Popular Post მიშა Posted July 13, 2011 Popular Post Share Posted July 13, 2011 პირველ რიგში მოგესალმებით! არ ვიცი რამდენად საჭირო თემა იქნება ამ ფორუმისთვის, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ჩემთვის ვთარგმნი და ვწერ, რომ როცა დამჭირდება, გადავხედო და შევიხსენო რაღაცები... საქმე ეხება ციფრული ფოტოკამერისთვის ლინზების შერჩევას (საერთოდ "ლინზას" ობიექტივი ეწოდება, მაგრამ "ლინზა" უფრო კარგად ხვდება ყურში, დასაწერადაც უფრო მარტივია და ამიტომ მეც "ლინზას" გამოვიყენებ). -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- თუკი ოდესმე გქონიათ სარკიან ციფრულ ფოტოკამერებთან შეხება, ალბათ დამეთანხმებით, რომ სხვადასხვა ლინზის მორგების წყალობით იგი საკმაოდ მოქნილ სისტემას წარმოადგენს. მაგალითად, შეგიძლიათ მაკრო ლინზით გადაიღოთ ბუზ-პეპლები, ლოკოკინები, ობობები (ვეჰ ) და ა.შ., შემდეგ დაამაგროთ კამერაზე ტელეფოტო ლინზა და თქვენი ფანჯრიდან გადაიღოთ მეზობელი, რომელიც ნიფხავს იცვლის და ა.შ. ზოგიერთს შეიძლება პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ მაღალი დონის კამერის ლინზები ხშირად თვით კამერაზე ძვირი ღირს და თუკი კამერაში 800$-ს გავიმეტებთ, ლინზებზე ვეღარ ვიმეტებთ ვერც 800-ს, ვერც 500-ს და ზოგჯერ ვერც 200-ს. ასეთ დროს ორი გამოსავალი გეძლევათ - ან დარჩეთ იმ ლინზაზე, რომელიც გაქვთ და ფაქტობრივად ხაზი გადაუსვათ უკეთესი ფოტოების გადაღების პერსპექტივას, ან შეიძინოთ ნახმარი ლინზა დაბალ ფასად. ზუსტად აქ წარმოიშვება პრობლემა - როგორც სხვა ყველა ნახმარი ნივთი, ნახმარი ლინზაც გარკვეულ დეფექტებს შეიცავს, რომელიც საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება ვერც კი შენიშნოს. სწორედ ამ დეფექტების მიმოხილვას ვაპირებ დღევანდელ თემაში. 1. ნაკლული დეტალები და აქსესუარები. დეფექტებიდან ყველაზე უწყინარია ნაკლული აქსესუარები. ეს შეიძლება იყოს ლინზის წინა/უკანა ხუფები, მზისგან დამცავი (lens hood), ინსტრუქცია, გარანტია, ყუთი და ა.შ. რათქმაუნდა ხუფები და დამცავი არ არის რთული საშოვნელი, მაგრამ ორიგინალი აქსესუარი შეიძლება სოლიდური თანხა ძვირდეს, ხოლო "არაორიგინალი" არც ისე ლამაზი იქნება (თუმცა არც ჯიბეს გაგიცარიელებთ). განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ დიდი ზომის ტელეფოტო ლინზებს უნდა მოყვებოდეთ შტატივის სამაგრი. ეს გახლავთ "საყელური", რომელიც უმაგრდება ტელეფოტო ლინზას და მისი მეშვეობით ხდება ლინზის და კამერის შტატივზე დამაგრება. გამოიყენება იმიტომ, რომ დიდი ზომის ტელეფოტო ლინზა საკმაოდ მძიმეა, ცვლის სისტემის სიმძიმის ცენტრს, რის გამოც კამერის სამაგრით მთლიანი სისტემის შტატივზე დამაგრება ვეღარ ხერხდება (ლინზა "ყვინთავს" ქვევით). "საყელური" ასე გამოიყურება: ის შეიძლება საკმაოდ რთული საშოვნელი და ძვირი გახლდეთ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ლინზას აუცილებად მოყვებოდეს... 2. ფილტრის დაზიანებული სამაგრი. იმედია იცით, რომ ლინზას აქვს ფილტრის სამაგრი, რომელზედაც მაგრდება ფერადი, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი, ვარსკვლავური და ა.