Jump to content

3D ნავიგატორი


Recommended Posts

ეს ნავიგატორი ლაზერების დახმარებით სამგანზომილებიან გამოსახულებას პირდაპირ საქარე მინაზე აპროეცირებას და რეალობას კომპიუტერულ გრაფიკას უმატებს. სისტემა Volumetric 3D Head Up Display წარმოდგენილი იყო გამოფენაზე Augmented Reality Expo 2011. სიტყვა «Volumetric» ნიშნავს, რომ ლაზერების მიერ შექმნილი სურათი ბრტყელი არ არის, იგი სიღრმის ნამდვილ ეფექტს ქმნის. დემონსტრაციისას განსაკუთრებით სასიამოვნო მაქსიმალურად მარტივი გრაფიკაა, მხოლოდ ერთი წითელი ხაზი, რომელიც არ ფარავს ეკრანის ნახევარს და ყურადღებას არ ფანტავს.

virtual_cable.jpg

laser-sg.jpg

media_httpwwwblogcdnc_jBkxg.jpg.scaled500.jpg?AWSAccessKeyId=AKIAJFZAE65UYRT34AOQ&Expires=1306859012&Signature=P1nIFV2da4%2Bk%2FWhuubqc69XW79E%3D

გზიდან თვალის მოუცილებლად მძღოლმა ყოველთვის იცის, საით უნდა გაუხვიოს, მუდმივად ხედავს გზის მიმართულებას და წინასწარ ხვდება, როდის უნდა შეამციროს სიჩქარე. Volumetric-ის კიდევ ერთი ღირსებაა ის ფაქტი, რომ სისტემისთვის ნებისმიერი საქარე მინაა გამოსადეგი, არანაირი განსაკუთრებული ოპტიკური კონსტრუქცია და სპეციალური დაფარვა არ არის საჭირო. ლაზერული პროექტორი ნებისმიერ ფერში მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციისას მხოლოდ წითელია ნაჩვენები, სურვილის შემთხვევაში პროექტორს მთელი საქარე მინის გაფერადება შეუძლია.

თეორიულად სამგანზომილებიან ეკრანს მთლიანი აუცილებელი ინფორმაციის მოცვა შეუძლია, მარტივი სქემა GPS-ით — მხოლოდ დასაწყისია; იმისდა მიხედვით, რამდენად დაჭკვიანდებიან მანქანები, დაჭკვიანდება 3D-ნავიგატორიც. კერძოდ, თანამედროვე მანქანები სხვადასხვაგვარი სენსორებით არიან აღჭურვილნი, მათგან ინფორმაციაც შეიძლება პროექტორს მიეწოდოს. პერსპექტივაში კი, როდესაც ავტომობილებს შორის პირდაპირი კავშირი საყოველთაო პრაქტიკად იქცევა, Volumetric ამასაც აეწყობა. ლაზერული პროექტორის ღირებულება რა თქმა უნდა მაღალია, თუმცა მისი შემქმნელი კომპანია MVS California დარწმუნებულია, რომ უახლოესი წლების განმავლობაში იგი შეიძლება ბაზარზე მოხვდეს და თანდათანობით გამოდევნის ტრადიციულ ნავიგატორებს.

წყარო:dvice.com

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

ნავიგატორიო, დრიფტის მხარდამჭერი კი არ უთქვია :chojinfc:

:lollol: :lollol: :lollol:

Link to comment
Share on other sites

მმ... საინტერესოა, მაგრამ ნავიგაციის ლაფსუსების გამოსწორება უფრო კარგი იქნებოდა, ვიდრე "დიდ ეკრანზე" ჩვენება...

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო მართლა მაგარი რამეა.ასეთ ნავიგატორს დიდი საიმოვნებით ვიქონიებდი

მმ... საინტერესოა, მაგრამ ნავიგაციის ლაფსუსების გამოსწორება უფრო კარგი იქნებოდა, ვიდრე "დიდ ეკრანზე" ჩვენება...

+1

ხო მიშა კარგი იქნებოდა

იმედია ამასაც გაითვალისწინებენ უახლოეს მომავალში

Link to comment
Share on other sites

ხო მიშა კარგი იქნებოდა

ავტოგადაცემებში მაგრად ვხალისობ ხოლმე ნავიგატორი რომ აცხადებს "მოუხვიეთ მარჯვნივ" და ამ დროს მარჯვნივ რომ კედელია :crazy:

Link to comment
Share on other sites

ავტოგადაცემებში მაგრად ვხალისობ ხოლმე ნავიგატორი რომ აცხადებს "მოუხვიეთ მარჯვნივ" და ამ დროს მარჯვნივ რომ კედელია :crazy:

:lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol:

ვაიმე გადავვარდი სკამიდან იმდენი ვიცინე :D

მაგარი "ჭკვიანი" :chojinfc: ნავიგარორია რას ერჩი მიშა? :D

Link to comment
Share on other sites

ავტოგადაცემებში მაგრად ვხალისობ ხოლმე ნავიგატორი რომ აცხადებს "მოუხვიეთ მარჯვნივ" და ამ დროს მარჯვნივ რომ კედელია :crazy:

:lollol:

Link to comment
Share on other sites

რაკარგი მხრითAა შექმნილი,მომწონს!

მადლობთ ნიუსისთვის!

Link to comment
Share on other sites

რაკარგი მხრითAა შექმნილი,მომწონს!

მადლობთ ნიუსისთვის!

არაფერს ნეირონ

ეს ჩემი მოვალეობაა და დიდი სურვილიც რო ასეთი საინტერესო თემები ვწერო თორე მარტო მოვალეობის მოხდის მიზნით ნაღდად არ დავწერდი

მაგრად მაინტერესებს ასეთი რაგაცები

Link to comment
Share on other sites

ვააა. ცოტა ხანში ნფს ლაივში ვითამაშებთ :chojinfc:

lollol.gif რას მოვესწარით...

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.