Jump to content

RIM მუსიკალურ- სოციალური პლატფორმის გახსნას აპირებს


Recommended Posts

რამოდენიმე ხნის წინ გავრცელებული ჭორების შემდგომ, იმის თაობაზე, რომ RIM მულტიმედიური ფლეერის ან სტრიმინგული ვიდეოსამსახურის შექმნას აპირებს, გამოჩნდა ცნობები კომპანიის სხვა გეგმებთან დაკავშირებითაც, რომელთა მიხედვითაც იგი პროდუქტების ხაზში BlackBerry მრავალფეროვნების შეტანას აპირებს. რესურსის BlackBerry Sync მონაცემებით, რომელმაც ინფორმაცია საკუთარი წყაროებიდან მიიღო, RIM სოციალური მუსიკალური პლატფორმის წარმოდგენას გეგმავს სახელით BBM Music.

bbm-music-in-bbm.png

bbm_mast.jpg

BBM Music, ჭორების თანახმად BlackBerry-ის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მუსიკა და ნაწარმოებების სია მეგობრებს გაუზიარონ. იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ იმუშავებს BBM Music, ცნობილი არ არის, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამსახური ძლიერად იქნება ინტეგრირებული BlackBerry Messenger-ში (თუ კი სამსახურის დასახელებაში სახელს BBM გავითვალისწინებთ).

იმ დროს როდესაც მუსიკის გაცვლა მშვენიერი იდეაა, ასეთი ფუნქციონალი ალბათ ვერ გააძლიერებს კომპანიის პოზიციებს თავის ძირითად ბაზრებზე, რომლებიც ბიზნეს-მოწყობილობებსა და სერვერებზეა დაფუძნებული, ასე რომ ჩნდება კითხვა — რატომ აკეთებს RIM ამას? იქნებ, კომპანია ცდილობს თანდათანობით გადაიტანოს აქცენტი სამომხმარებლო ბაზარზე? თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორებია და ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური მონაცემები ამასთან დაკავშირებით არ არის.

intomobile.com

Link to comment
Share on other sites

კი მართალი პროგნოზია, RIM-ს უნდა გააძლიეროს თავისი მომხმარებლების არეალი და ახალ განახლებებში იგრძნობა ეს.

რამდენად გამოუვა არავინ იცის.

პ.ს. ისე ჩემ ბელქბერიზე mp3 პლეერს ნამდვილად არ ვემდური, მშვენიერი ხმა და UI აქვს.

Link to comment
Share on other sites

ხო გიო ძაან კარგი იქნება ეს თუ განახორციელეს.

ისე შენი თქმის არ იყოს და ჩვეულებრივი პლეიერიც კარგად მუშაობს ბლექბერიზე

Link to comment
Share on other sites

აკი ბიზნეს კლასიო? აკი ასეთი ფინტიკრუშკები (თუ როგორც ამბობენ) არ აინტერესებს BB-სო? :sarcastic_hanend:

საქმე ეხება პრიორიტეტებს, ანუ ძირითადი მიმართულება ბიზნეს სექტორი, თორემ ეგ არ ნიშნავს ჩვეულებრივი მოხმარებლის უგულებელყოფას.

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.