შ. ფილტრები, რომლებიც ფოტოებს გარკვეულ სპეცეფექტებს ამატებენ, ან აუმჯობესებენ გამოსახულებას. ეს სამაგრი ლინზის წინა ნაწილშია განთავსებული და ლინზის დავარდნისას დიდია მისი დაზიანების ალბათობა. რასაკვირველია ლითონისგან დამზადებულ ლინზებს სამაგრიც ლითონის აქვთ და მათი დაზიანება არც ისე ადვილია, მაგრამ პლასტმასის ლინზები ამ შემთხვევაში მართლაც პრობლემური გახლავთ. სურათზე - ფილტრის სამაგრი: თუკი ფილტრების გამოყენებას არ გეგმავთ, მაშინ შეგიძლიათ თამამად იყიდოთ მოტეხილსამაგრიანი ლინზა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუკი მის გაყიდვას მოისურვებთ, შეიძლება გაგიჭირდეთ, მედალს ხომ ორი მხარე აქვს 3. მორყეული გადამრთველები. ბევრ ლინზას ზედვე აქვს ვიბრაციის შემცირების, ან ავტო/ხელის ფოკუსის გადამრთველები. ამოსაღები კბილივით მოფამფალებული გადამრთველი შეიძლება ერთ არც ისე მშვენიერ დღეს სულაც გაფუჭდეს, ამიტომ კარგი იქნება ყურადღების მიქცევა მათ გამართულობაზე. ისე, ჩემ კამერას კორპუსზე აქვს ორი მორყეული გადამრთველი, თავიდანვე მოჯღანული იყო და ჯერ-ჯერობით არ გაფუჭებულა (თფუ თფუ თფუ). 4. მტვერი ლინზაში. ყოვლისმომცველი და ყველასგან მოძულებული სუბსტანცია, სახელად "მტვერი", ლინზებშიაც აღწევს. განსაკუთრებით ბევრი მტვერი გროვდება ზუმ ლინზებში (კონსტრუქციის თავისებურებებიდან გამომდინარე). შედარებით ნაკლები მტვერი გვხვდება ფიქსირებული ფოკუსის მქონე ლინზებში, მაგრამ მათი შემოწმებაც საჭიროა. ლინზაში ჩაგროვილი მტვრის დასანახად პირველ რიგში ლინზის გარედან გაწმენდაა საჭირო (რომ გარედან მოდებული მტვერი შიგნიდან ჩამჯდარში არ აგერიოთ), შემდეგ კი ლინზას სინათლეზე უნდა გახედოთ. როგორც წესი, ლინზაში დაგროვილი მტვერი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ფოტოს ხარისხზე კატასტროფული გავლენა არ აქვს. თუკი თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოს ნაცრისფერი ლაქები ადევს, იცოდეთ, რომ ლაქები მტვრიანი სენსორის ბრალია და არა მტვრიანი ლინზის! 5. მორყეული/დაზიანებული მართვა, ფოკუსი, ზუმი. პროფესიონალურ ლინზებს ზუმის, ფოკუსის და ზოგჯერ დიაფრაგმის კონტროლები ზედვე აქვთ. მათში შეიძლება მტვერი ჩაგროვდეს, ან ზედმეტი ხმარებისგან მოირყეს. მართვების დაზიანება პოტენციური და საკმაოდ სერიოზული საფრთხეა. თავად განსაჯეთ - რად გინდათ ლინზა, რომელზეც ფოკუსს ვერ გაასწორებთ, ვერ "მიაზუმებთ"... ერთის მხრივ, გაუხეშებული მართვის შემთხვევაში ლინზა შეგიძლიათ დააშლევინოთ, დააზეთინოთ და "გააკეთილშობილოთ", ხოლო მეორეს მხრივ - მორყეული მართვა სერიოზულ ჩარევას საჭიროებს და შეიძლება ასეთი ლინზის რემონტი ძვირი დაგიჯდეთ, ან სულაც ვერ შეაკეთოთ. 6. ზეთიანი, ჩაჭედილი ან დაზიანებული დიაფრაგმა. დიაფრაგმა ლინზის ერთ-ერთი უმთავრესი და ფაქიზი დეტალია. მისი შეკეთება/გამოცვლა ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ თუკი ლინზის დიაფრაგმა დაზიანებულია, არ უნდა იყიდოთ. ხოლო დაზიანება შეიძლება რამდენიმე სახის იყოს. ესენია: დიაფრაგმის ზეთიანი ფრთები (ამ შემთხვევაში ზეთი შეიძლება ჩახმეს და დიაფრაგმის პარალიზება გამოიწვიოს), დიაფრაგმის მოშლილი მართვა (ასეთ დროს დიაფრაგმის რეგულირება შეუძლებელია), დაზიანებული/ჩაშლილი დიაფრაგმა (მგონი ხვდებით რაზეცაა საუბარი). 7. ლინზის დამცავი საფარველის დაზიანება, ლინზის ნაკაწრები. დამცავი საფარველი ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია, რომელიც ბავშვობაში ყოველთვის მომწონდა თავისი ფერადოვნების გამო, მნიშვნელოვნად ცვლის ფოტოს ხარისხს. იგი აკავებს მავნე სხივებს, აცილებს გამოსახულებას "ზედმეტ" სინათლეს, აქრობს ზედმეტად ინტენსიურ უბნებს და ა.