Windows Mobile-ი ან იშვიათ შემთხვევებში Palm OS-ი. თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. დღესდღეობით, სმარტფონების ბაზრის ამომავალ ვარსკვლავად Google-ის Android-ი ითვლება. ასევე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ Apple-ის iOS (iPhone) და RIM-ის BlackberryOS. გასაგები მიზეზების გამო Microsoft-ის Windows Mobile 6.5 ბაზარზე პოზიციებს თმობდა, ამიტომაც დიდმა MS-მა გადაწყვიტა გამოეშვა ახალი ოპ. სისტემა - Windows Phone 7. ახალი სისტემა და მასზე დაფუძნებული აპარატები ბაზარს სულ რაღაც 3 დღის წინ, 8 ნოემბერს მოევლინა ოფიციალურად. ამ მცირე ზომის სტატიის მიზანია ზოგადად მიმოვიხილოთ ახალი პლატფორმა და გავეცნოთ ახალ აპარატურულ და პროგრამულ გადაწყვეტებს. პლატფორმის ზოგადი მიმოხილვა აღსანიშნავია, რომ Windows Phone 7 არაა Windows Mobile 6.5-ის აპგრეიდი, იგი სრულიად ახალი სისტემაა, რომელიც, ასე ვთქვათ, 0-დან შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პლატფორმა საკმაოდ ახალია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი პტაფორმის შექმნა Microsoft-ისგან სწორი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება ზოგადად ოპ. სისტემას, შეიძლება ითქვას, რომ ის ბიზნეს ასპექტში ბრწყინავს (როგორც ყოველთვის Windows Mobile-ი ამ სფეროში ლიდერი იყო). შესაბამისად, ამ სფეროში Windows Phone 7 საკმაოდ მძლავრ კონკურენციას გაუწევს როგორც თავის უფროს ძმას, Windows Mobile 6.X-ს, ასევე RIM-ს. მეორეს მხრივ, WP7-ს გააჩნია მშვენიერი მულტიმედია და გეიმინგ შესაძლებლობები, ასევე სოციალურ ქსელებთან მჭიდრო ინტეგრაციის ფუნქციები და ამ მხრივაც კონკურენტუნარიანი უნდა იყოს iOS-სსა და Android-თან. როგორც უკვე ვთქვით, ოპ. სისტემა და მობილური აპარატები უკვე ხელმისაწვდომია. აშშ-ში 2-წლიანი კონტრაქტით მათი ფასი 199$-ის ფარგლებშია. Microsoft-ის პრეზენტაციაზე პარტნიორების სიაში დასახელდა ისეთი კომპანიები, როგორიცაა AT&T, Sprint, Vodafone, Orange. აპარატურული შესაძლებლობები პრეზენტაციაზე MS-მა განაცხადა რომ 8 ნოემბრისთვის ბაზარზე 9 სმარტფონი იარსებებს. პარტნიორების სიაში დასახელდა Dell, Samsung, LG, HTC და ASUSTek-ი. ღონისძიებაზევე მოხდა 3 მათგანის პრეზენტაციაც, რომლებიც AT&T-ის ქსელში იქნება ხელმისაწვდომი. პირველი - LG Quantum. სლაიდერი 1 გჰც-ზე მომუშავე Qualcomm Snapdragon პროცესორით, 3.5-დუიმიანი თაჩსქრინით, 16 გბ მეხსიერებითა და QWERTY კლავიატურით. მეორე - HTC Surround, რომელიც რეალურად საკმაოდ ჰგავს HTC EVO-ს და განკუთვნილია მედია და გეიმინგ ენთუზიასტების სეგმენტისთვის. პროცესორი იგივეა, 1 გჰც-ზე მომუშავე Qualcomm Snapdragon-ი. ეკრანის ზომა - 3.8 დუიმი, ფოტოკამერა - 5 მეგაპიქსელი, მეხსიერება 16 გბ. აღსანიშნავია, რომ Surround-ი პირველი სმარტფონია, რომელსაც Dolby Labs-ის მიერ დამზადებული Surround ხმის სისტემის ორი ცალი სპიკერი აქვს ჩამონტაჟებული. და მესამე - Samsung Focus, რომელიც აღჭურვილია 4 დუიმიანი Samsung-ის SuperIM OLED ტექნოლოგიით დამზადებული ეკრანით, 1 გჰც-იანი Snapdragon პროცესორით, 5 მპ-იანი ფოტოკამერითა და სხვებთან შედარებით ცოტა - 8 გბ-იანი მეხსიერებით. ალბათ შენიშნავდით, რომ 3-ვე აპარატში ერთნაირი პროცესორი, 1 გჰც-ზე მომუშავე Qualcomm Snapdragon-ია გამოყენებული. ეს Microsoft-ის სპეციალური მოთხოვნაა. მართალია, აღნიშნული ფაქტი ცოტათი აძვირებს WP7-ზე მომუშავე სმარტფონებს, თუმცა მეორეს მხრივ, მინიმალური სტანდარტების დაწესება იმის გარანტიას იძლევა, რომ ოპ. სისტემა მუდმივად გამართულად იმუშავებს სრული დატვირთვის დროსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციისას არ იყო ნაჩვენები, რეალურად კიდევ რამდენიმე საინტერესო მოდელია გაყიდვაში. T-Mobile-ის ქსელში გამოჩნდება HTC Mozart, 8 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერით. იმავე T-Mobile-ის ქსელში ხელმისაწვდომი იქნება HTC 7 HD7 4.3 დუიმიანი ეკრანით, 16 გბ-იანი მეხსიერებითა და 5 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერით და 4.1 დუიმიანი ეკრანით აღჭურვილი ვერტიკალური სლაიდერი Dell Venue Pro. Sprint-ის ქსელში გამოჩნდება სლაიდერი HTC 7 Pro, რომელზედ ბევრი ინფორმაციაა ცნობილი არაა გარდა იმისა, რომ მასაც სხვების მსგავსად 1 გჰც-იანი პროცესორი და 16 გბ მეხსიერება ექნება. თუ ზემოთ ჩამოთვლილ 7 მოდელს ერთმანეთთან შევადარებთ, ვნახავთ რომ ძირითადი სხვაობა არის სლაიდერის ტიპებში, კლავიატურაში, მეხსიერებისა და ეკრანის ზომეში, ფოტოკამერაში, აუდიო აპარატურაში და, რა თქმა უნდა, ზოგად შესრულებაში. აპარატურული გადაწყვეტის მხრივ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით microSD გათვალისწინებული არაა WP7 სმარტფონებისთვის. იგივე ნაკლი აქვს Apple-ის iPhone-საც. ჯამში, პლატფორმა საკმაოდ კონკურენტულად გამოიყურება როგორც iPhone-ის წინააღმდეგ (ბევრ მოდელს უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები აქვს), ასევე Android-ზე ბაზირებული სმარტფონების წინააღმდეგ. პროგრამული შესაძლებლობები თუ Windows Phone 7-ზე ბაზირებული სმარტფონის ყიდვისთვის ერთადერთი მიზეზი გჭირდებათ, ეს მიზეზი ინტერფეისია. Bing Search-ი ინტერფეისში საკმაოდ მყარადაა ინტეგრირებული და ზოგადად, ინტერფეისი საკმაოდ მარტივი, სწრაფი და ინტუიციურია. ე.წ. ძირითად მენიუზე განთავსებულია ოთხკუთხა ხატულები, რომლებსაც ჰაბები ეწოდება (მესიჯები, ზარები, ელ-ფოსტა...). ანიმაციის თვალსაზრით ჰაბები გარკვეულწილად Android-ის ვიდჯეტებს გავს. ძირითადი მენიუ და ჰაბები აბსოლურად რედაქტირებადია. მარტივად, თაჩსქრინის გამოყენებით შესაძლებელია ჰაბებისთვის ადგილების შეცვლა, გაქრობა, ახალი ჰაბების დამატება და ა.შ. ბიზნეს ფუნქციონალობის თვალსაზრისით WP7 საკმაოდ დახვეწილია. მაგალითად, სხვა ოპ. სისტემებისგან განსხვავებით, WP7-ში გეგმები/შეხვედრები (ე.წ. appointments) პირდაპირ ეკრანზე გამოდის, სმარტფონის "ანლოქი" საჭირო არაა. შესაძლებელია "ეფოინთმენთების" სინქრონიზაცია Exchange სერვერებიდან, Yahoo Mail, Gmail, Hotmail-ისა და სხვა სერვისებიდან. ბეჭდვის პროცესი WP7-ში საკმაოდ კარგადაა გადაწყვეტილი. რეალურად იგი სჯობს Android-ის სისტემას და გვერდით უდგას iOS-ს. WP7-ში ჩაშენებულია ჭკვიანი ავტო-კორექციის სისტემა, რომელსაც ახალი სიტყვების სწავლა და თქვენს სტილზე მიჩვევა შეუძლია. სისტემაში ინტეგრირებულია Bing Maps-იც. მაგალითად, თქვენი კონტაქტების მისამართებზე უბრალო შეხებისას გაიხსნება Bing Maps-ი, რომელიც გიჩვენებთ სად მდებარეობს არსებული მისამართი და გიჩვენებთ მისასვლელ გზას (ფეხით ან ავტომობილით მისასვლელად). შესაძლებელია სატელიტური სურათის ნახვაც. