Jump to content

Kepler არქიტექტურა


Recommended Posts

:huh: მერე ვინ ცვლის? რო ვყიდდი ფული მინდოდა :cry: კი მოვიდა მანამდე ხელფასის დღე და ... :lol:

Link to comment
Share on other sites

  • Replies 1.6k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

New NVIDIA GeForce GTX 680 Pictures Surface http://guru3d.com/news/new-nvidia-geforce-gtx-680-pictures-surface/

Link to comment
Share on other sites

6f5b4d1ddc10.jpg

ნეტარ არიან მორწმუნენი :) ისე როგორ აქვთ გრაფიკი დახაზული, რომ არ დააკვირდე ენვიდია 2-ჯერ სწრაფი გეგონება და 7950 კი 7970-ზე 3-ჯერ ნელი :D

P.S.

ალეკო, რათქმაუნდა შენ არ გეხება

Link to comment
Share on other sites

ისაო ესაო, მთვარეზე გავფრინდებითო, ეგაა სულ? :dabolili:

Link to comment
Share on other sites

ეგ არაა პრობლემა ,მაიცნ აჯობებს "კონკურენტ" რადეონს ,უფრო ძლიერი არც დაგჭირდება ჯერ ადამიანს :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

უკანასაკნელ მომენტში, Nvidia-მ გადადო GK104 ვიდეობარათის ანონსი, რომელიც წესით, ორი დღის წინ იყო დაგეგმილი. როგორც ჩანს, სერიული ნიმუშების არსებული რაოდენობა ჯერჯერობით არასაკმარისია შეუფერხებელი მიწოდებების განხორციელებისთვის, რაც თავის მხრივ, გავრცელებული ცნობებით, გამოწვეულია აღნიშნულ 28 ნმ მიკროჩიპების არაგეგმიური შეჩერებით ტაივანურ TSMC-ს ფაბრიკებში.

ჩარლი დემერჯიანმა, SemiAccurate-იდან დაადგინა, რომ პაუზა გრძელდება თებერვლის შუა რიცხვებიდან და ეხება მხოლოდ Kepler-ს. ტექ-პროცესში შესაბამისი კორექტირებების შეტანის შემდეგ, GK104-ების წარმოება ან უკვე განახლებულია, ან ეს დღე-დღეზე მოხდება. ახალი სავარაუდო თარიღად კი უკვე 23 მარტი სახელდება.

75f0db93ba9042e3b9c90e9c961bac6e.jpg

Fudzilla კი იტყობინება, რომ GK104-ს ერქმევა GeForce GTX 680, ხოლო 'GeForce GTX 670 Ti' - უბრალოდ ერთი და იმავე გადაწყვეტილების 'მუშა' დასახელებაა. GTX 680-ის გამოყენების იდეა გაუჩნდათ Nvidia-ს მარკეტოლოგებს - Radeon HD 7970/7950 (Tahiti)-ის ანონსის შემდეგ, რადგან ეს ბარათები აღმოჩნდნენ არცთუ ისეთი სწრაფები, როგორებსაც სანტა-კლარაში ვარაუდობდნენ.

---------------------------------------------------------------

თქვენთვის უკვე ცნობილია, ახალი ერთჩიპიანი ფლაგმანი Nvidia GK104 მიიღებს სახელწოდება GeForce GTX 680-ს და კონკურენციას გაუწევს Radeon HD 7970-ს. სულ ახლახანს, ჩინურ ფორუმ Chiphell-ის ერთ-ერთმა წევრმა გამოაქვეყნა ამ პროდუქტის წინასერიული ნიმუშის ფოტოსურათები.

1d38fedbbecc41d068e528ef6f3cd198.jpg

a4f5cbde3b0cc48a0bfa77079385b06a.jpg

ეს ფაქტიურად უკვე დასრულებული სახის რეფერენსული ბარათია, რომელსაც მხოლოდ მწარმოებლის სტიკერიღა აკლია. როგორც ჩანს, ზოლიანი პრიალა საფარველი დღესაც ყურადღების ქვეშ ექცევა, ხოლო დამატებითი კვების პორტების ნაკრები შედგება 6-პინიანი PCI-E Power-ებისგან.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

6f5b4d1ddc10.jpg

ანუ საშუალოდ 15-20 პროცენტით უფრო ძლიერია ვიდრე 7970 თუმცა ეგ ენვიდიას სლაიდია და ასი პროცენტით რეალობას არ ასახავს :D

პ.ს. რა მნიშვნელობა აქვს რამდენ ბიტიანია? მთავარია წარმადობა ჰქონდეს მაღალი და თუ უნდათ 16 ბიტიანი გამოუშვიათ