შ. ფოტოებზე ხედავთ დაზიანებულ საფარველს და მისით გამოწვეულ დეფექტს: საფარველი დროის გასვლასთან ერთად იცრიცება და ფაქტობრივად შეუძლებელია დაუზიანებელი საფარველის მქონე ნახმარი ლინზის პოვნა. მცირე დაზიანება საშიში არ არის, მაგრამ რაც უფრო დიდია საფარველის დაზიანება, მით მეტია ფოტოს ხარისხის გაფუჭების ალბათობაც. რისკის გამოსარიცხად საჭიროა გადავიღოთ ცის ფოტო მინიმალური დიაფრაგმით და დავაკვირდეთ მას. თუკი დეფექტებს აღმოაჩენთ, შეიძლება ლინზაზე უარის თქმა მოგიხდეთ. კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემასთან გექნებათ საქმე გაკაწრული ლინზის შემთხვევაში (ასეთი რამე მაშინ ხდება, როცა ლინზას "ცუდად ექცევი" და ძირს აგდებ). მცირე ნაკაწრები ფოტოს არ აუარესებს, მაგრამ დიდი, ღრმა ნაკაწრები და განსაკუთრებით ამომტვრეული მინა საგანგაშოა არადა ნაკაწრებისგან თავის დაცვა უადვილესია - უბრალოდ იყიდეთ ნეიტრალური ფოტოფილტრი და დაუმაგრეთ ობიექტივს (თუ ფილტრის სამაგრი არ გაქვთ გატეხილი ). 8. ლინზის გაფცქვნა, ჩხრიალი. რთული (და კარგი ხარისხის) ლინზები (ლინზები და არა ობიექტივი) მინის რამდენიმე ფენისგან მზადდება და დროთა განმავლობაში ეს ფენები ერთმანეთს სცილდება. შედეგად ლინზა იფცქვნება და გამოსახულება მახინჯდება. ასევე ყურადსაღებია ლინზების წანაცვლება. ამის შემოწმება საკმაოდ მარტივია - აიღეთ ლინზა, გააქნიეთ. თუ დაიჩხრიალა, ე.ი. კომპონენტები მოშვებულია და წანაცვლებული. როგორც წესი, ერთი ელემენტის წანაცვლება საშიში არ არის, მაგრამ ერთზე მეტი დეტალის წანაცვლება საგანგაშოა. 9. დაობებული ლინზები. ერთი შეხედვით შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ობი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელიც საწყის ეტაპზე შეიძლება არც კი ჩანდეს. მოგეხსენებათ ობი სოკოა და თანდათანობით იზრდება. ჩნდება ლინზის შიდა მხარეს, აბუნდოვანებს გამოსახულებას და უკარგავს ხარისხს. მასთან ბრძოლა შეუძლებელია - შეგიძლიათ თავი გაიჭირვოთ, გახსნათ ლინზა, გამოწმინდოთ, გამორეცხოთ ყველაფერი და შემდეგ ისევ ააწყოთ, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ობი კვლავ გაჩნდება, ასე რომ არ გირჩევთ დაობებული ლინზის შეძენას... ნახმარი ლინზები ბლომად იშოვება როგორც ფოტო ფორუმებზე, ასევე მშრალ ხიდზე და უცხოურ ვებ-საიტებზე. და თუკი თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ლინზა, რომელიც საქართველოში იყიდება, იგივეს ვერ იზამთ იმ ლინზაზე, რომელსაც საზღვარგარეთული ინტერნეტ-მაღაზიები გთავაზობენ. მაგრამ სამაგიეროდ მათ აქვთ ნახმარი პროდუქციის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეგიძლიათ სასურველი ფასის მქონე პროდუქტის ხარისხზე გარკვეული წარმოდგენა შეიქმნათ. დღეისათვის სულ ეს იყო, გმადლობთ ყურადღებისთვის! 