Jump to content

EVGA-ს დედადაფა Intel X79-ზე


Recommended Posts

ახალი ნაწარმისადმი უფრო მეტი დაინტერესების მიზნით, კომპანია EVGA-მ გამოაქვეყნა დედადაფის ფოტოსურათი, რომელიც ეფუძნება სისტემურ ლოგიკურ ნაკრებ Intel X79-ს და ემზადება გამოშვებისათვის. პროდუქტისთვის, როგორც ჩანს, დიზაინერებმა შეარჩიეს ფერთა შეზღუდული პალიტრა. ბეჭდური სქემა გაფორმებულია შავად და აღჭურვილია ანალოგიური ტონალობის მეხსიერების მოდულების სლოტებით, რადიატორით, პორტებით, Reset და Power ღილაკებით. ყველაზე კაშკაშა ადგილს წარმოადგენს ვერცხლისფერი პროცესორის ბუდე LGA2011, რომელიც განკუთვნილია 32-ნმ Sandy Bridge-E CPU-ებისათვის.

b5128b32e20e56947c8933bb5541b285.jpg

ტექნიკური მონაცემები არ მოიპოვება, თუმცა, სურათზე დაკვირვებით, მაინც შეიძლება ორიოდე სიტყვის თქმა. მასზე ჩანს DDR3 მეხსიერების მოდულების ოთხი სლოტი, 8-პინიანი პორტი პროცესორისთვის დამატებითი ენერგიის მიწოდებისთვის, ჰორიზონტალურად ორიენტირებული, 24-კონტაქტიანი კვების გასასვლელი. ღია კორპუსით ექსპერიმენტების მოყვარულთათვის, მოეწონებათ Power, Reset და Clear CMOS ღილაკების არსებობა. აგრეთვე, ჩვენ ვხედავთ გაგრილების სისტემის სითბური მილაკის მცირე ნაწილსაც.

პროდუქტის გამოსვლის თარიღად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომა უნდა დასახელდეს.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ისე ჯერ იყო და დიდი ქულერები ერთ მხარეს იჭედებოდა ოპერების გამო და მეორე მხარეს ვწევდიტ

და ახლა ორივე მხრიოდან რო კორსაირები ამოუდგება ქულერს მანდ რაღა უნდა დაყენდეს :D

Link to comment
Share on other sites

ისე ჯერ იყო და დიდი ქულერები ერთ მხარეს იჭედებოდა ოპერების გამო და მეორე მხარეს ვწევდიტ

და ახლა ორივე მხრიოდან რო კორსაირები ამოუდგება ქულერს მანდ რაღა უნდა დაყენდეს :D

იმენნა გაიძულებენ თხელი ტაუერ-ტიპის ქულერები იყიდო :D TRUE და მაგის ჯიშისები კიდევ.

ისე, საინტერესო კია რა შედეგი ექნება პროცის ორივე მხარეს ოპერების არხები სგანლაგებას. სკიუს პრობლემა ყოველთვის არსებობდა ხოლმე და სხვადასხვანაირი "მოჭიმვა" სჭირდებოდა სხვადასხვა არხს.

მაგრამ ჯერ ისიც არ ვიცით oc რა ვარიანტში გვექნეა -E-ზე.

Link to comment
Share on other sites

EVGA Releases a Teaser X79 Image http://guru3d.com/news/evga-releases-a-teaser-x79--image-/ ხო ფასიც კარგი ედება რა თქმა უნდა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.