westsider Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 მოგესალმებით უკვე 1 წელიწადია პაუზა მაქვს აღებული 3D ბენჩმარკებიდან.გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო ვერ ხდებოდა რამდენიმე კარგი ვიდეოდაფის ძლიერ პლატფორმაზე გატესტვა შედეგი ის იყო რომ რეკორდებად იდო იგივე შედეგები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ეს ყველაფერი შეიცვლება დღეს ! დავიწყებ სისტემის აღწერით: პროცესორი: სენდი ბრიჯი 2600K დედადაფა: ასუსის P8P67 პრო მეხსიერება: თიმგრუპის Xტრიმ 2000 4X2GB გაგრილება: თერმალრაითის სილვერ ეროუ ვიდეოდაფები: 2 ცალი გიგაბაიტის 580 GთX 3 ფენიანი გაგრილებით კვების ბლოკი: სუპერფლაუერის ამაზონი 1000 ვატი მყარი დისკი: სამსუნგის 4 ცალი 1 ტერაბაიტიანი F3 რაიდ0 ში რაზგონის მიახლოებითი აღწერა: პროცესორი,მეხსიერება და დედადაფა წინასწარ მქონდა რა თქმა უნდა გატესტილი და ზუსტად ვიცოდი ჰაერის გაგრილებაზე რა სიხშირეებზე შეიძლებოდა უპრობლემოდ გატარება.ამაში რა თქმა უნდა დრო არ დამიკარგავს. ასუსის პროფილ მენეჯერიდანვე დავბუტე 5200 მეგაჰერცი,მეხსიერება 2240 მეგაჰერცზე და ვინდოუს7 64 დაიბუტა. გასაგრილებლად სილვერ ეროუს ეხმარებოდა ტაუერებზე 2 140 მილიმეტრიანი ფენი და კეისის ზემოდან ასევე კიდევ 2 140 მილიმეტრიანი,კეისის წინიდან 2 ცალ 120იანს ჰაერი შექონდა და უკნიდან ერთ 120იანს ცხელი ჰაერი გაჰქონდა. პირველივე ბენჩში გავატარე მხოლოდ ვენტეიჯის GPU ტესტი.მაინტერესებდა სადამდე შეძლებდა ვიდეოდაფების დუეტი წასვლას.სამწუხაროდ აღმოვაჩინე რომ საქართველოს რეკორდის და მეორე ადგილის ავტორებს საკმაოდ ცუდად ქონდათ ვიდეოტესტი გატარებული.ნუ ეს ჩემთვის გაუგებარი მიზეზებიდან მოხდა.ერთ მათგანს რომ მოსვლოდა კიდე ,ჰო,მაგრამ ორივეს იგივე ზონაში აქვთ ქულა.ერთი მხრივ კი დრაივერის განახლებას ვერავინ დააბრალებს 5000 ქულიან სხვაობას.სადღაც 500 ქულის ფარგლებში კიდევ რეალური იქნებოდა. აქვე ვდებ სეტაპის გალერეას: ვენტეიჯის რეკორდის დასამხობად დამჭირდა არამარტო ტაქტის გაზრდა არამედ ვიდეოდაფების ოვერვოლტიც. სტანდარტული 1.0V დან 1.15V მდე აწევით 952 მეგაჰერცი დასტაბილურდა და ჯამური გრაფიკული ქულა 50000ს გადაცდა. აქვე ახალი რეკორდის სქრინშოტი შემდგომ ჯერი მიდგა 3D 2006 ის რეკორდზე. ოლმარკის 33.7K წელიწადზე მეტხანს იყო ოქროს თასით. ბოლოს სოსო ექიმმა შეძლო და მოხსნა შედეგი 35700 ქულით. ამჯერად კი უკვე ვუახლოვდებით 40Kს და ახალი რეკორდი ჰაერზე 37300 მესამე ბენჩმარკი ჩვენ 3D შეჯიბრში გახლავთ 3D მარკ 2005 სამწუხაროდ ამ ბენჩმარკს ნაკლებად ადარდებს რომელი თაობის და რა სიძლიერის ვიდეოდაფა გაქვთ.მთავარი კოზირი გახლავთ პროცესორის მაქსიმალური ტაქტი. სოსო ექიმს რეკორდი ჰქონდა 5400 მეგაჰერცზე გატარებული და იმის გათვალისწინებით , რომ ჩემი პროცესორი ჰაერზე მხოლოდ 5200ზე მუშაობს ,ძალიან გამიჭირდა ამ რეკორდის დამხობა თუმცა ძველი და ცნობილი ,ჩემი პირადი საფირმო ტვიკ/ხრიკის გამოყენებით რეკორდი 2000 ქულით გაუმჯობესდა *ხრიკი გახლავთ გამორთული ბირთვები.ამ დროს დარჩენილ ბირთვებს ემატება მეხსიერების წარმადობა რასაც ის ორი გამორთული იხმარდნენ და 2005 ში ეს აისახება ქულებში 48000 ახალი რეკორდი ეს გახლავთ ჩემი პრეტესტი სანამ პროცესორი გაიყინება.ეს მოხდება სავარაუდოდ 12 ივნისს ან ყველაზე გვიან 14 ივნისამდე. დავამატებდი კომენტარს კვების ბლოკზე.იდეაში სუპერფლაუერი კაცმა არ იცის და ისე ისმის როგორც უცნობი და ნაგავი კვება. თუმცა ეს რომ ასე არ იყო ,ყიდვამდე და ამ ბენჩამდეც მშვენივრად ვიცოდი. 1000 ვატიანი კვება დაჯდა 95 ევრო და მიახლოებით 40% ით იაფია ყველა სხვა მსგავსი სიმძლავრის კარგი კვებებისგან ახლა კი ლოადინგი და მიღწეული წარმადობა კვებაზე შედეგები გატესტილია სტოკზე,ასევე 900 გპუ და პროცესორი 5.2ზე,მერე 930 გპუ და პროცესორი 5.2ზე და ესეც ვენტეიჯის რეკორდის დადებისას დაფიქსირებული მოხმარება 840 ვატიან სუფთა დატვირთვაზე კვება ოდნავაც არ გამთბარა.მწარმოებლის ინფორმაციით 960 ვატი გახლავთ მაქსიმალური სიმძლავრე.