Jump to content

Recommended Posts

Posted

ერთი პატარა საიდუმლო უნდა გაგანდოთ

იყო დრო როცა მანეთი მანეთობდა და XP XP-ობდა თუ როგორც არის :D

ხოდა ვინდოუსის გადაყენებისას მიყვარდა მისი ფუნქცია დისკის ფორმატირების საშუალებას რომ გაძლევდა

მენიუში იყოს სწრაფი ფორმატირება (quick format)

და სრული ფორმატირება

6508281d50e7.gif

ამაზეა საუბარი...

რა თქმა უნდა quick format არასდროს მაკმაყოფილებდა და სრულ ფორმატირებაზე ვუშვებდი to be sure

ერთი ორი დღის წინ ჩვენს ერთ-ერთ წევრთან საუბრისას აღმოვაჩინე რომ სევენზე და ვისტაზე ფორმატირებას აკეთებდა სწრაფი ფორმატირებით

7e1933c4b086.jpg

რომელიც რამოდენიმე წამში მთავრდებოდა და დამერწმუნეთ ამ დროს დისკის დაფორმატება არ ხდება

უბრალოდ იშლება ფაილების სახელები

მახსოვდა შესაძლებელი იყო command prompt ფანჯრის გამოძახება და სრული ფორმატირება

სულ ახლახანს მომიწია სევენის დაყენება სისტემაზე და აღვიდგინე მეთოდი რომლითაც ხდება სრული ფორმატირება

ხოდა აი როგორ ხდება ეს:

ვიწყებთ ინსტალაციას ჩვეულებრივ და მივდივართ ამ ფანჯარამდე

(სევენზე და ვისტაზე აბსოლუტურად იდენტურია ყველაფერი)

9f0eafa8c988.jpg

აქ თუ install now-ს ავირჩევთ არაფერი გამოვა

უნდა ავირჩიოთ repair your computer !

და მივდივართ სრულიად სხვა მიმართულებით

ფაქტიურად იგივე მიმართულებით როცა XP-ზე ვიყენებდით recovery console ფუნქციას (ან არ ვიყენებდით :D)

მოკლედ ავირჩევთ repair your computer-ს და ვხედავთ ასეთ ფანჯარას

56874cdfb6c9.jpg

ველოდებით სანამ სისტემა დაასრულებს თავის ბოროტ ჩანაფიქრს: უჩვენოდ მოაგვაროს პრობლემები !

რა თქმა უნდა სისტემა ჩვენზე ბევრად უჭკუოა და ბოლოს დაგვნებდება და ისევ ჩვენ გვიტოვებს არჩევანის გაკეთების საშუალებას :D

f33145c6d3b9.png

მეორე თოლიას (პწიჩკა) თუ მოვნიშნავთ და next ღილაკს დავაჭერთ დაიწყება ყველასთვის კარგად ნაცნობი system restore პროცესი

ამოირჩევ თარიღს სადამდეც გვინდა აღვადგინოთ სისტემა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ვიცით

ხოლო თუ დავტოვებ მონიშნულს პირველ თოლიას (use recovery tools that can help... და ა.შ.) და დავაჭერთ next ღილაკს ვიღებთ ასეთ ფანჯარას:

87cb6660ccd0.jpg

აქ ათასი სისულელებია ისევ system restore ასევე system repair და ასე შემდეგ... ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ command prompt

დავაჭერთ მას და:

3f8471d320b7.png

აი ისიც, ჭეშმარიტების მომენტი ! :D

აქ უბრალოდ ავკრიფავთ format C:

მოგვთხოვს დადასტურებას, ვკრიფავთ უბრალოდ Y და ვაწვებით enter-ს

შეიძლება კიდევ ჩაგეკითხოთ მთავარია უარი არ უთხრათ :D

ბოლოს დაასრულებს თავის ნახევარ საათიან (ან მეტი :)) სრულ ფორმატირებას

მოგთხოვთ დისკის სახელის მითითებას ან enter for none (თუ ვერ მოიფიქრეთ რა დაარქვათ დისკს) დააჭერთ enter-ს და ეგ არის

ჩვენ სრულად დავაფორმატეთ C: დისკი

ამის შემდეგ უბრალოდ უნდა დავხუროთ ორივე ფანჯარა X კნოპკით და გავაგრძელოთ ინსტალაცია და დავასრულოთ ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე

ამჯერად ვირჩევთ install now-ს და არა repair

სულ ეს იყო :)

წარმატებულ ფორმატირებას გისურვებთ

  • Upvote 9
  • Replies 84
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted

gio_kiborg-ს იქ კარგად ქონდა დაწერილი რო არ უნდა ზედმეტი repair- ები, ლოდინი და ა.შ. :

cdogq.jpg

როცა ეს ფანჯარა გამოჩნდება ვაჭერთ shift+f10 და გამოჩნდება ეგრევე command prompt :)

  • Upvote 5
Posted

აი ზუსტად ამას ვეძებდი რამდენი ხანია, სად იყავი აქამდე :thumbsup: მაგარიააა მალობალ.