Link to comment
Share on other sites

ხო ეგრეა და მთავარია ძალზე დუხოვკა არ იყოს, ნუ დრაივერების ხარჯზე შეიძლება მიაღწიონ კიდეც ეგეთ წარმადობას, ეხლა თუ სწრაფი ტემბებით მუშაობენ და რაღაცეებს ვერ ასწრებენ ბოლომდე შეიძლება თავიდან ვერ იყოს მთლათ მოტორზე დრაივერების მხრივ, თუმცა პარალერულათ რა თქმა უნდა დრაივერებზეც ინტენსიურათ მუშაობენ, ოხრათ დრაივერები გამოვა ისე კეპლერების გამოსვლის შემდეგ, ეგრე იცის ხოლმე ნვიდიამ თავიდან უფრო ხშირ-ხშირათ უშვებს ახალ დრაივერებს ახალი სერიის კარტებისთვის თუმცა ხშირ შემთხვევაში ძველ სერიებზეც ყენდება ეგ დრაივერები + ვინდოუს 8 გამოსვლასაც ემნთხვევა ეგ ყველაფერი და ეგეც შეუწყობს ხელს სწრაფ-სწრაფათ ახალი დრაივერების გამოსვლას

Link to comment
Share on other sites

ერთი დროზე დაიდოს რევიუ მარა რევიუ რათ უნდა ამ საქმეს 2 6 პინი აქ დამთავრდა ყველაფერი 350 დოლარიან კარტას 550 დოლარად გამოყრიან მხეცი ატი გპუს გამო ნამეტანი მხეცი რო შექმნეს ტახია თუ იხვი

შეკვეცილი კარტა გაიკეთონ უკან რომელსაც სრულის ფასად 550 დოლარად გაყდიან და 4-6 თვეში დადებენ რეალურ კეპლარს

ამიტომა რა ეს დედა მოკლული რა კონკურენცია საჭირო კონკურენცია მოკვდება და იქ მთავრდება წინსვლა

ინტელი აიეღეთ აგერ საკუთარ თავს უწევს უკვე კონკურენციას

Link to comment
Share on other sites

საინტერესოა ტექსტურების ახალი შესაძლებლობები

ეს ძველი

183b.jpg

ახალი „

183a.jpg

181b.jpg

:spiteful:

180e.jpg

რავი ამაზე მეტი რაღა ვთქვა :blush:

179b.jpg

179c.jpg

179d.jpg

Link to comment
Share on other sites

მიუხედავად იმისა, რომ Kepler თაობის ვიდეობარათების ოფიციალურ ანონსის მოსალოდნელ თარიღამდე უკვე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება, NDA-ს მკაცრი წესების დამცველები უკვე ვეღარ ახერხებენ ამ პროდუქტებზე ინფორმაციის ნაკადის შეჩერებას. ინტერნეტ-გამოცემა HKEPC-ის საშუალებით, ჩვენ უკვე შეგვიძლია თვალი შევავლოთ GPU GK104-ის სქემატურ აგებულებას.

ee1f8f1d0b961be97d11e263702bc105.jpg

პირველ რიგში, დადგინდა CUDA-ბირთვების ზუსტი რაოდენობა, რომელიც მართლაც 3-ჯერ აღემატება GeForce GTX 580-ისას და შეადგენს 1536 ცალს. შეგახსენებთ, რომ GK104 დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით, მისი ფართობი გახლავთ 318 მმ2 (18.55 x 17.18), ხოლო GPU-კომპონენტების იერარქიამ კი, Fermi არქიტექტურასთან შედარებით, გარკვეული ცვლილებები განიცადა.

b26e278793cb27aeb9aeb227a0262fc7.jpg

GK104 'იწყება' ნაკადების განმანაწილებელ ბლოკ GigaThread Engine-ით, გრაფიკული პროცესორი მოიცავს ოთხ კლასტერს (GPC), რომლებიც უკავშირდებიან II თაობის საერთო კეშ-მეხსიერებას (768 კბ) და 4 რასტერულს (32 ROP). თითოეული GPC-ში, თავის მხრივ, ჩადებულია 2 ცალი სტრიმ-მულტიპროცესორი, ამჯერად უკვე SMX სახელწოდებით.

7a3b1c8833f7d65146733cc2da6caf0b.jpg

SMX-ის შემადგენლობაში შესულია:



  • გაუმჯობესებული PolyMorph 2.0 გეომეტრიის ბლოკი (აგრეთვე მოიცავს ტესელატორს);
  • I თაობის (64 კბ), ინსტრუქციისა და ტექსტურების კეში;
  • 4 მგეგმავი - Warp Scheduler-ის მონაცემთა ნაკადის ჯგუფისთვის;
  • 8 ინსტრუქციების დისპეტჩერი;
  • 128 კბ ტევადობის რეგისტრის ფაილი;
  • 192 CUDA-ბირთვი;
  • SFU-ს სპეციალური ფუნქციების 32 ბლოკი;
  • LSU-ს მონაცემთა ჩატვირთვისა და შენახვის 32 ბლოკი;
  • 16 TMU-ბლოკი.

