Jump to content

საკრედიტო ბარათის ზომის მობილური CM1


Recommended Posts

საკრედიტო ბარათის ზომის ეს მობილური ტელეფონი შემჩნეული იყო გამოფენებზე Computex და CommunicAsia 2011. ასეთი მოკრძალებული ზომების მქონე მოწყობილობა სმარტფონი არაა; პირიქით, ეს ძალიან ჩვეულებრივი ტელეფონია ბაზური ფუნქციებით და ქსელების GSM ოთხი დიაპაზონის მხარდაჭერით.

cm1-card-phone.jpg

scr_73013.jpg

CM1-ის ზომებია 85,5×55,6×6,9 მმ, ტელეფონის სიგრძე და სიგანე ნამდვილად პლასტიკური ბარათისას ჰგავს, სისქე კი მასზე გაცილებით მეტია, ამიტომ საფულეში საკრედიტო ბარათებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში იგი ვერ ჩაეტევა. ტელეფონის წონაა 38 გრამი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯიბეში მას პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ. CM1-ის ფუნქციების ასორტიმენტი მინიმალურია, მასში შედის კონტაქტების სიაში 500 ჩანაწერის შესაბამისი მეხსიერება, საათი მაღვიძარით და კალკულატორი. საწყისი დონის ტელეფონისთვის მეტი არცაა საჭირო.

ესეც ვიდეო:

წყარო: http://coolest-gadgests.blogspot.com

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

გმადლობ სიახლისთვის ილიკო :thumbsup:

მემგონი კიდევ შეიძლება დაპატარავება, მაგრამ მერე ჯიბეში ვეღარ იპოვის კაცი :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

მაგრამ მერე ჯიბეში ვეღარ იპოვის კაცი

ჩაგეთვალა :rofl2: ,ისე საკაიფო რამეა

Link to comment
Share on other sites

გმადლობ სიახლისთვის ილიკო :thumbsup:

მემგონი კიდევ შეიძლება დაპატარავება, მაგრამ მერე ჯიბეში ვეღარ იპოვის კაცი :chojinfc:

http://surfpk.com/worlds-top-10-smallest-mobile-cell-phones/-0346

Link to comment
Share on other sites

წესით SMS საც უნდა აგზავნიდეს რაღაც ასოები აწერია :user:

მამენტ შეიძლება ნომრის ჩასაწერად აქვს ეგ ციფრები :xeli:

Link to comment
Share on other sites

ნეტა SMS-ის გაგზავნა შეუძლია თუ მარტო რეკავს :chojinfc:

მიშა ამაზე სმს-ის დაწერა ტანჯვის ტოლფასი იქნება. :D :lool:

Link to comment
Share on other sites

რაღა მისვლა უნდა პანასონიკები რო იყო ადრე ჩვენთან "მოდაში" არ გახსოვთ? ასანთის კოლოფის ზომის იყო მგონი

Link to comment
Share on other sites

რაღა მისვლა უნდა პანასონიკები რო იყო ადრე ჩვენთან "მოდაში" არ გახსოვთ? ასანთის კოლოფის ზომის იყო მგონი

არადა რა საზიზღრობა ტელეფონი იყო

მანდ შეწყვიტეს დაპატარავება და მიხვდნენ რო აზრი არ ქონდა

ერთი პერიოდი ზედიზედ ტრენდი წავიდა ვინ უფრო თხელ და პატარა ტელეფონს გამოუშვებდა

ნუ გასაუმჯობესებელი ბევრი იყო

რამის კილოიანი ტელეფონებიდან ჩამოწიეს 50 გრამზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.