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია 100%-ით არ იმუშავებს საქართველოს პირობებში, Bing Maps-ში ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს მაგისტრალებია შეტანილი ძებნის ფუნქცია საკმაოდ საინტერესოდაა რეალიზებული. არსებობს ორი მეთოდი - პირველი, ვაჭერთ Search ღილაკს და ვუთითებთ საძიებო ფრაზას. აი მეორე მეთოდი გაცილებით საინტერესოა - აჭერთ თითს Start ღილაკს და ტელეფონს ელაპარაკებით - კარნახობთ საძიებო ფრაზას. პროგრამა თქვენს მიერ ნაკარნახევ ფრაზას ტექსტად გარდაქმნის და აწვდის საძიებო სისტემას. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა WP7 Office suite-ის ახალი წარმომადგენლები, PowerPoint-ი და OneNote-ი. აღსანიშნავია, რომ OneNote-ს აქვს ე.წ. "ღრუბლების" მხარდაჭერა, ანუ მისი სინქრონიზაცია შესაძლებელია ინტერნეტთან და სანიშნები ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადგილიდან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, Copy-Paste ფუნქცია WP7-ში მხარდაჭერილი არ იქნება პირველ ეტაპზე. ფოტოკამერით მუშაობა WP7-ში საკმაოდ მარტივი და ინტუიტურია. კამერის ღილაკზე დაჭერით სმარტფონ ავტომატურად "იღვიძებს" და რთავს ფოტოკამერას, "ანლოქი" საჭირო არაა. ასევე მხარდაჭერილია ფოტოების ავტომატური ატვირთვის სერვისიც ისეთ ქსელებზე, როგორიცაა Flicr-ი, Facebook-ი და ა.შ. მუსიკისა და ვიდეო განყოფილებები საკმაოდ ჰგავს Zune-ს. ამ განყოფილებებში შესაძლებელია ე.წ. Third Party პლაგინების გამოყენებაც, მაგ: Youtube-ის. People (კონტაქტები) განყოფილებაში შესაძლებელია კონტაქტების სინქრონიზაცია უამრავი სერვისიდან, მაგ: Facebook, Gmail, Hotmail და ა.შ. რაც შეეხება გეიმინგ განყოფილებას, იგი WP7-ში საკმაოდ დახვეწილია. გარემო საკმაოდ ჰგავს Xbox Live-ს, არსებობს მულტიპლეიერის მხარდაჭრაც. უკვე არსებობს საკმაოდ მიმზიდველი თამაშებიც. რაც შეეხება დამატებით პროგრამებს, Android-ისა და iOS-ის მსგავსად WP7-საც საკმაოდ ვრცელი პროგრამების კატალოგი ექნება. დასკვნა პირველ ეტაპზე WP7-ს რამდენიმე ნაკლი ექნება, როგორიცაა microSD-სა და Copy-Paste-ის მხარდაჭერის არქონა (თუმცა, როგორც MS-ი გვპირდება, აღნიშნული 2011 წლის პირველივე ნახევარში გამოსწორდება). თუმცა, აქვე აღსანიშნავია უამრავი დადებითი მხარე და განმასხვავებელი ელემენტები, რომლებიც ახალ სისტემას ბაზარზე გამოარჩევს. რეალურად, MS-მა გამოიყენა ის, რაც კარგია კონკურენტებთან (აპარატურული დივერსიფიცირება Android-თან და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სტილი Apple-სგან) და შექმნა პროდუქტი, რომელსაც თავისი ადგილი ექნება ბაზარზე და იქნება საკმაოდ კონკურენტული მოწინააღმდეგეებთან. იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია ბაზარზე და მისი ყიდვა შესაძლებელია, მხოლოდ დროის