X-treme user Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 როგორც ინფორმაციული წყარო იუწყება, კომპანია Logitech-მა სინგაპურში წარადგინა თავისი ახალი ქმნილება - კლავიატურა К400. ნაწარმი ნაკლებად იქნებოდა ანალოგებისგან გამორჩეული, რომ არა ერთი თავისებურება - ისეთი ტიპის ჩაშენებული სენსორული პანელი, როგორიც ნოუთბუქებში გამოიყენება. სამწუხაროდ, მონიტორის ან ტელევზორის ეკრანზე კურსორის მართვისათვის, აუცილებელი გახდა ციფრულ ბლოკზე უარის თქმა, რომლის ნაცვლად სწორედ 3,5-დუიმიანი, აღნიშნული დეტალი განათავსეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროდუქტის სიგრძე 10 სმ-ით გადააჭარბებდა საშუალო-სტატისტიკურს და აქედან გამომდინარე, ის არც თუ ისე მოსახერხებელი გამოვიდოდა. შეხება-მგრძნობიარე პანელზე განლაგებულია ორი ღილაკი, რომელთა დანიშნულებაც ტრადიციულად, მაუსის მსგავსია. Logitech К400-ის კომპლექტაციაში შესულია მიმღები Unifying-ი, რომელთან კავშირიც მყარდება 2,4 გჰზ-იანი რადიოტალღის მეშვეობით. გარდა ამისა, მასთან აგრეთვე შესაძლებელია Logitech-ის უკაბელო და თავსებადი, კიდევ ხუთი მოწყობილობის ჩართვა. პროდუქტის მოქმედების რადიუსი 10 მეტრს შეადგენს, ხოლო განცხადებული ავტონომიური მუშაობის ხანგრძილოვობა, ერთ ელემენტზე, 1 წელია. რეკომენდირებული ღირებულება 59$-ია. VR-Zone, IXBT 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OverDozeD Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 სამწუხაროდ, მონიტორის ან ტელევზორის ეკრანზე კურსორის მართვისათვის, აუცილებელი გახდა ციფრულ ბლოკზე უარის თქმა ეს ცოტა ვერ გავიგე რას ნიშნავს. საინტერესოა მულტიტაჩი თუ აქვს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted July 13, 2011 Author Share Posted July 13, 2011 იგულისხმება Numpad-ის არქონა. მულტითაჩზე ნახსენები არაფერი იყო, როგორც ჩანს, არ აქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 2ივე ქონოდა და ცოტა გრძელი ყოფილიყო მგონი უკეთესი იქნებოდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OverDozeD Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 არაფერში არ მჭირდება numpad სახლის პირობებში. სამსახურის კიმპზე აუცილებელია ჩემთვის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 ვისთვის როგორ, მე რიცხვები, მოქმდებები და Alt სიმბოლოები მჭირდება ხოლმე და ჩემვის აცულებელია თან ამას ისრბეი შეერთებული აქვს სხვა კონპკებთან და ეგეც არ მომწონს, არც ის 9 კნოპკა არააქვს ცალკე ლეპის კლავატურაა რა პრაქტიკულად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 31, 2011 Share Posted August 31, 2011 კარგი რამეა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted August 31, 2011 Share Posted August 31, 2011 გუთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.