Posted

მალადეც! ჯერ ისევ XP დავაყენე სახლში და მეზარება 7ის დაყენება თავიდან და როცა დავაყენებ, გავითვალისწინებ ამას, იმიტომ რომ ამასწინათ რომ დავაყენე, quick format გააკეთა და მთლად წელში გამართულად არ იმუშავა და შეიძლება მაგიტომ...

კაი ინფოა, მადლობა

Shift+F10 და ეგაა :thumbsup:

Posted

ჰო ეს მეც დამჭირდა და მაშIნ ეგრე გავაკეთეთ და მივაგენით და ეს სტატია სოსოსია :) შიფტ ფ10 უფრო კაი ვარიანტია :D

Posted

აუ სულ მაინტერესებდა რომელ ფორმატს აკეთებდა მაგ დროს და თუ შეიძლებოდა სხვანაირად დიდი მადლობა ნეირონ კარგია რომ თქვი მაგრა გამომადგება.

shift+F10 ძალიან კარგი ვარიანტია და მგონი ბევრი ლაი ლაის გარეშეა. ძალიან გამოსადეგი ინფოა ნუ პირადად ჩემთვის სხვისი არ ვიცი :D

Posted

კაცისშვილი არაფერს რო არ კითხულობდით "წინა" ფორუმზე მაგის ბრალია :D

რამდენი ხნის წინ დაწერა ეს ზოზომ რო იცოდეთ :chojinfc:

ზოზო დაპოსტე რამე და მიგაერთებ თემას :chojinfc:

  • 2 weeks later...
Posted

X: Sources> მდე რომ მივდივარ რაღაც შეცდომას მიწერს რას ვერ ვაკეთებ სწორად ვერ ვხდები "პრაბელის" შემდეგ ვუთითებ ამას format C: ისეც ვსინჯე მაგრამ არა.

Posted

რა პრაბელი კაცო

X: Sources>format c:

პრაბელი format-ის შემდეგ და არა მანამდე

ესეთი ბრძანება არ არსებობს თუ რაღაც ეგეთი უნდა დაგიწეროს

პრაბელი იმიტომ შევცვალე რომ არდა არ გამოვიდა 3 ჯერ ვცადე მეტჯერ თუ არა. სწორედ მაგან დამაბნია, ზევით წერია რომ ინსტალაციამდეო. მე კდიევ ზუსტად ინსტალს რომ დავაწექი და ჩვეულებრივად გავყევი მოლოდ მაშინ მივიღე შედეგი, დავაფორმატე "სწრაფზე" და შემდეგ გავაკეთე როგორც არის ახსნილი "shift+F10".

იქნებ ვილმემ ჩაასწოროს.

ისე კი მინდა ავტორს მოუხადო დიდი მადლობა. ძალიან საჭირო რამეა და თავს კომპიუტერი დაჩიდან ახალ ჩამოსულივით გრძნობს (მე ვერ ვამჩნევ მაგრამ :) )

რა პრაბელი კაცო

X: Sources>format c:

პრაბელი format-ის შემდეგ და არა მანამდე

ესეთი ბრძანება არ არსებობს თუ რაღაც ეგეთი უნდა დაგიწეროს

პრაბელი იმიტომ შევცვალე რომ არდა არ გამოვიდა 3 ჯერ ვცადე მეტჯერ თუ არა. სწორედ მაგან დამაბნია, ზევით წერია რომ ინსტალაციამდეო. მე კდიევ ზუსტად ინსტალს რომ დავაწექი და ჩვეულებრივად გავყევი მოლოდ მაშინ მივიღე შედეგი, დავაფორმატე "სწრაფზე" და შემდეგ გავაკეთე როგორც არის ახსნილი "shift+F10".

იქნებ ვილმემ ჩაასწოროს.

ისე კი მინდა ავტორს მოუხადო დიდი მადლობა. ძალიან საჭირო რამეა და თავს კომპიუტერი დაჩიდან ახალ ჩამოსულივით გრძნობს (მე ვერ ვამჩნევ მაგრამ :) )

  • 2 weeks later...
Posted

დავაფორმატე და გეგონება საზაფხულო არდადეგებიდან ჩამოვიდაო ისე მაგრად მუშაობს :D

  • 3 weeks later...
Posted

დაისვენა კომპიუტერმა :baby: , ჯიგრები ხართ B)

  • 5 weeks later...
Posted

ისა და რა მაინტერესებს ვთქვათ ფატში თუ მინდა დაფორმატირება მაშინ რა ვქნა?

