Jump to content

AMATech - როცა დიზაინი გადამწყვეტია


Recommended Posts

დღეისათვის გაგრილების სისტემათა მომხმარებლები შეიძლება დავყოთ ჯგუფებათ მათი იმ მოთხოვნილებებისდა მიხედვით, რომლებსაც ისინი უყენებენ თავიანთ ქულერებს. პირველი ჯგუფი არის ხალხი, რომლებსაც უბრალო BOX ქულერები აქვთ და სულ არ აინტერესებთ გაგრილედება თუ არა მათი პროცესორი. მეორე ჯგუფი აერთიანებს ადამიანებს, რომელთათვისაც უმთავრესია რაც შეიძლება დაბალი ტემპერატურა იქნეს შენარჩუნებული. ამ ჯგუფში ძირითადად ოვერქლოქერები შედიან და მესამე ჯგუფი უკვე მოდინგზე და ზოგადად დიზაინზე შეყვარებული ხალხით კომპლექტდება. მათ შორის ბევრია გეიმერი. ცალკეა წყლის გაგრილების სისტემათა მომხმარებლების ჯგუფი.

ალბათ დაგაინტერესებთ რატომ დავწერე ზემოთმოყვანილი კლასიფიკაცია. ამის პასუხი კი არის AMATech. ეს არის კომპანია, რომელიც გაგრილების სისტემებს აწარმოებს (თუმცა კვების ბლოკებიც აქვს გამოშვებული). ის ორივე სეგმენტზეა ორიენტირებული: ჰაერის და წყლის გაგრილების სისტემებზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ზღვარსგადასული ექსტრავაგანტულობით. შეიძლებოდა მეთქვა თამამი დიზაინით მეთქი მაგრამ ეს სიტყვა უფრო შეეფერება. ალბათ მიხვდით, რომ AMATech-ის პროდუქცია გეიმერებზე და მოდინგზე შეყვარებული ხალხისთვისაა განკუთვნილი. სახელებიც ისეთი აქვს შერჩეული გეგონება მათ ნათლიას მარტო ბეჭდების მბრძანებელი აქვს ნაყურები და warcraft ნათამაშებიო.

დავიწყოთ ჰაერის გაგრილების სისტემებით. მოდელი ნომერი 1, სახელად Assassin ეწოდება. დიზაინი რას ნიშნავს თუ არ იცით, მაშინ ამის ნახვის შემდეგ გაიგებთ.

4cf89904dc09.jpg

36dafe520fe0.jpg

ქულერი მთლიანად წითელ ფერშია გაწყობილი და სავარაუდოდ ეფექტურიც იქნება რადგან სპილენძითაა ნაშენი.

8eeeb4b9c950.jpg

716dff8dfa28.jpg

იგი თავსებადია როგორც Intel-ის, ისე AMD-ს ყველა ბოლო და ამჟამად გამოყენებად სოკეტებთან. 750 გრამს იწონის, 6 სპილენძის სითბური მილაკი აქვს და მისი ფენი საშუალოდ 18 dBA ხმას გამოსცემს.

შემდეგი მოდელი Phantom შედარებით უფრო თავშეკავებული დიზაინის გახლავთ. მონიკელებული 6 სპილენძის სითბური მილაკი აქვს და 679 გრამს იწონის. რათქმაუნდა ორივე მტრული ბანაკის ბოლო თაობის ყველა სოკეტის მხარდაჭერა გარანტირებულია. დავტკბეთ მისი შესახედაობით.

f89c5922c911.jpg

84c2c71a69f4.jpg

როგორც ხედავთ, ეს მოდელი ლურჯ ფერზე აკეთებს აქცენტს.

a8e1e701868b.jpg

58bacb4886b6.jpg

Orc - შექმნილია WOW-ის თამაშის შემდეგ თავისუფალ დროს. დიზაინი აშკარად ამ სუპერპოპულარული ონლაინ თამაშის გავლენითაა შემუშავებული, სახელიც.

7498b6ddd4ac.jpg

ac2efb5cb3fd.jpg

სპილენძის 6 სითბური მილაკი და სარკესავით გაპრიალებული ძირი აქვს. სულ რაღაც 660 გრამს იწონის.

aaa3eb8352c9.jpg

f8348afa2ee7.jpg

Elf - დიზაინერი ალბათ კაიფში იყო ამას რომ ამზადებდა, მაგრამ ექსტრავაგანტული კი გამოუვიდა.

901fc64956e5.jpg

268271089a28.jpg

მას რასაკვირველია აქვს 6 სპილენძის სითბური მილაკი. 670 გრამს იწონის, ყველა თანამედროვე სოკეტი მხარდაჭერილია. 20 დეციბალ ხმაურს კი აიტანს კაცი.

dd372f205194.jpg

02001c2278e9.jpg

ფენი 92 მილიმეტრიანი უყენია და მეეჭვება სერიზულად გააგრილოს.

Stormblazer - საშიში დასახელების ქულერი. მასაც 6 სპილენძისგან დამზადებული სითბური მილაკი აქვს, რომლებსაც 120 მილიმეტრიანი ჩუმი ფენი აგრილებს. 890 გრამს იწონის სულ.

a5be7251d736.jpg

6fd5aba1a65c.jpg

მხარდაჭერილია დღეს გავრცელებული ყველა სოკეტი.

042a155d9a0d.jpg

a3f0b7438b84.jpg

მოგვიანებით აქ წარმოდგენილი ქულერების ტესტირებასაც შემოგთავაზებთ. ვნახოთ რამდენად ძლიერები არიან საქმეში.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

:thumbsup:

თითქმის ყველა წოწზეა

ორკები ელფები იარაღის სახელები

ორკი გავს ყველაზე მეტად პერსონაჟს

Link to comment
Share on other sites

:thumbsup:

თითქმის ყველა წოწზეა

ორკები ელფები იარაღის სახელები

ორკი გავს ყველაზე მეტად პერსონაჟს

ლ2შიც არის მაგრამ 2ივეს დავაფსი თავზე :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

ეჰ LEON... შენდამი დიდი პატივისცემის გამო, კომენტარისგან თავს შევიკავებ :)

თქვი, მიშა. ბოშყო თუ მეწყინოს..

Link to comment
Share on other sites

ძაან მითიურ კოსმიური ვიდი აქ

ჩემი გემოვნება არაა

ამას მოშნი და გრუბი 1 კილოიანი რადიატორი მირცევნია დაღუნული ფინებით

მაგრამ უდავოდ ლამაზია და კლიენტურა ეყოლება

Link to comment
Share on other sites

მინდააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა :bliss:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.