ტემპერატურის გათვალისწინებით რაც მე აქ 840 ვატზე მქონდა,ვიტყოდი, რომ ეს კვება უპრობლემოდ გაუძლებს 1100 ვატს. ასევე დავაფიქსირე ამ დატვირთვაზე ძაბვის თამაში თუ მოხდებოდა ან ვარდნა არანაირი ცვლილება არ მომხდარა არც 12V, არც 5V და არც 3.3V რეილებზე 840 ვატზე იდეალურად სტაბილურად ეკავა 12.190 ვოლტი http://www.super-flower.de/index.php?id=78 დიდი მადლობა ყურადღებისთვის westsider © overclockers.ge 9 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 საღოლ ზურა, მაგარია ძალიან! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 ყოჩაღ :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted June 5, 2011 Author Share Posted June 5, 2011 პორტალზე ვინ გაიტანს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 პორტალზე მე გავიტან მარა თავიდან სურათი ჩასვი რა რამე პირდაპირ ტექსტებით რომ დავიწყო უინტერეოა სურათი რომ ჩანს ტექსტის დასაწყისში ჯობია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 საღOლლლლლლლლლლლლლლ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 გუდ ჯობ მენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted June 5, 2011 Author Share Posted June 5, 2011 პორტალზე მე გავიტან მარა თავიდან სურათი ჩასვი რა რამე პირდაპირ ტექსტებით რომ დავიწყო უინტერეოა სურათი რომ ჩანს ტექსტის დასაწყისში ჯობია OK წავა ასე ? :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 OK წავა ასე ? ეგრე რა გავიტანე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted June 5, 2011 Author Share Posted June 5, 2011 კაია კაი პოსტი გამოვიდა შემდეგ კვირაში კიდე ერთი მსგავსი ტემა გაიხსნება ამჯერად ექსტრიმის და იქამდე იქნებ სადმე წესიერი სარაზგონო სოფტი ვიპოვო 580ებს ენვიდია ინსპექტორი გპუს ვერ ურაზგონებს ხოდა მაქედან ძაბვას ვწევ და ჩართულს ვტოვებ და ტაქტს ვცვლი მიკროსტარის Afterburner ით თან 1.15V არის მაქსიმუმი რაც ყენდება ამ ინსპექტორიდან და გაგრილება უძლებს საკაიფოდ,1.20მდე შეიძლებოდა წასვლა და სავარაუდოდ 1000 მჰც გაიტესტებოდა ჰაერზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 მაგარ ზურა! მშვენიერი შედეგებია! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 გმირი ხარ ზურა, გმირიი!! :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 HTC Hero ძალიან მაგარია! საღოლ! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted June 5, 2011 Author Share Posted June 5, 2011 მადლობა ყველას :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ზუბა Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 west როგორც ყოველთვის უძლიერესია :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 საღოლ ზურა მაგარი შედეგებია! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted June 5, 2011 Author Share Posted June 5, 2011 ეს მხოლოდ შესავალია ჯერ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Milyyy Posted June 7, 2011 Share Posted June 7, 2011 სგსგ ზურაბა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Eip Ococh Posted June 7, 2011 Share Posted June 7, 2011 ძალიან მაგარია ! :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted June 7, 2011 Share Posted June 7, 2011 ეს მხოლოდ შესავალია ჯერ კულმინაცია რა იქნება მაშინ :spiteful: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ზუბა Posted June 8, 2011 Share Posted June 8, 2011 კულმინაცია რა იქნება მაშინ რა და მაგ პროცის გაყინვა ;) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted June 8, 2011 Share Posted June 8, 2011 ზურა ეს სცადე ? http://forums.guru3d.com/showpost.php?p=3992506&postcount=5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted June 8, 2011 Author Share Posted June 8, 2011 Kი მაქ ეგ ukve Gpu 1020 midis 1.213v ze Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted June 8, 2011 Share Posted June 8, 2011 ეგ ლიმიტი აქვს ყველა ფერმის ძაბვა მაგის მერე OCP მოდი უნდა soft voltmodi აღარ გამოვა დალშე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted June 8, 2011 Share Posted June 8, 2011 რა და მაგ პროცის გაყინვა მეტი არაფეირ? :drug: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.