Posted

FAT დისკებთან Seven არ მუშაობს (ფლეშკებთან კი, დისკებთან-არა და არც ყენდება FAT-ზე)

Posted

FAT დისკებთან Seven არ მუშაობს (ფლეშკებთან კი, დისკებთან-არა და არც ყენდება FAT-ზე)

აა :user: მოვა დრო და NTFS-შიც ვეღარ დავაფორმატებთ

  • 3 weeks later...
Posted

ესეიგი რა პრობლემა მაქ:ვინდს ვაყენებ და ფულ ფორმატი მინდა დისკის,ხოდა ფორმატ ც–ს რო ვწერ format c:ესე,მერე ენთერ,ესე მიწერს:enter current volume label for drive c,რა უყო მიშველეთ რა

Posted

LABEL არის დისკის სახელი

რაიმე ცაუწერე (მაგალითად, C დისკს მე System-ს ვაწერ)

Posted

LABEL არის დისკის სახელი

რაიმე ცაუწერე (მაგალითად, C დისკს მე System-ს ვაწერ)

ჩავწერე მაგრამ მერე ესე დაწერა:an incorrect volume label was entered for this drive:(გავგიჟდი რა,არადა ამ ტუტორიალით მაქ სრული ფორმატი გაკეტებული,ეხლა რა ეტაკა ტო

Posted

ესეიგი რა პრობლემა მაქ:ვინდს ვაყენებ და ფულ ფორმატი მინდა დისკის,ხოდა ფორმატ ც–ს რო ვწერ format c:ესე,მერე ენთერ,ესე მიწერს:enter current volume label for drive c,რა უყო მიშველეთ რა

მეც მომივიდა ესე ჩემი ბიძაშვილის ლეპტოპზე დავანებე მერე თავი არადა ჩემ კომპზე ჩვეულებრივ გამოდის

Posted

ე.ი რა ხდება,იმიტო არ აფორმატებს რო სისტემ დრაივ არარი,ანუ არი უბრალო ფართიშენი,100 მბ რო ქმნის თავისით იმას უწერია გვერდზე სისტემ,როგორ არ ვცადე მარა სისტემ ფართიშენი ვერ შევქმენი,თვითონ ქმნის 100 მბ–ს სისტემ რეზერვისთვის და იმას ანიჭებს სისტემ დრაივს:(

Posted

ე.ი რა ხდება,იმიტო არ აფორმატებს რო სისტემ დრაივ არარი,ანუ ერი უბრალო ფართიშენი,100 მბ რო ქმნის თავისით იმას უწერია გვერდზე სისტემ,როგორ არ ვცადე მარა სისტემ ფართიშენი ვერ შევქმენი,თვითონ ქმნის 100 მბ–ს სისტემ რეზერვისთვის და იმას ანიჭებს სისტემ დრაივს:(

კიბორგ თუ 0 იდან აყენებ ადექი და ხპ ზე ადვილია იქედან შექმენი და შემდეგ სევებნი დააყენე :)

Posted

0იდან ანუ რას გულისხმობ?თავიდან ვაყენებ ვინდოუსს,მაგრამ რა ვქნა ეხლა xp დავაყენო ჯერ და მერე გადავაყენო?ვერ მივხვდი

Posted

0იდან ანუ რას გულისხმობ?თავიდან ვაყენებ ვინდოუსს,მაგრამ რა ვქნა ეხლა xp დავაყენო ჯერ და მერე გადავაყენო?ვერ მივხვდი

აი დისკები გაყოფილი გაქ? მე ის ვიგულისხმე რომ ხპ დაიწყე გაყავი როგორც გინდა ან თუ გაყოფილი გაქ სხვა ზომები მიეცი და შემდეგ დააფორმატე ხპ დან და მერე სევენით სცადე თუ დაფორმატდება ცმდ ში format C:

Posted

აი დისკები გაყოფილი გაქ? მე ის ვიგულისხმე რომ ხპ დაიწყე გაყავი როგორც გინდა ან თუ გაყოფილი გაქ სხვა ზომები მიეცი და შემდეგ დააფორმატე ხპ დან და მერე სევენით სცადე თუ დაფორმატდება ცმდ ში format C:

დაყოფილი მაქ,მგონი მომიწევს ჯერ xp-ის დაყენება და მერე 7ის რა:(

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.