ფაქტორია დარჩენილი. ჩვენ კი, მუდმივად მოგაწვდით სიახლეებს ახალი ოპ. სისტემის შესახებ. ვნახოთ, რამდენად რევოლუციური აღმოჩნდება მაიკროსოფტის ახალი პირმშო. სრულად: Windows Phone 7 @ Compinfo.ge ამჟამინდელი მოდელები: http://www.youtube.com/watch?v=sI7iE8VD7IA&feature=player_embedded რეკლამები: http://www.youtube.com/watch?v=nm967IrEC_I http://www.youtube.com/watch?v=EHlN21ebeak http://www.youtube.com/watch?v=5oS2fSd_HYM გამძლეობა WindowsPhone's Channel - http://www.youtube.c...er/windowsphone ნიუსები: Windows Phone 8: 20 ожидаемых функций, отсутствующих в WP7 - http://www.3dnews.ru...uyushchih-v-wp7 Sony Ericsson Xperia X7 и Mini — пара «крепких» смартфонов на WP7 - http://www.3dnews.ru...artfonov-na-wp7 3
დათო Posted November 15, 2010 Posted November 15, 2010 ჩემი დადებულ ივიდეოც ჩაგესვა რო არ ვინდოუს მობილე იწვება :D
ბერო Posted November 15, 2010 Author Posted November 15, 2010 ლინკი დამიდე და ჩავსვავ. მე რა ვიცი შენ რა ვიდეო დადე? :)
Unlimate Posted November 16, 2010 Posted November 16, 2010 დზაან მაგარი იქნება უახლოეს მომავალში ალბათ 1 წელი დაჯირდება კიდე ყველა ამბობს რომ პოტენციალი აქვს უბრალოდ დასრულებული არაა ბოლომდე ეს პლატფორმა
gio_kiborg Posted November 16, 2010 Posted November 16, 2010 არ უნდა დაიჭირო და თვითონ შეწვა მაგის გამკეთებელი??? :diablo:
ANuB1S Posted November 16, 2010 Posted November 16, 2010 არ უნდა დაიჭირო და თვითონ შეწვა მაგის გამკეთებელი??? :diablo: აქვს ფული დაიღადავა კაცმა რა გინდა :D
ბერო Posted January 6, 2011 Author Posted January 6, 2011 CES 11: Debut Trailer (Stream) HD http://www.gametrailers.com/video/ces-11-windows-phone/709013 Samsung Omnia 7-ის სმარტფონის და ტაბლეტის კონცეპტი http://www.3dnews.ru/news/samsung-omnia-7-kontsepti-smartfona-i-plansheta
Barca Posted January 6, 2011 Posted January 6, 2011 მე პირადა მაინც და მაინც არ მომწონს ამ მობილის გეიმინგ პლათფორმა დაააახლოებით Ngage ის დონისაა თავისი თამაშებით არადა უკეთესი შეიძლება ისეტი მონაცემები აქვს ამ ვინდოუს ფოუნ 7 ებს ხო მართლა რამოდენიმე კვირის წინ წავიკიტხე შეიძლება ნოკიამაც გამოუშვასო ვინდოუს ფოუნ 7 იოოო :spiteful: 1
ბერო Posted January 6, 2011 Author Posted January 6, 2011 მეც ვნახე ეგ ინფო და დამავიწყდა აქ დადება. გმადლობ შეხსენებისთვის, ლევან! აი კონცეპტებია ჯერ-ჯერობით Nokia Windows Phone 7-ის: http://www.3dnews.ru/news/windows-phone-7-na-smartfone-nokia-poka-tolko-kontsept
ბერო Posted January 19, 2011 Author Posted January 19, 2011 Sony Ericsson не планирует связываться с Windows Phone 7
Save Posted January 21, 2011 Posted January 21, 2011 მეც ვნახე ეგ ინფო და დამავიწყდა აქ დადება. გმადლობ შეხსენებისთვის, ლევან! აი კონცეპტებია ჯერ-ჯერობით Nokia Windows Phone 7-ის: http://www.3dnews.ru/news/windows-phone-7-na-smartfone-nokia-poka-tolko-kontsept ნოკიას შემთხვევაში დაივიწყეთ ამ სისტემასთან ურთიერთობა ახალი Symbian S^3 და Maemo აქვთ (ძველებზე აღარაფერს ვამბობ), რაზეც გამოვა ყველა ტელეფონი