გარდა ამისა, შეიცვალა გრაფიკული პროცესორის ტაქტური სიხშირეების განსაზღვრის სისტემაც. დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ NVIDIA-მ უარი განაცხადა Hotclocks-კონცეპციის მომავალ გამოყენებაზე, რომელიც გულისხმოვს ორმაგ განსხვავებას GPU-ბირთვისა და შეიდერულ დომენის სიხშირეს შორის - დინამიური რეგულირების ტექნოლოგიის სასარგებლოდ, დატვირთვის შესაბამისად. თუმცა, არსებული სლაიდების მეშვეობით, მაინც რთულია ამ ინოვაციის ყველა თავისებურების გაგება.

ახლა კი, მოდით გადავიდეთ GeForce GTX 680-ის წარმადობაზეც და შევადაროთ ის კომპანიის წინა თაობის ფლაგმან GeForce GTX 580-ს და საპირისპირო ბანაკის რაინდ Radeon HD 7970-ს. ტესტები გატარებულ იქნა არა თვითონ NVIDIA-ს და არც მის დაინტერესებულ პარტნიორების, არამედ HKEPC-ის სპეციალისტების მიერ.

3f5e117e841eb61ac206289676f99aea.jpg

ტესტური სტენდი ამგვარია:



  • სისტემური დაფა - ASUS Rampage IV Extreme;
  • პროცესორი - Intel Core i7-3960X (ქარხნული სიხშირეებით);
  • ოპერატიული მეხსიერება - 8 გბ GeIL EVO 2 DDR3-2200 (4 ცალი 2 გბ-იანი მოდული)

.

შედარება წარმოებდა 3DMark 2011 და Unigine Heaven ბენჩმარკებში (ვერსია არ ზუსტდება), აგრეთვე კომპიუტერულ თამაშებში: Battlefield 3, Batman: Arkham City, Call of Duty: Modern Warfare 3 და Lost Planet 2. ყველა შემთხვევაში გაფართოება შეადგენდა 1920x1080 პიქსელს, ალიასინგის დონე კი - 8x MSAA-ს.

33f76438b4fce835566cf134b0687f68.png

d99aed652d57fe41c687d13255c846f1.png

54bc42722a0966939befa0463221d07c.png

194fe1f3618dba60e180e79a11dba1c7.png

64c346453e1b52d6d2a2895af9125246.png

9a9eea5c616dc2a6fe2fed1ee24d6340.png

0c3865b0988301eb661f30ce4146e735.png

6d179847e8ae8b3b1e5a3652db3864f9.png

a8d4ae96917caf8fbe736045efc085ac.png

როგორც უკვე იცით, შეიცვალა ალიასინგის ალგორითმიც. შეგახსენებთ, რომ ამ ტექნოლოგიამ მიიღო სახელწოდება TXAA და უზრუნველყოფს ხარისხს, რომელიც 16x MSAA რეჟიმის შესაბამისია, ამასთან, დატვირთვა GPU-ზე შეადგენს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ეს არის 2x MSAA-ის დროს. გარდა ამისა, Kepler თაობის ვიდეობარათები მიიღებენ ახალ 'ადაპტირებულ' V-Sync-სა და გამოსახულების ერთდროულად 4 მონიტორზე გამოტანის შესაძლებლობას, ყოველივე დამატებითი მოწყობილობების გარეშე.

33a389f8c209e3614cc7f715fd57c1b0.jpg

TXAA-ალიასინგი ორი სახისაა:



  • TXAA1 - ტვირთავს GPU-ს 2x MSAA-ის მსგავსად და იძლევა გამოსახულებას, რომელიც ხარისხით უთანაბრდება 16x MSAA-ს;
  • TXAA2 - დატვირთვა 4x MSAA-ის შესაბამისია, მაგრამ გამოსახულების ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ეს შესაძლებელია 16x MSAA-ის დროს.

7fb42b7e46dc5c3392f8efac80ff283c.jpg

ვერტიკალური სინქრონიზაციის ადაპტირებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ მძიმე სცენების დროს, შეზღუდულ იქნას კადრების სიხშირე - ეკრანის განახლების მაჩვენებელზე უფრო დაბალ დონეზე, რითაც მოხდება არასასიამოვნო არტეფაქტების გაჩენის თავიდან აცილება. გარდა ოთხი მონიტორისა, NVIDIA-ს ახალმა GPU-ებმა შეითვისეს ტექნოლოგია 3D Vision Surround, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სტერეოსკოპული გამოსახულების გამოტანა ერთდროულად სამ დისპლეიზე.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ისე რა იყო მართლა ეგ 7950 რომ გაასწორეს მიწასთან ნვიდიას სლაიდზე ლოლ http://www.3dnews.ru/news/626047/ რეალურათ რისი თავი აქვს მალე გავიგებთ აბზორებში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.