Jump to content

3D რეკორდების წვიმა


Recommended Posts

მოგესალმებით :)

უკვე 1 წელიწადია პაუზა მაქვს აღებული 3D ბენჩმარკებიდან.გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო ვერ ხდებოდა რამდენიმე კარგი ვიდეოდაფის ძლიერ პლატფორმაზე გატესტვა

შედეგი ის იყო რომ რეკორდებად იდო იგივე შედეგები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.

ეს ყველაფერი შეიცვლება დღეს :)! :)

w1ygn.jpg

დავიწყებ სისტემის აღწერით:

პროცესორი: სენდი ბრიჯი 2600K

დედადაფა: ასუსის P8P67 პრო

მეხსიერება: თიმგრუპის Xტრიმ 2000 4X2GB

გაგრილება: თერმალრაითის სილვერ ეროუ

ვიდეოდაფები: 2 ცალი გიგაბაიტის 580 GთX 3 ფენიანი გაგრილებით

კვების ბლოკი: სუპერფლაუერის ამაზონი 1000 ვატი

მყარი დისკი: სამსუნგის 4 ცალი 1 ტერაბაიტიანი F3 რაიდ0 ში

რაზგონის მიახლოებითი აღწერა:

პროცესორი,მეხსიერება და დედადაფა წინასწარ მქონდა რა თქმა უნდა გატესტილი და ზუსტად ვიცოდი ჰაერის გაგრილებაზე რა სიხშირეებზე შეიძლებოდა უპრობლემოდ გატარება.ამაში რა თქმა უნდა დრო არ დამიკარგავს.

ასუსის პროფილ მენეჯერიდანვე დავბუტე 5200 მეგაჰერცი,მეხსიერება 2240 მეგაჰერცზე და ვინდოუს7 64 დაიბუტა.

გასაგრილებლად სილვერ ეროუს ეხმარებოდა ტაუერებზე 2 140 მილიმეტრიანი ფენი და კეისის ზემოდან ასევე კიდევ 2 140 მილიმეტრიანი,კეისის წინიდან 2 ცალ 120იანს ჰაერი შექონდა და უკნიდან ერთ 120იანს ცხელი ჰაერი გაჰქონდა.

პირველივე ბენჩში გავატარე მხოლოდ ვენტეიჯის GPU ტესტი.მაინტერესებდა სადამდე შეძლებდა ვიდეოდაფების დუეტი წასვლას.სამწუხაროდ აღმოვაჩინე რომ საქართველოს რეკორდის და მეორე ადგილის ავტორებს საკმაოდ ცუდად ქონდათ ვიდეოტესტი გატარებული.ნუ ეს ჩემთვის გაუგებარი მიზეზებიდან მოხდა.ერთ მათგანს რომ მოსვლოდა კიდე ,ჰო,მაგრამ ორივეს იგივე ზონაში აქვთ ქულა.ერთი მხრივ კი დრაივერის განახლებას ვერავინ დააბრალებს 5000 ქულიან სხვაობას.სადღაც 500 ქულის ფარგლებში კიდევ რეალური იქნებოდა.

აქვე ვდებ სეტაპის გალერეას:

7toik_thumb.jpg9a8lb_thumb.jpgq97oa_thumb.jpgpqh8a_thumb.jpg88kxs_thumb.jpg8jb1h_thumb.jpgfko91_thumb.jpg6dxnd_thumb.jpg

ვენტეიჯის რეკორდის დასამხობად დამჭირდა არამარტო ტაქტის გაზრდა არამედ ვიდეოდაფების ოვერვოლტიც. სტანდარტული 1.0V დან 1.15V მდე აწევით 952 მეგაჰერცი დასტაბილურდა და ჯამური გრაფიკული ქულა 50000ს გადაცდა.

აქვე ახალი რეკორდის სქრინშოტი

gluf4_thumb.jpg

შემდგომ ჯერი მიდგა 3D 2006 ის რეკორდზე. ოლმარკის 33.7K წელიწადზე მეტხანს იყო ოქროს თასით. ბოლოს სოსო ექიმმა შეძლო და მოხსნა შედეგი 35700 ქულით.

ამჯერად კი უკვე ვუახლოვდებით 40Kს და ახალი რეკორდი ჰაერზე 37300

oym87_thumb.jpg

მესამე ბენჩმარკი ჩვენ 3D შეჯიბრში გახლავთ 3D მარკ 2005

სამწუხაროდ ამ ბენჩმარკს ნაკლებად ადარდებს რომელი თაობის და რა სიძლიერის ვიდეოდაფა გაქვთ.მთავარი კოზირი გახლავთ პროცესორის მაქსიმალური ტაქტი. სოსო ექიმს რეკორდი ჰქონდა 5400 მეგაჰერცზე გატარებული და იმის გათვალისწინებით , რომ ჩემი პროცესორი ჰაერზე მხოლოდ 5200ზე მუშაობს ,ძალიან გამიჭირდა ამ რეკორდის დამხობა

თუმცა ძველი და ცნობილი ,ჩემი პირადი საფირმო ტვიკ/ხრიკის გამოყენებით რეკორდი 2000 ქულით გაუმჯობესდა

*ხრიკი გახლავთ გამორთული ბირთვები.ამ დროს დარჩენილ ბირთვებს ემატება მეხსიერების წარმადობა რასაც ის ორი გამორთული იხმარდნენ და 2005 ში ეს აისახება ქულებში :)

48000 ახალი რეკორდი

1yqb9_thumb.jpg

ეს გახლავთ ჩემი პრეტესტი სანამ პროცესორი გაიყინება.ეს მოხდება სავარაუდოდ 12 ივნისს ან ყველაზე გვიან 14 ივნისამდე.