ბერო Posted January 28, 2011 Author Posted January 28, 2011 სამ თვეში ორი მილიონი ერთეული WP7 გაიყიდა. არ არის ცუდი მაჩვენებელი http://www.3dnews.ru/news/3-mesyatsa-wp7-na-rinke-2-mln-postavlennih-smartfonov
Barca Posted February 11, 2011 Posted February 11, 2011 ძალიან საიტერესოააა http://www.engadget.com/2011/02/11/nokia-will-be-able-to-customize-everything-in-windows-phone-7/ 1
ჯამბო Posted February 11, 2011 Posted February 11, 2011 (edited) ნოკიას შემთხვევაში დაივიწყეთ ამ სისტემასთან ურთიერთობა ახალი Symbian S^3 და Maemo აქვთ (ძველებზე აღარაფერს ვამბობ), რაზეც გამოვა ყველა ტელეფონი http://www.engadget.com/2011/02/11/rip-symbian/ Edited February 11, 2011 by ჯამბო
Save Posted February 11, 2011 Posted February 11, 2011 http://www.engadget.com/2011/02/11/rip-symbian/ შენი ბრალი ა ეგ ყველაფერი დამპალო :D
ჯამბო Posted February 11, 2011 Posted February 11, 2011 შენი ბრალი ა ეგ ყველაფერი დამპალო მარა რას მერჩი :D
#Skinhead Posted February 11, 2011 Posted February 11, 2011 საერთოდ არ მომწონს ეს ტელეფონები iPhone 4 ს შეიძლება ჯობდეს მაგრამ მემგონი ამაზე ლამაზი დიზაინი არცერთ ტელეფონს არ აქვს
Barca Posted February 11, 2011 Posted February 11, 2011 საერთოდ არ მომწონს ეს ტელეფონები iPhone 4 ს შეიძლება ჯობდეს მაგრამ მემგონი ამაზე ლამაზი დიზაინი არცერთ ტელეფონს არ აქვს უამრავ ტელეფონს აქვს უკეტესი დიზაინი ვიდე აიფონებს ოFF არ მინდა თორე იმდენს მოდელს გეტყოდიი ვნახოტ აბა იმედია ნოკია გამოუშვებს ამ პლათფომაზე მობილს :spiteful: 1
#Skinhead Posted February 11, 2011 Posted February 11, 2011 უამრავ ტელეფონს აქვს უკეტესი დიზაინი ვიდე აიფონებს ოFF არ მინდა თორე იმდენს მოდელს გეტყოდიი ვნახოტ აბა იმედია ნოკია გამოუშვებს ამ პლათფომაზე მობილს რავი მე აიფონზე უკეთესი დიზაინის მქონე ტელეფონი ჯერ არ მინახია pm მომწერე აბა ეგ ტელეფონები
გათი Posted February 13, 2011 Posted February 13, 2011 FC BARCELONA რავი WP7 მგონი არ მოგწონდა შენ ისე ძააალიან კარგია, როგორც იქნა დრომოჭმული სიმბიანიდან გადადის high-end სისტემებში.
Barca Posted February 13, 2011 Posted February 13, 2011 FC BARCELONA რავი WP7 მგონი არ მოგწონდა შენ ისე ძააალიან კარგია, როგორც იქნა დრომოჭმული სიმბიანიდან გადადის high-end სისტემებში. ხო არ მომწონდა მაგრამ ნოკია საც რომ ექნება ეგ სულ სხვააა :bliss:
ბერო Posted February 13, 2011 Author Posted February 13, 2011 გაფორმებული ხელშეკრულების საპასუხოდ, ნოკიას 1000-ზე მეტმა, ფინელმა, თანამშრომელმა სამსახური დატოვა http://www.3dnews.ru/news/rabochie-nokia-protestuyut-protiv-sdelki-s-microsoft სიმბიანით არჩენდნენ ოჯახს... :xelitavi:
Barca Posted February 13, 2011 Posted February 13, 2011 გაფორმებული ხელშეკრულების საპასუხოდ, ნოკიას 1000-ზე მეტმა, ფინელმა, თანამშრომელმა სამსახური დატოვა http://www.3dnews.ru/news/rabochie-nokia-protestuyut-protiv-sdelki-s-microsoft სიმბიანით არჩენდნენ ოჯახს... :SNEMOTICON13: 1
Recommended Posts