24 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ray_ban Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 +1 კარგი თემააჩემ ციფრულს "ცუდად მოვექეცი",ნაკაწრები გაუჩნდა და ა ბატონო სულ მთლად დაეკარგა ხარისხი :SNEMOTICON13: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Nikki Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 +1 თემას კაკრაზ მაგ საკითხთან დაკავშირებით ვსაჭიროებდი კონსულტაციას: P Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 მადლობთ თემისთვის! მიშა ობიანი ლინზა სპირტხსნარით ,ქლორჰექსიდინით რომ დავამუშავოთ? მთლიანად დავშალეთ და ისე,მაინც არ შველის? ეს თEმა მიკიშია მისამატებელი,ფოტოაპარატებზე რაც წერია,ეგეც ზოგად საკითხებშია მოქცეული და რატომ უნდა იყოს ასე,როცა ცალკე განყოფილებაა ფოტოსფეროსი მიკიშიც გამოვუყოთ ადგილი და ეს თEმაც მივამატოთ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 13, 2011 Author Share Posted July 13, 2011 მიშა ობიანი ლინზა სპირტხსნარით ,ქლორჰექსიდინით რომ დავამუშავოთ? მთლიანად დავშალეთ და ისე,მაინც არ შველის? დროთა განმავლობაში მაინც იზრდება ობიო ნიკა, რომ გაწმენდ შეიძლება ერთი წელი ამუშაო, მაგრამ მერე მაინც ამოუვა ისევ... მოკლედ სისტემატურლ წმენდა უნდა, მთავარია ძალიან არ გაიზარდოს, იმ დონეზე რომ თვითონ ლინზა დააზიანოს თორემ მაგას ვეღარაფერი უშველის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 რომ ჩემთვის ვთარგმნი და ვწერ ყველა შენი სტატია მაქ წაკითხული ფოტოგრაფიაზე და ამ წუთას ესეც წავიკითხე კარგია +1 ჩემგან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 13, 2011 Author Share Posted July 13, 2011 ყველა შენი სტატია მაქ წაკითხული ფოტოგრაფიაზე და ამ წუთას ესეც წავიკითხე ესე იგი ორი ცალი წაგიკითხია :xelitavi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 რატომღაც მეტი მახსოვს მე :ugly_wink: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 ეჰ მიშა ერთი 6 კაცი რომ მოგვცა შენნაირი... ეს პორტალზე გამაქვს მიკიში დავამატე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 დღეისათვის სულ ეს იყო, გმადლობთ ყურადღებისთვის! მადლობა მიშას ! :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 მეორეჯერ გადავიკითხე და მივუმატე ჩემს თეორიულ მასალას :spiteful: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 მადლობა მიშა საჭირო ინფორმაციისთვის, რატომღაც მგონია რომ, თუ კარგად ამოწმენდ ლინზას მალე აღარ გაუჩნდება ობი, რათქმაუნდა კარგად უნდა "დახუფო" ამოწმენდის შემდეგ. მე გამიმართლა 70-იანებში გამოშვებულ ლინზას არაფერი არ სჭირს საერთოდ, თან ebay-ზე რო პატიოსანი გამყიდველი შეგხვდება... :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 მადლობა მიშა ასეთი საჭირო ინფორმაციისთვის. +1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 14, 2011 Author Share Posted July 14, 2011 ეს პორტალზე გამაქვს ნიფხვის ამბავი მაინც ამოაგდე, სირცხვილია მადლობა მიშა საჭირო ინფორმაციისთვის, რატომღაც მგონია რომ, თუ კარგად ამოწმენდ ლინზას მალე აღარ გაუჩნდება ობი, რათქმაუნდა კარგად უნდა "დახუფო" ამოწმენდის შემდეგ. გარკვეული ხანი არაფერი იქნება, მაგრამ მაინც მოედება ობი ბოლოს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted August 20, 2011 Share Posted August 20, 2011 გადავიკითხე მიხეილ , მადლობა თემისთვის ორშაბათს უნდა გავიდე ალბათ მშრალ ხიდზე მსგავსი პროცედურების ჩასატარებლად (ნახმარი ლინზის ყიდვა ანუ, აბა მშრალ ხიდზე ახალი იქნება ვითომ? ) :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted August 23, 2011 Share Posted August 23, 2011 მდა :| დღეს ვიყავი მშრალ ხიდზე და მარტო ერთ ტიპს ქონდა ობიექტივები , ისიც სულ 2 თუ 3 ცალი რაც წავიდოდა ნიკონზე . მარა ვაი იმ ქონას ერთი ძველი ქონდა 46-83მმ თუ რაღაც ამდაგვარი და 80-ად მოგცემო , წინიდან ლინზა ცოტა დაჩხაპნილივით იყო თან... არ ღირს ხო? სადღაც 5-ის ნახევრისკენ მივედი და გვიანი იყო ვითომ? :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted August 23, 2011 Author Share Posted August 23, 2011 გვიან მისულხარ ჯამბო ცოტა უფრო ადრე მიდი. მინიმუმ ორ წერტილში ყიდიან მანდ ობიექტივებს. დაკაწრულს რაც შეეხება, წაიღე კამერა, მოარგე, გადაიღე და ისე ნახე. ჩემი ობიექტივებიც დაკაწრულებია, წინიდანაც და უკნიდანაც. გააჩნია რანაირი ნაკაწრია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted August 23, 2011 Share Posted August 23, 2011 მეეჭვება რომ მაგ ლინზას აუტოფოკუსი ჰქონდეს, თუ ამის გარდა სხვა ლინზა არ გაქვს კიდევ ძნელია ყველაფრისთვის მანუალ ლინზა გამოიყენო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted August 23, 2011 Share Posted August 23, 2011 ის ლინზა რაც დავწერე არ ღირს ხო 80-ად? 46-83 თუ რაღაც ამდაგვარი იყო... დილითი მივიდე ვითომ? რავი სამსახურიდან ადრე წავედი დღეს და ვნახავთქო და ზოგი კი ალაგებდა უკვე მარა მაინც იყვნენ.... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted August 23, 2011 Author Share Posted August 23, 2011 ის ლინზა რაც დავწერე არ ღირს ხო 80-ად? 46-83 თუ რაღაც ამდაგვარი იყო... დილითი მივიდე ვითომ? რავი სამსახურიდან ადრე წავედი დღეს და ვნახავთქო და ზოგი კი ალაგებდა უკვე მარა მაინც იყვნენ.... კაცო მე რავა გითხრა გიღირს თუ არა მიდი, მოარგე, გადაიღე ფოტო, ნახე მუშაობაში როგორია, ხომ საქმისთვის გინდა (თუ კოლექციას აგროვებ? ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted August 23, 2011 Share Posted August 23, 2011 http://www.graf.ge/index.php?showtopic=11932 აბა ნახე იქნებ დაგიკლოს თუ არ გაუყიდია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted August 23, 2011 Share Posted August 23, 2011 არა გაყიდა მაგან თორე მივწერე უკვე არადა შემეძლო მაგის ყიდვა , მარა რო არ მეჩქარებოდა მაგიტომ არ ვიყიდე თავიდან და მერე ქე გაყიდა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted August 23, 2011 Share Posted August 23, 2011 ცუდია :შ GO-ში 150 ღირს და თუ გაქვს მაგდენი ბარემ იყიდე, GO-ს თუ არ ექნება ზახარას ექნება უეჭველი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted August 23, 2011 Share Posted August 23, 2011 ნიკის ხო მივწერე ამ დღეებში და არაფერი გვაქვენ იაფინიო და :| ზახარა ვინაა ან სადაა? რომელი აქვთ ისე 150-ად? 18-55-ი? (VR-იიანი თუ გარეშე?) ისე ამის კიტი გაასწორებდა 18-105... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted August 23, 2011 Share Posted August 23, 2011 VR-ს გარეშე, ზახარა არის "დეცკი მირის" უკან უნდა ჩაუყვე გზას და მარჯვენა მხარეს შესახვევია, ნუ მაგ ტერიოტორიაზე ლუბოის ჰკითხე და გეტყვიან სადაა. ნიკის კითხე და გაგიგებს, ზახარა ამარაგებს საქონელით GO-ს როგორც ვიცი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.