დავამატებდი კომენტარს კვების ბლოკზე.იდეაში სუპერფლაუერი კაცმა არ იცის და ისე ისმის როგორც უცნობი და ნაგავი კვება. თუმცა ეს რომ ასე არ იყო ,ყიდვამდე და ამ ბენჩამდეც მშვენივრად ვიცოდი.

1000 ვატიანი კვება დაჯდა 95 ევრო და მიახლოებით 40% ით იაფია ყველა სხვა მსგავსი სიმძლავრის კარგი კვებებისგან

ახლა კი ლოადინგი და მიღწეული წარმადობა კვებაზე

შედეგები გატესტილია სტოკზე,ასევე 900 გპუ და პროცესორი 5.2ზე,მერე 930 გპუ და პროცესორი 5.2ზე

wdmzg_thumb.jpgrz2cu_thumb.jpgmf4ga_thumb.jpgeor74_thumb.jpg

და ესეც ვენტეიჯის რეკორდის დადებისას დაფიქსირებული მოხმარება

vythm_thumb.jpg

840 ვატიან სუფთა დატვირთვაზე კვება ოდნავაც არ გამთბარა.მწარმოებლის ინფორმაციით 960 ვატი გახლავთ მაქსიმალური სიმძლავრე.ტემპერატურის გათვალისწინებით რაც მე აქ 840 ვატზე მქონდა,ვიტყოდი, რომ ეს კვება უპრობლემოდ გაუძლებს 1100 ვატს.

ასევე დავაფიქსირე ამ დატვირთვაზე ძაბვის თამაში თუ მოხდებოდა ან ვარდნა

nma38_thumb.jpg

არანაირი ცვლილება არ მომხდარა არც 12V, არც 5V და არც 3.3V რეილებზე

840 ვატზე იდეალურად სტაბილურად ეკავა 12.190 ვოლტი

http://www.super-flower.de/index.php?id=78

დიდი მადლობა ყურადღებისთვის

westsider © overclockers.ge

  • Upvote 9
  • Downvote 2
Link to comment
Share on other sites

საღოლ ზურა, მაგარია ძალიან!

Link to comment
Share on other sites

პორტალზე მე გავიტან მარა თავიდან სურათი ჩასვი რა რამე

პირდაპირ ტექსტებით რომ დავიწყო უინტერეოა

სურათი რომ ჩანს ტექსტის დასაწყისში ჯობია

Link to comment
Share on other sites

პორტალზე მე გავიტან მარა თავიდან სურათი ჩასვი რა რამე

პირდაპირ ტექსტებით რომ დავიწყო უინტერეოა

სურათი რომ ჩანს ტექსტის დასაწყისში ჯობია

OK

წავა ასე ? :)

Link to comment
Share on other sites

კაია

კაი პოსტი გამოვიდა

შემდეგ კვირაში კიდე ერთი მსგავსი ტემა გაიხსნება ამჯერად ექსტრიმის და იქამდე იქნებ სადმე წესიერი სარაზგონო სოფტი ვიპოვო

580ებს ენვიდია ინსპექტორი გპუს ვერ ურაზგონებს

ხოდა მაქედან ძაბვას ვწევ და ჩართულს ვტოვებ და ტაქტს ვცვლი მიკროსტარის Afterburner ით

თან 1.15V არის მაქსიმუმი რაც ყენდება ამ ინსპექტორიდან და გაგრილება უძლებს საკაიფოდ,1.20მდე შეიძლებოდა წასვლა და სავარაუდოდ 1000 მჰც გაიტესტებოდა ჰაერზე

Link to comment
Share on other sites

მაგარ ზურა! :) მშვენიერი შედეგებია!

Link to comment
Share on other sites

HTC Hero :miyvarxar:

ძალიან მაგარია!

საღოლ!

Link to comment
Share on other sites

საღოლ ზურა მაგარი შედეგებია!

Link to comment
Share on other sites

ძალიან მაგარია ! :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

კულმინაცია რა იქნება მაშინ :spiteful:

რა და მაგ პროცის გაყინვა ;)

Link to comment
Share on other sites

ზურა ეს სცადე ?

http://forums.guru3d.com/showpost.php?p=3992506&postcount=5

Link to comment
Share on other sites

ეგ ლიმიტი აქვს ყველა ფერმის ძაბვა

მაგის მერე OCP მოდი უნდა

soft voltmodi აღარ გამოვა დალშე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.